close

ეკოლოგია

ბიზნესიეკოლოგიამანქანათმშენებლობამსოფლიოტექნოლოგიები

რამდენიმე ქვეყანა, რომელიც მანქანების დაბლოკვას აპირებს

როგორც ვიცით, მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში შესამჩნევია ავტომობილების სიუხვე, რაც ერთ–ერთი ყველაზე დიდი მიზეზია ჰაერის დაბინძურების. მანქანის გამონაბოლქვი ძალიან ბევრ დაავადებას უწყობს ხელს გამრავლებაში და საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნივთიერებებს ანადგურებს.

მეცნიერები ყოველდღიურად მუშაობენ იმაზე, რომ რაც შეიძლება შეამცირონ მანქანის გამონაბოლქვის უარყოფითი შემადგენლობა, სწორედ ამიტომაა, რომ ძირითადად უკვე ცდილობენ ელექტროავტომობილების გამოშვებას, რათა შეამცირონ საშიშროებები.

საზღვარგარეთ განვითარებულ ქვეყნებში ადამიანები ცდილობენ უფრო ჯანსაღი გადაადგილების საშუალებებს მიმართონ, რათა ქალაქის ჰაერი დასუფთავდეს და მავნებელი ნივთიერებების ნაცვლად სუფთა ჟანგბადი ვისუნთქოთ.

,,ბიზნეს ინსაიდერმა“ გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, რომლებიც ნელ-ნელა ცდილობენ მანქანების რიცხვის შემცირებას საკუთარ ქალაქებში:

  1. ნორვეგია ოსლოში 2019 წლისთვის გეგმავს მანქანების დაბლოკვას;
  2. ესპანეთი, მადრიდი;
  3. ჩინეთი;
  4. ჰოლანდია;
  5. საფრანგეთი, პარიზი აპირებს, რომ დიზელის მანქანები დაბლოკოს და საველოსიპედო გზა გააფართოვოს.

 

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკოლოგია

ამაზონის ტყეში გაჩეხილი ხეების ფართობი თითქმის გაორმაგდა

ამაზონის ტყეში მოჭრილი ხეებისგან შემდგარი ტერიტორიის ფართობმა 2019 წლის იანვრიდან აგვისტომდე 6.4 ათასი კვადრატული კილომეტრი შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე (3367 კვადრატული კილომეტრი) თითქმის 92%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle-ს რუსული გამოცემა კოსმოსური კვლევის ეროვნული ინსტიტუტის (INPE) მონაცემებზე დაყრდნობით წერს. INPE-მ მონაცემები თანამგზავრ Deter-ის მეშვეობით მიიღო.

ამ ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ აგვისტოში ამაზონის ტყეში 1700 კვადრატული კილომეტრის ფართობზე განადგურდა ტყე, რაც 2018 წლის აგვისტოში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე სამჯერ მეტია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სრული 2019 წლის განმავლობაში ამაზონის ტყის ფართობი ჯამში 10 ათას კვადრატული კილომეტრით შემცირდება. 

„დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი ხანძარი 6 აგვისტოს გაჩნდა. 26 აგვისტოს „დიდი შვიდეულის“ წევრებმა ხანძარის ჩასაქრობად 22 მილიონი დოლარი გამოყვეს

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგია

ბერლინის ზოოპარკში პირველი პანდები გაჩნდნენ. ვისგან „ისესხა“ გერმანიამ დედალ-მამალი პანდა?

გერმანიაში, ბერლინის ზოოპარკში ტყუპი პანდა გაჩნდა. აღნიშნულ ფაქტს მთელი გერმანია ზეიმობს, ვინაიდან ეს გადაშენების პირას მყოფი ცხოველის დაბადების პირველი შემთხვევაა ბერლინში. პანდები ერთი საათის შუალედით დაიბადნენ.

„რა ფანტასტიური სიახლეა. მთელი გერმანია ხარობს ამ დაბადებით,“ განაცხადა ბერლინის მერმა მიხაელ მიულერმა.

აღსანიშნავია, რომ ტყუპების დედა მენგ მენგი და მამა ჯიო ქინგი (სახელების ქართული მნიშვნელობა „ტკბილი სიზმარი“ და „ძვირფასია“) გერმანიამ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ჩინეთიდან ითხოვა, თუმცა მათი არც ახლანდელი და არც მომავალი ნაშიერის დატოვების უფლება ქვეყანას არ აქვს და ისინი 2-4 წელიწადში ჩინეთში უნდა დააბრუნოს.

მენგ მენგი და მამა ჯიო ქინგი ბერლინის ზოოპარკში 2017 წელს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მიერ ჩინეთთან მიღწეული 15 წლიანი „პანდას სესხის ხელშეკრულების“ ფარგლებში ჩამოიყვანეს.

ახლადდაბადებულების ნახვის შესაძლებლობა ზოოპარკის დამთვალიერებლებს ამ ეტაპზე არ აქვთ.

წყარო : www.dw.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკოლოგიასაქართველო

მდინარე რიცეულაში 10 000 ცალი ნაკადულის კალმახის ლიფსიტა გაუშვეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების სააგენტომ “საქართველოს წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის 10 000 ცალი ლიფსიტა მდინარე რიცეულასა და ხედეთურის სათავეში გუშვა.

ნაკადულის კალმახის დაცვის, მიზნით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ფოტო და ვიდეო ხაფანგები დაამონტაჟა.

ველური ბუნების სააგენტოსა და საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის ერთობლივი პროექტი მიზნად ისახავს, მდინარე რიცეულას ხეობაში ნაკადულის კალმახის აღდგენას.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

BBC: არქტიკა არა მხოლოდ დნება, არამედ ცეცხლშია

არქტიკა არა მხოლოდ დნება, არამედ ცეცხლშია და ეს გლობალური დათბობის მასშტაბებს ზრდის, – ამის შესახებ სტატიას BBC ავრცელებს

მასალის მიხედვით, მყინვარები დნება, ტყეები მცირდება და ჩრდილოეთისკენ ინაცვლებს, პოლარული დათვები ბუნებრივ ადგილსამყოფელზე საკვების დეფიციტის გამო უკვე ქალაქებში დაეხეტებიან და მთლიანად, რეგიონში ტემპერატურა ისე სწრაფად იწევს მაღლა, რომ მკაფიო გავლენას ახდენს ყინულსა და თოვლზე, შესაბამისად – ოკეანეზე. 

„არქტიკა ახლა უკვე მხოლოდ ყინულს კი არ კარგავს, პირდაპირ იწვება“, – ნათქვამია სტატიაში და მაგალითად ციმბირის, ალასკას და გრენლანდიის ტყის ხანძრებიამოყვანილი. 

ხანძრები ეკოსისტემაში ბუნებრივი მოვლენაა და უფრო მეტიც, ხანდახან საჭიროც კი, რადგან ბიომრავალფეროვნების განვითარების ციკლს უწყობენ ხელს. მაგრამ არა არქტიკაში და არა – ამ მასშტაბით. 

„ნახშიროჟანგის მომატების წინაშე ვდგავართ“, – აცხადებენ სპეციალისტები და აღნიშნავენ, რომ არქტიკის დნობა გლობალური დათბობის შეჩერების აუცილებლობას კიდევ უფრო აშკარას ხდის.

მეცნიერების თქმით, კლიმიტის ცვლილებასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება ახალი ტყეების გაშენებაა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

რა რისკის ქვეშ მოექცევა 800 მილიონამდე ადამიანი მყინვარების დნობის გამო

მეცნიერები აცხადებენ, რომ კლიმატის ცვლილებების გამო აზიის უზარმაზარ მყინვარებს შემცირება,  ასობით მილიონი ადამიანს კი უწყლოდ დარჩენა ემუქრებათ.

როდესაც წვიმა არ მოდის, ჰიმალაის გარშემო მაღალმთიან რეგიონებში მდებარე მყინვარები მაშველის როლს ასრულებენ. ისინი ყოველ ზაფხულს 36 კუბურ კილომეტრ წყალს წარმოქმნიან.

ყინულის დანაკარგი ბოლო ათწლეულების განმავლობაში სულ უფრო და უფრო მატულობს. განსაკუთრებით თვალსაჩინო კი 2000-2016 წლებში გახდა, ამ პერიოდში მყინვარი 1.6-ჯერ  სწრაფად შემცირდა, ვიდრე 1951 წლიდან 2007 წლამდე.

ბრიტანეთის ანტარქტიდული კვლევის მეცნიერი დოქტორ ჰამიშ პრიჩარდი აცხადებს, რომ დნობის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება, რაც მოსავლისა და შინაური ცხოველის შემცირებას გამოიწვევს.  „ ეს ბუნებრივია, ხალხთა შორის კონფლიქტსაც გამოიწვევს. მოსალოდნელია მიგრაციები, ხოლო ვინც ამას ვერ მოახერხებს, მათ შესაძლოა საკუთარ მეზობლებთან საკვების გამო დაპირისპირება მოუწიოთ.“  

განსაკუთრებით დაზარალდება ინდის ველი, რომელიც ადამიანური ცივილიზაციებით ათასობით წლებია დასახლებულია და დღეს 237 მილიონი ადამიანის საკვებ წყაროს წარმოადგენს.

 ყინულის დნობის ტემპის დაჩქარება წყლის რესურსების შემცირებასაც გამოიწვევს, რომელზეც ჰიდრო ეკონომიკებია დაფუძნებული.

მაღალმთიანი აზიის რეგიონის მოსახლეობა წყლის რესურსების ნაკლებობის მიმართ განსაკუთრებით დაუცველია. აღსანიშნავია, რომ გასულ საუკუნეში გვალვამ  6 მილიონი სიცოცხლე შეიწირა.

დოქტორ პრიჩარდი აცხადებს, რომ ყინულის დნობამ რეგიონში შესაძლოა დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და 800 ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენოს.

აზიის მაღალმთიანი რეგიონი, რომელიც ცნობილია, როგორც მესამე პოლუსი, მოიცავს ჰიმალაის, კარაკორამს, პამირს, ჰინდუ კუშს, ტიანშანს, კუნლუნს და ალაის მთებს.

ტერიტორიაზე 95,000 მყინვარი მდებარეობს და პაკისტანის, ავღანეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის ყოველწლიური მუნიციპალური და ინდუსტრიული საჭიროებების უმეტესობას აკმაყოფილებს.

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოასაქართველო

აზოტის დიოქსიდი, მყარი ნაწილაკები და მტვერი – თბილისში ჰაერის ხარისხი გაუარესდა

2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ჰაერის დამაბინძურებელ ნაწილაკთა რაოდენობა თბილისში გაიზარდა.
როგორც „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა ჰაერის ხარისხის კვლევის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, კვლევა ეფუძნება წერეთლის გამზირზე დაფიქსირებული ისეთი წამყვანი დამაბინძურებლების მონაცემების ანალიზს როგორიცაა აზოტის დიოქსიდი – NO2, მიკრონაწილაკები PM2.5 და PM10.
“2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებმა ჰაერის ხარისხთან მიმართებით დაგვანახა, რომ გაზრდილია იმ წამყვან დამაბინძურებელთა ოდენობა, რომლებიც ჯანმრთელობისთვის მეტად საშიშია. ამას წარმოადგენს განსაკუთრებით აზოტის დიოქსიდი, არის შეწონილი მყარი ნაწილაკები და მტვერი. წერეთლის გამზირი აღებულია ერთ-ერთ მაგალითად. ბუნებრივია, ამის განზოგადება შეიძლება მთელ ქალაქზე ვერ მოხდეს, მაგრამ ძალიან დიდი ეჭვის საფუძველი არსებობს, რომ სხვა დატვირთულ ქუჩებზეც იყოს იგივე ან უარესი ვითარებაა”, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ ტრანსპორტის ნაკადის იზრდება, იზრდება აზოტის დიოქსიდის ოდენობაც.
“კვლევამ გვიჩვენა, რომ ავტომობილების რაოდენობის ზრდა პირდაპირ კავშირშია აზოტის დიოქსიდის ზრდასთან. როდესაც 8 საათიდან იწყება ტრანსპორტის ნაკადის ზრდა, ამის პარალელურად იწყება აზოტის დიოქსიდის მატებაც“- აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა.
ამასთან, ეკა ლალიაშვილმა ისაუბრა დიზელის ძრავზე მომუშავე ტრანსპორტზეც და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეს ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.
“დღეს განსაკუთრებული გამოწვევაა დიზელის ტრანსპორტი. ევრო 4-ის სტანდარტია ქვეყანაში, თუმცა ასევე არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლებელია და ხელმისაწვდომია უფრო იაფიანი და უხარისხო საწვავი, თუმცა ამაზე კონკრეტულად კვლევა არ ჩაგვიტარებია.
ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა მოძველებული ავტოპარკი, რომელის წილიც  90%-ს აღწევს. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დაიწყოს ისეთი სტრატეგიის ამოქმედება, რომელიც ავტოპარკის განახლებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

სრულად ნახვა
ეკოლოგია

გრელანდიამ ერთ დღეში ყინულის მასის 40 პროცენტი დაკარგა

გრელანდიამ ერთ დღეში, მიმდინარე წლის 13 ივნისს, ყინულის მასის 40 პროცენტი დაკარგა, რაც დაახლოებით 2 მილიარდი ტონის ტოლფასია.

