close
საქართველო

ბრაკონიერებმა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში შველი დაჭრეს

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბრაკონიერებმა შველი დაჭრეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანტიბრაკონიერული ღონისძიების დროს, რეინჯერებმა სროლის ხმა გაიგეს და დევნის ოპერაციის შედეგად დაჭრილ შველს მიაკვლიეს.

თოვლზე კვალის მიხედვით, შველი, სავარაუდოდ, ორმა პიროვნებამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ბრაკონიერებმა ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. აღნიშნული პიროვნებების ვინაობა ამ დრომდე უცნობია. შემთხვევა ჩითახევის ტერიტორიაზე მოხდა.

რეინჯერებმა შველი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გადმოიყვანეს. ცხოველს სამედიცინო დახმარება ვეტერინარმა აღმოუჩინა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid