ასტრონომებმა კოსმოსში გალაქტიკების უდიდესი ნაკრები აღმოაჩინეს. კოსმოსური ტიტანი, რომელსაც ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟის – ჰიპერიონის სახელი უწოდეს, ყველაზე დიდია აქამდე აღმოჩენილ გალაქტიკათა ნაკრებებს შორის.
„ჰიპერიონის“ მასა მზის მასაზე დაახლოებით 1 მილიონჯერ მეტია. იგი ჩილეში მდებარე Very Large Telescope (VLT)-ით აღმოაჩინეს.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ასტრონომიური თვალსაზრისით „ჰიპერიონი“ „მოზარდია“, რომელიც დიდი აფეთქებიდან 2 მილიარდი წლის შემდეგ წარმოიქმნა. აღსანიშნავია, რომ სამყარო დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა. გალაქტიკა „ირმის ნახტომი“, რომელშიც ჩვენი მზის სისტემა მდებარეობს, დაახლოებით 13.6 მილიარდი წლისაა.
ჰიპერონი Visible Multi-Object Spectrograph- ის გამოყენებით აღმოაჩინეს, რომელიც მისი მმართველების თანახმად, მოქმედებს როგორც “დროის მანქანა შუა უდაბნოში, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ გამოიყურებოდა სამყარო, როდესაც ის ამჟამინდელი ასაკის მხოლოდ მესამედი ასაკის იყო”.
სპექტოგრაფი Very Large Telescope-ზე იყო მოთავსებული. აღმოჩენა მეცნიერთა გუნდმა გააკეთა, რომელსაც იტალიაში მდებარე ასტროფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერი ოლგა კუჩიატის ხელმძღვანელობდა.
აღმოჩენასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევა – “The progeny of a Cosmic Titan” სამეცნიერო ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.
წყარო : www.reuters.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”