ჩვენი იმუნური სისტემის ახლადაღმოჩენილი ნაწილი შესაძლოა ყველა სახის კიბოს სამკურნალოდ გამოიყენონ.
კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდი აცხადებს, რომ მათ პროსტატის, ძუძუს, ფილტვისა და სხვა სახის კიბოების განკურნების მეთოდს მიაგნეს.
კვლევა, რომლის შედეგები, რომელიც ჟურნალ Nature Immunology-ში გამოქვეყნდა, ჯერჯერობით პაციენტებში არ გამოუცდიათ, თუმცა კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მათ მიერ აღმოჩენილ მეთოდს „უზომო პოტენციალი“ გააჩნია.
იმუნური სისტემა ინფექციისგან გვიცავს. ის ასევე ებრძვის კიბოს უჯრედებს.
მეცნიერები ეძებდნენ იმუნური სისტემის მიერ სიმსივნეზე თავდასხმის არატრადიციულ, აქამდე უცნობ გზებს, რა დროსაც მათ ადამიანების სისხლში T უჯრედები აღმოაჩინეს. ეს არის იმუნური უჯრედი, რომელსაც შეუძლია შეაფასოს, არსებობს თუ არა ადამიანის სხეულში საფრთხე, რომელიც უნდა აღმოიფხვრას. განსხვავება ისაა, რომ T- უჯრედებს კიბოს ბევრი სახის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლია.
„ყველა პაციენტის განკურნებაა შესაძლებელი,“- აცხადებენ კვლევის ავტორი მეცნიერები.
მათი მტკიცებით, T-უჯრედებს „რეცეპტორები“ აქვთ, რომლებსაც ლაბორატორიაში სიმსივნური უჯრედების ფართო სპექტრის, მათ შორის ფილტვის, კანის, სისხლის, მსხვილი ნაწლავის, მკერდის, ძვლის, ძვლის, პროსტატის, საკვერცხეების, თირკმელებისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს უჯრედების, პოვნა და მოკვლა შეუძლიათ ისე, რომ ქსოვილები არ ზიანდება.
T უჯრედების რეცეპტორები MR1 მოლეკულასთან ურთიერთქმედებენ, რომელიც ადამიანის სხეულის ყველა უჯრედის ზედაპირზე არსებობს. როგორც ჩანს, MR1 ამცირებს მეტაბოლიზმს, რომელიც სიმსივნურ უჯრედში გრძელდება.
T-უჯრედებს კიბოს წინააღმდეგ უკვე იყენებენ, იმუნოთერაპიაზე დაფუძნებული მკურნალობა კიბოსთან ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე დამაიმედებელ მეთოდად მოიხსენიება.
ყველაზე ცნობილი მეთოდი CAR-T-ს სახელითაა ცნობილი — ეს გენეტიკურად მოდიფიცირებული T-უჯრედებია, რომლებსაც კიბოს უჯრედების პოვნა და მათი განადგურება აქვთ “ნასწავლი.”
ეს მეთოდი გარკვეულ შემთხვევებში ძალიან ეფექტიანია და სრულ გამოჯანმრთელებასაც განაპირობებს ხოლმე, თუმცა ის მაღალსპეციფიკურია და მხოლოდ გარკვეული ტიპის კიბოს მიმართ გამოიყენება და ძირითადად მხოლოდ ლეიკემიის წინაღმდეგაა ეფექტიანი.
მკვლევარები აცხადებენ, რომ მათ მიერ ნაპოვნი T-უჯრედის რეცეპტორის საშუალებით, შესაძლოა, კიბოს “უნივერსალური” მკურნალობის მეთოდს მიაგნონ.
პირველ რიგში პაციენტისგან სისხლის ნიმუშს აიღებენ, საიდანაც მოხდება T-უჯრედების გამოყოფა, შემდეგ კი გენეტიკური მოდიფიკაციების საშუალებით მათ ისე დააპროგრამებენ, რომ ამ უჯრედებმა კიბოს აღმომჩენი რეცეპტორი შექმნან.
განახლებული უჯრედებს მეცნიერები ლაბორატორიაში გაზრდიან და გაამრავლებენ, შემდეგ კი პაციენტში შეიყვანენ. სწორედ ეს პროცესი გამოიყენება CAR-T თერაპიის დროსაც.
აღსანიშნავია, რომ ცდები ჯერ მხოლოდ ცხოველებსა და ლაბორატორიაში გაზრდილ უჯრედებზე ჩატარდა და სანამ მეთოდს ადამიანებზე გამოცდიან, უსაფრთხოების დამადასტურებელი სხვა ცდების ჩატარებაცაა საჭირო.
წყარო : BBC
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“