close
ასტრონომია - კოსმოსიკვლევები

ასტრონომებმა იუპიტერის 12 ახალი მთვარე აღმოაჩინეს

ასტრონომებმა იუპიტერის გარშემო აქამდე უცნობი 12 მთვარე აღმოაჩინეს. ამ აღმოჩენამ პლანეტის მთვარეების რიცხვი 79-მდე გაზარდა და იუპიტერი მზის სიტემაში ყველაზე უხვმთვარიან პლანეტად აქცია.

ასტრონომები, რომლებმაც ახალი მთვარეები აღმოჩინეს, მსოფლიოს ყველაზე მძლავრ ტელესკოპს იყენებდნენ. იმის გამო რომ იუპიტერი დადგენილი სიჩქარით მოძრაობს, ნებისმიერი რამ, რაც მის ახლომახლო, იმავე სიჩქარით მოძრაობს, მთვარის „კანდიდატია“, თუმცა დამტკიცებას დრო სჭირდება.

მეცნიერთა დაკვირვებაზე დაყრდნობით, საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის პლანეტის ცენტრის მეცნიერმა – გარეთ უილიამსმა მთვარეების ორბიტების გამოთვლა შეძლო. ცხრა მათგანი, რომლებიც პლანეტის ყველაზე შორეულ ორბიტაზე მოძრაობენ, თითო ბრუნის გაკეთებას 2 დედამიწის წელს ანდომებენ.

მათ ასევე რეტროგრადული ორბიტებიც აქვთ. ეს გასაკვირი არაა, ვინაიდან იუპიტერის ცნობილი მთვარეების უმრავლესობა რეტროგრადულია [რომლებიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოძრაობენ და მიიჩნევენ, რომ ისინი გაზის გიგანტის ახლოს წარმოქმნილი ასტროიდები ან კომეტებია, რომლებსაც პლანეტა ატყვევებს, როცა მას ძალიან უახლოვდებიან].

,,ჩვენ ვფიქრობთ, რომ, თავდაპირველად, მხოლოდ სამი რეტროგრადული იყო და ისინი სხვა ობიექტებთან შეჯახების შედეგად დაიმსხვრნენ, თუმცა, უცნობია რა იყო ეს სხვა ობიექტები.”

აღმოჩენილი 12 მთვარიდან ერთი ყველაზე უცნაურია. პროგრადული მიმართულებით (დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ) მხოლოდ სამი მათგანი მოძრაობს და იუპიტერთან შედარებით ახლოს არიან.

ორი მათგანი პირდაპირ მოძრაობს და უფრო დიდი ჯგუფის ნაწილია, რომლებიც ორბიტის ერთ შემოვლას 1 წელს ანდომებენ. ასტრონომები ფიქრობენ, რომ ისინი უფრო დიდი მთვარის ნაწილი იყვნენ, რომელიც დაიშალა.

ბოლო მთვარე ძალიან უცნაურია. მას პირობითად Valetudo შეარქვეს. ის პლანეტისგან ყველაზე შორს მდებარეობს და მის ირგვლივ ორბიტის ერთ შემოვლას 18 თვეს ანდომებს.

მეცნიერთა გუნდი მიიჩნევს, რომ Valetudo უფრო დიდი მთვარის ფრაგმენტია, რომელიც სხვა რეტროგრადულ მთვარესთან შეჯახების შედეგად დაიშალა.

ასტრონომები აცხადებენ, რომ ყველაზე უცნაური ამ მთვარის მცირე ზომაა. მათი მტკიცებით, თუკი Valetudo იუპიტერის ჩამოყალიბებამდე გაჩნდა, ის უნდა შენელებულიყო იმ გაზითა და მტვრით, რაც პლანეტის ფორმაციის შედეგად წარმოიქმნა. Valetudo-ს მცირე ზომით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის მას შემდეგ გაჩნდა, რაც ეს მტვერი და გაზი გაქრა. ეს ფაქტი ინფორმაციას გვაწვდის მთვარეთა ამ ოჯახების ფორმაციის დროზე, რაც, თავის მხრივ, მზის სისტემის ჩამოყალიბების შესახებ ინფორმაციასაც მოიცავს.

მეცნიერებმა კომპიუტერული სიმულაცია გააკეთეს იმის დასადგენად, თუ რა სიხშირით ეჯახება Valetudo რეტროგრადულ მთვარეს და აღმოჩნდა, რომ ეს არის 100 მილიონი წლიდან 1 მილიარდ წლამდე, რაც კაცობრიობისთვის დიდი დროა, თუმცა არც ისე დიდი პერიოდია ასტრონომიულ დროში. „სიმულაციის საბოლოო სურათი რამდენიმე თვეში გვექნება,“ – აცხადებენ მეცნიერები.

წყარო: https://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid