close

ეკოლოგია

ეკოლოგია

მალე Coca-Cola პლასტმასის ნაცვლად ქაღალდის ბოთლებს გამოიყენებს

როგორც ვიცით, პლასტმასი ჩვენი პლანეტისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა, ბევრმა კომპანიამ გამოწვევის საპასუხოდ თავიანთ პროდუქციაში ცვლილებები შეიტანა და ალტერნატიული შეფუთვა მოძებნა. როგორც ჩანს, გამონაკლისი არც Coca-Cola იქნება, რადგან კომპანიამ გადაწყვიტა პლასტმასის ნაცვლად მდგრადი ქაღალდის ბოთლი გამოუშვას. ყოველწლიურად Coca-Cola იყენებს 3 მილიონ ტონაზე მეტ პლასტმასის შეფუთვას, რომლის საკმაოდ დიდი ნაწილი არ გადამუშავდება.
ბოთლის პროტოტიპი დაამზადა დანიურმა კომპანია Paboco-მ(Paper Bottle Company). 2021 წლის ზაფხულს იგეგმება უნგრეთში Coca-Cola-ს პირველი ქაღალდის ბოთლის შემოწმება. თავდაპირველად კომპანია მხოლოდ 200 000 ბოთლის ჩაშვებას გეგმავს, რომლითაც გაიყიდება სასმელი, სახელწოდებით Adez, რათა შეამოწმონ ქაღალდის ბოთლი რეალურ სამყაროში და მოსახლეობის დამოკიდებულება.
Coca-Cola-ს ბოთლის ვიზუალურ მხარეზე ბევრი კითხვა გაჩნდა, თუმცა ამ დროისთვის ინფორმაცია უცნობია, თანაც პროდუქტის ოფიციალურ ჩაშვებამდე დიდი დროა, რადგან ვარაუდობენ, რომ ექსპერიმენტს რამდენიმე წელი დასჭირდება.
კომპანია ოფიციალურ საიტზე წერს: “წარმოიდგინეთ, რომ თქვენს მაღაზიაში ერთ დღეს გაქრა პლასტმასის შეფუთვა და საბოლოოდ, ყველა მინის ბოთლი და ლითონის კონსერვები, რომ ყველა შეფუთვა დამზადებულია განახლებადი მასალისგან, რომელთა გადამუშავება ან ბუნებაში დაბრუნება შესაძლებელია ზიანის მიყენების გარეშე.”

წყარო: Fastcompany
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაკვლევებიმსოფლიო

კვლევა: პლანეტაზე ცალკეული რეგიონებისა და ოკეანის ტემპერატურა იზრდება

კლიმატის ცვლილებებისა და კონტროლის სამსახური (C3S) პროგრამა „კოპერნიკის“ ფარგლებში მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 2020 წელს მსოფლიო კლიმატი 0.6 ცელსიუსით მაღალი იყო ვიდრე 1981-2010 წლებში, ხოლო 1,25 ცელსიუსით მეტი დიოინდუსტრიულ დონესთან.

ამასთან 2020 წელს ყველაზე ცხელი ათწლეული დასრულდა, რომლის ბოლო 6 წელიც ყველზე ცხელი იყო ისტორიის მანძილზე.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ომარ ბადური აცხადებს, რომ ევრაზიის მსხვილ რეგიონებში ტემპერატურული ცვლილება უფრო მეტად გამოიკვეთა. კერძოდ, ევროპაში 2020 წელი იყო ყველაზე ცხელი, სადაც ტემპერატურა ბოლო 30 წლის მაჩვენებელზე 1,6 ცელსიუსით მეტი იყო. ასევე არქტიკის ნაწილებსა და სიბირის ჩრდილოეთით ტემპერატურამ 6 ცელსიუსით მოიმატა, გასულ წლებთან შედარებით.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგია

სან-პაულო – ქალაქი, სადაც გარე რეკლამა აკრძალეს

სან-პაულო მთელ პლანეტაზე ყველაზე სუფთა ქალაქია. სუფთა იმ თვალსაზრისით, რომ ქალაქში არცერთი რეკლამა არაა.

ურეკლამო ქალაქის ისტორია 2006 წელს იწყება, როდესაც მერმა კანონპროექტი “სუფთა ქალაქი” დაამტკიცა. ზუსტად 15 000 სარეკლამო ბანერი და პოსტერი გაქრა, რაც ქალაქს 8 მილიონი დოლარი დაუჯდა.

სარეკლამო კომპანიები, რომლებიც სან-პაულოში მუშაობდნენ 133 მილიონი დოლარი დაკარგეს, 20 000 ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა და ეს ყველაფერი მხოლოდ იმის გამო, რომ ქალაქმა რეკლამაზე უარი თქვა.

“თანამედროვე ქუჩა რეკლამის გარეშე ერთი დიდი ბეტონის ჯუნგლებია” ამ შინაარსის სიტყვით გამოდიოდნენ რეკლამის დამცველები და მოითხოვდნენ კანონის შეცვლას. მიუხედავად მათი დიდი მცდელობისა, კანონი არა მხოლოდ სან-პაულოში, არამედ უკვე მსოფლიოს 160 ქალაქში მოქმედებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწაეკოლოგია

მეცნიერებმა ვეშაპების ახალი სახეობა აღმოაჩინეს🐳

მექსიკის ყურეში ვეშაპების ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ ძუძუმწოვრებს რაისის ვეშაპები უწოდეს და ისინი უკვე გადაშენების პირას არიან. დღეისთვის მსოფლიოში ამ სახეობის მხოლოდ ასამდე წარმომადგენელი ცხოვრობს. მეცნიერები ახალი სახეობის არსებობის შესაძლებლობის შესახებ 2019 წელს დაფიქრდნენ, როცა ფლორიდის სანაპიროზე 11,5-მეტრიანი ვეშაპის ნეშტი გამოირიყა.

მათი ვარაუდი გენეტიკურმა ანალიზმა დაადასტურა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამ ცხოვრებს სიცოცხლის ხანგრძლივობა 60 წლამდეა, თუმცა ამის დასაზუსტებლად დამატებითი კვლევებია საჭირო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

ტყის პირველი ჭკვიანი ქალაქი მექსიკაში იქმნება

მილანში დაფუძნებულმა არქიტექტურულმა ფირმამ, Stefano Boeri Architetti, მექსიკის ქალაქ კანკუნში ინოვაციური დიზაინის მქონე, ბუნებით გაჟღენთილი ჭკვიანი ქალაქის მოდელი შექმნა. შენობა სავაჭრო ცენტრების ალტერნატიულ გეგმას წარმოადგენს.

ე. წ. ჭკვიანი ტყის ქალაქი “კანკუნი” მოიცავს 130 000 ადამიანისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ სივრცეს, 400 სხვადასხვა სახეობის 7 500 000 მცენარეს, რომლებიც ბოტანიკოსმა და ლანდშაფტის არქიტექტორმა, ლაური გატიმ შეარჩია. “ახალი საზოგადოებრივი პარკებისა და კერძო ბაღების, მწვანე სახურავებისა და ფასადების წყალობით, ბუნება ამ დაკავებული ტერიტორიების სანაცვლოდ, კვლავ დაიბრუნებს ბალანსს – მწვანე ადგილებისა და შენობების რაოდენობის გადანაწილების თვალსაზრისით” – ნათქვამია პრეს-რელიზში.

აღსანიშნავია, რომ გერმანული კომპანია Transsolar-ის დახმარებით, ქალაქი გარშემორტყმული იქნება მზის პანელებით, რაც მოსახლეობისთვის განახლებადი ენერგიის საკმარის რაოდენობას უზრუნველყოფს. ქალაქის სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები კი გარს არტყია ურბანულ ნაწილს. მათი მორწყვა წყლის არხით მოხდება, რომელიც საზღვაო მილით მარაგდება და დემინერალიზაციის კოშკის დახმარებით იწმინდება.

რაც შეეხება ტრანსპორტირებას, აქ ტრადიციული მანქანების პარკინგი განთავსებული იქნება ქალაქის პერიფერიებზე ამის პარალელურად კი, სისტემა შიდა ელექტრო და ნახევრად ავტონომიური მანქანების არსებობას უზრუნველყოფს.

როგორც მდგრადი ურბანიზმის საცდელი ცენტრიSmart Forest City – Cancun მოწინავე კვლევის ცენტრსაც მოიცავს, რომელიც მდგრადი განვითარებისა და მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა ორიენტირებული.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოა

დედამიწაზე 23 წლის განმავლობაში, რეკორდული, 28 ტრილიონი ტონა ყინული გადნა

ახალი კვლევა, რომელიც ლიდსისა და ედინბურგის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერებმა აწარმოეს, გვიჩვენებს, რომ დედამიწაზე არსებული ყინული, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში რეკორდული სისწრაფით დნება.

მკლევარებმა პირველად ჩაატარეს კვლევა ყინულის “დანაკარგების” აღმოსაჩენად, რომლისთვისაც სატელიტებიდან შეგროვებული ინფორმაცია გამოიყენეს. 28 ტრილიონი ტონა ყინული, რომელიც საკმარისია დიდი ბრიტანეთის სრულიად დასაფარად, 1994-2017 წლების შუალედში დადნა.

გუნდმა დაადგინა, რომ ყინულის დნობის წლიური მაჩვენებელი 23 წლის განმავლობაში 65 პროცენტით გაიზარდა – 0.8-დან 1.3 ტრილიონ ტონამდე. “მყინვარების უკან დახევას მთელ მსოფლიოში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ მასშტაბებში” – აცხადებენ ნაშრომის ავტორები.

დაჩქარებული დნობა, რაც უფრო და უფრო უარეს სახეს იღებს, ძირითადად გამოწვეულია ანტარქტიდისა და გრენლანდიის პოლარული ყინულის ფენების დანაკარგებით. რადგანაც ყინულის საფარის საერთო ზომა საგრძნობლად შემცირდა, ის ვეღარ ახერხებს მზის სხივების სრულად არეკვლას და შედეგად, ატმოსფეროსა და ოკეანეებს მეტი სითბო გადაეცემა. ასევე, ყინულის დაჩქარებული დნობა წყალდიდობის რისკს ზრდის და საფრთხეს უქმნის ბუნებრივ არეალებს, რომლებზეც ველური ბუნებაა დამოკიდებული.

“ზღვის ყინულის დნობა ხელს არ უწყობს უშუალოდ ზღვის დონის აწევას, მაგრამ მას აქვს არაპირდაპირი გავლენა” – ამბობს ნაშრომის ავტორი და დედამიწის მეცნიერი იზობელ ლოურენსი, ასევე ლიდსის შესახებ.

როგორც მკლევართა ჯგუფი აცხადებს, სატელიტების დახმარებით და თვალყურის მუდამ დევნებით, შეგვიძლია, წინასწარ განვსაზღვროთ ყინულის დნობასთან დაკავშირებული მოსალოდნელი საშიშროება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგია

ოკეანეებში მილიარდნახევარზე მეტი პირბადე მოხვდა

კორონავირუსი მსოფლიო ოკეანეს კატასტროფული ზიანს აყენებს. ორგანიზაცია Oceans Asia-ს მონაცემებით, მიმდინარე წელს ოკეანეებში სავარაუდოდ 1,5 მილიარდზე მეტი სამედიცინო პირბადე მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ოკეანე დამატებით 4 680-6 240 ტონამდე პლასტიკური ნაგვით დაბინძურდა.

როგორც ეკოლოგები განმარტავენ, პირბადეები პოლიპროპილენით არის დამზადებული, რომლის სრულ გახრწნას ნახევარი საუკუნე სჭირდება. დროთა განმავლობაში ის მცირე პლასტიკურ ნაწილაკებად იშლება, რაც ოკეანის ეკოსისტემას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგია

მაია ბითაძე: მოსახლეობისთვის ნარჩენების სეპარირება სავალდებულო გახდება

“მოსახლეობისთვის ნარჩენების სეპარირება სავალდებულო გახდება”, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გადაცემა “Forbes კვირასთან” განაცხადა.

მაია ბითაძის თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებას პარლამენტი მომდევნო წელს გეგმავს, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს ვალდებულება მთლიანად საქართველოს მოსახლეობაზე ეტაპობრივად გავრცელდება.

კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ნარჩენების შესახებ კოდექსი წლების წინ არის მიღებული, რომელიც მსგავსი ვალდებულების შემოღებასაც ითვალისწინებს, თუმცა, საკანონმდებლო დონეზე ამას დაზუსტება ესაჭიროება.

მაია ბითაძის თქმით, სანამ ნარჩენების სეპარაცია სავალდებულო გახდება, მანამდე სახელმწიფომ შესაბამისი ინფრასტრქუტურა უნდა მოაწყოს, რაც თბილისში უკვე დაწყებულია – ჭავაჭავაძის გამზირზე თბილისის მერიამ უკვე მოაწყო მიწისქვეშა ნაგვის ურნები, რომლებიც მოგვიანებით ამოქმედდება.

კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ნარჩენების განცალკევების წასახალისებლად მოქალაქეებისთვის გარკვეული შეღავათების დაწესებაც იგეგმება.

“ჯერ მოსახლეობისგან ნარჩენების სეპარირებულად ამოღება არ ხდება, თუმცა, ამ კუთხითაც იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მომავალ წელს დაინიცირდება. ბუნებრივია, ეს რთული გზაა, თუმცა, მაგალითად ევროკავშირში არსებობს ხელშემწყობი მექანიზმები – სახადასახადო შეღავათები იმ მოსახლეობისთვის, რომლებიც დაასეპარირებენ ნარჩენებს”, – აცხადებს მაია ბითაძე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიამსოფლიო

მსოფლიოში პირველად, გოგონას გარდაცვალების მიზეზად ჰაერის დაბინძურება დასახელდა

დიდ ბრიტანეთში,  9 წლის ელა ქეისი-დებრა  ასთმის შეტევით შედეგად 2013 წელს გარდაცვალა.

ელა ქისი-დებრა ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული გზის სამხრეთ ცირკულართან, ლუისჰემში ცხოვრობდა.

9 წლის გოგოს მძიმე ასთმა ჰქონდა, რამაც გულის და სუნთქვის გაჩერება გამოიწვია. ის სწორედ ამ მიზეზით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ხშირად სტუმრობდა საავადმყოფოებს.

სპეციალისტთა დასკვნით, რომელიც ორი დღის წინ გავრცელდა, ელა მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომლის ავადმყოფობის გამწვავების და გარდაცვალების მიზეზად, ოფიციალურად, ჰაერის დაბინძურება დასახელდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიამედიცინა

ინდოეთში ახალი ინფექციის გავრცელება შესაძლოა საკვების დაბინძურებას უკავშირდებოდეს

ინდოეთის სამხრეთში ახალი ინფექციის გავრცელება შესაძლოა ვერცხლისწყლით ან სხვა ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლას უკავშირდებოდეს. ამის შესახებ ანდჰრა-პრადეშის შტატის მთავარმა მინისტრმა ჯაგანმოჰან რადიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სურსათის უვნებლობის სამსახურმა ბრინჯსა და ბოსტნეულის რამდენიმე სახეობაში ვერცხლისწყლის შემცველობა, ასევე, დიდი რაოდენობით პესტიციდები და ჰებრიციდები აღმოაჩინა. ინფიცირებულთა ნაწილს სისხლში თუთიისა და ნიკელის შემცველობაც აღმოაჩნდა, თუმცა მედიკოსები წყლით მოწამვლას გამორიცხავენ.

ახალი ინფექციით ინდოეთის ქალაქ ულურუში 613 ადამიანი ინფიცირდა. პაციენტთა უმრავლესობას თავის ძლიერი ტკივილი, თავბრუსხვევა და ღებინება აღენიშნებოდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 9 10 11 12 13 30
Page 11 of 30