close
არქიტექტურა/დიზაინიისტორიაკულტურასაქართველო

ბებრისციხის ჩრდილო-დასავლეთ კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქ.მცხეთაში ბებრისციხის ჩრდილო-დასავლეთ კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. შესრულებული სამუშაოების შუალედური ანგარიშის მიხედვით მოწყობილია არაინვენტარული ხის ხარაჩო. კოშკის შიდატერიტორია მოშანდაკდა მდინარის ბალასტით; კოშკის შიდატერიტორიაზე მოეწყო მიწატკეპნილი იატაკისთვის; არსებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციაში მოეწყო ანკერები; კედლების შიდა-და გარესაპირე წყობა გადაეწყო კირის დუღაბზე შერჩეული რიყის ქვებით; გარე-და შიდაწყობებს შორის მოეწყო რკინა-ბეტონის შემავსებლები; კედლის საკონსერვაციო შრე მოეწყო კირის დუღაბით 14“1.9=26.6მ2. სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალშიცაა დაგეგმილი. შემსრულებელი: შპს ,,სამშენებლო სარესტავრაციო კომპანია“.

ბებრისციხე მდებარეობს ქალაქ მცხეთის ჩრდილო ნაწილში. მდინარე არაგვის, მარჯვენა სანაპიროს კლდისთავზე. მას უძველეს დროს ერქვა ბელტა.ქართულ წერილობით წყაროებში ბებრისციხეს პირველად ახსენებს ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე, რომლის თანახმადაც, საქართველოს მეფე დემეტრე I (1125-1156 წწ.) გარდაიცვალა ბელტისციხეში, შემდეგ იგი წაასვენეს და გელათში, მისგანვე კურთხეულ ტაძარში დაკრძალეს. ბებრისციხის მშენებლობას XVIII ს. ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი არდამ ქართლის ერისთავს მიაწერს, რომლის ზეობა ქართლის სამეფოს ჩამოყალიბების პერიოდს უნდა ემთხვეოდეს. ბებრისციხე-ბელტისციხე მცხეთა ქალაქის ჩრდილოეთიდან ჩამკეტი მცველის როლს ასრულებდა. იმ ადგილას, სადაც იგი დგას, ხეობა მეტად ვიწროა, ამიტომ ციხე მშვენივრად რაზავდა ქალაქს ამ მხრიდან. 2006-2008 წლებში ციხეზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილმა მრავალრიცხოვანმა და სხვადასხვა პერიოდის მასალამ ცხადყო, რომ IV ს-დან მოყოლებული ვიდრე XVIII ს ჩათვლით ბებრისციხე მოქმედი ციხე-სიმაგრე იყო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid