close

ეკოლოგია

ბიოლოგიადედამიწაეკოლოგია

წყნარ ოკეანეში 5000-მდე სახეობის აქამდე უცნობი წყლის არსება აღმოაჩინეს

მეცნიერებმა წყნარი ოკეანის ერთ-ერთი რაიონის, სახელწოდებით კარიტონ-კლიპერტონის შესწავლისას, დაახლოებით 5000 სახეობის აქამდე უცნობი წყლის არსება აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.

ამ უც­ნა­ურ არ­სე­ბებს შო­რის არი­ან ჭი­ე­ბი, მარ­ჯნე­ბი და ჰო­ლო­თურიები(ანუ ზღვის კიტ­რი).

მეცნიერებმა წყნარი ოკეანის ფსკერზე აპარატი ჩაუშვეს, რომელიც დისტანციურად იმართება. სწორედ ამის შედეგად აღმოაჩინეს მათ ეს ახალი სახეობები.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოა

არსება ტვინის გარეშე და 720 სქესით

ერთუჯრედიანი არსება, რომელსაც 720 სქესი აქვს, მაგრამ ტვინი არ გააჩნია.

ექსპონანტს, რომელსაც „ბლობი“ უწოდეს, არ აქვს პირი, მუცელი და თვალები თუმცა საკვების აღმოჩენა და გადამუშავება შეუძლია.

„ბლობი“ სოკოს ჰგავს, მაგრამ ცხოველის მსგავსად მოქმედებს. იგი ფეხების გარეშე მოძრაობს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და უნცაური თვისება, რაც ამ არსებას გააჩნია არის ის, რომ ორ ნაწილად გაჭრის შემთხვევაში ორ წუთში სხეულს იხორცებს.

ზოოლოგები აცხადებენ, რომ „ბლობი“ ბუნების ერთ-ერთი ამოუცნობი და საიდუმლო არსებაა.

„ის გვაოცებს, არ აქვს ტვინი, მაგრამ აქვს გარემოს შეცვლის შედეგად ქცევის ცვლილების უნარი და თუ ორ „ბლობს“ გააერთიანებთ, ერთი მეორეს საკუთარ ცოდნას გადაცემს,“ – განაცხადა პარიზის ბუნების ისტორიის მუზეუმის დირექტორმა ბრუნო დევიდმა.

მეცნიერების განმარტებით, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ „ბლობი“ მცენარე არაა, თუმცა ძნელია იმის მტკიცება, რომ ის ცხოველი ან  სოკოა, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად სოკოს ჰგავს, ამ უცნაურ არსებას ცხოველის თვისებები ახასიათებს – მას გარემოს შეცვლის შედეგად ქცევის ცვლილების უნარი აქვს.

წყარო : Reuters

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგია

“ელ-ნინიოს” გავლენა დასრულდა, წყნარი ოკეანე გაგრილდა” – როგორ იმოქმედებს ეს გლობალურ კლიმატზე?

მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ “ელ-ნი­ნი­ოს” გავ­ლე­ნა, რო­მელ­მაც კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად, გლო­ბა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა ახალ სი­მაღ­ლე­ე­ბამ­დე აიყ­ვა­ნა, დას­რულ­და. ავ­სტრა­ლი­ის მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ის ბი­უ­როს თქმით, გა­სულ კვი­რა­ში წყნა­რი ოკე­ა­ნე “არ­სე­ბი­თად გაგ­რილ­და”.

  • ელ-ნი­ნიო წყნა­რი ოკე­ა­ნის ეკ­ვა­ტო­რუ­ლი ნა­წი­ლის ზე­და­პი­რუ­ლი ფე­ნის ტემ­პე­რა­ტუ­რის რყე­ვაა, რო­მე­ლიც შე­სამ­ჩნევ გავ­ლე­ნას ახ­დენს კლი­მატ­ზე.

გა­სუ­ლი წლის ივ­ნის­ში და­წყე­ბულ­მა ამ კლი­მა­ტურ­მა მოვ­ლე­ნამ წყნა­რი ოკე­ა­ნის ზე­და­პირ­ზე უფრო თბი­ლი წყლე­ბი ამო­ი­ტა­ნა, რაც ატ­მოს­ფე­როს კი­დევ უფრო ათ­ბობ­და. ამის მი­უ­ხე­და­ვად, რა გვე­ლის მო­მა­ვალ­ში, მკვლევ­რებ­მა ჯერ არ იცი­ან. მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ელ-ნი­ნი­ოს დას­რუ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში შე­ვი­ტყობთ, არის თუ არა ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა.

ყო­ველ რამ­დე­ნი­მე წელ­ში, “ელ-ნი­ნი­ოს” დად­გო­მა მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ამინ­დის მკვეთრ ცვლი­ლე­ბებს იწ­ვევს, ხშირ­დე­ბა წყალ­დი­დო­ბე­ბი და გვალ­ვა. მას სამი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფაზა აქვს, ცხე­ლი “ელ-ნი­ნიო”, ნე­იტ­რა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი ან შე­და­რე­ბით გრი­ლი პე­რი­ო­დი, სა­ხელ­წო­დე­ბით “ლა-ნი­ნია”.

ბოლო “ელ-ნი­ნიო” გა­სულ ივ­ნის­ში და­ი­წყო და მან პიკს დე­კემ­ბერ­ში მი­აღ­წია. თუმ­ცა ახლა, “ელ-ნი­ნიო” გაქ­რა და ეს იმა­ზე სწრა­ფად მოხ­და, ვიდ­რე ელოდ­ნენ. ავ­სტრა­ლი­ე­ლი მკვლევ­რე­ბის თქმით, ისი­ნი ნე­იტ­რა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის ივ­ლი­სამ­დე გაგ­რძე­ლე­ბას ელი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა ლა-ნი­ნი­ას, მას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია ქა­რიშ­ხალ­ზე. ხში­რად ის ქა­რიშ­ხლის და­წყე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგია

ამაზონის მდინარეებში წყლის დონე რეკორდულად დაეცა

ბრაზილიაში, ამაზონის ტყის მდინარეებში ბოლო 121 წლის განმავლობაში წყლის ყველაზე დაბალი დონე დაფიქსირდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ამის მიზეზი რეკორდული გვალვაა, რომელმაც გავლენა იქონია ათასობით ადამიანზე და ჯუნგლების ეკოსისტემა დააზიანა.

მაგალითად, ქალაქ მანაუში, მდინარეების რიო ნეგრო და ამაზონი შერწყმის ადგილას, წყლის დონე 13,59 მეტრზე დაფიქსირდა, როდესაც შარშან ეს მაჩვენებელი 17, 60 მეტრი იყო. მდინარეებში წყლის დონის ვარდნის გამო დარღვეულია ამაზონში წყლის ტრანსპორტის მიმოსვლა, რის გამოც შორეულ სოფლებში საკვებისა და წყლის მიწოდების ჯაჭვი დაირღვა. ამასთან, წყლის მაღალი ტემპერატურის გამო 100-ზე მეტი მდინარის დელფინი დაიხოცა.

ბრაზილიის მეცნიერების სამინისტრო მომხდარში კლიმატურ ფენომენ ელ ნინიოს ადანაშაულებს, რომელიც გლობალურად ექსტრემალურ ამინდს იწვევს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგია

მეცნიერები – ნახშირბადის გამონაბოლქვის გამო, გლობალური ტემპერატურის ზრდის 1.5°C-იანი ზღვრის გადაჭარბება მსოფლიოს მოსალოდნელზე სწრაფად ემუქრება

ადამიანის მიერ გამოწვეული წიაღისეული საწვავის ემისია ქმნის იმის საფრთხეს, რომ გლობალური ტემპერატურის ზრდის ზღვარმა, 1.5°C-ს არა 2030-იანი წლების შუა პერიოდისთვის გადააჭარბოს, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, არამედ უფრო სწრაფად, 2029 წლისთვის, – ამის შესახებ ახალ სამეცნიერო ანგარიშშია აღნიშნული.
მეცნიერების აზრით, მთავარი ფაქტორი ბოლო სამი წლის განმავლობაში ნახშირორჟანგის რეკორდული საშუალო გამონაბოლქვია. ისინი ასევე მიუთითებენ იმაზე, რომ უკეთ ესმით, თუ როგორ მოქმედებს წიაღისეული საწვავის წვა ატმოსფეროზე.
წელს, ივლისში ყველაზე ცხელი თვე დაფიქსირდა და მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ტემპერატურა, მთლიანობაში, 1.5°C -იანი ზრდის ნიშნულს მიუახლოვდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ერთჯერადი იყოს, მეცნიერები შიშობენ, რომ მალე მსოფლიოში გამოიყოფა საკმარისი სათბური აირები იმისთვის, რომ ტემპერატურა ამ დონეზე გაცილებით დიდხანს შენარჩუნდეს.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგისა და სხვა გაზების დონის მატება იწვევს ტემპერატურის ზრდას, რადგან ისინი დედამიწის რადიაციაში ეხვევა და სათბური აირების ეფექტს ქმნის.
გლობალური ტემპერატურის ზრდის 1.5°C მაჩვენებელი არის პოლიტიკური ლიდერების დაპირებების ძირითადი კომპონენტი, როდესაც მათ, 2015 წელს პარიზის კლიმატის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ლიდერებმა აიღეს ვალდებულება, რომ შეინარჩუნებდნენ გლობალური ტემპერატურის 2C-ზე დაბლა ზრდას და მაქსიმალურად შეეცდებოდნენ, რომ ეს ზრდა, ამ საუკუნეში, 1.5°C-ს არ გასცდეს. მკვლევრების აზრით, იმისთვის, რომ მსოფლიომ თავიდან აიცილოს 1.5°C-ზე მეტი ზრდა ნახშირორჟანგის გლობალურმა გამონაბოლქვმა ნულს 2034 წლისთვის უნდა მიაღწიოს და არა 2050 წლისთვის, როგორც ეს ამჟამად არის მოსალოდნელი.

წყარო : bbc.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგია

კლიმატის ცვლილება ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის

გლობალური კვლევის თანახმად, დღეს დაბადებულ ბავშვებს ჯანმრთელობის მხრივ განსაკუთრებული საფრთხეები ემუქრებათ და ეს კლიმატის ცვლილებით არის განპირობებული. კვლევის შესახებ ინფორმაცია ჟურნალ ლანცეტში“ გამოქვეყნდა. 

ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დათბობის გამო, მატულობს შიმშილის, ინფექციური დაავადებების, წყალდიდობების და გაუსაძლისი სიცხის რისკი. ასეთ პირობებში გაზრდილ ბავშვებს კი სხვადასხვა სახის დაავადება ემუქრებათ, მათ შორის ისეთიც, რომელიც მათ ჯანმრთელობაზე სამუდამო კვალს დატოვებს.

ყოველწლიური კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილებამ დედამიწის მოსახლეობა მნიშვნელოვნად უკვე დააზიანა. ერთ-ერთი მთავარი საფრთხე ჰაერის დაბინძურებაა.

მკვლევრები გაფრთხილებას ავრცელებენ: თუ მსოფლიო არაფერს მოიმოქმედებს კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად, შედეგად დაავადებულ ახალ თაობას მივიღებთ.

ლანცეტში“ გამოქვეყნებული „ჯანმრთელობისა და კლიმატის ცვლილების კვლევის“ ხელმძღვანელი, ნიკ უატსი აცხადებს:

„ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია. მათი ორგანიზმი და იმუნური სისტემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და მათზე განსაკუთრებით მავნე ზეგავლენას ახდენს გარემოს დამაბინძურებლები. თუკი ყველა ქვეყანა დაუყოვნებლივ ზომებს არ მიიღებს და სათბური აირების გაფრქვევას არ შეამცირებს, მნიშვნელოვნად დაიკლებს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა. გარდა ამისა, კლიმატის ცვლილება მთელი ახალი თაობის ჯანმრთელობის მდგომარეობას განაპირობებს“.

სტატიის თანახმად, ახლა დედამიწაზე 7.5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და საჭიროა თითოეული მათგანის აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ კლიმატის ცვლილებამ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა სამუდამოდ არ შეცვალოს.

კლიმატის ცვლილების საფრთხეების შესახებ გამოქვეყნებული კვლევა 35 დაწესებულების, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის, 120 ექსპერტის ერთობლივი ნამუშევარია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაკვლევები

კვლევა: 2070 წლისთვის 3 მილიარდი ადამიანი ექსტრემალური სიცხის პირობებში იცხოვრებს

ევროპელი, ჩინელი და ამერიკელი მეცნიერების კვლევის თანახმად, 2070 წლისთვის 3 მილიარდი ადამიანის საცხოვრებელ ადგილებში ჰაერის ტემპერატურა გაუსაძლისამდე გაიზრდება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თუ უახლოეს მომავალში სათბურის გაზების დონე არ შემცირდება, უამრავ ადამიანს 29 გრადუსზე მაღალ საშუალო ტემპერატურის პირობებში მოუწევს ცხოვრება. შედეგის მისაღებად სპეციალისტებმა გაეროს პლანეტის მოსახლეობის ზრდის პროგნოზი და გლობალური დათბობის განვითარების მოდელები გამოიყენეს.

მეცნიერები განმარტავენ, რომ ადამიანების უმეტესობა ვიწრო კლიმატურ სივრცეებში ცხოვრობს, სადაც საშუალო ტემპერატურა 11-15C გრადუსს შეადგენს. შედარებით მცირე ნაწილის ბინადრობის არეალში საშუალო ტემპერატურა 20-25C გრადუსია. ადამიანები ასეთ პირობებში ათასობით წლის განმავლობაში ცხოვრობენ, თუმცა, გლობალური დათბობის გამო უამრავი ადამიანის საცხოვრებელი ადგილი ამ „კლიმატურ ნიშებს“ გასცდება.

