close
ფსიქოლოგია

ბულინგის თემაზე ,,დავითიანნის” ფსიქოლოგიის ცენტრში მრგვალი მაგიდა შედგა

18 თებერვალს ,,დავითიანნის” ფსიქოლოგიის ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდის ფორმატის მომდევნო შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა მოწვეული ფსიქოლოგი ელიზავეტა სოლოღაშვილი. მრგვალი მაგიდა შეეხებოდა ბულინგის თემას.

მრგვალ მაგიდაზე დამსწრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები. შეხვედრა იყო თავისუფალი დასწრების და ინტერაქციული ხასიათის. შეხვედრაზე ელიზავეტა სოლოღაშვილმა  ისაუბრა ბულინგის მნიშვნელობასა და დეფინიციაზე; ბულინგის სახეებსა და მათ შინაარსზე; ასევე მოიყვანა კონკრეტული მაგალითები სასკოლო ცხოვრებიდან; შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა – მასწავლებელთა მიერ განხორციელებული ბულინგი; ვინ არის ბულერი? რა თვისებებსა და მახასიათებლებს ატარებს ის? ვინ არის მსხვერპლი და რა თვისებები გააჩნია მას? და ბოლოს, ის შეეხო ბულინგის პრობლემის პრევენციის საკითხსაც. ბულინგი ეს არის ხანგრძლივი ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა, ერთი ინდივიდის ან ჯგუფის მხრიდან, მეორე ინდივიდზე, რომელსაც არ შეუძლია თავის დაცვა კონკრეტულ სიტუაციაში.

მოძალადის ტიპური მახასიათებლებია:

• აქვთ სხვებზე ბატონობის მოთხოვნილება.

• არიან იმპულსურები და ადვილად ბრაზდებიან.

• ხშირად აგრესიულად და გამომწვევად იქცევიან უფროსების მიმართ.

• მსხვერპლის მიმართ არ განიცდიან თანაგრძნობას.

• თუ მოძალადე (bully ) ბიჭია, მაშინ ის ფიზიკურად ძლიერია.

ბულინგის მსხვერპლი ბავშვის ტიპიური მახასიათებლებია:

  •  არიან მორიდებულები, ჩაკეტილები, მგრძნობიარენი.
  •  ახასიათებთ მაღალი შფოთვა.
  • აქვთ დაბალი თვითშეფასება.
  • მიდრეკილნი არიან დეპრესიისადმი და თავის თანატოლებთან შედარებით ხშირად ფიქრობენ თვითმკვლელობაზე.
  • არ ჰყავთ ახლო მეგობარი. უკეთ ურთიერთობენ უფროსებთან, ვიდრე თავის თანატოლებთან.
  • თუ ბიჭია, მაშინ ის თავის თანატოლებთან შედარებით, ფიზიკურად სუსტია.

გამოიყოფა ბულინგის 4 სახე: ფიზიკური, ვერბალური, ფსიქოლოგიური და კიბერბულინგი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid