ავსტრალიელმა ქალმა, რომელსაც უთხრეს, რომ ვერასდროს დაორსულდებოდა, ტყუპები გააჩინა. ამ ისტორიაში არაორდინალური არაფერია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ტყუპები არა ერთდროულად, არამედ 10 დღის განსხვავებით ჩაისახნენ.
ქეით ჰილი პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომის გამო ჰორმონალური მკურნალობის კურს გადიოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი კვერცხუჯრედი არ ნაყოფიერდებოდა.
მისი ტყუპი გოგონები სხვადასხვა დროს ჩაისახნენ, რაც ძალზედ იშვიათი მოვლენაა.
ქალისთვის ნაყოფის ხელმეორედ ჩასახვა, როდესაც ის უკვე ფეხმძიმედ არის, ძალიან იშვიათი მოვლენაა. ტყუპების უმეტესობა არის ქალის მიერ ორი კვერცხუჯრედის ერთდროულად გამოყოფის ან უფრო იშვიათად, განაყოფიერებული კვერცხუჯრედის შემდგომში ორად გაყოფის შედეგი.
ტყუპი გოგონები, შარლოტი და ოლივია 10 თვის წინ დაიბადნენ. ისინი სხვადასხვა ზომის, წონის და გესტაციური განვითარების იყვნენ. ,,ჩვენ მათ დაბადებამდე არ გაგვიცნობიერებია, თუ რამდენად განსაკუთრებული რამ იყო ეს “, – განაცხადა ჰილმა ადგილობრივ ტელევიზიასთან საუბრის დროს.
ორსულობა ჩვეულებრივ აჩერებს ოვულაციის ყოველთვიურ ციკლს, მაგრამ ძალიან იშვიათად, ქალს შეუძლია კიდევ ერთი კვერცხუჯრედის გამოყოფა ჩასახვის შემდეგ. თუ ის განაყოფიერებულია, მას ასევე შეუძლია იმპლანტაცია და ჯანსაღი ორსულობის განვითარება.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამ მოვლენის მხოლოდ 10 შემთხვევაა აღრიცხული, რომელიც ცნობილია, როგორც სუპერფეტაცია. წყვილის მეან–გინეკოლოგმა, ბრედ არმსტრონგმა განაცხადა, რომ მდგომარეობა იმდენად იშვიათია, რომ იგი ცდილობდა ამის თაობაზე ინტერნეტში მოეძიებინა, თუმცა ამაოდ.
წყარო: BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”