close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოაკვლევები

50 უარყოფითი სიმპტომი და დაავადება, რომელსაც მარიხუანა იწვევს

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ინტერნეტ-მომხმარებელი პოსტს აზიარებს, სადაც დეტალურად არის აღწერილი მარიხუანას ნეგატიური თვისებები. პოსტს უამრავი გაზიარება მოყვა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

“მარიხუანა არღვევს კუჭის მჟავიანობას, იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას, პირის სიმშრალეს, უკონტროლო სიცილს, გულმავიწყობას…

აგრეთვე: მოქმედების შენელებას, მოდუნებულობას, ჰალუცინაციებს, გამოშტერებას, მისწრაფების დეფიციტს, ძლიერ გარდაქმნებს ხასიათსა და ქმედებებში და ა.შ.

მარიხუანის მომხმარებლები ხშირად ატარებენ თვალის წვეთებს, საღეჭ რეზინას, სუნამოს ან ოდეკოლონს, ცდილობენ რა დაფარონ ესა თუ ის ეფექტები და სპეციფიკური სუნი.

ქვემოთ ჩამოთვლილია ის ზოგადი სიმტომები და უარყოფითი ეფექტები, რასაც იწვევს მარიხუანის რეგულარული მოხმარება:
ფიზიოლოგიური ეფექტები, რომელსაც ადგილი აქვს მარიხუანას მოხმარების შემდეგ:
• მარიხუანა იწვევს თვალის ლორწოვანი გარსის შესიებას, თვალის ანთებას;
• მარიხუანა იწვევს პულსის გახშირებას, გულისცემის გაძლიერებას;
• მარიხუანა იწვევს არტერიული წნევის მომატებას ან დაცემას;
• მარიხუანა არღვევს მოძრაობის ფუნქციებს;
• მარიხუანა იწვევს მოთენთილობას;
• მარიხუანა იწვევს ძილიანობას;
• მარიხუანა იწვევს ორგანიზმის ტემპერატურის ცვალებადობას;
• მარიხუანა იწვევს თავის ტკივილს;
• მარიხუანა იწვევს თავბრუსხვევას;
• მარიხუანა იწვევს გულისრევის პროვოცირებას;
• მარიხუანა იწვევს შიმშილის შეგრძნებებს;
ეფექტები, რომელსაც მარიხუანა იწვევს ადამიანის ქცევებში:
• მარიხუანა ხელს უწყობს რელაქსაციის პროცესს;
• მარიხუანა ანელებს ფსიქომოტორულ (მოძრაობითი) აქტიურობას;
• მარიხუანა აუარესებს ყურადღების კონცენტრაციას, ხელს უშლის სიტუაციის ადეკვატურად შეფასების უნარს;
• მარიხუანა ამცირებს ავტომობილის მართვის და ყველა იმ საქმიანობის უნარს, რომელიც საჭიროებს ყურადღებას;
• მარიხუანა იწვევს საუბრის აჩქარებას და შეუკავებელ ყბედობას;
ემოციური ეფექტები, რომელსაც იწვევს მარიხუანა:
• მარიხუანა იწვევს ეიფორიას, კეთილდღეობის შეგრძნებას;
• მარიხუანა იწვევს უზრუნველ მდგომარეობას, რომელიც მონაცვლეობს მოუსვენრობასა და შინაგანი შფოთის მდგომარეობასთან;
ნერვოფსიქოლოგიური ეფექტები, რომელსაც იწვევს მარიხუანა:
• მარიხუანა იწვევს მოკლევადიანი მეხსიერების, გაგების და რაიმე ამოცანის შესრულების უნარის გაუარესებას;
• მარიხუანა იწვევს დროის და სივრცის შეგრძნების დაკარგვას;
• მარიხუანა იწვევს აპათიას;
• მარიხუანა ამძაფრებს მხედველობით, სმენის და ყნოსვის შეგრძნებებს;
• მარიხუანა იწვევს მოტივაციის ნაკლებობას;
• მარიხუანა ამცირებს ტკივილის შეგრძნების ბარიერს;
• მარიხუანა იწვევს სექსუალური ემოციების ცვლილებებს;
• მარიხუანა იწვევს ჰალუცინაციებს;
• მარიხუანა იწვევს საკუთარი თავის, როგორც პიროვნების, აღქმის უნარის დაკარგვას;
• მარიხუანა იწვევს ფსიქოზს (განსაკუთრებულად დიდი დოზა);
მარიხუანას ზემოქმედება ტვინზე

მარიხუანა, მოხმარების სიპტომები, უარყოფითი ასპექტები – მარიხუანა მოქმედებს აზროვნებაზე, გაგების უნარზე, აბსტრაქტულ აზროვნებაზე, სწავლის შესაძლებლობაზე.
მარიხუანას, დოზისა და მისი მომხმარებლის ათვისების უნარის გათვალისწინებით, შეუძლია გამოიწვიოს პანიკა, მოუსვენრობა და ტოქსიკური ფსიქოზი.
მისმა ხანგრძლივმა მოხმარებამ, შეიძლება სტრუქტურული და ფუნქციონალური ცვლილებები გამოიწვიოს.

მარიხუანას ზემოქმედება ფილტვებზე

მარიხუანას მოხმარება იწვევს თამბაქოს მწეველთათვის დამახასიათებელ მთელ რიგ მავნე ეფექტებს:
ბრონქიტი, ფარინგიტი, სინუსიტი, იგი ხელს უწყობს ზედა სასუნთქი გზებისა და არხების დაავადებებს.

მარიხუანას ზემოქმედება გულზე

მარიხუანა იწვევს გაძლიერებულ გულისცემას, პულსის გახშირებას და სისხლის წნევის მომატებას.
განსაკუთრებით მავნებელია ადამიანებისთვის, ვისაც სნეული გული აქვს.
მარიხუანას ზემოქმედება რეპროდუცირების სისტემაზე (მამაკაცებში)
ზუსტი კვლევები ამ ფაქტის შესახებ არ არსებობს, თუმცა, დადგენილია შემდეგი:
მარიხუანა, მოხმარების სიპტომები, უარყოფითი ასპექტები – მარიხუანა ამცირებს სისხლში ტესტოსტერონის დონეს, რომელიც მამაკაცის მთავარი ჰორმონია.
მისი დაჟინებული და ძალიან ხანგრძლივი მოხმარება, ჰორმონალურ ფონს ცვლის იმდენად, რომ შეიძლება მოზარდებში სქესობრივი ფუნქციების დარღვევაც კი გამოიწვიოს.
ძალიან მძიმე შემთხვევებში, შეინიშნება სპერმატოზოიდების როდენობის შემცირება და შეზღუდვა. ასევე სპერმაში ანორმალური უჯრედების მომატება.
მარიხუანას ზემოქმედება რეპროდუცირების სისტემაზე (ქალებში)

მარიხუანა, მოხმარების სიპტომები, უარყოფითი ასპექტები – მარიხუანა ცვლის ტვინის მოქმედებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ოვულიაციის დარღვევა და განაყოფიერების შესაძლებლობის შემცირება.

მარიხუანამ შესაძლებელია ტოქსიკური ზემოქმედება მოახდინოს ფეხმძიმობის დროს ნაყოფის განვითარებაზე და ფეხმძიმობის მიმდინარეობაზე.
ამ ფაქტორმა, შესაძლოა, ეგრეთ წოდებული ”მარიხუანის ფეტალური შედეგი” გამოიწვიოს, რაც გამოიხატება ახალდაბადებულ ჩვილთა წონაში კლებასა და მისი განვითარების გადახრებში.
ამის მიზეზია ის, რომ მარიხუანა ძუძუთი კვების დროს დედის რძიდან გადადის ახალშობილის ორგანიზმში.

მარიხუანას მოქმედება მოძრაობის ფუნქციებზე

მარიხუანას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს გონებრივ და ფიზიკურ რეაქციებზე. იგი არღვევს კოორდინაციას და ზრდის რეაქციის ხანგრძლივობას.
ამ დროს ირღვევა ადამიანის საპასუხო რეაქცია სინათლის და ხმოვან სიგნალებზე, უარესდება თანმიმდევრული მოქმედებების და აღქმის უნარი.
ზოგ შემთხვევაში ჩნდება მოძრაობის, სიარულის, საუბრის ძლიერი მოთხოვნის სურვილი. დამახასიათებელია მშვიდ მდგომარეობაში არაბუნებრივი პოზები.
მარიხუანა და მისი ზემოქმედების სხვა შედეგები:
ქრონიკული დაღლილობა, თავის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება.
ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოყვეს მარიხუანას მოხმარებას, არის ის, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს მოთხოვნა სხვა უფრო ძლიერ ნარკოტიკულ საშუალებებზე.
მარიხუანა არ არის გამოსავალი…
მას არ მოაქვს თავისუფლება…
ის არის ეიფორია და თავის მოტყუება…
არაფერი სჯობს ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს!!!” – წერს ინტერნეტ-მომხმარებელი.

წყარო : reitingi.ambebi.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

7 რამ, რასაც ბავშვი მემკვიდრეობით მამისგან იღებს

გენეტიკა ერთ-ერთი იდუმალებით მოცული და საინტერესო მეცნიერებაა. რა თქმა უნდა, ბავშვი გენებს ორივე მშობლიდან იღებს, მაგრამ თუ მამას დომინანტის თვისებები აქვს, მაშინ ეს გენები ბავშვს გადაეცემა. როგორც აღმოჩნდა, გენეტიკა მხოლოდ თვალის ფერსა და სხეულის ფორმებზე გავლენას არ ახდენს, მასზე დამოკიდებულია რისკის მიმართ სიყვარული და ძილის პოზაც კი!
გენეტიკური განსაკუთრებულობები, რომელთაც ბავშვები მამისგან მემკვიდრეობით იღებენ:

1. გულის დაავადება
კვლევის თანახმად, რომელიც ლესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს, მამაკაცები, რომლებიც კონკრეტული ტიპის ქრომოსომებს ატარებენ, თითქმის 50%-ით უფრო ხშირად კორონალური არტერიით ავადდებიან. გარკვეულ პირობებში ეს განსაკუთრებულობა ვაჟიშვილებს გადაეცემათ.
2. ფსიქიკური აშლილობაფსიქიკურ აშლილობას შორის, რომელიც მამიდან ბავშვს გადაეცემა, არის – შიზოფრენია და ADHD ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი. მამის ასაკის მატებასთან ერთად რისკი იზრდება, რადგან წლებთან ერთად მისი დნმ იცვლება. რაც შეეხება ქალს, ის გარკვეული საკვერცხეების ნაკრებით იბადება, მისი დნმ მთელი ცხოვრების განმავლობაში არ იცვლება.
3. მეჩხერი კბილებიმამაკაცის გენები, რომლებიც კბილების და ყბის ფორმაზეა დამოკიდებული, უფრო ძლიერია, ვიდრე ქალის. მამიდან ბავშვებს არა მხოლოდ მეჩხერი კბილები, არამედ სუსტი ემალი შეიძლება გადაეცეს.
4. უნაყოფობის პრობლემებიმეცნიერები ირწმუნებიან, რომ სპერმის ნაკლები რაოდენობა შეიძლება გენეტიკური პრობლემა იყოს. თუ ბავშვი ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადა, დიდი ალბათობით მასაც უნაყოფობის პრობლემა ექნება.
5. ბავშვის სქესიმამაკაცის გენები მომავალი ბავშვის სქესსაც განსაზღვრავს. პროგნოზის გაკეთება შეიძლება, თუ მამის გენეალოგიურ ხეს შეისწავლით. იმ შემთხვევაში, თუ სპერმა X ქრომოსომას ატარებს, დედის X ქრომოსომასთან შედარებით – გოგო დაიბადება. თუ სპერმა Y ქრომოსომა – მაშინ ბიჭი.
6. ბავშვის თვალის ფერიმამაკაცის გენები ქალზე დომინირებენ. სწორედ ამიტომ, ბავშვის სახის ფორმა და თვალის ფერი სავარაუდოდ ისეთი იქნება, როგორიც მამას აქვს.
7. ბავშვის სიმაღლებავშვის სიმაღლე მეტნაკლებად მამის გენებზეა დამოკიდებული. მაღალ მამებს მაღალი ბავშვები ჰყავთ.

image

ცოტა რამ ინტელექტის შესახებ:1. ინტელექტი მამიდან შვილზე არ გადადის. თუ მამა გენიოსია, მისი შვილი ამ გენებს 100%-ით მემკვიდრეობით არ მიიღებს.2. ჭკუასუსტობა მამიდან ვაჟიშვილზე არ გადადის.3. მამის ინტელექტი შეიძლება მხოლოდ ქალიშვილზე გადავიდეს და ისიც ნახევრად.4. ბიჭს ინტელექტის მიღება მხოლოდ დედიდან შეუძლია, რომელმაც თავის მხრივ საკუთარი მამიდან მიიღო.5. გენიოსების ქალიშვილები ნახევრად მამებივით ჭკვიანები არიან, მაგრამ მათი ვაჟიშვილები გენიოსები იქნებიან. თუ მამა სულელია, ქალიშვილიც ნახევრად სულელი იქნება.

დასკვნები კაცებისთვის:თუ თქვენი ვაჟიშვილის გონებრივი შესაძლებლობების პროგნოზირება გსურთ, თქვენი ცოლის მამას შეხედეთ. თუ ის აკადემიკოსია, თქვენი ვაჟიშვილიც ჭკვიანი იქნება.
თქვენი ქალიშვილი თქვენი ჭკუის ნახევარს და თქვენი სისულელის ნახევარს მიიღებს. ინტელექტით ის უფრო ახლოს იქნება. მისი შვილი კი თქვენს გონებრივ შესაძლებლობას მაქსიმუმ მიიღებს. თუ ჭკვიანი თაობა გსურთ – გოგონებზე იოცნებეთ.
თქვენი გონებრივი შესაძლებლობები დედისგან, უფრო სწორად ბაბუისგან გაქვთ მიღებული.
დასკვნები ქალებისთვის:თქვენი ვაჟიშვილი გონებით თქვენი მამის ასლია და მასთან კამათი სიტყვებით „ისეთივე სულელი ხართ, როგორც მამაშენი“ – არც თუ ისე სწორია.თქვენი ქალიშვილი აღზრდით ისეთივე იქნება, როგორც თქვენ, მაგრამ გონებით მამას დაემსგავსება. მისი ვაჟიშვილი კი თქვენი ქმრის ასლი იქნება.

წყარო : intermedia.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიო

მგლების აღზრდილი ადამიანი ადამიანებისგან იმედგაცრუებულია

1965 წელს გამოქვაბულში მამაკაცი აღმოაჩინეს, რომელიც მგლებთან ერთად 12 წლის მანძილზე ცხოვრობდა. მარკუს როდრიგეზ პანტოჯა პატარა იყო, როცა დედა გარდაეცვალა და მამამ ესპანეთში, სიერა მორენას მთებში მცხოვრებ ფერმერს მიჰყიდა. პანტოჯას ვარაუდით, ეს მაშინ მოხდა, როცა ის 6-7 წლის იყო. ფერმერი მალევე გარდაიცვალა და ბიჭი მთებში, ველური ბუნების წინაშე მარტო აღმოჩნდა.

როდრიგეზ პანტოჯა 19 წლის იყო, როდესაც ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ ის ადამიანთა სამყაროში დააბრუნა.

იმ დროიდან დღემდე პანტოჯა არაერთი წიგნის, ფილმის თუ ანთროპოლოგიური კვლევის საგანი გამხდარა.

ამჟამად მარკოსი 72 წლისაა და ესპანეთში, გალისიას პროვინციაში მდებარე პატარა სოფელ რანტეში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც ადამიანებთან ცხოვრობს, მარკოსი აცხადებებს, რომ მისი ბედნიერი მოგონებები მგლებთანაა დაკავშირებული.

,,El Pais-თან” საუბრისას მარკოსმა აღნიშნა, რომ მას აქვს განცდა, რომ ადამიანები ატყუებენ, დასცინიან, შეურაცხყოფას აყენებენ, დამსაქმებლები კი ექსპლუატაციას უწევენ მის შრომას.

