აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტის ფასის შესაძლო მანიპულირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც გამოცემა ,,Bloomberg-ი“ იუწყება, გამოძიება ეხება უკანონო პრაქტიკას, რაც ზეგავლენას ახდენს ფასზე, მათ შორის სპუფინგს ანუ ბაზარზე ყალბი შეკვეთების განთავსებას – სხვა მოვაჭრეების მოტყუების მიზნით.
ბაზრის ზოგიერთი მოთამაშე მიიჩნევს, რომ გავრცელებულია კრიპტომანიპულაცია. შარშან ბლოგერმა მონიშნა (flagged) ,,სპუფის” მოქმედებები, მოვაჭრე ან მოვაჭრეთა ჯგუფი, რომელმაც, სავარაუდოდ, 1 მილიონი ყალბი შეკვეთა განათავსა.
,,Bloomberg-ის“ მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას ბიტკოინის ფასის დაცემა მოყვა.
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის ფასმა გასულ წელს 20 000 აშშ დოლარს მიაღწია, 2018 წლის დასაწყისში კი, მისი ფასი 1 000 აშშ დოლარამდე დაეცა. აპრილში კრიპტოვალუტამ Bitfinex-ზე 8,5 ათასი დოლარის ზღვარი გადალახა.
ასევე, გაიზარდა სხვა ციფრული ვალუტების ფასი: Ethereum + 6,27%, 592,4 დოლარამდე, Ripple + 16,68%, 0,87 დოლარამდე, Bitcoin Cash 17,24%-ით 1,129 დოლარამდე, IOTA 11,56%-ით 1,95 დოლარამდე.
წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“