ირლანდიის ხელისუფლება სანაპიროზე შემჩნეული ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ გამოძიებას აწარმოებს.
ირლანდიის ხელისუფლება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან შემჩნეულ სინათლესა და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე მიღებულ ინფორმაციას იძიებს.
მანათობელი ობიექტი 9 ნოემბერს, აგილობრივი დროით 06:47 საათზე ბრიტანეთის ავიახაზებისპილოტმა შენიშნა. მისი განცხადებით, თავდაპირველად ეგონა, რომ სამხედრო–საჰაეროწვრთნა მიმდინარეობდა, რადგან იგი ძალიანსწრაფად მოძრაობდა. თუმცა საჰაეროკონტროლიორის განცხადებით, იქ არ იყოარავითარი საჰაერო წვრთნა.
კიდევ ერთი პილოტი, რომელმაც ამოუცნობიობიექტი შენიშნა, კანადის ქალაქ მონრეალიადანჰითროუში მიფრინავდა. პილოტს უჭირს ვერსიებზე საუბარი.
კიდევ ერთი წყაროს განცხადებით, თავდაპირველად ამოუცნობი ობიექტი მეტეორსმიამსგავსა, რომელიც დედამიწის ატამოსფეროშიშემოდიოდა.
რა შეიძლებოდა ეს ყოფილიყო?
არმაგის ობსერვატორიისა და პლანეტარიუმის ასტრონომმი აპოსტოლო ქრისტოუ ვარაუდობს, რომ ის, რაც პილოტებმა იხილეს დედამიწის ატმოსფეროში ძალიან მაღალი სიჩქარით შემავალი მტვრის მასა უნდა ყოფილიყომ, ანუ ის „რასაც ვარსკვლავთცვენას ეძახიან.“ „მეტეორები საკმაოდ კაშკაშებდა, როგორც ცანს, საქმე საკმაოდ დიდი მოცულობის ნამსხვრევებთან გვქონდა,“ აცხადებს ასტრონომი. მისი განმარტებით, ნოემბრის თვე საკმაოდ დატვირთულია ამგვარი მოვლენებით.
ერთ-ერთ ვერსიად ასტრონომი კოსმოსური სივრცისა და ატმოსფეროს შეჯახების შედეგად წარმოქმნილ ქანსაც ასახელებს.
არსებული ინფორმაცია ირლანდიის საავიაციო ხელისუფლებას გადაუგზავნეს, რომელიც მომხდარს კონფიდენციალური გამოძიების პროცესის ფარგლებში იძიებს.
შენონის აეროპორტის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ გამოძიების დასარულებამდე აეროპორტის ხემლძღვანელობის მხრიდან კომენტარის გაკეთება მიზამშეწონილი არაა.
წყარო :BBC
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