close

ეკოლოგია

ეკოლოგია

მეცნიერები: LEGO-ს ნაწილები მსოფლიო ოკეანეში 1300 წელი გაძლებენ

პლასტმასის კონსტრუქტორის LEGO-ს ნაწილები მსოფლიო ოკეანეში 1300 წელი გაძლებენ. ამის შესახებ დასკვნა ბრიტანული უნივერსიტეტის მეცნიერებმა მოამზადეს. მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი, რა ვადებში იშლება პლასტმასის ნაწილები ზღვის წყალში.

კვლევა გამოცემა Environmental Pollution-ში გამოქვეყნდა. მეცნიერებმა LEGO-ს 50-მდე დეტალი შეისწავლეს, რომელიც ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე ბოლო 10 წლის განმავლობაში იპოვეს.

მეცნიერებმა ამ დეტალების შემადგენლობა რენტგენის გამოყენებით ზედმიწევნით შეისწავლეს. LEGO-ს ნაწილები წყალში 70-80-იან წლებში მოხვდა და არ დაიშალა. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ეს ნაწილები ზღვის წყალში 100-დან 1300 წელი გაძლებენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკოლოგიამსოფლიო

კალიების მასშტაბური შემოსევა: გაერო შიმშილის რისკზე საუბრობს

აღმოსავლეთ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ბოლო 25 წლის განმავლობაში კალიების ყველაზე მასშტაბური შემოსევაა. ასობით მილიარდი კალია საფრთხეს უქმნის მოსავალსა და საცხოვრებელ გარემოს.

მწერები დაახლოებით თავისი სხეულის წონის საკვებს მოიხმარენ ყოველდღიურად და ძალიან სწრაფად მრავლდებიან. ვარაუდობენ რომ, კალიების რაოდენობა ივნისისთვის 4 000-ჯერ გაიზრდება.

ჯერ კიდევ იანვარში გაერო კრიზისის აღმოსაფხვრელად 76 მილიონი დოლარის მობილიზებას მიიჩნევდა საჭიროდ, ახლა კი ეს რიცხვი 138 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

გაერო ამბობს, რომ თუ ფონდი არ შეიქმნება, შემდგომში მოუწევთ აფრიკაში ჰუმანიტარული დახმარების, მათ შორის, საკვების გაგზავნა, რადგან მწერები მწვანე საფარს აზიანებენ და შიმშილის საფრთხეს ქმნიან.

„თუ ასე არ მოხდა, სიტუაცია გაუარესდება და თქვენ მასიურად მოგიწევთ მიაწოდოთ საკვები ჰუმანიტარული დახმარების სახით. სიტუაცია შეიძლება გამოვიდეს კონტროლიდან,“ – განაცხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საგანგებო სიტუაციების დირექტორმა დომინიკ ბურგონმა. „ყოველთვის არსებობს შიმშილის რისკი, როცა საფრთხე საკვებს ემუქრება,“ – დასძინა მან. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სპიკერმა მოგვიანებით განმარტა, რომ ისინი შიშობენ არა შიმშილზე, არამედ უპირველესად, საკვების დაუცველობაზე.

ძირითადი საფრთხის ზონაშია აღმოსავლეთი აფრიკა, იემენი, ირანი, პაკისტანი და ინდოეთი. ბოლო მონაცემებით კალიების გუნდები დაფიქსირდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, კუვეიტში, ბაჰრეინში, ყატარსა და ირანის სანაპიროებზე.

ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA/DAI KUROKAWA

ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA/DAI KUROKAWA

საჰაერო და სახმელეთო შეწამვლა, ასევე მუდმივი კონტროლი და თვალის მიდევნება, განიხილება ახლა ყველაზე ეფექტურ სტრატეგიად კალიების შემოსევის წინააღმდეგ ბრძოლაში. აღმოსავლეთ აფრიკის “უდაბნოში კალიების კონტროლის ორგანიზაციის” თავმჯდომარემ სტივენ ნიოკამ განაცხადა, რომ ამჟამად ტექნიკის რაოდენობა საკმარისი არაა. ეთიოპიას აქვს ხუთი, კენიას კი ექვსი ვეტმფრენი შესაწამლად და ოთხიც – დასაზვერად, აცხადებს ნიოკა.