გრელანდიისთვის ამ რაოდენობის ყინულის შუა ივნისში დნობა უჩვეულოა, ვინაიდან კუნძულის „დნობის სეზონის“ პიკად, რომელიც ივნისიდან აგვისტომდე გრძელდება, ივლისი ითვლება.

თუმცა ჯორჯიის უნივერსიტეტის მეცნიერი თომას მოუთი აცხადებს, რომ ყინულის დნობის ეს შემთხვევა უპრეცედენტო არაა და ამ მხრივ რეკორდულად შეიძლება ჩაითვალოს 2012 წელი, როდესაც დნობა ყინულის თითქმის მთელმა საფარმა განიცადა.

რა იწვევს უეცარ დნობას?

მოუთის განმარტებით, თითქმის მთელი გაზაფხულის განმავლობაში აღმოსავლეთ გრელანდიაში დამბლოკი შვერილი მდებარეობდა, რამაც დნობის პიკი გამოიწვია.

მაღალი წნევის შვერილი სითბოს ზრდის და ხელს უშლის ნალექის წარმოქმნას. ბოლო ერთი-ორი კვირის განმავლობაში ეს მაღალი წნევის შვერილი  უფრო გაძლიერდა, ვინაიდან კიდევ ერთი მაღალი წნევა შემოიჭრა აღმოსავლეთ შეეთებული შტატებიდან და ივნისის დასაწყისში სამხრეთ-აღმოსავლეთში ხანგრძლივი ცხელი და  მშრალი პერიოდი გამოიწვია.

„2007 წლიდან დიდი დნობის სეზონების მთელი სერიის მომსწრე გავხდით. 1990-იან წლებამდე მსგავსი არაფერი გვინახავს,“ აცხადებს თომას მოუთი.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუკი მსგავსი პროცესები გაგრძელდება, ამას აუცილებლად გლობალური შედეგები მოყვება, რაც განსაკუთრებულად  ზღვის დონის მატებაზე აისახება.

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

ქუვეითსა და საუდის არაბეთში დედამიწაზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

ქუვეითში რამდენიმე დღის წინ მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტემპერატურა : ჩრდილში 52.2, პირდაპირი მზის ქვეშ კი – 63 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა, ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Al Qabas-ი იუწყება.

საუდის არაბეთში, ალ მაჯმააჰში კი ტემპერატურამ 55 გრადუსს ცელსიუსს მიაღწია.

არაბეთის ამინდის საინფორმაციო ვებსაიტის ინფორმაციით,  ძლიერისიცხედაფიქსირდაყატარში, ბაჰრეინსადაარაბთა გაერთიანებულ საემიროებში. სიცხეს თან ახლდა ჰაერისტენიანობისმაღალიმაჩვენებელი.

მეტეოროლოგისტები ქუვეითში წელს არამდგრად ზაფხულს პროგნოზირებენ. მათი ინფორმაციით, ივლისში მზის ქვეშ ტემპერატურამ შესაძლოა 68 გრადუს ცელსიუს მიაღწიოს.

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგიასაქართველო

პონტოს მუხის გადასარჩენად გურიაში ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა

საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორია – პონტოს მუხის აღკვეთილი შეიქმნა.

აღკვეთილი გურიაშიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს დამისი ფართობი 443 ჰექტარია. ეს არის ერთადერთი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც პონტოს მუხის კორომები შედარებით დიდ ფართობზეა გავრცელებული. აღკვეთილის შექმნისმიზანია, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, საქართველოს „წითელი ნუსხაში“ შეტანილი მცენარის, უნიკალური ტყისა და მისი ეკოსისტემის დაცვა და შენარჩუნება.

შესაბამისი კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და WWF კავკასიის პროგრამული ოფისი.

სრულად ნახვა
1 16 17 18 19 20 30
Page 18 of 30