close

ანალიტიკა

ანალიტიკაასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევები

ამოვხსნით თუ არა ირმის ნახტომის იდუმალებით სხვა გალაქტიკებზე სიცოცხლეს?

ალბათ ერთხელ მაინც გიფიქრიათ უცხოპლანეტელებზე, არსებობენ თუ არა ისინი, ვართ თუ არა „ერთადერთნი“, ვინც თიხისგან გამოძერწეს, პარადოქსია, მაგრამ რა იქნებოდა სხვა გალაქტიკაში რომ გვეცხოვრა? ან იქნებ ჩვენივე ირმის ნახტომია ვიღაცისთვის „სხვა“, ამოუცნობი – როგორც ჯოკონდას ღიმილი, მიუწვდომელი როგორც ჰორიზონტის ხაზი…

  გალაქტიკა ეს არის: ვარსკვლავების, მათი ნარჩენების, აირების, მტვრისა და მუქი ნივთიერებების გრავიტაციულად შეკრული სისტემა. გალაქტიკა ცაზე „რძიანი რგოლების“ მსგავსი სინათლის სხივის სარტყელივით აღიბეჭდება.  სიტყვა გალაქტიკა გამომდინარეობს ბერძნული სიტყვისდან ’’γαλαξίας“, რაც სიტყვასიტყვით „რძიანს“ ნიშნავს.  ბერძნული მითის მიხედვით, ზევსი მის მოკვდავ ჩვილ ჰერაკლეს მძინარე ცოლის- ჰერას გულმკერდზე დააწვენს, რათა რძის დალევის შემდეგ ჩვილი უკვდავი გახდეს, თუმცა გამოღვიძების შემდეგ გაბრაზებული ჰერა ბავშვს ხელიდან აგდებს, მისი რძე კი, მკრთალი სხივების სარტყელივით იფანტება ჰაერში. სწორედ აქედან წარმოდგება სახელწოდება  “Milky Way” ანუ „ირმის ნახტომი“. 1610 წელს გალილეო გალილეიმ მისი ტელესკოპით პირველად განსაზღვრა, რომ სარტყელი დამოუკიდებელი ვარსკვლავებისგან შედგებოდა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 1920 წლამდე ფიქრობდნენ, თითქოს ირმის ნახტომი შეიცავდა სამყაროში არსებულ ყველა ვარსკლავს. გალაქტიკები მათი მორფოლოგიის მიხედვით იყოფა: ელიფსური, უსწორმასწორო და სპირალურ ფორმებად. ზოგიერთ გალაქტიკას მის აქტიურ ცენტრში გააჩნია შავი ხვრელი. მაგალითად, ირმის ნახტომის გალაქტიკის შავ ხვრელს ’’Sagittarius A“ ეწოდება, რომლის მასაც 4-მილიონჯერ აღემატება მზის მასას. 2016 წლის მარტის გამოკვლევებით დადგინდა, რომ ’’GN-z11“ წარმოადგენს უძველეს გალაქტიკას, რომელიც დიდი აფეთქებიდან 400 მილიონი წლის შემდეგ არსებობს და დედამიწისგან 32 მილიარდი სინათლის-წლების მანძილზეა დაშორებული.

ირმის ნახტომი ის გალააქტიკაა, რომელიც შეიცავს იმ მზის სისტემას, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. სავარაუდოდ, ამ გალაქტიკაში 100 მილიარდი პლანეტაა. მასში შემავალი უძველესი ვარსკვლავი, დაახლოებით, ისეთივე ძველია, როგორც  სამყარო თვითონ. მიუხედავად იმისა, რომ ტელესკოპებით აკვირდებიან და იკვლევენ სხვადასხვა ობიექტს, დღესდღეობით, უძლიერეს ტელესკოპებსაც კი არ შეუძლიათ მილიარდობით ობიექტის გამოსახვა და აღმოჩენა. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს იმას, რომ ზოგიერთი ადამიანისგან დისტანციურად განლაგებული წარმონაქმნი,  შესაძლოა ხსნიდეს  სამყაროს შექნის თეორიებს მეცნიერულ დონეზე რელიგიური მოძღვრების გაუთვალისწინებლად ან შეიძლება არსებობს კიდეც სიცოცხლე სხვა სამყაროში, ამიტომ მეცნიერები ყოველთვის ცდილობენ ახალ-ახალი აღმოჩენებს მიაღწიონ. თვით ირმის ნახტომშიც კი ბევრი რამ საიდუმლოდ რჩება, წარმოგიდგენთ ზოგიერთ მათგანს:

მზის წარმოშობა – მზე, ისევე როგორც ვარსკვლავები, წარმოიქმნა კლასტერებისგან. ეს ვარსკვლავური „ძმები“ წარმოიქნენ მსგავსი აიროვანი ღრუბლებისაგან, ამიტომ მათი ქიმიური შემადგენლობა ერთია. დღესდღეობით დედამიწის 325 სინათლის წელიწადში 100 000 ვარსკვლავი შეისწავლეს, მაგრამ მათგან მხოლოდ ორია რომელიც მზის მსგავსია. რადგან მზე უნიკალურია, შეიძლება იგი მისივე კლასტერიდან გადაადგილდა ან „გამოიქცა“ 4,5 მილიარდი წლის წინათ. შესაფერისი კანდიდატი, რომლიდანაც შესაძლებელია მზე ფორმირებულიყო – ეს არის მორიელის თნავარსკვლავედი – “Messier 67“, რომელიც ისეთივე ქიმიური აგებულების, ტემპერატურის და წლოვანებისაა, როგორიც მზე. თუმცა მექსიკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მათი შედარებით აღმოაჩინეს, რომ ’’M67’’ არ მუშაობდა. გარდა ამისა ’’M67’’ ვერტიკალური ბობირება 5-ჯერ აღემატება მზისას და მზის წარმოსაქმნელად საჭირო სიჩქარე გამოიწვევდა პლანეტარული დისკის გახლეჩას. სავარაუდოა, რომ მზის კლასტერი აღარ არსებობს, მაგრამ მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ამაზე პასუხს “Gaia’’ სატელიტი გასცემს, რომელიც წარმოადგენს მილიარდობით ვარკლავის „სახეს“, მასზე 2018 ში უნდა დამთავრდეს მუშაობა და მოპოვებულმა ცნობებმა გალაქტიკის ევოლუციაზე უნდა იქონიოს გავლენა.

ვარსკვლავური ტალღები – ’’The Sloan Digital SkySurvey’’ – პროექტის საფუძველზე აღმოაჩინეს 930000 გალაქტიკა და 120000 კვაზარი. ამ მონაცემების საფუძველზე და საიმედო გამოანგარიშებით, მეცნიერებმა შეამჩნიეს ვარსკვლავების ჯგუფური ვერტიკალური განაწილება, რომლებიც ხშირად ეჯახებოდნენ ერთმანეთს, რის საფუძველზე წარმოიქნებოდა ტალღები. ჯგუფში დაახლოებიტ 300 000 ვარსკვლავია, რომლებიც აიძულებენ გალაქტიკას „ზარივით რეკოს“.  საინტერესოა, რა იდუმალება იმალება ამ ვარსკვლავებში? დღეს მეცნიერები მიიჩნევენ რომ ტალღები ესარის ნარჩენები რაღაცის, რაც ჩვენს გალაქტიკაში დღემდეა თუმცა არ ჩანს. არსებობს მეორე მოსაზრება, რომლის მიხედვით ეს ნიმუშები შესაძლოა წარმოადგენდნენ შავი მატერიის ნარჩენებს, რომელმაც 100 წლის წინ ჩაუარა ირმის ნახტომს და გამოიწვია ვარსკვლავების ასეთი მდგომარეობა. ამ ფაქტის ახსნამ შესაძლებელია ჩვენი ისტორიის ახალი კარები გახსნას.

მაღალსიჩქარიანი ღრუბლები – ისინი პირველად 1963 წელს აღმოაჩინეს, რომლებიც ირმის ნახტომისგან განსხვავებული მიმართულებით მოძრაობდნენ. მათი სიჩქარე წამში სულ მცირე 50 კილომეტრს შეადგენს. ძირითადად, წყალბადებისაგან შედგებიან, თუმცა ჩვენს გალაქტიკაში საიდან მოხვდნენ -უცნობია, შესაძლოა, ინტერგალაქტიკური სივრციდან. ჯან ოორტმა, რომელიც ერთ-ერთი იყო ვინც ღრუბლები აღმოაჩინა, ივარაუდა, რომ ღრუბლები – ეს წარმოადგენს  გალაქტიკების ნარჩენებს ან შესაძლოა, სხვადასხვა ორბიტიდან ჩნდებოდეს.

მაგელანის ღრუბლები – ირმის ნახტომის თანამგზავრ გალაქტიკას წარმოადგენენ, რომელიც 16 საუკუნეში ფერნარდო მაგელანის ვოიაჟის დროს იქნა აღმოჩენილი. უგრძესი ღრუბელი დედამიწიდან დაახლოებით 160000 სინათლის წლისაა, ხოლო პატარა 30000. ისინი 13 მილიარდი წლისაა და ორჯერ უფრო სწრაფად მოძრაობენ ვიდრე ეგონათ. ეს ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლებელია ირმის ნახტომი ორჯერ უფრო დიდი იყოს.

X გალაქტიკა – ყველაზე პოპულარული ასტრონომიული შეთქმულების თეორია „პლანეტა X”, რომელსაც ჩუმად ადევნებს თვალყურს NASA,  პლანეტა იუპიტერის, მზის ან არაფორმარული ორბიტების ზომის შეიძლება იყოს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ეს თეორია აქსიომაა, ასეთი პლანეტის არსებობაც რეალურია. ეს ჯუჯა გალაქტიკაა, რომელსაც ვერ ვხედავთ მტვრის ნაწილაკებისა და ღრუბლების გამო, მაგრამ მოთვსებულია ირმის ნახტომის საპირისპირო მხარეს. Sukanya Chakrabarti-მა შეიმუშავა ბნელი გალაქტიკების პოპულაციის მეთოდი წყალბადის გაზის სპირალურ გალაქტიკებში განაწილების გამოკვლევით.წყალბადის გაზი ხუთჯერ აღემატება გალაქტიკის ცენტრს, ვიდრე ვარსკვლავებით დასახლებული ტერიტორია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაეკონომიკაკვლევებიმსოფლიოსამართალისოციოლოგია

რამდენ მოგებას აკარგვინებს მსოფლიო ეკონომიკას ქალისა და მამაკაცის ანაზღაურებას შორის სხვაობა

მსოფლიო ბანკის მიერ 141 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მამაკაცსა და ქალს შორის სამუშაო ანაზღაურებას შორის განსხვავების გამო, მსოფლიო ეკონომიკა დიდ ზარალს განიცდის. იგივე მკლევარების შეფასებით, გენდერული თანასწორობა შრომის ანაზღაურების სფეროში, დამატებით 160 ტრილიონი დოლარის დოვლათს შექნის  მსოფლიო ეკონომიკისთვის.

,,თანაბარი ანაზღაურება და სამუშაო საათები გაზრდის არა მხოლოდ წლიურ შემოსავალს ინდივიდუალურ დონეზე, არამედ ისეთი პრობლემების აღმოფხვრაშიც დაგვეხმარება, როგორიცაა ბავშვთა სიკვდილიანობა არასაკმარისი საკვების გამო“, – აღნიშნულია კვლევის ანგარიშში.

მკლევართა შეხედულებით, სახელმწიფოები თავიანთი შემოსავლის საშუალოდ 14 %-ს კარგავენ მხოლოდ გენდერული უთანასწორობის გამო. „141  ქვეყანაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველა ქვეყანაში, ქალები უფრო ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე კაცები, ამიტომაც, ჩვენ გამოვითვალეთ თუ რა რაოდენობის თანხა დაემატებოდა მსოფლიო ეკონომიკას ანაზღაურება და სამუშაო საათები ორივე სქესისთვის იდენტური რომ ყოფილიყო“. – აცხადებს მსოფლიო ბანკის ეკონომისტი კუენტინ ვოდონი.

მთავარი დასკვნა აღნიშნული კვლევისა არის ის, რომ თანაბარი შრომის პირობებისა და ანაზღაურების შექმნით, მოგებული დარჩებიან არა მხოლოდ ქალები, არამედ, ზოგადად, საზოგადოება, რადგან მაღალი ცხოვრების სტანდარტი ნიშნავს ნაკლებ სიღარიბეს ოჯახში  რაც ეროვნულ დონეზეც უკეთეს მაჩვენებელს უდრის.

 ჩრდილოეთი ამერიკა და ევროპის ქვეყნები სიის სათავეში არიან გენდერული უთანასწორობით გამოწვეული ფინანსური დანაკარგების კუთხით. ეს თანხა 40 ტრილიონი დოლარიდან 50 ტრილიონ დოლარამდე მერყეობს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ რეგიონის ქვეყნების მოსახლეობის უმეტესობას მაღალი ან საშუალო შემოსავლის დონე აქვთ, დანაკარგებიც ერთ ერთეულზე უფრო მეტია.

მკლევარების განცხადებით, „აღნიშნული დასკვნა კიდევ უფრო ნათელს ხდის ფაქტს, რომ მსოფლიო ლიდერებმა აქტიურად უნდა დაიწყონ ამ საკითხის განხილვა და ისეთი პოლიტიკის ინიცირება და დაფინანსება, რომელიც ხელს შეუწყობს ქალებს დასაქმებასა თანაბარი ანაზღაურების მიღებაში“.

წყარო: The Guardian

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ანალიტიკაეს საინტერესოა

რატომ გვჭირდება წარმატების ქოუჩი?

