ამერიკელ მამაკაცს, რომელიც ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი ფოტომასალით მოვაჭრე საიტს აკონტროლებდა, 20 წელი მიუსაჯეს.
დევიდ ლინ ბროუინგი საიტ ,,Playpen-ის” მეორე დაპატიმრებული ადმინისტრატორია. იგივე სასჯელი იანვარში საიტის კიდევ ერთ მამაკაცს მიუსაჯეს.
როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბროუინგი საიტის უფროსი ოპერატორი იყო. იგი ციხიდან გამოსვლის შემდეგ მთელი სიცოცხლის მანძილზე სპეციალური ზედამხედველობის ქვეშ იქნება.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საიტი ანონიმური ქსელის ,,Onion Router (Tor)-ის”
საშუალებით ოპერირებდა.
FBI-იმ ,,Playpen-ის” დასახურად 2015 წელს სპეცოპერაცია ჩაატარა. დახურვამდე ორი კვირის განმავლობაში საგამომძიებლო ბიურო საიტის მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა. ,,Playpen-ს”დაახლოებით 150,000 წევრი ჰყავდა.
იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, FBI-ის სპეცოპერაციას საიტთან დაკავშირებული 51 ადამიანის დაპატიმრება და 55 ბავშვის გათავისუფლება მოჰყვა, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყვნენ.
წყარო: BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”