close

ეკოლოგია

ბიზნესიეკოლოგიაენერგეტიკასაქართველო

„სოკარი“ მზის ენერგიით ავტოგასამართ სადგურებს ამარაგებს

კომპანია „სოკარის“ საქმიანობა საქართველოში უცვლელად კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის 5 ძირითად სტანდარტს ეფუძნება – ახალგაზრდების განვითარება, ქალთა უფლებების დაცვა, შშმ პირთა და ხანდაზმულთა მხარდაჭერა, შრომის უსაფრთხოება და ეკოლოგია.

ამ მიმართულებების გასაძლიერებლად „სოკარს“ არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული საქართველოში და ყოველი მათგანი შესრულებულია თანამედროვე ბიზნესის ძირითადი პრინციპის – გამჭვირვალობის დაცვით! სწორედ ამიტომ, საზოგადოებას მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია „სოკარის“ მიზნებისა და ამა თუ იმ პროგრამის რეალიზებისთვის გამოყენებული რესურსების შესახებ.
გარემოს დაცვის მიმართულებით კომპანიის მიერ უკვე გადადგმულია მთელი რიგი ნოვატორული და შთამბეჭდავი ნაბიჯი, რომელთა შორის განსაკუთრებით თვალსაჩინო ადგილი უკავია მზის პანელებით ენერგიის გამომუშავების პროგრამას.

ამ პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე კვირის წინ, „სოკარის“ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ობიექტზე, თბილისის ზღვაზე განლაგებულ ავტოგასამართ სადგურზე, დამონტაჟდა მზის პანელები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ეს უკვე მეორე ავტოგასამართი სადგურია თბილისში, რომელიც ოპერირებს მზის ენერგიის გამოყენებით.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეკოლოგია

ნიდერლანდებში შექმნეს პირბადე, რომელიც ნიადაგში მოხვედრის შემდეგ ყვავილად იქცევა

100%-ით ბიოდეგრადირებადი პირბადე, სახელად “Marie Bee Bloom”, ნიდერლანდებში, უტრეხტში მცხოვრებმა გრაფიკულმა დიზაინერმა შექმნა, რომელიც მიწაში მოხვედრის შემდეგ ყვავილად იქცევა.

დიზაინერი აცხადებს, რომ კვირების განმავლობაში ხედავდა ქუჩებში, ტროტუარებზე დაყრილ ერთჯერადი გამოყენების ნიღბებს, ამიტომ ერთ დღეს გადაწყვიტა ბიოდეგრადირებადი პირბადე შეექმნა, რომელსაც ყვავილის თესლი ექნებოდა.

ბევრი კითხვა გაჩნდა იმასთან დაკავშირებით იცავს თუ არა აღნიშნული პირბადე ისე, როგორც საჭიროა. დატესტვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნიღაბი იცავს ისე, როგორც სხვა დანარჩენი ხელნაკეთი პირბადე. შესაბამისად, მისი გამოყენება შესაძლებელია სხვა ნიღაბთან ერთად მეტი დაცვისთვის.

მასალა, რისგანაც ნიღაბია დამზადებული, ბრინჯის ქაღალდია, მცენარის თესლი კი ნიღაბში წყლისა და კარტოფილის ბაზაზეა დამზადებულლი და სპეციალური წებოს საშუალებით რჩება მასზე. რეზინის ზოლების ნაცვლად  კი რბილი ცხვრის მატყლისგან დამზადებული ძაფები აქვს.

პირბადის ნაგავში გადაგდების შემთხვევაში შესაბამისად თავისით დაიშლება, მაგრამ ნაგავსაყრელზე არ ექნება შესაბამისი პირობები თესლი ყვავილად იქცეს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგიავიდეომსოფლიო

როგორ განადგურდა დედამიწა ბოლო 37 წელიწადში – Google Earth-ის ახალი ანიმაცია

Google Earth-ით საკუთარ ვებ-ბრაუზერშივე შეგიძლიათ იხილოთ თაიმლეფსის ტიპის ვიდეო 1984 წლიდან დღემდე – როგორ შეცვალა კლიმატის ცვლილებამ დედამიწა უკანასკნელ 37 წელიწადში.

კომპანია Google-მა რამდენიმე არეალს განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაუთმო. მაგალითად, ანიმაციაში ნაჩვენებია კოლუმბიის მყინვარი ალასკაში, რომელიც დროდადრო ზომაში იკლებს. ჩათჰემის (მასაჩუსეტსი) გარშემო არსებულ სანაპირო ხაზს თუ შეხედავთ, საკუთარი ლეპტოპიდანვე დაინახავთ, როგორ თვალის დახამხამებაში ქრება ტყეები.

იმისათვის, რომ თაიმლეფსის ფუნქცია გამოიყენოთ, დააკლიკეთ აქ. ძიების ველში ნებისმიერი ადგილის ჩაწერა შეგიძლიათ, ან შემოთავაზებული ხუთი კატეგორიიდან რომელიმე ამოარჩიოთ: ცვალებადი ტყეები, მოწყვლადი სილამაზე, გათბობის პროცესში მყოფი პლანეტა და ურბანული გაფართოება.

გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ Google-ს მიერ უკვე გამზადებული 800 პაკეტი ნახოთ, თუ აქ შეხვალთ. NASA-სგან, US Geological Survey-სგან, ევროკავშირისა და ESA-სგან აღებულ მონაცემებთან ერთად თაიმლეფსის ახალი ფუნქცია Google Earth-ის მიერ შეგროვებულ 24 მილიონ ფოტოს იყენებს.

კომპანიის თქმით, 20 პეტაბაიტის ფოტოებისგან შემდგარი 4,4 ტერაპიქსელის ზომის ვიდეო მოზაიკის მისაღებად ჯამურად 2 მილიონი საათი იყო საჭირო. ეს იგივეა, რაც 530 000 ვიდეო 4K გარჩევადობაში. ცხადია, Google-ს მონაცემთა ცენტრებში იმდენად მძლავრი კომპიუტერები აქვთ, რომ 2 მილიონი საათის ნაცვლად, რომელიც 228 წელიწადს შეადგენს, ბევრად უფრო ცოტა დრო დასჭირდათ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოა

უჩვეულო ყინვის გამო საფრანგეთში ვენახებს ცეცხლით ათბობენ

საფრანგეთის ზოგიერთ რაიონში უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურის გამო, რომელიც ვაზს ემუქრება, ვარაუდობენ, რომ მინიმუმ 2021 წლის მოსავლის მესამედი განადგურდება, რაც მეღვინეებს 2 მილიარდი ევრო დაუჯდებათ.
ფერმერებმა ყველა მეთოდი გამოიყენეს მოსავლის გადასარჩენად. ზოგიერთ რაიონში ვენახის 90% განადგურდა, დაზარალდა ასევე ხილის კულტურაც. ის ფერმერები, რომელთაც არ ჰქონდათ სპეციალური ტექნიკა ვენახის გასათბობად გადაწყვიტეს ვენახი ცეცხლით გაეთბოთ, ნაწილმა თივის ზვინები დაწვა ვენახის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსავლის გადასარჩენად შესაძლოა საკმარისი არც ეს გაწეული შრომა იყოს და დიდი რაოდენობით მოსავალი განადგურდეს. კვამლის გავრცელების და დაბინძურების გამო კი ახლომდებარე ქალაქებიდან და სოფლებიდან მოსახლეობამ ჩივილი დაიწყო.
30 წლის განმავლობაში მეღვინეები შესაძლოა ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, უკანასკნელად ტემპერატურის მსგავსი დაცემა 1991 წელს მოხდა. ისინი აღნიშნულს ტრაგედიად აფასებენ, რადგანაც საფრანგეთის უდიდეს საექსპორტო ინდუსტრიას ემუქრება საფრთხე.
COVID19-ის გამო ღვინის ბაზრობამ მძიმე დარტყმა აქამდეც განიცადა და ღვინის დამოუკიდებელი მწარმოებლებიც დააზარალა, რამაც შესაბამისად საერთაშორისო ექსპორტზეც იქონია გავლენა.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

 

სრულად ნახვა
ეკოლოგია

იაპონია ფუკუშიმას რადიაციით დაბინძურებულ წყალს წყნარ ოკეანეში ჩაუშვებს

იაპონიის მთავრობის განცხადებით, ფუკუშიმას ატომური სადგურიდან დაბინძურებულ წყალს პირდაპირ წყნარ ოკეაში, დაახლოებით ორ წელიწადში სრულად ჩაუშვებენ. ეს გადაწყვეტილება პრემიერმინისტრის რეზიდენციასთან პროტესტის საფუძველი გახდა. თუმცა, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსა და სხვა დამოუკიდებელი ექსპერტების განცხადებით, ეს სრულიად ლოგიკური და უსაფრთხოა.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას თავისი მიზეზი აქვს – 2011 წელს მომხდარი კატასტროფის შემდეგ, მათ რეაქტორში მოხვედრილი ან საწვავის გასაგრილებლად საჭირო წყლის შესაკავებლად 1000-ზე მეტი ავზი ააშენეს, რადგანაც ისინი მიწისძვრასა და ცუნამის შესაბამისად მომზადებულები ვერ დახვდნენ. დაბინძურებული ავზები ნელ-ნელა ივსება და თუ არაფერს მოიმოქმედებენ, 2022 წელს სრულად აივსება.

ამ საცავში დიდი ოდენობით რადიოაქტიური ტრიტიუმია (წყალბადის იზოტოპი). წყალი თავიდან უფრო მძიმე ელემენტებითაც დაბინძურდა, განსაკუთრებით ყურადსაღები კი ცეზიუმ-137 იყო, რომელიც ბევრად სახიფათოა, თუმცა, მისი მოცილება გაცილებით მარტივია. საცავების დაახლოებით მეოთხედში ცეზიუმი უკვე აღარ არის.

სადგურზე ყოველდღე 150 ტონა წყლის შენახვაა საჭირო, რომელიც უკვე შენახულ 1 მილიონ ტონას ემატება და ემატება. Tokyo Electric Power Co (TEPCO)-მ გადაწყვიტა, რომ ამ საცავების მუდმივად აშენება პრაქტიკული არ იქნებოდა. მიუხედავად შექმნილი პანიკისა, როდესაც ოკეანეში ჩაშვებული წყალი მთელ მოცულობაში გადანაწილდება, მისი რადიოაქტიურობა შეუმჩნეველი იქნება. ბევრად ყურადსაღები საკითხი ამ რადიაციის ადგილობრივებზე გავლენა უფროა.

მეცნიერების შეფასებით, ერთ წელიწადში გამოსხივებული რადიაციიდან ადგილობრივი მაცხოვრებლები 0,8 მიკროზივერტს მიიღებენ. ეს ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე ნიადაგისგან, კოსმოსური სხივებისგან ან სხვა ბუნებრივი წყაროებისგან მიღებული რადიაციაა. მეტიც, კალიუმით მდიდარი საკვებისგან (მაგალითად, ბანანი) უფრო მეტ რადიაციის დოზას მიიღებენ, თუ ყოველ კვირა შეჭამენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

ვულკანის ამოფრქვევას ისლანდიის დედაქალაქთან ახლოს მაყურებელი ჰყავდა

ვულკანი 19 მარტს ამოიფრქვა სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში, დედაქალაქ რეიკიავიკთან ახლოს და ისლანდიის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 მილის მანძილზე. ვულკანის ბოლო ამოფრქვევის შემდეგ 800 წელი გავიდა. ბოლო 3 კვირის განმავლობაში მიწისძვრები ხდებოდა ყოველდღე, რამაც ვულკანის გააქტიურება გამოიწვია.

მთის ტერიტორიაზე მოსახლეობას გადაადგილების საშუალება შაბათამდე არ ჰქონდა, მაგრამ შაბათს, შუადღის შემდეგ ლაშქრობის საშუალება მიეცათ და ათასობით ადამიანი ეწვია ვულკანს.

ექსპერტების თქმით, დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი ლავა გადმოიღვარა, მაგრამ ამ ეტაპზე ადგილობრივებისთვის და ინფრასტრუქტურისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამოფრქვევა შედარებით მცირე იყო და კონტროლირებადი. თუმცა, ჰაერის მოსალოდნელი დაბინძურების პოტენციალის გამო მთის მიმდებარე ტერიტორია 22 მარტს ისევ იკეტება.

ექსპერტებს არ შეუძლიათ წინასწარ თქვან როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ მეტეოროლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ვულკანური აქტივობა უკვე შემცირებულია.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეკოლოგიავიდეო

ვენეციის არხებში დელფინები გამოჩნდნენ🐬

კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული „ფეიკ ნიუსი“ ვენეციის არხებში დელფინების გამოჩენას ეხებოდა. მედიაში წერდნენ, რომ კარანტინის გამო ბუნება იმდენად გასუფთავდა, რომ ცხოველებმა ქალაქში დაბრუნება გადაწყვიტეს. თუმცა რამდენიმე დღეს წინ ძუძუმწოვრები ვენეციაში ნამდვილად დაინახეს. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, წმინდა მარკის მოედანთან ერთ-ერთ არხში დელფინი თავის შვილთან ერთად შენიშნეს. ისინი არხში დაახლოებით 7 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ადგილობრივები მათ ფოტოებს უღებდნენ.

