close

ეს საინტერესოა

ბიზნესიეს საინტერესოა

Google, Apple და კიდევ 5 კომპანია, რომელიც თანამშრომლებს უმაღლეს განათლებას არ სთხოვს

„დღეს შრომის ბაზარი, საკმაოდ მიმზიდველია სამსახურის მაძიებელთათვის. შესაძლებელია, ეკონომისტის კარიერაც კი აიწყოთ, იმის მიუხედავად, გაქვთ თუ არა უმაღლესი განათლება“ – ამბობენ ტელეკომპანია CNBC-ში. მედიასაშუალება, იმ კომპანიების ჩამონათვალსაც აქვეყნებს, ვინც საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე პროფესიულ უმაღლეს განათლებას არ ითხოვს. მაგალითად, Google, Apple და IBM. სია, რომელიც სამსახურის საძიებო ვებგვერდ Glassdoor-ის მიხედვითაა შედგენილი და ასე გამოიყურება:

კომპანიას Google რეკრუიტერის, პროგრამის მენეჯერის, პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერისა და ინჟინერ პროგრამისტის თანამდებობებზე პროფესიული უმაღლესი განათლება არ მოუთხოვია. იგივე მიდგომით ეძებდა მარკეტინგის მენეჯერს, გამომცემლის ასისტენტს, ფინანსურ მენეჯერსა და წარმოების ასისტენტს საგამომცემლო სახლი Penguin Random House.  პროფესიული განათლება არ დასჭირვებია არც სასტუმროების ქსელს Hilton (პოზიცია: „ივენთ “ მენეჯერი, სასტუმროს მენეჯერი, ოფისის მენეჯერი), კომპანიას Apple (პოზიცია: დიზაინის ვერიფიკაციის ინჟინერი და საინჟინრო პროექტების მენეჯერი), ყავის მსოფლიო ბრენდს Starbucks (პოზიცია: ბარისტა, ცვლის უფროსი და მაღაზიის მენეჯერი), ამერიკის მულტინაციონალურ საინვესტიციო ბანკს Bank of America  (პოზიციები: აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანაშემწე, კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი და ანალიტიკოსი) და ტექნოლოგიურ კომპანიას IBM(პოზიციები: წამყვანი რეკრუიტერი, ფინანსური ბლოკჩეინ – ინჟინერი, მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების სპეციალისტი).

რაც შეეხება საქართველოს, შესაძლოა, ერთეული შემთხვევები ყოფილა. თუმცა, ვაკანსიის გამოცხადებისას, დიდი კომპანიები, პროფესიულ უმაღლეს განათლებას, როგორც წესი, აუცილებლად ითხოვენ.

წყარო : www.marketer.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოარელიგია და მეცნიერება

არსებობდა თუ არა ნოეს კიდობანი?

ათეისტები დიდხანს ამტკიცებდნენ, რომ მსოფლიო წარღვნა და ნოეს ისტორია მხოლოდ მითია, რომელსაც რეალობასთან არანაირი საერთო არა აქვს. ცოტა ხნის წინ გაიხსნა სამხედრო დაზვერვის საიდუმლო მასალები, სადაც მითითებულია, რომ 40-იან წლებში არარატზე გადაფრენილი თვითმფრინავის მფრინავმა მაღალ მთაში შეამჩნია ტბაში გაყინული უზარმაზარი ხომალდის ნამსხვრევები.

რა ვიცით ნოეს კიდობანზე?
ადამისა და ევას შთამომავლობა სწრაფად გამრავლდა. სეითის შვილები ღვთისმოსავნი და კეთილნი იყვნენ. ბიბლია მათ ღმერთის შვილებს უწოდებს, კაენის შვილები კი უწმინდურნი და ბოროტნი – ბიბლიის მიხედვით „ძენი კაცისანი“. კაენისა და სეითის ერთამენთში აღრეული შთამომავლები გარყვნილნი და უწმინდურნი გახდნენ. მთელ კაცობრიობაში მხოლოდ ნოე და მისი ოჯახი იყო მართალი. ღმერთმა ინება, დედამიწა გაეწმინდა (განებანა) ბოროტებისაგან, ნოე კი გადაერჩინა კაცობრიობის გასამრავლებლად.
უფალი გამოეცხადა ნოეს, გააფრთხილა მოსალოდნელი წარღვნის შესახებ და უბრძანა აეშენებინა კიდობანი, სადაც თავს შეაფარებდა ოჯახთან და ცოცხალ არსებებთან ერთად. ღმერთმა ნოეს კიდობნის ზუსტი ზომებიც უკარნახა: სიგრძით 300 წყრთა და სიგანით 50 წყრთა, ხოლო სიმაღლით – 30 (150X25X15). იმ დროისთვის ეს უზარმაზარი ნაგებობა იყო.
რაციონალიზმის საუკუნეში ეჭვი შეიტანეს ბიბლიაში აღწერილი მოვლენების რეალობაში, ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ნოეს ისტორია მხოლოდ მითია.
უცნაურია, მაგრამ ნოეს ისტორიის დასაბუთება მეცნიერებმა პირველად სწორედ მითოლოგიაში აღმოაჩინეს. სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრებ ეთნოსთა ცნობიერებაში დალექილი მოგონებები წარღვნასა და რჩეული ხალხის გადარჩენაზე.
მსოფლიო წარღვნის რეალობის მეორე დასაბუთება მოგვცა თანამედროვე არქეოლოგიამ, რომელმაც დედამიწის გაქვავებულ ქანებში აღმოაჩინა საყოველთაო კატასტროფის დამადასტურებელი მრავალი ფაქტი.
მსოფლიო წარღვნის და ნოეს ისტორიის ყველაზე ნათელი დადასტურება ნოეს კიდობნის აღმოჩენა იყო.
ბიბლიაში წერია, რომ კიდობანი არარატის მთაზე შეჩერდა. დიდი არარატი 5165 მეტრის სიმაღლის მთაა. 50-იანი წლების დასაწყისში ალპინისტები ორჯერ შეეცადნენ დაელაშქრათ არარატი ნოეს კიდობნის მოსაძებნად, მაგრამ ორივე მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა – დიდთოვლობამ ალპინისტებს საშუალება არ მისცა მწვერვალზე ასულიყვნენ. ექსპედიციის მოწყობას ართულებდა ის გარემოებაც, რომ არარატის მთა სამი სახემლწიფოს საზღვარზე მდებარეობს. ამ სახელმწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, არარატზე ასვლა აკრძალულია.
ნოეს კიდობანი ფრანგმა ალპინისტმა ფერნან ნავარამ აღმოაჩინა. 1955 წელს ამ აღმოჩენის აღიარება სენსაციად იქცა. ნავარამ 5 კილომეტრის სიმაღლეზე მდებარე გაყინულ ტბაში აღმოაჩინა კიდობნის ნამსხვრევები და ფიცრის ნაწილი ჩამოიტანა. რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებულმა მედიოქანურმა ანალიზმა ერთნაირი შედეგი აჩვენა – ფიცარი 5 ათასი წლის აღმოჩნდა. ნავარას ექსპედიცია უნებართვოდ იმყოფებოდა მთაზე. მესაზღვრეებმა ის დააპატიმრეს, მაგრამ მოგვიანებით მშვიდობით გაუშვეს, ხელი არ უხლიათ მისი ფოტოსურათებისათვის და ფიცრის ნაჭრისათვის.
ნავარა პირველი მაძიებელი არ იყო.
ქრისტემდე მე-3 საუკუნეში ცნობილი ბაბილონელი და ბერძენი ისტორიკოსები წერდნენ, რომ სომხეთის მთებში მდებარეობს ძველისძველი კიდობანი. ახლომახლო მცხოვრებნი მას ფისს აძრობენ და ავგაროზებს აკეთებენო. იოსებ ფლავიუსი თავის წიგნში – „იუდეის სიძველეები“ (I ს.) – წერს, რომ ბევრს ჩამოჰქონდა არარატიდან კიდობნის ნაწილები. ამავეს წელს თეოფანე ანტიოქელი 180 წელს.
XIX საუკუნეში გაჩნდა ცნობები კიდობნის მნახველებზე, თურქები კი ამბობდნენ, რომ კიდობნის შიგნითაც შეაღწიეს. ხომალდი ნაკვეთურებად არის დაყოფილი, მათი უმეტესობა ყინულითაა ამოვსებული. 1916 წელს კიდობანი შეამჩნია რუსმა ავიატორმა როსტოვიცკიმ.
მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მხოლოდ ნავარამ მოახერხა, ფოტოსურათებით და სამეცნიერო გამოკვლევებით დაემტკიცებინა კიდობნის არსებობა. მას შემდეგ არარატზე რამდენიმე ექსპედიცია ავიდა, რომელთაც დაადასტურეს ნავარას აღმოჩენა. 70-იან წლებში თურქეთის მთავრობამ არარატზე ასვლა აკრძალა.