კენიის მთავრობა აცხადებს, რომ მათ სჭირდებათ 20 ვერტმფრენი და პესტიციდ „ფენიტროტიონით“ უწყვეტი მომარაგება კრიზისთან გასამკლავებლად. კენიამ ასევე 240 ადამიანი გადაამზადა კალიებთან საბრძოლველად.

ჩინეთმა თებერვალში დააანონსა, რომ მეცნიერთა ჯგუფს გაგზავნიდა მეზობელ პაკისტანში “მიზნობრივი პროგრამების” განსახორციელებლად.

მეცნიერი ლუ ლიზი ჩინეთიდან ამბობს, რომ იხვები კალიებთან საბრძოლველი ბუნებრივი იარაღია. ქათამთან შედარებით, რომელსაც დღეში 70 კალიის შეჭმა შეუძლია, იხვებთან ეს მონაცემი 3-ჯერ მაღალია.

_______________

მომზადებულია BBC-ზე დაყრდნობით 

წყარო : batumelebi.netgazeti.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკოლოგია

კენიაში ბრაკონიერებმა იშვიათი თეთრი ჟირაფები მოკლეს

კენიის ჩრდილოეთით ბრაკონიერებმა ორი თეთრი ჟირაფი მოკლეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რეინჯერებმა მდედრის და მისი შვილის ცხედრები ერთ-ერთ სოფელში, პატრულირებისას იპოვეს. ბრაკონიერებს მხოლოდ მამალი გადაურჩა. სპეციალისტების თქმით, ის უკვე ერთადერთი თეთრი ჟირაფია მთელ მსოფლიოში.

ცხოველების უჩვეულო შეფერილობას იშვიათი გენეტიკური დაავადებით არის გამოწვეული, რომლის დროსაც კანის უჯრედებს პიგმენტაცია არ აქვთ. პირველად კენიის თეთრი ჟირაფების ფოტოები 2017 წელს გავრცელდა.

ბრაკონიერების ვინაობა უცნობია, თუმცა კენიის ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკოლოგიასაქართველო

რუსთავში PM10-ს კონცეტრაციებმა ნორმას 3-ჯერ გადააჭარბა

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება რუსთავში – PM10-ის კონცენტრაციებმა ნორმას 3-ჯერ გადააჭარბა – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში 5 მარტიდან მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) კონცენტრაციების მატება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფიქსირდება.

“9 მარტს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე – 1.5-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 1.4-ჯერ, ვარკეთილში – 1.9-ჯერ, ვაშლიჯვარში – 1.7-ჯერ, “ილიას ბაღში” – 2.3-ჯერ, ქ. რუსთავში – 3-ჯერ და ქ. ბათუმში – 2.5-ჯერ,” – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 6 მარტს რუსთავში ჰაერის დაბინძურების ახალი რეკორდი დაფიქსირდა – რუსთავში ჰაერის დაბინძურებამ 75%-იან ნიშნულს მიაღწია. ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი პარამეტრი და პროცენტული წილი, ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიშ, მტვრის მყარ ნაწილაკებზე PM10-სა და PM2.5-ზე ნაწილდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციადედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოა

ბრიტანელმა სტუდენტმა, თევზის ნარჩენებისგან, პლასტმასას ალტერნატივა შექმნა

23 წლის ლუსი ჰიუზმა შექმნა მასალა, რომელსაც ერთჯერადად გამოყენებადი პლასტმასას ჩანაცვლება შეუძლია. მასალას, სახელად MarinaTex, უფრო კონკრეტულად, შეუძლია პროდუქტების შეფუთვებში, ან პარკებში გამოყენებული პლასტმასა ჩაანაცვლოს. მასალის შესაქმნელად სტუდენტმა თევზის ნარჩენები გადაამუშავა და ამ პროექტით ის James Dyson-ის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელიც გახდა. ჯილდოს სახით, მან $41,000 მიიღო, იმისათვის, რომ განავითაროს პროდუქტი და მისი მასპროდუქციის გეგმა შეიმუშავოს.

თავდაპირველად, ლუსის პროექტი თევზის ნარჩენების მართვას გულისმობდა, რაც, ყოველწლიურად, United Nations-ის ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით, 50 მილიონ ტონას შეადგენს. თუმცა, მუშაობის პროცესში ცხადი გახდა, რომ თევზის ნარჩენების გამოყენება სხვა, უფრო დიდი პრობლემის მოსაგვარებლად შეიძლებოდა.

„რაში გვჭირდება ხელოვნური პოლიმერი, როცა ის ბუნებაში ხელმისაწვდომია“, – თქვა ლუსი ჰიუზმა Reuters-თან საუბრისას.

World Bank-ის ცნობით, 2016 წელს, დედამიწაზე 242 მილიონი ტონა პლასტიკური ნარჩენი გამომუშავდა. United Nations-ის ინფორმაციით კი, აქედან 100 მილიონი ტონა ოკეანეში აღმოჩნდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგია

ნაგვის დაყრისთვის ჯარიმა შესაძლოა, გაიზარდოს

პარლამენტში დარეგისტრირდა „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ნაგვის დაყრისთვის ჯარიმის გაზრდას ითვალისწინებს.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის (საცხოვრებელი სახლიდან და სხვა შენობა-ნაგებობიდან) გათვალისწინებული ჯარიმის რაოდენობა ორმაგდება და ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 200 ლარით.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ავტოსანტრანსპორტო საშუალებიდან გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში, მძღოლი, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევი 120 ლარის ნაცვლად, 250 ლარით დაჯარიმდება.

ცვლილებები ასევე შეეხება ფიზიკურ პირებს, რომლებსაც შინაური ცხოველები ჰყავთ. კერძოდ, ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისთვის პირები დაისჯებიან არსებულის ორმაგი ოდენობის ჯარიმით – 100 ლარით;

საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სულხან მახათაძე და გოგა გულორდავა არიან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკოლოგიაკვლევები

NASA-კორონავირუსის გამო, ჩინეთის კარბოემისიები 100 მილიონი ტონით შემცირდა

კორონავირუსის ეპიდემიამ ჩინეთში ჰაერის დაბინძურების დონის შემცირებას შეუწყო ხელი. ამის შესახებ BBC NASA-ზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სააგენტომ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც ჩანს, რომ იანვრიდან ჰაერში აზოტის დიოქსიდის დონე შემცირებულია. აზოტის დიოქსიდს ტრანსპორტი, ელექტროსადგურები და სამრეწველო ობიექტები გამოყოფენ. NASA-ს მეცნიერების თქმით, თავიდან ჰაერი ქალაქ უხანთან გასუფთავდა, რომელიც ვირუსის გავრცელების კერაა. თებერვლის ბოლოსკენ კი ეს ტენდენცია მთელ ქვეყანაზე გავრცელდა.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ჩინეთში ვირუსის გამო მილიონობით ადამიანი კარანტინშია მოთავსებული, რის გამოც შემცირებულია ტრანსპორტით სარგებლობა და სამრეწველო პროცესები. სპეციალისტების თქმით, ეს ყველაზე მსხვილი ასეთი აქციაა კაცობრიობის ისტორიაში.

კორონავირუსი უკვე 64 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 109 შეადგინა. 86 993 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 42 334-ია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკოლოგია

კანიბალი დათვები – კლიმატის ცვლილების გამო, პოლარული დათვები ერთმანეთს ჭამენ

რუსი მეცნიერები აცხადებენ, რომ გლობალური დათბობისა და ცხოველებისთვის არსებული ნაკლები საკვების გამო, პოლარულ დათვებში კანიბალიზმის რიცხვმა იმატა. საკვების მოძიებისა და მიღების პრობლემის გამო, პოლალურმა დათვებმა სხვა დათვების შეჭმა დაიწყეს.