,,ვფიქრობ, ისინი დამცინიან იმის გამო, რომ არ ვიცი პოლიტიკა ან ფეხბურთის თამაში,” – განაცხადა მარკოსმა. იგი გამოტყდა, რომ როცა გააცნობიერა, რომ ადამიანებთან ინტეგრირებას ვერ შეძლებდა, მგლებთან დაბრუნება სცადა, თუმცა მათ ის ერთ-ერთ თავისიანად აღარ მიიღეს. ,,მე უკვე ადამიანის სუნი მქონდა.” მარკოსი ერთხანს ძველ საცხოვრებელშიც – თავის ძველ გამოქვაბულში დაბრუნდა, თუმცა ყოველდღიური მოხმარების ნივთების გარეშე ცხოვრება ვეღარ შეძლო.

წყარო: https://www.indy100.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

დიდი ბრიტანეთის სამეფო გვარდიის ჯარისკაცის ქუდის ისტორია

ერთ-ერთი პირველი, რაც დიდ ბრიტანეთზე გაგვახსენდება სამეფო გვარდიის ჯარისკაცები არიან, რომლებიც ბუკინგემის სასახლის წინ და სხვა სამეფო რეზიდენციებში მუდმივად ჩუმად დგანან და სამეფო რეზიდენციას იცავენ.

გვარდიელები წითელი ფერის ტანისამოსში და ქუდით საათების განმავლობაში დგაგან.  ქუდი უცვლელია, მიუხედავად იმისა, რომ გვარდიის ისტორია XVII საუკუნიდან იწყება და ნაპოლეონის ომებთან არის დაკავშირებული. სწორედ ფრანგ მეომრებს ეხურათ დათვის ტყავისგან დამზადებული ქუდები, რომ უფრო მაღლები გამოჩენილიყვნენ. ბრიტანელმა ჯარისკაცებმა კი პირველად 1815 წელს მოირგეს, როდესაც ვატერლოოს ბრძოლაში ნაპოლეონის საფრანგეთის საიმპერატორო გვარდიის დამარცხება შეძლეს.

ბრიტანეთის სამეფო გვარდიელების ქუდი დათვის ტყავისგან არის დამზადებული, ის კანადური შავი დათვის ბეწყვისგან მზადდება, ხოლო ოფიცრებისთვის განკუთვნილი ქუდები კანადური მურა დათვის ბეწვისგან. ბრიტანეთი ყოველწლიურად 100 ტყავის ქუდს იღებს, ოსტატები 50-დან 100-მდე დათვის ტყავს ამუშავებენ.

მრავალი წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტრო და ბრიტანეთის არმია ცდილობდა ახალი ბეწვის სინთეზური ალტერნატივა შეექმნათ. არსებობს მოსაზრება, რომ ტყავის ბეწვის ჩანაცვლება უკვე მოხერხდა ნეილონით, მაგრამ თავდაცვის მინისტრის სპიკერი ამბობს, რომ უამრავი ალტერნატიული მასალიდან არცერთი მათგანი მიუახლოვდა დათვის ბეწვის ბუნებრივ თვისებებს და ალტერნატივა ნაპოვნი ჯერ არ არის.

 

წყარო: LONDONIST

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასაქართველო

საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში 43000 მცირეწლოვანი და 4099 ჩვილი ცხოვრობს

საქართველოში 150 186 ბავშვი არასათანადო პირობებში ცხოვრებს, ისინი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ და მათი ოჯახები სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას იღებენ. ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში წერია. ინფორმაციას ,,აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მცირეწლოვანებს შორის 43 ათას ბავშვი 1-დან 5-მდე წლამდე ასაკის არის, ხოლო 4099 ჩვილია.

ანგარიშში წერია, რომ “ბავშვთა ცხოვრების არასათანადო დონე კვლავ უმთავრესი პრობლემაა. 2017 წელს სახელმწიფო ზრუნვაში ჩართული ბავშვების 11% ბიოლოგიური ოჯახიდან სიღარიბის და ცხოვრების არასათანადო პირობების გამო გაიყვანეს”.

სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურად დაუცველებს რამდენიმე ჯგუფად ყოფს. ყველაზე გაჭირვებული ოჯახები არიან: თუ არ აქვთ სახლი, იხდიან ქირას, თუ ოჯახის არც ერთ წევრს არ აქვს შემოსავალი, ხეხილი, მიწის ნაკვეთი და ა.შ. საუბარია 30 000 სარეიტინგო ქულაზე, რომლის მინიჭების შემთხვევაში, ოჯახის თითოეული წევრი 60 ლარი ერიცხება.

60 000-დან 65 000 ქულამდე – 30 ლარია გათვალისწინებული. დამატებით ბავშვზე 10 ლარიანი დახმარება გაიცემა, რომელიც „UNICEF” რეკომენდაციით ჩაიდო. დანამატი ყველა ოჯახს ენიშნება, რომელთა სარეიტინგო ქულა განისაზღვრება 65 000-დან 100 00 ჩათვლით.

ანგარიშში ასევე წერია: ”749 საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ არასრულწლოვნების საცხოვრებელი პირობები ხშირად საფრთხის შემცველია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, სახელმწიფოს ნაბიჯები კი დაგვიანებული და უშედეგოა”.

სახალხო დამცველმა საზოგადოებას დღეს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ 2017 წლის ანგარიშის მთავარი საკითხები გააცნო. 347-გვერდიან დოკუმენტში, ნინო ლომჯარია გასულ წელს, სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე ამახვილებს ყურადღებას და ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მიმართ შემუშავებულ ძირითად რეკომენდაციებზე ლაპარაკობს.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკომუნიკაციატექნოლოგიები

5 აპლიკაცია, რომელსაც ინტერნეტის გარეშეც მშვენივრად გამოიყენებ

თანამედროვე ცხოვრების სტილი საშუალებას გვაძლევს, რომ ერთმანეთთან იმაზე უფრო მჭიდრო კომუნიკაციაში ვიყოთ, ვიდრე ოდესმე. ასეთი შესაძლებლობები ნამდვილად დიდი კომფორტია, რომლის შექმნაშიც ინტერნეტი უდიდეს როლს თამაშობს.

რა თქმა უნდა, მობილურ ინტერნეტს ბევრი ჩვენგანი იყენებს, თუმცა ამ სტატიაში შევკრიბეთ ის სასარგებლო აპლიკაციები, რომელთა გამოყენებას უინტერნეტოდაც შეძლებ.

1. Netflix

ორი აზრი არაა, რომ სერიალებისა და ფილმების ყურება დიდი ზომის ეკრანებზე უფრო სასიამოვნოა, თუმცა ზოგჯერ სმარტფონში ან პლანშეტში საყვარელი სერიალის ნახვა დროის გაყვანის საუკეთესო საშუალება შეიძლება აღმოჩნდეს.

რა თქმა უნდა, დიდი ზომის სერიალებსა და ფილმებზე ძვირფასი მეგაბაიტების დახარჯვა არავის სურს. საბედნიეროდ, არსებობს გამოსავალი. თუ მობილურში Netflix-ის აპლიკაცია გაქვთ, Wi-Fi ზონაში ყოფნისას თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ფილმის ან ეპიზოდის გასწვრივ არსებულ გადმოწერის ღილაკს დააჭიროთ, შემდეგ კი მას უინტერნეტობის ჟამს უყუროთ.

გადმოწერა: iOS / Android

2. Google Maps

ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანავიგაციო აპლიკაციაა, მისი ფუნქციონირებისთვის ინტერნეტია საჭირო, თუმცა თქვენ შეგიძლიათ Wi-Fi ზონაში ყოფნისას გარკვეული არეალი წინასწარ გადმოწეროთ, რის შემდეგაც ეს ტერიტორია, ყველა დეტალით, რუკაზე ხელმისაწვდომი ინტერნეტის გარეშეც იქნება.

მოძებნეთ არეალი, რომლის გადმოწერაც გსურთ, დააჭირეთ More info-ს, შემდეგ კი Download-ს.

გადმოწერა: iOS / Android

3. Google Translate

გუგლის თარგმნის სერვისს ყველანი ხშირად ვიყენებთ. ეს უცხოენოვან ადამიანებთან საუბრის ძალიან კარგი საშუალებაა, რადგან მას წინადადებებისა და ტექსტის თარგმნაც მარტივად შეუძლია.

სტანდარტულ რეჟიმში მის გამოსაყენებლად ინტერნეტია საჭირო, მაგრამ სერვისის მობილურ აპლიკაციას აქვს ერთი ფუნქცია, რომელიც თქვენთვის სასურველ ენას ხელმისაწვდომს უინტერნეტოდაც გახდის. ამისთვის საჭიროა შეხვიდეთ პარამეტრებში, დააჭიროთ Offline translation-ს და აირჩიოთ ენა.

გადმოწერა: iOS / Android

4. Pocket Casts

თავისუფალ დროს, მგზავრობისას, ან მაშინ, როდესაც რაიმე რუტინული საქმით ხართ გართული, პარალელურად ინფორმაციის მისაღებად პოდკასტის მოსმენა მშვენიერი იდეაა.

აპლიკაცია Pocket Casts-ის წყალობით, ინტერნეტით მოსმენის გარდა ნებისმიერი პოდკასტის გადმოწერასაც შეძლებ, შენახული ეპიზოდები კი შენთვის ნებისმიერ დროს იქნება ხელმისაწვდომი.

გადმოწერა: iOS / Android

5. საქართველოს ბანკის მობილბანკი

ალბათ ყველას მოგვსვლია შემთხვევა, როდესაც მობილურის ანგარიშზე თანხა ან ინტერნეტი გვითავდება, ამ უკანასკნელის ჩასართავად კი, რა თქმა უნდა, ისევ მობაილბანკია საჭირო!

საბედნიეროდ, საქართველოს ბანკის მობილბანკის გამოყენება, მისი ყველა სერვისით, ახლა უკვე უინტერნეტოდ შეგიძლია. ეს ნიშნავს, რომ როდესაც მობილურის ბალანსზე თანხა ან მეგაბაიტები ამოგეწურა, მობილბანკში მაინც შეხვალ და თან არც ისაა საჭირო, რომ რომელიმე კონკრეტული მობილური ოპერატორის აბონენტი იყო. ეს სერვისი ყველასთვისაა ხელმისაწვდომი.

გადმოწერა: iOS / Android

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაეკოლოგიაეს საინტერესოასაქართველო

ნარჩენების მართვა მსოფლიოსა და საქართველოში – სად ,,ქრება” ნაგავი?