წარმატების ქოუჩინგი (Success Coaching) არის კოლაბორაციული პროცესი, რომელიც ადამიანებს ეხმარება საკუთარი მიზნების განსაზღვრაში, მათი მიღწევის გეგმის შემუშავებაში და შემდგომ მხარდაჭერაში, რომ სასურველი წარმატების კონდიცია დადგეს. Success Coaching მოთხოვნადი გახდა თანამედროვე ცხოვრებაში, განსაკუთრებით მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ფონზე, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანის შრომის ავტომატიზაციასთან, მათი თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩანაცვლებასთან და ხელოვნურ ინტელექტთან. დღეს უკვე მასიურად ხდება ადამიანების გამოთავისუფლება რუტინული შრომიდან და დგება აუცილებლობა ცხოვრებაში მათი სხვა ფუნქციის მოძებნის, საინტერესო ცხოვრების უზრუნველყოფის. წარმატების ქოუჩი სწორედ ამ პროცესებში ეხმარება ადამიანს, გიმარტივებთ მიზნის მისაღწევ გზას და აუხდენელი ოცნებების მიღწევაც რეალური ხდება. კარგ ქოუჩს გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება გააჩნია, აქვს განსხვავებული შეგრძნებები, არის კარგი კომუნიკატორი და ფლობს შესაბამის სპეციფიკურ უნარ-ჩვევებს, ფლობს ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნებას, შეუძლია მათი მხარდაჭერა, სხვა ადამიანების გამოწვევის გააზრება და თანამებრძოლეობა.

დღეს მსგავსი სერვისებით სარგებლობა მნიშვნელოვანია, რადგან ის ეხმარება ადამიანებს სრული პოტენციალის გამოვლენაში. ინფორმაციულმა ხელმისაწვდომობამ ჩვენი ნერვული სისტემა ბევრი სირთულის წინაშე დააყენა, კონკურენცია კიდევ უფრო გაზრდილია და გამძაფრებული. მეორეს მხრივ, ადამიანებმა დაინახეს, რომ სოციალური მედიის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ადვილი შესაძლებელია დიდი კაპიტალი მოიხვეჭო ისე, რომ განათლებაზე დრო და ძალისხმევა არ დახარჯო. ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა თანამედროვე ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის. მსოფლიო საზოგადოება რიგი ძირეული ცვლილებების პროცესშია. წარმატების მიღწევის ბევრი ახალი შესაძლებლობები და რესურსები გაჩნდა.
      ▶️ ხშირად არის საერთოდ არ ვიცით რა გვინდა და განვიცდით დისკომფორტს
      ▶️ ხშირად არის გვაქვს მიზანი, მაგრამ არ გვაქვს ამ მიზნის მიღწევის გეგმა
      ▶️ ხშირად გვაქვს გეგმაც, მიზანიც, მაგრამ არ ვიცით როგორ მივაღწიოთ და შევასრულოთ ეს გეგმა
      ▶️ ხშირად ყველაფერი კარგად ვიცით თითქოს და ვერ ვიღებთ სასურველ შედეგებს
      ▶️ ხშირად ვიცით, ვასრულებთ, ვაღწევთ მიზანს, მაგრამ არ გვაქვს შესაბამისი განცდა, რაციონალური აღქმა-დამოკიდებულებები
წარმატების ქოუჩი ეხმარება ადამიანს გააცნობიეროს მის ირგვლივ მიმდინარე პროცესები, კარგად გაიაზრეთ, ისინი ხდებიან თქვენი თანამებრძოლები. ხშირად შეიძლება სამუშაო პროცესის დეტალებმა იმდენად გაგვიტაცოს, რომ საერთო სურათი გამოგვრჩეს მხედველობიდან. ქოუჩი სწორედ ამ და ბევრ სხვა გამოწვევის გადალახვაში გვეხმარება. მუშაობის პერიოდში გადაიხედება და ადაპტირდება დამოკიდებულებები და აზროვნების კატეგორიები. ასეთი გამორჩეული ნიჭის ადამიანები სხვადასხვა პროფესიისა შეიძლება იყვნენ, სხვადასხვა სამუშაო და ცხოვრებისეული გამოცდილებით. ეფექტურობის მთავარი განმსაზღვრელი კრიტერიუმი არის შედეგები, რამდენად ახერხებს ქოუჩი ჰყავდეს რეალურად კმაყოფილი ადამიანები. ასევე, რამდენად გულწრფელია ის თავის საქმიანობაში და დამოკიდებულებებში. თქვენის მხრივ, წარმატების მწვრთნელთან მუშაობისას აუცილებელია გულწრფელობა და მზაობა. აუცილებელია გაცნობიერება, რომ თავად ხართ მთავარი ფიგურა ამ პროცესში და ქოუჩი შესაძლოა იყოს თქვენი თანამებრძოლი. შესაძლოა ძალიან კარგად გასწავლონ და აგიხსნან, განგივითარონ უნარ-ჩვევები მაგრამ „ლელო“ უნდა დადოთ თავად. ეს გახლავთ კოლაბორაციული პროცესი მწვრთნელი შესაძლოა თქვენს გვერდით იყოს, დაგიჭიროთ მხარი, ერთად განსაზღვროთ მიმართულობა, თუმცა საკუთარ წარმატებაზე უპირობოდ თავად ხართ პასუხისმგებელი. ამიტომ, ვიდრე დაიწყებთ ფულის ხარჯვას, – კარგად გააცნობიერეთ ხართ თუ არა ამისთვის მზად. ამის შემდეგ მნიშვნელოვანია იპოვოთ სწორი ადამიანი, რომელთან ერთად ბრძოლისას გექნებათ მოტივაცია და რწმენა, რომ მიაღწევთ შედეგს.
მაგალითისთვის, ფონდი BetterUp მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ წარმატების ქოუჩთან მუშაობის პროცესს სწრაფი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს და თუ პროცესი შედეგიანია 3 თვეში მაინც უნდა იყოს შესამჩნევი. ასევე ფონდ TurningPoint Boston მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკაში 62% 3-5 შეხვედრა მაინც ჰქონია წარმატების ქოუჩთან, 15% შესაბამისად 6-10 შეხვედრა და 23% კი 1-2 შეხვედრა. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ განვითარებულ საზოგადოებებში მიზნების მიღწევის სერვისზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.
დასკვნისთვის კიდევ ერთხელ მივაქციოთ ყურადღება – წარმატების ქოუჩის პროფესია საკმაოდ მნიშვნელოვანია და თანამედროვე რეალობაში მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გააჩნია. ეს საქმიანობა ეხმარება ადამიანებს შეძლონ სრული პოტენციალის გამოვლენა, ამუშავება და მიაღწიონ სასურველ მიზნებს. სულ უფრო მეტი პროფესია ხდება ავტომატური, მოსაწყენი და მათ უკვე ხელოვნური ინტელექტი ანაცვლებს. შესაბამისად, წარმატების მწვრთნელის პროფესია თანამედროვე ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია. სასურველი ქოუჩის შერჩევის პროცესში ყურადღება მიაქციეთ გამოცდილებას, რა მიმართულებითაც გსურთ სასურველი შედეგის მიღება, იგრძნობთ თუ არა თავს კომფორტულად მასთან მუშაობის პროცესში, ენდობით თუ არა, აუცილებელია თქვენი ღიაობა და გულწრფელობა, რომ დადგეს სასურველი შედეგი. სწორი ადამიანის პოვნის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გარანტირებულად მიაღწიოთ სასურველ მიზნებს და მოიწყოთ საინტერესო ცხოვრება.
დამატებითი კითხვებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: mikanadze.com
გისურვებთ წარმატებებს.

გიორგი მიქანაძე
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ბიზნეს საქმიანობისა და წარმატების ქოუჩი

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაბიზნესიეს საინტერესოარობოტექნიკა

როგორი იქნება რობოტების ზეგავლენა ჩვენს მომავალზე

რობოტების სიმრავლე რომ პრობლემაა  – უკვე აღარავინ დავობს, მაგრამ მათი დადებითი მხარეების არდანახვა დანაშაულია.

მთელ  მსოფლიოში, რობოტები დასაქმებულ ადამიანებს სამსახურს ართმევენ. ,,BBC-ის” ცნობით, 2030 წლისთვის მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი გაქრება.

მაღაზიებს, საწყობებს, ადმინისტრაციას  –  ყველაზე დიდი საშიშროება ემუქრებათ. ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ დაეხმარება ადამიანებს ახალი უნარების ათვისებაში ახალი სამსახურის მოძიებისთვის. ქვეყანაში ყოველწლიურად 80 000 სამუშაო ქრება და მას რობოტი ანაცვლებს.

სამსახურის დაკარგვა, ძირითადად, დაბალკვალიფიციურ პირებს შეეხებათ, საცალო ვაჭრობის ქსელში დასაქმებულებს და იმ პირებს, რომლებიც გადაწყვეტილებას არ ღებულობენ და ძირითადად მექანიკური საქმიანობით არიან დაკავებულები. ამ სფეროში სამსახურს ყოველი მესამე ან მეოთხე ადამიანი დაკარგავს.

წყარო: BBC.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ანალიტიკაისტორია

ბოლნისის ბრძოლა: უცნობი ისტორიული ქრონიკა

 1225 წელს საქართველოში შემოჭრილმა ხვარაზმელთა ურდოებმა და მათმა მეთაურმა,ხორეზმ შაჰმა,ჯალალ ად-დინ მანგუბერტმა, სომხეთში, სოფელ გარნისთან გამართულ დაპირისპირებაში, გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა ქართველების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ გარნისთან მარცხს ქართველთა მხრიდან არ მოჰყოლია ათეულ ათასობით დანაკარგი, სწორედ აქედან დაიწყო საქართველოს სრული სამხედრო-პოლიტიკური ფიასკო. ჯალალ ად-დინმა მეორე წელს (1226) აიღო და გაძარცვა სამეფოს დედაქალაქი – თბილისი,სადაც  თავისი შეუბრალებელი ხასიათი გამოავლინა და მოსახლეობის დიდი ნაწილიც გაჟლიტა.

მტრის ამ წარმატებული ნაბიჯების წისქვილზე, დიდწილად, ქართველთა პოლიტიკური ლიდერებისა და სარდლობის შეუთანხმებლობა და უუნარობა ასხამდა წყალს. მიუხედავად ამისა, ხორეზმის შაჰს კარგად ესმოდა,რომ კავკასიაში თავისი მმართველობის გავრცელება, მხოლოდ თბილისის დაკავებით ვერ მოხერხდებოდა. იგი აცნობიერებდა იმ საფრთხეს, რომელიც მისთვის კავკასიის სამეფო-სასულთნოებს შეეძლოთ გამოეწვიათ ერთიანი, კონსოლიდირებული მოძრაობით და მის წინააღმდეგ ბრძოლით. ამ ყველაფერს ემატებოდა მონღოლთა შესაძლო შემოტევა აღმოსავლეთიდან (რომლებსაც გამოექცა ჯალალი) ამიტომაც, იგი ცდილობდა არ დაეშვა კავკასიის პოლიტიკური ერთეულების, თუ ცალკეული ქალაქებს შორის ალიანსების ჩამოყალიბება. თბილისის აღებიდან არცთუ ისე დიდი დროის შემდეგ, ჯალალ ად დინი სწრაფად ლაშქრობს ძლიერ და სტრატეგიულ ქალაქებზე: ანისზე, ყარსზე, ხლათზე, მაგრამ ამ კამპანიებმა უშედეგოდ ჩაიარა და ე.წ  „სიზიფეს შრომა“ გამოდგა მისთვის.
ასეთ ვითარებაში ქართველებმა დრო იხელთეს, დედაქალაქში მყოფი ხვარაზმელთა გარნიზონი შეავიწროვეს და თვით ქალაქის აღებაც კი მოახერხეს. არაბი ისტორიკოსის, იბნ ალ-ასირის ცნობით, თბილისი ქართველებმა ჰიჯრით  624 წლის რაბის პირველ თვეში გაათავისუფლეს – 19 თებერვალი- 21 მარტი. (19/2/1227-21/3/1227) ჯალალ ად დინის პირადი მდივანი შიჰაბ ალ დინ მუჰამედ ან-ნასავი კი ქართველთა მიერ თბილისის დაბრუნების თარიღად 1226 წელს ასახელებს (თ.ფარცვანია – ნასავის თხზულება  „სულთან ჯალალ ად დინ მანკბურნის ცხოვრების აღწერა, როგორც საისტორიო წყარო საქართველოს ისტორიისათვის, საისტორიო კრებული VII, “მეცნიერება“, თბილისი, 1979)
 სამხრეთ კავკასიის ციხეების ალყით გართულ ჯალალ ად-დინს „ურწმუნო გურჯებმა“ თბილისი ხელიდან გამოაცალეს. იგი ამ ამბების გაგებისთანავე გაეშურა საქართველოსკენ. ქართული სარდლობის გადაწყვეტილებით, მტრის ხელის შეშლის მიზნით, თბილისი გადაწვეს (ივ.ჯავახიშვილი „ქართველი ერის ისტორია, ტ III, პალიტრაL, თბილისი,2012), შემდეგ კი მომხდურთან დასახვედრად ჯარების შეკრება დაიწყეს.

XIII საუკუნის ქართველი ისტორიკოსი – ჟამთააღმწერელი,რომლის ნაწარმოები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა ამ ეპოქის საკითხების შესასწავლად, დაწვრილებით გვიამბობს იმ განხორციელებული სამხედრო ნაბიჯების შესახებ, რომელიც ქართულმა სამეფო კარმა გადადგა: დედოფალმა რუსუდანმა წვევის სიგელები დაგზავნა ავაგ ამირსპასალართან, შანშე მანდატურთუხუცესთან, ვარამ მსახურთუხუცესთან, ჰერ-კახელ ერისთავებთან, მესხ-თორელ-ჯავახელ დიდებულებთან, იმერეთში-ცოტნე დადიანთან, აფხაზეთში, ჯიქეთში და მთელ დასავლეთ საქართველოში.

მთავარსარდლობამ არ იმყოფინა მხოლოდ ქართული ძალები. ამ უკანასკნელმა გახსნა დარიალის კარი, უმთავრესი სტრატეგიული პუნქტი კავკასიონზე და გადმოიყვანა ძურძუკები, ოსები და ჩრდილოკავკასიული მეომარი სამხედრო ძალა. ამასთანავე,კავშირი გააბა კავკასიის პოლიტიკურ ერთეულებთან ხლათის სასულთნოსთან, აზერბაიჯანის ილდეგიზიან მმართველთან, მაგრამ იბრძოდნენ თუ არა მათი ძალები ბოლნისთან, ქართველების მხარდამხარ, ძნელი სათქმელია.
 ქართულ ლაშქარში აგრეთვე ვხედავთ ყივჩაღებს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ამ ბრძოლის მიმდინარეობაში.

ქართველ მესვეურთა სამზადისმა მასშტაბური სახე მიიღო. ქართველთა ჯარის რაოდენობასთან დაკავშირებით, ერთადერთი ცნობა ეკუთვნის ან-ნასავის და მას 40.000 კაცით განსაზღვრავს. (საქართველოს ისტორიის ნარკვევები,ტ: III ,საბჭოთა საქართველო, თბილისი 1979)
გაერთიანებულმა ლაშქარმა თავი ნაჭარმაგევში მოიყარა და ბოლნისისაკენ აიღო გეზი. ნიშანდობლივია, რომ რუსუდან დედოფალმა ლაშქარს ,,სეფე-დროშა” არ წაამძღვარებინა წინ. ამ ფაქტს ქართველი მემატიანე ივანე მხარგრძელ-ათაბაგის სიკვდილით ხსნის: ,,ხოლო თვით დროშა სეფე არა წარგზავნა საქმესათვის ივანე ათაბაგისა”, როგორც ჩანს ამარსპასალარი ივანე ამ დროს გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო: ,,შემდგომად ორისა წლისა (გარნისის ბრძოლიდან 1225 წლიდან, ანუ 1227 წელს) გარდაიცვალა ივანე ათაბაგი. აქედან გამომდინარე, ივანე მხარგრძელი 1227 წელს უნდა აღსრულებულიყო. ბოლნისის ბრძოლა კი 1228 წელს გაიმართა.
 კოალიციურმა ჯარმა გაიარა თბილისი და მალევე შეამჩნია ბოლნისთან დაბანაკებული ჯალალედინის ურდოები. ბოლნისი, რომლის მიდამოებში ბრძოლა გაიმართა, მდებარეობდა ქვემო ქართლში, ისტორიული სომხითის ტერიტორიაზე, მდინარე ფოლადაურის მარცხენა ნაპირას,  ვახუშტი ბაგრატიონის მტკიცებით:  „სარკინეთის ხევის და სავლითდის მდინარე ფოლადაური,  გამოსდის ლელვარს და მოერთვის მდინარეს მაშავერს. ამას ზედა არს მცირე ქალაქი ბოლნისის (ქართლის ცხოვრების ტოპოგრაფიული ლექსიკონი-  http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php) ჟამთა აღმწერლის მიხედვით: “სულტანი დაბანაკებულ იყო სომხითს,  ჴევსა ბოლნისისასა“.  “სომხითი“ ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული გახლდათ და მოიცავდა ბოლნის-დმანისის ხეობებს და ლორეს ველს. (ივანე ჯავახიშვილი, საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული- www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/saqartvelos_sazgvrebi)

ამის მიმოხილვის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბრძოლა დღევანდელი ქალაქ ბოლნისის სანახებში გაიმართა.

მხარეები საბრძოლველად განლაგდნენ.ბრძოლისთვის ორივე მხარე მზად იყო, როდესაც ხორეზმშაჰის ჯარს გარკვეული რაოდენობის მხედრები გამოეყვნენ და  იქითკენ მიაშურეს, სადაც ქართველთა მოკავშირე ყივჩაღები იყვნენ განლაგებულნი.ეს მცირე დელეგაცია ყივჩაღებთან პურითა და მარილით წარსდგა და შეახსენა მათ ის სიკეთე, რაც ერთ დროს ჯალალ ად-დინს ჰქონდა მათთვის გაწეული (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ: III, საბჭოთა საქართველო, თბილისი 1979)

სწორედ ამ მომენტში ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევა. ყივჩაღებმა უეცრად ზურგი უჩვენეს ქართველებს და ბრძოლის ველი დატოვეს. როგორც ჩანს,ჯალალის სიტყვამ გასჭრა. ეს ყოველივე, უეჭველია, ქართველ მეომრებზე დიდ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას მოახდენდა.

ქართველების რიცხვობრივი უმცირესობით და ფსიქოლოგიური ფაქტორის გათვალისწინებით გულმოცემული ხორეზმშაჰი მთელი თავისი ჯარით ეკვეთა მათ: ,,და იქმნა ომი სასტიკი” რიცხვით მცირე ქართულმა მხედრობამ უთანასწორო ბრძოლის დასაწყისში გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ მტრის სიმრავლემ თავისი გაიტანა და ქართველები დამარცხდნენ: ,,იძლივნენ სპანი მეფისანი”. მარცხის მთავარი მიზეზი ამ ბრძოლაში ყივჩაღთა ღალატით დიდწილად უნდა ყოფილიყო განპირობებული.


ახლა მიმოვიხილავთ ყივჩაღთა ღალატის საფუძვლებს.

საქართველოს სამეფოს წინააღმდეგ აქტიური მოქმედება ყივჩაღთა მხრიდან მონღოლთა გამოჩენის შემდეგ დაიწყო.1225 წელს ყივჩაღებმა გაარღვიეს დარუბანდის კარი და შირვანში შეიჭრნენ. მომთაბარე ყივჩაღთა მასამ, საქართველოს მეფე რუსუდანს საცხოვრებელი ადგილის გამოყოფა სთხოვა.უარის მიღების შემდეგ კი მათ დაარბიეს შირვანის ერთ-ერთი ქალაქი ყაბალა. რაღა თქმა უნდა, ქართველთა მხრიდან ცივი უარი და საცხოვრებელი ადგილის არმიცემა, მათ ანტიპატიას გამოიწვევდა. მით უმეტეს, რომ ქართველებმა ბრძოლაც კი გაუმართეს მათ, პირველ ბრძოლაში ქართველები დამარცხდენენ და ყივჩაღებმა დიდი ნადავლი იგდეს ხელთ, მაგრამ შემდეგ ქართველებმა რევანში აიღეს და გამარჯვება მოიპოვეს (საქართველოს ისტორიის ნარკვევები,ტ:III ,საბჭოთა საქართველო,თბილისი 1979). ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ხვარაზმის ჯარის დიდი ნაწილი დაქირავებული ყივჩაღებისაგან შედგებოდა (ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან, ,,საბჭოთა საქართველო” ,თბილისი,1979,გვ:544-545).

ბოლნისის ბრძოლა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მტკივნეული ფურცელია, მიუხედავად ქართული მთავარსარდლობის მონდომებისა, ნათელი გახდა, რომ ჯალალ ად-დინი რეგიონში, ჯერჯერობით, ყველაზე ძლიერი ძალა იყო.ქართველთა მარცხმა, რა თქმა უნდა,კიდევ უფრო შეუშალა ხელი ერთიანი ეროვნული თუ სამოკავშირეო ძალთა არსებობას, რომელსაც მტრების წინააღმდეგ ორგანიზებულად უნდა ებრძოლა. ხორეზმის სულთანმა კი, კავკასიური გამოცდა საქართველოსთან და მის მოკავშირე ძალებთან, წარმატებით ჩააბარა, მან შეძლო ამ ბრძოლაში ყივჩაღთა დაყოლიება, რომ ბრძოლის ველი დაეტოვებინათ, რაც ქართველთათვის ფატალური შედეგის მომტანი აღმოჩნდა.

საბოლოოდ, კავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა საკმაოდ სერიოზული სამხედრო გამოსვლა, რომელიც მიმართული იყო ხორეზმის შაჰის ექსპანსიური პოლიტიკის განეიტრალებისაკენ, უშედეგოდ დასრულდა.

ბიბლიოგრაფია:

  1. 1. ქართლის ცხოვრება, ტ:II, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა,თბილისი 2012
  2. ივანე ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია ,ტ:III, თბილისი 2012
  3. ნოდარ ასათიანი, საქართველოს ისტორია , თბილისი 2004
  4. 4. ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან, თბილისი : მეცნიერება , 1966.
  5. ლევან სანიკიძე, წიგნი მოწამეთა , ფრესკა 1991
  6. საქართველოს ისტორიის ნარკვევები,ტ:III ,საბჭოთა საქართველო,თბილისი 1979
  7. საისტორიო კრებული VII ,მეცნიერება,თბილისი-1977.
  8. ივანე ჯავახიშვილი, საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისითგანხილული. (http://www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/saqartvelos_sazgvrebi)
  9. ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი (www.nplg.gov.ge)

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაეს საინტერესოაკულტურა

საინტერესო ფაქტები ,,მონა ლიზას” შესახებ

ლეონარდო და ვინჩის შედევრი -,,მონა ლიზა”, იგივე ,,ჯოკონდა” დღემდე განხილვის თემაა. ცოტა რამ ამ ნახატის შესახებ, რომელსაც საინტერესო და უცნაური ისტორიები არ აკლია:

ლეონარდო და ვინჩიმ ნახატი ზეთის სახებავებით დახატა და საიდუმლებით მოცული ქალი ასახა, რომელიც ირონიული ღიმილით უმზერს მნახველს.

როგორც ცნობილია, პორტრეტი ეკუთვნის ფლორენციელი მდიდარი ვაჭრის ცოლს, ლიზა გერარდინის. ,,მონა” კი თანამედროვე იტალიურში ქალბატონს ნიშნავს. მონა ლიზა მეთექვსმეტე საუკუნეში სულაც არ ყოფილა განსჯის საგანი და არც განსაკუთრებული ინტერესი არ დაუმსახურებია. უცნაურია, მაგრამ 1503 წელს საფრანგეთის მეფემ პორტრეტი შეიძინა და აბაზანაში დაკიდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ პორტრეტს ყურადღება არ მიუპყრია. დღესდღეობით კი, მილიონობით მნახველი სტუმრობს ლუვრს მხოლოდ იმიტომ, რომ და ვინჩის ,,მონა ლიზათი” დატკბნენ. მეცნიერები და ხელოვნებათმცოდნეები ცდილობენ ორი უდიდესი საიდუმლოება გაშიფრონ  ,,მონა ლიზას” შესახებ. ვინ არის პორტრეტზე ასახული არსება? და რა არის მისი დამცინავი ღიმილის მიზეზი ან მიზანი.

იტალიელები  ამბობენ, რომ მონა ლიზა იტალიელი ვაჭრის ცოლია და ეს ინფორმაცია მისი ვინაობის შესახებ ყველაზე გავრცელებულია, თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებები, რომლებიც დასაბუთებულია.

არის მოსაზრება, რომ მონა ლიზა ლეონარდოს ავტოპორტრეტია, რადგან ლეონარდოს სახის ნაკვთები ანალოგიურია პორტრეტზე გამოსახული ქალის სახისა.

ბრიტანულმა გამოცემამ  ,,The Telegraph-მა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეცნიერებმა ახალი აღმოჩენები გააკეთეს. მათ ‘,,მონა ლიზას” დაკვირვება დაიწყეს ჰორიზონტალურ პოზიციაში და აღმოაჩინეს, რომ ნახატზე გამოსახულია ლომის თავი, ნიანგი და გველი, რომელიც ქალის მარცხენა ხელიდან გამოდის. ახალი აღმოჩენები ნახატს შინაარსობრივად ცვლის. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ გველი, რომელიც ქალს ხელში უკავია, ასოცირებულია შურთან, და შეგვიძლია, ჯოკონდას ღიმილიც შურს მივაწეროთ, თუმცა ამ მოსაზრებას უამრავი კრიტიკოსი ჰყავს. მეცნიერები იშველიებენ ლეონარდო დავინჩის სიტყვებს, რომელიც მან  ,,მონა ლიზას” შესახებ დაწერა : ‘,, მე მას მივეცი ავაზას ტყავი და ის ქმნილება კლავს ლომს შურით”, ამიტომაც, გამორიცხული არაა მონა ლიზას საიდუმლო რამდენადმე დაკავშირებული იყოს ცხოველებთან.

რაც შეეხება ჯოკონდას იდუმალ ღიმილს – ის ბევრისთვის ქცეულა შთაგონების წყაროდ და ბევრიც სასოწარკვეთილებაში ჩაუგდია. 1852 წელს ფრანგი ხელოვანი, ლუკ მასპერო, სასტუმროს ოთახის აივნიდან გადახტა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ შეძლო მონა ლიზას ღიმილის მიზეზი გაეგო.

ზოგიერთი ხელოვნებათმცოდნე მიიჩნევს, რომ და ვინჩიმ მისივე გამოგონება,  ,,სფუმატოს” ტექნიკა გამოიყენა, რაც ნახატს რამდენადმე აბუნდოვანებს და მნახველს აძლევს საშუალებას თავისივე ფანტაზიით განავრცოს იგი.

