close
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ავსტრალიელმა მეცნიერებმა კანის კიბოს დამარცხების ორ ახალ გზას მიაკვლიეს

ავსტრალიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მათ მელანომის სასიცოცხლო ორგანოებზე გავრცელებისგან აღკვეთის ხერხს მიაკვლიეს.

ავსტრალიის მელანომის ინსტიტუტის მკვლევარების მიერ მესამე სტადიის მელანომით დაავადებულ პაციენტებში, რომელთაც სიმსივნეები ქირურგიული ჩარევის გზით ამოკვეთილი ჰქონდათ, ჩატარებული საერთაშორისო მედიკამენტური ცდები წარმატებით დასრულდა. მკვლევარებმა ორი ცდა ჩაატარეს, ერთი იმუნოთერაპიაზე და მეორე – მიზნობრივ თერაპიებზე დაფუძნებული.

ავსტრალიის მელანომის ინსტიტუტის სამედიცინო დირექტორმა პროფესორმა ჯორჯინა ლონგმა განაცხადა, რომ ეს “გარღვევა” კანის კიბოს (დაავადება, რომელიც ყოველ ხუთ საათში ერთ ავსტრალიელს კლავს) მკურნალობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ნორმალურ ვითარებაში მესამე ეტაპის პაციენტები კიბოს პროგრესირებისა და ფატალური მელანომას განვითარების  მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ (40-70 პროცენტი).

პირველი ცდის ფარგლებში პაციენტებს ერთი წლის განმავლობაში იმუნოთერაპიის მედიკამენტებს – ნივოლუმაბს ან იპილიმუმაბს აძლევდნენ. იმუნოთერაპიები აღადგენს იმუნურ სისტემას და მელანომის უჯრედებს ანადგურებს.

„შემიძლია პაციენტებს განვუცხადო, რომ მას შემდეგ რაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდებათ, შეუძლიათ ჩაიტარონ 12-თვიანი მედიკამენტური თერაპია, რაც კიბოს უკან დახევის შანსს 50-დან 25 პროცენტამდე შეამცირებს (იპილიმუმაბით) და დანარჩენ 35 პროცენტს (ნევოლუმაბით),“ – განაცხადა პროფესორმა ლონგმა.

რაც შეეხება მეორე  ცდას, მის ფარგლებში პაციენტებმა მიიღეს მიზნობრივი თერაპიის კომბინაცია, რომლებიც ბლოკავენ კონკრეტული გენის მოქმედებს, მელანომის დრაივერს.

„თუკი მელანომას უკან დახევის და შენი სიკვდილის შანსი 50 პროცენტია, მე გეუბნებით, რომ ამ მედიკამენტების 12 თვის განმავლობაში მიღება ამ შანსს 25 პროცენტამდე, ან უფრო ნაკლებამდე ამცირებს. ეს კი უზარმაზარი შედეგია,“ – განაცხადა პროფესორმა ლონგმა.

კვლევები აღნიშნული მედიკამენტების მწარმოებელი ფარმაცევტული კომპანიების მიერ დაფინანსდა. მათი შედეგები სამედიცინო ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESMO) 2017 წლის კონგრესზე( European Society for Medical Oncology (ESMO) 2017 Congress) იქნება წარმოდგენილი, რომელიც მაისში ესპანეთში გაიმართება.

 

წყარო: http://www.smh.com.au

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid