close

ბიზნეს პერსონა

ბიზნეს პერსონა

PDF ფორმატის შემქმნელი და Adobe-ს თანადამფუძნებელი, ჩარლზ გესჩკე გარდაიცვალა

81 წლის ასაკში გარდაიცვალა Adobe-ს თანადამფუძნებელი და PDF ფორმატის ერთ-ერთი შემქმნელი, ჩარლზ გესჩკე. ამ სამწუხარო ინფორმაციის შესახებ Adobe-მ გვაუწყა.

“ეს დიდი დანაკლისია როგორც Adobe-სათვის, ასევე მთელი ინდუსტრიისთვის, ის იყო სამაგალითო ადამიანი და უბრლოდ გმირი ათწლეულების განმავლობაში”, — ასეთი იმეილით მიმართა Adobe-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, შანტაუ ნარაიენმა თანამშრომლებს.

როგორც ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა, ჩარლ გესჩკემ, ჯონ ვარნოკთან ერთად, შექმნა რევოლუციური პროგრამები, რომლებმაც სრულად შეცვალა ხელოვანი ადამიანების ცხოვრება და ზოგადად, საკომუნიკაციო გზები.

ჩარლზი მუდამ მიილტვოდა ინოვაციებისკენ, რამაც მას და კომპანიას საშუალება მისცა შეექმნათ ისეთი პროდუქტები, როგორიცაა Acrobat, Illustrator, Premiere Pro, Photoshop და თვით PDF ფორმატი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ბიზნეს პერსონა

შეიძლება, 1O წელში მასკმა ისე შეცვალოს მსოფლიო, ჩვენი 10-წლიანი გეგმა მთვარეზე განხორციელდეს – ჭყონია

„1O წელიწადში ილონ მასკმა შეიძლება, ისე შეცვალოს მსოფლიო, რომ ჩვენი 10-წლიანი განვითარების გეგმა მთვარეზე განხორციელდეს“, – ასე უპასუხა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ წამყვანის კითხვას, რომელიც საქართველოს განვითარების 10-წლიან გეგმას შეეხებოდა.

საქმე ისაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა განვითარების 10-წლიან სტრატეგიას მაისში წარმოადგენს. ამ მიზნით პრემიერის გუნდმა ქვეყნის განვითარებისა და რეფორმების საბჭო შექმნა. მთავრობის დადგენილებით, საბჭოში შედის მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით, საჭიროების შემთხვევაში კი რეფორმების საბჭო შექმნის სამუშაო ჯგუფებს და მოიწვევს ექსპერტებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

„დღეს, პანდემიის პირობებში, მსოფლიოში დიდ და ხანგრძლივ გეგმებს არც ერთი ბიზნესმენი არ ადგენს. დღეს იმდენად სხვა სიტუაციაა, რომ ყოველდღიური გეგმა გვჭირდება. 10-წლიანი გეგმის საბოლოო მიზანი რა გვაქვს? ანუ მე-10 წელიწადს რა გვინდა? – ამის განსაზღვრა არის მთავარი და ამ მიზანს რომ დავწერთ, მერე შეიძლება ეს მიზანი განხორციელდეს 2 წელიწადშიც, გააჩნია რა მიზანი გვაქვს; თუ 10 წლის გადავადება გინდა რაღაც მიზნისთვის, ეს სხვა თემაა. თუ მიზანი ისაა, რომ სასამართლო რეფორმა 10 წელიწადში განხორციელდეს, მაშინ დავღუპულვართ და ა.შ.“, – ამბობს ბიზნესმენი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ბიზნეს პერსონაეკონომიკამსოფლიო

Tesla-ს ელექტრომობილების ყიდვა ბიტკოინებით იქნება შესაძლებელი

Tesla-ს ელექტრომობილების ყიდვა ბიტკოინითაც იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა.

ჯერჯერობით ამის შესაძლებლობა მხოლოდ აშშ-ში მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ, თუმცა როგორც მასკი აცხადებს, წლის ბოლომდე ბიტკოინით ელექტრომობილების ყიდვას სხვა ქვეყნებში მყოფი კლიენტებიც შეძლებენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ბიზნეს პერსონაემიგრანტისაქართველო

“ჩემს თაიგულებში ხშირად იპოვით ქართულ გავლენას” – საფრანგეთში მოღვაწე ფლორისტის ისტორია

თანამედროვე მსოფლიოში ფლორისტიკა  ნამდვილი ხელოვნებაა, რომელიც, ხელოვნების ნიმუშების შექმნასთან ერთად, ადამიანთა გულებს ავსებს  წარმოუდგენელი ინსპირაციით.

არც ერთი ღონისძიება სრულყოფილი არ არის ფლორისტის მომსახურების გარეშე: თაიგულის შედგენა, დარბაზის გაფორმება, ყვავილების თაღის შექმნა, საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობაა.

ამ პროფესიის ადამიანები ამშვენებენ არა მხოლოდ ზეიმებს და დღესასწაულებს, არამედ ისინი ყოველდღიურ ცხოვრებას ბევრად ლამაზს ხდიან.

ყვავილების ჰარმონიულად შედგენილი კომპოზიციიდან, პარკში ლამაზი ლანდშაფტით დამთავრებული ყოველივე ფლორისტების ნამუშევარია.

Doctrina.ge-ს  რესპოდენტი გახლავთ, 21 წლის ემიგრანტი,  ბექა ცერცვაძე . რომელიც საფრანგეთში, კერძოდ, პარიზში მოღვაწეობს და საკმაოდ წარმატებული ფლორისტია.

როდის დაიწყეთ ფლორისტობა?

ფლორისტობა 2019 წლის გაზაფხულზე დავიწყე. აქ როცა სასწავლებელში ხარ, ამავდროულად შეგიძლია შენივე განხრით დასაქმდე.

ფლორისტი რომ გახდე, საჭიროა თუ არა სპეციალური ცოდნა და უნარები ამ სფეროში?

ფლორისტი რომ გახდე, მხოლოდ სასწავლებელში მიღებული ცოდნა არამგონია საკმარისი იყოს. აუცილებელია, მცენარეებთან და ყვავილებთან ურთიერთობა სიამოვნებას განიჭებდეს და უფრო შენი შინაგანი სამყაროდან მოდიოდეს. მგონია, რომ ესთეტიზმი ბავშვობიდანვე მოგყვება. ფერების შეხამება და ყვავილების ერთმანეთთან ჰარმონიზება ყველანაირი ცოდნის გარეშეც შეიძლება. სასწავლებელში უფრო მეტად ტექნიკურ მხარეს სწავლობ, დანარჩენი კი თავად ფლორისტის ხელშია.

როგორია თქვენი ცხოვრების ისტორია?

ვიდრე საფრანგეთში წავიდოდი, საქართველოს უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის მიმართულებაზე ვსწავლობდი. 2018 წელს წამოვედი პარიზში, საქართველოში მალევე დაბრუნების იმედით, თუმცა იმდენად შემაყვარა ამ ქალაქმა თავი, რომ გადავწყვიტე დავრჩენილიყავი და რამე შემეცვალა ცხოვრებაში

რამ გიბიძგათ წამოგეწყოთ ის საქმე, რომელსაც თქვენ უკვე წარმატებით ახორციელებთ? რა იყო თქვენი მოტივაცია?

ჩემი ძირითადი მოტივაცია გახლდათ სურვილი იმისა,რომ ვყოფილიყავი ბუნებასთან კონტაქტში ყოველდღიურად, თან ძალიან საინტერესოა ყვავილებთან მუშაობა, უამრავი რამის გაკეთება შეიძლება, უსასრულოა იდეები, არასდროს ილევა ! ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის არის,  რომ როდესაც რაიმე ყვავილების კომპოზიციას ქმნი, იცი რომ რამდენიმე დღეში დაჭკნება და იგივე ეფექტი აღარ ექნება, ეს არ არის ნახატი, რომელიც ყოველთვის დაგვრჩება. ამიტომ ისევ გიჩნდება სურვილი სხვადასხვა კომპოზიციის შექმნისა, რომლითაც შეგიძლია რამდენიმე დღე მაქსიმალურად ისიამოვნო

მოკლედ აღწერეთ თქვენი პირველი ნაბიჯები წარმატების გზაზე, ძირითადად რა სახის დაბრკოლებებს აწყდებოდით?

საფრანგეთში ყვავილები ძალიან მნიშვნელოვანია. ხალხი მათ ხელოვნების კუთხით უყურებს. თაიგულისა და ლარნაკის შეხამებაც ძალიან მნიშვნელოვანია, საფრანგეთს დიდი ისტორია აქვს ამ მხრივ. არსებობს მრავალი სახეობის ლარნაკი, თავისივე დიადი ისტორიებითა და ეპოქით. ჩემი დაბრკოლება წარმატების გზაზე სწორედ ის იყო, რომ ლარნაკების სახეობებსა და ისტორიებში ვერ ვერკვეოდი, მაგრამ ახლა ეს უკვე გამოცდილების ნაწილია.

რა არის ის ყველაზე დიდი შიში, რომელიც დაგიძლევიათ?

შიშად რაც შეიძლება მივიჩნიო, ეს იყო ჩემი ასაკი. ზოგადად, როცა რთულ საქმეს ეჭიდები, ხალხმა შეიძლება სკეპტიკურად შემოგხედოს, სანამ უშუალოდ შედეგს ნახავენ. ასევე მეგონა ,რომ ფრანგების გვერდით ადგილის პოვნა გამიჭირდებოდა, თუმცა პირიქით, გამიადვილდა. ქართული კულტურა და ხედვა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მათთვის და მომცა სტიმული, რომ ქართული კულტურა ფრანგულთან შემერწყა. ამის გამოა, რომ ჩემს თაიგულებშიც ხშირად იპოვით ყურძნის მტევნებსა და ტოტებს.

როგორც ცნობილია, თქვენ საკმაოდ წარმატებულად უძღვებით თქვენს საქმეს. აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ, რა არის თქვენთვის წარმატება?

ჩემთვის წარმატებად ითვლება ის, როდესაც მიხვდები , რომ ბედნიერი ხარ იმ საქმით, რასაც აკეთებ და უდიდეს სიამოვნებას განიჭებს ყოველ დილით სამსახურში წასვლა.

როგორც ვიცი საზღვარგარეთ მოღვაწეობთ. ხომ არ ფიქრობთ სამშობლოში დაბრუნებას და საკუთარი საქმიანობის საქართველოში გაგრძელებას?

ამ ეტაპზე ძალინ რთულია ამაზე ფიქრი მაგრამ ვიცი რომ აუცილებლად დავბრუნდები ერთ დღეს რომ საქართველოშიც ჩემოვიტანო ჩემი პატარა გამოცდილება!

რას ურჩევდით მათ, ვისაც  წარმატების მიღწევა სურს?

ვურჩევდი, რომ არასდროს დანებდნენ, დაიჯერონ, რომ აუცილებლად აიხდენენ ყველა ოცნებას. მიყვნენ ბოლომდე თავიანთ სურვილებს და აუცილებლად აღმოაჩენენ ადგილს, სადაც თავს წარმატებულად იგრძნობენ. მე ძალიან ცელქი ვიყავი და ხშირად მეუბნებოდნენ , რომ უაზროდ ვოცნებობდი და სერიოზულად უნდა დამეწყო ფიქრი ჩემს მომავალზე, იმიტომ, რომ თითქოს არაფერი გამომივიდოდა, ჩემი ოცნებები სხვებისთვის ძალიან არარეალურად ჟღერდა.“

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნეს პერსონადედამიწამსოფლიო

ბილ გეითსი ორი საფრთხის შესახებ საუბრობს, რომლის წინაშე კაცობრიობა პანდემიის შემდეგ დადგება

Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეითსი მიიჩნევს, რომ პანდემიის შემდეგ კაცობრიობა კლიმატის ცვლილებისა და ბიოტერორიზმის საფრთხის წინაშე დადგება. ამის შესახებ ბილ გეითსმა YouTube-ის არხ Veritasium-თან ინტერვიუში განაცხადა.

ფილანტროპის თქმით, კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი საფრთხეა, რომლისთვისაც მსოფლიო მზად არ არის.

„ერთ-ერთი ასეთი საფრთხე კლიმატის ცვლილებაა, რის გამოც, მსოფლიოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველწლიურად გაიზრდება“, – აღნიშნა ბილ გეითსმა.

Microsoft-ის დამფუძნებელმა ასევე ისაუბრა მეორე საფრთხეზე, რომლის წინაშე კაცობრიობა დადგება, კერძოდ, ბიოტერორიზმზე.

„ვისაც ზიანის მიყენება სურს, შეუძლია ვირუსი შექმნას. ეს კი ნიშნავს, რომ ამ მოვლენის წინაშე აღმოჩენის ალბათობა გაცილებით დიდია, ვიდრე ბუნებრივი ეპიდემიის წინაშე“, – განაცხადა ბილ გეითსმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნეს პერსონა

მარკ ცუკერბერგი ოფისებში მუშაობის მოდელს შეცვლის

სოციალური ქსელი Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ტრადიციულ ოფისებში მუშაობის მოდელს ცვლის. ამის შესახებ Independent წერს.

გამოცემის ცნობით, ცუკერბერგი აცხადებს, რომ თანამშრომლები ოფისებში დისტანციურად იმუშავებენ, ხოლო სამუშაო ადგილზე ყოფნას ვირტუალური და დამატებითი რეალობის (VR და AR) დახმარებით შეძლებენ.

ცუკერბერგის კომპანია ამ ტექნოლოგიაზე გადასვლას 4-5 წელიწადში აპირებს. მისი თქმით, ახალი ტექნოლოგიის დანერგვის შედეგად თანამშრომლების შრომის ნაყოფიერება გაიზრდება, ჰაერში კი მავნე ნივთიერებების გატყორცნის მაჩვენებელი დაიკლებს.

ცუკერბერგი გეგმავს, რომ მომდევნო 10 წლის მანძილზე კომპანიის ნახევარი ახალი ტექნოლოგიებით მუშაობის ფორმატზე გადაეწყოს

ამ დროისთვის, Facebook Reality Labs ქმნის მოწყობილობას, რომელიც კავშირის დამყარებას ვირტუალური რეალობის დახმარებით შეძლებს. მთავარი პრობლემა კი ამ ტექნოლოგიებში ისაა, რომ მომხმარებელს სპეციალური სათვალე დასჭირდება, რომელსაც მძიმე ჩარჩო აქვს. ახლა ტექნოლოგები მცირე ზომის დანადგარის შექმნაზე მუშაობენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნეს პერსონა

Forbes-მა აშშ-ის ყველაზე გულუხვი მილიარდერები დაასახელა

Forbes-მა აშშ-ის ყველაზე გულუხვი მილიარდერების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც სიცოცხლის განმავლობაში ქველმოქმედებაზე დახარჯულ თანხაზე დაყრდნობით შეადგინა.

გამოცემის ინფორმაციით, სიის სათავეში ინვესტორი უორენ ბაფეტი აღმოჩნდა, რომელმაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ქველმოქმედებისთვის $42.8 მილიარდი გაიღო. თანხის უდიდესი ნაწილი ჯანდაცვის განვითარებასა და სიღარიბესთან ბრძოლას ხმარდება. 2010 წელს ბიზნესმენმა თავისი ქონება 5 საქველმოქმედო ფონდს გადასცა.

რეიტინგის მეორე ადგილზე Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი და მისი მეუღლე მელინდა არიან. წყვილმა, რომლის ქონებაც $120,7 მილიარდად ფასდება, ქველმოქმედებაზე $29,8 მილიარდი დახარჯა.

მესამე ადგილზე კი ფინანსისტი ჯორჯ სოროსია, რომელმაც Forbes-ის მონაცემებით, წლების განმავლობაში ქველმოქმედებისთვის $16,8 გაიღო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნეს პერსონა

ილონ მასკი მარსზე დასახლების შესაქმნელად ქონებას ყიდის

კომპანია SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, საკუთარ ქონებას ყიდის. მისი მიზანია მარსზე დასახლებების შექმნა. ამის შესახებ Business Insider წერს.

გამოცემის ცნობით, ილონ მასკის განცხადებით, მარსის განაშენიანებას სოლიდური ინვესტიციები სჭირდება, ამიტომ ეს ერთ-ერთი მიზეზია, რისთვისაც ქონებას ყიდის.

„მე არ მაქვს კომპანიის აქციებზე უფრო ძვირფასი ქონება. თუ საჭირო გახდა დაძაბული ვითარების გამო ან ოფისში ან საწარმოში დავიძინებ“, – აცხადებს Business Insider-თანსაუბრისას ილონ მასკი.

2020 წლის ბოლოს მასკმა მარსის განაშენიანების გეგმების შესახებ განაცხადა. კერძოდ, ის აპირებს ავტონომიური ქალაქის მშენებლობას. 2050 წელს ბიზნესმენი მარსზე 1 000 000 ადამიანის გაგზავნას აპირებს.

SpaceX-სა და Tesla-ს დამაარსებელი, ილონ მასკი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC-ი ავრცელებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნეს პერსონა

თემურ ჭყონია: პური ქვეყნის გადარჩენის სიმბოლოდ აქციეს – ეს კატასტროფაა

ბიზნესმენი თემურ ჭყონია სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა დარგის სუბსიდირების მიზანშეწონილობაზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს. მისი განმარტებით, ღარიბ ქვეყანაში სუბსიდირება არ უნდა ხდებოდეს.

მისი განცხადებით, როდესაც საუბარია შეღავათებზე, ეს არის ძველი და ჩამორჩენილი აზროვნების შედეგი.

„ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სუბსიდირება და შეღავათი არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ უნდა გვქონდეს სწორი, მკაცრი ფორმულირება ყველაფერზე და არა მლიქვნელური, სუბსიდირება უნდა მოეხდინათ ფასების ზრდის დროს და არა ერთეულებზე,“-აცხადებს ჭყონია.

ბიზნესმენი მთავრობის მიერ პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირების საკითხს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მთავრობას ამ მხრივ არასწორი პოლიტიკა აქვს.

„პური აქციეს გადარჩენის სიმბოლოდ. ოღონდ პური არ გაძვირდეს – ეს სიღარიბის მაჩვენებელია. პური ყოფილა გადამწყვეტი, ერთადერთი პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობის, ენერგიის, გამრავლების. სიჯანსაღის სიმბოლო ყოფილა. პური თუ გაქვს მრავლდები, ჯანმრთელი ხარ, ბედნიერი ხარ, ცოლი მოგყავს, ქორწილებს იხდი. პური გახადეს ქვეყნის სიმბოლოდ. ამხელა აგიტაცია მიდის, რომ მთავარია პური არ გაძვირდეს. რა არის ეს, რა მიდგომაა? კარაქი არ შეიძლება პურს ხანდახან გადავუსვათ? ან თაფლი, ან ყველი და პური რომ იყოს ერთად არ შეიძლება? პურს არაფერი სჭირდება? ეს არის კატასტროფა, როდესაც სახელმწიფოს უზარმაზარი მახინა, სადაც ეკონომისტები არიან, ფიქრობენ იმაზე, რომ პური არ გაძვირდეს. პური გახადეს სიმბოლო ჩვენი ქვეყნის გადარჩენის,“ – აცხადებს ჭყონია.

შეგახსნებეთ, 2020 წლის ბოლოსთვის მთავრობამ პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირება დაიწყო. პროგრამა 4 თვის განმავლობაში, 31 მარტამდე გაგრძელდება. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება. შემდგომი გადაწყვეტილების მიღება კი გლობალურ ბაზრებზე ხორბლის ფასების დაკვირვების შედეგად იქნება მიღებული.

პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების ბიუჯეტი ათი მილიონი ლარია.პროგრამისთვის თვეში დაახლოებით 2-2.5 მლნ ლარი დაიხარჯება.

business-partner.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნეს პერსონა

Bloomberg: ილონ მასკი პლანეტის უმდიდრესი ადამიანია – მისი ქონება $188,500,000,000 დოლარია

Bloomberg-ის ცნობით, Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი დღეს პლანეტის უმდიდრესი ადამიანი გახდა და ამჟამად მისი ქონება $188.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. მასკმა პირველ ადგილზე გადაინაცვლა, რაც მისმა ქონებამ “ამაზონის” დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონებას გადააჭარბა. ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტულს 2017 წლის ოქტომბრიდან იკავებდა.

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში დაწინაურება დღევანდელი დღის განმავლობაში Tesla-ს აქციების ღირებულების 4.8%-ით ზრდამ განაპირობა.

არსებული მდგომარეობით, მასკის ქონება ჯეფ ბეზოსის აქტივების ღირებულებას $1.5 მილიარდი დოლარით აჭარბებს.

ილონ მასკის ქონება 2020 წლის განმავლობაში $150 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც გასული წლის განმავლობაში Tesla-ს აქციების ღირებულების 743%-იანმა ზრდამ განაპირობა. 2020 წლის ბოლოს Tesla S&P 500-ის ინდექსშიც შევიდა, რამაც კომპანიის აქციების ფასი კიდევ გაზარდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3
Page 2 of 3