close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოა

7 ფაქტი, რომლებიც ადამიანის ხასიათის ამოცნობაში დაგეხმარებათ

გთავაზობთ ფქისოლოგიურ ხრიკებს, რომლებიც ადამიანის ბუნების ამოცნობაში დაგეხმარებათ.

1. თუ ადამიანი ძალიან ბევრს იცინის, თუნდაც სისულელეებზე, ის ძალიან მარტოსულია.

2. თუ ადამიანი ნაკლებად, მაგრამ სწრაფად ლაპარაკობს, ის საიდუმლოებას ინახავს.

3. თუ ადამიანს ზედმეტად სძინავს, ის მოწყენილია.

4. თუ ადამიანს ტირილი არ შეუძლია, ის სუსტია.

5. თუ ადამიანი არანორმალური მანერით ჭამს, ის დაძაბულია.

6. თუ ადამიანი წვრილმანებზე ტირის, ის სათნო და გულჩვილია.

7. თუ ადამიანი სულელური ან წვრილმანი მიზეზის გამო ბრაზდება, ეს ნიშნავს, რომ მას სიყვარული სჭირდება. შეეცადეთ, უფრო მეტად გაუგოთ ადამიანებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

„ვეჭვობთ, წყალქვეშა ტურიზმი გაიზრდება“ – ექსპერტი

სტეფან უილიამსი, სიდნეის უნივერსიტეტის საზღვაო რობოტიკის პროფესორი ამბობს, რომ წყალქვეშა ტურიზმი ”ტიტანის” ტრაგედიის მიუხედავად გაიზრდება.

„მე ეჭვი მაქვს, რომ ეს ინდუსტრია გაიზრდება“, – ამბობს პროფესორი Reuters-თან საუბრისას.

იგი აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით შესაბამისი რეგულაციებია დასაწესებელი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

რუსეთში ევრაზიის უდიდესმა ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო

რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე, ევრაზიის უდიდესმა ვულკანმა, კლიუჩევსკაიამ ამოფრქვევა დაიწყო.  მონიტორინგის ჯგუფის ცნობით, ვულკანი პარასკევს გააქტიურდა.

“ვულკანის ზომიერი ფეთქებადი ამოფრქვევა 22 ივნისიდან გრძელდება” – თქვა მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც აგროვებს მონაცემებს ვულკანური აქტივობის შესახებ.

უწყება ამბობს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს ფერფლის ამოფრქვევა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაბალ სიმაღლეზე მფრინავ თვითმფრინავებზე.

თითქმის 5 კილომეტრის სიმაღლის (3 მილი), კლიუჩევსკაია არის ყველაზე მაღალი და აქტიური ვულკანი ევრაზიაში. ის ბოლოს ოქტომბერში ამოიფრქვა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ამერიკასა და ევროპაში გავრცელებულ ახალ ნარკოტიკთან დაკავშირებით საზოგადოებას მის ხელთ არსებულ ინფორმაციას უზიარებს.

ზურა სიხარულიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„იცით რომ არ ვწერ ხშირად, მაგრამ მაინც მიწევს რაღაცების წერა, ვინაიდან სულ ახალ-ახალი რაღაცები ხდება ჩვენს ქვეყანაში, მით უმეტეს ეს ყველაფერი აქტიურდება სეზონის მოსვლასთან ერთად – განსაკუთრებით აჭარაში.

ეს ეყრდნობა ჩემ პირად გამოცდილებას და იმ ინფორმაციას, რასაც ვისმენ და აქედან გამომდინარე მიწევს საზოგადოება გავაფრთხილო იმ საშიშროებაზე, რაც ქვეყანაში შეიძლება მოხდეს. ერთი დაკარგული სიცოცხლეც და ერთი ზედოზირებაც არის დიდი ტრაგედია, ამიტომ ვთვლი ვალდებულად, რომ დავწერო იმ საშიშროებაზე, რაც ხდება დღევანდელ დღეს, რომ ავიცილოთ თავიდან უბედურება.

ჩემი პოსტი არის ახალ ნარკოტიკზე, რომელიც დღეს ამერიკაში და ევროპაში წარმოადგენს უკვე დიდ საშიშროებას და უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მას „ზომბ ნარკოტიკს“ ეძახიან ან „ტრანკს“.

ეს არის ეგრეთ წოდებული ქსილაზინი – ანალგეტიკური მიორლაქსაცოური და დასაძინებელი საშუალება, რომელსაც იყენებენ ვეტერინარიაში ცხოველის დასაძინებლად და ტკივილგამაყუჩებლად. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ქვეყანაში აკრძალული ნივთიერებების სიაში არის და მისი გამოყენება აკრძალულია და არ არის თავისუფალ გაყიდვაში, თუ არის, მაშინ უნდა მოხდეს სასწრაფოდ მისი ამოღება!

სამწუხაროდ, დღეს მას იყენებენ ფენტანილთან კომბინაციაში და ის წარმოადგენს დიდ საშიშროებას ვინაიდან ფენტანილი ერთი მხრივ უკვე წარმოადგენს ზედოზირების დიდ რისკს და დამატებული ქსილაზინი აძლიერებს ასმაგად ფენტანილის მოქმედებას, იწვევს გულის რითმის დარღვევას ქანის ოქსიგენაციის შემცირებას, ინექციის ადგილას ჩნდება დიდი წყლულები და შემდგომ შესაძლებელია განგრენა და კიდურის დაკარგავაც.

ასევე, მას ხშირად ურევენ სხვა კლუბურ ნარკოტიკსაც, რაც იყიდება დარკნეტზე მათი ეფექტების გასაძლიერებლად. ის რომ დარკნეტი დღეს ძალიან გააქტიურებულია ქვემოთ ერთ ტელეგრამ არხიდან მოცემული სკრინი მეტყველებს!

ამიტომ მოერიდეთ უცნობი ნივთიერების ყიდვას! გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს. ეს განსაკუთრებულად თინეიჯერებს ეხებათ ვინაიდან ყველაზე დიდი რისკი ზედოზირიბის მათ აქვთ, ერთი მოხმარებაც შესაძლებელია დამთავრდეს სიკვდილით“, –  წერს ზურა სიხარულიძე.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ჟანგბადის მარაგი რამდენიმე წუთში ამოიწურება – რატომ ვერ პოულობენ დაკარგულ წყალქვეშა ნავს

18 ივნისს, ჩაძირული ტიტანიკის სანახავად ოკეანის ფსკერისკენ დაშვებული ტურისტული წყალქვეშა ნავი — Titan დაიკარგა. კომპანია OceanGate-ის ამ ნავის ბორტზე 5 ადამიანი იმყოფება და მათ ჯერ კიდევ ეძებენ. ნავზე 4 დღის სამყოფი ჟანგბადის რაოდენობა იყო და ეს მარაგი უკვე ძალიან მალე, ჩვენი დროით 22 ივნისის 15:08 საათზე ამოიწურება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს რამდენიმე ფაქტორი ართულებს. პირველი წყლის სიღრმეა, რომელიც უამრავ გვერდით ეფექტს წარმოშობს. ვიცით, რომ წყლის ზედაპირიდან 1000 მეტრ სიღრმეზე მზის სინათლე სრულად ქრება, რადიკალურად იკლებს ტემპერატურა, იზრდება წნევა და არ მუშაობს ის ტექნოლოგიები, რასაც დედამიწის ზედაპირზე, ან თუნდაც, კოსმოსში ვიყენებთ.

აღსანიშნავია, რომ ცნობილი გემის – ტიტანიკის ნარჩენები, რომლის დასათვალიერებლადაც წყალქვეშა ნავს ტურისტები გადაჰყავდა, დაახლოებით, 3 800 მეტრის სიღრმეზე, ოკეანის ფსკერზე მდებარეობს. აქ ყველა ტექნოლოგია, რასაც ჩვენ ყოველდღიურად მოვიხმართ, უძლურია. მაგალითად, Titan-ს არ აქვს GPS გადამცემი, ან რაიმე მსგავსი, რადგან ის ოკეანის სიღრმეში მოგზაურობისთვის შექმნეს.

ამ სიღრმეზე წყალი შთანთქავს ელექტრომაგნიტურ რადიაციას, მათ შორის, სინათლესა და რადიოტალღებს. ეს ნიშნავს, რომ GPS-ის ან რადარის არსებობა მსგავს წყალქვეშა ხომალდზე უსარგებლო ხდება, როგორც კი ის შესაბამის სიღრმეს მიაღწევს.

თუ ასეა, როგორ გადაჰყავდა Titan-ს ტურისტები აქამდე? ეს დამხმარე გემისა და აკუსტიკური სისტემის გამოყენებით ხდებოდა. ასევე, გაგიკვირდებათ და, ის კომპიუტერული თამაშების კონტროლერის დახმარებით იმართება. ეს ახალი პრაქტიკა არაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსგავს გზას აშშ-ის სამხედრო ძალებშიც მიმართავენ.

აკუსტიკური კომუნიკაცია ერთადერთია, რასაც ნავი დამხმარე გემთან დასაკავშირებლად იყენებს, კავშირის ეს გზა გამოუსადეგარი ხდება, თუკი Titan ფსკერზე გაიჭედა ან ვერტიკალური პოზიცია ვერ შეინარჩუნა…

გარდა ამისა, ტიპური წყალქვეშა ნავებისგან განსხვავებით (რომლების, საშუალოდ, 300 მეტრის სიღრმეზე დაცურავენ და არა 4000-ის), 9-ტონიან Titan-ს თვითონ არ შეუძლია გადაადგილება. ყოველ შემთხვევაში, წყლის ზედაპირზე ამოსასვლელად. ამისათვის ის დამხმარე გემთან კომუნიკაციას საჭიროებს. ოკეანის ფსკერისკენ მის ყვინთვას ოთხი ელექტროძრავა უწყობს ხელს, ხოლო ამოსაყვინთად მან უნდა მოიშოროს ეს ტვირთი და იტივტივოს ოკეანის ზედაპირისკენ. შესაბამის პლატფორმაზე მიმაგრების შემდეგ კი მას დამხმარე გემი ასწევს.

CBS-ის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების რეპორტიორი, დევიდ პოგი, რომელმაც Titan-ით გასულ წელს ისარგებლა, ABC-თან საუბარში აღნიშნავს, რომ წყალქვეშა ხომალდის პოვნა ძალიან რთული იქნება, რადგან ის ტიტანიკის ნანგრევებთან ახლოს შეიძლება იყოს. ამას ემატება ისიც, რომ ამ სიღრმეზე ძალიან ცოტა ხომალდს შეუძლია მოგზაურობა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

მეცნიერებმა ადამიანის ემბრიონები სრულად ხელოვნურად შექმნეს

ისტორიაში პირველად, მკვლევრებმა ღეროვანი უჯრედებისგან ადამიანის ემბრიონები ხელოვნურად შექმნეს.

შესაძლოა, ასე საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღოთ ადამიანის განვითარების ადრეულ ეტაპებზე, თუმცა ეთიკური თვალსაზრისით არაერთი შეკითხვა იჩენს თავს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

სინთეზური ემბრიონები თაგვისა თუ მაიმუნის ღეროვანი უჯრედებისგან აქამდეც შეუქმნიათ, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ემბრიონი ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან დაამზადეს.

გასათვალისწინებელია, რომ მეცნიერთა ნაშრომი, ჯერჯერობით, რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში არ გამოქვეყნებულა. იგი პროფესორმა მაგდალენა ჟერნიკა-გოტცმა (კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, კემბრიჯის უნივერსიტეტი) წარადგინა ღეროვანი უჯრედების კვლევის საერთაშორისო საზოგადოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ბოსტონში.

სინთეზური ემბრიონები ბუნებრივი სქესობრივი გამრავლების შედეგად არ იქმნება — მას ლაბორატორიულ პირობებში ამზადებენ ღეროვანი უჯრედებისგან. შესაძლოა, მათი მეშვეობით უკეთ შევისწავლოთ, როგორ ვითარდება ემბრიონი პირველი კვირების განმავლობაში. ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან მიჩნეულია, რომ სწორედ ამ დროს იწყება არაერთი გენეტიკური დაავადება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

მეცნიერებმა ფუნქციური სისხლძარღვების დაბეჭდვა შეძლეს

მეცნიერებმა ფუნქციური სისხლძარღვების დაბეჭდვა შეძლეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

სისხლძარღვების ბიოპრინტირება მნიშვნელოვანია სამედიცინო მიზნებისთვის. ამ პროცესის განხორციელების თანამედროვე მეთოდები უჯრედებისთვის შესაფერის გელებს მოიცავს, რის შედეგადაც წარმოიქმნება ანალოგი, რომელიც სტრუქტურულად არც თუ ისე კარგია. ეს განსაკუთრებით პრობლემურია სისხლძარღვებისთვის, რომლებმაც უნდა გაუძლონ მაღალ წნევას და მოხრას.

ამ პრობლემის გადასაჭრელად, უტრეხტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევრებმა ბიოპრინტირების ტექნიკისა და დნობის გაერთიანება წარმატებით შეძლეს.

ამის შესახებ დაწესებულების მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

ცნობისთვის, დნობის ეს სისტემა არის 3D ბეჭდვის უაღრესად ზუსტი ტიპი, რომელიც მუშაობს გამდნარი (ბიოდეგრადირებადი) პლასტმასის ვიწრო სქემით. საბოლოო შედეგი არის რთული სტრუქტურა, რომელიც მტკიცეა და წნევასაც უძლებს.

თუმცა, ამ სტრუქტურის დაბეჭდვა შეუძლებელია მაღალი ტემპერატურის გამო. სწორედ აქ ერთვება საქმეში მოცულობითი ბიობეჭდვა, რადგან მეთოდი შეიძლება გამოიყენონ უჯრედებით დატვირთული გელების სისტემის გასამაგრებლად.

ფუნქციური სისხლის უჯრედების მისაღებად მეცნიერებმა შექმნეს მილისებრი სტრუქტურა დნობის სისტემის გამოყენებით და მოათავსეს მოცულობით ბიოპრინტერში.

მკვლევრების თქმით, ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა.

„ეს პრინციპული და მნიშვნელოვანი პროგრესია. რაც ახლა უნდა გავაკეთოთ არის ღეროვანი უჯრედების ჩანაცვლება ფუნქციური უჯრედებით, რომლებიც ნამდვილი სისხლძარღვების ნაწილია. ეს ნიშნავს კუნთოვანი უჯრედებისა და ფიბროზული ქსოვილის დამატებას ეპითელური უჯრედების გარშემო. ჩვენი მთავარი მიზანი ახლა ფუნქციური სისხლძარღვის დაბეჭდვაა”, – ამბობენ მკვლევრები.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ილონ მასკის SpaceX-მა 14 წლის მოზარდი დაასაქმა

ილონ მასკის კომპანიამ SpaceX სამსახურში 14 წლის პროგრამისტი კაირენ კვაზი აიყვანა. ამის შესახებ Insider-ი წერს.

„მსოფლიოში ყველაზე მაგარ კომპანიას შევუერთდი, როგორც პროგრამისტი Starlink-ის გუნდში“, – განაცხადა კვაზიმ. მისი თქმით, SpaceX-მა არ გამოიყენა მისი ასაკი, როგორც „უნარების განმსაზღვრელი მოძველებული მაჩვენებელი“.

მანამდე კვაზიმ სტაჟირება გაიარა რამდენიმე მსხვილ კომპანიაში. Intel-ში ნეიროქსელებთან მუშაობდა, Blackbird.AI-ში კი – კიბერუსაფრთხოების სფეროში.

ცოტა ხნის წინ მოზარდმა კალიფორნიაში სანტა-კლარას უნივერსიტეტი დაამთავრა და ბაკალავრის წოდება მიიღო. ის 1851 წელს დაარსებული სასწავლო დაწესებულების ყველაზე ახალგაზრდა კურსდამთავრებული გახდა.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

მონტანა აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც TikTok-ი აიკრძალა

ამერიკული შტატის, მონატანს გუბერნატორმა გრეგ ჯანფორტემ ხელი მოაწერა კანონს რეგიონში აპლიკაცია TikTok-ის აკრძალვის შესახებ. „მონტანის მცხოვრებთა პირადი მონაცემების ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან დასაცავად შტატში TikTok-ი ავკრძალე“, – დაწერაგუბერნატორმა Twitter-ზე.

Reuters-ი აზუსტებს, რომ აპლიკაციების მაღაზიებს Apple-სა და Google-ს აეკრძალათ შტატის ტერიტორიაზე TikTok-ის გადმოწერის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. ამასთან, აპლიკაციის გამოყენებისთვის ამ ეტაპზე არანაირი ჯარიმა გათვალისწინებული არ არის. კანონი ძალაში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან შევა.

მონტანა აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც TikTok-ი აიკრძალა.

აშშ-ში TikTok-ის მფლობელ კომპანია ByteDance-ს ჩინეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. 2022 წლის დეკემბერში ამერიკის სენატმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო მოხელეებს ფედერალური მთავრობის მოწყობილობებზე TikTok-ით სარგებლობა აეკრძალათ. TikTok-მა არაერთხელ უარყო, რომ მომხმარებელთა პირად მონაცემებს ჩინეთის ხელისუფლებას უზიარებს.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიამედიცინასაქართველო

სოფელი, რომელმაც საქართველო ,,ჟამიანობისგან” იხსნა

პირიქითა ხევსურეთში, შატილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2-3 კილომეტრს თუ გაივლით, მდინარე არღუნისა და მუცოსწყლის შესართავთან სოფელ ანატორში აღმოჩნდებით. სოფელი კლდეებშია ნაკვეთი და ახლა იქ აღარავინ ცხოვრობს, ოდესღაც აქ ჩვეულებრივი ხევსურული სოფელი იყო, მანამ, სანამ გადმოცემის თანახმად XVIII საუკუნეში ,,ჟამმა“ არ გაწყვიტა.

ზუსტად არავინ იცის, რა დაავადებამ იმსხვერპლა ანატორელები, ხევსურებისთვის ეს ლეგენდა უბრალოდ ,,ჟამს“ უკავშირდება. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით ,,ჟამი“ შავ ჭირს ნიშნავს. არ არის გამორიცხული, ეს მართლაც შავი ჭირი ყოფილიყო, მით უფრო, რომ სოფელ ანატორში ჩეჩენ-ინგუშეთიდან, დაღესტნიდან, თუშეთიდან, ქართლ-კახეთიდან მომავალი გზები კვეთდა ერთმანეთს და შესაძლოა მიმოსვლამ დაავადების გავრცელებას შეუწყო ხელი.

დასნეულებული ანატორელები საკუთარი ფეხით მიდიოდნენ აკლდამაში და მორჩილად ელოდნენ სიკვდილს. ფიქრობდნენ, რომ ასე სხვებს დაავადებას არ გადასდებდნენ და სოფელს გადაარჩენდნენ. ზეპირი გადმოცემების მიხედვით, აკლდამაში ფანდურიც მიჰქონდათ და სიკვდილის სიმღერებს მღეროდნენ. მიდიოდნენ დედები ჩვილებით, მოხუცები, ახალგაზრდები, თეთრი ფიქალის თაროებზე წვებოდნენ და სიკვდილს ელოდნენ. ეგონათ თავგანწირვით სოფელს გადაარჩენდნენ. მაინც ვერ გადარჩა. ყველა დაიხოცა და მათი ძვლები დღემდე ნასოფლარის აკლდამაში ინახება.

ლეგენდის მიხედვით ,,ჟამიანობისას“ სოფელი ჩაკეტეს. კოშკიდან  შეიარაღებულები დარაჯობდნენ ანატორს, გადაწყდა ესროლათ ყველასთვის, ვინც გაქცევას დააპირებდა და „ჟამის“ გავრცელების საფრთხეს შეუქმნიდა სხვა სოფლებსაც. ხევსურეთში სიამაყით გიამბობენ, რომ ანატორში ტყვია არავისთვის უსვრიათ. არავინ გაქცეულა და სოფელმა დანარჩენი საქართველო ,,ჟამისგან” იხსნა.

აკლდამაში მონეტები, ლითონის სამკაულები, ისრისპირები და ხის ჭურჭელია აღმოჩენილი. აკლდამებში დამარხვა წესად მთელ ხევსურეთში ჰქონიათ XX საუკუნემდე. აკლდამებს ნახავთ მუცოშიც.

აკლდამა მუცოში/გვანცა ფარქოსაძის ფოტო

,,ჟამისგან“ ამოწყვეტილ ანატორში სისაურებს და ჭინჭარაულებს უცხოვრიათ. პირაქეთი ხევსურეთის ლიკოქის ხეობაში მოსახლე ლიკოქელები თავს ანატორელების შთამომავლებად მიიჩნევენ.

ღია მუზეუმი – ანატორის აკლდამები ყველა მნახველისთვისაა ხელმისაწვდომი. ამ იდუმალ, დაცარიელებულ სოფელში აკლდამების სამხრეთ-დასავლეთით მთის ციცაბო კალთაზე, IX-X საუკუნეებში აგებული მარიამწმიდის ეკლესიაც დგას. შენობა ძალიან დაზიანებულია, სარკმლიდან ჩანს, რომ საკურთხევლის იატაკი თეთრი ფიქალითაა ნაგები. ხევსურებს ეს ადგილი „მკვრივ“, ანუ შეუვალ ადგილად აქვთ გამოცხადებული. ეს ნიშნავს, რომ ეკლესიას ტაბუ ადევს და შესვლა თემის წესებით ყველასთვის აკრძალულია.

ანატორის თვითდამარხვის ფენომენი დღემდე შეუსწავლელია. სოფელში აღმოჩენილია ბანურსახურავიანი, ოთხკუთხა და სამაროვანი ნაგებობები, ზემოხსენებული აკლდამა და მარიამწმიდის ეკლესია. ანატორის აკლდამა ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 8 9 10 11 12 98
Page 10 of 98