ბორჯომი სამუზეუმო ქალაქი გახდება. ამ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პროექტი „ბორჯომი-სამუზეუმო ქალაქი“ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული ხუთი უნიკალური ისტორიული შენობის რეაბილიტაციას, ერთი საიტი-ატრაქციის შექმნასა და ერთიან სამუზეუმო კონცეფციაში მოქცევას ითვალისწინებს.
პროექტის მიხედვით ბორჯომში ხუთი მუზეუმი იმუშავებს. ესენია:
• ახალი კავალერიის კორპუსში – გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი;
• რომანოვების ყოფილ კანცელარიაში – ბორჯომის მხარის ისტორიის მუზეუმი;
• მოლდენჰაუერის ჰიდროელექტროსადგურის შენობაში – ინდუსტრიული მემკვიდრეობის მუზეუმი;
• ბორჯომის მინერალური წყლის ქარხანაში – ბორჯომის მინერალური წყლის ისტორიის მუზეუმი;
• ლიკანის სასახლეში – სასახლე-მუზეუმი და მრავალფუნქციური კომპლექსი;
ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, მოეწყობა საიტი- ატრაქცია. ღია ცის ქვეშ ,,პირველი რკინიგზა”, რომელიც პირველი ორთქმავლისა და ცემი-ბაკურიანის ეიფელის სარკინიგზო ხიდის გამოყენებით იქნება შექმნილი.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”