close

ანალიტიკა

ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკა

სამშვიდობო პროცესების ჩაშლის საფრთხე: დონალ ტრამპი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადებს

არაბულ ქვეყნებში აშშ-სადმი ოპოზიცია სულ უფრო იზრდება, რადგანაც, როგორც მოსალოდნელია, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ოფიციალურად განაცხადებს აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას. სხვადასხვა ცნობით, პრეზიდენტი ქალაქს კვირის განმავლობაში ეწვევა.

არაბული ლიგის ქვენებმა – თურქეთის, იორდანიისა და პალესტინის ლიდერმა უკვე გამოხატეს უკმაყოფილება და გააფრთხილეს აშშ მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების შესახებ.

რატომ არის ეს საკითხი მნიშნელოვანი?

იერუსალიმის დედაქალაქობის სტატუსი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მნიშვნელოვანი  ნაწილია. იერუსალიმი და მიმდებარე ტერიტორია ისრაელმა 1967 წლის ომის შედეგად მიითვისა, მას შემდეგ, ისრაელის ხელისუფლება იერუსალიმს მიიჩნევს, როგორც დედაქალაქს. მეორე მხრივ, პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმს მათი მომავალი სახელმწიფოს ნაწილად მიიჩნევენ. 1993 წელს ისრაელსა და პალესტინას შორის დადებული სამშვიდობო შეთანხმებების თანახმად, ისრაელის სტატუსი უნდა განიხილონ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების პერიოდში.

ისრაელის სუვერენულობა იერუსალიმში არცერთ სახელმწიფოს აუღიარებია საერთაშორისოდ. მათ შორის, არც აშშ-ს. ამ მიზეზით, ყველა სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობა თელ-ავივში, ისრაელის კომერციულ დედაქალაქშია განთავსებული.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, აღმოსავლეთ იერუსალიმი 200 000-მდე ებრაელით დაასახლა იერუსალიმმა, რაც საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაა და, შესაბამისად, არალეგალურადაა მიჩნეული. დასახლების პროცესი დღესაც გრძელდება, რის გამოც, ისრაელი მრავალჯერ გამხდარა საერთაშორისო კრიტიკის ობიექტი.

თუკი აშშ აღიარებს იერუსალიმს, როგორც ისრაელის დედაქალაქს, შესუსტდება საერთაშორისო საზოგადოების პოზიციაც, ისრაელის გადაწყვეტილება, რომ გააგრძელოს არაკანონიერი ე.წ დასახლების პოლიტიკა აღმოსავლეთ იერუსალიმსა და მის შემოგარენში, კიდევ უფრო განმტკიცდება.

მეორე საკითხია ის, თუ როგორ გაუმკლავდება აშშ გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატში აღმოსავლეთ იერუსალიმთან დაკავშირებით შექმნილ რეზოლუციებს. აშშ-ს აქვს ვეტოს უფლება, რაც შესაძლოა გამოიყენოს იმ რეზოლუციების დასაბლოკად, რომლებიც ისრაელის პოლიტიკის საწინააღმდეგოა.

ასევე, საფრთხე ექმნება ე.წ ორი-სახელმწიფოს შექმნის იდეას, რაც დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა და განიხილება კონფლიქტის გადაჭრის მთავარ მეთოდად. თუკი აშშ აღიარებს იერუსალიმს და მათ შორის, აღმოსავლეთ იერუსალიმსაც, რომელიც პალესტინის სახელმწიფოს მომავალ დედაქალაქად მიიჩნევა, საფრთხე შეექმნება „ორი-სახელმწიფოს“ შექმნის იდეასაც.

პალესტინის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის განცხადებით, ის დაუკავშირდა სხვა სახელმწიფოთა ლიდერებს და სასწრაფოდ ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდა, რადგან „ეს გადაწყვეტილება სრულიად გაანადგურებს სამშვიდობო პროცესებს და ახალ დაპირისპირებას გამოიწვევს“ . თურქეთის პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევას „დიდ კატასტროფას“ უწოდებს, რომელიც  ახალ კონფლიქტებს გამოიწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის თეთრ სახლს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება, ვარაუდობენ, რომ ტრამპი ისრაელს კვირის განმავლობაში ეწვევა.

წყარო: euronews, bbc

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკასამართალი

მონებით ვაჭრობა ლიბიაში: თანამედროვე „საკონცენტრაციო ბანაკი“

გასულ კვირას ასობით ადამიანი შეიკრიბა პარიზში, ლიბიის საელჩოს წინ, გზავნილით: „დაგვეხმარეთ, შევაჩეროთ მონობა და საკონცენტრაციო ბანაკები ლიბიაში“. აქციის ერთ-ერთი მონაწილე აღნიშნავს: „საჭიროა მობილიზება, რადგან 21-ე საუკუნეში შეუძლებელია მონებით ვაჭრობდნენ“.

ლიბიაში დასავლეთ აფრიკიდან წამოსული მიგრანტებს ყიდულობენ და შემდეგ ყიდიან, როგორც მონებს. აფრიკულ ქვეყანაში ტრეფიკინგის, ექსპლუატაციისა და მონური შრომის შესახებ წინა წლებშიც მიმართეს დაზარალებულებმა გაეროს, თუმცა, როგორც მიგრანტების საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, ადამიანებით ღიად ვაჭრობა დღეს უკვე ნორმალური ფაქტია, რაც რეაგირებას მოითხოვს.

დასავლეთ აფრიკელი მიგრანტები, რომლებიც ევროპაში მიგრაციას გეგმავენ და უწევთ ლიბიის გავლა, რათა ზღვის საშუალებით ევროპის კონტინენტზე მოხვდნენ, ხშირად ხდებიან ტრეფიკინგის მსხვერპლნი, რადგან მათ უმეტესობას არ აქვს საკმარისი თანხა და ოფიციალური დოკუმენტაცია. მსხვერლებს ათავსებენ ციხისმაგვარ დაწესებულებაში ლიბიაში და აიძულებენ იმუშაონ ანაზღაურების გარეშე. ხშირია შემთხვევა, როდესაც უკავშირდებიან მსხვერპლის ოჯახის წევრებს და ითხოვენ ფულად ანაზღაურებას ადამიანის თავისუფლების სანაცვლოდ. სანიტარული ნორმების დარღვევის, მძიმე შრომისა და შიმშილის გამო, ბევრი მიგრანტი იღუპება. იმ შემთხვევაში, თუკი მათი რაოდენობა ციხეში არასაკმარისი იქნება სამუშაოს შესასრულებლად, ეჭვმიტანილები დამატებით ყიდულობენ „მონების ბაზარზე“ ახალ მსხვერპლს.

მიგრანტების საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, 2017 წლის პირველ ნახევარში, მსგავსი 1500 შემთხვევა გამოვლინდა. თითქმის იგივე მაჩვენებელი იყო 2015 წელსაც. თუმცა, იმის გამო, რომ ბევრი მიგრანტი ვერ ახერხებს თავის დაღწევას და შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვას, სტატისტიკა ვალიდური არ არის და მაჩვენებელი შესაძლოა ბევრად დიდია.

ამ შემთხვევის შემდეგ, დაიწყო ოფიციალური გამოძიებაც გაეროსა და ადამიანების უფლებების აფრიკული კომისიის ინიციატივით. მიგრანტების საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეს ლიბიაში 700 000-დან 1 000 000-მდე მიგრანტია და მათგან 2000 დაიღუპა მაშინ, როცა ევროპის კონტინენტამდე მისვლას ცდილობდნენ ზღვის გავლით. 20 000-მდე ადამიანი კი ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებაში ხვდება.

2011 წელს არაბული გაზაფხულისა და მუჰამედ კადაფის დიქტატორული რეჟიმის შემდეგ, ლიბია მოქმედების ერთ-ერთი მთავარი არეალი გახდა ტრეფიკინგისა და კონტრაბანდისტებისთვის, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ევროპაში მიგრაცია.

შემთხვევას საპასუხო რეაქცია მოჰყვა იტალიის სახელმწიფოსგანაც. თუმცა, ხელისუფლება კონცენტრირდა მიგრანტების შემოსვლის შემცირებაზე, ლიბიის სანაპირო ზოლის კონტროლირებით. მხოლოდ აგვისტოში, იტალიაში მიგრანტების შესვლის მაჩვენებელი 85 %-ით დაეცა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ლიბიის კონტრაბანდისტებს. CNN-ის მონაცემებით, მონობით ვაჭრობის აუქციონზე, მიგრანტები საშუალოდ 400 აშშ $-ად იყიდებოდნენ.

საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის, გაერო და აფრიკული გაერთიანების ასოციაცია აცხადებს, რომ დაიწყება ოფიციალური მოლაპარაკებები ლიბიის ხელისულებასთან, რათა გადაიდგას ის „პრაქტიკული ნაბიჯები“, რომელიც „შეეხება ლიბიაში მიგრანტების შედინებას.“

ლიბიის ხელისუფლების განცხადებით, ისინი გამოიძიებენ აფროამერიკელი მიგრანტების საჩივრებს მონობით ვაჭრობასთან დაკავშირებით და შეეცდებიან სამართლიანობის აღდგენას. უშუალოდ ლიბიის მოსახლეობის რეაქცია აღნიშნულ ფაქტზე კი -განსხვავებულია. მათი დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ ევროპული სახელმწიფოების მცდელობა, შეაჩერონ ან შეამცირონ მიგრანტების შედინება (მოიაზრება, უპირველესად ი,ტალია), სიტუაციას მხოლოდ აუარესებს.

წყარო: CNN, Reuters, nytimes

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკა

პოლონეთში გაზრდილ მიგრანტთა რაოდენობის გასაპროტესტებლად ნაციონალისტური მარში გაიმართა

პოლონეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გასულ კვირას, ნაციონალისტური მარში გაიმართა ვარშავაში, რომელშიც მონაწილეობას პოლონეთის პოლიციის შეფასებით, 60 000-მდე ადამიანი იღებდა – არა მხოლოდ პოლონეთიდან, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც.

აქციის მონაწილეების მთავარი მოტივი პოლონეთში გაზრდილი მიგრანტთა რაოდენობის გაპროტესტება გახლდათ. სლოგანებით გამოხატული პროტესტი დევნილთა პოლონეთიდან გადევნისა და ე. წ ისლამური ჰოლოკოსტის მოწყობის სურვილს აღნიშნავდა. სლოგანებზე, ასევე, წაიკითხავდით: „სიკვდილი ჩვენი სამშობლოს მტრებს!“ და „კათოლოკური პოლონეთი, არა სეკულარული!“.

აქცია პოლონეთის მემარჯვენე იდეოლოგიის მქონე ჯგუფების ორგანიზებით გაიმართა. ნაციონალური მარშის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია „ეროვნული რადიკალური ბანაკია“, რომელმაც მანამდეც მოახერხა საპროტესტო აქციების ორგანიზება იმიგრაციის, სექსუალური უმცირესობების უფლებებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ, რომელიც, ორგანიზაციის აზრით, ძირს უთხრის პოლონეთის კათოლიკურ ღირებულებებს.

უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებში პოლონეთის ნაციონალისტური ტალღები არც ისე ძლიერი იყო. თუმცა, წელს მოვლენები სხვაგვარად ვითარდება. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მთავარი მიზეზი თავად პოლონეთის ხელისუფლების მემარჯვენე და ნაციონალისტურ იდეოლოგიაში უნდა ვეძიოთ, რომელმაც ერთმანეთთან დააკავშირა იმიგრაცია და  გაზრდილი კრიმინალის დონე. ამან, რა თქმა უნდა, გავლენა მოახდინა საზოგადოებრივ აზრზე და უფრო გაზარდა შეუწყნარებლობისა და ქსენოფობიის მაჩვენებელი პოლონეთის მოსახლეობაში.

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდრეი დუდამ, ფორმალურად მიულოცა პოლონელებს დამოუკიდებლობის დღე- 13 ნოემბერი და თანამოქალაქეებს მოუწოდა, რომ ახსოვდეთ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვიის გაღებული მსხვერპლი.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კი აღნიშნა: „ჩვენ ვამაყობთ, რომ ამდენი ადამიანი შეიკრიბა პოლონეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ეს ნამდვილად თვალისმომჭრელი სანახაობაა“.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთში დამოუკიდებლობის დღე 1918 წლიდან აღნინიშნება და პრუსიის, ჰაბსბურგთა და რუსეთის იმპერიის 123 წლიანი მმართველობისგან გათავისუფლების სიმბოლოა. ბოლო რამდენიმე წელია, რაც პოლონეთის მემარჯვენე ნაციონალისტური ჯგუფები სწორედ ამ დღეს უკავშირებენ საპროტესტო აქციებისა თუ მსვლელობების გამართვას. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, წელს მსვლელობა უფრო მეტად რადიკალური და მრავალრიცხოვანი იყო და მას დამსახურებულად მიენიჭა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ნაციონალისტური მარშის სტატუსი.

 

წყარო: the Washington post, cnn.com

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკა

,,ისლამური სახელმწიფო” პრინც ჯორჯის მოკვლით დაიმუქრა

 „სამეფო ოჯახიც კი არ იქნება უსაფრთხოდ, ჩვენ მას სკოლაში მივაკითხავთ“- ეს მესიჯი ისლამური სახელმწიფოს (ISIS)  მედიაპლატფორმა „Telegram-ზე” გამოქვეყნდა, რომელსაც აქტიურად გამოიყენება მხარდამჭერების რეკრუტირებისა და პროპაგანდისთვის. პოსტი, ასევე, შეიცავდა არაბულ სიტყვებს სიმღერის ტექსტიდან, რომელიც შემდეგნაირად ითარგმნება: „როდესაც ომი ტყვიების მელოდიასთან ერთად გვიახლოვდება, ჩვენ შევუტევთ ურწმუნოებას, შურისძიების სურვილით“.

ბრიტანული სადაზვერვო სამსაზურები აქტიურად ცდილობენ ანონიმური გზავნილების მონიტორინგს, რათა შეამცირონ, არ შეაჩერონ პოტენციური ტერორისტული თავდასხმა გაერთიანებულ სამეფოში.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტების განცხადებით, ეს შემთხვევა ყურადღებით უნდა შეისწავლოს სახელმწიფო უწყებებმა, რადგან, ბოლო პერიოდში, მუქარის წერილების გაგზავნა ტერორისტებისგან კიდევ უფრო აქტიურ ხასიათს იღებს.

აღნიშნულმა ფაქტმა გავლენა მოახდინა იმ ადამიანებზეც, რომლებიც იმ სკოლის მახლობლად ცხოვრობენ, სადაც პრინცი ჯორჯი სწავლობს, რადგან ზოგიერთი მათგანის განცხადებით, შემთხვევა მიმდებარე ტერიტორიას ტერორისტული თავდასხმის პოტენციურ ადგილად ხდის.

ბრიტანეთში ინტერნეტზედამხედველობისა და უსაფრთხოების კომპანია Sixgill-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ახლო მომავალში ISIS შესაძლოა კიდევ უფრო გააქტიურდეს, რადგან ის პოზიციებს კარგავს სირიასა და ერაყში, ახალ საბრძოლო ფრონტად კი შეიძლება დასავლეთი გამოიყენოს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ISIS სამეფო ოჯახის წევრებს ემუქრება. ჯერ კიდევ 2015 წელს ტერორისტების სამიზნე დედოფალი გახდა, რამდენიმე თვის შემდეგ კი, პრინცი ჰარი, რომელსაც ISIS-ის ტერორისტები ჯიჰადისტებთან ღიად შებრძოლებას სთავაზობდნენ.

ბრიტანეთის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, სამეფო ოჯახი ინფორმირებულია ექსტრემისტული გზავნილის შესახებ. თუმცა, უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების გაკეთება არ იგეგმება.

 

წყარო: express.co.uk

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაფსიქოლოგია

ფანტაზიის წარმოშობა და მისი სიმბოლური მნიშვნელობები

პიროვნებისა და სამყაროს ურთიერთობაში სრულიად თავისებური ადგილი უჭირავს ფანტაზიას. ფანტაზია ისეთი წარმოდგენაა, რომელიც არ ასახავს რეალურად არსებულს. ფანტაზიის ხატი – ,,ფანტაზმა” შეიცავს
აღქმაში მოცემულ ელემენტებს, მაგრამ მათი კომბინაცია ისეთია, როგორიც აღქმაში არასოდეს ყოფილა მოცემული; წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოგონება, მეხსიერების წარმოდგენა იქნებოდა.

განცდის თვალსაზრისით, ფანტაზიასა და მეხსიერების წარმოდგენას შორის განსხვავება არაა, ისევე, როგორც ილუზიური აღქმა სუბიექტისთვის მის უშუალო მოცემულობაში არაფრით განსხვავდება ჭეშმარიტი აღქმისაგან. თუ განცდის ფსიქოლოგიის ფარგლებში, რომელიც განცდათა აღწერას არ სცილდება, სადავო შეიძლება იყოს ფანტაზიის ცალკე გამოყოფა სხვაგვარი წარმოდგენებისაგან, პერსონალისტური ფსიქოლოგიისთვის სრულიად უდავოა, რომ ფანტაზია პიროვნებისა და სამყაროს ურთიერთობის ცნობიერი ასახვის განსაკუთრებული სფეროა. ფანტაზიის ასეთი გაგება ნაკლებად მისაღებია იმ მკვლევართათვის, რომლებიც ცნობიერების დანიშნულებას ობიექტური სამყაროს მაქსიმალური ადეკვატურობით ასახვაში ხედავენ. პერსონალისტური ფსიქოლოგიისთვის ცნობიერების ცნება ბევრად უფრო ფართოა და ამიტომ ფანტაზიაც მისთვის არ არის მხოლოდ სავალალო ფაქტი და მეტი არაფერი.

II ფანტაზიის შესწავლა პერსონალისტურ ფსიქოლოგიაში ორ კითხვას შეიცავს. პირველია ფანტაზიის წარმოშობის საკითხი ანუ როგორაა შესაძლებელი, ადამიანს ჰქონდეს ობიექტური სამყაროს შეუსატყვისი წარმოდგენათა სამყარო. მეორეა ფანტაზიის პერსონული აზრის საკითხი ანუ რას ნიშნავს თვით პერსონისთვის ცნობიერების ეს არაობიექტური სამყარო.
III ფანტაზიის სამყარო წარმოადგენს პიროვნების ერთგვარ გაფართოებასა და გარესამყაროსაგან თავშესაფარს, რაც შეიძლება ზოგჯერ საზიანოც იყოს მისთვის. ფანტაზიაში მჟღავნდება და სრულდება პიროვნების ოცნება, მისი სურვილები, რომელთა განხორციელება ობიექტური სინამდვილის სამყაროში შეუძლებელია. ფანტაზიის სამყარო რეალური სამყაროს მაგივრობას სწევს იქ, სადაც რეალური სამყარო პიროვნების ამგვარი სურვილების განხორციელებისთვის შესაფერის ნიადაგს არ ქმნის.
IV ფანტაზიაში მხოლოდ ცნობიერი სურვილი არ ხორციელდება; პიროვნების სურვილები და მოთხოვნილებები ცნობიერებაზე უფრო ღრმად მდებარე ფენებიდანაც მომდინარეობს. როდესაც სურვილი ცნობიერია, მაშინ ფანტაზია ოცნების სახეს მიიღებს. მაგრამ თუ ის არ არის გაცნობიერებული, ფანტაზიის ხატი შეიძლება მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელი იყოს და თავისთავად არაფერს ამბობდეს პიროვნების სურვილის შესახებ.
V ფსიქოანალიზმა საფუძვლიანად შეისწავლა ფანტაზიათა სიმბოლური მნიშვნელობა. ამ მხრივ, მისი დამსახურება ფსიქოლოგიის წინაშე უდიდესია. მაგრამ ამ სკოლის ნაკლი ის იყო, რომ მან ფანტაზმაში მხოლოდ
სიმბოლური მნიშვნელობა დაინახა და ის პიროვნების ღრმა ფენებიდან ერთი, სახელდობრ, სექსუალობის სფეროს ინტერპრეტაციისთვის გამოიყენა.
სინამდვილეში, ფანტაზია შეიძლება სულაც არ იყოს სიმბოლური ხასიათის. მეორე მხრივ კი, სიმბოლური მნიშვნელობა შეიძლება პიროვნების სიღრმის სხვადასხვა სფეროზე მიუთითებდეს, რადგან პიროვნება რთული
მთლიანობაა და არა მარტივი. მიუღებელია თვალსაზრისი ერთმნიშვნელოვანი სიმბოლიკის შესახებ, რომლის თანახმად ერთი და იმავე ხასიათის ფანტაზმა ყოველთვის და ყველა პიროვნებაში ერთსა და იმავეს
ნიშნავს.
VI ამრიგად, ფანტაზია ერთგვარად უარყოფს ობიექტურ სინამდვილეს, სამაგიეროდ, ის ქმნის თავისებურ, სუბიექტურ სამყაროს. შეიძლება გვეფიქრა, რომ პიროვნება ან ობიექტურ სამყაროში ცხოვრობს, ან
სუბიექტურში. მაგრამ ყველაზე უფრო სუბიექტური სახეც კი ფანტაზიისა – სიზმარი – არ არის სრულიად თავისუფალი ობიექტური სამყაროს ზეგავლენისაგან: ხშირად ის განპირობებულია ძილის დროს მიღებული
გრძნობადი გამღიზიანებლებით, ან წარსულში სიფხიზლეში მიღებული შთაბეჭდილებით.
VII ფანტაზიის მოქმედების კიდევ ერთ სარბიელს თამაში წარმოადგენს. თამაშის სახეობათაგან საგულისხმოა ე. წ. ფანტაზიის თამაში. მასში ფანტაზია სცილდება პიროვნების შიდასამყაროს და ობიექტურ სამყაროში გაიჭრება. ობიექტური სამყარო აუცილებელი ხდება მისი მოქმედებისათვის; ფანტაზია აქ წარმოდგენათა თამაშით კი აღარ კმაყოფილდება, როგორც სიზმარსა და ოცნებაში, არამედ მოქმედებს გარესამყაროში. თამაშის ეს სახეობა ძირითადად ბავშვობის ასაკში გვხვდება. ზრდადასრულებული ადამიანი ასეთ თამაშს ნაკლებად მიმართავს. მას ეძლევა ფანტაზიის ობიექტივაციის სხვა შესაძლებლობაც; ეს არის შემოქმედება, რომელიც ფანტაზიის ობიექტივაციის უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკამსოფლიო

რა ურთიერთმიმართება არსებობს კონტინენტებს, კლიმატსა და კულტურას შორის

  მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ევროპული იდენტობა სათავეს ანტიკურ სამყაროში იღებს, დღეს მეცნიერთა საკმაოდ დიდი რაოდენობა უჭერს მხარს. მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, ანტიკურობაში ცნება – „ევროპა“ მხოლოდ მითოლოგიურ და გეოგრაფიულ კონტექსტში არის განსახილველი.

მკვლევართა უმეტესობის მიხედვით კი, უკვე ანტიკურ ეპოქაში კონცეფციას „ევროპა“ კულტურულ იდენტობად მოიაზრებდნენ; აშკარაა კავშირი გეოგრაფიასა (კერძოდ, კონტინენტებსა თუ კლიმატურ სარტყელებს) და კულტურის ცნებას შორის, რომელშიც სხვადასხვა დროს ძველი ბერძნები ხალხთა მახასიათებლებს, პოლიტიკურ სტრუქტურებს, სამხედრო აღზრდის ფაქტორებსა და აღზრდა-განათლებისა თუ ცხოვრების წესის მოდელებს გულისხმობდნენ. ვარაუდობენ, რომ საწყის ეტაპზე ბერძნები სამყაროს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად ყოფდნენ და ტერმინებს „ევროპასა“ და „აზიას“ ეგეოსის ზღვის დასავლეთი და აღმოსავლეთი სანაპიროების აღსანიშნავად იყენებდნენ. თუმცა უკვე ბერძენ ლოგოგრაფოსებთან (ძვ. წ. VI ს.), რომლებსაც განსაკუთრებით აინტერესებდათ ცივი და ცხელი კლიმატის დაპირისპირების საკითხი, მსოფლიოს ეს ადრინდელი დაყოფა შეიცვალა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად დაყოფით. შესაბამისად, მათ რუკაზე ჩრდილოეთით – ევროპის, ხოლო სამხრეთით აზიის კონტინენტები იყო განთავსებული ამ სარტყელთათვის ნიშანდობლივი ცივი და ცხელი კლიმატით. მართალია, ძვ. წ. V საუკუნის ბერძენ ისტორიკოს ჰეროდოტესთვის ცნობილი იყო სამყაროს კიდევ ერთი კონტინენტის – აფრიკის არსებობა (ძველი ბერძნები მას ლიბიას უწოდებდნენ), ის მაინც სამყაროს ბიპოლარულ – სამხრეთად და ჩრდილოეთად – დაყოფას ანიჭებდა უპირატესობას. სწორედ დედამიწის სამხრეთ და ჩრდილოეთ კიდეებში ხედავდა ისტორიკოსი ერთსა და იმავე დროს სიმეტრიულ და ოპოზიციურ გეოგრაფიულ წყვილებს – სამხრეთის და ჩრდილოეთის მთავარ მდინარეთა (ნილოსისა და ისტროსის) თუ მთავარ ქართა (ნოტოსისა და ბორეასის) სახით.

აღნიშნულ ფაქტორთა ოპოზიციიდან ჰეროდოტეს გამოჰყავს შეპირისპირება იმ ხალხებისა, რომლებიც მათ გავლენას განიცდიან. ეგვიპტელთა და სკვითთა მისეული აღწერა წარმოგვიდგენს წყვილურ ოპოზიციას სამხრეთ და ჩრდილოეთ სარტყლებში მდებარე კონტინენტების უძველეს ეთნოსებს შორის; სამხრეთელები – რბილი და დინჯი, ხოლო ჩრდილოელები ენერგიული და მამაცი მეომარი ხალხები არიან. მიუხედავად იმისა, რომ კავშირს კლიმატსა და სამხედრო ძლიერებას შორის ჰეროდოტესთან ჯერ კიდევ ჩანასახოვანი სახე აქვს, ცხადია, რომ ის უკვე ხედავს კავშირს კულტურას, ამ შემთხვევაში, სამხედრო ძლიერებასა, და კონტინენტებსა და კლიმატს შორის. სამყაროს გეოკულტურული ხედვა – კლიმატის, კონტინენტთა და კულტურათა ურთიერთდამოკიდებულება – სისტემატიზებულ სახეს იღებს უცნობი ბერძენი ავტორის ტრაქტატში „ჰაერის, წყლებისა და ადგილების შესახებ“ (ძვ. წ. V საუკუნის ბოლო). განსხვავება ევროპასა და აზიას შორის ავტორს კლიმატური სხვაობის, ერთში – ცივი, ხოლო მეორეში ცხელი ტემპერატურის აღწერამდე არ დაჰყავს. მისი აზრით, აზიის ზომიერი კლიმატი განაპირობებს ნაყოფიერ მიწას, საქონლის სიჯანსაღეს, ადამიანთა აგებულებას, მათ ტანადობასა და სილამაზეს. მეორე მხრივ, ის გარემოება, რომ კეთილისმყოფელი კლიმატი მათ ცხოვრებისეული სირთულეების წინაშე არ აყენებს, აზიელების უარყოფითი თვისებების მიზეზად გვევლინება: ისინი არ არიან მამაცნი, ამტანნი, შრომისმოყვარენი და ენერგიულნი. ამის საპირისპიროდ ევროპისათვის დამახასიათებელი ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, რაც სტრესულია ადამიანის სხეულისა და გონებისათვის, განაპირობებს მისი მაცხოვრებლების ენერგიულობას, სიმამაცეს, სამხედრო სიძლიერეს. ძვ. წ. IV საუკუნის ბერძენი ფილოსოფოსები აგრძელებენ ფიქრს იმაზე, თუ რა ურთიერთმიმართება არსებობს კონტინენტებს, კლიმატსა და კულტურას შორის. პლატონთან სამყარო სამ კულტურულ-გეოგრაფიულ სარტყლად არის დაყოფილი; ჩრდილოეთში მცხოვრები სკვითები და თრაკიელები აგრესიულნი და შეუდრეკელნი არიან, ხოლო სამხრეთ სარტყელში განთავსებულ ეგვიპტელებსა და ფინიკიელებს პრაგმატულობა და ეშმაკობა ახასიათებთ; ცენტრალურ ზონაში მაცხოვრებელი ბერძნები კი, ცენტრისათვის (სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის მდებარეობა) მახასიათებელი სიქველის გამო, საუკეთესონი არიან, რადგან მათ უმთავრესი რამ – „ცოდნისმოყვარულობა“ ახასიათებთ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაკულტურამსოფლიოპოლიტიკა

აშშ და ისრაელი UNESCO-ს ტოვებს: პოლიტიკური დაძაბულობა ორგანიზაციაში

 ,,აშშ 2017 წლის ბოლოსთვის UNESCO-ს დატოვებს” – გასულ კვირას ოფიციალურად განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თუმცა აშშ-ს სურს ჰქონდეს არაწევრი სახელმწიფოს დამკვირვებლის სტატუსი, რაც მას საშუალებას მისცეს, რომ კვლავ აქტიურად იყოს ჩართული ორგანიზაციის აქტივობებში, თუმცა არ ექნება ხმის მიცემის უფლება.

 გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი, როგორც აშშ აღნიშნავს, გაეროს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაციის – UNESCO-ს პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებებია, რაც, ამავე დროს, არის ისრაელის სახელმწიფოსთან შეუთავსებელი.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 2011 წელს, UNESCO-მ პალესტინასთან მოლაპარაკებები წამოიწყო ამ უკანასკნელის წევრობასთან დაკავშირებით, რასაც აშშ-ის მხრიდან დაფინანსების შეწყვეტა მოჰყვა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების განცხადებით, ორგანიზაციის დატოვების მიზანია, რომ UNESCO მოექცეს წნეხის ქვეშ და შეცვალოს საწევრო პოლიტიკა, ისე, რომ ის აშშ-ისა და ისრაელისთვის მისაღები გახდეს.

გაეროში აშშ-ის წარმომადგენლის, ნიკი ჰეილის განცხადებით, აშშ გადაწყვეტილების სისწორეში კიდევ უფრო დარწმუნდა მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ აღიარა დასავლეთ სანაპიროზე არსებული კულტურული ძეგლი, როგორც პალესტინის მემკვიდრეობის ნაწილი.

 აშშ-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენჯამინ ნეთანიაჰუ, რომელმაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას „თამამი“ და „მორალური“ უწოდა და აღნიშნა, რომ ისრაელის საგარეო ურთიერთობების სამსახურებს უკვე დაევალათ UNESCO-ს დასატოვებლად მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება. „UNESCO აბსურდული თეატრი გახდა, სადაც ისტორიის დაცვის მაგიერ, ამახინჯებენ მას“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 UNESCO-ს დატოვება ტრამპის ადმინისტრაციის კიდევ ერთი გადაწყვეტილებაა, რომელიც უფრო მეტად აშორებს აშშ-ს საერთაშორისო საზოგადოებას. UNESCO-ს  გენერალური მდივნის, იანა ბოკოვას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა და დიდ დანაკარგს წარმოადგენს -არამხოლოდ ორგანიზაციისთვის, არამედ გაეროსთვისაც, რაც ნიშნავს მულტიკულრუტალიზმისა და თანამშრომლობის დაკარგვასაც.

 UNESCO გაეროს ეგიდით მოქმედი ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს განათლების დონის ამაღლებას, მეცნიერების განვითარებასა და კულტურის დაცვას მსოფლიო მასშტაბით. დღეს მასში 195 სახელმწიფოა გაერთიანებული.

 

წყაროები: The Guardian, NBC NEWS

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ანალიტიკასაქართველოფსიქოლოგია

მრგვალი მაგიდა თემაზე – სახიფათო თამაშები (ლურჯი ვეშაპი)

 7ოქტომბერს „დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრში” ჩატარდა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა თემაზე, რომელიც ეხებოდა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მოზარდის სიცოცხლისთვის სახიფათო თამაშებს.

შეხვედრა ჩაატარა ,,დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის” სამუშაო ჯგუფის წევრმა – მარიამ როდონაიამ. შეხვედრისას განიხილეს შემდეგი საკითხები. პირველი- რატომ ირჩევდნენ მოზარდები ისეთ თამაშებს, სადაც საფრეხე ემუქრებოდა მათ სიცოცხლეს?. მეორე – რა როლი მიუძღვით მშობლებს და რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება? (ეშინოდეთ თუ არა ბავშვებთან რთული თემების განხილვა?) ონლაინთამაშებისა და სოციალური ქსელების პოპულარობის ფონზე ეს საკითხი დღესდღეობით ერთერთი აქტუალურია. 2017 წლის თებერვალში ტინეიჯერებში პოპულარობის პიკს მიაღწია სოციალურ ქსელ ,,კონტაქტის” გავრცელებულმა თამაშმა – “Blue Whale” (ლურჯი ვეშაპი), აღნიშნულ სოცქსელში იქმნებოდა ჯგუფები ( ,,თვითკმვლელთა ჯგუფი”), სადაც გაწევრიანებული იყვნენ მოზარდები, რომელთა ასაკი მერყეობდა 12-დან 16 წლამდე. თამაშის აზრი მდგომარეობდა შემდგომში – მოზარდი ერთვებოდა თამაშში ენიშნებოდა ,,კურატორი” რომელი 50 დღის განმავლობაში აძლევდა მას სხვადასხვა სახის (სახიფათო) დავლებას (ეს 50 დღე გახლავთ ერთგვარი მინიშნება რომელიც ეხმიანება სტეისი კრეამერის წიგნს „50 დღე ჩემს თვითმკვლელობამდე“ ) თავიდან, ერთი შეხედვით უწყინარი დავალებით იწყებოდა თამაში, როგორიცაა – ყოველ დღე გაიღვიძე დილი 4:20-ზე – ეს დრო უცვლელი იყო ყველა მონაწილესთვის. ხოლო შემდგომი დავლებები გათვლილი იყო მონაწილის ფსიქოემოციურ წნეხზე და მისი ფსიქიკისთვის ზიანისმომტანი ხდებოდა. ( მაგალითად, მოთამაშე კურატორის უშუალო დავალებით ვალდებული იყო, მთელი დღის მანძილზე უყურებინა საშინელებათა ჟანრის ფილმებისთვის ან დეპრესული ფსიქოდელიური მუსიკა მოესმინა, ამის გარდა, მომდევნო დავალებები ეხებოდა თვითდამაზიანებელი ქცევების გამოვლინებას, მოზარდს ავალებდნენ ბასრი საგნით ვეშაპის სიმბოლო დაეხატა ხელზე, ხოლო დამდასტურებელი ფოტო ან ვიდეო ჯგუფში აეტვირთა, მომდევნო დავალებები ექსტრემალური სახის იყო, როგორიცაა – გადაერბინათ მანქანის წინ გზა, ასულიყვნენ მაღალ შენობაზე და სახურვის კიდიდან გადაეღოთ ფოტო. ასეთი რიგი დავალებების შესრულების შემდეგ, მონაწილის ნებელობა ქვეითდებოდა და ორმოცდამეათე დღეს ეძლეოდა ბოლო დავალება – თვითმკვლელობა, თამაშის მოდერატორები იყენებდნენ კიბერშატაჟის ტექნიკას და მოზარდი სურვილის შემთხვევაშიც ვერ ტოვებდა თამაშს, რადგან თამაშის დაწყებიდანვე მონაწილეს ეგზავნებოდა ლინკი რომელზეც გადასვლის შემთხვევაში, ხდებოდა IPმისამართის გამოთვლა, რის შემდეგ, დგინდებოდა მოზარდის მისამართი და აქედან მონაწილეზე დაწვრილებით ინფორმაციას იპოვებდნენ. შემდეგ კურატორი მანიპულირებდა მოზარდით – თუ ის გავიდოდა თამაშიდან, მათ იცოდნენ მის შესახებ ყველაფერი და მისი ახლობლების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. აქედან გამომდინარე, თამაშში ჩართულ მოზარდს აღარ ჰქონდა არჩევანის უფლება. ის ვალდებული ხდებოდა, გაეგრძელებინა თამაში. ყველაზე დიდი გამოხმაურება აღნიშნულ თამშს რუსეთში მოყვა. სამართალდამცავებისთვის ცნობილია 16-მდე ფატალური შემთხვევა. ამ გახმაურებული ფაქტების შემდეგ, ხელისუფლებამ დაიწყო რადიკალური ქმედებები, დაიწყეს სოცქსელების ტოტალური კონტროლი, სადაც დაიბლოკა და გაუქმდა ათობით მსგავსი დახურული ჯგუფები (თაგებით #синийкит, #тихийдом или #402 #Разбуди меня в 4:02) ამ საქმეს ასევე დიდი რეზონანსი მოჰყვა ტელემაუწყებლობების მხრიდან, ცდილობდნენ, მაქსიმალურად მიექციათ საზოგადოების ყურადღება დამალული საფრთხის წინაშე. როგორ დაადგინოს მშობელმა რომ ბავშვს დეპრესია აქვს? რაც უფრო მნიშვნელოვანია – როგორ დავეხმაროთ ბავშვს ისე, რომ არ გამოვიწვიოთ საპასუხო აგრესია? ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სისტემის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბ-ნი ბენიამინ შაინი მოგვითხრობს, რომ სინამდვილეში სტატისტიკას მნიშვნელობა არა აქვს, როდესაც საქმე ეხება თქვენს შვილს. ის ურჩევს მობლებს გაამახვილონ ყურადღება ისეთ ,,ნიშნებზე” რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შეშფოთება. თუმცა ამ შემთხვევაში, მშობელმა უნდა გაუძლოს ცდუნებას – რომ ყველა პრობლემა რადიკლური ჩარევით და ერთბაშად მოაგვაროს. რა უნდა გააკეთოს მშობელმა ამ შემთხვევაში ? როგორც ბენიამინ შაინი გვირჩევს- თქვენი დროის 90% დაუთმეთ, რომ მოუსმინოთ თქვენ შვილს, ხოლო დანარჩენი 10% დაუთმეთ, რომ თქვენ შვილთან ერთად მოაგვაროთ არსებული პრობლემები. მშობელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს თუ – გუნება-განწყობილების ცვალებადობის (მუდმივი მწუხარება, ატიპიური გაღიზიანება -ინტერესის დაკარგვა იმ ჰობის ან აქტივობის მიმართ, რომელიც ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მოზარდის ცხოვრებაში, ენერგიის ნაკლებობა, ყურადღების, კონცენტრაციის პრობლემები, აუხსენელი ტკივილის ფენომენი) – დეპრესიის დროს, მოზარდები ხსირად უჩივიან თავისა და მუცლის ტკივილს. ასეთ ჩივილებს რაიმე ობიექტური საფუძველი არ გაჩნია. ასევე, ახასიათებთ გადაჭარბებული მგრძნობიარობა კირიტიკისადმი. ადამიანებისგან არჩევითად განდგომა. ასევე გაჟღერდა საკითხი, რომ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია თუ მოხდება სოცქსელების ტოტალური კონტროლი და მოზარდების მისერ ონლინსივრცეში გატარებული დრო მაქსიმალურად გაკონტროლდება. თუმცა ჩნდება კითხვა – ტოტალური კონტროლი და სოცქსელების დაბლოკვა გამოიღებს თუ არა შედეგს? სპეციალესტები შიშობენ, რომ ეს მეთოდები არა თუ უშედეგოა, არამედ შეიძლება სიტუაციაა გაამწვაოს. ,,ეჭვგარეშეა, კიბერდაშინება შეიძლება ასოცირებული იყოს დეპრესიული განწყობის ზრდით და ასევე თინეიჯერებში თვითმკვლელობის რაოდენობის ზრდით, განსაკუთრებით გოგონებს შორის”, – ამბობს ბენჯამინ შინი. ,,მათ უფრო მეტად, ვიდრე ბიჭებს სჭირდებათ ონლაინკომუნიკაცია, როგორც თანამოაზრე ადამიანების ჯგუფთან, ასე რომ, თუ მათ წავართმევთ ამ კომუნიკაციის საშუალებებს (სოციალური ქსელებს), ჩვენ მივიღებთ აბსოლუტურად იზოლირებულ ბავშვს. ფსიქოლოგები თანხმდებიან – რომ მოზარდები ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ, როცა მათ უზღუდავენ სოცქსელების მოხმარებს, რაც ასევე საყურადღებოა. მშობლებს არ უნდა ეშინოდეთ შვილებთან რთულ თემებზე სუბარი, რადგანაც, აუცილებელია, გააგებინოთ ბავშვს სიცოცხლის მნიშვნელობა, მისი, როგორც პიროვნების როლი, მოუსმინეთ მას, გაიგეთ მისი აზრი, დამოკიდებულებები რიგ საკითხებზე. იყავით მისთვის, როგორც უახლოესი მეგობარი.

 

მასალა მოამზადა:  მარიამ როდონაიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაეს საინტერესოაპოლიტიკა

რატომ არ განხორციელებულა ტერორისტული თავდასხმა იტალიაში?

 „ჩვენ რომამდეც მოვაღწევთ“- ამ წინადადებით დაიმუქრა ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი რადიკალი აქტივისტი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, რომელიც რომის პაპის სურათის დახევით სრულდება. ამიტომაც, ყურადღებას იქცევს ფაქტი, რომ იტალიაში არ განხორციელებულა არცერთი ტერორისტული თავდასხმა ჯიჰადისტების მიერ, მაშინ, როცა დანარჩენ ევროპაში – ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ესპანეთში ეს მოხდა. თუმცა, ეს ფაქტი არ უკავშირდება მიგრანტებსა და ტერორიზმს შორის არსებულ კავშირს, რადგან 2017 წლის პირველ ნახევარში ევროპაში ჩასული არალეგალური მიგრანტების 82 % სწორედ იტალიამ მიიღო.

The Economist-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ეს მოვლენა ახსნილია იტალიური მაფიის არსებობით, რაც პრობლემური გახდა ჯიჰადისტებისათვის, რომ დაეგეგმათ და შემდეგ განეხორციელებინათ ტერორისტული თავდასხმა. თუმცა, არა იმ კონტექსტში, როგორც მკითხველთა უმეტესობა იფიქრებს.

 საქმე ისაა, რომ იტალიის პოლიციამ უკვე შეიძინა ძალიან დიდი გამოცდილება საეჭვო პიროვნებებისა თუ ჯგუფის იდენტიფიცირებაში, რადგან მას წლებია უწევს დაუპირისპირდეს იტალიურ მაფიას. ამასთან ერთად, ჯერ კიდევ 1970-იან და 1980-იან წლებში იტალიის პოლიცია უმკლავდებოდა მემარცხენე თუ მემარჯვენე რადიკალ ტერორისტებს, როდესაც სხვა ევროპულ ქვეყნებში ეს პრაქტიკა არ ყოფილა. ამიტომაც, იტალიის ხელისუფლება ცდილობს მაშინვე გააძევოს ქვეყნიდან ის პირები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან რელიგიურ ექსტრემიზმში. საეჭვო ნიშნების არსებობის მოტივით, იანვრის შემდეგ, 150-მდე ადამიანი გააძევეს ქვეყნიდან.

ეკონომიკური კვლევების ამერიკის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა კვლევა, რომელშიც გამოყენებულია 2014-2015 წლის სტატისტიკური მონაცემები. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ იტალიაში იდენტიფიცირდა მხოლოდ 87 რელიგიური ექსტრემისტი, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი ბრიტანეთში 760, ხოლო საფრანგეთში თითქმის 2500 გახლდათ.

თუმცა, მკვლევართა გარკვეული ნაწილი მიუთითებს სხვა ფაქტორებზეც: იტალიაში არ არსებობს მუსლიმური გეტოები, როგორც საფრანგეთში „banlieues-ი”, მაგალითად. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ალ-ქაიდა, რომელიც ჯიჰადისტების დომინანტურ ძალად მიიჩნევა, იტალიას იყენებდა, როგორც ლოჯისტიკურ ბაზას ევროპაში. „მათ ჩვენ ვჭირდებოდით, აი, რატომ ვიყავით უსაფრთხოდ“– აღნიშნავს მაიკლ გოპი, თავდაცვის აკადემიიდან.

 

წყარო: The Economist, The Guardian

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ანალიტიკაეკოლოგიამსოფლიოპოლიტიკა

,,ყველას გთხოვთ, გადაგვარჩინოთ დაღუპვისაგან. ჩვენ ვიხოცებით თქვენი უმოქმედობით”

 მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხალ „მარიას“ შეტევიდან რამდენიმე კვირა გავიდა, პუერტო-რიკოში დღემდე ძალიან რთული ვითარებაა. უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, პუერტო რიკოში 1.5 მილიონ ადამიანზე მეტი დარჩენილია სასმელი წყლის გარეშე, მოსახლეობის 97 % -ს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ქალაქების უმეტესობას არ აქვს ბუნებრივი აირი, შეინიშნება საწვავის სიმცირეც. დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო შეუძლებელია სატელეფონო კავშირის დამყარება და დაზარალებულთა უმეტესობას არ შეუძლია დაუკავშირდეს ნათესავებსა და ახლობლებს.

მიუხედავად იმისა, რომ პუერტო-რიკოს აშშ-დან ფედერალური ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი ეწვია, მის მოქალაქეებს მაინც უწევთ ადგილობრივი რესურსებით გაუმკლავდნენ ქარიშხლის შედეგებს.

პუერტო-რიკოში აცხადებენ, რომ ქარიშხლისგან მოყენებული ზიანის საპასუხოდ აშშ-ის ფედერალური ხელისუფლების ქმედებები, თავიდანვე არ იყო კონსტრუქტიული და საკმარისი და რომ დღემდე კრიტიკული ვითარებაა. თუმცა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი – დონალ ტრამპი აღნიშნავს, დახმარების დაგვიანება ან სიმცირე გამოიწვია იმან, რომ „პერტო-რიკო კუნძულია და ოკეანე მხარეებს შორის არის დიდი“ და რომ პუერტო-რიკოს ისედაც აქვს ძალიან დიდი ვალი.

გასულ კვირას, გართულებული მდგომარეობის საპასუხოდ, თეთრმა სახლმა დროებით აამოქმედა 97 წლის მანძლზე არსებული კანონი, რომლის მიხედვითად, აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავ გემებს უფლება ეძლევათ სხვადასხვა საქონლის ტრანსპორტირება მოახდინონ პუერტო-რიკოში და პირიქით.

თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის. ერთ-ერთი დაზარალებული ქალაქის, სან ხუანის მერმა, პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ახლა მიწევს იმის გაკეთება, რასაც ვერასოდეს ვიფიქრებდი, გთხოვთ, გთხოვთ ყველას, ვისაც ჩემი ესმის, რომ გადაგვარჩინოთ დაღუპვისაგან. ჩვენ ვიხოცებით და ვოხოცებით თქვენი უმოქმედობითა და არაფექტიანობით.“

პუერტო-რიკოში აცხადებენ, რომ არსებული დახმარება არ არის საკმარისი და რომ დონალდ ტრამპმა უნდა სთხოვოს კონგრესს, შეიქმნას დახმარების პროგრამის ახალი პაკეტი, რომლითაც უფრო მეტი ფინანსური სახსრები გამოეყოფა კუნძულს. ასევე, საჭიროა უფრო მეტი სამხედრო რესურსი, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი კვლავ დაკარგულია ან შველას საჭიროებს. „ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფერი მხოლოდ ჩვენი ძალებით გავაკეთოთ“- ნათქვამია განცხადებაში.

 

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

წყარო: The Telegraph, New York Times

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 3 4 5 6 7 8
Page 5 of 8