ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ ბავშვობის დროს განცდილი ბულინგით გამოწვეული შიში და დეპრესია დროთა განმავლობაში მცირდება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბავშვებს გამოჯანსაღების უნარი აქვთ.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში 11,000 ტყუპი შეისწავლეს. კვლევამ აჩვენა, რომ ბულინგით გამოწვეული შფოთვა ორი წლის განმავლობაში შენარჩუნებული იყო, თუმცა ხუთი წლის შემდეგ გაქრა.
მისი თქმით, სკოლებში ბულინგის შედეგების მინიმალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ფსიქიატრები აცხადებდნენ, რომ ბულინგი ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დიდი ხნის განმავლობაში ძალიან სერიოზულ უარყოფით ზეგავლენას ახდენს.
განცხადებით, დაშინება შესაძლოა ახალგაზრდობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დიდი ხნის განმავლობაში სერიოზულ გავლენას მოახდენს.
ახალ კვლევაზე დაყრდნობით კი მკვლევარები აცხადებენ, რომ ბულინგის შედეგები რამდენიმე წლის შემდეგ აღმოფხვრას იწყებს.
11, 14 და 16 წლის ასაკის 11 000-ზე მეტი ბავშვის გამოკვლევის შედეგად მკვლევარებმა შეძლეს ბულინგსა და ფსიქიკური ჯანმრთელობას შორის კავშირი შეეფასებინათ.
მათი თქმით, ბულინგი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებში მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება დავადანაშაულოთ, თუმცა მან შეიძლება გამოიწვიოს:
შფოთვა
დეპრესია
ჰიპერაქტიურობა
ქცევის პრობლემები
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ შედეგები იმედის მომცემია, ვინაიდან ამტკიცებს, რომ მისი ზეგავლენა ფსიქიკურ ჯანრთელობაზე დროთა განმავლობაში მცირდება.
ბავშვების ბულინგისგან დაცვა პრიორიტეტია, თუმცა მათ, ვინც ბულინგის მსხვერპლი მაინც გახდა, მისი შედეგების აღმოსაფხვრელად დახმარება სჭირდებათ.
„თუმცა, ამ პრობლემასთან საბრძოლველად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის, რომ სკოლები ბულინგის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებდნენ,“ – აღნიშნავენ მეცნიერები.
ბულინგის სტატისტიკა საქართველოში
ბულინგის ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს. ეს ნაწილობრივ დაკავშირებულია თავად ბულინგის იდენტიფიცირების სირთულესთან სკოლებში. ხშირია შემთხვევა, როდესაც მასწავლებლები ან მშობლები სიტყვიერი, ფიზიკური აგრესიის შემცველ ქცევას ბავშვურ სიცელქედ მიიჩნევენ და ამაზე ყურადღებას არ ამახვილებენ. გარდა ამისა, მჩაგვრელი ბავშვი იშვიათად ახორციელებს მსგავს ქცევას უფროსის თანდასწრებით. იცის რა, რომ შეიძლება დაისაჯოს, მსხვერპლის დასაჩაგრად ირჩევს საკლასო ოთახს — შესვენებაზე, ან ცარიელ დერეფანს — გაკვეთილების მსვლელობისას.
განათლების ნაციონალური ცენტრის 2016 წლის მონაცემების მიხედვით, ყოველი 5 ბავშვიდან 1 ბულინგის მსხვერპლია. Modecki, Minchin, Harbaugh, Guerra, & Runions-ის 2014 წელს გაკეთებული 80 კვლევის მეტა-ანალიზის მიხედვით, 12-18 წლის მოზარდების 35% განიცდის ტრადიციულ ბულინგს (ფიზიკური, სიტყვიერი აგრესია), ხოლო 15% – კიბერ-ბულინგს. Petrosina, Guckenburg, DeVoe, & Hanson-ის 2010 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, ბულინგის მსხვერპლი ბავშვებიდან 64% არ საუბრობს ამაზე. Davis & Nixon-ის 2010 წლის კვლევის მიხედვით, ჩაგვრის მიზეზი ყველაზე ხშირად ხდება ხოლმე ბავშვის გარეგნობა (55%); სხეულის ფორმა (37%) და ეროვნება (16%).
წყარო: BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
წყარო: BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”