close

2019 წლის 28 მარტს გამოვლინდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი, რომელიც წელს, ზაფხულში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრება. ფინალი 28 მარტს, კლუბ რესპუბლიკაში 18:00 საათზე გაიმართება (პირველი რესპუბლიკის #1).
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე მეხუთე წელია წარმატებით ტარდება. ექსპერტთა კომისიამ მეორე ეტაპზე გასული ოცდაათი გუნდიდან კონკურსის ფინალისთვის ცამეტი გუნდი შეარჩია. კონკურსის მესამე, ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ გუნდები თბილისის, სენაკის, ქუთაისის და თელავის სკოლებიდან. ფინალისტებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ფინანსური მხარდაჭერა გაუწია, რამაც მათ ინოვაციური პროექტების განვითარების შესაძლებლობა მისცა. აღნიშნულ პროექტებს გუნდები კონკურსის ფინალურ ეტაპზე დასრულებული სახით წარადგენენ, რის შედეგადაც, ექსპერტთა კომისია გამარჯვებულებს შეარჩევს.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება აშშ-ში, სადაც მონაწილეობას მიიღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სამეცნიერო ბანაკში.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 2014 წლიდან ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ნასას კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით. წლევანდელი კონკურსის პარტნიორია თიბისი, ხოლო ტექნოლოგიური მხარდამჭერი – სილქნეტი.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს. პროექტის ერთ-ერთი მიზანია გამარჯვებული მოსწავლეების დაკავშირება კერძო სექტორთან და წარმატებულ მეცნიერებთან, რაც ხელს შეუწყობს მათი ცოდნის გაღრმავებასა და სამომავლო პარტნიორობას.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალურ ეტაპზე გასული პროექტების სია:
1. აგრიკულტურული მოზაიკური ადიტიური შუქფილტრი აპკი შერჩევითი ფოტოსინთეზისთვის | სკოლა აია-ჯესს, თბილისი
2. ბარნის სმარტ ლაბირინთი | გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია, სკოლა აია-ჯესს, სკოლა პროგრესი, თბილისი, ქუთაისი
3. ესკულაპე | სკოლა აია-ჯესს, წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური გიმნაზია, თბილისი, სენაკი
4. Infrared Camera Drone | 199-ე საჯარო სკოლა, თბილისი
5. მოძრაობის სკანერი | 199-ე საჯარო სკოლა, თბილისი
6. სიმსივნის ლოკალური ლიკვიდაცია ნანორობოტის საშუალებით | 199-ე საჯარო სკოლა, სკოლა აიაჯესს, თბილისი
7. Cyber Guide | 42-ე საჯარო სკოლა, თბილისი
8. ტრიბოელექტრული ფარდა | 199-ე საჯარო სკოლა, კლასიკური გიმნაზია, IT კოლეჯი, თბილისი
9. უნივერსალური ავზი | 199-ე საჯარო სკოლა, თბილისი
10. უსინათლოსთან გარემოს მაადაპტირებელი სისტემა | 22-ე და 25-ე საჯარო სკოლა, ქუთაისი
11. უცემენტო ბეტონი | ევროპული სკოლა, თელავი
12. Carქესი | ევროპული სკოლა, თბილისი
13. Hand-Held Schlierenoscope – მობილური დეტექტორი და რეტრო რეფლექტორული მოზაიკური ეკრანი | აია-ჯესს, თბილისი

გაზიარება:
fb-share-icon0