close

ეს საინტერესოა

ემიგრანტიეს საინტერესოა

„საბერძნეთში ვმუშაობდი სანთლის საწარმოში, სადაც შევისწავლე ჩემი საქმე“ – დეკორატიული სანთლები გამორჩეული დიზაინით

იმას, თუ რას ავირჩევთ ჩვენთვის საყვარელ და საჭირო საქმიანობად, დრო და გარემოებები განსაზღვრავს. შესაძლოა, ბევრი წელი გავიდეს იმის ძიებაში, თუ რა პროცესი გვანიჭებს სიამოვნებას, რაც, ამასთანავე, ჩვენთვის შემოსავლის წყარო უნდა იყოს.

რამინ ნოზაძისთვის დეკორატიული სანთლების დამზადების სიყვარულს წინ ხანგრძლივი ისტორია უძღვის. ეს ისტორია, საბოლოოდ, ამ ხელსაქმით მიმართ უდიდესი სიყვარულით დასრულდა. ის საოცარ, გამორჩეულ სანთლებს მეუღლესთან, თამთა კანკაძესთან ერთად 2016 წლიდან ამზადებს. რამინი თავად გვესაუბრა.

18 წლის ვიყავი, როდესაც ემიგრანტი გავხდი. საბერძნეთში ვმუშაობდი სანთლის საწარმოში, სადაც სიღრმისეულად შევისწავლე ჩემი საქმე. 15 წლის შემდეგ გადავწყვიტე დაბრუნება სამშობლოში და დავიწყე საქმე, რომელიც მთელი არსებით შევიყვარე.

სანთლებს ვამზადებთ როგორც პარაფინით, ასევე, სოიოს ცვილით.

როგორც რამინი ამბობს, სანთლებისთვის ყალიბებს ის და მისი მეუღლე თავად ქმნიან და ცდილობენ, მათი პროდუქცია იყოს გამორჩეული.

ჩვენი სანთელი არ ჰგავს სხვას. ჩვენ თავად ვქმნით ყალიბებს, ვხატავთ და ვძერწავთ სანთლებზე. ვცდილობთ, შევქმნათ სხვებისგან გამორჩეული პროდუქცია. გვაქვს ძალიან ბევრი იდეა და ამას სულ მალე იხილავს ჩვენი მომხმარებელი. გვიყვარს სიახლეებით მომხმარებლის განებივრება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევები

BBC: შიმშილობა ადამიანის სიცოცხლეს ახანგრძლივებს

BBC: სილიციუმის ველზე (სილიკონის ველი) დიდი ხანია დადის ჭორი, რომ პერიოდული შიმშილობა ორგანიზმს ახალგაზრდობას უნარჩუნებს. 

რამდენიმე დღის წინ ჯორჯიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა “ჯანსაღი შიმშილის” თეორიის მიმდევართა არგუმენტები კიდევ უფრო გაამყარეს. მათი კვლევა აჩვენებს, რომ შიმშილი ან დაბალკალორიული, მკაცრი დიეტა სისხლძარღვთა სისტემის გაჯანსაღებას იწვევს.

მეცნიერების თქმით, შიმშილის ან ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს ადამიანის თირკმელები გამოიმუშავებს ნივთიერრებას, რომელიც ორგანოებისა და სისხლძარღვების კედლებს დაბერებისგან იცავს, რადგან მათი უჯრედების გაყოფასა და გამრავლებაზე ახდენს ზეგავლენას (პროცესს აჩქარებს).

“დაბერების მთავარი ასპექტი სწორედ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაბერებაა”, – ნათქვამია კვლევაში.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ ნივთიერების სინთეტიკური ანალოგის შექმნაც შესაძლებელია:

“რთულია ადამიანები აიძულო რამდენიმე დღე იშიმშილონ […] და ამას ყველა ვერ გაუძლებს, მაგრამ თუ ჩვენ შევძლებთ და ამ ეფექტს ხელოვნურად გამოვიწვთ, ეს ადამიანებს გააჯანსაღებს და ისინი უფრო დიდხანს იცოცხლებენ”, – ნათქვამია კვლევაში.

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

Bread&Wine – ქართული სამზარეულოს ტრადიციების მიმდევარი

თუ უგემრიელესი ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნება გსურთ, შეგიძლიათ რესტორან ,,პური და ღვინოს“ ესტუმროთ.  ეს არის რესტორანი, რომელიც ტრადიციულ ქართულ სამზარეულოსა და თანამედროვე ტენდენციებს აერთიანებს.

Bread&Wine“-ის სამზარეულო ფოკუსირებულია ქართულ სამზარეულოზე, თუმცა,  ასევე პატივს ვცემთ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტენდენციების გამოყენებას.“ – აღნიშნავს რესტორნის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

breadandwine.ge რესტორანი განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. სწორედ ეს უკანასკნელი უნარჩუნებს რესტორანს გამორჩეულ ადგილს Best Georgian restaurants in Tbilisi -ს შორის.

,,საკუთარ თავს ყოველთვის ვეკითხებოდი, რა არის სტუმრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართულ რესტორანში?! ჩემი აზრით, ეს არის გემრიელი ტრადიციული კერძები, სასიამოვნო მუსიკა, მაღალი დონის მომსახურება და დაუვიწყარი დროის გატარების შესაძლებლობა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.“–  აღნიშნავს რესტორნის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

მრავალფეროვანი მენიუ
,,პური და ღვინოს“ მენიუში საქართველოს ყველა რეგიონის ტრადიციული კერძია თავმოყრილი. რესტორანში სალათებისა და ყველის სხვადასხვა სახეობის  დაგემოვნებაა შესაძლებელი.  ,,პური და ღვინის“ მენიუში წარმოდგენილია ბოსტნეულის მწნილისა და  ფხალის ასორტები.  რესტორანს სტუმრებისთვის გამასპინძლება, როგორც ხორციანი ასევე ვეგეტარიანული წვნიანებით  შეუძლია.  მენიუში ასევე შეხვდებით ცხელი კერძების მრავალფეროვან არჩევანს, მათ შორის კეცზე მოზადებულ სოკოსა და ქათმის ხორცის ნაირსახეობებს.
ბარბიქიუ
რესტორანში მომზადებული სხვადასხვა სახეობის მწვადი და ქაბაბი გემოვნური თვისებებით ნამდვილად გაგაოცებთ. მენიუში წარმოდგენილია, როგორც ტრადიციულად, ღორის ხორცით, ასევე ქათმისა და ხბოს ხორცით მომზადებული მწვადი.
ხინკალი
,,პური და ღვინის“ დამფუძნებლებს არც ხინკლის მოყვარული სტუმრები დავიწყებიათ. რესტორანში, როგორც ხორცის ასევე, კარტოფილის, ყველისა და სოკოს ხინკლის დაგემოვნებაა შესაძლებელი.
ხაჭაპური
,,პური და ღვინის’’ მენიუზე საუბრისას, რთულია გვერდი აუარო, ყველასთვის საყვარელი ხაჭაპურის მრავალფეროვან არჩევანს. ტურისტებისა და ადგილობრივი მცხოვრებლების შეფასებით, Best Khachapuri in Tbilisi სწორედ ,,პური და ღვინოში“ მზადდება.
გარნირი და თევზი
რესტორნის მენიუში ასევე შეგხვდებათ გარნირის მრავალფეროვანი არჩევანი და სხვადასხვა მეთოდით მომზადებული თევზის ნაირსახეობა.
დესერტი
,,პური და ღვინის“ მენიუს განსაკუთრებულს დესერტის მრვალფეროვანი არჩევანი ხდის. აქ წარმოდგენილია ქართული ტრადიციული ტკბილეულის ასორტი, რომელიც ჩურჩხელას, სხვადასხვა ხილის ჩირსა და თხილეულს მოიცავს. რესტორნის სტუმრები განსაკუთრებულად გამოარჩევენ საფერავის სოუსით მომზადებულ მსხალსა და გოზინაყს.
ღვინო
და რა იქნებოდა ქართული ტრადიციული სუფრა ღვინის გარეშე?!
სწორედ მრავალფეროვანი კერძებისა და ღვინის ერთობლიობა ქმნის ქართულ სამზარეულოს სრულყოფილს.
,,პური და ღვინოს“ მენიუში ქართული ღვინის მრავალი სახეობაა წარმოდგენილი. რესტორანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა სახით მომზადებული საფერავი, ქინძმარაული, მუკუზანი და ჯანანურა. არც სახლში მომზადებული თეთრყურძნიანი და წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშის უგემრიელესი ღვინო დაგტოვებთ გულგრილს.

,,Bread&Wine“ და ციფრული მარკეტინგი
,,პური და ღვინისთვის“ განუყოფელი ნაწილი გახდა ციფრული მარკეტინგი . სწორედ მისი მეშვეობით გახდა რესტორანი ტურისტების ერთ-ერთი საუკეთესო
ადგილი თბილისში. გაიზარდა როგორც კომპანიის ცნობადობა, ასევე გაყიდვების რაოდენობა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიატრანსპორტი

თბილისის მეტროს დაარსებისა და განვითარების ისტორია

 1951 წელს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭომ თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობის დაწყება გადაწყვიტა, თუმცა, ეს პროცესი დროში გაიწელა და 15 წლის შემდეგ დაგვირგვინდა, ბუნებრივიცაა, მშენებლობა უამრავი დეტალის გათვალისწინებას მოითხოვდა –  პირველ ეტაპზე, 1952 წლის იანვარში, „მეტრომშენის“ სამმართველო ჩამოყალიბდა, ხოლო მომდევნო წელს, პირველი შახტის მშენებლობა და გადასარბენი გვირაბების აგება დაიწყო.

საინტერესოა, რომ 1957 წელს მეტროს მშენებლობა შეჩერდა და გვირაბების მშენებლობა სხვა დანიშნულებით დაიწყეს. 2 წლის შემდეგ კი კვლავ გაგრძელდა შეჩერებული სამუშაოები.

საბოლოოდ, 1966 წლის 11 იანვარს თბილისში მეტრო ამოქმედდა. საგულისხმოა, რომ, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ეს მეოთხე მიწისქვეშა ტრანსპორტი იყო.

თავიდან მხოლოდ 5 მეტროსადგური არსებობდა („დიდუბე“, „ელექტროდეპო“, „ვაგზლის მოედანი“, „მარჯანიშვილი“, „რუსთაველი“). 1979 წელს მეორე ხაზიც გაიხსნა, რომელმაც ,,სადგურის მოედნისა” და საბურთალოს რაიონის დაკავშირება შეძლო.  მომდევნო წლებში კი სხვა მეტროსადგურებიც დაემატა ეტაპობრივად.

ყველაზე ბოლო  2000 წლის აპრილში ,,ვაჟა-ფშაველას” დამატება იყო.

დღეს ვაგონების  საერთო რაოდენობა  186-ს შეადგენს. თავად მატარებლებს კი ორი დეპო ემსახურება, „ელექტროდეპო“ და „გლდანის დეპო“.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ალმასის ისტორია

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ალმასი, რომელიც დღევანდელი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, ,,კულინანის” სახელით არის ცნობილი, მას სახელი დაერქვა სერ თომას კულინანის გამო, რომელმაც ის შახტა გახსნა, სადაც ალმასი იპოვეს. ალმასის წონა აჭარბებს 3000 კარატს. ის გადამუშავების შედეგად დაიყო 9 დიდ ნაწილად, 96 პატარა ბრილიანტად და ნაჭრებად, რომელთა წონაც 9.5 კარატს შეადგენს. მათგან ყველაზე დიდი და ცნობილი ბრილიანტის სახელია ,,კულინან I”.

,,კულინანის” ალმასი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით ბრიტანეთის მეფეს, ედუარდ VII-ს აჩუქეს, 66-ე დაბადების დღეს,  რაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა დიდი ხნის განმავლობაში ბრიტანეთის კოლონია იყო.

ალმასის გაგზავნა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან დიდ ბრიტანეთში საკმაოდ პრომლემატური საკითხი აღმოჩნდა, რადგანაც არსებობდა მოპარვის საშიშროება. ერთ-ერთი გავრცელებული მოსაზრებით ალმასი მოათავსეს გემზე, რომლითაც წესით უნდა გადაეტანათ, მაგრამ რეალურად ნამდვილი ალმასი ინგლისში ფოსტით გააგზავნეს.

ალმასის გადამუშავების შემდეგ მიღებული ბრილიანტები ამჟამად დიდი ბრიტანეთის საგანძურშია დაცული. უდიდეს გადამუშავებულ ბრილიანტს, ,,კულინან I-ს”, ასევე ,,აფრიკის ვარსკვლავს” უწოდებენ, ის 530 კარატზე მეტს იწონის და გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელიზაბედ II-ის, სამეფო კვერთხშია მოთავსებული, მისი ხილვა სხვა დანარჩენ ბრილიანტებთან ერთად ლონდონის ტაუერშია შესაძლებელი.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

კომპანია „ლევისის“ დაარსების ისტორია

,,ლევისის” კომპანია დაარსდა 1853 წელს, აშშ-ში, ქალაქ სან ფრანცისკოში,  ებრაელი მიგრანტის – ლივაი სტროსის მიერ.

კომპანიის დაარსება განაპირობა 1849 წელს კალიფორნიაში დაწყებულმა ,,ოქროს ციებ-ცხელებამ”, რომლის დროსაც ოქროს მაძიებელ ათეულ ათასობით ადამიანს, განსაკუთრებულად გამძლე ტანისამოსი დასჭირდა სამძებრო სამუშაოებისათვის.

მან გადაწყვიტა, ჯინსის შარვლებით მოემარაგებინა ისინი, სტროსმა უმოკლეს დროში შარვლები სარფიანად გაყიდა და აზრად მოუვიდა, რომ წამოეწყო ბიზნესი, რომელიც, დღეს, როგორც ვიცით, ერთ–ერთი საუკეთესო კომპანიაა მსოფლიოში.

კომპანიამ პირველი პროდუქცია 1886 წელს გამოუშვა და  ,,501″ უწოდა, აღსანიშნავია, რომ პირველი ჯინსის შარვალი ქამრის გასაყრელის გარეშე გამოვიდა და მისი ტარება, სამხრე ღვედებით, ე.წ. პაჟებით იყო შესაძლებელი.

წყარო: Fashionista.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასაქართველო

,,მშრალი ხიდის” ისტორია – რატომ დაერქვა ეს სახელი?

ალბათ ყოველთვის გაინტერესებდათ მშრალი ხიდის ისტორია – საინტერესოა, რატომ დაერქვა მას ეს სახელი და გადიოდა თუ არა ადრე მის ქვეშ მდინარე?

მშრალ ხიდს ადრე მიხეილის მცირე ხიდი ერქვა, ის 1849-51 წლებშია აგებული. 
თლილი ქვით ამოყვანილი ხიდქვეშ XX ს-ის 30-იანი წლებამდე მტკვრის ტოტი მიედინებოდა, რომელიც ორბელიანთა, მოგვიანებით კი, მადათოვის კუთვნილ კუნძულს გამოყოფდა. ტოტის დაშრობის გამო, კუნძული გაქრა, ხიდი კი შემორჩა და მას ,,მშრალი ხიდი” დაერქვა.

ფოტოზე ხედავთ მოსახლეობას, რომელიც მშრალი ხიდის ქვეშ დგას და მდინარის დაშრობის გამო გაოცებას გამოხატავს.
ხიდის პროექტის ავტორი და მთავარი მშენებელი ჯოვანი სკუდიერია. მისი დაღუპვის შემდეგ კი მშენებლობა ინჟინერმა ბლიკსმა დაასრულა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

5 რამ, რაც არასდროს არ უნდა გააკეთოთ ძილის წინ

ძილი ადამიანის ცხოვრებაში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თანმხვედრი მოვლენაა, რომელიც ყველა პიროვნებას სჭირდება.

ძილის დროს ადამიანი აღიდგენს იმ ენერგიას, რომელიც მთელი დღის განმავლობაში დაკარგა, როგორც ცნობილია, ძილი ყველაზე კარგი დასვენების საშუალებაა. უძილობა ყველა საქმიანობაში უკან სვლას იწვევს, ხშირდება შეცდომები და ჩვენი ვიზუალური მხარე რადიკალურად განსხვავებული ხდება ჩვეულებრივისგან.

