close
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოასაქართველო

აზოტის დიოქსიდი, მყარი ნაწილაკები და მტვერი – თბილისში ჰაერის ხარისხი გაუარესდა

2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ჰაერის დამაბინძურებელ ნაწილაკთა რაოდენობა თბილისში გაიზარდა.
როგორც „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა ჰაერის ხარისხის კვლევის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, კვლევა ეფუძნება წერეთლის გამზირზე დაფიქსირებული ისეთი წამყვანი დამაბინძურებლების მონაცემების ანალიზს როგორიცაა აზოტის დიოქსიდი – NO2, მიკრონაწილაკები PM2.5 და PM10.
“2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებმა ჰაერის ხარისხთან მიმართებით დაგვანახა, რომ გაზრდილია იმ წამყვან დამაბინძურებელთა ოდენობა, რომლებიც ჯანმრთელობისთვის მეტად საშიშია. ამას წარმოადგენს განსაკუთრებით აზოტის დიოქსიდი, არის შეწონილი მყარი ნაწილაკები და მტვერი. წერეთლის გამზირი აღებულია ერთ-ერთ მაგალითად. ბუნებრივია, ამის განზოგადება შეიძლება მთელ ქალაქზე ვერ მოხდეს, მაგრამ ძალიან დიდი ეჭვის საფუძველი არსებობს, რომ სხვა დატვირთულ ქუჩებზეც იყოს იგივე ან უარესი ვითარებაა”, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ ტრანსპორტის ნაკადის იზრდება, იზრდება აზოტის დიოქსიდის ოდენობაც.
“კვლევამ გვიჩვენა, რომ ავტომობილების რაოდენობის ზრდა პირდაპირ კავშირშია აზოტის დიოქსიდის ზრდასთან. როდესაც 8 საათიდან იწყება ტრანსპორტის ნაკადის ზრდა, ამის პარალელურად იწყება აზოტის დიოქსიდის მატებაც“- აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა.
ამასთან, ეკა ლალიაშვილმა ისაუბრა დიზელის ძრავზე მომუშავე ტრანსპორტზეც და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეს ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.
“დღეს განსაკუთრებული გამოწვევაა დიზელის ტრანსპორტი. ევრო 4-ის სტანდარტია ქვეყანაში, თუმცა ასევე არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლებელია და ხელმისაწვდომია უფრო იაფიანი და უხარისხო საწვავი, თუმცა ამაზე კონკრეტულად კვლევა არ ჩაგვიტარებია.
ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა მოძველებული ავტოპარკი, რომელის წილიც  90%-ს აღწევს. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დაიწყოს ისეთი სტრატეგიის ამოქმედება, რომელიც ავტოპარკის განახლებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

გაზიარება:
fb-share-icon0