close
რელიგია და მეცნიერება

“აშურა” შიიტების სისხლიანი ტრადიცია

ისლამურ კალენდარში მუჰარამი პირველი თვეა. იგი იმ 4 წმინდა თვეს შორისაა, რომელთა დროსაც ომი აკრძალულია. გამომდინარე იქიდან, რომ მუსლიმები მთვარის კალენდარს იყენებენ, მუჰარამის პერიოდი გრეგორიანული აღრიცხვის მიხედვით სხვადასხვა დროს უწევს. მუჰარამი წარმოდგება არაბული სიტყვიდან “حرام‎ – ჰარამ”, რაც აკრძალულს ნიშნავს. ზოგიერთი მუსლიმი ამ დროს მარხულობს.

 

მუჰარამის მეათე დღეს ეწოდება იაუმუ-ლ’აშურაჰ, რომელიც შიიტი მუსლიმებისთვის ცნობილია, როგორც ‘მწუხარების დღე“. ამ დღეს გარდაიცვალა იმამ ჰუსეინი (حسين بن علي بن أﺑﻲ طالب‎ – ჰუსაინ იბნ ალი იბნ აბუ თალიბ), წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილი. ის VII საუკუნეში, ქარბალას ბრძოლის დროს მოკლეს პოლიტიკურმა მტრებმა 72 მოკავშირესთან ერთად.

აშურა სწორედ მისდამი მიძღვნილი გლოვის დღეა. აშურა არაბული სიტყვაა და ქართულად “მეათეს” ნიშნავს. ტრადიციის მიხედვით, აშურას დღეს კაცები და ბიჭები სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში მსვლელობას აწყობენ და მოთქვამენ, შიგადაშიგ შიშველი ხელით თუ ჯაჭვებით, ზოგჯერ კი ცივი იარაღითაც საკუთარ სხეულს ტკივილს აყენებენ და ამით სიმბოლურად იმ ტანჯვას განიცდიან, რაც იმამ ჰუსეინმა გადაიტანა 680 წელს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0