წყარო:   ჟურნალი „საფარველი“ № 2, 2004 წ.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ადამიანებიც, როგორც ჩვენი ბიოლოგიური უჯრედები, კვანტურ დონეზე კოორდინაციაში ვართ – გიორგი მიქანაძე

New York City მცხოვრები ბიზნესისა და წარმატების ქოუჩი, ასოცირებული პროფესორი გიორგი მიქანაძე ადამიანის უჯრედის აგებულების უახლეს მიკროსკოპულ ფოტოებს ავრცელებს, საინტერესო აღწერით, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ:

“აბა, ყურადღებით!

ეს მრავალფეროვნება და უკიდეგანო სამყარო, თქვენ წარმოიდგინეთ და გახლავთ ადამიანის უჯრედის აგებულების წესრიგი და ფილოსოფია. კომენტარებში დავამატებ იგივე ფოტოს 3 სხვადასხვა, კიდევ უფრო დეტალურ ახლო ხედს.

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ფოტო დღესდღეობით ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიებით (blending X-ray, nuclear magnetic resonance and cryo-electron microscopy data sets) გადაღებული ადამიანის უჯრედის ყველაზე დეტალური მიკროსკოპული ვერსიაა.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ცოტა ხანში თითოეული ამ ფერის კიდევ ამოყვანას და დეტალური სურათის გადმოცემას რომ შეძლებს ტექნოლოგია?! ესეიგი, ხვდებით ხო სად ვართ, ჩვენ, ადამიანები?

ახლა წარმოიდგინეთ, ჩვენ გვაქვს ასეთი 30 ტრილიონი უჯრედი. ანუ 30 ტრილიონი ასეთი სამყარო ურთიერთმოქმედებს და კოორდინირებენ ერთმანეთთან კვანტურ დონეზე, თვალისთვის არა აღქმად, მიღმიერ სამყაროში, რომელსაც ჩვენ ვერ აღვიქვამთ და ვერ ვაცნობიერებთ. თუმცა, ფაქტია, არსებობს და ის ჩვენგან დამოუკიდებლად მოქმედებს და ჩვენი ცნობიერი არ მონაწილეობს ამ პროცესში. ელექტრომაგნიტური იმპულსებით ჩვენში არსებული 30 ტრილიონი ეს სამყარო ჰარმონიულად კოორდინირებს და უზრუნველყოფს ჩვენს სიცოცხლის უნარიანობას, დაზიანებების დროს რეგენერაციის პროცესს და ასე შემდეგ.

ახლა წარმოიდგინეთ,

სიხარულიწარმოგიდგენიათ ამ სამყაროებში რა ხდება სიხარულის განცდის დროს? მათი ფორმაცია, მათრი ელექტრომაგნიტური იმპულსები და მწყობრი

შიშიგაიაზრეთ იქ რა ხდება

დეპრესიაკარგად გაიაზრეთ

შური და აგრესიახვდებით ხომ

ჭიანშველა, რომელმაც შეიძლება ჩვენი სხეულის სადღაც, რომელიღაც მიყუჩებულ ნაწილში გაიაროს თავისი თითქმის უწონადი ფეხებით და მთელმა სხეულმა იგრძნოს და განიცადოს სწორედ ამ პატარა, ასე მოწყობილი უჯრედული სამყაროების მყრობრის მეშვეობით.

ჩვენი გრძნობისა და აღქმის ორგანოები და მათი ტაქტიკური მოქმედებები თითოეულ მათგანზე.

და ..

სიყვარულირომელსაც შემოქმედი უპირობოდ გვაღებინებს

ახლა წარმოიდგინეთ ჩვენი ამა თუ იმ კონდიციის პერმანენტულობა, ანუ განმეორებითობა და ამ პატარა ლამაზ სამყაროებზე თქვენი ბრძანება თუ როგორ მოეწყონ. შესაბამისად მათი გავლენა ჩვენი სიცოცხლის ხარისხზე, ჯანმრთელობასა და საინტერესოობაზე.

ჯანმრთელობის პრობლემები, მათი გადაწყვეტები ამ ცოდნის ცოდნაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში იმპლემენტაციაშია.

ახლა მომყევით შემდეგზე

თითქმის ყველა დახვეწილ, განვითარებულ, წარმატებულ ბიზნესებში არსებობს ორგანიზაციული კულტურა სხვადასხვა კონდიციის ადამიანების ურთიერთშეთავსების, გათვალისწინების, გუნდური მუშაობის ჰარმონიზაციის და კოორდინაციული მუშაობისთაობაზე. აღარ მაქვს საუბარი ნასას კოსმონავტების შერჩევაშეთავსებამომზადების პოლიტიკაზე და .. ანუ, ვადგენთ და ვაცნობიერებთ, როგორ შეგვიძლია ჩვენ, ადამიანებ სერთმანეთისთვის იმპულსების გადაცემა, ამოცნობა, წინათგრძნობები, გათვალისწინებები და.. მისმინეთ! ეს თუ არ გაგიგიათ, ამ თემებზე საუბრის სკეფსისის საფუძველს არ იძლევა. უბრალოდ, თუ ეს არ იცით, შეგიძლიათ გაიგოთ. თუ არ გესმით სხვა ინტელექტუალურ გამოწვევებთანაა პრობლემა. ეს რომ გიორგის ეთქვა ეგება შემკამათებოდით, მაგრამ ეს უკვე დიდი ხნის დანერგილი აპრობირებული პრაქტიკაა. ადამიანები ზეგავლენას ახდენენ ერთმანეთზე და ეს ზეგავლენა შეიძლება იყოს კარგიც და ცუდით. ეს ზეგავლენა შეგვიძლია მივიღოთ კიდეც და დავბლოკოთ კიდეც. არავითარ შემთხვევაში ეს ცოდნა არ შეიძლება უმწიფარი ბუნების ადამიანების ხელში, იმიტომ რომ არის საფრთხე ისინი დააზიანებენ სხვასაც და საკუთარ თავსაც, საზოგადოებასაც. ეს პროცესები მიდის ახლა.

ახლა შემდეგზე გამომყევით, ყურადღებით

წარმოგიდგენიათ, როცა ჩვენი უჯრედები ასეთ კოორდინაციაში არიან და ასეთ ამბებს ატრიალებენ ჩვენთვის, ჩვენი სიცოცხლისათვის ყოველდღიურადრა შეგვიძლია ჩვენ, ამ უჯრედების და ელექტრომაგნიტური იმპულსების მქონე ადამიანებს გავაკეთოთ ერთმანეთისთვის, ერთიანობით, ცოდნით, თანმიმდევრულობით, გონიერებით. აქ უმნიშვნელოვანესი ფაქტორიათანხმობა მთავარზე, აღიარება და კოორდინაციაში ყოფნა. გაცნობიერება რაზე კონცენტრირებ, რატომ და რა წვლილის შეტანა შეგიძლია.

ახლა დაფიქრდით, კითხვა მაქვს. მე არ ვუპასუხებს, – დაწერეთ ფურცელზე რა გვიშლის ხელს საზოგადოებრივ კოორდინაციასა და თანხმობაში? უპასუხეთ რა ხმაურობს და გვიშლის ხელს თანხმობაში, ფოკუსირებაში? რა არის ის, რითაც ოჯახის მიღმა ჩვენ როგორც მოქალაქე, ჩვენ როგორც საზოგადოებრის წევრი ჩვენი ფიქრი და გონი რას მიაქვს, რითი კავდება, რითი ერთობა? უპასუხეთ, დაწერეთ პასუხი, მერე მიხვდებით სადაა გამოსავალი. ანუ, საზოგადოება აღებული როგორც ერთი მწყობრი ორგანიზმი რითი იკვებება დღეს, რა შოკებს უგზავნის ამერთიან სხეულს და რით ასაზრდოებს?! ხვდებით ხომ რატომ გვაქვს ამდენი დაზიანებული უჯრედები სხეულში ჩვენ, მთელს მსოფლიოს და რატომაა ამდენი ავადობები.

