close
მსოფლიოსამართალი

BBC აუდიტორია #115-ის, ,,ფრესკოსა” და ,,ბიბლუსის” თანამშრომლების პროტესტს ეხმაურება

BBC აქვეყნებს სტატიას, რომელშიც  ნათქვამია, რომ დასაქმებული ქართველების ნაწილი  მედიასაშუალებებით ცდილობს საზოგადოებას უფლებების დაცვისა და სოლიდარობისკენ მოუწოდოს. მათი ძირითადი მიზანია საქართველოში შრომის პირობების გაუმჯობესებაა, ,,მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ისტორიაში სხვა დროსაც ყოფილა შრომის კოდექსის დარღვევით გამოწვეული  დემონსტრაციები, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ მოძრაობას ასეთი ფართო გამოხმაურება მოჰყვა”- ნათქვამია სტატიაში.

როგორც ცნობილია, მოძრაობა დაიწყო მას შემდეგ, რაც წიგნის მაღაზიათა ქსელის ,,ბიბლუსის” 6-მა თანამშრომელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ისინი აპროტესტებენ დაბალ ხელფასებს,  უსამართლოდ გაზრდილ სამუშაო დროსა და ცუდ პირობებს. ვიდეო, რომელიც აუდიტორია  #115-ის Facebookპროფილზე აიტვირთა, ამჟამად  უკვე 100 000-ზე  მეტმა ადამიანმა ნახა.

BBC-ის თქმით, აუდიტორია #115, რომლის წევრებიც თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, ადრეც იბრძოდნენ ჯერ სტუდენტების უფლებების, შემდეგ კი მშრომელთა უფლებების დასაცავადაც. მიმართვაში ნათქვამია, რომ  დანარჩენი დასაქმებულებიც უნდა შეუერთდნენ მოძრაობას, რადგან, ამ შემთხვევაში, საქმე საერთოა და პრობლემა თითქმის ყველა დაწესებულებაში ამგვარადვე დგას დღის წესრიგში. პარალელურად სტატიაში ხაზი გაესვა სუპერმარკეტების ქსელის ,,ფრესკო” წინააღმდეგ გამოთმული პროტესტსაც.

საქართველომ საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის (ITUC)  მოთხოვნით,  2013 წელს შეიტანა გარკვეული ცვლილებები შრომის კოდექსში, ორგანიზაციასთან საქართველო უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (GTUC) არის დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია რომელიც დაარსდა 1998 წლის 19 ნოემბერს, ის საქართველოში ყველაზე დიდი სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 220 000 წევრს და მისი მიზანია არადისკრიმინაციული გარემოს შექმნის წახალისება, სოციალური და დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირებისა და საერთაშორისო პროფესიული კავშირების თავისუფალი განვითარება; საქართველოს ინტეგრირება ევროპასთან; ფუნდამენტური და დემოკრატიული უფლებების დაცვა, რომელიც მოიცავს პროფესიული კავშირების დამოუკიდებლობას. თუმცა, ჯერ-ჯერობით ორგანიზაციას არ გაუკეთებია კომენტარი თანამშრომლების აქციასთან დაკავშირებით.

სტატიის დასასრულს ხაზი გაესვა რომ ,,ბიბლუსის” წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ზრუნავენ საკუთარ თანამშრომლებზე, რაც როგორც ვიდეოდან ჩანს, არ შეესაბამება სიმართლეს.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid