close

ანალიტიკა

ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკა

ნატოს გენერალური მდივანი: ,,30 წლის მანძილზე, დღეს, მსოფლიო ყველაზე დიდი საფრთხეშია”

 ნატოს გენერალური მდივნის, იანს სტოლტენბერგის განცხადებით, დღეს საერთაშორისო საზოგადოება და მთელი მსოფლიო ძალიან დიდ საფრთხეშია.

გენერალური მდივანი ხაზს უსვამს რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც ერთდროულად ვითარდება და მყარ საფუძველს ქმნის მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნას საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ესენია: ჩრდილოეთ კორეა და ბირთვული პროგრამა, გააქტიურებული ტერორიზმი და რუსეთის ხელისუფლება. არსებული საერთაშორისო კლიმატი, ნატოს გენერალურმა მდივანმა შეაფასა, როგროც „ყველაზე რთული, მისი მოღვაწეობის 30 წლის განმავლობაში.“

,,The Guardian-თან” მიცემულ ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა: „დღევანდელი მსოფლიო უფრო მეტადაა მოულოდნელობებით სავსე და ამავე დროს, არის უფრო რთულიც, რადგან ერთდროულად რამდენიმე კრიზისთან გვიწევს გამკლავება: ვერ ვაჩერებთ ჩრდილოეთ კორეის მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის პროგრამას, იზრდება ტერორისტების აქტიურობა და ამას ემატება რუსეთის ფედერაცია, რომელიც სულ უფრო მეტად თავდაჯერებული ხდება, რომ წამყვანი ძალაა.“  

აღნიშნული განცხადება ესტონეთში გაკეთდა, როდესაც ნატოს გენერალური მდივანი ბრიტანულ შეიარაღებული ძალების საწვრთნელ ბაზას ესტუმრა.

რუსეთისადმი მსგავსი დამოკიდებულების მიზეზი რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი სამხედრო სწავლებაა, სადაც, დაგეგმილია, რომ 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა, ჯარისკაცების რაოდენობა არ იქნებოდა 13 000-ზე მეტი.

 „რუსეთმა ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა, რომ სამხედროების რაოდენობა არ იქნება 13 000-ზე მეტი. თუმცა, ჩვენ ვიცით და გვინახავს, რომ ის, რასაც რუსეთი ამბობს არ არის ყოველთვის მართალი. მაგალითად, „ზაპადის“ 2009 და 2013 წლის საბრძოლო წვრთნები, სადაც იმაზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობდა, ვიდრე რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა თავდაპირველად“.

ესტონეთში, ცივი ომის შემდეგ არსებულ ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნისთვის ემზადებიან, რომელშიც მონაწილეობას რუსეთიც იღებს.

 

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

წყარო: The Independent

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკა

როგორ შეიცვალა გერმანიის პოლიტიკა არჩევნების შემდეგ

 გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, როგორც გერმანიაში ჩატარებული არჩევნების შედეგებით ირკვევა, მე-4 ვადით აგრძელებს თავის პოლიტიკურ საქმიანობას. თუმცა, მიუხედავად ამ გამარჯვებისა, მას მოუწევს ახალი კოალიციის შექმნა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად, რაც არ იქნება მარტივი, თუკი გავთვალისწინებთ, რომ ხმების თითქმის 13 % რადიკალურმა, მემარჯვენე ანტიიმიგრაციულმა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მოიპოვა და პირველად გერმანიის პოლიტიკურ ისტორიაში, პოპულისტური პარტია მოხვდა პარლამენტში.

მერკელის კონსერვატიულმა ბლოკმა კი ხმების მხოლოდ 33.2 % მიიღო, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1949 წლის შემდეგ. არჩევნების შემდეგ მიმართვაში, ანგელა მერკელმა, რომელიც გერმანულ პოლიტიკაში უკვე 12 წელია მოღვაწეობს, განაცხადა, რომ ის „იმედოვნებდა უკეთეს შედეგებს“ და რომ მოუსმენს იმ ხალხის „წუხილის მიზეზს“, რომელთა საშუალებითაც რადიკალური მემარჯვენე პარტია ხელისუფლების ნაწილი ხდება.

რა შეიცვალა ამ არჩევნების შემდეგ?

მას შემდე, რაც არჩევნების შედეგები ცნობილი გახდა, ოპოზიციურმა „ალტერნატივა გერმანიისათვის“ პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთბს, რათა გერმანიის სახელმწიფო და მისი მოსახლეობა ანგელა მერკელს წაართვას. მოსახლეობის ხმების 13 %-ითა და 90 ადგილით ბუნდესთაგში, ანგელა მერკელს ძლიერი ოპოზიცია ეყოლება, რომელთანაც გამკლავება მოუწევს.

რატომ მოახერხა პოპულისტურმა პარტიამ პარლამენტში შესვლა?

უპირველესი მიზეზი  იყო მათი ფოკუსი გერმანიაში მიგრანტების გაზრდილ რაოდენობაზე. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის მომხრეების:

  • 99% მიიჩნევდა, რომ ამ პარტიას უკეთ ესმის მოსახლეობის შიში, რომ ისინი აღარ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ;
  • ასევე 99% ეთანხმება პარტიის მიზანს, რომ შეამციროს ისლამური ელემენტები გერმანიაში;
  • 96% ეთანხმება მიგრანტების შემოსვლის სასტიკად აკრძალვას გერმანიაში;

საფიქრებელია, რომ ახალი ინიციატივებიც სწორედ მიგრანტების საკითხთან იქნება დაკავშირებული.

ამასთან, არგუმენტი, რომ ეკონომიკური მიზეზებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა არჩევნების შედეგებზე, ნაკლებად ვალიდურია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ გერმანიის ეკონომიკა უკანასკნელი წლების განმავლობაში იზრდება, უმუშევრობის დონე დაბალია და ბიუჯეტშიც არ აღინიშნება დეფიციტი. საპირისპიროდ, ეს არის პირველი ფედერალური არჩევნები, მას შემდეგ, რაც ანგელა მერკელის ბრძანებით, 1,3 მილიონ მიგრანტს გერმანიის საზღვრის გადალახვის უფლება მიეცა 2015 წელს, რამაც მნიშვნელოვნად გააღიზიანა მოსახლეობა და პოპულისტური ტალღის აგორებასაც შეუწყო ხელი. ანგელა მერკელმა, უკმაყოფილების გაზრდასთან ერთად, გაამკაცრა პოლიტიკა და გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა მნიშვნელოვნად დაიკლო გასული წლის განვალობაში.

საინტერესოა, როგორ მოახერხა ანგელა მერკელმა კიდევ ერთხელ გამარჯვება, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა მის მიმართ?

ანგელა მერკელი – ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი ქალი?

ანგელა მერკელი, როგორც ირკვევა, არ აპირებდა ფედერალურ არჩევნებში კვლავ მონაწილეობის მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრების უმეტესობა ამას აუცილებლობად აღიქვამდა. მერკელმა საბოლოო გადაწყვეტილება 9 ნოემბერს მიიღო, როდესაც ცნობილი გახდა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ვინაობა. მერკელი კი ცნობილია, რომ არ იზიარებს ტრამპის შეხედულებებს და მის მოწინააღმდეგედ გვევლინება. ამას თან დაემატა „ბრექსიტი“, კრიზისი ევროკავშირის შიგნით, პოპულისტური ტალღების გაძლიერება და რუსეთთან გართულებული ურთიერთობები. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, მერკელი ყოველთვის განიხილებოდა, როგორც სტაბილურობის წყარო საერთაშორისო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი რთულ სიტუაციებში. ბუნებრივია, რომ თავად გერმანიის მოსახლეობაც იგივე მიზეზით მიიჩნევს მას უსაფრთხოების უკეთეს გარანტად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ 12 წლის განმავლობაში მერკელმა აჩვენა თავისი ხასიათის სიმტკივე და ურყევობა, რაც გერმანულ ელექტორატში ჯერ კიდევ პოპულარულია. 4 წლის წინ, წინა ფედერალურ არჩევნებზე, კითხვაზე, თუ რატომ უნდა აერჩიათ გერმანიის კანცლერად კვლავ ის, ანგელა მერკელმა უპასუხა: „იმიტომ, რომ თქვენ მე მიცნობთ“ და ამან, როგორც ვხედავთ, გაამართლა.

მიუხედავად ამისა, მკვლევართა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ანგელა მერკელის უკანასკნელი 4 წელია გერმანიის კანცლერის პოზიციაზე.

 

 

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

წყარები:  BBC, The Guardian, Carnegieeurope

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკა

რა მოხდება, თუკი ჩრდილოეთ კორეა წყნარ ოკეანეში დატესტავს ბირთვულ იარაღს?

რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ ბირთვული იარაღი წყნარ ოკეანეში შეიძლება დატესტოს.

თუკი აღნიშნული განხორციელდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა ათწლეულების მანძილზე, როდესაც ბირთვული იარაღის ატომური ნაწილაკები ატმოსფეროში გაიბნევა.

ეს ფაქტი კიდევ უფრო ამწვავებს ისედაც დაძაბულ ურთიერთობას ჩრდილოეთ კორეასა და დასავლეთის ქვეყნებს, განსაკუთრებით აშშ-ს შორის. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, „ჩრდილოეთ კორეის სრული განადგურებითაც“ დაიმუქრა გაეროში სიტყვით გამოსვლის დროს.

საინტერესოა, როგორ აპირებს ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის დატესტვას და რამდენად საფრთხისშემცველია ის?

რა ბირთვული პოტენციალი აქვს ჩრდილოეთ კორეას?

ჩრდილოეთ კორეა დიდი ხანია მუშაობს ისეთი ბირთვული იარაღის განვითარების გეგმაზე, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, მიაღწევს აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს და მნიშვნელოვან ზიანს მოუტანს მათ. ამ მიზნის განხორციელება მცირე ზომის ბირთვული რაკეტებით იგეგმება. სულ 6 ბირთვული ტესტი ჩატარდა, რომელთაგან უკანასკნელი წარმატებული იყო, როგორც სხვადასხვა წყარო იუწყება. თუმცა, ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული მსგავსი ტიპის ბირთვული იარაღის არსებობა.

რა მოხდება, თუკი ჩრდილოეთ კორეა გეგმას განახორციელებს?

გეოპოლიტიკური ცვლილებების გარდა, ძალიან დიდი იქნება გარემოსთვის მიყენებული ზარალი. ბირთვული აფეთქება გაანადგურებს, უპირველეს ყოვლისა, ოკეანისქვეშა სამყაროს, რასაც გრძელვადიანი გავლენა ექნება სხვა ეკოლოგიურ მახასიათებლლებზეც: ტესტმა შესაძლოა გამოიწვიოს მიწისძვრები, ცუნამი და მეწყერიც კი. ამავე დროს, არსებობს ისტორიული მაგალითიც მარშალის კუნძულების სახით, სადაც, მე-20 საუკუნეში, აშშ-მ ბირთვული იარაღი დატესტა და დღესაც კი, რეგიონის მოსახლეობაში მაღალია კიბოს, ახალშობილებში ანომალიისა და თირეოდული დაავადებების მაჩვენებელი.

თუმცა, ანალიტიკოსების მოსაზრებით, ზარალის ხარისხი შეიძლება შემცირდეს, თუკი ჩრდილოეთ კორეა შედარებით იზოლირებულ ადგილმდებარეობას აირჩევს ტესტის ჩასატარებლად. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ცენტრის ანალიტიკოსის, მელისა ჰენჰამის მოსაზრებით, „ზარალის ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად აფეთქდება ბირთვული იარაღი და როგორი იქნება ამინდი იმ პერიოდში“.

ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ჩრდილოეთ კორეა ვერ გადადგამს ან გაბედულ ნაბიჯს რიგი ტექნიკური და დიპლომატიური რისკების გამო. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამ ბუნდოვან კითხვაზე პასუხი მაშინ გვეცოდინება, როცა „მანათობელ ბირთვულ ცას“ დავინახავთ ჰორიზონტზე, რადგან პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაში.

 

წყარო: CNN, REUTERS

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ანალიტიკაბიზნესიეკონომიკამსოფლიოპოლიტიკა

კვიპროსი რუს და უკრაინელ ოლიგარქებზე ევროკავშირის პასპორტს ყიდის

რამდენიმე დღის წინ The Guardian-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც საუბარია კვიპროსის მიერ „ოქროს ვიზის“ მინიჭების რთულ მექანიზმზე, რომელიც ევროკავშირში ცხოვრებისა და მოღვაწეობის უფლებას ანიჭებს რუს ოლიგარქებს.

კვიპროსის ხელისუფლებამ, 2013 წლიდან მოყოლებული, 4 მილიარდ ევროზე მეტი მოგება მიიღო გეგმით, რომლის მიხედვითაც, მდიდარ ადამიანებს ქვეყანაში ინვესტირების სანაცვლოდ ენიჭებათ ევროკავშირში ცხოვრებისა და საქმიაობის უფლება. იმ ასობით ადამიანს შორის კი, ვინც აღნიშნული გეგმა გამოიყენა, უმეტესობა წარმოშობით რუსი ან უკრაინელი ოლიგარქია, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენით. მაგალითად: რუსეთის პარლამენტის ყოფილი წევრები, უკრაინაში მოქმედი ყველაზე დიდი კომერციული ბანკის დამფუძნებლები და სხვა მილიარდერები. ვარაუდობენ, რომ მხოლოდ გასულ წელს, კვიპროსის ხელისუფლებამ 400-მდე მსგავსი პასპორტი გასცა.

აღნიშნული შემთხვევა კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს უსაფრთხოების საკითხებს: რამდენად იყო დაცული ყველა წესი და დირექტივა დოკუმენტის მინიჭების პროცესში? ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ თავად კვიპროსის ეკონომიკური სექტორი იზრდება ინვესტიციების ხარჯზე, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ქმედება კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს და ძირს უთხრის თავად მოქალაქეობის კონცეფციას. ევროკავშირის პარლამენტში პორტუგალიის წარმომადგენელმა განაცხადა: „ე.წ ოქროს ვიზის გაცემის ფაქტი არის ამორალური და მიუღებელი. არ ვარ წინააღმდეგი, რომ სახელმწიფომ მიანიჭოს მოქალაქეობა ან ცხოვრების უფლება მას, ვისაც შეუძლია წვლილი შეიტანოს ამ ქყვენის განვითარებაში, იქნება ეს ხელოვნება, მეცნიერება ან თუნდაც ინვესტიციები, მაგრამ, ეს უნდა მოხდეს აპლიკაციის განხილვისა და არა ვაჭრობის საფუძველზე“.

კვიპროსმა აღნიშნული პროგრამა 2013 წელს დაიწყო. იგი პასპორტის მიღების მსურველს ავალდებულებს ჩადოს 2 მილიონი ევროს ინვესტიცია უძრავ ქონებაში, ან 2,5 მილიონი ევრო კომპანიების აქტივებში. არ არის ენის ცოდნის, ან კონკრეტულ სახელმწიფოში ცხოვრების პრაქტიკის მოთხოვნა. მხოლოდ საჭიროა, რომ პიროვნება მოხვდეს კვიპროსში, 7 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც. 

ამ სტრუქტურის ბუნდოვანება ვლინდება კონკრეტულ შემთხვევებშიც. მაგალითად, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ბიძაშვილი, რომელის დაჭერასაც აშშ ცდილობდა 2008 წლის შემდეგ, ამავე სქემის მიხედვით გახდა კვიპროსის მოქალაქე 2010 წელს. 

კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციის, Global Witness-ის განცხადებით,  „კვიპროსის ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ინვესტიციების სურვილი არ ნიშნავს მთავარი ღირებულებებისა და ვალდებულებების დაკნინებას. ამ სქემით, შესაძლოა, დახმარების ხელს ვუწვდით კრიმინალებს “.

 თავად კვიპროსის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ისინი იცავენ ყველა შესაძლოა დირექტივას და ამოწმებენ პოტენციურ ბენეფიციარებს, მათ შორის, ფულის გათეთრების პრაქტიკის გამორიცხვის მხრივაც. ამავე დროს, მოქალაქეობის მინიჭება ინვესტიციების სანაცვლოდ სხვა ქვეყნებშიც ხდება. ამიტომაც, არ არსებობს განგაშის საფუძველი.

ჯერ კიდევ უცნობია დაიწყება თუ არა ოფიციალური გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

წყარო: The Guardian

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკა

ემანუელ მაკრონი: „ევროკავშირის წევრი ქვეყნების სუვერენულობა და დემოკრატია საფრთხის ქვეშაა“

 საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, ფართო საზოგადოების წინაშე აცხადებს, რომ იბრძოლებს ევროკავშირის კვლავ გასაძლიერებლად: „ეროკავშირის წევრი ქვეყნების სუვერენულობა და დემოკრატია საფრთხის ქვეშაა“ .

საბერძნეთში, ათენში წარმოთქმულ სიტყვაში, მაკრონმა მოუწოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს უფრო გაეძლერებინათ თანამშრომლობა და გამოეხატათ სოლიდარობა, რათა ევროკავშირმა შეძლოს არსებულ და მომავალ კრიზისებთან გამკლავება. საფრანგეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ კავშირი უნდა მოდერნიზდეს, გახდეს მეტად დემოკრატიული და „არა უბრალოდ გაიხურონ სამუშაო შეხვედრის კარი ყოველი სამიტის შემდეგ“.

რას ითვალისწინებს მაკრონის გეგმა?

პრეზიდენტმა საზოგადოებას ევროკავშირის გაძლიერებისთვის ახალი სამოქმედო გეგმა შესთავაზა, რომლის მთავარი ელემენტი სახელმწიფოთა უერთიერთშეთანხმებული ქმედებაა საერთო პრობლემების წინააღმდეგ, მათ შორის, ტერორიზმისა და კლიმატის ცვლილების.

მაკრონი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან შემდგარ ინტეგრირებული ევროზონის შექმნას, რომელსაც ეყოლება ფინანსთა მინისტრი, პარლამენტი და ექნება საკუთარი ბიუჯეტი.

უფრო დეტალური გეგმის დასახვა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, რადგან, შემდეგ თვეში, გერმანიაში არჩევნებია. სწორედ არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რამდენად დაუჭერს მხარს მაკრონის იდეებს გერმანიის ახალი ხელისუფლება.

ემანუელ მაკრონი, როგორც ახალი ლიდერი?

ზოგიერთი მიჩნევს, რომ ემანუელ მაკრონი შესაძლოა გახდეს ევროკავშირში წამყვანი ფიგურა.

მეორე მხარის შეხედულებით კი, მსგავსი გამოსვლები ემსახურება მხოლოდ შიდაპოლიტიკურ მიზნებს, რადგან მაკრონის რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა და რომ შესაძლოა, მიზანი მხარდამჭერების მოზიდვა იყოს. ცნობილია, რომ მას სურს მოდიფიცირება გაუკეთოს საფრანგეთის ზოგიერთ კანონმდებლობას. (საპენსიო სისტემის შეცვლა, შრომითი კანონი), რაც უკმაყოფილებას იწვევს საფრანგეთის მოქალაქეებში, ფიქრობენ რა, რომ მაკრონი უფრო მეტად იჭერს მდიდარი ელიტის მხარეს, ვიდრე მოსახლეობის.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, შემთხვევითი არ არის, რომ მაკრონმა სწორედ საბერძნეთი, ათენი აირჩია მსგავსი მოწოდებისთვის, რადგან საბერძნეთი, ბევრი მახასიათებლით ევროკავშირის კრიზისის სიმბოლოდ გვევლინება.

საბერძნეთის ეკონომიკისა და განვითარების მინისტრმა განაცხადა: „ეს ვიზიტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს შორის გაღრმავდება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური თანამშრომლობაც და შეიცვლება ევროკავშირის პოლიტიკური დინამიკა, სადაც, უკვე წლებია, დომინანტურ როლს გერმანია თამაშობს.“

 

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

წყარო: The Guardian, The Washington Post

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაგეოგრაფიადედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოა

სად და როგორ წარმოიშვა „ირმა“ და მსგავსი დამანგრეველი ქარიშხლები?

რამდენიმე კვირაში იმ დღიდან, როცა ქარიშხალმა „ჰარვეიმ“ ტეხასში ნგრევა გამოიწვია, „ირმამ“ ფლორიდაში მეწყერი წარმოშვა და ეს მაშინ, როცა ატლანტიკურ ქარიშხლის სეზონამდე თითქმის 12 კვირაა დარჩენილი. ჩნდება კითხვა – საიდან ჩნდება ეს ქარიშხლები?

კვლევამ აჩვენა, რომ იმ ქარიშხლების უმეტესობა, რომელიც აშშ-სა და კანადას თავს დასტყდომია, იწყება, როგორც დასავლეთის აფრიკის, კერძოდა კი აფრიკის კაპე ვერდეის კუნძულების სანაპირო ზოლის, ატმოსფეროში არსებული ამინდის განსხვავებული ნიმუში.

,,Geophysical Research Letters-ში” გამოქვეყნებულმა 2015 წლის კვლევამ აჩვენა, რომ დასავლეთ აფრიკის სანაპიროს ამ ტროპიკული დარღვევების თვალყურის დევნებით მკვლევარები შეძლებდნენ იმის პროგნოზირებას, თუ რომელი მათგანი გადაიქცეოდა სერიოზულ ქარიშხლად რამდენიმე კვირის შემდეგ.

„იმ ქარიშხლების 85 პროცენტი, რომელიც აშშ-სა და კანადას აზარალებს, დასავლეთ აფრიკის ატმოსფეროში არსებული დარღვევებისგან წარმოიშვა, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ რაც უფრო დიდ ტერიტორიაზეა ეს დარღვევა გავრცელებული, მით მეტია იმის შანსი, რომ ერთ-ორ კვირაში ის ქარიშხლად გადაიქცეს,“ – განაცხადა ისრაელის თელ-ავივის უნივერსიტეტის მკვლევარმა კოლინ პრაისმა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს ქარიშხლები პირდაპირ უკავშირდება დედამიწის ერთ-ერთ მშრალ ადგილას – საჰარას უდაბნოს.

საჰარის ცხელი და მშრალი ჰაერისა და გვინეის ზღვის ყურიდან მომავალი გრილი, უფრო ტენიანი ჰაერის ურთიერთქმედება წარმოშობს ე.წ. აფრიკის აღმოსავლეთ ნაკადს, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ უბერავს.

ამ ნაკადის ფარგლებში შესაძლოა წარმოიშვას ატმოსფერული დარღვევები ან ტროპიკული ტალღები. იმის გამო, რომ ეს ტალღები აფრიკის კაპე ვერდეის  სანაპიროზე იცლებიან, 2015 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ამ ადგილში არსებული ღრუბლის რაოდენობით შესაძლოა იმის დადგენა, შეიძლება თუ არა, რომ ეს ტროპიკული ტალღები ერთ-ორ კვირაში ქარიშხლად გადაიქცნენ.

როგორ ხდება ეს? ტროპიკული ტალღები ურთიერთქმედებენ ატლანტის ოკეანის თბილ ეკვატორულ წყალთან, ხოლო იმის გამო, რომ ისინი დასავლეთისკენ მიემართებიან ოკეანიდან თბილი და ტენიანი ჰაერის სვეტების წარმოშობას იწვევენ.

ეს წარმოშობს სამი ინგრედიენტიდან ორს იმისათვის, რომ ტროპიკული შტორმები ძლიერ ქარიშხლებად გადაიქცნენ : ტენიანი ჰაერი; დედამიწის როტაცია; და თბილი ოკეანის ტემპერატურა. როდესაც ქარების სიჩქარე 119 კმ / სთ-ს აღწევს, ქარიშხალი კლასიფიცირდება როგორც I კატეგორიის ქარიშხალი.

სანამ ქარიშხლად გადაიქცეოდა და აშშ-სა და კარიბისკენ გაემართებოდა, აგვისტოს დასასრულს „ირმა“ კაპე ვერდეის კუნძულების ატმოსფეროში არსებულ დარღვევად დააფიქსირეს.

სტატისტიკის თანახმად, ყოველ წელს აფრიკაში წარმოქმნილი 60 დარღვევიდან მხოლოდ 10 პროცენტი გადაიქცევა ქარიშხლად – მაგრამ ისეთ ქარიშხლად, რომელსაც შეუძლია ატლანტის გადაკვეთა, რაც მას იმდენად აძლიერებს, რომ აშშ-სა და კანადასაც კი აყენებს დარტყმას.

მსოფლიოს მეცნიერები ცდილობენ შეიმუშავონ მექანიზმი, რისი საშუალებითად იმის პროგნოზირებას შეძლებენ, თუ რომელი დარღვევა შეიძლება ერთ ან ორ კვირაში ქარიშხლად გადაიქცეს. ეს კი თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქარიშხლისგან გამოწვეული ზარალისა და მსხვერპლის აცილება ან შემცირება გახდეს შესაძლებელი.

რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების შტატ ფლორიდის სამხრეთ სანაპიროს ქარიშხალი ,,ირმა” თავს დაატყდა. მაიამის სანაპიროები დატბორილია, ქუჩებში ქარიშხალმა უზარმაზარი ხეები მოგლიჯა. 1 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მოსახლეობის დიდი ნაწილი, დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი, ფლორიდის სამხრეთ ნაწილში ევაკუირებულია. სანამ ქარიშხალი ფლორიდის სანაპირობმდე მივიდოდა, ის კარიბის კუნძულებზე მძვინვარებდა და შედეგად 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკა

კატალონია ოქტომბერში დამოუკიდებლობის რეფერენდუმს გამართავს

 ესპანეთის ეროვნული ხელისუფლება ბრალს სდებს კატალონიის პარლამენტს კონსტიტუციური და დემოკრატიული თვალსაზრისით არასწორი გადაწყვეტილების მიღებაში, რადგან ამ უკანასკნელმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ოქტომბერში ესპანეთისაგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად რეფერენდუმის ჩატარებას გულისხმობს.

ახალი კანონმდებლობა ძალადაკარგულად გამოაცხადა ესპანეთის ხელისუფლებამ და განაცხადა, რომ ხელისუფლება გამოიყენებს ყველა სამართლებრივ და პოლიტიკურ ხერხს, რათა დაგეგმილი რეფერენდუმი გაუქმდეს.

ესპანეთის პროკურატურის ოფისში აცხადებენ, რომ კატალონიის პარლამენტის ზოგიერთ წევრს სასამართლოში უჩივლებენ, რადგან ისინი არ დაემორჩილნენ  სასამართლოს განაჩენს კატალონიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სამართლებრივი ქმედებების აკრძალვასთან დაკავშირებით.

მანამდე, 2017 წლის მარტში, კატალონიის ყოფილ  პრეზიდენტს, არტურ მასს, აეკრძალა გამოეყენებინა პრეზიდენტობის 2-წლიანი ვადა მას შემდეგ, რაც ის არ დაემორჩილა ესპანეთის კონსტიტუციურ სასამართლოს და გამართა სიმბოლური დამოუკიდებლობის რეფერენდუმი 2014 წელს.

კატალონია ესპანეთის ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონია. შესაბამისად, კატალონიელი სეპარატისტები ფიქრობენ, რომ მათ აქვთ პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის მოპოვების უფლება. ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლების აზრით კი, კატალონიის დამოუკიდებლობა და რეფერენდუმი კონსტიტუციის უხეში დარღვევაა, უარყოფენ რა ყველა შეთავაზებულ ალტერნატივას.

 რეფერენდუმში მხოლოდ ერთი კითხვა იქნება დასმული: „გსურთ თუ არამ რომ კატალონია იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა, რესპუბლიკის სახით?“. სავარაუდო თარიღად 1-ლი ოქტომბერი დასახელდა.

კატალონიის პარლამენტი ითხოვს, რომ მომავალი რეფერენდუმის შედეგს სამართლებრივად სავალდებულო სტატუსი მიენიჭოს. თუკი წარმატებით განხორციელდება კამპანია, კატალონია 48 სთ-ის განმავლობაში გამოაცხადებს დამოუკიდებლობას და სუვერენული სახელმწიფო გახდება.

შეეძლება თუ არა დამოუკიდებელ კატალონიას ევროკავშირში დარჩენა?

ისევე, როგორც შოტლანიის რეფერენდუმის შემთხვევაში, ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა, ამ ეტაპზე, შეუძლებელია. თავად კატალონიის ხელისუფლების შეკვეთით ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა შესაძლოა შეაყოვნოს ან საერთოდ დაბლოკოს კატალონიის წევრობის საკითხი, რადგან, პირველ რიგში, ეს იქნება პრეცედენტი, რომელიც შესაძლოა გამოიყენოს შოტლანდიამ, უფრო მეტად გაღვივდეს სეპარატისტული მისწრაფებები. ამავე დროს, გართულდება ესპანეთთან მოლაპარაკებები, რომელიც შოტლანდიის შემთხვევაში, დიდ წინააღმდეგობას უწევდა მისი ევროკავშირში წევრობის მომხრეებს კატალონიის პრობლემის გამო.

როგორ იფუნქციონირებს დამოუკიდებელი კატალონია?

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში, კრიზისის შექმნის საფრთხე იზრდება როგორც ესპანეთში, ასევე ევროკავშირის შიგნითაც.

რამდენიმე შესაძლო სცენარი, თუ როგორი გზა შეიძლება აირჩიოს კატალონიამ:

  • კატალონია შესაძლოა გახდეს ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყანა, თუკი ესპანეთთან შეთანხმება მოხერხდება;
  • კატალონია შესაძლოა გახდეს ევროპის თავისუფალი ვაჭრობის გაერთიანების წევრი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის სტატუსით. მიბაძოს ნორვეგიის, შვეიცარიის მაგალითს;
  • კატალონია შესაძლოა გამოირიცხოს ევროკავშირის ზონიდან. ამ შემთხვევაში, ესპანეთი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებს, რომ მოახდინოს ქვეყნის საერთაშორისო ბლოკადა;

 

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რომელი სცენარია უფრო რეალური. თუმცა, უკანასკნელი მონაცემებით, თუკი რეფერენდუმში მონაწილეობას მოსახლეობის 50% მიიღებს, დამოუკიდებლობის მომხრეთა პროცენტული მაჩვენებელი 72%-ს მიაღწევს.

 

მასალა მოამზადა:  ცირა შვნაგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკა

კატალონია ოქტომბერში დამოუკიდებლობის რეფერენდუმს გამართავს

 ესპანეთის ეროვნული ხელისუფლება ბრალს სდებს კატალონიის პარლამენტს კონსტიტუციური და დემოკრატიული თვალსაზრისით არასწორი გადაწყვეტილების მიღებაში, რადგან ამ უკანასკნელმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ოქტომბერში ესპანეთისაგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად რეფერენდუმის ჩატარებას გულისხმობს.

ახალი კანონმდებლობა ძალადაკარგულად გამოაცხადა ესპანეთის ხელისუფლებამ და განაცხადა, რომ ხელისუფლება გამოიყენებს ყველა სამართლებრივ და პოლიტიკურ ხერხს, რათა დაგეგმილი რეფერენდუმი გაუქმდეს.

ესპანეთის პროკურატურის ოფისში აცხადებენ, რომ კატალონიის პარლამენტის ზოგიერთ წევრს სასამართლოში უჩივლებენ, რადგან ისინი არ დაემორჩილნენ  სასამართლოს განაჩენს კატალონიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სამართლებრივი ქმედებების აკრძალვასთან დაკავშირებით.

მანამდე, 2017 წლის მარტში, კატალონიის ყოფილ  პრეზიდენტს, არტურ მასს, აეკრძალა გამოეყენებინა პრეზიდენტობის 2-წლიანი ვადა მას შემდეგ, რაც ის არ დაემორჩილა ესპანეთის კონსტიტუციურ სასამართლოს და გამართა სიმბოლური დამოუკიდებლობის რეფერენდუმი 2014 წელს.

კატალონია ესპანეთის ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონია. შესაბამისად, კატალონიელი სეპარატისტები ფიქრობენ, რომ მათ აქვთ პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის მოპოვების უფლება. ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლების აზრით კი, კატალონიის დამოუკიდებლობა და რეფერენდუმი კონსტიტუციის უხეში დარღვევაა, უარყოფენ რა ყველა შეთავაზებულ ალტერნატივას.

 რეფერენდუმში მხოლოდ ერთი კითხვა იქნება დასმული: „გსურთ თუ არამ რომ კატალონია იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა, რესპუბლიკის სახით?“. სავარაუდო თარიღად 1-ლი ოქტომბერი დასახელდა.

კატალონიის პარლამენტი ითხოვს, რომ მომავალი რეფერენდუმის შედეგს სამართლებრივად სავალდებულო სტატუსი მიენიჭოს. თუკი წარმატებით განხორციელდება კამპანია, კატალონია 48 სთ-ის განმავლობაში გამოაცხადებს დამოუკიდებლობას და სუვერენული სახელმწიფო გახდება.

შეეძლება თუ არა დამოუკიდებელ კატალონიას ევროკავშირში დარჩენა?

ისევე, როგორც შოტლანიის რეფერენდუმის შემთხვევაში, ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა, ამ ეტაპზე, შეუძლებელია. თავად კატალონიის ხელისუფლების შეკვეთით ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა შესაძლოა შეაყოვნოს ან საერთოდ დაბლოკოს კატალონიის წევრობის საკითხი, რადგან, პირველ რიგში, ეს იქნება პრეცედენტი, რომელიც შესაძლოა გამოიყენოს შოტლანდიამ, უფრო მეტად გაღვივდეს სეპარატისტული მისწრაფებები. ამავე დროს, გართულდება ესპანეთთან მოლაპარაკებები, რომელიც შოტლანდიის შემთხვევაში, დიდ წინააღმდეგობას უწევდა მისი ევროკავშირში წევრობის მომხრეებს კატალონიის პრობლემის გამო.

როგორ იფუნქციონირებს დამოუკიდებელი კატალონია?

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში, კრიზისის შექმნის საფრთხე იზრდება როგორც ესპანეთში, ასევე ევროკავშირის შიგნითაც.

რამდენიმე შესაძლო სცენარი, თუ როგორი გზა შეიძლება აირჩიოს კატალონიამ:

  • კატალონია შესაძლოა გახდეს ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყანა, თუკი ესპანეთთან შეთანხმება მოხერხდება;
  • კატალონია შესაძლოა გახდეს ევროპის თავისუფალი ვაჭრობის გაერთიანების წევრი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის სტატუსით. მიბაძოს ნორვეგიის, შვეიცარიის მაგალითს;
  • კატალონია შესაძლოა გამოირიცხოს ევროკავშირის ზონიდან. ამ შემთხვევაში, ესპანეთი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებს, რომ მოახდინოს ქვეყნის საერთაშორისო ბლოკადა;

 

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რომელი სცენარია უფრო რეალური. თუმცა, უკანასკნელი მონაცემებით, თუკი რეფერენდუმში მონაწილეობას მოსახლეობის 50% მიიღებს, დამოუკიდებლობის მომხრეთა პროცენტული მაჩვენებელი 72%-ს მიაღწევს.

 

მასალა მოამზადა:  ცირა შვნაგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაისტორია

ბოლნისის ბრძოლა: უცნობი ისტორიული ქრონიკა

 1225 წელს საქართველოში შემოჭრილმა ხვარაზმელთა ურდოებმა და მათმა მეთაურმა,ხორეზმ შაჰმა,ჯალალ ად-დინ მანგუბერტმა, სომხეთში, სოფელ გარნისთან გამართულ დაპირისპირებაში, გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა ქართველების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ გარნისთან მარცხს ქართველთა მხრიდან არ მოჰყოლია ათეულ ათასობით დანაკარგი, სწორედ აქედან დაიწყო საქართველოს სრული სამხედრო-პოლიტიკური ფიასკო. ჯალალ ად-დინმა მეორე წელს (1226) აიღო და გაძარცვა სამეფოს დედაქალაქი – თბილისი,სადაც  თავისი შეუბრალებელი ხასიათი გამოავლინა და მოსახლეობის დიდი ნაწილიც გაჟლიტა.

ჯალალ ად-დინის ძეგლი, ურგენჩი, უზბეკეთი

მტრის ამ წარმატებული ნაბიჯების წისქვილზე, დიდწილად, ქართველთა პოლიტიკური ლიდერებისა და სარდლობის შეუთანხმებლობა და უუნარობა ასხამდა წყალს. მიუხედავად ამისა, ხორეზმის შაჰს კარგად ესმოდა,რომ კავკასიაში თავისი მმართველობის გავრცელება, მხოლოდ თბილისის დაკავებით ვერ მოხერხდებოდა. იგი აცნობიერებდა იმ საფრთხეს, რომელიც მისთვის კავკასიის სამეფო-სასულთნოებს შეეძლოთ გამოეწვიათ ერთიანი, კონსოლიდირებული მოძრაობით და მის წინააღმდეგ ბრძოლით. ამ ყველაფერს ემატებოდა მონღოლთა შესაძლო შემოტევა აღმოსავლეთიდან (რომლებსაც გამოექცა ჯალალი) ამიტომაც, იგი ცდილობდა არ დაეშვა კავკასიის პოლიტიკური ერთეულების, თუ ცალკეული ქალაქებს შორის ალიანსების ჩამოყალიბება. თბილისის აღებიდან არცთუ ისე დიდი დროის შემდეგ, ჯალალ ად დინი სწრაფად ლაშქრობს ძლიერ და სტრატეგიულ ქალაქებზე: ანისზე, ყარსზე, ხლათზე, მაგრამ ამ კამპანიებმა უშედეგოდ ჩაიარა და ე.წ  „სიზიფეს შრომა“ გამოდგა მისთვის.
ასეთ ვითარებაში ქართველებმა დრო იხელთეს, დედაქალაქში მყოფი ხვარაზმელთა გარნიზონი შეავიწროვეს და თვით ქალაქის აღებაც კი მოახერხეს. არაბი ისტორიკოსის, იბნ ალ-ასირის ცნობით, თბილისი ქართველებმა ჰიჯრით  624 წლის რაბის პირველ თვეში გაათავისუფლეს – 19 თებერვალი- 21 მარტი. (19/2/1227-21/3/1227) ჯალალ ად დინის პირადი მდივანი შიჰაბ ალ დინ მუჰამედ ან-ნასავი კი ქართველთა მიერ თბილისის დაბრუნების თარიღად 1226 წელს ასახელებს (თ.ფარცვანია – ნასავის თხზულება  „სულთან ჯალალ ად დინ მანკბურნის ცხოვრების აღწერა, როგორც საისტორიო წყარო საქართველოს ისტორიისათვის, საისტორიო კრებული VII, “მეცნიერება“, თბილისი, 1979)
 სამხრეთ კავკასიის ციხეების ალყით გართულ ჯალალ ად-დინს „ურწმუნო გურჯებმა“ თბილისი ხელიდან გამოაცალეს. იგი ამ ამბების გაგებისთანავე გაეშურა საქართველოსკენ. ქართული სარდლობის გადაწყვეტილებით, მტრის ხელის შეშლის მიზნით, თბილისი გადაწვეს (ივ.ჯავახიშვილი „ქართველი ერის ისტორია, ტ III, პალიტრაL, თბილისი,2012), შემდეგ კი მომხდურთან დასახვედრად ჯარების შეკრება დაიწყეს.

XIII საუკუნის ქართველი ისტორიკოსი – ჟამთააღმწერელი,რომლის ნაწარმოები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა ამ ეპოქის საკითხების შესასწავლად, დაწვრილებით გვიამბობს იმ განხორციელებული სამხედრო ნაბიჯების შესახებ, რომელიც ქართულმა სამეფო კარმა გადადგა: დედოფალმა რუსუდანმა წვევის სიგელები დაგზავნა ავაგ ამირსპასალართან, შანშე მანდატურთუხუცესთან, ვარამ მსახურთუხუცესთან, ჰერ-კახელ ერისთავებთან, მესხ-თორელ-ჯავახელ დიდებულებთან, იმერეთში-ცოტნე დადიანთან, აფხაზეთში, ჯიქეთში და მთელ დასავლეთ საქართველოში.

მთავარსარდლობამ არ იმყოფინა მხოლოდ ქართული ძალები. ამ უკანასკნელმა გახსნა დარიალის კარი, უმთავრესი სტრატეგიული პუნქტი კავკასიონზე და გადმოიყვანა ძურძუკები, ოსები და ჩრდილოკავკასიული მეომარი სამხედრო ძალა. ამასთანავე,კავშირი გააბა კავკასიის პოლიტიკურ ერთეულებთან ხლათის სასულთნოსთან, აზერბაიჯანის ილდეგიზიან მმართველთან, მაგრამ იბრძოდნენ თუ არა მათი ძალები ბოლნისთან, ქართველების მხარდამხარ, ძნელი სათქმელია.
 ქართულ ლაშქარში აგრეთვე ვხედავთ ყივჩაღებს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ამ ბრძოლის მიმდინარეობაში.

ყივჩაღი მეომრები შეტევისას

ქართველ მესვეურთა სამზადისმა მასშტაბური სახე მიიღო. ქართველთა ჯარის რაოდენობასთან დაკავშირებით, ერთადერთი ცნობა ეკუთვნის ან-ნასავის და მას 40.000 კაცით განსაზღვრავს. (საქართველოს ისტორიის ნარკვევები,ტ: III ,საბჭოთა საქართველო, თბილისი 1979)
გაერთიანებულმა ლაშქარმა თავი ნაჭარმაგევში მოიყარა და ბოლნისისაკენ აიღო გეზი. ნიშანდობლივია, რომ რუსუდან დედოფალმა ლაშქარს ,,სეფე-დროშა” არ წაამძღვარებინა წინ. ამ ფაქტს ქართველი მემატიანე ივანე მხარგრძელ-ათაბაგის სიკვდილით ხსნის: ,,ხოლო თვით დროშა სეფე არა წარგზავნა საქმესათვის ივანე ათაბაგისა”, როგორც ჩანს ამარსპასალარი ივანე ამ დროს გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო: ,,შემდგომად ორისა წლისა (გარნისის ბრძოლიდან 1225 წლიდან, ანუ 1227 წელს) გარდაიცვალა ივანე ათაბაგი. აქედან გამომდინარე, ივანე მხარგრძელი 1227 წელს უნდა აღსრულებულიყო. ბოლნისის ბრძოლა კი 1228 წელს გაიმართა.
 კოალიციურმა ჯარმა გაიარა თბილისი და მალევე შეამჩნია ბოლნისთან დაბანაკებული ჯალალედინის ურდოები. ბოლნისი, რომლის მიდამოებში ბრძოლა გაიმართა, მდებარეობდა ქვემო ქართლში, ისტორიული სომხითის ტერიტორიაზე, მდინარე ფოლადაურის მარცხენა ნაპირას,  ვახუშტი ბაგრატიონის მტკიცებით:  „სარკინეთის ხევის და სავლითდის მდინარე ფოლადაური,  გამოსდის ლელვარს და მოერთვის მდინარეს მაშავერს. ამას ზედა არს მცირე ქალაქი ბოლნისის (ქართლის ცხოვრების ტოპოგრაფიული ლექსიკონი-  http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php) ჟამთა აღმწერლის მიხედვით: “სულტანი დაბანაკებულ იყო სომხითს,  ჴევსა ბოლნისისასა“.  “სომხითი“ ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული გახლდათ და მოიცავდა ბოლნის-დმანისის ხეობებს და ლორეს ველს. (ივანე ჯავახიშვილი, საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული- www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/saqartvelos_sazgvrebi)

ხვარაზმელი მხედარი (მარჯვნივ) მონღოლი მხედრის წინააღმდეგ

ამის მიმოხილვის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბრძოლა დღევანდელი ქალაქ ბოლნისის სანახებში გაიმართა.

მხარეები საბრძოლველად განლაგდნენ.ბრძოლისთვის ორივე მხარე მზად იყო, როდესაც ხორეზმშაჰის ჯარს გარკვეული რაოდენობის მხედრები გამოეყვნენ და  იქითკენ მიაშურეს, სადაც ქართველთა მოკავშირე ყივჩაღები იყვნენ განლაგებულნი.ეს მცირე დელეგაცია ყივჩაღებთან პურითა და მარილით წარსდგა და შეახსენა მათ ის სიკეთე, რაც ერთ დროს ჯალალ ად-დინს ჰქონდა მათთვის გაწეული (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ: III, საბჭოთა საქართველო, თბილისი 1979)

სწორედ ამ მომენტში ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევა. ყივჩაღებმა უეცრად ზურგი უჩვენეს ქართველებს და ბრძოლის ველი დატოვეს. როგორც ჩანს,ჯალალის სიტყვამ გასჭრა. ეს ყოველივე, უეჭველია, ქართველ მეომრებზე დიდ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას მოახდენდა.

ქართველების რიცხვობრივი უმცირესობით და ფსიქოლოგიური ფაქტორის გათვალისწინებით გულმოცემული ხორეზმშაჰი მთელი თავისი ჯარით ეკვეთა მათ: ,,და იქმნა ომი სასტიკი” რიცხვით მცირე ქართულმა მხედრობამ უთანასწორო ბრძოლის დასაწყისში გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ მტრის სიმრავლემ თავისი გაიტანა და ქართველები დამარცხდნენ: ,,იძლივნენ სპანი მეფისანი”. მარცხის მთავარი მიზეზი ამ ბრძოლაში ყივჩაღთა ღალატით დიდწილად უნდა ყოფილიყო განპირობებული.


ახლა მიმოვიხილავთ ყივჩაღთა ღალატის საფუძვლებს.

საქართველოს სამეფოს წინააღმდეგ აქტიური მოქმედება ყივჩაღთა მხრიდან მონღოლთა გამოჩენის შემდეგ დაიწყო.1225 წელს ყივჩაღებმა გაარღვიეს დარუბანდის კარი და შირვანში შეიჭრნენ. მომთაბარე ყივჩაღთა მასამ, საქართველოს მეფე რუსუდანს საცხოვრებელი ადგილის გამოყოფა სთხოვა.უარის მიღების შემდეგ კი მათ დაარბიეს შირვანის ერთ-ერთი ქალაქი ყაბალა. რაღა თქმა უნდა, ქართველთა მხრიდან ცივი უარი და საცხოვრებელი ადგილის არმიცემა, მათ ანტიპატიას გამოიწვევდა. მით უმეტეს, რომ ქართველებმა ბრძოლაც კი გაუმართეს მათ, პირველ ბრძოლაში ქართველები დამარცხდენენ და ყივჩაღებმა დიდი ნადავლი იგდეს ხელთ, მაგრამ შემდეგ ქართველებმა რევანში აიღეს და გამარჯვება მოიპოვეს (საქართველოს ისტორიის ნარკვევები,ტ:III ,საბჭოთა საქართველო,თბილისი 1979). ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ხვარაზმის ჯარის დიდი ნაწილი დაქირავებული ყივჩაღებისაგან შედგებოდა (ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან, ,,საბჭოთა საქართველო” ,თბილისი,1979,გვ:544-545).

ბოლნისის ბრძოლა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მტკივნეული ფურცელია, მიუხედავად ქართული მთავარსარდლობის მონდომებისა, ნათელი გახდა, რომ ჯალალ ად-დინი რეგიონში, ჯერჯერობით, ყველაზე ძლიერი ძალა იყო.ქართველთა მარცხმა, რა თქმა უნდა,კიდევ უფრო შეუშალა ხელი ერთიანი ეროვნული თუ სამოკავშირეო ძალთა არსებობას, რომელსაც მტრების წინააღმდეგ ორგანიზებულად უნდა ებრძოლა. ხორეზმის სულთანმა კი, კავკასიური გამოცდა საქართველოსთან და მის მოკავშირე ძალებთან, წარმატებით ჩააბარა, მან შეძლო ამ ბრძოლაში ყივჩაღთა დაყოლიება, რომ ბრძოლის ველი დაეტოვებინათ, რაც ქართველთათვის ფატალური შედეგის მომტანი აღმოჩნდა.

საბოლოოდ, კავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა საკმაოდ სერიოზული სამხედრო გამოსვლა, რომელიც მიმართული იყო ხორეზმის შაჰის ექსპანსიური პოლიტიკის განეიტრალებისაკენ, უშედეგოდ დასრულდა.

ბიბლიოგრაფია:

  1. 1. ქართლის ცხოვრება, ტ:II, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა,თბილისი 2012
  2. ივანე ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია ,ტ:III, თბილისი 2012
  3. ნოდარ ასათიანი, საქართველოს ისტორია , თბილისი 2004
  4. 4. ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან, თბილისი : მეცნიერება , 1966.
  5. ლევან სანიკიძე, წიგნი მოწამეთა , ფრესკა 1991
  6. საქართველოს ისტორიის ნარკვევები,ტ:III ,საბჭოთა საქართველო,თბილისი 1979
  7. საისტორიო კრებული VII ,მეცნიერება,თბილისი-1977.
  8. ივანე ჯავახიშვილი, საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისითგანხილული. (http://www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/saqartvelos_sazgvrebi)
  9. ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი (www.nplg.gov.ge)

 

მასალა მომზადა: გიგა ჩალიგავამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაბიზნესი

რევოლუცია მომსახურების სფეროში – გვჭირდება თუ არა ის?

 მომხმარებელთან სწორი ურთერთობა არასოდეს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სოციალურმა მედიამ უკმაყოფილო მომხმარებლებს აზრის ხმამაღლა გამოხატვის საშუალება მისცა. ბევრ კომპანიას მომსახურების დონის გაუმჯობესების სურვილი გაუჩნდა. მაგრამ, ისმის კითხვა – როგორ?

ჩვეულებრივ, ამ კითხვაზე ასე პასუხობენ: შეცვალეთ თქვენი მომსახურე პერსონალის მოქმედების სცენარი და დაიწყეთ საცდელი პროექტები. ამ ტაქტიკებმა მზარდ გაუმჯობესებამდე შეიძლება მიგიყვანოთ, რაც დამაკმაყოფილებელია ისეთი კომპანიისთვის, რომლის სერვისიც მეტ-ნაკლებად კარგად ფუნქციონირებს. მაგრამ, თუ მომსახურება იდეალურისგან ძალიან შორს არის, ან თუ კომპანიის მომსახურების სფერო კონკურენტული ხდება და მომხმარებლებს ფართო არჩევნის საშუალება უჩნდებათ, ჯოენ უირთზი და რონ კაუფმანი, სინგაპურელი მკვლევარები და კონსულტანტები, კომპანიის კულტურაში საფუძვლიან ცვლილებებს გვირჩევენ. გლობალური მომსახურების სფეროში 25 წლიანი მუშაობის გამოცდილებაზე დაყრდნობით ოთხი ტრადიციული მოქმედების სწრაფ ცვლილებას გვთავაზობენ.

ნუ დაიწყებთ მომხმარებელთან უშუალო შეხების მქონე თანამშრომლებით – დარწმუნდით, რომ ამ თანამშრომლებს საკმარისი მხარდაჭერა აქვთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მომხმარებელთა მომსახურების თანამშრომლებს ყველაზე კარგად ესმით კმაყოფილი კლიენტის მნიშვნელობა; როგორც წესი, მთავარი პრობლემა ლოგისტიკაში, IT-ში, ან სხვა შიდა სამსახურში იმალება, რაც მომსახურების პერსონალის გამართულ ფუნქციონირებას უშლის ხელს და მათ საჭიროებებს არ აკმაყოფილებს. როცა საქმე ასეთ შემთხვევასთან გვაქვს, ფრონტთანამშრომლების გადამზადება არც შედეგს გამოიღებს, დროსაც დაგაკარგინებთ და მათი ფრუსტრაციის მიზეზიც გახდება. ასე რომ, ასეთ ტრენინგებს ყველა თქვენი თანამშრომელი უნდა დაესწროს. განსაკუთრებული ყურადღება კი შიდა განყოფილებების თანამშრომლებზე, სერვისის შიდა მომწოდებლებზე უნდა გაამახვილოთ.

2009 წელს ,,ნოკიასიმენსის” ქსელმა გაყიდვების წარმომადგენლებისთვის და მომსახურების თანამშრომლებისთვის გადამზადების პროგრამა დაიწყო, რომელსაც თითქმის არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. მომხმარებლების მოთხოვნილებებზე სათანადო რეაგირება დიდად იყო დამოკიდებული კომპანიის სოფთდეველოპერებსა და ქარხნის თანამშრომლებზე, რომლებიც სულაც ვერ ხედავდნენ ცვლილებების აუცილებლობას და კოლეგების მოთხოვნები უსაფუძვლოდ და უსარგებლოდ მიაჩნდათ. გავიდა რამდენიმე თვე და კომპანიამ ტრენინგში ამ თანამშრომლების ჩართვაც გადაწყვიტა. მომდევნო წლის განმავლობაში მომხმარებელში კმაყოფილების ინდექსი 20%-ით გაიზარდა.

ტრენინგის მთავარ თემად სპეციფიკურ უნარებს ან სცენარებს ნუ აქცევთ!

თანამშრომლებს „სერვისის ხელოვნების“ მნიშვნელობაზე ზოგადი ინფორმაცია მიაწოდეთ.

კომპანიები თანამშრომლების კონკრეტულ პროცედურებში დახელოვნებას ძალიან დიდ დროს უთმობენ (,,თუ მომხმარებელი გეტყვით X-ს, უპასუხეთ Y”). ამას სატელეფონო ზარების დაუსრულებელი მონიტორინგი და მისტიკური მომხმარებლების ვიზიტები მოსდევს, რაც კომპანიას დაარწმუნებს, რომ თანამშრომლები ახალ წესებს ნამდვილად ითვალისწინებენ. თუმცა, ამგავარად გაწვრთნილ თანამშრომელს სულაც არ ძალუძს მომხმარებლის რეალური საჭიროებების სრულად აღქმა.

აჯობებს, თუ თქვენი თანამშრომლები სერვისს, როგორც ერთ მთლიანს, ისე აღიქვამენ: ასწავლეთ, რომ სანამ მოქმედებაზე გადავლენ, მომხმარებლების ინტერესები უნდა შეაფასონ და გაითავისონ. საკუთარ თავს მუდმივად უნდა ეკითხებოდნენ: ვის ვუწევ მომსახურებას? რა სჭირდებათ და რას აფასებენ ყველაფერზე მეტად?

გლობალური რეცესიის პერიოდში ნაიდი რეზორტსს მავრიტანიაში სტუმრების რაოდენობა მკვეთრად შეუმცირდა. პოლ ჯონმა, რომელიც სასტუმროს დირექტორად 2010 წელს დაინიშნა, სასტუმროს რებრენდინგი დაიწყო, რის შემდეგაც მას LUX Resorts-ი დაერქვა და კრეატიულ ინდივიდუალურ სერვისზე ფოკუსირდნენ. თანამშრომლებისთვის კონკრეტული მოქმედებების გასაცნობი ტრენინგის ნაცვლად წამოიწყო სასწავლო პროგრამა, რომელიც მათ სტუმრების სურვილების ამოცნობას და გაგებას გაუადვილებდა, რაც, თავის მხრივ სერვისს გააუმჯობესებდა. ინიციატივიდან 2 წლის შემდეგ სასტუმრომ ტრიპ ედვაიზორის ქვეყნის ტოპ ათეულში გადაინაცვლა. არც ფინანსურმა შედეგმა დააყოვნა – სამი წლის შემდეგ შემოსავალიც და მოგებაც 300%-ით გაიზარდა.

არ დაიწყოთ ექსპერიმენტები

საყოველთაოდ მიღებული აზრია, რომ, თუ პილოტირებული მოქმედება გაამართლებს, მისი გავრცობა სრულ სფეროზეც ღირს. ეს თეორია მცირე ცვლილებებისთვის მართლაც შეიძლება გამოგვადგეს, მაგრამ, თუ კომპანია დიდ, ყველაფრის მომცველ ცვლილებებს გეგმავს, სწრაფად უნდა იმოქმედოს.

2012 წელს Air Mauritius თავს ვერც კი მისცემდა ცვლილებების თანდათანობით განხორციელების უფლებას: 30 მილიონიან დანაკარგს, უბადრუკ მომსახურებას და პერსონალის უარყოფით განწყობას Middle Eastern ავიახაზების კონკურენცია და არასახარბიელო გაცვლითი კურსი დაემატა. კომპანიის ახალ აღმასრულებელ დირექტორს, ანდრე ვილჟოენს მშვენივრად ესმოდა, რომ ავიახაზების მომგებიან პოზიციაში გადასვლა და მისთვის ოთხ ვარსკვლავიანი რეიტინგის დაბრუნება უმოკლეს დროში უნდა მოეხერხებინა. ტოპ მენეჯერებისთვის ლიდერობის ვორქშოპები ჩაატარა, შერჩეული თანამშრომლები ტრენერთა ტრენინგის პროგრამაში ჩართო, ხოლო ორ დღიან სერვისის პრობლემის გადაჭრის კურსს ყველა თანამშრომელი დაასწრო. ამ ყველაფრის შემდეგ ჯგუფმა ახალი მიდგომები შეიმუშავა – კვება გააუმჯობესეს, სპირტიანი სასმელები და ფრენისას გართობა დაამატეს, ბავშვებს უკეთესი პირობები შეუქმნეს და აეროპორტში ახალი ლაუნჯი გახსნეს. შედეგად, არა მხოლოდ ვილჟოენმა მიაღწია თავის მიზნებს, არამედ ავიახაზები Skytrax-ის „10 საუკეთესო გაუმჯობესებულ ავიახაზების“ სიაში მოხვდა, მომხმარებლების კმაყოფილების ინდექსი საჩივრებთან მიმართებაში 12 ფაქტორით გაიზარდა და თანამშრომლების დენადობა 5%-ზე ქვემოთ დაეცა.

შეეშვით ტრადიციულ საზომებს

მომხმარებლის კმაყოფილების ტიპური საზომებზე ფიქრის ნაცვლად, ყურადღება ახალი ტიპის სერვისების განხორციელებულ რაოდენობაზე გადაიტანეთ. ეს არ ნიშნავს, რომ ტრადიციული საზომები გამოუსადეგარია, მაგრამ, რამდენადაც „დაგვიანებული ინდიკატორებია“, სწრაფი და მკვეთრი ცვლილებებისთვის ძალისხმევა მკვეთრად შეიძლება შეანელონ.

,,ნოკია სიმენსის” ქსელი მომხმარებლის კმაყოფილებას წლების განმავლობაში 150-კითხვიანი კითხვარით იკვლევდა, რომელიც იმაზე მეტ მონაცემს აგენერირებდა, რისი გაგება და გამოყენებაც კომპანიას შეეძლო. 2010 წელს ,,ნოკია სიმენსის” ქსელი რაოდენობრივ კვლევას შეეშვა და კლიენტებს ბოლო თვის მომსახურების შესაფასებლად და სასურველის სერვისის გასარკვევად ღია კითხვებს დაუსვა. ამ ცვლილებამ თანამშრომლების ფოკუსიც შეცვალა: კმაყოფილების კონკრეტული ნიშნულის მიღწევის ნაცვლად, მომხმარებლისთვის ისეთ სერვისების შეთავაზებაზე დაიწყეს ფიქრი, რაც მათ მეტ სიამოვნებას მიანიჭებდა. ჯეფრი ბექსტედის, სერვისის გაუმჯობესების ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, „მომხმარებლის მიერ შენი მომავლის აღქმა შენს გუშინდელ შესრულებაზე ბევრად მნიშვნელოვანია“.

ამ მიდგომების მისაღწევად ძირეული ცვლილებები სულაც არ არის საჭირო. მაგალითისთვის, დისნეიში, ზაპოსში, რითზ-კარლტონში სერვისის გაუმჯობესება უკვე ყველა დონეზე ვრცელდება. ტოპმენეჯმენტის მყარი მხარდაჭერის გარეშე მსგავსი არადრადიციული მიდგომები არც იმუშავებს. „დამთხვევა ნამდვილად არ არის, რომ ყველა ამ პროექტის ინიციატორი ახალი აღმასრულებელი დირექტორია“, აღნიშნავენ უირთზი და კაუფმანი. მაგრამ, ის კომპანიები, რომლებიც სერვისის გამორჩევას ცდილობენ, იქნება ეს კონკურენციის, შეზღუდული საზღვრების თუ მომხარებლების მოლოდინების შეცვლის გამო, ამ სტრატეგიებმა ნელი, თანდათანობითი პროგრესის ნაცვლად შესაძლოა სწრაფ, მდგრად  წარმატებამდე მიიყვანოს.

 

წყარო: HBR

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 4 5 6 7 8
Page 6 of 8