ცვლილებები შეეხება ჩრდილოეთ ავსტრალიას, ინდოეთს, აფრიკას, სამხრეთ ამერიკას და ახლო აღმოსავლეთის ნაწილებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაკვლევები

გრენლანდია ყინულს 7-ჯერ უფრო სწრაფად კარგავს, ვიდრე 1990-იან წლებში

გრენლანდია ყინულს 7-ჯერ უფრო სწრაფად კარგავს, ვიდრე 1990-იან წლებში. ასეთი შეფასება სპეციალისტთა საერთაშორისო ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც 26-წლიანი პერიოდის განმავლობაში სატელიტის დახმარებით შეგროვებული ინფორმაცია გააანალიზა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გრენლანდიაზე ყინულის დნობას თავის მხრივ გავლენა აქვს ზღვებში წყლის დონის მატებაზე და სპეციალისტების თქმით, მოცემული ანალიზის თანახმად, ივარაუდება, რომ წყლებში საუკუნის ბოლოს მხოლოდ გრენლანდიის გამო დამატებით 7სმ-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

ეს საფრთხეს უქმნის სანაპიროებთან ახლოს მცხოვრებ მილიონობით ადამიანს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეკოლოგიაკვლევებიმსოფლიოქიმია

აღმოაჩინეს მიკრობები, რომლებსაც დაბალ ტემპერატურაზე პლასტმასის მონელების უნარი აქვთ

შვეიცარიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინესმიკრობები, რომლებსაც დაბალ ტემპერატურაზე პლასტმასის მონელების უნარი აქვთ.

აქამდე აღმოჩენილ მიკროორგანიზმებს ამ ფუნქციის შესრულება 30°C ტემპერატურიდან შეეძლოთ, რაც მეთოდს ძვირადღირებულსა და არაეკოლოგიურს ხდიდა, რადგან გათბობაზე დიდი რაოდენობით ენერგია იხარჯებოდა. ახალი მიგნება პლასტმასის გადამუშავებას 15°C-ზე იწყებს.

მეცნიერებმა ცდები 19 სახეობის ბაქტერიასა და 15-მდე სოკოზე ჩაატარეს. 126-დღიანი კვლევის შემდეგ ვერცერთმა მიკროორგანიზმმა პოლიეთილენის მონელება ვერ შეძლო, თუმცა მათმა 56%-მა წარმატებით გადაამუშავა პოლიურეთანი და ზოგიერთი პლასტმასის ნარევი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

USA Today: კლიმატური ცვლილების შედეგები, როგორც წესი, ათწლეულებისა და საუკუნეების შემდეგ დგება, მაგრამ ამ ზაფხულს ეს შედეგები ყველგან ჩანს

კლიმატური ცვლილების შედეგები, როგორც წესი, ათწლეულებისა და საუკუნეების შემდეგ დგება, მაგრამ ამ ზაფხულს ეს შედეგები ყველგან ჩანს, – ამის შესახებ USA Today-ზე გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, სათაურით „მსოფლიო გლობალური დათბობის სახიფათო გარდამტეხ მომენტებს უახლოვდება“.

სტატიის ავტორი ელიზაბეტ ვიზი აღნიშნავს, რომ ჰაერის ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებლები მუდმივად ახლდება, ოკეანეებში წყალი ცხელდება, მსოფლიო ლიდერები კი იმდენად შეშფოთებულები არიან, რომ ამ პროცესებს „გლობალური დუღილის ერა“ უწოდეს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე გლობალური ამინდის სისტემა, რომლებზეც მეცნიერები შარშანაც ღელავდნენ, წელს მზარდი მოწყვლადობის ნიშნებს აჩვენებს.

კერძოდ, ანტარქტიკაზე წყლის ყინული რეკორდულად დაბალ დონეზეა, ტყის ხანძრები კანადაში ჰაერს აბინძურებს, ოკეანეებში წყლის რეკორდული ტემპერატურა კი მარჯნებს უქმნის საფრთხეს. ამასთან, ივლისში გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ატლანტის ოკეანის დინებები შესაძლოა მოსალოდნელზე სწრაფად დაიმსხვრეს, რაც ამინდისა და კლიმატის სწრაფ ცვლილებას გამოიწვევს.

სტატიაში ასევე მოყვანილია 5 გარდამტეხი მოვლენა, რომელიც მეცნიერების ვარაუდით, შეიძლება მოსალოდნელზე სწრაფად განვითარდეს:

1. მყინვარების დნობამ შესაძლოა ოკეანეები გადატვირთოს;

2. ატლანტის ოკეანეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი დინებები შესაძლოა გაჩერდეს და შეცვალოს კლიმატი აშშ-სა და ევროპაში;

3. ამაზონის ტროპიკული ტყეები შესაძლოა გაუჩინარდეს;

​4. ტყის ხანძრები ალასკასა და კანადაში ტყეებს საძოვარ მიწად გადააქცევს;

5. ოკეანის წყლის მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა მარჯნის რიფები „მოხარშოს“.

ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს პროგნოზი არა დანებებისკენ, არამედ ქმედებისკენ მოწოდებაა.

 

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 30
Page 2 of 30