კომპანია Apple აცხადებს, რომ თითქმის ორჯერ გაზარდა იმ მომწოდებლების ოდენობა, ვინც მხოლოდ ეკოლოგიურად უსაფრთხო, განახლებულ ენერგიას (ე.წ. მწვანე ენერგია) მოიხმარს. მათ შორის არის კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ ტელეფონის პროცესორებს და აწყობენ კომპანიის ფლაგმანურ iPhone-ებს.
გასულ წელს Apple-ში განაცხადეს, რომ კომპანია უკვე სრულად გადავიდა განახლებად ენერგიის წყაროებზე და ტრადიციული მეთოდებით გამომუშავებულ ელექტროენერგიას აღარ მოიხმარდა. საუბარი იყო 43 სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე ობიექტებზე: საცალო გაყიდვის მაღაზიებზე, ოფისებზე, საინფორმაციო ცენტრებსა და სხვა სტრუქტურებზე.
ამ განცხადებამ ბაზარზე ერთგვარი სკეფსისი გამოიწვია, რადგან ყველამ იცის, რომ Apple სმარტფონების ნაწილებს შეკვეთით ყიდულობს და მათ სხვა კომპანიის ქარხნებში აწყობს.
უახლესი მონაცემებით, კომპანიამ დაარწმუნა iPhone-ების აწყობაზე პასუხისმგებელი კომპანია Foxconn და მიკროჩიპების მწარმოებელი Taiwan Semiconductor Manufacturing Co Ltd, რომ ისინიც გადავიდნენ განახლებულ ენერგიაზე.
ანალოგიურ პროექტებს ახორციელებენ Google და Microsoft-იც. Microsoft-ის მიერ შეძენილი განახლებადი ენერგიის საერთო მოცულობა, მთელ მსოფლიოში, უკვე 860 მეგავატს აჭარბებს.
წყარო : Hbr.com
მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”