close
ბიზნესიეკონომიკაკვლევებისაქართველო

საქართველო, ბიტკოინის მოპოვებით, მსოფლიოს მასშტაბით პირველ ადგილზეა

ბიტკოინის მოპოვების მაჩვენებლებით საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია ,,IqOption-ი“ დაინტერესდა და მსოფლიოში ამ სფეროში ყველაზე აქტიური სამი ქვეყანა დაასახელა, რომელთა შორისაც საქართველო პირველ ადგილზეა. ,,ბიტკოინის გამომუშავება დღეს იმდენად კომპლექსური საკითხი გახდა, რომ ტექნოლოგიის სიძლიერესთან ერთად ითვალისწინებს ისეთ ფაქტორსაც კი, როგორიცაა ელექტროენერგია და, შესაბამისად, ბიტკოინის მოპოვება გაზომვადი გახდა. ამიტომ,  გეოგრაფიული თვალსაზრისით, ბიტკოინის მოპოვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება იმ ქვეყნებში, რომლებშიც მაღალტექნოლოგიური განვითარებასთან ერთად, ენერგორესურსების უფრო შეღავათიან ფასში მიღებაცაა შესაძლებელი”  – აღნიშნულია ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე.

ბიტკოინი მსოფლიო მასშტაბის კრიპტოვალუტა და ელექტრონული გადახდის საშუალებაა, რომელიც დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტის პირველი მაგალითია. ბიტკოინის შექმნა უკავშირდება ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს – სატოში ნაკამოტოს, რომელმაც 2008 წელს განაცხადა გამოგონების შესახებ და უკვე 2009 წელს კომპიუტერულ ქსელში ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც ჩაუშვა. დღესდღეობით, ბიტკოინს მრავალი ქვეყანა იყენებს, თუმცა, უკანასკნელი მონაცემებით, დასახელდა ყველაზე აქტიური სამეული ქვეყნებისა, რომელთა შორის საქართველოს პირველი ადგილი უკავია.

ზოგადად, ბიტკოინის სისტემა აგებულია P2P პრინციპზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ორ კომპიუტერულ სისტემას შეუძლია ერთმანეთს შორის ინფორმაცია გაცვალოს ყოველგვარი მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე, მთავარი სერვერის გვერდის ავლით. ტრანზაქციები მოწმდება ციფრული ქსელების შესაბამის სისტემებში და ინახება საჯაროდ დამოუკიდებელ მონაცემთა ბაზაში, რომელსაც ბლოკჩეინი ეწოდება. ასევე, ბიტკოინი შეიძლება გადაიცვალოს სხვადასხვა ვალუტაზე, პროდუქტსა თუ მომსახურებაზე და შესაბამისად, დღევანდელ მსოფლიოში საკმაოდ აქტუალურიც ხდება.

გამოცემაში ნათქვამია, რომ საქართველოში “BitFury” არის  არის უმსხვილესი მოთამაშე ბიტკოინის მოპოვების ბიზნესსეგმენტში, რომელიც ანვითარებს და ზრდის გაყიდვების ეფექტურობას ბიტკოინის მომხმარებლებისა და ბიზნესკომპანიებისთვის. “Bitfury” ერთ-ერთი წამყვანი ბლოკჩეინტექნოლოგიური კომპანია და უმსხვილესი კერძო ინფრასტრუქტურული პროვაიდერია ამ ეკოსისტემაში. 2016 წლის მონაცემებით, მის მიერ ბიტკოინის მოპოვების მაჩვენებელი 15%-ს აღწევდა.

აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემებით საქართველოს შემდეგ, პირველ სამეულს ჩინეთი და ამერიკა ასრულებს, თუმცა ბიტკოინის მოპოვება აქტუალური ტრენდი გახდა მთელი მსოფლიოს მასშტაბითც, მაგალითად, 2015 წლის თებერვლისთვის ბიტკოინი უკვე 100 000-ზე მეტი სავაჭრო დაწესებულებას გადახდის საშუალებას წარმოადგენდა, ხოლო კემბრიჯის უნივერსიტეტის 2017 წლის კვლევის მიხედვით, არსებობს 2.9-დან 5.8 მილიონამდე მომხმარებელი, რომელიც კრიპტოვალუტის საფულეს იყენებს და მათი უმეტესობა ბიტკოინის მომხმარებელია.

წყარო: iqoption.com

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid