close

ეკოლოგია

დედამიწაეკოლოგიაკვლევებიმსოფლიო

დედამიწაზე მასობრივი გადაშენება მიმდინარეობს, რომელიც მთელ სახეობებს სამუდამოდ სპობს — მეცნიერები გვაფრთხილებენ

ადამიანის მოქმედებას ისეთივე სასიკვდილო ეფექტი აქვს პლანეტაზე არსებული სიცოცხლისთვის, როგორიც მილიონობით წლის წინ იმ ასტეროიდს ჰქონდა, რომელმაც დინოზავრები და სხვა მრავალი სახეობა მოსპო. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

სრულად :

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

აღმოაჩინეს მიკრობები, რომლებსაც დაბალ ტემპერატურაზე პლასტმასის მონელების უნარი აქვთ

შვეიცარიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინესმიკრობები, რომლებსაც დაბალ ტემპერატურაზე პლასტმასის მონელების უნარი აქვთ.

აქამდე აღმოჩენილ მიკროორგანიზმებს ამ ფუნქციის შესრულება 30°C ტემპერატურიდან შეეძლოთ, რაც მეთოდს ძვირადღირებულსა და არაეკოლოგიურს ხდიდა, რადგან გათბობაზე დიდი რაოდენობით ენერგია იხარჯებოდა. ახალი მიგნება პლასტმასის გადამუშავებას 15°C-ზე იწყებს.

მეცნიერებმა ცდები 19 სახეობის ბაქტერიასა და 15-მდე სოკოზე ჩაატარეს. 126-დღიანი კვლევის შემდეგ ვერცერთმა მიკროორგანიზმმა პოლიეთილენის მონელება ვერ შეძლო, თუმცა მათმა 56%-მა წარმატებით გადაამუშავა პოლიურეთანი და ზოგიერთი პლასტმასის ნარევი.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწაეკოლოგია

ბიოლოგებმა გაარკვიეს, რა ეხმარება გადარჩენაში ერთადერთ მწერს ანტარქტიდაში

ენდემური უფრთო კოღო Belgica antarctica ადაპტირდა ანტარქტიდის ცივი სამყაროს ექსტრემალურ პირობებთან და მეცნიერებს კრიოკონსერვაციის (უჯრედებისა და ქსოვილების გაყინვას და შემდეგ შენახვას თხევად აზოტში) მეთოდების უკეთ შესწავლაში დაეხმარა.

იაპონელმა მკვლევრებმა კოღოს ამ სახეობის ადაპტაციის უნიკალურ მექანიზმს მიაგნეს. კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ მთელი მათი ორწლიანი სიცოცხლის ციკლის დროს, ერთ წელს სიმშვიდის რეჟიმში ატარებენ, მეორე კი – დიაპაუზაში (სვენების პერიოდი განვითარებაში, რასაც თან სდევს ნივთიერებათა ცვლის მკვეთრი დაქვეითება).

სიმშვიდის რეჟიმი – დროებითი პაუზაა ორგანიზმის განვითარებაში არასასურველ პირობებში. როდესაც ტემპერატურა მატულობს, ის ზრდას განაგრძობს. დიაპაუზა კი უფრო რთული მექანიზმია და უმოქმედობის აუცილებელ პერიოდად ითვლება, აღნიშნავენ მეცნიერები.

„ჩვენ დავადგინეთ, რომ აუცილებელი დიაპაუზა ზამთარში დაბალი ტემპერატურის დასრულებისთანავე მთავრდება, ასე რომ კოღოს მატლები ერთდროულად იზრდებიან“, – განაცხადა პროფესორმა შინ გოტომ.

ეს კვლევა მეცნიერებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ის მათ კრიოკონსერვაციის ახალი მეთოდების დადგენაში და ადაპტაციის მექანიზმების უკეთ გაგებაში დაეხმარება, რაც მნიშვნელოვანია დიდხნიანი კოსმოსური მისიების შესრულებისთვის და ბიოლოგიური ნიმუშების შენახვისთვის.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

მეცნიერები დედამიწაზე ჟანგბადის დონის მკვეთრი დაცემის სავარაუდო თარიღს ასახელებენ

დღეს დედამიწა მილიონობით ცოცხალი ორგანიზმისთვის სიცოცხლისთვის კომფორტულ გარემოდ რჩება, თუმცა იაპონელი მეცნიერის კაზუმი ოზაკის (ტოჰოს უნივერსიტეტი) და მისი ამერიკელი კოლეგის კრის რაინჰარდის (ჯორჯიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი) აზრით, მილიარდი წლის შემდეგ, პლანეტაზე სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება.

მათ ნაშრომში, რომელიც Nature Geoscience-შია გამოქვეყნებული აღნიშნულია, რომ ჟანგბადის დონე მკვეთრად დაიწევს, ატმოსფერო კი გაივსება მეთანით. ამგვარად, პირობები დედამიწაზე იქნება ისეთივე, როგორც 2,4 მილიარდი წლის წინ იყო, როდესაც ე. წ. ჟანგბადის დიდი კატასტროფა (GOE) მოხდა.

მეცნიერებმა შეიმუშავეს მოდელი, რომელიც განსაზღვრავს მზის სიმკვეთრის ცვლილებას და ნახშირორჟანგის დონის დაწევას. მათი გამოთვლებით, მზის რადიაციის მომატება ნახშირორჟანგის გადაგვარებას, დაშლას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ ფოტოსინთეზირებად ორგანიზმებს მასობრივად შეამცირებს – ისინი კი ჟანგბადის მთავარ წყაროდ ითვლებიან.

„ჟანგბადის დონის ვარდნა კოლოსალური იქნება – დაახლოებით მილიონჯერ ნაკლები, ვიდრე ახლანდელი მაჩვენებლებია“, – განაცხადა რაინჰარდმა.

ეს პროცესი ცოცხალ ორგანიზმებს გაანადგურებს. გადარჩენას მხოლოდ ანაერობული ორგანიზმები შეძლებენ, რომლებსაც არსებობისთვის ჟანგბადი არ სჭირდებათ.

კაზუმი ოზაკი თვლის, რომ მომავალში დედამიწაზე იქნება მეთანის მაღალი დონე, ნახშირჟანგის მინიმალური დონით. მისი აზრით, დედამიწას ასევე არ ექნება ოზონის ხვრელი.

კვლევა ასევე მთლიანად ცვლის იმ მიდგომებს, რომლებიც თანამედროვე მეცნიერებს დედამიწის მიღმა არსებულ სიცოცხლესთან დაკავშირებით აქვთ. თუ ჟანგბადი პლანეტების ევოლუციის პროცესში დროებითი ელემენტია და არა მუდმივი ნიშანი, მაშინ მეცნიერებს მოუწევთ ეძებონ ალტერნატიული ბიომარკერები, რათა აღმოაჩინონ პოტენციური, სიცოცხლისთვის გამოსადეგი ადგილები მზის სისტემის მიღმა. ამისთვის კი, მეცნიერების აზრით, კაცობრიობას ერთი მილიარდი წელი აქვს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკოლოგიაკვლევები

ატლანტის ოკეანის მთავარი დინება კოლაფსის ზღვარზეა – ახალი კვლევა

შარშან გამოქვეყნებული ერთი შემაშფოთებელი კვლევა მიუთითებდა, რომ დედამიწის მთავარი ოკეანური დინება კოლაფსისკენ მიემართებოდა. სამწუხაროდ, ახალი მონაცემები ამ მოსაზრებას ამყარებს.

„ტემპერატურის, ზღვის დონისა და ნალექების ცვლილება მწვავედ მოქმედებს საზოგადოებაზე და კლიმატური ცვლილებები შეუჩერებელია ადამიანის დროის სკალაზე“, — წერენ ახალი კვლევის ავტორები The Conversation-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

ნამდვილად საშინელი პერსპექტივაა. ახალი კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ადრეული გაფრთხილების სისტემაა, რაც უტრეხტის უნივერსიტეტის ოკეანოგრაფმა რენე ფონ ვესტენმა და მისმა კოლეგებმა გამოავლინეს.

მომავლის ამ სცენარმა მსოფლიო შეიძლება სულ მცირე გარკვეულწილად მაინც მოამზადოს.

„შევიმუშავეთ ფიზიკაზე დაფუძნებული და დაკვირვებადი ადრეული გამაფრთხილებელი სიგნალი, რომელიც მოიცავს მარილიანობის გადატანას ატლანტის ოკეანის სამხრეთ საზღვართან“, — წერენ მკვლევრები.

ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაცია (AMOC) ოკეანის დინებათა ვრცელი სისტემაა, რომელსაც თბილი, მლაშე წყალი ჩრდილოეთით გადააქვს. გზადაგზა ეს წყალი ცივდება და მკვრივდება. შემდეგ ცივი წყალი დაბლა მიდის და იქ არსებული წყალი ზედაპირზე ამოდის; ასე იქმნება ცირკულირების სისტემა, რომელიც შემდეგ კვლავ სამხრეთისკენ მიემართება.

შუა 1900-იანი წლებიდან, AMOC-ი მნიშვნელოვნად ნელდება.

მყინვარების დნობისა და წვიმების გახშირების გამო, ოკეანეში უფრო მეტი მტკნარი წყალი ჩაედინება, ზღვის წყალში მარილის კონცენტრაცია ეცემა და მლაშე წყლის სიმკვრივე იკლებს, რაც წყლის ჩაძირვის პროცესს შლის და ასუსტებს მთლიან ფიზიკურ ციკლს.

ამჯერად, ოკეანის სისტემების მოდელირებით, ფონ ვესტენმა და მისმა კოლეგებმა მიაგნეს გზას, რომლითაც დააფიქსირებენ, როდის მიუახლოვდება AMOC-ი გარდამტეხ წერტილს: შემცირდება მარილიანობა ატლანტიკის ყველაზე სამხრეთ საზღვარზე.

„მას შემდეგ, რაც ზღვარს მიაღწევს, გარდამტეხი წერტილი სავარაუდოდ ერთიდან ოთხ ათწლეულამდე პერიოდში დადგება“, — წერენ ავტორები.

AMOC-ს პირდაპირ მხოლოდ 2024 წლიდან მეთვალყურეობენ; შესაბამისად, ეს დრო საკმარისი არ არის დინების შენელების ტენდენციის სრული ტრაექტორიის დასადგენად. შედეგად, ცოდნის შესავსებად, მეცნიერები არაპირდაპირ ინდიკატორებს იყენებენ, მაგალითად, მარილიანობის დონეს.

ფონ ვესტენსა და მის ჯგუფს ჯერ ყველა ფაქტორი არ გაუერთიანებიათ, რათა ზუსტად იწინასწარმეტყველონ, როდის მოხდება AMOC-ის კოლაფსი, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ეს კატასტროფული მომენტი იმაზე გაცილებით ახლოსაა, ვიდრე მრავალი ამჟამინდელი სიმულაცია მიუთითებს.

ახალი მოდელირება თავად მტკნარი წყლით გამოწვეულ გარდამტეხ წერტილს იკვლევს და არ ცდილობს მისი დროის ქრონოლოგიის პროგნოზს. თუმცა, მიღებული მონაცემები მიუთითებს, რომ AMOC-ი გაცილებით მეტად მგრძნობიარეა ცვლილებებისადმი, ვიდრე ამას მრავალი კლიმატური მოდელი მიუთითებს.

„ახალი კვლევა ადასტურებს წარსულის შიშებს იმის შესახებ, რომ კლიმატური მოდელები სისტემატურად, სათანადოდ ვერ აფასებს AMOC-ის სტაბილურობას“, — ამბობს პოტსდამის უნივერსიტეტის კლიმატოლოგი სტეფან რაჰმსტორფი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.

AMOC-ი დედამიწის კლიმატზე დიდად ზემოქმედებს და შესაბამისად, ის ის ერთ-ერთი გარდამტეხი ელემენტია დედამიწის კლიმატის სისტემაში, რომელიც მეცნიერებს ასე აშფოთებთ. AMOC-ის კოლაფსი ციკლურად ხდება მილიონობით-წლიან მასშტაბებში; წარსულის შემთხვევებზე დაყრდნობით, ვიცით, რომ ამ დროს არქტიკა სამხრეთით ივრცობა და ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში ტემპერატურის 15 °C-მდე კლებას იწვევს, აფერხებს ტროპიკულ მუსონებს და სამხრეთ ნახევარსფეროს კიდევ უფრო აცხელებს.

რეაქციათა ჯაჭვი, რომელიც ამას მოჰყვება, მკაცრად იმოქმედებს მთლიან ეკოსისტემაზე და სურსათის გლობალურ უსაფრთხოებაზე.

მომზადებულია The Conversation-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგია

შენობა-ნაგებობების სიმძიმის გამო ნიუ-იორკი იძირება — კვლევა

ახალი ნაშრომის თანახმად, შენობა-ნაგებობების გამო ნიუ-იორკის ქვეშ არსებული ხმელეთი იძირება. გამოცემაში Earth’s Future გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ქალაქის გეოლოგია და სატელიტური მონაცემები შეადარეს ერთმანეთს და აღნიშნულ დასკვნამდე მივიდნენ.

ტექნიკურად ამ მოვლენას ნიადაგის დაჯდომას უწოდებენ. ეს დედამიწის ზედაპირის თანდათანობით ან უცაბედ დაწევას გულისხმობს და რბილი დანალექი ქანების მოძრაობისა თუ სიმძიმის ზეწოლის შედეგად ხდება. ნიადაგის დაჯდომას ბევრი მიზეზი აქვს, თუმცა თავად ქალაქების წონას იშვიათად იკვლევენ.

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნიუ-იორკი წელიწადში 1-2 მილიმეტრით ქვემოთ იწევს, ზოგიერთ ადგილას კი — უფრო მეტადაც. ქალაქისათვის, რომელსაც ზღვის დონის მატება და წყალდიდობები ისედაც უქმნიდა საფრთხეს, ეს დამატებითი პრობლემაა.

მკვლევრებმა ქალაქის ნაგებობების ჯამური მასა გამოთვალეს, რომელიც დაახლოებით 764 ათას ტონას უდრის. მათ გრავიტაციის გავლენაც გაითვალისწინეს და შეაფასეს, რა ძალით აწვება შენობები ხმელეთს. საგულისხმოა, რომ გამოთვლები მხოლოდ შენობებისა და მათი შიგთავსის მასებს მოიცავს და არა ქალაქის მოკირწყლული ნაწილის.

მეცნიერებმა ნიუ-იორკის კომპლექსური გეოლოგიაც გაითვალისწინეს, მათ შორის: ქვიშა, შლამი, თიხა და ქვენაფენი ქანების გაშიშვლებაც. დადგინდა, რომ თიხით მდიდარ და ხელოვნურად შევსებულ მიწას დაჯდომა განსაკუთრებით ემუქრება, ქვენაფენ ქანებს კი — შედარებით ნაკლებად.

ეს გამოთვლები მეცნიერებმა შემდგომში სატელიტურ მონაცემებს დაადარეს და ნიადაგის დაჯდომის ხარისხი შეაფასეს.

საბოლოო ჯამში, ავტორები გვაფრთხილებენ, რომ ურბანიზაციის გაძლიერებამ, შესაძლოა, ნიუ-იორკის ეს პრობლემა კიდევ უფრო გაამძაფროს.

საგულისხმოა, რომ ნიუ-იორკი ერთადერთი ქალაქი არაა, რომელსაც ნიადაგის დაჯდომის პრობლემა აქვს. ჯაკარტა, ინდონეზიის დედაქალაქი, გრუნტის წყლის ამოღების გამო ყოველწლიურად 11 სანტიმეტრით ქვემოთ იწევს. შესაძლოა, 2050 წლისთვის ქალაქის მეოთხედი წყალქვეშ მოექცეს, რაც დაახლოებით 30 მილიონ მაცხოვრებელს დააზარალებს.

მსგავსი პრობლემა აქვს ნიუ-ჯერსისაც.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიამსოფლიო

ჯანმო – ჰაერის დაბინძურება წელიწადში 7 მილიონ ნაადრევ სიკვდილს იწვევს

ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, ჰაერის დაბინძურება წელიწადში 7 მილიონ ნაადრევ სიკვდილს იწვევს.

ამ ფაქტის გამო ორგანიზაციამ, 2005 წლის შემდეგ პირველად, ჰაერის ხარისხთან დაკავშირებული გაიდლაინებიგაამკაცრა.

ჯანმო -ს ახალი გაიდლაინები შეიცავსრეკომენდაციებს ექვსდამაბინძურებელთან,  ოზონთან, აზოტისდიოქსიდთან, გოგირდის დიოქსიდთან, ნახშირორჟანგთან, ასევე PM10-სა დაPM2.5-თან დაკავშირებით.

PM10-სა და PM2.5-ს შეუძლიათ, ღრმადშეაღწიო ფილტვებში, მაგრამ კვლევამაჩვენა, რომ PM2.5 შეიძლება სისხლშიც კიშევიდეს, რაც, პირველ რიგში, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი გზებისპრობლემებს იწვევს. საპასუხოდ, ჯანმო-მ PM2.5-ის დასაშვები დონე გაანახევრა. კერძოდ, ახალი შეზღუდვების თანახმად, PM2.5– ის საშუალო წლიური კონცენტრაცია ყოველ კუბურ მეტრზე 5 მიკროგრამს არ უნდა აღემატებოდეს. 2005 წლის რეკომენდაციებით კი საშუალო წლიური ლიმიტი 10 მიკროგრამი იყო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ჰაერის დაბინძურებამ ბავშვებში შეიძლება ფილტვის ფუნქციისგაუარესება, რესპირატორულინფექციები და გამწვავებულ ასთმაგამოიწვიოს. მოზრდილებში კი გულისკორონარული დაავადება და ინსულტიჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული ნაადრევი სიკვდილისყველაზე გავრცელებული მიზეზები.

წყარო : Reuters

 ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიამსოფლიო

მეცნიერებმა ოკეანის ფსკერის ქვეშ მდიდარი ეკოსისტემა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ცოცხალ არსებებს მიაკვლიეს ოკეანის ფსკერის ქვეშ, სადაც ჰიდროთერმული არხების სისტემაა. ეს ადასტურებს, რომ დედამიწის ქერქის ასეთ არეალებში არა მხოლოდ მიკრობები, არამედ უფრო რთული ორგანიზმებიც არსებობენ.

სპეციალისტებმა ეს რეგიონი დისტანციურად მართვადი აპარატებით შეისწავლეს. კერძოდ, ინფორმაცია აღმოსავლეთ წყნაროკეანური შემაღლების მიმდებარედ შეაგროვეს, სადაც ორი ტექტონიკური ფილის თანხვედრაა. მათ იმის გაგება სურდათ, თუ როგორ ხვდება ლარვა ფსკერზე, მაგრამ მის ქვეშ არსებულ ჰიდროთერმულ ჩაღრმავებებში, წყალქვეშ 2 500 მეტრ სიღრმეში, მოულოდნელად რთულ ორგანიზმებს გადააწყდნენ.

ამ ქანებში უხერხემლოთა ჯგუფში შემავალი რიფტია, იგივე Riftia pachyptila, აღმოაჩინეს, რომელიც სიგრძეში 3 მეტრამდე იზრდება. დააფიქსირეს მოძრავი ცხოველებიც, როგორიცაა ლოკოკინა, მოლუსკი და სხვადასხვა ტიპის ჭიები.

ფსკერის ზედაპირქვეშა ღრმულში არსებული გარემო და ცოცხალი ორგანიზმები.

ფოტო: Schmidt Ocean Institute

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ჰიდროთერმულ სისტემაში ლარვა ჰიდროთერმულ არხებში არსებული სითხიდან მოხვდა. თუ ეს მართლაც ასეა, გამოდის, რომ ოკეანური, ფსკერისა და ზედაპირქვეშა ეკოსისტემები ერთმანეთთან კავშირშია.

ავტორები ამბობენ, რომ შესაძლებელია, ფსკერის ქვეშ ასეთი სიცოცხლე გავრცელებული იყოს, თუმცა მათ მხოლოდ მცირე არეალი შეისწავლეს. მათი აზრით, ეს მხოლოდ კვლევის დასაწყისია და წინ ბევრი აღმოჩენა გველის.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

ანტარქტიდაზე ყინულის დნობამ შეიძლება მალული ვულკანები გააღვიძოს

დასავლეთ ანტარქტიდის ყინულოვანი უდაბნოს სიღრმეში მალულ საფრთხეს სძინავს.

1-2 კმ სისქის მასიური ყინულის ქვეშ, წყვდიადში იმალება აქტიური ვულკანური რიფტი.

თუკი ყინულის საფარი საკმარისად გადნება, დედამიწის ქერქში და მასში მოქცეული მაგმის კამერის დაძაბულობისა და წნევის ცვლილებამ შეიძლება წარმოქმნას ვულკანიზმის უკუკავშირის მარყუჟი, რომელიც ყინულის დნობას აჩქარებს და შედეგად, მსოფლიოს პრობლემები გაუჩნდეს.

ბოლო წლებში მტკივნეულად აშკარა გახდა, რომ დედამიწა ყინულს კარგავს. გრენლანდიის ყინულის რაოდენობა მცირდება, თანაც წელიწადში 270 მილიარდი ტონით. ანტარქტიდაზე ეს მაჩვენებელი წელიწადში 150 მილიარდ ტონას შეადგენს და თანაც, ამ პროცესში სულ უფრო მწვანდება.

გლობალური ტემპერატურის რეკორდულად ზრდასთან ერთად, წლიდან წლამდე ზღვის დონის მატების შეფასება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებათა პროგნოზირება, რაც თავის მხრივ, მათი შემსუბუქების გზების პოვნაში გვეხმარება.

პროგნოზი ნაწილობრივ ეფუძნება დასავლეთ ანტარქტიკის ყინულის საფარის სტაბილურობის პროგნოზს, ანტარქტიდის მცირე ნახევარს ტრანსანტარქტიკული მთების დასავლეთით. ყინულის ეს საფარი, როგორც ანტარქტიდის კონტინენტის მცირე ნაწილი, განსაკუთრებით მოწყვლადია კოლაფსისადმი; მიუხედავად ამისა, მისი მომავლის მოდელირებისას იშვიათად იღებენ მხედველობაში მის ქვეშ არსებულ ვულკანურ რიფტს.

თუმცა, ჩვენი პლანეტა გვაძლევს მტკიცებულებას, რომ ეს რიფტი შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემა იყოს. წარსულის დეგლაციაციის (ყინულის საფარისა და მყინვარების დაკარგვა) ანალიზი აჩვენებს, რომ ამას თან ახლავს ვულკანური აქტივობის ზრდა. მკვლევართა განცხადებით, ეს პირდაპირ შეიძლება იყოს დაკავშირებული ყინულის დაკარგვასთან.

აშშ-ის ბრაუნის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გეოქიმიკოს ელი კუნინის ხელმძღვანელობით, ათასობით სიმულაცია ჩაატარა იმ ეფექტისა, რაც შეიძლება ყინულის დნობას ჰქონდეს მის ქვეშ არსებულ ყინულის საფარზე.

შედეგებმა აჩვენა, რომ ყინულის დნობასთან ერთად, მსუბუქდება წნევა ქერქზე, რაც ქვეშ არსებულ კამერებში ჩაჭედილ მაგმას აფართოებს და მათი ქანების კედლებზე წნევას უფრო ზრდის. ამან კი შეიძლება გაზარდოს ამოფრქვევათა რისკი.

ამას გარდა, როცა მაგმა ცივდება, დამდნარი ყინულის გამო შემცირებული წონა წყალსა და ნახშირორჟანგს მაგმაში გახსნის საშუალებას აძლევს, რაც აირის ბუშტუკებს წარმოქმნის და შედეგად, შემოსაზღვრულ სივრცეში დამატებითი წნევა ჩნდება, რაც ასევე ზრდის ამოფრქვევის შანსებს.

ამ პროცესმა მხოლოდ შეიძლება დააჩქაროს ამოფრქვევათა დრო, რასაც გაცილებით დიდი ხანი სჭირდება იმ შემთხვევაში, როცა ყინული არ დნება; ვულკანური აქტივობის შედეგად გამოთავისუფლებულ სითბოს შეუძლია დნობა კიდევ უფრო დააჩქაროს, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტ ამოფრქვევებს იწვევს.

მყინვარქვეშა ვულკანურ ამოფრქვევებს ზედაპირზე იგივე ეფექტი უნდა ჰქონდეს, რაც ღია სივრცეში მომხდარ ამოფრქვევებს. თუმცა, მათ ასევე შეუძლიათ ქვეშ მოქცეული ყინულის ეროდირება და დეგრადირება, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს ყინულის დნობას.

ამ დროს, ჩვენ ამ პრობლემის გამოსასწორებლად არაფერი შეგვიძლია — მას შემდეგ, რაც უკუკავშირის მარყუჟი დაიწყებს მოქმედებას, ის უკონტროლო ხდება. ეს კი ნიშნავს, რომ საჭიროა უფრო მეტი მუშაობა ამ მექანიზმის მოქმედების პრინციპის დასადგენად, ასევე იმისათვის, როგორ შევიტანოთ ის დედამიწის მომავლის მოდელებში.

კვლევა Geochemistry, Geophysics, Geosystems-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eos.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

2100 წლისთვის ზაფხულმა შესაძლოა წელიწადის ნახევარი მოიცვას

ახალი კვლევის თანახმად, ამ საუკუნის ბოლოსთვის, კერძოდ, 2100 წლისთვის ზაფხული და ამ სეზონისთვის დამახასიათებელი ამინდი შეიძლება არა 3 თვის, არამედ 6 თვის განმავლობაში შენარჩუნდეს, თუკი კლიმატის ცვლილება იმავე ტემპით გაგრძელდება.

რა თქმა უნდა, უფრო ხანგრძლივი ზაფხული კარგად ჟღერს დასვენებებისთვის, მაგრამ გახანგრძლივებულმა ზაფხულის ცხელმა სეზონმა შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ჩვენს ჯანმრთელობაზე, გარემოსა და სოფლის მეურნეობაზე, რადგან შესაძლოა გახშირდეს კოღოებით გამოწვეული დაავადებები, ხანძრები, ალერგიის სეზონი უფრო საშიში გახდეს, ხელი შეეშალოს ეკოსისტემის ფუნქციონირებას და სტრუქტურას, რაც იმოქმედებს ფლორისა და ფაუნის სახეობების ცვლილებაზე.

უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში ზაფხული გახანგრძლივდა 17 დღით. 1952 წლიდან 2011 წლამდე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხული საშუალოდ 78-დან 95 დღემდე გაიზარდა, ზამთარი კი 76-დან 73 დღემდე შემცირდა და გაცილებით უფრო თბილი გახდა, შესაბამისად შემცირდა გაზაფხული და შემოდგომაც, რასაც აღნიშნული კვლევის მთავარი ავტორი, იუპინგ გუანი ამბობს.

წყარო: CNN

 ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 2 3 30
Page 1 of 30