,,ბიზნეს ინსაიდერის” ექსპერტების ცნობით, ჩვენ წარმოგიდგენთ 5 ქმედებას, რაც არ უნდა გააკეთოთ ძილის წინ:

  1. არ დაიძინოთ მუსიკასთან ერთად;
  2. არ ჩართოთ ტელეფონის ეკრანები ღამის რეჟიმზე;
  3. არ ივარჯიშოთ;
  4. არ გამოიყენოთ რელაქსაციისთვის განკუთვნილი აპლიკაციები;
  5. არ მიაქციოთ მეტი ყურადღება იმას, თუ რამდენი საათი გძინავთ, არამედ როგორ პირობებში ხართ.

წყარო: Businessinsider.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ სამსახურის ძებნისას?

დასაქმება დღევანდელ რეალობაში ძალიან პრობლემურ საკითხად იქცა, რადგან უმრავლესობა ადამიანებისა ვერ პოულობს სათანადო სამსახურს, მათი პროფესიისა და სურვილის შესაბამისად, რთულია მოძებნო ისეთი ადგილი, სადაც შენთვის მისაღები პირობები იქნება.

,,ბიზნეს ინსაიდერმა” გამოაქვეყნა სტატია, სადაც მკითხველს ურჩევს თუ რა არ უნდა მოიმოქმედოს თუ სამსახურის პოვნა სურს, მათ ინტერვიუ ჩამოართვეს რობერტ ჰოჰმაენს, ვინც კომპეტენტურია მსგავს საკითხებში, მან მკითხველს შესთავაზა რამდენიმე რჩევა:

  1. არ შეავსოთ ბევრი აპლიკაცია  ანუ არ გააგზავნოთ თქვენი სივი ბევრ სხვადასხვა კომპანიაში;
  2. არ სცადოთ მომზადება მოლაპარაკებისთვის, რომლის გავლაც აუცილებლად მოგიწევთ;
  3. გასაუბრებაზე არ გაამახვილოთ ყურადღება ანაზღაურებაზე;
  4. ეცადეთ მოძებნოთ ისეთი ადგილი, სადაც თავს კარგად იგრძნობთ.

წყარო: Businessinsider.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევები

მეცნიერები: ადამიანს ცოდნის გამყარება ძილში ხდება

შვეიცარიაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანის ტვინს აზრობრივი ასოციაციების ფორმირება ძილის დროსაც შეუძლია. ამის შესახებ ავსტრიული გამოცემა Kurier-ი იუწყება.

„ნასწავლი მასალის უკეთ დამახსოვრებას ძილი რომ ეხმარება, დიდი ხანია ცნობილია. მაგალითად, თუ საღამოს ისწავლით რამე მუსიკალურ ნაწარმოებს, მეორე დღეს მისი დაკვრა ინსტრუმენტზე უფრო ადვილი ხდება, თუმცა, აზრობრივი ასოციაციები რომ გაუაზრებლად ფორმირდება ღრმა ძილის დროს, ეს აღმოჩენაა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

ექსპერიმენტში 41-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ ძილის დროს ყურსასმენებით მოასმენინეს გამოგონილი სიტყვები გამოგონილი მნიშვნელობებით. მაგალითად ერთისთვის სიტყვისა და მისი მნიშვნელობის წყვილი ჟღერდა ასე – Guga ჩიტი, სხვისთვის კი – Guga სპილო. გაღვიძების შემდეგ მათ ჰკითხეს როგორი იყო Guga – დიდი, თუ პატარა.

„თუ წყვილის მეორე სიტყვა მათ ძილის განსაზღვრულ ფაზაში ჩაესმათ, გამოსაცდელთა 60% გაღვიძების შემდეგ სწორად პასუხობდა“, – ნათქვამია სტატიაში.

მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ძილის დროს ტვინის აქტიური ფაზები, როცა ყველა უჯრედი აქტიურია, ნახევარ წამს გრძელდება და მას პასიური ფაზა ენაცვლება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 15 16 17 18 19 98
Page 17 of 98