ჩინეთისა და ნეპალის მიერ წარმოდგენილი ახალი ერთობლივი გამოთვლის თანახმად, ევერესტი იმაზე მაღალია, ვიდრე აქამდე მიიჩნევდნენ.
მწვერვალზე გეოდეზისტების ექსპედიციის გაგზავნის შემდეგ ჩინეთი და ნეპალი შეთანხმდნენ, რომ ევერესტის სიმაღლე 8 848.86 მეტრია.
აღსანიშნავია, რომ კატმანდუსა და პეკინს მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის სიმაღლის შესახებ განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ. კერძოდ, ნეაპოლი დღემდე 1954 წელს ინდოეთის მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობოდა, რომლის მიხედვითაც ევერესტის ოფიციალურ სიმაღლედ 8 848 მეტრი მიიჩნეოდა.
ჩინეთის მიერ 2005 წელს ჩატარებული გაზომვის თანახმად კი ევერესტის სიმაღლე 8 844.43 მეტრი იყო.
ევერესტი, რომელიც მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალია, ჰიმალაიში, ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მდებარეობს. ევერესტს კოლონიური ეპოქის ბრიტანელი გეოდეზისტის, ჯორჯ ევერესტის, სახელი ეწოდა, რომელსაც ეს მთა რეალურად არასოდეს უნახავს.
წყარო : The Guardian
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”