ასევე, აღსანიშნავია ის, რომ როდესაც მთლიონაბაში უყურებ ნახატს შენ ამჩნევ ღიმილს, თუმცა თუკი მხოლოდ ტუჩებს შეხედავ ღიმილი ქრება. ,,მონა ლიზას” ღიმილი მაყურებლის პერსპექტივაზე და აღქმაზეცაა დამოკიდებული. როგორც ცნობილია, და ვინჩი ჯოკონდას ღიმილს 12 წელი ხატავდა.

არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ როდესაც და ვინჩი პორტრეტს ხატავდა, ქალმა მოიწყინა და და ვინჩიმ მას გამრთობები მოუყვანა. ამით შეიძლება ჯოკონდას უცნაური ღიმილი აიხსნას, რადგან წარჩინებული ქალბატონები ხშირად ინებივრებდნენ თავებს გამრთობებით.

ისიც აღსანიშნავია, რომ ჯოკონდას წარბები არ აქვს. ამის მიზეზი კი დადგენილია და სადავო აღარაა. რენესანსის ეპოქაში გაპარსული წარბები მოდურად  მიიჩნეოდა  ქალებში.

ფერწერული ნამუშევრის განხილვა დღემდე არ წყდება, იქნებ, მომავალში კიდევ უამრავ საიდუმლოს აეხადოს ფარდა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაკულტურასაქართველო

ოთარ იოსელიანი – ქართული კინოს გენია

 რეჟისორი, რომელიც ადამიანების ფსიქოლოგიური პორტრეტების წარმოჩენას საუკეთესოდ ახერხებს – ეს ოთარ იოსელიანია. მისი შემოქმედება შეიძლება ,,ქართულ“ და ,,ფრანგულ“ ეტაპებად დაიყოს, რომელიც როგორც მხატვრულ, ასევე დოკუმენტურ ფილმებს მოიცავს.
,,ფრანგული პერიოდი“ 1980-იანი წლებიდან იწყება, როდესაც ოთარ იოსელიანი საფრანგეთში გადადის საცხოვრებლად. კინორეჟისორი იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო და თავი საფრანგეთისათვის შეეფარებინა.  იქ არაერთ დოკუმენტურ თუ მოკლემეტრაჟიან ფილმს იღებს, მათ შორის – ,,მთვარის ფავორიტებს“ (1984 წელი), რომელიც ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზით  ჯილდოვდება. იოსელიანის სხვა ფილმებსაც არაერთი წარმატება ხვდა წილად, მათ შორის ,,და იყო სინათლე“ და ,,ყაჩაღები, თავი VII“ იმავე პრიზით დაჯილოდოვდა.  საინტერესო არის ის, რომ ოთარ იოსელიანი მსახიობის ამპლუასაც  წარმატებით ირგებს, 1999 წელს გამოდის მისი ახალი ფილმი „ In vino veritas!“,   რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს თავად ასრულებს. რეჟისორი აგრეთვე დაჯილდოებულია ჟან ვიგოს სპეციალური პრიზით – კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის (კანი. 2010).

ოთარ იოსელიანი – რა შეიძლება ითქვას ამ რეჟისორზე?  შეუძლებელია, არ ითქვას ის, რომ მას  თავისი სამყარო აქვს, რომელშიც   კარგად ჩანს საზოგადოების სახე, საზოგადოების, რომელიც ნელ-ნელა იცვლება და კონორეჟისორის შემოქმედებაშიც აისახება ეს ცვლილებების  პროცესი. რეჟისორი მუდმივად განიცდიდა ზეწოლას საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან, რომლისთვისაც მისი კინოშემოქმედება იდეოლოგიურად მიუღებელი იყო:  „თავიდანვე  პარადოქსულ ფილმებს ვიღებდი, რაც მოსკოვს ძალიან აღიზიანებდა. რასაკვირველია, საქართველოს  ხელმძღვანელობა ემორჩილებოდა ცენტრალურ მთავრობას და, გაირკვა, რომ „პასტორალის” შემდეგ, კინემატოგრაფში ჩემი ადგილი აღარ იყო. ეს არ იყო ანტისაბჭოთა ფილმები, მაგრამ, ისეთ განწყობას ქმნიდნენ, თითქოს საბჭოთა ხელისუფლება საერთოდ არ არსებობდა. „გიორგობისთვე”, „იყო შაშვი მგალობელი”, „პასტორალი” აბსოლუტურად სისტემის გარეთ იდგა. გამომდინარე იქიდან, რომ უპირატესობას მსუბუქ ქართულ კომედიებს ანიჭებდა, ამ ფილმებმა მოსკოვი ძალიან გააღიზიანა და მითხრეს, თქვენ კინოს აღარ გადაიღებთო. მაშინ ედუარდ შევარდნაძეს ვთხოვე, რომ უცხოეთში მუშაობის უფლება მაინც მოეცათ. წავედი და გადავიღე „მთვარის ფავორიტები”…“

საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად იყო განწყობილი მის მიმართ, რადგანაც იოსელიანის ფილმებში საკუთარ სახეს ხედავდა – ადამიანურობისგან დაცლილ სახეს. იყო შემთხვევები, როდესაც მის ფილმებზე კინოში მისულ მაყურებელს, საზოგადოების დიდი ნაწილი ლანძღვით ხვდებოდა და ა.შ. თუმცა წლებმა აჩვენა, თუ რა არის ღირებული და რა –  არა. ოთარ იოსელიანის შემოქმედება ადამიანის რეალური განცდების გადმოცემაა, ყოველგვარი შელამაზების გარეშე.

გადავწყვიტე, მისი შემოქმედებიდან 4 ფილმი ამეღო და ჩემი შთაბეჭდილებები თქვენთვის გამეზიარებინა.  ,,იყო შაშვი მგალობელი“, ,,გიორგობისთვე“, ,,აპრილი“, და  „პასტორალი“ , რეჟისორის შემოქმედების მწვერვალია, არა მარტო ,,ქართულ პერიოდში“, არამედ, ზოგადად, მის ფილოგრაფიაში.

ფილმი, ფაქტობრივად, მუნჯურია – თითქმის არანაირი დიალოგი, მხოლოდ მუსიკა, სპეციფიკური ხმები და ა.შ. ამ მოკლემეტრაჟიან ფილმში აღწერილია ახალგაზრდა წყვილის სასიყვარულო ისტორია, რომელიც თავდაპირველად ძალიან წრფელი და წმინდაა, ისინი ეძებენ თავშესაფარს, სადაც შეძლებენ ერთმანეთის ალერსს, შემდეგ კი ყველაფერი ერთბაშად იცვლება – უცებ მათ ცხოვრებაშ ჩნდება სახლი, ავეჯი, ძვირფასი ნივთები და სადღაც ქრება ის, რაც მათ ურთიერთობას განსაკუთრებულობას სძენდა. ის ურთიერთიბა, რომელიც თავისუფალი იყო ყოველგვარი მატერიალურობისაგან, ხდება უკიდურესად მატირიალისტური, მომხვეჭელობით აღსავსე, ,,მეშჩანური“. ახალდაქორწინებული ვაჟა და მზია ხვდებიან გარემოში, რომელიც სწორედ ასეთია და ისინიც ამ გარემოს ნაწილნი ხდებიან. თუკი თავდაპირველად მათი სიყვარული ბინაში ყველაფერს ცოცხალს ხდიდა, მათ შორის ნათურას, რომელიც თავისით ინთება, წყალს, რომელიც თავისით მოდის ონკანიდან, ფანჯარას, რომელიც თავისით იღება – შემდეგ ეს ყველაფერი ქრება. ყველაფერი თითქოს ერთი სკამის ჩუქებით იწყება, რომელსაც მეზობელი მამაკაცი ჩუქნის წყვილს, სწორედ აქ იწყება მათი მატერიალისტური სწრაფვა, ამას ერთვება კონფლიქტი მათ შორის, გარემოსაგან იზოლირების სურვილი. კარს დღითიდღე ემატება საკეტები, ბოქლომები, თითქოს ადამიანები ერთმანეთისაგან თავდაცვის სურვილით არიან შეპყრობილი, რომელიც სწორედ ამ მატერიალიზმიდან ამომდინარეობს. წყვილს ამ რადიკალურ შემობრუნებამდე ჰქონდა ,,მყუდრო ნავსაყუდელი“ ტრიალ მინდორში, სადაც იდგა დიდი ხე, მაგრამ ფუფუნებისადმი სწრაფვა, ქონებისადმი სიყვარული მათ უბიძგებს, რომ ეს ხე მოჭრან და ამით ავეჯი შემატონ სახლს, რომელიც უკვე გატენილია უამრავი ძვირფასი ნივთით.

ფილმი რეალობის კონტექსტს აბსოლუტურად არის მორგებული – მსოფლიო, რომელიც არა სულიერების, არამედ მატერიალურობისკენ არის მიმართული; მსოფლიო, რომელიც წვრილმანებით ცხოვრობს და ვერ ამჩნევს მთავარ ფასეულობებს; ესაა მსოფლიო, რომელიც ცდილობს გაემიჯნოს დანარჩენ სამყაროს. როდის და სად ჩნდება ადამიანში მატერიალიზმისაკენ სწრაფვა და როგორ შეიძლება მან თავიდან აიცილოს ეს? ალბათ მთავარი მოტივი სიყვარულში დევს, სიყვარულში, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ ადამიანის ცხოველურ მოთხოვნილებებს აცამტვერებს. ასე ხდება მზიასა და ვაჟას შემთხვევაში, რომლებიც დროზე მოდიან გონს, ფანჯრიდან ყრიან ყველა ნივთს და მოუხედავად დაცარიელებული ბინისა, ბედნიერად განაგრძობენ ცხოვრებას. ამ ყველაფერს ფონად სხვა ფანჯრებში არსებული რეალობა გასდევს, რომლებშიც ჩანს მუსიკოსები, ( მესაყვირე, მევიოლინე .. ) , ბალერინა, სპორტსმენი, თითქოს, ცოლ-ქმრის შერიგება ამ ადამიანებსაც უღვიძებს უნარს, აკეთონ თავიანთი საქმე და ორკესტრი იწყებს დაკვრას, ბალერინა ცეკვას, სპორტსემნი ვარჯიშს … ბოლო კადრები კი სიმბოლურია – ისევ ის ტრიალი მინდორი,  მოჭრილი ხე და ვაჟა და მზია, რომლებიც ისევ ბედნიერები არიან – მათ თავი დააღწიეს მატერიალიზმს და ბედნიერება სულ სხვა რამეში იპოვნეს.

შემდგომი ფილმი არის ,,გიორგობისთვე“, რომელიც 1966 წელს გადაიღო რეჟისორმა, ეს ფილმი ნამდვილ სკანდალად იქცა და საზოგადოებში ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ამის მიზეზად  მის ანტისაბჭოურობას ასახელებდნენ, ზოგჯერ კი – ანტიქართულობას, თუმცა მეორე ვარიანტი გაუგებარია. კინოთეატრების დირექციას ფილმის ჩვენება აუკრძალეს.  რატომ? – იქნებ იმიტომ, რომ ფილმი ქართველი საზოგადოების, ქართული ყოფიერების ზუსტი ასახვა იყო ?!   ასეა თუ ისე, საქართველომ თუ არა, საფრანგეთმა მაინც დააფასა რეჟისორის ნამუშევარი და ჟან ვიგოს პრემიით დააჯილდოვეს იგი.მოხდა საოცრება –   ფილმი ნახა იმდოინდელმა საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანმა – დევი სტურუამ. მოეწონა  და კინოგაქირავებასაც გადასცა.

ფილმი ერთი ჩვეულებრივი, თითქოსდა არაფრით გამორჩეული ბიჭის – ნიკო კეჟერაძის რამდენიმე დღის აღწერაა, რომელიც მუშაობას ღვინის ქარხანაში იწყებს, ქარხანაში კი მოულოდნელად უამრავ დარღვევას, უპასუხისმგებლობას აწყდება, რასაც ვერ ეგუება. ერთი შეხედვით, მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ ნიკო წარმოუდგენელია, იყოს პრინციპული, რომ ის კონფორმისტია.  მაგრამ იგი იმაზე ბევრად უფრო ძლიერი აღმოჩნდება, ვიდრე ამას პირველი შთაბეჭდილება ტოვებს. ისიც უნდა ითქვას, რომ ნიკო თავიდან უსუსურია, არ აქვს უნარი იმის, რომ მიუხედავად თანამდებობისა, იუფროსოს, რაღაც მართოს. არის უბრალო, თავისი მეგობრისგან განსხვავებით, რომელიც მას ურჩევს, რომ ქარხნის უბრალოდ მუშებს თავი არ გაუყადროს. ნიკო მზადაა დაეხმაროს ყველას – კასრების გადაგორებაში, ღვინის ჩამოსხმაში, ითამაშოს ფეხბურთი შესვენებებს შორის და ა.შ. მაგრამ ერთ დღესაც, იგი დილემის წინაშე დგება – ღვინის ქარხნის ხელმძღვანელობა გეგმის დროზე შესასრულებლად უხარისხო ღვინის ჩამოსხმას აპირებს, რომელიც ყოვლად დაუშვებელია, ნიკო თავიდანვე აპროტესტებს ამ ფაქტს, თუმცა თანამშრომლების ნაწილი მკაცრ უარზეა, ნაწილს კი, მართალია, იგივე აზრი აქვს, მაგრამ ერიდება ამ აზრების ,,გამომზეურებას“. ნიკო მიდის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ და ღვინოში ასხამს ჟელატინს, რომელიც ნიშნავს, რომ გეგმა დროზე ვერ მოესწრება, თუმცა ღვინო ნამდვილად იქნება ხარისხიანი.  ეს ფილმი სრული შედევრია – ისტორია, რომელიც ეხება უცხო გარემოში მოხვედრილ ადამიანს, მის დაკვირვებას, ცვლილებას, განსხვავებულ ღირებულებებს, დამახინჯებულ ურთიერთობებს… ნიკო ამ სამყაროში თითქოს ერთადერთი ნათელი წერტილია, დანარჩენი სამყარო კი ბრბო, ხროვა, რომელსაც ან საკუთარი აზრი არ გააჩნია, ან თუ გააჩნია, მზად არის, ამ აზრისთვის ყველა და ყველაფერი გასწიროს. ფილმში კარგად ჩანს ნიკოს შეგუების მცდელობები, დათმოს თავსი პრინციპები, მაგრამ სინდისი და მორალი არ აძლევს უფლებას მოიქცეს ასე. ნიკო ხდება მკაცრი, პრინციპული, სამართლიანობის მოყვარე, უფრო სწორედ- ამჟღავნებს ამ თვისებებს. რატომ შეიძლება აღქმულიყო ფილმი ანტისაბჭოურად ან ანტიქართულად? სრულიად ვიზიარებ იმ აზრს, რომ ფილმში ნამდვილად არის გადმოცემული ანტისაბჭოური ელემენტებო, მათ შორის გეგმის შესრულების პრინციპი, რომლისთვისაც მუშები მზად იყვნენ უხარისხო პროდუქციით ,,გაენებივრებინათ“ მომხარებელი. ოთარ იოსელიანმა აჩვენა, თუ რა ხდებოდა იმდროინდელ ყოფაში, რაზე იყვნენ ადამიანები ორიენტირებული, როგორი იყო რეალური საზოგადოება, სისტემა… თუმცა, ნიკოს უფასდება პრინციპულობა და სამართლიანობა – ყოველ შემთხვევაში, ყველასგან ,,დატუქსული“, ქარხნის დირექტორისგან შექებას იმსახურებს. იქნებ, ამით რეჟისორს იმის თქმა სურდა, რომ საკუთარი აზრის ქონა სულაც არ არის ისეთი საშინელი, როგორიც გვგონია? ყოველთვის არის შანსი, რომ ჩვენს მსხვერპლს, არაორდინალურ ქცევას ვიღაც მაინც დააფასებს და ოდესმე გამოიღებს ჩვენი მცდელობები შედეგს. თუმცა, ეს არცთუ ისე ხანგრძლივი პროცესი იქნება, საზოგადოება მაინც მდორე მდგომარეობაში ყოფნას ამჯობინებს და ასეთი ,,ნათელი წერტილები“ მაინც დიდს ვერაფერს შეცვლიან, სამწუხაროდ.

“იყო შაშვი მგალობელი“  ოთარ იოსელიანმა 1970 წელს გადაიღო, ფილმის სახელი თავიდანვე იპყრობს ყურადღებას, რაც შეიძლება შეხებოდა რეჟისორი და რა შეიძლება ეთქვა მას მისი საშუალებით?  რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო ამ ფილმს, მუდმივად მიჩნდება განცდა, რომ პირველად ვუყურებ და თავიდან ვიაზრებ ყველაფერს. არ ვიცი, ამას რა ახსნა შეიძლება მოეძებნოს, მაგრამ რეჟისორი, რომელიც ამას ახერხებს – გენიოსია. ოთარ იოსელიანმა  საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის პრიზიც კი მიიღო იტალიაში. მსახიობები გენიალურად ირგებენ საკუთარ როლებს, განსაკუთრებით კი – მთავარი როლის შემსრულებელი – გელა კანდელაკი.  ფილმში ნაჩვენებია ერთი ახალგაზრდა ბიჭის – გიას ისტორია, რომელიც თითქოსდა უამრავი საქმით არის დაკავებული. მისი ცხოვრება მუდმივად მჩქეფარეა, ყველას უყვარს გარშემო, არის ორკესტრში დასარტყამი ინსტრუმენტის დამკვრელი. გიას ცხოვრება ყველა კატეგორიის ადამიანთან ურთიერთობით შემოიფრგლება – ბავშვებთან, მოხუცებთან, თანატოლებთან, მაგრამ ამ ყველა ურთერთობას აკლია რაღაც. თითქოსდა, ეს ადამიანი ურთიერთობებში, საქმეში არის ზერელე, არაფერს ეკიდება სერიოზულად და დროს უქმად ფლანგავს, დროს,რომელიც მუდმივად ახსენებს, რომ არ არის მარადიული. გია არაერთხელ იღებს ,,გაფრთხილებას“, ერთხელ, ქუჩაში მიმავალს კინაღამ გადმოვარდნილი ქოთანი ეცემა თავში, ხან ერთ-ერთი შენობის დემონტაჟის დროს არცთუ ისე უსაფრთხო მდგომარეობაში აღმოჩნდება, ან მანქანა ეჯახება და ეს მანქანა დროზე ამუხრუჭებს. რეალურად, გია  ვერავის ვერ ეხმარება, ფუჭია მისი ყოველი საქმე. ხელს უშლის ფილმის გადამღებებს ზედმეტი ცნობისმოყვარეობით, ხან აბანოში ,,უვარდება“ ადამიანებს და უხერხულ მდგომარეობაში ესაუბრება.  ორსკესტრში მისი საქმიანობა კი მუსიკალური ნაწარმოების კულმინაციაში დასარტყამი ინსტრუმენტის ერთი დარტყმით შემოიფარგლება. გია ცდილობს ,,არ დაკარგოს დრო”, იქამდე სხვა საქმეები მოასწროს და თავისი ნომრის დროს შემოვარდეს სცენაზე, რაც ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს თანამშრომლებში. თუმცა ამას მათი ნაწილი იმით ამართლებს, რომ გიას საათნახვერიანი პაუზა აქვს და ამ დროს რეალურად არაფერს აკეთებს. ამის პარალელურად, რეჟისორი არასდროს ივიწყებს ჩვენს ყოფიერებაში არსებულ პრობლემებს, თუნდაც ტრანსპორტს, სადაც ადამაინები  უკიდურესად ხისტად და უხეშად ეპყრობიან ერთმანეთს, ეს განსაკუთრებით ამ ფილმსა და ,,გიორგობისთვეში“ შევნიშნე. რეჟისორი აბსოლუტურად არ სწყდება რეალობას და მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ფილმი კომედიურად გვეჩვენება თავიდან, ეპილოგი ამბოლუტურ ტრაგიზმს ქმნის.

რა უნდა დავარქვათ სხვა, თუ არა ირონია იმას, როდესაც ვხედავთ, რომ გიას არსებობა მხოლოდ ქუდის საკიდად ღირდა, ამით შემოფარგლა იგი, მხოლოდ ეს შექმნა ღირებული, გია კვდება, მანქანა ეჯახება და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ამის  ,,წინათრგნობა“ გაქვს, მაინც წარმიუდგენელია. პროტესტის  გრნობა გიჩნდება, რატომ შეიძლება მომკვდარიყო ის?  ხომ არაფერს აშავებდა თავისი უსუსური არსებობით?  ასეა თუ ისე, რეჟისორი იმის თქმას ცდილობს, რომ ადამიანებმა ფუჭად არასდროს უნდა დავკარგოთ დრო, უნდა ვიცოდეთ მისი ფასი, იმიტომ რომ არასდროს ვიცით, როდის ,,წავალთ” და თუ ჩვენი არსებობს მხოლოდ საკიდით შემოიფარგლება, მაშინ უნდა მივიჩნიოთ, რომ ჩვენი არსებობს  არარსებობას უფრო ჰგავდა. მაინც მგონია, რომ გია ბოლომდე უკვალოდ არ წასულა ამქვეყნიდან, მისი საკიდიც ხომ საჭირო აღმოჩნდა, თუნდაც ერთი უბრალო მესაათისთვის, რომელმაც მასზე ქუდი ჩამოკიდა? ალბათ, ნებისმიერი ადამიანის არსებობას აქვს აზრი – ჩვენ ხომ ასეთებად არ ვიბადებით ? ჩვენ ვყალიბდებით და ამ ჩამოყალიბებაში არა მარტო გარემო, არამედ საკუთარი აზროვნება და დამოკიდებულება დროისადმი,  ასრულებს დიდ როლს.

ფილმი ძალიან ემოციურია და მოდუნების საშუალებას არ იძლევა, განსაკუთრებული დინამიკურობა მას თავის ,,პეწს“ სძენს. ალბათ, ყველა ადამიანის აღქმა განსხვავებული იქნება, თუმცა მესიჯი ნამდვილად ერთია – დრო ძვირფასია და იგი ამაოდ არ უნდა იხარჯებოდეს.

იყო შაშვი მგალობელი, რომელიც იყო, გალობდა, არაფერს აშავებდა, მაგრამ, ამასთან ერთად, დიდს ვერაფერს აკეთებდა…

ფილმში მონაწილეობენ: ნესტორ ფიფია, რეზო ჭარხალაშვილ, ნანა იოსელიანი და ა.შ. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი იოსელიანის შესახებ, რაც თვალში მოსახვედრად მეჩვენება.  ფილმის ნახევარზე მეტი  მეგრულ ენაზეა.  თბილისელი მუსიკოსები დასასვენებლად სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ჩადიან, პირველ დღეებში თითქოს ყველაფერი კარგადაა, სოფელში და ოჯახში, სადაც ისინი ისვენებენ სრული იდილიაა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც სტუმრები ცოტა ,,მოშინაურდებიან“,  იწყება ჩხუბი, კინკლაობა, წყევლა-კრულვა. სოფლის ცხოვრება მდორედ მიედინება – ყოველდღიური რუტინა, მუდმივი საყოფახოვრებო პრობლემები  და ამათზე ფიქრი, კორუფცია, განუკითხაობა…რეჟისორი კარგად ასახავს დამახასიათებელ მანკიერებებს – სტუმრისათვის სასმლის დაძალებასა და ამით ,,ვაჟკაცობის” განსაზღვრას, მატერიალისტურ სწრაფვებს და უაზრო კინკლაობას, მაგალითად, იმაზე, თუ სახლს რომელ მხარეს უნდა ჰქონდეს ფანჯარა. ამ ყოფაში ადამიანები თავს ჩვეულებრივად გრძნობენ და არ აწუხებთ ის, რომ თუნდაც სტუმრებს უქმნიან დისკომფორტს.  საინტერესო დეტალად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ იოსელიანი ზედაპირულად, მაგრამ მაინც ეხება კოლმეურნეობას და საკმაოდ ირონიულ დამოკიდებულებასაც ავლენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კოლმეურნეობის მუშაკი ცელს ართმევს ერთ-ერთ გლეხს და გლეხი მას ეუბნება : ,,არც თქვენ თიბავთ და არც სხვებს აძლევთ ცელს“, რასაც მუქარა ეძლევა საპასუხოდ.  გარდა ამისა, ფილმში გლეხებს აიძულებენ ყანაში მუშაობას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კოლმეურნეობიდან გარიცხვით ემუქრებიან.

ქართული სუფრის ტრადიციები, ღრეობამდე მისული ქეიფი და  სიმთვრალეში ,,გამსკდარი სიყვარულის ბუშტიც“ გამოამზეურა რეჟისორმა და იქნებ, ამიტომაც მოხვდა განსაკუთრებული კრიტიკის ქარცეცხლში?!

და რა ხდება ამდროს ? ნუთუ, ამ სოფელში სრული განუკითხაობაა და ,,საშველი არსაიდანაა?“ ფილმში ჩნდება ერთი ნათელი წერტილი ედუკის სახით, რომელიც იმ ოჯახის წევრია, სადაც ისვენებენ თბილისელი სტუმრები. ედუკი მოზარდია, რომელიც ხვდება, რომ სოფლის სამუშაოს გარდა სხვა რაღაცებიც არსებობს და ცდილობს სტუმრების საშუალებით მაინც გაექცეს ყოველდღიურ რუტინას.  ამ ერთფეროვნებაში ჩნდება განსხვავებული ინდივიდი, რომლის ინდივიდობაც სწორედ სტუმრების დამსახურებით იკვეთება. თუმცა, სტუმრები მიდიან სოფლიდან და ედუკი რჩება მარტო ისევ ამ ერთფეროვნებაში, თუმცა ამ ყოფნას მარტო ყოფნაც არ ჰქვია – მას რჩება მუსიკალური ფირფიტა. იქნებ, ეს სულაც მისთვის ერთადერთი საშუალება იყოს, რომელიც მოსწყვეტს ამ ჩამყაყებულ სამყაროს და ცოტა ხნით მაინც მისცემს გაქცევის საშუალებას?!

ედუკისნაირი ადამიანი ყველა საზოაგდოებაში არსებობს, თუმცა ჩაკარგულია და არ ეძლევა საკუთარი თავის გამოვლენის საშუალება. ვერ ვიტყვით, რომ აქ ამ გმირმა შესძლო საკუთარი თავის გამოვლენა, მაგრამ მან შესძლო მთავარი – საკუთარი თავის პოვნა და იმის აღმოჩენა, რომ არსებული სამყაროს მიღმა არსებობდა რაღაც უფრო ღრმა და მისეული.

ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, ეს ფილმი ერთ-ერთი ყველაზე მწვავეა რეჟისორის ფილმოგრაფიაში.

შეიცვლებოდა თუ არა ედუკის ცხოვრება?! იქნებ ის  ჩაკარგულიყო  კიდეც მომავალში საზოგადოებაში, რომელიც ყველაზე კარგად ირგებდა ბრბოს სახელს?! ამაზე პასუხი არ არსებობს, ალბათ ყველა ადამიანს განსხვავებული აზრი ექნება. მთავარი აქ არის ის, რომ ასეთი ადამიანების არსებობა, დიდად არაფერს ცვლის, ისინი არიან თავისთვის, აქვთ თავიანთი სამყარო, ისევე როგორც სხვებს და ცხოვრება მიდის – მიდის რუტინულად, მოსაწყენად, ჩვენივე დამსახურებით. ცხოვრების გამრავალფეროვნება ჩვენს ხელშია, უბრალოდ ჩვენ ბევრი ფიქრი და ცვლილებები გვეზარება.

კიდევ ბევრის წერა შეიძლება ოთარ იოსელიანის გენიაზე, თუმცა ვერცერთი სიტყვა ვერ იტყვის იმ სათქმელს, რაც ნამდვილად შეეფერება მის ფილმოგრაფიას. ფილმები, რომლებიც საოცრად უბრალოა, მაგრამ ამ უბრალოებაში დევს მთელი გენიალურობა. ტრაგიზმი, რეალობის განცდა, მეტაფორა,  ირონია და კიდევ უამრავი დამახასიათებელი შტრიხი – ეს ოთარ იოსელიანის სტილია.

შეუძლებელია, არაფერი ითქვას რეჟისორის გადაღების სტილზე, იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დეტალებს – განსაკუთრებით საათი მახსენდება,როდესაც კადრები ციფერბლატზე არის შეჩერებული – ამ დროს იწყებ ფიქრს – რისი თქმა სურდა ამით რეჟისორს?! აუცილებლად უნდა აღინიშნოს ფილმების მუსიკა, რომელიც კიდევ უფრო ესთეტიზმს სძენს მათ. ეს ყველაფერი ალბათ ოთარ იოსელიანის მუსიკალური განათლებით აიხსნება.

ოთარ იოსელიანი ის კინორეჟისორია, რომელიც თამამად დაუპირისპირდა საბჭოთა ხელისუფლებას, ამხილა ქართული საზოგადოების მანკიერებები და სწორედ ამიტომ მოიძულა საკუთარმა სამშობლომ და სხვა მიწაზე მოუხდა გადასახლება. მთავარი ეს არ არის – მთავარი არის ის, რომ მან არ შეწყვიტა მუშაობა და მსოფლიოს არაერთი შედევრი შესძინა, რომლებიც კოსმოპოლიტურია და არა რომელიმე კონკრეტული ერის კუთვნილება. თუმცა, ჩვენ მაინც გვაქვს სრული უფლება, რომ ვიამაყოთ მისით.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ანალიტიკაგანათლებაეს საინტერესოაკვლევებისაქართველო

საქართველოში 9-10 წლის მოსწავლეების 14%-ს წაკითხულის გააზრების მინიმალური უნარი არ გააჩნია

ეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ია კუტალაძემ განუცხადა, საქართველოში 9-10 წლის მოსწავლეების 14%-ს წაკითხულის გააზრების მინიმალური უნარიც არ გააჩნია.

ია კუტალაძის შეფასებით, 2006 წელთან შედარებით ჩვენმა მოსწავლეებმა შედეგები გააუმჯობესეს, გაიზარდა მათი საშუალო მიღწევა, ამასთან, შემცირდა იმ მოსწავლეთა რაოდენობა, ვისაც მინიმალურ დონეზე არა აქვს განვითარებული წაკითხულის გააზრების უნარი. თუმცა, 2016 წლის კვლევის მიხედვით, მეოთხეკლასელთა 14%-ს მაინც უჭირს წაკითხული ტექსტის გააზრება.

„ეს არის პირველი საერთაშორისო კვლევა, რომელშიც საქართველომ მიიღო მონაწილეობა. წიგნიერების საერთაშორისო კვლევა, გარკვეული პერიოდულობით, ხუთ წელიწდში ერთხელ ტარდება. პირველად ჩვენ ამ კვლევაში მონაწილეობა მივიღეთ 2006 წელს, ამჯერად ჩვენ 2016 წელს ჩატარებული წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგები წარმოვადგინეთ. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ 2006 წლიდან 2011 წლამდე მოსწავლეთა მიღწევები გაუმჯობესდა, თუმცა კითხვაში ქართველი მოსწავლეების საშუალო მიღწევა საერთაშორისო საშუალო ნიშნულზე დაბალია. განსაკუთრებით ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ 9-10 წლის მოსწავლეების 14%-ს მინიმალურ დონეზეც არ აქვთ განვითარებული კითხვის, წაკითხულის გააზრების უნარი“, – განაცხადა ია კუტალაძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის შეფასებით, მეოთხეკლასელ მოსწავლეს, რომელსაც უჭირს წაკითხულის გააზრება, სწავლების მომდევნო საფეხურზე სერიოზული პრობლემები შეექმნება, ის, ფაქტობრივად, განწირულია აკადემიური მარცხისთვის.

„ბევრი საინტერესო მიგნება აქვს კვლევას. კითხვის უნარის შეფასება ხდება საინფორმაციო და მხატვრული ტექსტებით. თითოეულ ტექსტს თან ახლავს შეკითხვები, რომლებზე პასუხებითაც ვაფასებთ რამდენად იგებს და იაზრებს სხვადასხვა ტიპის ტექსტებიდან მიღებულ ინფორმაციას მოსწავლე, შეუძლია თუ არა ტექსტის სხვადასხვა ნაწილში მოცემული ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთთან დაკავშირება და დასკვნის გამოტანა, ტექსტის ძირითადი აზრის წვდომა… წაკითხულის გააზრება საბაზო უნარია. ის სწავლა-სწავლების პროცესის ფუნდამენტია. ბავშვი ჯერ სწავლობს კითხვას და შემდეგ კითხულობს იმისთვის, რომ ისწავლოს. თუ ბავშვს არა აქვს განვითარებული კითხვის უნარი, უჭირს წაკითხულის გააზრება, ეს ნიშნავს, რომ მას პრობლემები ექნება სწავლაში, ის ფაქტობრივად განწირულია აკადემიური მარცხისთვის. ასეთი მოსწავლეების რაოდენობა 2016 წლის კვლევის მიხედვით 14%-ია, 2006 წელს კი 18% იყო. შესაბამისად, შემცირდა იმ მოსწავლეთა რაოდენობა, ვისაც მინიმალურ დონეზეც არა აქვს კითხვის უნარი განვითარებული. ეს ფაქტი თავისთავად პოზიტიურ დინამიკაზე მიუთითებს, თუმცა ის გარემოება, რომ მოსწავლეთა 14%-ს უჭირს კითხვა, ბევრი რისკის შემცველია და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს; კითხვა არა მხოლოდ ბავშვის კოგნიტური განვითარების და სწავლის საფუძველია, არამედ ამ უნარს პიროვნულ განვითარებასთან აქვს ძალიან მჭიდრო ბმა. კვლევები ადასტურებს, რომ ბავშვები, რომლებსაც კითხვის უნარი არ აქვს განვითარებული, ხშირად ძალადობრივ და აგრესიულ ქმედებებს მიმართავენ“, – განაცხადა კუტალაძემ.

მისივე თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ კარგი მკითხველები გამოდიან ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც თავად კითხულობენ ბევრს.

„ამ კვლევის ფარგლებში ვსწავლობთ იმ გარემოს, რომელშიც ყალიბდება მოსწავლის კითხვის უნარი, ეს არის ოჯახი, სკოლა, კლასი… შევისწავლით იმ ფაქტორებს, რომლებიც აისახება მოსწავლეთა კითხვის უნარის განვითარებაზე. ეს გვაძლევს საშუალებას გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ და შევიმუშავოთ რეკომენდაციები მოსწავლეთა კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად. მაგალითად, ბავშვის მიღწევებზე მნიშვნელოვნად აისახება ოჯახის საგანმანათლებლო რესურსი. კვლევის მიხედვით, კარგი მკითხველები გამოდიან ბავშვები, რომელთა მშობლებიც თავად კითხულობენ ბევრს; მშობლები, რომლებიც სკოლამდელ ასაკში ეხმარებიან ბავშვებს კითხვის უნარის განვითარებაში, უკითხავენ წიგნებს, ესაუბრებიან წაკითხულზე, ხელს უწყობენ ბავშვების კარგ მკითხველებად ჩამოყალიბებას; სკოლამდელ ასაკში მშობლების მხრიდან ასეთი მხარდაჭერის პირობებში, მეოთხე კლასში მოსწავლეებს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ – უფრო მეტად აქვთ განვითარებული კითხვის უნარი, ვიდრე იმ ბავშვებს ვისაც ასეთი მხარდაჭერა არ ჰქონიათ. ოჯახში სასწავლო რესურსებზე წვდომა, მშობლის მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი; ასევე მნიშვნელოვანია სკოლამდელ განათლებაში ჩართულობა. ჩვენი მეოთხეკლასელების 16% არ დადიოდა ბაღში, მათ უფრო დაბალი შედეგი აქვთ, ვიდრე იმ მოსწავლეებს, ვინც ისარგებლა სკოლამდელი განათლების სერვისებით. ბაღი და მშობლების მხარდაჭერა სასკოლო მზაობის ფორმირებას უწყობს ხელს. ეს კი თავისთავად უმნიშვნელოვანესი ფაქტორია არა მხოლოდ დაწყებით საფეხურზე, არამდე შემდეგაც. სკოლებში კითხვისთვის საჭირო რესურსების ნაკლებობა უარყოფითად აისახება მოსწავლეთა მიღწევებზე. სასკოლო ფაქტორების ანალიზი გვიჩვენებს თუ რა მიმართულებებით უნდა განხორციელდეს რეფორმები“, – აღნიშნა კუტალაძემ.

მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო კვლევა, რომელშიც საქართველო მონაწილეობს, მათ შორის ეს კვლევაც აჩვენებს, რომ ქალაქის სკოლის მოსწავლეებთან შედარებით სოფლის სკოლის მოსწავლეების მიღწევები უფრო დაბალია, კერძო სკოლის მოსწავლეების მიღწევები უფრო მაღალია, ვიდრე საჯარო სკოლის მოსწავლეების მიღწევები. თუმცა, მისივე განმარტებით, ეს სხვაობები გამოწვეულია იმით, რომ სოფელში ბავშვებს ოჯახში ნაკლებ სასწავლო, საგანმანათლებლო რესურსზე აქვთ წვდომა ვიდრე ქალაქში, ამასთან, მათ სკოლაშიც ნაკლები რესურსი ხვდებათ… მისივე თქმით, სოფლის მოსწავლეთა დაბალი მიღწევები სწორედ ოჯახსა და სკოლაში სოფლის მოსწავლეთა მწირი საგანმანათლებლო რესურსებით აიხსნება და ამაში სკოლის ადგილმდებარეობა არაფერ შუაშია. რესურსებთანაა დაკავშირებული კერძო და საჯაროს სკოლის მოსწავლეთა მიღწევებში არსებული სხვაობაც.

ამასთან, კუტალაძემ აღნიშნა, რომ ქართველი მოსწავლეების საკმაოდ დიდი პროცენტი მიუთითებს, რომ მოსწონს კითხვა, რაც მისი თქმით, უდავოდ კვლევის დადებითი და სასიამოვნო შედეგია.

აღნიშნული კვლევა 2016 წელს ჩატარდა და სამი დღის წინ გამართულ კონფერენციაზე გასაჯაროვდა. კვლევა მოიცავს 200 სკოლას, 5741 მოსწავლეს, 5700 მშობელს და 200 დირექტორს.

 

წყარო:  ipn.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაკვლევებიკომუნიკაციასაქართველოფსიქოლოგია

კვლევა: სოციალური ქსელების მიმართ დამოკიდებულება საქართველოში

   სოციალური ქსელიეს არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელებს შექმნან თავიანთი პროფილები და დაუკავშირდნენ სხვა მონაწილეებს ვირტუალურ სამყაროში. ის წარმოადგენს კონკრეტული ადამიანის ნაცნობების გარკვეულ ვირტუალური წრეს, სადაც თვითონ ადამიანიარის სოციალური ქსელის ცენტრი, მისი ნაცნობები კიამ ქსელის განშტოებები, ხოლო ურთიერთობები ამ ადამიანებთანკავშირები.

  ინტერნეტს არაერთი უარყოფითი თვისება აქვს. კერძოდ, ინტერნეტის გამოყენებისას მომხმარებელი ზოგიერთ საიტზე განათავსებს პირად მონაცემებს: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომრები, ინტერესის სფეროები, მეგობართა წრე, ფოტოები და ა.შ. ინტერნეტი და სოციალური ქსელები ხელს უწყობენ პირადი ინფორმაციის მითვისებას და სხვა მიზნებისთვის გამოყენებას.  ასევე ონლაინშესყიდვების დროს პირადი ინფორმაცია საბანკო ბარათების და საიდუმლო სიტყვის, პაროლების შესახებ გადაეცემა ინტერნეტმაღაზიების საიტებს. ეს ინფორმაცია შეიძლება მოიპოვოს არაკეთილმოსურნე პიროვნებამ, რომელიც შემდგომ აღნიშნულ ინფორმაციას გამოიყენებს ბოროტი მიზნებით: ფინანსების ხელში ჩაგდება, შანტაჟი, უცხო პიროვნების რეკვიზიტებით ინტერნეტ თაღლითობის ან სხვა ტიპის კიბერდანაშაულის ჩადენა. ვინაიდან ინტერნეტი, ისევე როგორც მობილური და რადიო კავშირგაბმულობა სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით იმართება, შესაძლებელია ინტერნეტ აქტივობის მონიტორინგი, ჩაწერა, გაანალიზება, როგორც საჭირო და აუცილებელი, ასევე არასასურველი ბოროტი მიზნებით. მრავალი ქვეყნის და ორგანიზაციის მუშაობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია კომპიუტერულ სისტემების და ინტერნეტის გამოყენებას, შესაბამისად მათი მუშაობის შეფერხება ან რაიმე სახის დაზიანება, სერიოზულად იმოქმედებს ნებისმიერ პროცესზე, რასაც აღნიშნული ორგანიზაცია, კომპანია თუ სახელმწიფო სტრუქტურა ახორციელებს. ინტერნეტში გავრცელებულია მილიონობით ვირუსული, მავნე კოდი, რომელიც შექმნილია კომპიუტერული სისტემების დასაზიანებლად. არსებობს მრავალი ფუნქციის მქონე ვირუსი: ზოგიერთ ვირუსს შეუძლია კომპიუტერის მართვა და არასანქცირებული მონიტორინგი, თვალთვალი ინტერნეტ მომხმარებლის საქმიანობაზე, ასევე საიდუმლო დოკუმენტაციის, ფინანსური მასალების, საბანკო ბარათების ინფორმაციის ხელში ჩაგდება და გადაგზავნა ვირუსის ავტორისთვის, სხვადასხვა კრიტიკული ინფორმაციული სისტემების წინააღმდეგ ინტერნეტ მომხარებლის კომპიუტერიდან შეტევის განხორციელება.

კვლევის მიზანი:

ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენს, განვსაზღვროთ და შევაფასოთ, რამდენად ახდენს გავლენას უარყოფითი შინაარსის ვიდეომასალა მომხმარებლების დამოკიდებულებებზე სოციალურ ქსელში უფროსი თაობის ადამიანებთან მიმართებით.

მიზნის მიღწევის გზაზე არსებული საკვლევი კითხვებია:

  1. განვსაზღვროთ, რამდენად ხშირი ურთიერთობა აქვთ რესპონდენტებს უფროსი თაობის ადამიანებთან სოციალური ქსელების მეშვეობით.
  2. განვსაზღვროთ რესპონდენტების დამოკიდებულებები უფროსი თაობის ადამიანებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში.

ცნებების ოპერაციონალიზაცია:

უფროსი თაობის ადამიანებში მოიაზრებიან, 50 წელს გადაცილებული საქართელოში მცხოვრები ადამიანები.

საკვლევი ჰიპოთეზა:

 ჩვენი კვლევის მიზნიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს მიერ შეტანილი უარყოფითი შინაარსის ინტერვენციის ვიდეო გავლენას მოახდენს რესპონდენტების შეხედულებებზე და მათ განაწყობს უარყოფითი დამოკიდებულებებით საკვლევი საკითხის მიმართ.

მეთოდოლოგია

ჩვენი კვლევის  ფარგლებში გამოვიყენეთ კლასიკური ექსპერიმენტული დიზაინი. ექსპერიმენტის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ორი ჯგუფი: საკონტროლო (1) და ექსპერიმენტული (2), რომელთა წევრებიც ჰომოგენურნი იყვნენ გარკვეული მახასიათებლის მიხედვით, კერძოდ ისინი იყვნენ „დავითიანის ფსიქოლოგიური ცენტრის“ სალექციო ჯგუფები. როგორც ვთქვით ექსპერიმენტის ორივე ჯგუფი იყო  მსგავსი მახასიათებლების მქონე, განსხვავება იქნება მხოლოდ სტიმული, რომელიც იქნა წარდგენილი მხოლოდ ექსპერიმენტულ ჯგუფში. ჩვენი ექსპერიმენტული პირობა წარმოდგენილი იყო  ვიდეოს სახით ( ვიდეო იხ. ქვემოთ მოცემულ დანართ N1-ში).[2] აღნიშნული დიზაინის მეშვეობით, ვეცადეთ დაგვედგინა ნეგატიური შინაარსის ვიდეო სოციალური ქსელების შესახებ შეცვლიდა თუ არა ეპსპერიმენტული ჯგუფის  დამოკიდებულებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ექსპერიმენტულ და საკონტროლო ჯგუფებში შერჩევის მოცულობა თანაბარი იყო, კერძოდ 15-15.

შედეგები და ანალიზი

   მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ჩვენს მიერ გამოკითხული რესპონდნეტების 96.7% მდედრობითი სქესის წარმომადგენელია, ხოლო 3.3% მამრობითი სქესის.  გამოკითხული რესპონდენტებიდან უმრავლესობა (83.3%) სოციალურ ქსელებს მოიხმარს ყოველდღიურად. ხოლო, ძირითად მიზანს, რომლისთვისაც რესპონდენტები სოციალურ ქსელებს მოიხმარენ არის მეგორებთან ურთიერთობა (30.0%), გართობა (23.3%) და სამსახური (16.7%).

   რესპონდენტებს შევთავაზეთ ასეთი კითხვა, აკონტროლებთ თუ არა სოციალურ ქსელში თქვენი მეგობრების რაოდენობას, რათა გაგვეგო რესპონდენტები ინტერესდებიან თუ არა მათი ვირტუალური მეგობრებით, რის შედეგადაც შემდეგი შედეგი მივიღეთ, რომ რეპონდენტების 36.7% მუდმივად აკონტროლებს სოციალურ ქსელში მეგობრების რაოდენობას, 6.7% ზოგჯერ აკონტროლებს, ხოლო 40.0% საერთოდ არ აკონტროლებს. (იხ.დიაგრამა N2) ასევე, კითხვაზე აკონტროლებთ თუ არა სოციალურ ქსელში თქვენი სამეგობრო წრის შემადგენლობას, რესპონდენტების   43.3% მუდმივად აკონტროლებს სამეგობრო წრის  შემადგენლობას, 16.7% ზოგწერ აკონტროლებს ხოლო, 26.7% საერთოდ არ აკონტროლებს. (იხ. დიაგრამა N1)

დიაგრამა N1 აკონტროლებენ თუ არა სოციალურ ქსელში ვირტუალური მეგობრების რაოდენობას და შემადგენლობას

  რესპონდენტებს დავუსვით შეკითხვა, მეგობრობენ თუ არა სოციალურ ქსელებში უფროსი თაობის ადამიანებთან, რაზეც მათ გვიპასუხეს, რომ რესპონდენტების მეხუთედს (20.0%) ძალიან იშვიათად უწევს ურთიერთობა უფროსი თაობის ადამიანებთან სოციალური ქსელების მეშვეობით, თითქმის მესამედს (33.3%) არც ძალიან ხშირად და არც იშვიათად უწევს ურთიერთობა, ხოლო რესპონდენტების 23.3% ძალიან ხშირად ურთიერთობს უფროსი თაობის ადამიანებთან სოციალური ქსელების მშევეობით. (იხ. დიაგრამა N2)

დიაგრამა N2 რამდენად ხშირად ურთიერთობენ უფროსი თაობის ადამიანებთან სოციალური ქსელების მეშვეობით

   კითხვაზე, რა აზრის ხართ სოციალურ ქსელებში უფროსი თაობის ადამიანების მატებასთან დაკავშირებით, შემდეგნაირი შედეგი მივიღეთ. საკონტროლო ჯგუფის რესპონდენტების 42.5%-სთვის სრულიად მისაღებია სოციალურ ქსელებში უფროსი თაობის ადამიანების მატება, ხოლო ექსპერიმენტული ჯგუფის 5.6% თვლის მისაღებად.(იხ. დიაგრამა N3) იმისათვის, რათა დაგვედგინა არსებობს თუ არა ექსპერიმენტულ და საკონტროლო ჯგუფებს შორის რაიმე სტატისტიკური განსხვავება გამოვიყენეთ T-test, რის შედეგადაც მივიღეთ შემდეგი შედეგი. ექსპერიმენტულსა(M=3.31, SD=1.06) და საკონტროლო(M=2.38, SD=1.33)  ჯგუფებს შორის  დაფიქსირდა მნიშვნელოვანი განსხვავება პასუხებს შორის. t(74)= -3.33, p=0.001. მიღებული შედეგი ცხადყოფს, რომ ნეგატიური ტიპის ვიდეო, რომელიც ჩადებული გვქონდა კითხვარში ექსპერიმენტული პირობის სახით, გავლენას ახდენს რესპონდენტების შეხედულებებზე სოციალურ ქსელებში უფროსი თაობის ადამიანების მატებასთან ერთად.

დიაგრამა N3 რა აზრის ხართ სოციალურ ქსელებში უფროსი თაობის ადამიანების მატებასთან ერთად

   შემდეგი კითხვა იყო ასეთი, თქვენი აზრით, რამდენაც უსაფრთხოა სოციალური ქსელებით სარგებლობა, რაზეც საკონტროლო ჯგუფის 12.5% თვლის, რომ ის სრულიად უსაფრთხოა, ხოლო ექსპერიმენტული ჯგუფის 16.7%. ამ ორ ცვალდს შორის განსხვავების დასადგენად გამოვიყენეთ ასევე T-test, რის შედგეადაც მივიღეთ, რომ საკონტროლო (M=2.70, SD=0.85) და ექსპერიმენტულ (M=2.33, SD=0.82) ჯგუფებს შორის სტატისტიკური სხვაობა არ გამოიკვეთა. t(74)=1.89, p=0.062. ექსპერიმენტული და საკონტროლო ჯგუფების შეხედულებებს შორის განსხვავების არარსებობა მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული ექსპერიმენტული პირობა გავლენას არ ახდენა იმაზე, თუ რესპონდენტები რამდენად უსაფრთხოდ მიიჩნევენ სოციალურ ქსელებს.

   იმისათვის რათა ჩვენი მიზანი განგვეხორციელებინა რესპონდენტებს შევთავაზეთ რამდენიმე დებულება, რომლის მიმართაც უნდა გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება. პირველი კითხვა, რომელიც დავუსვით იყო, საინტერესოა თუ არა სოციალურ ქსელებში უფროსი თაობის ადამიანებთან ურთიერთობა, რაზეც შემდეგნაირი შედეგი მივიღეთ. საკონტროლო ჯგუფის რესპონდენტების მეათედი (10.0%) სრულიად ეთანხმება ამ მოსაზრებას, ხოლო 12% არ ეთანხმება და თვლიან, რომ სოციალურ ქსელებში უფროსი თაობის ადამიანებთან ურთიერთობა არ არის საინტერესო. რაც შეეხება ექსპერიმენტული ჯგუფის წევრებს, მათი 11.11% სრულიად ეთანხმება ამ მოსაზრებას, ხოლო 13.9% საერთოდ არ ეთანხმება. რესპონდენტების თითქმის ნახევარი (52.5%) ნეიტრალურად არი განწყობილი ამ მოსაზრების მიმართ. ექსპერიმენტული (M=3.33, SD=1.07) და საკონტროლო (M=3.15, SD=1.15) ჯგუფების შედარების შედეგად მივიღეთ, რომ მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ შეიმჩნევა. t(74)=-0.71, p=0.474. რაც გულისხმობს იმას, რომ კითხვარში ჩვენს მიერ შეტანილმა ცვლადმა გავლენა არ მოახდინა რესპონდენტების შეხედულებებზე, ანუ, მნიშვნელობა არ აქვს იმას ჩვენი ვიდეო ნეგატიური შინაარსის იქნებოდა თუ პოზიტიური, მისი გავლენა ექსპერიმენტული ჯგუფის რესპონდენტებზე არ შეიმჩნევა.

   შემდეგი დებულება იყო, სოციალური ქსელები უფრო მეტ საშუალებას აძლევს ადამიანებს ჩაიდინონ დანაშაული, რაზეც საკონტროლო ჯგუფის 22.5% სრულიად ეთანხმება ამ მოსაზრებას, ხოლო 25% საერთოდ არ ეთანხმება, რაც შეეხება ექსპერიმენტულ ჯგუფს, მისი რესპონდენტების 11.1% სრულიად ეთანხმება ამ მოსაზრებას, ხოლო 16.7% არ ეთანხმება. საკონტროლო (M=2.55, 1.17) და ექსპერიმენტული (2.77, 0.87) ჯგუფების შედარების შედეგად მივიღეთ, რომ მათ შორის დიდი განსხვავება რ შეიმჩნევა. t(74)=1.95, p=0.0364. მიღებუბული მონაცემებიდან გამომდინარე შესაძლებელია ვთქვათ, რომ ჩვენმა ექსპერიმენტულმა პირობამ გავლენა მოახდინა ექსპერიმენტულ ჯგუფზე, და მათი შეხედულებები  შეიცვალა  ნეგატიური ვიდეოს ნახვის შემდეგ.

   ბოლო კითხვა, რომელიც რესპონდენტებს დავუსვით იყო, საფრთხის შემცველია თუ არა უფროსი თაობის ადამიანებთან ურთიერთობა სოციალური ქსელების მეშვეობით, რაზეც მივიღეთ შემდეგი პასუხები. საკონტროლო ჯგუფის 12.5% თვლის რომ სოციალური ქსელებით უფროსი თაობის ადამიანებთან ურთიერთობა საფრთხის შემცველია, ხოლო 57.5% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. ექსპერიმენტული ჯგუფის რესპონდენტების 27.8% ეთანხმება ამ მოსაზრებას, ხოლო 33.3% არ ეთანხმება, იმას, რომ უფროსი თაობის ადამიანებთან ურთიერთობა სოციალური ქსელები მეშვეობით საფრთხის შემცველია. საკონტროლო (M=3.63, SD=1.07) და ექსპერიმენტული (M=3.11, 1.06) ჯგუფების შედარების შედეგად დადგინდა, რომ მათ შორის არსებობს მცირე სტატისტიკური განსხვავება. t(74)=2.08, p=0.04. რაც იმას ნიშნავს, რომ ნეგატიური შინაარსის ვიდეომ შ რესპონდენტების გარკევული ნაწილის შეხედულებაზე იქონია გავლენა,იმასთან დაკავშირებით, რომ სოციალური ქსელებში ურთიერთობა უფროსი თაობის ადამიანებთან საფრთხის შემცველია.

დასკვნა

   ჩვენი კვლევის მიზნიდან გამომდინარე, გვაინტერესებდა მოახდენდა თუ არა გვალენას ჩვენს მიერ განხორციელებული ინტერვენცია რესპონდენტების დამოკიდებულებებზე სოციალურ ქსელში უფროსი თაობის ადამიანებთან დაკავშირებით. ინტერვენციას წარმოადგენდა ვიდეო, რომელშიც ასახული იყო სოციალური ქსელების ერთ-ერთი უარყოფითი მხარე, კერძოდ, სხვისი პიროვნების მითვისება. საკონტროლო და ექსპერიმენტული ჯგუფების მონაცემების გაანალიზების შედეგად ოთხ შეკითხვაზე გამოვლინდა ჯგუფების პასუხებს შორის სხვაობა, რომელიც დაკავშირებული იყო ვიდეოსთან, რომელიც რესპონდენტებმა ნახეს კითხვარის შევსების დაწყებამდე. მიუხედავად იმისა, რომ საკონტროლო და ექსპერიმენტულ ჯგუფებში მსგავსი მახასიათებლების მქონე რესპონდენტები შევარჩიეთ, მათი რაოდენობა გენდერულად  თანაბარი არ იყო, ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი ინტერვენცია პროდუქტიული აღმოჩნდა, რადგან ჩვენ არ გვქონდა მონაცემები რესპონდენტების დამოკიდებულებების შესახებ კვლევამდე, რაც გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული შედეგი შესაძლოა გამოწვეული იყოს არა ვიდეოს ყურების შედეგად, არამედ იმით რომ მათი დამოკიდებულებები ვიდეოს ნახვამდეც   მსგავსი ტიპის იყო სოციალურ ქსელებში უფროსი თაობის ადამიანებთან დაკავშირებით. ეს ყოველივე კი შესაძლოა ჩავთვალოთ კვლევის შეზღუდვად.

   მიღუბული შედეგიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ნეგატიური შინაარსის ვიდეომასალა უარყოფითად შეცვლიდა რესპონდენტების დამოკიდებულებებს, გამართლდა. კითხვაზე, რა აზრის ხართ სოციალურ ქსელებში უფროსი თაობის ადამიანების მატებასთან დაკავშრებით მივიღეთ საკმაოდ შეცვილი მონაცემები, რომელთა შორისაც გამოვლინდა სტატისტიკური განსხვავება ( t(74)= -3.33, p=0.001), რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული ვიდეოს ყურების შემდეგ მათი შეხედულებები შეიცვალა ნეგატიური კუთხით. ასევე კითხვაზე, რამდენად უსაფრთხოა სოციალურ ქსელში უფროსი თაობის ადამიანეთან ურთიერთობა, დაფიქსირდა მცირედი სტატისტიკური სხვაობა საკონტროლო და ექსპერიმენტული ჯგუფების მონაცემებს შორის, რაზეც ასევე, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ვიდეოს ყურების შესაბამისად შეიცვალა მათი დამოკიდებულებები.

   მიუხედავად ამისა, ჩვენს კველვას აქვს გარკვეული შეზღუდვები. კერძოდ, ჩვენ მიერ გამოკითხული ადამიანების რაოდენობით არ შეგვიძლია მიღებული მონაცემების გენერალიზება. ასევე, ვერ მოხერხდება პრეტესტის ჩატარება რესპონდენტების არსებული დამოკიდებულებების გასაზომად, მაგრამ, საბოლოო ჯამში შესაძლოა ვთქვათ, რომ ჩვენმა ინტერვენციამ შედეგი გამოიღო.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მარიამ ხონელიძე, „სოციალური ქსელების გავლენა დამიანთა ფსიქიკაზე“ ; 2014
  1. ელზა ბიწაძე, „სოციალური ქსელების განვითარების თანამედროვე ტენდენციები“, 2013
  1. It’s a Social World: Top 10 Need-to-Knows About Social Networking and Where It’s Headed. Whitepaper.

  http://www.comscore.com/Insights//2011/

  1. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი http://www.crcc.ge
  2. Don Tapscot, “How to Net Generation Change the world”; 2016
  3. Bodford, J, 7 Ways Facebook Is Bad for Your Mental Health. Psychologytoday, 2014)

დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრი●Psychology center of Davitianni

ექსპერიმენტი: სოციალური ქსლების მიმართ დამოკიდებულება

ვტორები: ანანო შაყულაშვილი, ნოდარ ქაშიაშვილი, ბექა ჯარიაშვილი

[1] Don Tapscot, “How to Net Generation Change the world”; 2016

[2]  https://goo.gl/TYykr8

სრულად ნახვა
ანალიტიკაეკოლოგიაეს საინტერესოასაქართველო

ნარჩენების მართვა მსოფლიოსა და საქართველოში – სად ,,ქრება” ნაგავი?

ნაგვის ინდუსტრია ერთ-ერთი უზარმაზარი ბიზნესინდუსტრიაა თანამედროვე მსოფლიოში. ერთი შეხედვით,  უზარმაზარი კომპანიები მართავენ ნარჩენებს და გარკვეული რეგულაციებიც არსებობს, თუმცა ეს ინდუსტრია მაინც საკმაოდ შემაშფოთებელ პრობლემად რჩება. საინტერესოა, რა მდგომარეობაა, ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაში და არამარტო. საკითხთან დაკავშირებით ნარჩენების მართვის კონსულტანტს – კახა რუხაიას გავესაუბრეთ.

ღია ნაგავსაყრელები მწარმოებლური საზოგადოების შექმნის დღიდან შემაწუხებელ გარემოსა და ანტისანიტარიასთან იყო დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ღია ნაგავსაყრელები ძირითადად დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით მდებარეობს, ზიანი, რომელსაც ისინი გარემოს აყენებს ნამდვილად არ არის შემცირებული, რადგან მაგალითად, ღია ნაგავსაყრელებზე გახრწნილი ნაგავიც კი გამოყოფს  ე.ნაგავსაყრელის გაზს, რომელიც მეთანს შეიცავს, გარემოს დაცვის სააგენტოს მტკიცებით კი, მეთანი 21-ჯერ უფრო ეფექტურად ამწყვდებს სითბოს ატმოსფეროში და შესაბამისად, მსოფლიო კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

მსოფლიოს უმსხვილესი ნაგავსაყრელები, რომლებსაც „მეგასაყრელებს“ უწოდებენ, აქტიურად იყენებენ მიწისქვეშა კონტეინერებს,  რომელთა ფართობიც 10-დან 100 აკრამდე მერყეობს, წარმოიდგინეთ, როგორც ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტოს ვებგვერდდან ვიგებთ, ვირჯინიის ერთი ასეთი საცავი ფართობით ათას საფეხბურთო მოედანს, ხოლო სიმაღლით ვაშინგტონის მონუმენტს უტოლდება, აღსანიშნავია ისიც, რომ ამგვარი საცავის თითოეული აკრის განვითარება და აშენება 500 000 დოლარი ჯდება, შესაბამისად, გასაკვირი არ არის რომ ჯერჯერობით საქართველოში მსგავსი პრაქტიკა არ დანერგილა. როგორც ბატონი კახა აღნიშნავს, დღეს საქართველოში არსებული 56 მუნიციპალური ნაგავსაყრელიდან არცერთს არ გააჩნია ნაგავსაყრელის უჯრედებიდან გაზგამომყვანი სისტემაც, დედაქალაქს რაც შეეხება,  თბილისის მასშტაბით შეგროვებული ნარჩენების ნაგავმზიდებით ტრანსპორტირდება ქ. თბილისის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე, სადაც ხორციელდება ნარჩენების განთავსება. ამ ეტაპზე, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე არ არის მოწყობილი ნარჩენების დახარისხების საამქრო, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ნარჩენების დაახარისხება.

მსოფლიოს უდიდესი ნაგავსაყრელების მფლობელი კომპანიები ნაგავსაყრელების შემაწუხებელი სუნის თავიდან ასარიდებლად უხილავ ნაერთს იყენებენ, რომელიც სუნის მოლეკულას მიწასთან აკავებს და მოსახლეობას ის არ აწუხებს,  თუმცა გარემოში მისი გავრცელება ამით არ აღიკვეთება, საქართველოში არც მსგავსი პრაქტიკა გვხვდება და ბუნებრივია, მოსახლეობაც ყოველთვის სკეპტიკურად არის განწყობილი მათ სიახლოვეს ნაგავსაყრელის განთავსების დროს, „შეიძლება ითქვას, რომ ნაგავსაყრელიდან სუნის ემისია სხვადასხვა მიზეზით შეიძლება განხორციელდეს. მაგალითად, ეს უკავშირდება ნაგავსაყრელზე ნარჩენების განთავსების  ინსტრუქციის დარღვევას, ნაგავსაყრელის ნაჟური წყლების და გაზების შეგროვების სისტემის გაუმართაობას. მინდა გითხრათ, რომ ზემოთხსენებული სისტემები დღეს საქართველოშ სრულყოფილად არცერთ ნაგავსაყრელზე არ მუშაობს“ – აღნიშნავს ბატონი კახა.

უცნაურია ასევე ისიც, რომ მსოფლიოს ნაგავსაყრელების ნახევარს ქაღალდი იკავებს, მაშინ როცა მისი გადამუშავება 5-ჯერაც კია შესაძლებელი,  რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ამ ერთი შეხედვით უხიფათო ქაღალდის წვამაც კი შეიძლება ჟანგბადში ერთ-ერთი ყველაზე მომწამლავი ქიმიკატის – დიოქსინის გამოყოფა გამოიწვიოს,  მაგალითად,  ქაღალდის წვის დროს პლასტმასთან ერთად და ა.შ. მაშინ, როცა  დიოქსინის განადგურებას ან ნეიტრალიზებას ვერც ერთი თანამედროვე ფილტრი ვერ ახერხებს. ბუნებრივია, ნარჩენების წვა საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის, ამიტომაც, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ყველა ტიპის ღია წვა აკრძალულია, დაშვებულია ნარჩენების წვა მხოლოს სპეციალურ დანადგარებში (ინსინერატორები). თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ძალიან ბევრ რეგიონში, განსაკუთრებით პერიფერიულ სოფლებში, არ ხდება ნარჩენების მართვა, ნაგვის წვის ან თვითნებური ნაგავსაყრელის შექმნის შემთხვევებს თავიდან ვერ ავირიდებთ.

მუნიციპალური ნაგვის 30% – პარკები და შესაფუთი მასალაა, ჩინეთში პოლიეთილენის პარკებს „თეთრ დაბინძურებასაც უწოდებენ“, სამხრეთ აფრიკაში „ეროვნულ ყვავილს“, ბანგლადეშში პოლიეთილენის პარკებმა სადრენაჟო სისტემა გაჭედა და წყალდიდობები გამოიწვია, ამიტომ ქვეყანამ 2002 წელს აკრძალა მათი წარმოება, ამ მხრივ, საქართველოში ჯერჯერობით არ არის დაწესებული რაიმე სახის აკრძალვა, მაგრამ პოლიეთილენის პარკების შეზღუდვის მიზნით შემუშავებულია პოლიტიკური დოკუმენტის პროექტი, რომელსაც სავარაუდოდ მალე დაამტკიცებენ.

შეიძლება ითქვას, რომ პრობლემა თავად სისტემაშია, რომელიც  ამდენ ნაგავს წარმოქმნის, რისი მიზეზიც ნაგვისწარმოების მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან ბიზნესად ქცევა გახდა, ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ ამერიკაში ნაგვის ინდუსტრიიდან შემოსავალი 1997-2002 წლებში 200 მილიონიდან 1 მილიარდამდე გიაზარდა, რაც ნიშნავს რომ კონტეინერები, რომლებითაც აზიიდან სხვადასხვა ტექნიკა და საყოფაცხოვრებო საგნები ჩამოდის, უკან ნაგვით დატვირთული ბრუნდება.

დაბოლოს, როდესაც საზოგადოება მწამოებლებს ვერ აკონტროლებს, ბუნებრივი რესურსები დემოკრატიულად არ მოიხმარება, რადგან ეს რესურსები ისეთივე საზოგადოებრივი საკუთრებაა, როგორც მაგალითად – ჰაერი, ეს ნიშნავს რომ პრობლემა თითოეული ჩვენგანის დამოკიდებულებაშია და საკითხის გადაჭრა მხოლოდ კანონმდებლობის დონეზე ვერ მოხერხდება.  გარემოს დამცველების ერთ-ერთი სტრატეგია „ნულოვანი ნაგავია“, რომლის მომხრეებსაც სურთ ნაგავსაყრელების და ნაგავსაწვავების დახურვა, თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ არსებობს ადგილები სადაც მსგავსი რამ მართლაც ხდება, ესენია – ტორონტო, ავსტრალია, ნოვა სკოტია და ა.შ. მათი ხედვით ნაგავი არ არის გარდაუვალი შედეგი, გადაყრილი მასალის გამოყენება ყოველთვის შეიძლება და ამას ახლებურად უნდა შევხედოთ.

 

წყარო:  ჰ.როჯერსი, „ხვალამდე გაქრება, ნაგვის გასაიდუმლოებული ისტორია“, თბილისი, 2015.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 2 3 8
Page 1 of 8