მეცნიერები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ პოლარული დათვები ასე ადამიანური ჩარევის ფაქტორების გამო იქცევიან.

ცხოველები ერთმანეთის წინააღმდეგ საკვების გამო იქცევიან ასე. ძირითადად პოლარული მამრი დათვები მდედრებს და პატარა ბელებს ჭამენ, რადგან მათთან გამკლავება უადვილდებათ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგია

რუსთავი ჰაერის დაბინძურების კუთხით ევროპაში პირველ ადგილზეა

საგანგაშო მონაცემები  ევროპის ინდექსის ამსახველ პორტალზე, სადაც რუსთავი ევროპის  კონტინენტზე  ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. გარემოს ევროპული სააგენტოს მონაცემებით, რუსთავი იმ კატეგორიაში ხვდება, რომელიც პორტალის თანახმად უარყოფით მონაცემებს ასახავს.

რუსთავის მონაცემები  პორტალზე ბათუმის ქუჩაზე განთავსებული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურიდან გადაიცემა.

ამ ფონზე   ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურზე ერთ კვირაზე მეტია, რაც ნახშირბადის მონოქსიდის მაჩვენებელი გამქრალია. სამოქალაქო აქტივისტები აღნიშნავენ, რომ საგანგაშო მაჩვენებელი ქალაქში ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუარესებს.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთ გზად ასახელებენ ახლადშემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც ჰაერის დამაბინძურებელი საწარმოებისთვის საჯარიმო სანქციების გაზრდას ითვალისწინებს და ამბობენ, რომ  ის გარემოს უკონტროლო დაბინძურების შეჩერების პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
ეკოლოგია

შვედეთში ნაგვის დეფიციტია, სახელმწიფო მის შეძენას სხვა ქვეყნებიდან აპირებს

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შვედეთს ნაგავი აღარ აქვს. უფრო მეტიც, სახელმწიფო მეზობელ ქვეყანას მიმართავს, რომ ნაგავი მიყიდონ უტილიზაციისთვის. რაში დაჭირდათ ეს სუფთა შვედებს, ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ.
ახალი არავისთვის არის, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში ნაგავს ახარისხებენ. რაც შეეხება შვედეთს, ნაგვის დახარისხებამ ამ ქვეყანაში საოცარ მასშტაბებს მიაღწია. ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს ნაგავსაყრელი. ნარჩენებს ეგერევე გადასამუშავებლად აგზავნიან.

ნაგვის დახარისხების კულტურას ქვეყანა თავის მოქალაქეებს პატარაობიდანვე ასწავლის. ბაღებში პატარებს ამაზე განსაკუთრებულად ესაუბრებიან. აქ ყველამ კარგად იცის, რომ პლასტმასი

7 ჯერ შეიძლება გადამუშავდეს. მის შემდეგ კი დასაწვავად ელექტროსადგურში აგზავნიან. ამ ქვეყანაში პლასტმასსაც კი იყენებენ.

რაც შეეხება პოლიეთილენის და თუნუქის ქილებს, შვედეთში მას სპეციალური პუნქტებში აბარებენ. სანაცვლოდ ადამიანებს ფულს უხდიან.
თუ ვინმეს სახლში ვადაგასული წამალი აქვს უტილიზაციისთვის აფთიაქებში აბარებენ.

საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის უტილაზაციისთვის კი სპეციალური ცენტრები არსებობს.
ნაგვის ტრანსპორტირება მიწისქვეშ ხდება.

სტატისტიკის მიხედვით, ნაგვის მხოლოდ 7 პროცენტი ექვემდებარება უტილიზაციას, დანარჩენი მუშავდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 13 14 15 16 17 30
Page 15 of 30