ნაგვის ინდუსტრია ერთ-ერთი უზარმაზარი ბიზნესინდუსტრიაა თანამედროვე მსოფლიოში. ერთი შეხედვით,  უზარმაზარი კომპანიები მართავენ ნარჩენებს და გარკვეული რეგულაციებიც არსებობს, თუმცა ეს ინდუსტრია მაინც საკმაოდ შემაშფოთებელ პრობლემად რჩება. საინტერესოა, რა მდგომარეობაა, ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაში და არამარტო. საკითხთან დაკავშირებით ნარჩენების მართვის კონსულტანტს – კახა რუხაიას გავესაუბრეთ.

ღია ნაგავსაყრელები მწარმოებლური საზოგადოების შექმნის დღიდან შემაწუხებელ გარემოსა და ანტისანიტარიასთან იყო დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ღია ნაგავსაყრელები ძირითადად დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით მდებარეობს, ზიანი, რომელსაც ისინი გარემოს აყენებს ნამდვილად არ არის შემცირებული, რადგან მაგალითად, ღია ნაგავსაყრელებზე გახრწნილი ნაგავიც კი გამოყოფს  ე.ნაგავსაყრელის გაზს, რომელიც მეთანს შეიცავს, გარემოს დაცვის სააგენტოს მტკიცებით კი, მეთანი 21-ჯერ უფრო ეფექტურად ამწყვდებს სითბოს ატმოსფეროში და შესაბამისად, მსოფლიო კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

მსოფლიოს უმსხვილესი ნაგავსაყრელები, რომლებსაც „მეგასაყრელებს“ უწოდებენ, აქტიურად იყენებენ მიწისქვეშა კონტეინერებს,  რომელთა ფართობიც 10-დან 100 აკრამდე მერყეობს, წარმოიდგინეთ, როგორც ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტოს ვებგვერდდან ვიგებთ, ვირჯინიის ერთი ასეთი საცავი ფართობით ათას საფეხბურთო მოედანს, ხოლო სიმაღლით ვაშინგტონის მონუმენტს უტოლდება, აღსანიშნავია ისიც, რომ ამგვარი საცავის თითოეული აკრის განვითარება და აშენება 500 000 დოლარი ჯდება, შესაბამისად, გასაკვირი არ არის რომ ჯერჯერობით საქართველოში მსგავსი პრაქტიკა არ დანერგილა. როგორც ბატონი კახა აღნიშნავს, დღეს საქართველოში არსებული 56 მუნიციპალური ნაგავსაყრელიდან არცერთს არ გააჩნია ნაგავსაყრელის უჯრედებიდან გაზგამომყვანი სისტემაც, დედაქალაქს რაც შეეხება,  თბილისის მასშტაბით შეგროვებული ნარჩენების ნაგავმზიდებით ტრანსპორტირდება ქ. თბილისის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე, სადაც ხორციელდება ნარჩენების განთავსება. ამ ეტაპზე, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე არ არის მოწყობილი ნარჩენების დახარისხების საამქრო, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ნარჩენების დაახარისხება.

მსოფლიოს უდიდესი ნაგავსაყრელების მფლობელი კომპანიები ნაგავსაყრელების შემაწუხებელი სუნის თავიდან ასარიდებლად უხილავ ნაერთს იყენებენ, რომელიც სუნის მოლეკულას მიწასთან აკავებს და მოსახლეობას ის არ აწუხებს,  თუმცა გარემოში მისი გავრცელება ამით არ აღიკვეთება, საქართველოში არც მსგავსი პრაქტიკა გვხვდება და ბუნებრივია, მოსახლეობაც ყოველთვის სკეპტიკურად არის განწყობილი მათ სიახლოვეს ნაგავსაყრელის განთავსების დროს, „შეიძლება ითქვას, რომ ნაგავსაყრელიდან სუნის ემისია სხვადასხვა მიზეზით შეიძლება განხორციელდეს. მაგალითად, ეს უკავშირდება ნაგავსაყრელზე ნარჩენების განთავსების  ინსტრუქციის დარღვევას, ნაგავსაყრელის ნაჟური წყლების და გაზების შეგროვების სისტემის გაუმართაობას. მინდა გითხრათ, რომ ზემოთხსენებული სისტემები დღეს საქართველოშ სრულყოფილად არცერთ ნაგავსაყრელზე არ მუშაობს“ – აღნიშნავს ბატონი კახა.

უცნაურია ასევე ისიც, რომ მსოფლიოს ნაგავსაყრელების ნახევარს ქაღალდი იკავებს, მაშინ როცა მისი გადამუშავება 5-ჯერაც კია შესაძლებელი,  რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ამ ერთი შეხედვით უხიფათო ქაღალდის წვამაც კი შეიძლება ჟანგბადში ერთ-ერთი ყველაზე მომწამლავი ქიმიკატის – დიოქსინის გამოყოფა გამოიწვიოს,  მაგალითად,  ქაღალდის წვის დროს პლასტმასთან ერთად და ა.შ. მაშინ, როცა  დიოქსინის განადგურებას ან ნეიტრალიზებას ვერც ერთი თანამედროვე ფილტრი ვერ ახერხებს. ბუნებრივია, ნარჩენების წვა საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის, ამიტომაც, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ყველა ტიპის ღია წვა აკრძალულია, დაშვებულია ნარჩენების წვა მხოლოს სპეციალურ დანადგარებში (ინსინერატორები). თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ძალიან ბევრ რეგიონში, განსაკუთრებით პერიფერიულ სოფლებში, არ ხდება ნარჩენების მართვა, ნაგვის წვის ან თვითნებური ნაგავსაყრელის შექმნის შემთხვევებს თავიდან ვერ ავირიდებთ.

მუნიციპალური ნაგვის 30% – პარკები და შესაფუთი მასალაა, ჩინეთში პოლიეთილენის პარკებს „თეთრ დაბინძურებასაც უწოდებენ“, სამხრეთ აფრიკაში „ეროვნულ ყვავილს“, ბანგლადეშში პოლიეთილენის პარკებმა სადრენაჟო სისტემა გაჭედა და წყალდიდობები გამოიწვია, ამიტომ ქვეყანამ 2002 წელს აკრძალა მათი წარმოება, ამ მხრივ, საქართველოში ჯერჯერობით არ არის დაწესებული რაიმე სახის აკრძალვა, მაგრამ პოლიეთილენის პარკების შეზღუდვის მიზნით შემუშავებულია პოლიტიკური დოკუმენტის პროექტი, რომელსაც სავარაუდოდ მალე დაამტკიცებენ.

შეიძლება ითქვას, რომ პრობლემა თავად სისტემაშია, რომელიც  ამდენ ნაგავს წარმოქმნის, რისი მიზეზიც ნაგვისწარმოების მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან ბიზნესად ქცევა გახდა, ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ ამერიკაში ნაგვის ინდუსტრიიდან შემოსავალი 1997-2002 წლებში 200 მილიონიდან 1 მილიარდამდე გიაზარდა, რაც ნიშნავს რომ კონტეინერები, რომლებითაც აზიიდან სხვადასხვა ტექნიკა და საყოფაცხოვრებო საგნები ჩამოდის, უკან ნაგვით დატვირთული ბრუნდება.

დაბოლოს, როდესაც საზოგადოება მწამოებლებს ვერ აკონტროლებს, ბუნებრივი რესურსები დემოკრატიულად არ მოიხმარება, რადგან ეს რესურსები ისეთივე საზოგადოებრივი საკუთრებაა, როგორც მაგალითად – ჰაერი, ეს ნიშნავს რომ პრობლემა თითოეული ჩვენგანის დამოკიდებულებაშია და საკითხის გადაჭრა მხოლოდ კანონმდებლობის დონეზე ვერ მოხერხდება.  გარემოს დამცველების ერთ-ერთი სტრატეგია „ნულოვანი ნაგავია“, რომლის მომხრეებსაც სურთ ნაგავსაყრელების და ნაგავსაწვავების დახურვა, თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ არსებობს ადგილები სადაც მსგავსი რამ მართლაც ხდება, ესენია – ტორონტო, ავსტრალია, ნოვა სკოტია და ა.შ. მათი ხედვით ნაგავი არ არის გარდაუვალი შედეგი, გადაყრილი მასალის გამოყენება ყოველთვის შეიძლება და ამას ახლებურად უნდა შევხედოთ.

 

წყარო:  ჰ.როჯერსი, „ხვალამდე გაქრება, ნაგვის გასაიდუმლოებული ისტორია“, თბილისი, 2015.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

3 რამ, რაც ქრონიკული გადაღლილობის სინდომის მოხსნაში დაგეხმარებათ

თუ COVID-19-ის მსოფ­ლიო პან­დე­მი­ამ­დე გა­დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის­გან იმ­დე­ნად ვიღ­ლე­ბო­დით, რომ დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში ძა­ლე­ბის აღ­დგე­ნას ვერ ვას­წრებ­დით, ახლა სხვა რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდით.

რო­გორც გა­დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი, უძი­ლო­ბა, მუდ­მი­ვი ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი დატ­ვირ­თვა იწ­ვევს ქრო­ნი­კუ­ლი გა­დაღ­ლი­ლო­ბის სინ­დრომს, ისე შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ინერ­ტუ­ლო­ბა­მაც, როცა ენერ­გი­ას ვერ ვხარ­ჯავთ და ძი­რი­თა­დად, მო­დუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ. ამას­თან, შე­ზღუდ­ვე­ბის ეტა­პობ­რი­ვად მოხ­სნას­თან ერ­თად, ჩვე­ულ რე­ჟიმს ვუბ­რუნ­დე­ბით, თუმ­ცა რამ­დე­ნად შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნე­ბი ვიქ­ნე­ბით, როცა თავს მუდ­მი­ვად ინ­ტერ­ტუ­ლად ვგრძნობთ?

ქრო­ნი­კუ­ლი გა­დაღ­ლი­ლო­ბის სინ­დრო­მი იმა­ზე დიდ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე, ვიდ­რე წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია. გვი­კარ­გავს სი­ახ­ლის მი­მართ სწრაფ­ვის ხა­ლისს, მო­ტი­ვა­ცი­ას, ნა­ყო­ფი­ე­რად

ვიშ­რო­მოთ, გა­ვერ­თოთ და თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ვიზ­რუ­ნოთ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სინ­დრო­მის მო­სახ­სნე­ლად შეგ­ვიძ­ლია, შე­ვას­რუ­ლოთ რამ­დე­ნი­მე მარ­ტი­ვი რე­კო­მენ­და­ცია და მა­ლე­ვე აღ­მო­ვა­ჩენთ, რო­გორ გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი:

ჯან­სა­ღად კვე­ბა და მეტი წყა­ლი

ჯან­სა­ღი და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბა ენერ­გი­ის წყა­როა. როცა საკ­მა­რის ვი­ტა­მი­ნებ­სა და მი­ნე­რა­ლებს იღებ, ორ­გა­ნიზ­მი მწყობ­რში დგე­ბა.ახა­ლი ხილი და ბოსტნე­უ­ლი, მარ­ცვლე­უ­ლი, ოკე­ა­ნის თევ­ზი – ეს იმ პრო­დუქ­ტე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მე­ლიც ჯან­სა­ღი კვე­ბის ნა­წი­ლი უნდა იყოს. ამას­თან, წყა­ლი ორ­გა­ნიზმს მე­ტა­ბო­ლიზ­მში ეხ­მა­რე­ბა და ენერ­გი­ით გვავ­სებს.

ძი­ლის სა­ა­თე­ბის გან­სა­ზღვრა და დღის რუ­ტი­ნის შედ­გე­ნა

თვი­თი­ზო­ლა­ცი­ი­სას ბევ­რი ჩვენ­გა­ნი დი­ლის ძილს იმ­დე­ნად მი­ეჩ­ვია, რომ დღის 06:00-07:00 სა­ათ­ზე და­წყე­ბა ვე­ღარ წარ­მო­უდ­გე­ნია. თუმ­ცა 12:00-13:00 სა­ა­თამ­დე ძილი თუ რუ­ტი­ნად გვექ­ცა, დიდი შან­სია, გა­დაღ­ლი­ლო­ბის სინ­დრო­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას შე­ვუ­წყოთ ხელი. ბევ­რი ჩვენ­გა­ნი შუა დღეს გაღ­ვი­ძე­ბი­სას თავს ენერ­გი­უ­ლად სუ­ლაც არ გრძნობს, აწუ­ხებს თავ­ბრუს­ხვე­ვა და სხე­უ­ლი ისევ ლო­გინ­ში დაბ­რუ­ნე­ბას “სთხოვს”, თუმ­ცა ძი­ლის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად შეგ­ვიძ­ლია, რა­მე­ნი­მე გზას მივ­მარ­თოთ:

  • მე­დი­ტა­ცია და იოგა – მა­თით შეგ­ვიძ­ლია, სახ­ლშიც დავ­კავ­დეთ, ამის­თვის უამ­რა­ვი სა­სარ­გებ­ლო აპ­ლი­კა­ცია არ­სე­ბობს.
  • შე­ვი­ძი­ნოთ კომ­ფორ­ტუ­ლი მატ­რა­სი, ბა­ლი­ში, სა­ბა­ნი და სა­ღა­მუ­რი, რო­მე­ლიც ნა­ტუ­რა­ლუ­რი მა­სა­ლის­გან იქ­ნე­ბა დამ­ზა­დე­ბუ­ლი – რაც უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ თავს, მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, მშვი­დად გე­ძი­ნოს.
  • და­ძი­ნე­ბამ­დე არ გა­და­ვათ­ვა­ლი­ე­როთ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი.
  • ყო­ველ­დღი­უ­რად, ერ­თსა და იმა­ვე დროს და­ვი­ძი­ნოთ და გა­ვიღ­ვი­ძოთ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

როგორ დავარეგულიროთ დისბალანსი

მსოფლიოს ფინანსურმა კრიზისმა მთლიანად უარყო საყოველთოდ მიღებული
ეკონომიკური თეორიის ორი პუნქტი – რომ ადამიანები, ჩვეულებრივ, რაციონალურ
გადაწყვეტილებებს იღებენ და რომ ბაზრის „უხილავი ხელი“ ნებისმიერი დისბალანსის
მარეგულირებელი საიმედო მექანიზმის როლს თამაშობს. დროა, უარი ვთქვათ ამგვარ
მოსაზრებაზე და ახლებურად მივუდგეთ საკითხს.
ქცევითი ეკონომიკა ეფუძნება ვარაუდს, რომ ადამიანები, ძირითადად,
არარაციონალური და კოგნიტური აკვიატებებით მოტივირებული არსებები არიან. ეს,
ჯერ კიდევ განვითარების სტადიაში მყოფი, დისციპლინა სრულიად განსხვავებული
კუთხით გვიჩვენებს, რა ფაქტორები ამოძრავებს ადამიანებსა და ორგანიზაციებს.
ექსპერიმენტული მიდგომის დანერგვა საშუალებას მისცემს კომპანიებს, დაინახონ ის
სიმართლე, რომელიც საფუძვლად უდევს მათ წარმოდგენებს კლიენტების,
თანამშრომლებისა და კორპორაციული პოლიტიკის შესახებ.

წყარო : Harvard business review

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

ოპტიმისტებს გულის ავადმყოფობა თითქმის არ აწუხებთ

როგორც ირკვევა, ოპტიმისტებს გულის დაავადებები ნაკლებად აწუხებთ. ეს დასკვნა  ჟურნალ BMJ Open-ში გამოქვეყნდა.

ამ სამეცნიერო კვლევისთვის ლათინოამერიკული წარმოშობის 4900 ადამიანის მონაცემები გამოიყენეს. რა ჯგუფი სპეციალურად შეიქმნა, რადგან  – მეცნიერების აზრით, ეს ჯგუფი უფრო მოწყვლადია, რადგან ყველამ არ იცის ინგლისური, ესპანურენოვანი ექიმის მოძებნა კი არც ისე მარტივია.

მოხალისეების ოპტიმიზმის დონე სპეციალური ტესტით შეფასდა და გაირკვა, რომ ოპტიმისტები ნაკლებად ჩივიან გულის დაავადებებზე. ვინც უფრო ხშირად არიან კარგ ხასიათზე, უფრო ჯანმრთელი გული აქვთ.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 17 18 19 20 21 98
Page 19 of 98