close
საქართველო

,,Business Doing-ის” რეიტინგში საქართველო მე–16 ადგილზეა

 

მსოფლიო ბანკის ჯგუფმა ყოველწლიური ანგარიში Doing Business 2017″ გამოაქვეყნა.,,Doing Business-ის“ რეიტინგში საქართველო მე-16 პოზიციაზეა მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის. შარშანდელ რეიტინგთან შედარებით, ქვეყანამ  7 პოზიციით წინ წაიწია.

კვლევის მიხედვით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო მესამე ადგილზეა უმაღლესი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის, მაკედონიის და ლატვიის შემდეგ. პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან საქართველოს მხოლოდ ესტონეთი და ლატვია უსწრებს. რეიტინგის ლიდერები არიან – ახალი ზელანდია, სინგაპური და დანია. ბოლო ადგილებზე კი ლიბია, ერიტრეა და სომალი გავიდნენ.

წლევანდელ ანგარიშში პირველად არის შეტანილი გენდერული განზომილების სამი მაჩვენებლი.

ბიზნესის წამოწყება, ქონების რეგისტრაცია და კონტრაქტების შესრულება. აღმოსავლეთი ევროპა და ცენტრალური აზია ერთადერთი რეგიონია, სადაც არ არსებობს ბარიერები ქალებისთვის ახალი კვლევის მიერ შეფასებულ სფეროებში. მაგალითად, რეგიონის თითოეულ ქვეყანაში ქალს ისევე შეუძლია ბიზნესის დაწყება, როგორც მამაკაცს.

 

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld