ტომ პიკი, პირველი ბრიტანელი კოსმონავტი, რომელიც უახლოეს მომავალში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაემგზავრება, იმედს გამოთქვამს, რომ მისი მისია ახალგაზრდა ბრიტანელებს მარსზე გამგზავრების სტიმულს მისცემს. არმიის ყოფილი მაიორი დეკემბერში ევროპის კოსმოსურ სააგენტოში (ESA) ექვსთვიანი მისიით გაემგზავრება, ის იქნება პირველი ბრიტანელი კოსმოსში მას შემდეგ, რაც ელენე შარმანმა საბჭოთა კოსმოსური ხომალდით 1991 წელს რვა დღის განმავლობაში იმოგზაურა.
„ელენე შარმანის მირის კოსმოსურ სადგურზე გაფრენიდან 24 წლიანი ინტერვალის შემდეგ, ბრიტანეთის დროშა კოსმოსში კვლად აფრიალდება,“ – განუცხადა პიკმა ჟურნალისტებს. „ეს ნიშნავს, რომ დიდ ბრიტანელ სკოლის მოსწავლეებს ვერაფერი შეაჩერებთ იყვნენ იმ პირველ ქალებსა თუ მამაკაცებს შორის, რომლებიც მომავალში პლანეტა მარსზე დაადგამენ ფეხს,“ – განაცხადა პიკმა. ასტრონავტის თქმით, ის აპირებს განახორციელოს მთელი რიგი სამეცნიერო ექსპერიმენტისა, მათ შორის, სამედიცინო გამოკვლევებიც, სადაც იქნება “ადამიანი გვინეის ღორი”. ბრიტანელი კოსმონავტი თავის მისიას, სახელწოდებით – Principia , ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან დაიწყებს. მისიის სახელწოდება გამომდინარეობს ისააკ ნიუტონის Philosophiæ Naturalis Principia Mathematica-დან(ლათ. „ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები“, ხშირად მოკლედ „საწყისები“ ან „მათემატიკის საწყისები“), რომელშიც შესულია ნიუტონის მოძრაობის კანონები და კლასიკური მექანიკის საფუძვლები, ისევე როგორც მისი უნივერსალური გრავიტაციის კანონები. ბრიტანეთმა თავდაპირველად უარი განაცხადა ადამიანის კოსმოსში ფრენის ევროპულ პროგრამაში ჩართვაზე, მაგრამ 2012 წელს ეს გადაწყვეტილება გააუქმა. საერთაშორისო კოსმოსური სადგური არის ლაბორატორია, სადაც საერთაშორისო ეკიპაჟის ექვსი წევრი ცხოვრობს და მუშაობს კოსმოსში მოპგზაურობის დროს. იგი დაარსდა 1998 წელს და 2000 წლიდან მუდმივად დაკავებულია. ამ ხნის განმავლობაში კოსმოსურ სადგურს 15 ქვეყნის 200-ზე მეტი წარმომადგენელი სტუმრობდა.
წყარო: ABC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”