ახლა შემდეგი

ჩვენ, კოლხებს და იბერიელებს, გამომდინარე ჩვენი გენეტიკიდან, რომელზეც ზეგავლენას ახდენდა ყოფითი პირობები და გეოპოლიტიკური მდგომარეობა გვაქვს უნიკალური გენეტიკური კოდი, ფორმულა რომელიც ნასაზრდოები და გამობრძმედილიამწარმოებლური და შემოქმედებითი ბუნებით; საქმოსნური, სავაჭრო ბუნებით; თვითგადარჩენის, ბრძოლის ხელოვნების, მოლაპარაკების წარმოების, ალიანსების შექმნის და დიპლომატიის ბუნებით; საზოგადოებრივი თანაცხოვრების კულტურაით; ასევე, მეცნიერების, შემეცნების, მედიცინის, ხელოვნების, ფიზიკური კულტურისა და ფილოსოფიის ბუნება; სწავლების გადაცემის სისტემების განვითარების ბუნება; ასევე, შემოქმედის ყველაზე ჯანსაღი რწმენის და ბუნების კანონების მიმდევრობის კულტურა, როგორც ძველი აღთქმის, ისევე ახალი აღთქმის სასწაულებრივი კონტექსტები.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული ჩვენი საზოგადოების თანაცხოვრების სხვადასხვა ისტორიული ეტაპებიდანაა ნასაზრდოები. ეს მიდგომები ინდივიდუალური სიცოცხლის და თანაცხოვრების მაღალ სტანდარტებს უზრუნველყოფდა სხვადასხვა მიმართულებით (მაგალითად იბერია და კოლხეთის ძლევამოსილების პერიოდი )

გინდ დაიჯერე მკითხველო და გინდ არა!

სწორედ ეს გვაქვს გენში, გენში რომელიც არ ისვენებს და მოცემული ეტაპისთვის სხვადასხვა ხმაურებით არის დათრგუნული და მიჯაჭვული, რომელიც აუცილებლად უნდა გამოთავისუფლდეს. წაიკითხეთ მეცნიერგენეტიკოსების სამეცნიერო პუბლიკაციბი. ნახეთ ჩვენ პირადად, მე თქვენ მკითხველო, როგორ ვწვრთნით და ვაკოდირებთ ჩვენს გონს, გაეცანით ამ მასალაბს. ნუ საზრდოობთ მხოლოდ მხატვრული დოკუმენტალისტიკით. ეს პროპაგანდაა!

აღნიშნული საკითხებით გააზრება დღეს უკვე გახლავთ თითოეული საქართველოს მოქალაქის, აქ მხცოვრები ინდივიდის პირდაპირი ვალდებულება. არავინ, ვინც ამ ფერხულს არ აუწყობს ფეხს არ გახლავთ ამ საზოგადოების წევრი! ყველა, ვინც შეუშლის ხელს ამ პროცესებს გახლავთ ამ საზოგადოების მტერი და აქვს ძალიან მძიმე ხვედრი!

ჰოდა, ვისაც გესმით ეს თემები ყურადღებით!..

მაქვს ინფორმაცია, რომ თბილისში დაიწყო კოორდინირებული მოძრაობა ამ მიმართულებით. სავარაუდოდ ეს იქნება რეგიონის მასშტაბიეს იქნება ცოდნის გამჟღავნება და ტაქტიკები, როგორ შეიძლება დაძლეულ იქნას საზოგადოებრივი გამოწვევებიხმაურებისგვერდის ავლით. მე პირადად, ჩემი რესურსებით ყველანაირად შევეცდები ამას შევუწყო ხელი. მოგიწოდებთ, ვისაც როგორ შეგიძლიათ დაუდგეთ ამ მოძრაობას გვერდში. მე ნუ მომთხოვთ, ჩემგან ნუ გაიგებთ, ერთი კაცი ვარ, ილოცეთ ჩემთვის. 🙏❤️ მოიკითხეთ, დააკვირდით, ყურადღებით და ყველაფერს მიხვდებით. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი გვერდში დგომაა გააზრება, შესაბამისი ენერგეტიკული, სიბრძნისეული ელექტრომაგნიტური კავშირები თქვენი ფიქრით, პოზიტიური განმტკიცებით, აი ეს ლამაზი მწყობრი უნდა შევქმნათ, ჰარმონიული, ჯიუტად კეთილდღეობისკენ და დანარჩენი პროცესები თვითონ ნახავს ავთენტურ გზას.

სრული იგნორი გაუკეთეთ იმ ხელის შემშლელ ფაქტორებს, რაც ჩამოწერეთ. არ მისცეთ უფლება ამ თემებმა მოგხსნათ მთავარი მიმართულებიდან და ზომბივით გატაროთ დაუსრულებელ წრეზე.

ეს გარდაუვალი პროცესია, – უბრალოდ, გაქვთ შანსი გახდეთ ამ მოვლენების შემოქმედი, მონაწილეობა მიიღოთ როგორც ერთმა ძლიერმა უჯრედმა, რომელიც კრავს მთელს ორგანიზმს.

Happy Thanksgiving

დღეს აქ, ამერიკაში, მადლიერების დღე გვაქვს, მადლიერება აჯანსაღებს ჩვენს სხეულს და ამ უჯრედების მწყობრს აღმართავს ზეიმისთვის. მადლიერების კონდიციას და ბევრ სიხარულებსგისურვებთ.

ვინც წაიკითხეთ, რაც წაიკითხეთ, – იყავით ყურადღებით და საინტერესო მწყობრის მონაწილე!”

 

გიორგი მიქანაძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიასაქართველო

,,აფრიკელი აფხაზების” ისტორია

ალბათ ხშირად შეგხვედრიათ აფრიკელი აფხაზების ფოტოები, რომლებიც ჩოხებში არიან გამოწყობილი და ამაყი აფხაზური იერიც დაჰკრავთ – ხშირადაც გაგიჩნდებოდათ კითხვა, თუ საიდან გაჩდნენ ისინი საქართველოში და თუ მოახერხეს ადგილობრივ მოსახლეობასთან ასიმილაცია.

საინტერესოა, რო სოფელ აძუბჟაში დასახლებული აფრიკელების ყოფა, კულტურა, ენა იმდენად ფორმირდა – დროთა განმავლობაში, რომ აფხაზურისგან თითქმის არაფრით არ განსხვავდებოდა. მათი უმეტესობა მუსლიმი იყო, ეწეოდნენ მიწათმოქმედებას, იცვამდნენ ჩოხებს, ჰქონდათ მეურნეობა.

,,აფროაფხაზების” აქ დასახლების შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს, ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი ვერსიის თანახმად კი, ისინი მე-17 საუკუნეში აფხაზმა თავადებმა მონათა ბაზრობიდან წამოიყვანეს და ადგილობრივ ციტრუსების პლანტაციებში დაასაქმეს.

კიდევ ერთი ვერსიით,  ისინი მე-19 საუკუნეში თავად ჩამოვიდნენ ამ ტერიტორიაზე. არსებობს ვარაუდიც, რომ, შესაძლოა, ისინი ოსმალეთის სანაპიროსკენ მიმავალ გემში იყვნენ, როდესაც ხომალდი ჩაიძირა –  მათმა ნაწილმა კი, გამოცურა და აფხაზეთის ტერიტორიაზე დასახლდა.

როგორც მკვლევართა ნაწილი ამბობს, ისინი ადგილობრივ მოსახლეობას შეერწყნენ, ამიტომაც, დღეს აფხაზეთში აღარ გვხვდებიან მკვეთრად გამოხატული აფრიკული გარეგნობის ადამიანები, თუმცა, სავარაუდოდ, ცხოვრობენ მათი შთამომავლები.

ბიბლიოგრაფია:

  1. ,,ვინ იყვნენ შავკანიანი აფხაზები”, Livepress.com (23/07/2018)
  2. ,,ამბავი შავკანიანი აფხაზებისა” , კვირის პალიტრა (23/07/2018)

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშე

ლარისა პეტროვნა კოსაჩის – „ლესია უკრაინკას“ ცხოვრება მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს

უკრაინულ ლიტერატურაში წამყვანი ქალის- ლარისა პეტროვნა კოსაჩის, იგივე „ლესია უკრაინკას“ ცხოვრება მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს. 

იგი დაიბადა 1871 წელს ქალაქ  ნოვოგრად-ვოლინსკში. განსაკუთრებული ტალანტის და გამორჩეული გონების გოგონას ათი წლის ასაკში ჭლექი დაუდგინეს ექიმებმა. მოგვიანებით ავადმყოფობა ფილტვებსა და თირკმელზე გადაუვიდა.

90-იან წლებში ბერლინში გაიკეთა ოპერაცია პროფესორ ბერგმანთან. იტალიის ქალაქ სან-რემოში დასვენებამ ვერ გამოაკეთა. და აი, 1913 წლის  შემოდგომაზე ლესია პირველად ჩამოდის საქართველოში.  ლესია და მისი მეუღლე კლიმენტი კვიტკა დაუახლოვდნენ ზაქარია ფალიაშვილს. ცნობილია, რომ კვიტკამ და ზაქარიამ ერთად იმოგზაურეს სვანეთში.

პოეტი, პერიოდულად, 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა. ბათუმში, თბილისში, თელავში, ხონში, ქუთაისში ცხოვრებისას მან საუკეთესო დრამატული ნაწარმოებები შექმნა  – „ტყის ზღაპარი”, „ქვის ბატონი”, „რუფინი და პრისცილა”

ლესია უკრაინკა საქართველოდან თავის ოჯახის წევრებს წერდა: „ასეთი საინტერესო, განსაცვიფრებელი მხარე – საქართველო! შეუძლებელია იცხოვრო ასეთ მშვენიერ მხარეში და არ იყო პოეტი. მე დიდ მსგავსებას ვხედავ ჩემს სამშობლოსა და საქართველოს შორის. როცა ალაზნის ხეობას ვუყურებ, მშობლიური დნეპრის ნაპირები მაგონდება…”                                                                      

 ლესია უკრაინკა საბოლოოდ 1913 წლის  9 ივლისს ჩამოვიდა საქართველოში და სურამში, ზინდისის გორაკზე აგებულ პატარა სახლში დაბინავდა.  (სადაც დღეს-დღეისობით მისი სახლ-მუზეუმია)  მას იქაური ქალბატონი – სოფიოცუცქირიძე უვლიდა. ეს ჩამოსვლა პოეტისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. 1913 წლის 1 აგვისტოს იგი  გარდაიცვალა.

მისი ნეშტის გადასვენების ცერემონიალზე  გიორგი ლეონიძემ წაიკითხა ლექსი,  რომელშიც პარალელი გაავლო საქართველოს უდიდესი მგოსნის – დავით გურამიშვილის უკრაინაში, ხოლო  ლესია უკრაინკას ქართულ მიწაზე გარდაცვალებას შორის.

ლესია უკრაინკა საქართველო- უკრაინის კეთილგანწყობის და მეგობრობის სიმბოლოდ იქცა, ვინაიდან მის უდიდეს სიყვარულს საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი მოწმობს მთელი მისი ბიოგრაფია და პირადი ჩანაწერები:

 ”ქართველები კავკასიაში მუდამ პირველები იყვნენ თავიანთი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ბრძოლის სულისკვეთებით… თუ თვალს გადავავლებთ მსოფლიოს მეზობელ ხალხთა ურთიერთობებს, უსათუოდ დამეთანხმებით, რომ ქართველები, როგორც მეზობლები, ქვეყნად ერთ-ერთი საუკეთესონი არიან”.

 “რა საინტერესო, რა საუცხოო მხარეა საქართველო, რა სიმამაცე და გმირობა უნდა ჰქონოდა ერთ მუჭა ხალხს, რომ გადარჩენოდა ამდენ საშინელ ქარტეხილსა და უბედურებას. მე რომ უკრაინელი არ ვიყო, ვისურვებდი ქართველი ვყოფილიყავი”

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიეს საინტერესოაისტორიაკულტურასაქართველო

ხელოვნებათმცოდნე – გვანცა ბერძენიშვილი უნიკალური თბილისური სადარბაზოებისა და ნაგებობის შესახებ

გვანცა ბერძენიშვილი ახალგაზრდა ხელოვნებათმცოდნეა, რომლის ნაშრომმაც საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობების არქიტექტურის შესახებ გამოცდილი მეცნიერების ყურადღება მიიპყო და ცოტა ხნის წინ,  დაინტერესებულ პირებს საჯარო ლექციის ფარგლებში ჰქონდათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ მის მიერ ერთიან კომპლექტად შეკრულ ნაშრომს, ამას გარდა, ახალგაზრდა ხელოვანი დიანტერესებულია ზოგადად, თბილისური არქტიტექტურითა და სადარბაზოების მოხატულობებით, რომელთა იდუმალებით მოცულ ისტორიებსა და ახლანდელ მდგომარეობაზე  თავად გვიამბობს.

-გვანცა, გარდა იმისა, რომ ეროვნულ მუზეუმში მუშაობ, აქტიურად სწავლობ ქართული სადარბაზოებსაც, გვესაუბრე ძველი ქართული სადარბაზოების მრავალფეროვნებაზე.

შეიძლება ითქვას, რომ ქართული სადარბაზოების განსაკუთრებული ისტორია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, პოლიტიკური გარდატეხების ფონზე იწყება, როცა საქართველოში განსაკუთრებით შემოდის ევროპული სტილები, რომლებც იქამდე ჩვენ, ასე ვთვათ, გამოვტოვეთ, იქნება ეს რენესანსი, ბაროკო, კლასიციზმი თუ სხვა. ამ ფაქტმა გამოიწვია ის, რომ თბილისურ შენობებს, რომ დავაკვირდეთ ერთმანეთის გვერდით შევხვდებით სხვადასხვა სტილში შექმნილ ფასადებს, თუმცა მე ვიტყოდი, რომ თბილისმა ეს ეკლექტურობა ძალიან მარტივად, ჰარმონიულად მიიღო და მოიხდინა კიდევაც.

ამ პერიოდის მდიდარი მეცენატებისა და ვაჭრების ფენის გააქტიურებამ  თბილისში პარადული სადარბაზოების გავრცელებას შეუწყო ხელი, ვინაიდან მათთვის ნიშვნელოვანი იყო, რომ საცხოვრებელი სახლი მაქსიმალურად ყოფილიყო გაფორმებული, შესაბამისად, იმ დროინდელი სუფთად თბილისური სახლის სტრუქტურა აერთიანებდა ოთხივე მხრიდან კედლებით შემოსაზღვრულ შიდა ეზოს, ხის მოჩუქურთმებულ აივნებს, მოხატულ სადაბაზოსა და ევროპულ სტილში გადაწყვეტილ წინა ფასადს. თუ კი შეუძლებელი იყო მთლიანად აღნიშნული კომპლექტის ქონა, გარკვეული ელემენტი მაინც გააჩნდა ძველ სადარბაზოს, თუნდაც  ეს მხოლოდ მოზაიკური იატაკი ყოფილიყო.

-შენ, პირადად, როგორც ხელოვნებათმცოდნე, რომელ თბილისურ სადარბაზოებს გამოარჩევდი?

-როგორც ვიცით, XX საუკუნის დასაწყისიდან ჩვეულებრივ იმკობოდა მთელი სადარბაზო – კედლები, ჭერი, კიბის ნაწილები.  შესაძლებელია გამოიკვეთოს ერთი სტილი, რომელშიც ოსტატები მუშაობდენ, მაგრამ მდიდარი ოჯახებისთვის, რომლებიც სადარბაზოს მხატვრობას უკვეთავდნენ, სირცხვილი იყო გაემეორებინათ უკვე შესრულებული მოხატულობა, ამიტომ, შესაძლებელია, თემატიკა ზუსტად ერთნაირი იყოს, მაგრამ აუცილებლად იქნება განსხვავებული ერთმანეთისგან, თუნდაც დეტალებში. და იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადარბაზოში ერთი და იგივე მხატვარი მუშაობდა, მოხატულობები მაინც განსხვავებულია და ამიტომ, ჩემი აზრით, თითოეულ მათგანი საკმაოდ საინტერესოა, თუმცა ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა გროტესკის სტილში შესრულებული მოხატულობა. ეს სტილი ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან მომდინარეობს და უწყვეტად არსებობდა ევროპაში. როგორც ჩანს, ამ პერიოდის თბილისში ის განსაკუთრებით პოპულარული იყო. განსაკუთრებით საინტერესოა მცენარეული, ცხოველური და ადმიანის ფორმების ერთმანეთთან შერწყმა, როგორც ეს გრიბოედოვის 15 ნომერში არსებულ მოხატულობაშია.

(გრიბოედოვის ქ. N:15)

 ხშირად ვხვდებით პუტების გამოსახვაც. ეს გახლავთ პატარა, შიშველი ბავშვები, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში ფრთებით არიან შემკული. ისინი უმეტესად  ჭერზე გამოსახულ ილუზორულ ცაში არიან ჩახატულები, თუმცა იშვიათად კედლებზეც გვხვდება.

ახოსპირელის  ქ. 3/7

მოხატულობა სხვადასხვა მასალაში სრულდებოდა. უმეტესად ეს იყო ზეთის საღებავები და ქაღალდი. ისინი როგორც წესი კომბინირებულად გვხვდებიან. ხოლო თვითონ ნაგებობებს რაც შეეხება,  პირდაპირ არის ხოლმე ნახსენები რომ იგებოდა პარიზიდან ჩამოტანილი ქვებით და ირთვებოდა ვენეციური მოსაპირკეთებელი მასალებით, იმ დროს გარკვეულ ფენას ნამდვილად ჰქონდა ამის ფუფუნება.

-ხშირად შემოქმედებაზე არა ნაკლებ საინტერესო თვითონ ხელოვანის ცხოვრების დეტალებია, ხომ არ არის შემორჩენილი იმ პერიოდის მხატვრებისა და არქიტექტორების შესახებ რაიმე ცნობები?

-თბილისში ალბათ ყველას გაუგია რუსთაველის მეტროს მიმდებარედ არსებული ვაჭრის – მელიკ აზარიანცის – სახლი, რომელშიც დღეს პანტომიმის თეატრიც არის განლაგებული, შენობა დაახლოებით 1914 წლისთვის არის აგებული და მას უკავშირდება ლეგენდა, რომ როდესაც მშენებლობის პროცესში მას ქალიშვილი გარდაეცვალა, გადაწყვიტა, რომ შენობა საპანაშვიდე წრიული თაიგულებით მოერთო,  იმავე შენობას უკავშირდება მეორე ისტორიაც, როგორც ამბობენ, მშენებლობისას ვაჭარს იმდენად გაუძვირეს წყლის საფასური, გამომდინარე მისი ფინანსური შესაძლებლობებიდან, რომ მან უარი თქვა საერთოდ წყალზე და ნახევარი შენობა პრინციპულად ღვინით ააშენა.

აზარიანცის სახლი რუსთაველზე

იდუმალებით მოცულია თვითონ აზარიანცის სიკვდილიც, ერთი მოსაზრებით, რეპრესიების დაწყებისთანავე ყველაფერი ჩამოართვეს და სარდაფში დახვრიტეს, მეორე მოსაზრებით კი – მან სეიფს შეაფარა თავი და კარი შიგნიდან ჩაეკეტა, უცნობია მისი საფლავის ადგილმდებარეობაც.

მასკარონებით შემკული შენობა, ტაბიძის ქ.

საინტერესო ისტორია აქვს ტაბიძის ქუჩის ბოლოში, ერთმანეთის პირისპირ მდებარე ორ სახლსაც, ეს სახლები სომეხ ვაჭრებს ეკუთვნოდათ და ერთ-ერთი მათგანი შემკულია ულამაზესი ქალის ფიგურებითა და ულამაზესი აივნით, ხოლო მოპირდაპირე სახლის მფლობელს, არ ჰქონდა იმდენი შესაძლებლობა, რომ ასე მოერთო შენობა და საკუთარი სახლი ენაგამოყოფილი მასკარონებით შეამკო, ეს არის ერთგვარად დამახინჯებული კაცის ფორმა,რომელსაც ენა აქვს გადმოყოფილი და ამის შემდეგ, მეზობელ  ვაჭარს შეუთვალა – კი შენი სახლი უფრო მდიდრულია, მაგრამ აივანზე, როცა გადმოდგები, პირველი, რასაც დაინახავ, ჩემი ენაგადმოგდებული მასკარონებიაო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკულტურასაქართველო

აფხაზური ტრადიციები და მსგავსება ქართულ კულტურასთან

აფხაზური კულტურა და ტრადიციები საკმაოდ საინტერესო და თვითმყოფადია –  ბევრი რამით კი, ქართულსაც ჰგავს. გადავწყვიტე, რამდენიმე მათგანის შესახებ მომეთხრო:

ზოგადად, აფხაზური ტრადიციები საკმაოდ მკაცრია, ერთგვარი დაუწერელი კანონები – ქცევის წესებიც კი არსებობს, ეს ქცევები კი – ზუსტადაც რომ – ტრადიციებს ეყრდნობა.  ისინი მკვეთრად გამოხატული პატრიარქალურობით გამოიჩნევა, ძირძველი წესები კი – ქალის უფლებებს თვალშისაცემად ავიწროვებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ელემენტი სტუმრის დაფასება და მისდამი პატივისცემაა. სტუმარი ხელშეუხებელია, თუმცა – განსაკუთრებული პატივისცემის ღირსი ასაკოვანი სტუმარია. გარდა ამისა, ისიც უნდა ითქვას, რომ დღემდეა შემორჩენილი უფროს-უმცროსობის კულტი. ოჯახში უფროსის სიტყვა გადამწყვეტია. თუკი სახლში ვინმე უცხო შემოდის – ოჯახში მყოფები ფეხზე დგებიან – ბავშვიც, მოხუციც, კაციცა თუ ქალიც.

საინტერესო და უცნაური ტრადიცია, რომელიც ძველ მეგრულ ოჯახებშიც გვხვდებოდა, რძალ-მამამთილის ურთიერთობას უკავშირდება. წესის თანახმად, ისინი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. ბუნებრივია, თანამედროვე აფხაზების ნაწილში ეს ტრადიცია ნაკლებად გვხვდება, თუმცა – ოჯახების გარკვეული ნაწილი კვლავ იცავს ამ ადათს.

ზოგადად, საინტერესო ფენომენია ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, რომელიც, ტრადიციის თანახმად, საზოგადოებისათვის ტაბუირებული უნდა იყოს – რაც გამოიხატება იმაში, რომ ცოლს უფლება არ აქვს ქმარს სხვისი თანდასწრებით სახელით მიმართოს (შესაძლოა, ამ ტრადიციას მივაწეროთ ის, რო ხშირად, აფხაზებსა და მეგრელებს ერთი სახელი ჰქვიათ, თუმცა – მეორე სახელით მიმართავენ), ქორწილში კი – სტუმრებს სხვადასხვა შენობაში იღებენ. მოკლედ რომ  ვთქვათ – ამ ტრადიციების ძირითადი დედააზრი ისაა, რომ მათი თანაცხოვრება საზოგადოებისთვის თვალსაჩინო არ უნდა იყოს.

ზემოთ ნახსენები ტრადიციების დიდი ნაწილი დროთა განმავლობაში ტრანსფორმირდა, თუმცა – ,,კონსტიტუციური” სახე მაინც შეინარჩუნა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დღემდე მკაცრადაა შემონახული უხუცესთა საბჭოები, ხოლო ყველა გვარს  საკუთარი უხუცესი ჰყავს. ისევე, როგორც მთიულ ქართველებში არსებობდა ტრადიცია – ეს უხუცესებიც ძალიან გავლენიანები არიან, ისინი წყვეტენ ბევრ სადავო საკითხს.

ბარონ დე ბაიმ, რომელმაც XIX-XX  საუკუნეში საქართველოში იმოგზაურა, მთლიანად აღწერა კუთხეები და მათი ტრადიციები, ის თავისი წიგნის ერთ-ერთ მონაკვეთში – ,,აფხაზეთში. ერთი მივლინების მოგონებანი” აღწერს, თუ როგორ გამოჰყავთ აფხაზებს მდინარიდან წყალში დამხჩვალის სული. მთელი სოფელი იკრიბება შემთხვევის ადგილას. ერთი ნაპირიდან მეორეზე თოკია გაბმული და ზედ უხმარი ტიკი კიდია. შეკრებილები მიცვალებულის სულს ევედრებიან ტიკში შევიდეს. როდესაც ტიკი გაიბერება, მას თავს მოუკრავენ და მიცვალებულის საფლავზე ზეიმით მიაქვთ.
სოფლებში არ არის სასაფლაოები, აფხაზები მიცვალებულებს ბაღში, ხის მესერით შემოვლებულ, გადახურულ ადგილას მარხავენ, ამ მესერზე ხშირად ნახავთ გარდაცვლილის ნაქონ ტანსაცმელს, რომელიც აფხაზებს ვინმე გაჭირვებულისთვის აქვთ დატოვებული.