შემდეგ კი პოლიციისა და სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა დელფინები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ადრიატიკის ზღვაში გააცილეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

იაპონიაში საკურას ყვავილობა დაიწყო

იაპონიაში საკურას ყვავილობა დაიწყო. ქვეყნის მეტეოროლოგიურმა კორპორაციამ საკურას ყვავილობის გრაფიკი გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ იაპონიაში საკურას ყვავილობა ჩვეულებრივზე 11 დღით ადრე დაიწყო. ტოკიოში საკურას ყვავილობა პიკს 22 მარტს მიაღწევს.

ცნობისთვის, საკურა ძველთაგანვე პატივცემული იყო იაპონელების მიერ, მცენარე იაპონიისა და იაპონური კულტურის სიმბოლოდ ითვლება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკოლოგია

ბიოდეგრადირებადი პირბადეები მიწაში დარგვის შემდეგ ყვავილებად იქცევა

100%-ით ბიოდეგრადირებადი პირბადეები, რომლებიც ყვავილის თესლებისგან მზადდება, მიწაში დარგვის შემდეგ ყვავილებად იქცევა. ამის შესახებ ინფორმაციას Tek Deeps-ი ავრცელებს. ეს ინოვაციური იდეა გრაფიკულ დიზაინერ ქალს, მარიან დე ჰროტ-პონსს ეკუთვნის, რომელიც ნიდერლანდებიდანაა.

ინოვაციური პირბადეები ვირუსისგან ისევე იცავს, როგორც სახლში დამზადებული ქსოვილის ნიღბები, მათი გამოყენება მეტი ეფექტურობისთვის სხვა ნიღაბთან ერთად კომბინაციაშიც შეიძლება.

პირბადის მასალა ბრინჯის ქაღალდია და შეიცავს ყვავილის თესლებს. აღსანიშნავია, რომ პირბადეში რეზინის მაგივრად, რბილი ძაფებია გამოყენებული, რომელიც სუფთა ცხვრის მატყლისგან მზადდება და ყურისთვის მეტად კომფორტულია.

საუკეთესო შედეგის მისაღებად საჭიროა გამოყენების შემდეგ პირბადე ბაღში ან დიდ ქოთანში დავრგოთ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგია

გაერო – ყოველ წელს მსოფლიოში 900 მილიონ ტონაზე მეტი საკვები იყრება

ყოველ წელს მსოფლიოში 900 მილიონ ტონაზე მეტი საკვები იყრება, – ამის შესახებ გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ანგარიშშია აღნიშნული. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის სურსათის ნარჩენების ინდექსის თანახმად, მომხმარებლებისთვის მაღაზიებში, ოჯახებსა და რესტორნებში ხელმისაწვდომი საკვები პროდუქტების 17%-ი ნაგვის ყუთებში მიდის.

ამ ნარჩენების დაახლოებით 60%-ი სახლებში გროვდება.

”923 მილიონი ტონა საკვები, რომელიც ყოველწლიურად იკარგება, 23 მილიონ 40 ტონიანი მოცულობის სატვირთო მანქანას აავსებს,“- აცხადებენ ორგანიზაცია Wrap-ში, რომელიც აღნიშნულ ანგარიშზე მუშაობისას პარტნიორობას უწევდა გაეროს.

საკვების ნარჩენები – ეს არის საკითხი, რომელიც ადრე განიხილებოდა, როგორც მხოლოდ მდიდარი ქვეყნების პრობლემა, რადგან ამ ქვეყნებში მომხმარებლები  ყიდულობდნენ იმაზე მეტს, ვიდრე საკვებად სჭირდებოდათ, მაგრამ გაეროს კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საკვები ნარჩენები სიჭარბის პრობლემა მხოლოდ მდიდარ ქვეყნებში არ არის.

Wrap– ის კვლევის თანახმად, კორონავირუსის გამო დაწესებულმა „ლოქდაუნმა“ საკვების ნარჩენების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 22% –ით შეამცირა.  აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა 2019 წელს მილიონობოთ ტონა საკვები გადაიყარა, ამავე წელს მსოფლიოში 690 მილიონი ადამიანი შიმშილობდა.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 8 9 10 11 12 30
Page 10 of 30