close
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

BBC – კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, ადამიანებს 90%-ით იცავს

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ისა და გერმანული კომპანია BioNTech-ის განცხადებით, მათ მიერ შექმნილ პოტენციურ ვაქცინაზე მიმდინარე კვლევის მე-3 ფაზის წინასწარი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ვაქცინა კოვიდ-19-ით დაინფიცირებისგან ვაქცინირებულების 90% -ზე მეტს იცავს.

Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინა ეფუძნება მეთოდს, რომელიც იმუნური სისტემის მომზადებას ვირუსის გენეტიკური კოდის ნაწილის ინექციის გზით ითვალისწინებს.

კომპანიებში აცხადებენ, რომ საცდელი კვლევები აშშ – ში, გერმანიაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, სამხრეთ აფრიკასა და თურქეთში ჩატარდა და მასში 43 500 ადამიანი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები არ წარმოქმნილა.

კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდ 19-სგან დასაცავად საჭიროა ორი ვაქცინის დოზა, სამი კვირის ინტერვალით. 90%-იანი დაცვა კი მეორე დოზის მიღებიდან 7 დღეში მიიღწევა.

Pfizer-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის  ვაქცინის 50 მილიონი დოზის მიწოდებას შეძლებენ, რაც 25 მილიონი ადამიანი ასაცრელადაა საკმარისი, 2021 წლის ბოლოსთვის კი ამ რაოდენობას 1.3 მილიარდამდე გაზრდიან.

აღსანიშნავია, რომ Pfizer-სა და BioNTech-ს შეერთებულ შტატებთან 1.95 მილიარდი აშშ დოლარიანი კონტრაქტი უკვე გაფორმებული აქვს, რაც 100 მილიონი დოზა ვაქცინის მიწოდებას ითვალისწინებს. მათ შეთანხმებას მიაღწიეს ევროკავშირთან, გაერთიანებულ სამეფოსთან,  კანადასა და იაპონიასთანაც.

ამასთან, არსებობს ვაქცინის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემა, რადგან მისი შენახვა მინუს 80 C- ზე დაბალ ტემპერატურაზე უნდა მოხდეს.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0