ბარონი ხშირად ავლებს პარალელებს ჩერქეზებსა და აფხაზებს შორის, მაგალითად: ,,ისევე როგორც ჩერქეზებს, აფხაზებსაც უყვარდათ ხმლის გაშიშვლება; ცხენების მოპარვას ისინიც ისე უყურებენ, როგორც სანაქებო საქციელს, ხოლო შურისძიებას კი – როგორც აუცილებელ კანონს.” ავტორი ამ ერების ენების მსგავსებასაც უსვამს ხაზს.
შეიძლება ითქვას, რომ აფხაზური ტრადიციების დიდი ნაწილი ძალიან ჰგავს კავკასიელი მთის ხალხების ტრადიციებს – თუნდაც, სვანების, მოხევეების, ჩერქეზების…
აფხაზებში არსებობდა სისხლის აღების წესიც.
დატირების ტრადიციაც ძალიან ჰგავს დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ რიტუალს.

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციების  დიდი ნაწილი დღეს კანტიკუნტადაა შემორჩენილი, სტუმრისა და უფროსის დაფასების კულტი დღემდე ძლიერადაა ფესვგადგმული.

 

ბიბლიოგრაფია:

  1. “In Abkhasia, memories of a mission” by Le Baron de Baye//Khornabuji I, Tbilisi 2011. “აფხაზეთში. ერთი მივლინების მოგონებანი”//ხორნაბუჯი I, თბილისი 2011
  2. აფხაზური ტრადიციები დღეს და გუშინ – რადიო თავისუფლება. 19.08.2016 (2./07.2018)

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკულტურასაქართველო

ამბავი კოკო შანელის ორი დიდებული ქართველი მოდელისა — დედისა და ქალიშვილისა

მწერალი იგორ ობოლენსკი პროექტის „სიყვარულის ისტორიები: ტფილისიდან თბილისამდე“ ფარგლებში კოკო შანელის ცნობილ მოდელებზე — მელიტა ჩოლოყაშვილსა და მის ქალიშვილზე ლილია ზელენსკაიაზე მოგითხრობთ.

მელიტა ჩოლოყაშვილი — დიდებული ქალბატონი, რომელსაც პოეტი ტიციან ტაბიძე ქალღმერთს უწოდებდა და მადონას ადარებდა.

მელიტას ტფილისურ სახლში ქართული ინტელიგენციის ნაღები საზოგადოება იკრიბებოდა. სწორედ იქ კითხულობდნენ საკუთარ ლექსებს პაოლო იაშვილი და გრიგოლ რობაქიძე, ხოლო ზიგმუნდ ვიშნევსკი და სერგეი სუდეიკინი მის პორტრეტებს ხატავდნენ. თუმცა მელიტას ყველაზე ცნობილი პორტრეტი საველი სორინს ეკუთვნის.

ჩოლოყაშვილების ასულმა სორინთან სულ 30 სეანსს გაუძლო, მერე კი უარი თქვა სახელოსნოში სიარულზე. „მომბეზრდა თქვენი მითითებების შესრულება, სორინ!“ — გამოუცხადა მხატვარს. ამის პასუხად სორინმა პირდაპირ მიახალა, ძალიანაც ნუ გაკადნიერდებით და თავს მერი შერვაშიძისავით უნაკლო და სრულყოფილ მშვენიერებად ნუ მიიჩნევთო.

მელიტას ასეთი შედარების ატანა არ შეეძლო. ეშმაკებშიც წასულხართო, მიძახა მხატვარს და აჩქარებული ნაბიჯით დატოვა სახელოსნო.

სორინს სხვა გზა აღარ დარჩენოდა. დახმარებისთვის მეგობარს, მელიტას პირველ ქმარს, კონსტანტინ ზელენსკის მიმართა. დაარწმუნე, რომ სეანსების დასრულება აუცილებელია, ასე მხოლოდ უკულტურო ქალები იქცევიანო, სთხოვა მან მეგობარს.

საბოლოოდ მელიტა გულმოწყალედ დათანხმდა სორინს და პორტრეტიც დასრულდა.

მხატვარი იმდენად კმაყოფილი დარჩა ნამუშევრით, რომ ნახატი თავისთვის დაიტოვა და პარიზში თან წაიღო. მელიტა ჩოლოყაშვილის პორტრეტი საქართველოში მხოლოდ 1974 წელსღა დაბრუნდა — მხატვრის ქვრივმა ის საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა საჩუქრად.

1922 წელს მელიტა ქალიშვილთან და დასთან — დარუსიასთან ერთად პარიზში გაემგზავრა. თან მხოლოდ საკუთარი სიმდიდრის უმცირესი ნაწილის წაღება მოახერხა.

მისი ბრწყინვალე სახლის მდიდრული ავეჯი თუ ნახატები საქართველოში დარჩა. მელიტას მეუღლემ XVI საუკუნის უნიკალური შედევრები დიმიტრი შევარდნაძის მიერ შექმნილ ეროვნულ გალერეას გადასცა.

ძველებური როიალი, რომელზეც მელიტას სახელოვანი მეგობრები უკრავდნენ, დღეს მისი დისშვილის სახლში დგას — თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე; სხვათა შორის, სწორედ იმ სახლში, სადაც მხატვარი კირილ ზდანევიჩი მომავალ მეუღლეს, ვალერია ვალიშევსკაიას შეხვდა.

როდესაც მელიტა ტფილისიდან  წავიდა, მისი მეუღლე კონსტანტინ ზელენსკი ტფილისში დარჩა. მას ბოლომდე არ ტოვებდა იმედი, რომ ცოლი და ქალიშვილი საქართველოში დაბრუნდებოდნენ. ფულიც კი გაუგზავნა ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლში მყოფ მეუღლეს უკან დასაბრუნებელი ბილეთის საყიდლად, მაგრამ… საბოლოოდ, როცა მიხვდა, რომ ორი მისთვის უძვირფასესი ქალი ტფილისში ჩამომსვლელი აღარ იყო, თავადაც ემიგრაციაში წავიდა.

და მიუხედავად იმისა, რომ მელიტასა და კონსტანტინის ქორწინება მალე დასრულდა, ქვეყნიდან წასვლას ზელენსკისთვის მაინც ჰქონდა მნიშვნელობა — ამით მან თავი გადაირჩინა. მეუღლეები თურქეთიდან საფრანგეთში გადაბარგდნენ და იქ უკვე მათი ცალ–ცალკე ბიოგრაფია დაიწყო.

პარიზში მელიტამ მოდელობას მიჰყო ხელი. ეს მისი შემოსავლის ერთ–ერთ წყაროდ იქცა. ერთი პერიოდი კოკო შანელის ჩვენებებზეც კი გამოდიოდა პოდიუმზე.

მელიტა ჩოლოყაშვილი არ იყო ფოტოგენური და ამადაც ფოტოებით მის სილამაზეზე მსჯელობა რთულია. როგორც საველი სორინი ამბობდა, ჩოლოყაშვილის მშვენიერება მხოლოდ მოძრაობისას იჩენდა თავს. სხვათა შორის, ამაზე თავად მელიტაც წერდა საკუთარ წერილებში. 

ქართველმა თავადის ასულმა ემიგრაციაში მთლიანად დაივიწყა ძველი კაპრიზები და ახლა სიამოვნებით იხსენებდა, როგორ ხატავდა მის პორტრეტს სახელოვანი სორინი, როგორ სთხოვდა ის პოზირებას, ხოლო თავად უარზე იყო.

წარსულის გახსენება მისთვის საყვარელ საქმედ იქცა. მელიტა სიამოვნებით იხსენებდა, როგორ ესწრებოდა პოეტ პაოლო იაშვილის ქორწილს, როგორ ხვდებოდა მომღერალ ვანო სარაჯიშვილს, როგორ გაიცნო კომპოზიტორი სერგეი რახმანინოვი ლიზა ორბელიანის სახლში…

სამშობლოს მონატრება იმდენად ძლიერი იყო, რომ პარიზში ქართული ენის შესწავლაც კი დაიწყო. მანამდე ის მხოლოდ რუსულად და ფრანგულად საუბრობდა.

პარიზში მელიტა ჩოლოყაშვილი მერი შერვაშიძეს დაუმეგობრდა. მშვენიერი ქართველი ქალბატონები ერთად თამაშობდნენ პოკერს და ერთად იხსენებდნენ სამშობლოს.

უნდა ითქვას, რომ მშობლიურ ენაზე არცერთი მათგანი არ ლაპარაკობდა გამართულად. მაგრამ 60-იან წლებში საქართველოდან ჩასულ ტურისტებთან ქართულად საუბარს ცდილობდნენ — თუნდაც ორიოდე სიტყვა, მაგრამ ქართულად!

მელიტა ჩოლოყაშვილის მეორე ქმარი პოეტი სერგეი რაფალოვიჩი გახდა. ქალი მთრთოლვარე ზრუნვით ეკიდებოდა მეუღლის შემოქმედებას და გულმოდგინედ ადევნებდა თვალს, რომ  სერგეის სახელი საჯაროდ ხშირად ეხსენებინათ.

ტფილისში გამოგზავნილ ერთ–ერთ წერილში მელიტა წყენით შენიშნავს, რომ ქართულ ლიტერატურულ ჟურნალში გამოქვეყნდა თარგმანი, რომელიც ნაწილობრივ რაფალოვიჩის გაკეთებული იყო, მაგრამ ავტორებში მისი სახელი არ მოუხსენებიათ. მეგობრებმა დაამშვიდეს და აუხსნეს, რომ საბჭოთა ხელისუფლების პირობებში ემიგრაციაში წასული კაცის ავტორად მოხსენიება, უბრალოდ, შეუძლებელი იყო.

როდესაც მელიტას სამოდელო კარიერა დასრულდა, პოდიუმზე ის საკუთარმა ქალიშვილმა ლილიამ ჩაანაცვლა.

ლილია ზელენსკაიამ 91 წელი იცოცხლა. მან ღრმა სიბერეშიც შეინარჩუნა წერწეტი ტანი და სილამაზე, რასაც მაღალი მოდის სამყაროსგან ძალიან შორს მყოფი ადამიანებიც კი აქცევდნენ ყურადღებას.

2001 წელს ლილია ზელენსკაია თბილისში ჩამოვიდა დეიდაშვილთან ნინო ჩოლოყაშვილთან სტუმრად (რომელმაც მიამბო კიდეც ეს ისტორია) და, თურმე, რუსთაველის პროსპექტზე ამაყად მიმავალი, უკვე ძლიერ ასაკოვანი, ჭაღარა ქალბატონის დანახვაზე მთელი თბილისი ჩერდებოდა და თვალს აყოლებდა მის დიდებულ სილამაზეს.

ერთ დღესაც ლილიას გადაუწყვეტია, ქართველი ნათესავებისთვის საჩუქრები შეეძინა და პარფიუმერიის მაღაზიაში შესულა. ლაპარაკით გართულ გამყიდველ გოგონებს, როგორც კი ზღურბლს გადმოცილებული ხნოვანი ქალბატონი დაულანდავთ, მყის შეუწყვეტიათ ჭორაობა და უსიტყვოდ დამორჩილებიან მის ყველა მოთხოვნას.

როდესაც ლილიას შენაძენები აუღია და კარისკენ დაძრულა, კონსულტანტ გოგონებს მისი თანმხლები, ზელენსკაიას დისშვილიშვილი შეუყოვნებიათ და უკითხავთ, ვინ არის ეს ქალბატონიო. კოკო შანელის, ლელონგისა და სკიაპარელის ყოფილი მოდელის მშვენება და მანერები არავის ტოვებდა გულგრილს.

უფრო მეტიც, თავად უახლოესი ნათესავებიც კი აღიარებდნენ ლილიას გასაოცარ ქარიზმას — ვერავინ ბედავდა მასთან კამათს.

უკვე სრულიად ჭაღარა, პიჯაკსა და შარვალში გამოწყობილი, ხელში სიგარეტმომარჯვებული ლილია ზელენსკაია–როტვანდი უკანასკნელი სხივი გახლდათ შანელისდროინდელი პარიზის იმ დიდებულებისა, რომლის ანარეკლი ახლაც, ახალ 21–ე ასწლეულშიც კი იგრძნობა.

მელიტა ჩოლოყაშვილის ქალიშვილი ლილია ზელენსკაია ძილში გარდაიცვალა. სიკვდილამდე ორიოდე საათით ადრე ის ნათესავ ქალბატონ ესაუბრა ტელეფონით, მისი ბოლო სიტყვები იყო: „ღამე მშვიდობისა. ახლა ჩემ საყვარელ სერიალს უნდა ვუყურო“.

წყარო :  sputnik-georgia.com

სრულად ნახვა
ანალიტიკაგანათლებაეს საინტერესოაკვლევებისაქართველო

საქართველოში 9-10 წლის მოსწავლეების 14%-ს წაკითხულის გააზრების მინიმალური უნარი არ გააჩნია

ეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ია კუტალაძემ განუცხადა, საქართველოში 9-10 წლის მოსწავლეების 14%-ს წაკითხულის გააზრების მინიმალური უნარიც არ გააჩნია.

ია კუტალაძის შეფასებით, 2006 წელთან შედარებით ჩვენმა მოსწავლეებმა შედეგები გააუმჯობესეს, გაიზარდა მათი საშუალო მიღწევა, ამასთან, შემცირდა იმ მოსწავლეთა რაოდენობა, ვისაც მინიმალურ დონეზე არა აქვს განვითარებული წაკითხულის გააზრების უნარი. თუმცა, 2016 წლის კვლევის მიხედვით, მეოთხეკლასელთა 14%-ს მაინც უჭირს წაკითხული ტექსტის გააზრება.

„ეს არის პირველი საერთაშორისო კვლევა, რომელშიც საქართველომ მიიღო მონაწილეობა. წიგნიერების საერთაშორისო კვლევა, გარკვეული პერიოდულობით, ხუთ წელიწდში ერთხელ ტარდება. პირველად ჩვენ ამ კვლევაში მონაწილეობა მივიღეთ 2006 წელს, ამჯერად ჩვენ 2016 წელს ჩატარებული წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგები წარმოვადგინეთ. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ 2006 წლიდან 2011 წლამდე მოსწავლეთა მიღწევები გაუმჯობესდა, თუმცა კითხვაში ქართველი მოსწავლეების საშუალო მიღწევა საერთაშორისო საშუალო ნიშნულზე დაბალია. განსაკუთრებით ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ 9-10 წლის მოსწავლეების 14%-ს მინიმალურ დონეზეც არ აქვთ განვითარებული კითხვის, წაკითხულის გააზრების უნარი“, – განაცხადა ია კუტალაძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის შეფასებით, მეოთხეკლასელ მოსწავლეს, რომელსაც უჭირს წაკითხულის გააზრება, სწავლების მომდევნო საფეხურზე სერიოზული პრობლემები შეექმნება, ის, ფაქტობრივად, განწირულია აკადემიური მარცხისთვის.

„ბევრი საინტერესო მიგნება აქვს კვლევას. კითხვის უნარის შეფასება ხდება საინფორმაციო და მხატვრული ტექსტებით. თითოეულ ტექსტს თან ახლავს შეკითხვები, რომლებზე პასუხებითაც ვაფასებთ რამდენად იგებს და იაზრებს სხვადასხვა ტიპის ტექსტებიდან მიღებულ ინფორმაციას მოსწავლე, შეუძლია თუ არა ტექსტის სხვადასხვა ნაწილში მოცემული ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთთან დაკავშირება და დასკვნის გამოტანა, ტექსტის ძირითადი აზრის წვდომა… წაკითხულის გააზრება საბაზო უნარია. ის სწავლა-სწავლების პროცესის ფუნდამენტია. ბავშვი ჯერ სწავლობს კითხვას და შემდეგ კითხულობს იმისთვის, რომ ისწავლოს. თუ ბავშვს არა აქვს განვითარებული კითხვის უნარი, უჭირს წაკითხულის გააზრება, ეს ნიშნავს, რომ მას პრობლემები ექნება სწავლაში, ის ფაქტობრივად განწირულია აკადემიური მარცხისთვის. ასეთი მოსწავლეების რაოდენობა 2016 წლის კვლევის მიხედვით 14%-ია, 2006 წელს კი 18% იყო. შესაბამისად, შემცირდა იმ მოსწავლეთა რაოდენობა, ვისაც მინიმალურ დონეზეც არა აქვს კითხვის უნარი განვითარებული. ეს ფაქტი თავისთავად პოზიტიურ დინამიკაზე მიუთითებს, თუმცა ის გარემოება, რომ მოსწავლეთა 14%-ს უჭირს კითხვა, ბევრი რისკის შემცველია და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს; კითხვა არა მხოლოდ ბავშვის კოგნიტური განვითარების და სწავლის საფუძველია, არამედ ამ უნარს პიროვნულ განვითარებასთან აქვს ძალიან მჭიდრო ბმა. კვლევები ადასტურებს, რომ ბავშვები, რომლებსაც კითხვის უნარი არ აქვს განვითარებული, ხშირად ძალადობრივ და აგრესიულ ქმედებებს მიმართავენ“, – განაცხადა კუტალაძემ.

მისივე თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ კარგი მკითხველები გამოდიან ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც თავად კითხულობენ ბევრს.

„ამ კვლევის ფარგლებში ვსწავლობთ იმ გარემოს, რომელშიც ყალიბდება მოსწავლის კითხვის უნარი, ეს არის ოჯახი, სკოლა, კლასი… შევისწავლით იმ ფაქტორებს, რომლებიც აისახება მოსწავლეთა კითხვის უნარის განვითარებაზე. ეს გვაძლევს საშუალებას გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ და შევიმუშავოთ რეკომენდაციები მოსწავლეთა კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად. მაგალითად, ბავშვის მიღწევებზე მნიშვნელოვნად აისახება ოჯახის საგანმანათლებლო რესურსი. კვლევის მიხედვით, კარგი მკითხველები გამოდიან ბავშვები, რომელთა მშობლებიც თავად კითხულობენ ბევრს; მშობლები, რომლებიც სკოლამდელ ასაკში ეხმარებიან ბავშვებს კითხვის უნარის განვითარებაში, უკითხავენ წიგნებს, ესაუბრებიან წაკითხულზე, ხელს უწყობენ ბავშვების კარგ მკითხველებად ჩამოყალიბებას; სკოლამდელ ასაკში მშობლების მხრიდან ასეთი მხარდაჭერის პირობებში, მეოთხე კლასში მოსწავლეებს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ – უფრო მეტად აქვთ განვითარებული კითხვის უნარი, ვიდრე იმ ბავშვებს ვისაც ასეთი მხარდაჭერა არ ჰქონიათ. ოჯახში სასწავლო რესურსებზე წვდომა, მშობლის მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი; ასევე მნიშვნელოვანია სკოლამდელ განათლებაში ჩართულობა. ჩვენი მეოთხეკლასელების 16% არ დადიოდა ბაღში, მათ უფრო დაბალი შედეგი აქვთ, ვიდრე იმ მოსწავლეებს, ვინც ისარგებლა სკოლამდელი განათლების სერვისებით. ბაღი და მშობლების მხარდაჭერა სასკოლო მზაობის ფორმირებას უწყობს ხელს. ეს კი თავისთავად უმნიშვნელოვანესი ფაქტორია არა მხოლოდ დაწყებით საფეხურზე, არამდე შემდეგაც. სკოლებში კითხვისთვის საჭირო რესურსების ნაკლებობა უარყოფითად აისახება მოსწავლეთა მიღწევებზე. სასკოლო ფაქტორების ანალიზი გვიჩვენებს თუ რა მიმართულებებით უნდა განხორციელდეს რეფორმები“, – აღნიშნა კუტალაძემ.

მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო კვლევა, რომელშიც საქართველო მონაწილეობს, მათ შორის ეს კვლევაც აჩვენებს, რომ ქალაქის სკოლის მოსწავლეებთან შედარებით სოფლის სკოლის მოსწავლეების მიღწევები უფრო დაბალია, კერძო სკოლის მოსწავლეების მიღწევები უფრო მაღალია, ვიდრე საჯარო სკოლის მოსწავლეების მიღწევები. თუმცა, მისივე განმარტებით, ეს სხვაობები გამოწვეულია იმით, რომ სოფელში ბავშვებს ოჯახში ნაკლებ სასწავლო, საგანმანათლებლო რესურსზე აქვთ წვდომა ვიდრე ქალაქში, ამასთან, მათ სკოლაშიც ნაკლები რესურსი ხვდებათ… მისივე თქმით, სოფლის მოსწავლეთა დაბალი მიღწევები სწორედ ოჯახსა და სკოლაში სოფლის მოსწავლეთა მწირი საგანმანათლებლო რესურსებით აიხსნება და ამაში სკოლის ადგილმდებარეობა არაფერ შუაშია. რესურსებთანაა დაკავშირებული კერძო და საჯაროს სკოლის მოსწავლეთა მიღწევებში არსებული სხვაობაც.

ამასთან, კუტალაძემ აღნიშნა, რომ ქართველი მოსწავლეების საკმაოდ დიდი პროცენტი მიუთითებს, რომ მოსწონს კითხვა, რაც მისი თქმით, უდავოდ კვლევის დადებითი და სასიამოვნო შედეგია.

აღნიშნული კვლევა 2016 წელს ჩატარდა და სამი დღის წინ გამართულ კონფერენციაზე გასაჯაროვდა. კვლევა მოიცავს 200 სკოლას, 5741 მოსწავლეს, 5700 მშობელს და 200 დირექტორს.

 

წყარო:  ipn.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკულტურასაქართველო

ალექსანდრა დადიანი – მოდილიანის ქართველი ნატურა

ამადეო მოდილიანის შემოქმედებაში ქართველი ქალიც არსებობდა, სწორედ ამ ქალბატონის ნიუ გაიყიდა ,,სოთბის” აუქციონზე 26 მილიონ ფუნტ სტერლინგად.

ამადეო იმდენად მოიხიბლა ქართველი თავადის ქალის – ალექსანდრა დადიანის არისტოკრატიული შარმითა და გარეგნობით, რომ ეჭვიანობით ცნობილი ახმატოვაც არაფრად ჩააგდო და განაცხადა, ალექსანდრა უნდა დავხატოო.

თუმცა, როგორ დაითანხმა გათხოვილი, თანაც თავისი სიამაყით ცნობილი თავადის ქალი შიშველ ნატურად დადგომოდა, ამაზე არაფერია ცნობილი…

ალექსანდრა დადიანი მოდილიანმა 1911 წელს დახატა. ალექსანდრა გერმანელ ბოტანიკოსზე, კონრად როსტზე იყო დაქორწინებული, ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, მათ სიყვარულზე წიგნიც არის  დაწერილი. ალექსანდრა დადიანი ცნობილმა რუსმა პოეტმა ქალმა – ანა ახმატოვამ პეტერბურგში გაიცნო. ახმატოვას უკვე ჰქონდა რომანი გაბმული მოდილიანისთან, რომელიც დიდ ხანს არ გაგრძელებულა.

მოდილიანიმ ალექსანდრა პარიზში ნახა.  ღარიბმა მაესტრომ ანა ახმატოვა და ალექსანდრა დადიანი თავის სახელოსნოში დაპატიჟა. სწორედ იქ დახატა მოდილიანმა ალექსანდრა დადიანი. მოგვიანებით, თავადის ქალი ალექსანდრა, რევოლუციის შემდეგ, გადაასახლეს… უკვე მოხუცებული დაბრუნდა საქართველოში. ალექსანდრა საქართველოში გარდაიცვალა და საგურამოში, ჭავჭავაძეების მამულშია დასაფლავებული.

ეტყობა, ქართველ ქალს არ სიამოვნებდა იმის აღიარება, რომ მხატვარს, თუნდაც დიდ შემოქმედად აღიარებულს, გაუშიშვლდა.

როგორც ცნობილია, ლადო გუდიაშვილი მოდიალიანის იცნობდა, სწორედ მის მოგონებებში ვკითხულობთ: ,,მივუჯექი თავისუფალ მაგიდას… მოვიპატიჟე ამედეო მოდილიანი, მინდოდა მისი გამასპინძლება, მაგრამ გვერდით მანდილოსანი ეჯდა, რომელსაც ხატავდა. მოათავა თუ – არა, პოლონელ ქალბატონს ორი ნახატი შესთავაზა. რაოდენ დიდი იყო მოდილიანის გაკვირვება, როცა მანდილოსანმა არ ისურვა ეს ნახატები არც საჩუქრად, არც სასყიდლად… ქალბატონი გაჯავრებით ამბობდა: – თქვენი ნახატები არაფრით მგვანანო!… აღელვებულმა, შეურაცხყოფილმა ამედეომ მომაშურა, გამომიწოდა ეს ორი შედევრი და ცრემლმორეულმა აკანკალებული ხმით მითხრა: – ,,ჩემო მეგობარო ლადო, შენ გქონდეს ჩემგან ეს პატარა სახსოვარი…”

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 16 17 18 19 20 98
Page 18 of 98