close

ეკოლოგია

გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

ინოვაციური კედელი, რომელიც დადებითი თვისებებით 275 ხეს უთანაბრდება

იმისათვის, რომ ჟანგბადი, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ – რაც შეიძლება სუფთა იყოს, ძალიან ბევრი კომპანია ცდილობს, რომ იპოვოს ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადაჭრის გზა.  მოდი, ასე ვთქვათ – მოჭრილი ხეების ადგილზე შენობების აღმართვა წარმატებას არ მოგვიტანს.

კომპანია ,,Green City Solutions-ის“ მიერ შემუშავებული კამპანია ,,ქალაქის ხე” არის მწვანე კედელი, სადაც გამოსახულია ბუნება. სხვადასხვა ჯიშის ხავსისაგან შექმნილი კედელი ასუფთავებს ჰაერს და დადებითი თვისებებით 275  ხეს უთანაბრდება, ანადგურებს დღეში 250 გრამ მტვერს, გამონაბოლქვ აირებს, ხოლო მზის პანელებთან ერთად – კომპლექსში მას შეუძლია შეაგროვოს წვიმის წყალი და აკონტროლოს ნიადაგის მდგომარეობა. ,,ქალაქის ხე” უკვე მსოფლიოს 25 დიდ ქალაქშია დამონტაჟებული, მათგან ყველაზე მეტი ინდოეთშია.

 

წყარო:  Hbr.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაკვლევებიმსოფლიო

ანტარქტიდაზე აღმოჩენილი პლასტმასის ნარჩენები გლობალური დაბინძურების მასშტაბზე მეტყველებს

შორეულ ანტარქტიდაზე პლასტმასის ნარჩენები და ტოქსიკური ქიმიკატები აღმოაჩინეს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დაბინძურების პრობლემა მთელ დედამიწაზე არსებობს.

ამის შესახებ გარემოს დაცვის ორგანიზაცია ,,Greenpeace-ი” იუწყება.

2018 წლის დასაწყისში მიკროპლასტმასები – პლასტმასის პატარა ნაწილაკები, რომელიც წარმოიქმნება სხვადასხვა ნარჩენისგან,  სავაჭრო ჩანთებიდან დაწყებული ავტომობილის საბურავებით დამთავრებული, ანტარქტიდის ნახევარკუნძულიდან აღებული წყლის 17 ნიმუშიდან 9-ში აღმოჩნდა. ხოლო თოვლის 9 ნიმუშიდან 7-ში ნივთიერება PFA-ი აღმოაჩინეს, რომელიც საწარმოო პროდუქტებში გამოიყენება და ველური სამყაროსთვის ზიანის მიყენება შეუძლია.

გაეროს გარემოს დაცვის სააგენტო აცხადებს, რომ დაბინძურების ნიშნები არქტიკიდან ანტარქტიდამდეა აღმოჩენილი და ისეთ შორეულ ადგილებშიც კი, როგორიცაა -მარიანას ღრმული, წყნარი ოკეანის ყველაზე უფრო ღრმა ადგილი.

სააგენტო აცხადებს, რომ წარმოებული პლასტმასის მხოლოდ მეათედია ხელახლა გადამუშავებული და ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდებს, რომ აკრძალონ ან დაბეგრონ ერთჯერადი პარკებისა და საკვები კონტეინერების გამოყენება.

წყარო:  Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკოლოგიაეს საინტერესოასაქართველო

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა – როგორ აღნიშნავენ საქართველოში?

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. ამ დღესთან მიმართებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალიტებმა მდინარე არაგვზე  წყლის სინჯები აიღეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზედაპირული წყლების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. ამ ეტაპზე, სპეციალისტები მონიტორინგს 170-მდე წერტილში ახორციელებენ.

აგრეთვე – ეროვნული სატყეო სააგენტოს ინციატივით, ყვარლის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღედ 1972 წლის 15 დეკემბერს გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიასაქართველო

სიღნაღში დენდროლოგიური პარკი გაიხსნება

ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საფეხმავლო გზას, დაიგება ფილები, მოპირკეთდება საყრდენი კედლები, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა, განთავსდება სკამები. ასევე, პარკში დაგეგმილია ახალი ფიტნეს ზონის მოწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი ღირებულება 257 844 ლარია.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაეს საინტერესოასაქართველოსოციოლოგია

საქართველოში ყველაზე აქტუალურ პრობლემად ეკოლოგია სახელდება

2018 წლის ეკოლოგიური ეფექტიანობის ინდექსის (EPI – Environmental Performance Index) მიხედვით, კვლევის მონაწილე 180 ქვეყანას შორის საქართველო 94-ე ადგილს იკავებს. რეიტინგში პირველ ადგილზეა შვეიცარია, ხოლო ბოლოზე ბურუნდი. EPI-ის მიხედვით ქვეყნების რანჟირება ათ კატეგორიად ხდება, რომლებიც თავის მხრივ ერთიანდებიან ეკოსისტემის სიცოცხლისუნარიანობისა და გარემოს სიჯანსაღის ჯგუფებში. ამის შესახებ ACT Global-ი წერს.

2017 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 44% მიიჩნევს, რომ მათ დასახლებაში ჰაერი დაბინძურებულია; 37% მიიჩნევს, რომ ნიადაგია დაბინძურებული, ხოლო გამოკითხულთა 33%-ს ბუნებრივი წყლის რეზერვუარები ჰგონია დაბინძურებული.

პრობლემას სხვანაირად უყურებენ სოფლად მცხოვრები ადამიანები. თბილისში რესპონდენტთა 89%, სხვა ქალაქებში კი – 48% აცხადებს, რომ მათ დასახლებაში ჰაერი დაბინძურებულია, სოფელში რესპონდენტთა მხოლოდ 12% ამბობს იმავეს.

საინტერესოა, რომ გარემოს დაბინძურებას ქალები უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას, ვიდრე მამაკაცები – როგორც ჰაერის, ასევე ნიადაგისა და ბუნებრივი წყლის რეზერვუარების შეფასებისას.

კვლევა 2017 წლის მარტში ,ეისითიმ” გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის (SCO) ოფისისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაკვეთით ჩაატარა. მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურებით კმაყოფილების დონის დასადგენად, საქართველოს მასშტაბით, 3400 ზრდასრული რესპონდენტი გამოიკითხა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

კომპაქტური საცხოვრებელი, რომელიც ყველგან შეგიძლიათ ატაროთ

კომპანია „Nice Architect-მა“ ბრატისლავადან, შეიმუშავა ახალი პროექტი – ეკოსაცხოვრებელი, რომელსაც ეწოდება „Ecocapsule-ი“. ახალ საცხოვრებელ სახლებს წარმოადგენს კომპაქტური კაფსულები, რომლებიც მთლიანად ავტომატურია.

ის აღჭურვილია წვიმის წყლის შეგროვების სისტემითა და მზის პანელებით. კაფსულის შიდაფართობი 8 კვადრატული მეტრია. პროდუქტი  გათვლილი იქნება ტურისტებისთვის და მკვლევარებისთვის, დროებით საცხოვრებლად. ისინი ადვილად ტრანსპორტირებადია და შეიძლება დამონტაჟდეს ნებისმიერ ადგილას. კაფსულაში, არა მარტო ძილისთვის არის ადგილი, აგრეთვე, აქვე განთავსებულია: საპირფარეშო, შხაპი და სამზარეულოც კი. კაფსულის შიგნით ყოველთვის არის კომფორტული ტემპერატურა, რომელიც რეგულირდება საჰაერო კონდიციონერით. მსგავსი კაფსულები უკვე ხელმისაწვდომია და მისი ფასი შეადგენს 80, 000–ს ევროს.

 

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგიამსოფლიო

ვულკან კილაუეას ამოფრქვევები ჰავაიზე შესაძლოა წლების მანძილზე გაგრძელდეს

იმ ადამიანებს, რომელთა ევაკუაცია ჰავაის კუნძულების ხელისუფლებამ ლეილანი-ესტეიტსის დასახლებიდან ვულკან კილაუეას ამოფრქვევის გამო განახორციელა, სავარაუდოდ, იმაზე მეტხანს მოუწევთ საკუთარი სახლებისგან შორს ყოფნა, ვიდრე ფიქრობდნენ.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ ვულკანის მძვინვარება, სავარაუდოდ, კარგა ხანს გაგრძელდება. ვულკან კილაუეას ამოფრქვევა არა გასულ კვირას, არამედ 1983 წელს დაიწყო. მეცნიერები აცხადებენ, რომ ბოლო პროცესი, რომელიც ამოფრქვევის 62-ე ეპიზოდია, შესაძლოა, რამდენიმე კვირის, თვის და უფრო მეტიც, წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

ვუკლან კილაუეას ცეცხლოვანი ლავის შადრევნებისა და ტალღის შედეგად, გაჩნდა 12 ვულკანური ბზარი. ზანტად მომდინარე გამდნარმა მაგმამ გაანადგურა ყველაფერი, რაც გზად ხვდებოდა. მეცნიერთა აზრით, ამ ყველაფრის უკან ეფუზიური ბზაროვანი ამოფრქვევა დგას.

ბოლო ამოფრქვევის მიზეზი ვულკანის მწვერვალზე, კრატერში მდებარე ლავის ტბის ფსკერის ჩანგრევა გახდა, რის შედეგადაც მთელი მისი გამდნარი მასა კილაუეას მიწისქვეშ დამალულ მაგმის სისტემაში ჩავიდა.

მეცნიერებმა რეზერვუარის ჩანგრევის ზუსტი მიზეზი ჯერ არ იციან, მაგრამ როცა ეს მოხდა, ახალ კლდოვან არხებში დაპრესილი მაგმის დაძვრამ მიწისძვრათა სერია გამოიწვია, მათ შორის 6,9 მაგნიტუდის ბიძგები, რაც ყველაზე ძლიერი იყო ჰავაიზე 1975 წლის შემდეგ.

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

ჩაანაცვლებს თუ არა პლასტმასის ბოთლს ინოვაციური ბოთლი, რომელიც სამ კვირაში იშლება

ბრიტანელი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ერთჯერადი გამოყენების წყლის ბოთლი გამოიგონა, რომელიც სამ კვირაში იშლება.
ჯეიმს ლონგკროფტი ამ გამოგონების საშუალებით პლასტმასის ბოთლების ჩანაცვლებასა და მათი ნარჩენებისგან მსოფლიო ოკეანეების დაცვას ისახავს მიზნად.
ბოთლის – CH2OOSE-ის გარეშრე რეციკლირებული ქაღალდისგან მზადდება, ხოლო წყალგამძლე შიდაფენა შედგება კომპოზიტური მასალისგან, რომელიც მეცნიერმა თავად შექმნა.
ლონგკროფტი აცხადებს, რომ ბოთლის ფოლადის თავსახურიც დაახლოებით ნახევარ წელიწადში სრულად იშლება.
თუ გავითვალისწინებთ, რომ პლასტმასის დაშლას ასეულობით წელი სჭირდება, ლონგკროფტის გამოგონება ნამდვილ რევოლუციად შეიძლება ჩაითვალოს.
მეცნიერი, რომელიც ჯერჯერობით თავისი გამოგონების დაპატენტებას ელოდება, იმედოვნებს, რომ მისი ბოთლი ბაზარზე წლის ბოლოსთვის გამოჩნდება და ფასი დაახლოებით 1,2 აშშ დოლარი იქნება.
სტატისტიკის თანახმად, მსოფლიო ოკეანეებში 55 ტონა პლასტმასია. ივლისში BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, ბოლო 67 წელიწადში კაცობრიობამ 8,3 მილიარდი ტონა პლასტიკური მასალა შექმნა. ჟურნალ ,,Science Advances-ის” სამეცნიერო სტატიის მიხედვით, მხოლოდ 2015 წლისთვის, კაცობრიობამ 6,3 მილიარდი ტონა პლასტმასი გამოიყენა. მათგან ხელმეორე გამოყენებისთვის მხოლოდ 9% გადაამუშავეს, 12% კი დაწვეს. დარჩენილი ნაგავი ხმელეთისა და ოკეანის ზედაპირზე რჩება. დედამიწის ზედაპირზე პლანეტის მოსახლოება ყოველწლიურად დაახლოებით 300 ტონა პლასტმასის ნარჩენს ყრის, რომელიც ხელუხლებელი რჩება. ოკეანეში კი ამის გამო თევზები და წყლის ცხოველები იხოცება.

წყარო: https://www.sciencealert.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

კვლევა: რომელია მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქალაქები?

დასახელდა მსოფლიოს ყველაზე მეტად დაბინძურებული 10 ქალაქი, რომელთაგან 9 ინდოეთშია.

კვლევისას დაბინძურების ხარისხი განისაზღვრა როგორც ჰაერის დაბინძურების დონის, ისე გარემოს, – ხმელეთისა და წყლის დაბინძურებით. ჯამში, შესწავლილ იქნა  100 ქვეყნის 4 ათასი ქალაქი. შერჩეულ ათ ქალაქში ადამინების სიკვდილიანობის უმთავრეს მიზეზად სწორედ დაბინძურებული გარემო სახელდება. კვლევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ეკუთვნის.

მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქალაქების ჩამონათვალი ასეთია:

1. კანპური –  ინდოეთი;

2. ფარიდაბადი –  ინდოეთი;

3. ვარანასი – ინდოეთი;

4. გაია –  ინდოეთი;

5. პატნა –  ინდოეთი;

6. დელი –  ინდოეთი;

7. ლაქნაუ –  ინდოეთი;

8. ბამენდა, კამერუნი;

9. აგრა –  ინდოეთი;

10. მუზაფარპური –  ინდოეთი.

წყარო:  Cnbc

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

ფეხსაცმელი, რომელიც გადამუშავებული საღეჭი რეზინისგან დამზადდა

საღეჭი რეზინა საზოგადოების უმრავლესობის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ყველას არ უყვარს სისუფთავე და ძალიან ბევრი პირდაპირ ქუჩაში ყრის მათ. კომპანია ,,Gumdrop”–მა გადაწყვიტა საკმაოდ უჩვეულო რამ გაეკეთებინა, შეგროვებული საღეჭი რეზინების გადამუშავების შედეგად შექმნეს ფეხსაცმელი.
როგორც ცნობილია საღეჭი რეზინა მზადდება სინთეტიკური რეზინისგან, შესაბამისად – მათ გადაწყვიტეს, რომ ფეხსაცმლის წარმოებისთვის ვარგისი აღმოჩნდებოდა, ისინი იყენებენ 1 კილოგრამ საღეჭ რეზინას ყოველი 4 წყვილის წარმოებისთვის.
ახალი პროექტი საკმაოდ სასარგებლოა ამსტერდამში არსებული კომპანიისა და მოსახლეობისთისაც, რადგანაც ფულიც იზოგება და ქალაქიც სუფთა რჩება.

წყარო: Theverge.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 21 22 23 24 25 30
Page 23 of 30