close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოა

79 წლის, პენსიონერმა ტომ ბრაუნმა ვაშლის 1000-მდე “დაკარგული” ჯიში გადაარჩინა

გაიცანით ტომ ბრაუნი, რომელმაც 79 წლის ასაკში შეძლო და 1000-მდე დაკარგული აპალაჩის მემკვიდრეობის  ვაშლის ჯიში  გადაარჩინა.

მან 20 წლის წინ დაიწყო დაკარგული ჯიშების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. პირველად 1998 წელს დაინტერესდა ვაშლის ჯიშებით ბრაუნი, როცა ის ისტორიული ფერმერთა ბაზრობაზე მოხვდა, სწორედ აქ შეამჩნია პატარა სადგამი, სადაც კალათებში, უცნარი და უცხო ვაშლები იყო. ამის შემდეგ მან მიზნად დაისახა, რომ ისეთი ჯიშები მოეძებნა და აღმოეჩინა, რომელიც 50-100 წელის არავის უნახავს და გაუსინჯავს.

წლების განმავლობაში ის სხვადასხვა საინტერესო ჯიშებს აწყდებოდა და თითოეულ ვაშლის მოძიების ისტორიებს წერდა. ამ დროის განმავლობაში მან შეძლო და დაიბრუნა დაახლოებით 1200 ვაშლის ჯიში, რომელთაგან 700 არის უიშვიათესი.

ათასობით ჯიში, ჯერ კიდევ არსებობს და შესასწავლია, თუმცა არის დროის პრობლემა. ყოველწლიურად ხეები ,,იკარგება“ სხვადასხვა მოვლენების შედეგად.

ტომ ბრაუნმა მოახერხა და თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვნა დაკარგული ისტორიის ძებნას და შემდეგ მის შენარჩუნებას. ის კვლავ აგრძლებს ,,ნადირობას“ ვაშლის ჯიშებზე, ასევე უვლის თავის ბაღს. ტომის წარმოუდგენელი ერთგულების გამო, ისტორიას დარჩება უამრავი  ახალი ვაშლის ჯიში, რომელებსაც უნდა გავუფრთხილდეთ.

მასალა მოამზადა : ლალი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაეს საინტერესოა

ჩინეთში იპოვეს დოქი, რომელშიც „უკვდავების ელექსირი“ იყო

ჩინეთში, პროვინცია ხენიანში „დასავლეთ ხანის“ დინასტიის (ჩვენს ერამდე 202 წელი) სამარხების გათხრების დროს, მეცნიერებმა იპოვეს 2 ათასი წლის  სპილენძის დოქი, რომელშიც 3,5 ლიტრი სითხე იყო  წერს გამოცემა Cgtn

არქეოლოგები ამბობენ რომ ძველ დროში ამ სითხეს „უკვდავების ელექსირს“ უწოდებდნენ. მეცნიერებმა მიიჩნიეს, რომ დოქში სპირტიანი სასმელი იყო, რადგან სითხეს ალკოჰოლის არომატი ჰქონდა.

თუმცა ლაბორატორიული კვლევების შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დოქში არის კალიუმის ნიტრატის და ალუტინის ნარევი. ეს არის მთავარი ინგრედიენტები იმ სითხის, რომელსაც ძველ ჩინეთში „უკვდავების ელექსირს“ ანუ სიცოცხლის გამახანგრძლივებელს უწოდებდნენ.

„უკვდავების ელექსირის“ შესახებ ცნობები გვხვდება დაოსის მანუსკრიპტებში : „ეს მითური წამალი პირველად იპოვეს ჩინეთში. აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს ძველი მეთოდების შესასწავლად, რომლის მეშვეობითაც ადამიანები ცდილობდნენ უკვდავების მიღწევას“ – განაცხადა ქალაქ ლოიანის კულტურული მემკვიდრეობის ინსტიტუტის არქეოლოგმა ში ცზიაჩჟენმა.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ადამიანმა შეიძლება სიბნელეში დანახვის უნარი შეიძინოს

ცნობილია, რომ ადამიანის თვალი ვერ ახერხებს ინფრაწითელი განათების აღქმას. ეს აიხსნება იმით, რომ თვალის ბადურაში არსებულ ფოტორეცეპტორებს, შეუძლიათ განათების აღქმა არა უმეტეს 500 ნანომეტრი სიხშირით, მაგრამ რაც 650 ნანომეტრსიხშირეს აღემატება, აღქმადი აღარ არის. კვლევის შესახებ ჟურნალი Cell-ი წერს.

არსებობს რიგი ცხოველებისა, რომლებმაც ევოლუციის პერიოდში ინფრაწითელისხედვის უნარი გამოიმუშავეს, მაგალითად რეპტილიები, რომლებსაც ნადირობა ღამითაც შეუძლიათ. ადამიანმა სხვადასხვა მოწყობილობა მოიფიქრა, რომელსაც შეუძლია ინფრაწითელი ნათების კონვერტირება. მათი გამოყენება დღისით არ შეიძლება და თანაც მსგავსი სათვალეების ტარება ძალიან რთულია.

ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ნაწილაკები, რომლებიც ცილის მოლეკულებისგან შედგება. მეცნიერებმა ის თაგვის თვალში ფოტორეცეპტორს მიამაგრეს და მათ ახლო ინფრაწითელი სხივების აღქმის უნარი შესძინეს. ერთადერთი გვერდითი ეფექტი თაგვებში მხოლოდ ბუნდოვანი მხედველობა იყო.

მეცნიერების თქმით, ადამიანის თვალი მცირედით განსხვავდება თაგვის თვალისგან და შესაბამისად საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ ადამიანებსაც მალე მოარგონ ეს ტექნოლოგია.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ქათამი, რომელმაც თავის მოკვეთიდან 1.5 წელი იცოცხლა

ეს არ ეხება ფრინველის ამ სახეობის ყველა წარმომადგენელს, თუმცა ისტორიაში ცნობილია ქათამი, რომელმაც თავის მოკვეთიდან წელიწადნახევარი გაძლო. მას “სასწაული-მაიკი” შეარქვეს. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ფერმერმა, პატრონმა გადაწყვიტა, მაიკისაგან ვახშამი მოემზადებინა. ნაჯახი კარგად გალესილი არ იყო და ფერმერმა მისი დახმარებით მაიკს თავის დიდი ნაწილი კი მოაჭრა, მაგრამ იარაღი მთავარ არტერიას არ მოხვედრია და ქათმის ცალი ყური და ტვინის დიდი ნაწილი დაუზიანებელი დარჩა. მაიკს ისევ შეეძლო სიარული და ფერმერმა გადაწყვიტა, ეს ქათამი არ დაეკლა. იგი კვებავდა მაიკს პიპეტის (მინის წაწვეტებული მილაკი რეზინის თავით) საშუალებით, მას აძლევდა რძესა და წყალში გარეულ სიმინდის დაქუცმაცებულ მარცვლებს.

სასწაული-მაიკის ფოტოები გამოქვეყნდა ცნობილ გამოცემებში, მათ შორის “თაიმ ენდ ლაიფ” (დრო და სიცოცხლე)-ში და თვეში შემოჰქონდა 4500 დოლარის ოდენობის შემოსავალი. მაიკი მოკვდა 1947 წლის მარტში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

კვლევა: ალკოჰოლი პირის ღრუს აბინძურებს და სიმსივნეს იწვევს

ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს, ცნობილი გახდა, რომ ალკოჰოლი პირის ღრუს აბინძურებს, რიგ შემთხვევებში კი – ბაქტერიები, რომლებიც დამაბინძურებლები არიან, სხვადასხვა დაავადებას იწვევენ, მათ შორის კი – სიმსივნეს.

ალკოჰოლურ სასმელებში მოიაზრება ლუდი, ღვინო, ლიქიორები. როგორც მკვლევარები ამბობენ, კბილების გახეხვა გამოსავალი არ არის, ერთადერთი შედეგი სმის შეწყვეტით მიიღება.

წყარო:  Usatoday

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიო

ფელიქს ბაუმგარტნერის სასიკვდილო ნახტომი და ბგერაზე სწრაფად მფრინავი ადამიანი [ვიდეო]

„ხანდახან ძალიან მაღლა უნდა ახვიდე იმისათვის, რომ კარგად გააცნობიერო, რამდენად პატარა ხარ“, – ეს სიტყვები  ფელიქს ბაუმგარტნერს ეკუთვნის, ადამიანს რომელიც, ოთხი წარმოუდგენელი რეკორდის ავტორი გახდა და კაცობრიობის ისტორიაში, სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი.

ხუთწლიანი თავდაუზოგავი ვარჯიშებისა და მზადების შემდეგ, ბაუმგარტნერი გახდა პირველი ადამიანი, ვინც თავისუფალი ვარდნისას, ბგერის სიჩქარეზე მეტი (1342.8 კმ/სთ, ანუ 1.24 მახი) განავითარა. მან ნახტომი 39.045 მეტრის სიმაღლიდან შეასრულა, ანუ 2.4 კილომეტრით უფრო მაღლიდან, ვიდრე გეგმით იყო გათვალისწინებული. მის ნახტომს კი „საუკუნის ნახტომი“ უწოდეს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოარელიგია და მეცნიერება

მსოფლიოს ყველაზე უცნაური რელიგიები

მსოფლიოში ორასზე მეტი რელიგიური ორგანიზაციაა ცნობილი, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სიძველით, ტრადიციებით, შინაარსითა თუ ფილოსოფიური სიღრმით. უდიდესი რელიგიების გვერდით, საუკუნეებს რომ ითვლიან და ასეულობით მილიონი მიმდევარი ჰყავთ, არსებობენ თანამედროვეახალგაზრდარელიგიები, შედარებით მცირე მიმდევრებით და ალბათ არ გვიწყენენ, თუ ვიტყვით, უცნაური ტრადიცებითა და შეხედულებებით.

საიენტოლოგია

ეს რელიგია, რომელიც ბევრ ქვეყანაში კანონით აკრძალულია, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის. საიენტოლოგიის მიხედვით, 75 მილიონი წლის წინ ჩვენს გალაქტიკაში 76 პლანეტას მართავდა ვინმე ქსენუ. მათ შორის იყო დედამიწაც, მას იმ პერიოდში ტიგიაკი ერქვა. როცა მოსახლეობა უკიდურესად გაიზარდა, ქსენუმ შეკრიბა მათი დიდი ნაწილი, გაყინა და ჰავაისა და კანარის კუნძულებში ვულკანებში ჩაყარა. შემდეგ კი წყალბადის ბომბები დაუშინეს და გაანადგურეს. ტიგიაკის ატმოსფერო ისე შეცვალეს, რომ დახოცილთა სულები სამუდამოდ ამ პლანეტაზე დარჩენილიყვნენ. მათმა რაოდენობამ 13.5 ტრილიონი შეადგინა. სულები ადამიანთა სხეულებში ჩასახლდნენ და მათთან ერთად ცხოვრება დაიწყეს. მსოფლიოს 107 ქვეყანაში მოქმედებს საიენტოლოგიის 3100 ეკლესია, მიმდევრები 8 მილიონამდე არიან.

პასტაფარიანიზმი

ეკლესია ირწმუნება, რომ სამყარო შექმნა უხილავმა და შეუცნობელმა მფრინავმა სპაგეტის მონსტრმა. იგი ეწინააღმდეგება გონივრული ჩანაფიქრის თეორიისა და კრეაციონიზმის სწავლებას საჯარო სკოლებში. დამარსებელია ამერიკელი 24 წლის ბობი ჰენდერსონი. მათი კონცეფციის თანახმად, სამოთხე სავსეა ლუდის ვულკანებით და სტრიპტიზიორთა ქარხნებით. პასტაფარიანული ჯოჯოხეთი მსგავსია სამოთხისა, განსხვავებით, რომ ლუდი არის უგემური. საქართველოში პირველი პასტაფარიანელები 2007 წელს გამოჩნდნენ, ხოლო ეკლესია 2013 წელს ინტერნეტ სივრცეში ჩამოაყალიბეს ქართველმა პასტაფარიანელებმა. ეკლესიის ერთ-ერთი წარმომადგენელი ლუკას ნოვიმ, რომელიც აცხადებს, რომ მისი რელიგია, მფრინავი სპაგეტის მონსტრის ეკლესია – პასტაფარიანიზმი, აიძულებს თავზე მუდმივად ეხუროს საწური (საცერი), მოიპოვა პირადობის მოწმობისთვის ამ ფოტოს გადაღების უფლება.ოფიციალური პირების აზრით, ნოვის მოთხოვნის არ დაკმაყოფილება, ჩეხეთში რელიგიური თანასწორობის შესახებ კანონის დარღვევა იქნებოდა.

ევთანაზიის ტაძარი

საფუძველი დაუდო დედამიწის მოსახლეობის ზრდამ და მათში მორალური ღირებულებების კლებამ. ეს რელიგია მოუწოდებს თავის მრევლს: ,,გადაარჩინე პლანეტამოიკალი თავი“.

 

რასტაფარიანიზმი

რასტაფარიანელებს სწამთ, რომ ღმერთი ეთიოპიელი მეფე ჰაილე სილასაი იყო. ამ რელიგიური მოძრაობის მიზანია აფრიკის ღირსების აღდგენა მას შემდეგ, რაც ქვეყანას საკუთარი იდენტობა დააკარგვინა კოლონიალიზმმა. ისინი უარყოფენ მატერიალისტურ სამყაროსრასტაფარიანელები გმობენალკოჰოლის მიღებასსამაგიეროდ ეტანებიან მარიხუანას და ატარებენ დრედებს. ყველაზე ცნობილი რასტაფარიანელი მსოფლიოში გახლდათ იამაიკელი მომღერალი ბობ მარლი.

შემოქმედებითი მოძრაობა

შეიქმნა 1973 წელს ბენ კლასენის მიერ, მას შემდეგ, რაც გამოუშვა წიგნები: “ბუნების საუკუნო რელიგია”, “თეთრკანიანების ბიბლია” და “ჯანსაღი ცხოვრება”. ლოგოზე ასო W ნიშნავს თეთრს (white), რაც თეთრკანიანების სიმბოლოა. მოძრაობაში სწორედ თეთრკანიანები მიიჩნევიან ყველაზე აღმატებულ რასად. გვირგვინი ნიშნავს, რომ ისინი არიან ელიტარული, არისტოკრატიული ადამიანები, ბუნების რჩეული ლიდერებიგვირგვინის თავზე ორეოლი აღნიშნავს, რომ აფასებენ იმ საჩუქარს, რაც აქვთ, ანუ რასობრივ უპირატესობას და ,,თეთრ” გენებს. ისინი სწორედ თეთრ ევროპელებს მიიჩნევენ თანამედროვე მსოფლიო კულტურისა და ცივილიზაციის შექმნელად.

კოპიმიზმის ეკლესია

მთავარი დოგმა  ფაილების გაზიარებაა. შეიქმნა შვედეთში, 19 წლის ფილოსოფიის სტუდენტ ისაკ გერსონის მიერ. წმინდა სიმბოლოებად  CTRL+C-სა და CTRL+V- მიიჩნევენ. კოპიმიზმის ეკლესიაში ინფორმაცია წმინდად ითვლება, კოპირება კი საიდუმლოდმიმდევართა რიცხვი 3000-მდეა. მიმდინარეობის შექმნის მიზეზი იყო ის, რომ შვედეთის მთავრობა არანაირ მოწყალებას არ იჩენს ინტერნეტ-მეკობრეობის მიმართ.

რაიელიზმი

ეს კონფესია კლოდ ვორილჰონმა 1974 წელს დააარსა. რაიელიანებს სწამთრომ ადამიანები უცხოპლანეტელების მეშვეობით გაჩნდნენისინი ნაცისტურ ბორჯღალს რელიგიურ სიმბოლოდ იყენებენ, რის გამოც დიდი პრობლემები შეექმნათ ისრაელში.

იგლესია მარადონიანა

არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას გულშემატკივრებმა  შექმნეს მისი რელიგია 1998 წელს და მასამჟამად მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს სამოცი ქვეყნის მასშტაბით. მათთვის წელიწადის ათვლა არა ქრისტეს შობიდან, არამედ მარადონას დაბადების დღიდან, 1960 წლიდან იწყება.

მარადიული სიცოცხლის ტაძარი

მცირე გაერთიანებაა, რომელიც ახდენს კრიოშენახვის ადვოკატირებასკრიოპრეზერვაციაანუ ადამიანის სხეულის ან თავის გაყინვაიმ იმედით რომ მომავლის ტექნოლოგიებით შესაძლებე გახდება მისი გაცოცხლება, ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან დაიწყო ამერიკაში. მათ სჯერათ,  რომ მომავალში ჩვენ გავაცოცხლებთ ამ ადამიანებს. ისინი ატარებენ შეხვედრებს, სადაც იხსნებენ ყველასვინც იმდენად გაბედული აღმოჩნდარომ საკუთარი სხეული გაყინა და ოდესმე თვალებს გაახელს მომავლის უშიშარ სამყაროში.

სატანის ტაძარი

მომლოცველებს არ სჯერათ საერთოდ არც ეშმაკის და არც ღმერთის. მათი იდეოლოგია მდგომარეობს იმაში, რომ თითოეული ადამიანი თავადაა საკუთარი თავის უფალი. მათივე რწმენით ამ ცხოვრებაშ უკეთესია იყო ეგოისტი.

სამყაროს  ეკლესია

რელიგია ეფუძნება ფანტასტიკურ ფილოსოფიურ რომანს „უცნობი უცხო ქვეყანაში“. დააარსა ობერონ ზელ რეივენჰარტმა 1962 წელს. მისი მიმდევრები თავს წყლის საძმოდ აცხადებენ. ეთაყვანებიან ქალღმერთ გიის.

დუდეიზმი

მისი მიმდევრები უნდა იყვნენ ზარმაცები და უსაქმურები. რელიგიის არსი გადმოცემულია ცნობილი კინორეჟისორების ძმებ კოენების გახმაურებულ კომედიაში „დიდი ლებოვსკი“. მათ აქვთ საკუთარი ბიბლია- ,,The Dude De Ching-ი“”, ოფიციალური საიტი და გაზეთი. ნებისმიერს შეუძლია გაწევრიანდეს და გახდეს მოძღვარი, რომელთა რიცხვი უკვე 60 000-ია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშე

კანის სილამაზის რა საიდუმლოს მალავენ დერმატოლოგები?

დერმატოლოგებს სურთ, რომ თქვენ სუფთა და ჯანსაღი კანი გქონდეთ, მაგრამ შესაძლოა მათ არც გითხრან, რომ ეს ხშირად სახლის პირობებშიც მიიღწევა საკმაოდ იაფად, ან სრულიად უფასოდაც.
ამ ის შეიძლება არ ყოველთვის გითხრათ, როდესაც ეს შეიძლება მიღწეული სახლში ცოტა ფული არ. რა თქმა უნდა, მზისგან დამცავია კრიტიკული, მაგრამ უფრო ხშირად, ვიდრე არა, თქვენი ყოველდღიური ჩვევები შეიძლება გავლენა იქონიონ თქვენი კანის ხარისხზე და არაფერზე მეტია. მზისგან დამცავი საშუალებები, რასაკვირველია მნიშველოვანია, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ყოველდღიური ცხოვრების წესი გაცილებით მნიშვნელოვანია თქვენი კანის სიჯანსაღისთვის ვიდრე ის, თუ რას წაისვამთ მასზე.
წარმოგიდგენთ 8 მარტივ ნაბიჯს, რომელსაც შეუძლია თქვენი კანი ნაადრევი დაბერებისგან, დაზიანებებიდან და კიბოსგან დაიცვას.
შეამცირეთ კოფეინისა და ალკოჰოლის მიღება

ჰიდრატაცია ჯანმრთელი კანის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია კოფეინი (ისევე როგორც ალკოჰოლი) მას აშრობს. კოფეინი შარდმდენია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმიდან ჩვეულებრივზე მეტი წყალი გამოიყოფა. კოფეინი მუშავდება ღვიძლში და ტოქსინებს გამოყოფს.
ასე რომ, იმ შემთხვევაში, თუ კოფეინის შემცველ სასმელს მოიხმართ, აუცილებელია ჩვეულებრივზე მეტი წყალი დალიოთ, რათა დაკარგული წყლის კომპენსირება მოხდეს. კარგია, თუ პირველი ან მეორე ჭიქა ყავის შემდეგ თბილ ლიმნიან წყალს მიირთმევთ.
დასვენება

ჩვენი ცხოვრება ყოველდღიურად უფრო დაკავებული ხდება, რაც დიდი სტრესის ქვეშ გვაქცევს. პირველი, რასაც ისეთ პრობლემებთან გასამკლავებლად ვაკეთებთ, როგორიცაა აკნე, ეგზემა და ფსორიაზი, ისაა, რომ გავრბივართ აფთიაქში და ვყიდულობთ ძვირადღირებულ საშუალებებს, რათა ისინი შევაჩეროთ. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ამ პრობლემების მიზეზს, ანუ სტრესს ვებრძოლოთ. გასაგებია, რომ ეს უფრო ადვილი სათქმელია, ვიდრე შესასრულებელი, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რელაქსაციისთვის დრო გამონახოთ. განტვირთვის მიზნით საყვარელი საქმით თუნდ მცირე დროით დაკავდეთ, გაისეირნოთ ან თუნდაც წათვლიმოთ. ეს თქვენს კანზე აუცილებლად დადებითად იმოქმედებს.
იარეთ სპორტულ დარბაზში მაკიაჟის გარეშე

უამრავი ქალი მიიჩნევს, რომ გარეთ მაკიაჟის გარეშე არ უნდა გავიდეს. თუმცა კარგია, თუ ამ წესს სპორტულ დარბაზში წასვლის წინ არ დაიცავთ, სადაც ვარჯიშის დროს ოფლიანდებით. მაკიაჟი, რომელიც ფორებს ავსებს, ხელს უშლის ოფლის წარმოქმნას, რომელიც ბუნებრივი პროცესია და გადახურებისგან გიცავთ.

კანის ზოგიერთი დაზიანების განკურნება თავადაც შეგიძლათ!

ოქროსფერი რუჯი ლამაზია, მაგრამ ის კანს აზიანებს. ვიტამინის D -ს სინთეზირებისთვის მზე საჭიროა, მაგრამ 10-15 წუთის მეტი საშიშ ზონას აღწევს. არ გამოგრჩეთ მზის დამცავი კრემის გამოყენება, მით უმეტეს, თუ ზღვის დონიდან მაღლა ცხოვრობთ. რეგულარული გარუჯვა კანს ნაადრევად აბერებს. თუმცა, შეცდომას ყველა ვუშვებთ და მზისგან კანის დაზიანებების შემთხვევები არცთუ იშვიათია. არ შეშინდეთ, გამოიყენეთ A ვიტამინის შემცველი კანის მოვლის პროდუქტები (რიტინილ პალმიტატი, რეტინოლი, ტრეტინოინი), რომლებსაც კანის დაზიენებების ვიზუალური ეფექტების აღდგენა შეუძლიათ.
კანის კიბოს რისკის შესამცირებლად უამრავი საშუალება არსებობს

მზეზე დიდხანს ყოფნისგან თავის შეკავება და მზისგან დამცავი საშუალებები საუკეთესო გზები გახლავთ კანის კიბოს განვითარების რისკის შესამცირებლად. თუმცა, არსებობს გარკვეული საკვები დანამატები, რომლებსაც მზის მავნე ზეგავლენის შემცირება შეუძლიათ. მაგალითად : ნიაცინამიდი და ჰელიოქეა, რომელთა შეძენა შესაძლებელია რეცეპტის გარეშე.
კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა სწორი კვება. ისეთი საკვების მიღება, როგორიცაა კენკროვანი ხილი, საზამთრო, თხილეული,მარცვლეული, სრტაფილო, მწვანილი, ყვავილოვანი კომბოსტო და მწვანე ჩაი.
ეს გახლავთ პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს სეიჩავე, რაც ხელს შეუწყობს ნაადრევი დაბერების თავიდან აცილებასა და კიბოს რისკის განვითარების რისკის შემცირებას.

გარეცხეთ მაკიაჟის ჩოთქები რაც შეილება ხშირად

სავარაუდოდ მაკიაჟის მომხმარებლებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს ის, რომ ჩვენს კანში შემავალი ცხიმი გადადის მაკიაჟის ფუნჯებზე და იზიდავს ყველანაირ ჭუჭყსა და ბაქტერიას. ასეთი ფუნჯის გამოყენება აზიანებს კანს, ასე, რომ საუკეთესო გამოსავალი მაკიაჟის ხელსაწყოების კვირაში ერთხელ გარეცხვაა.
მაგრამ, საქმე მხოლოდ კანის დაზიანებაში არ არის – დაბინძურებულმა ფუნჯებს შეუძლიათ რისკის ქვეშ დააყენონ თქვენი ჯანმრთელობა. შესაძლოა ის დაინფიცირდეს ბაქტერიით, ეს კი მეტად სახიფათოა. მაგალითად, სტაფილოკოკური ინფექცია მომაკვდინებელია. თუ თქვენი სახის კანი უკვე დახეთქილი, მშრალი და დაზიანებულია, ბაქტერიისთვის გაცილებით ადვილია გავრცელება და თქვენი დაინფიცირება.

გამოიყენეთ დამატენიანებელი ბუნებრივი დატენიანებისთვის

ხშირად დერმატოლოგები გლუვი, ტენიანი და ხასხასა კანისთვის მაღალფასიან და ინოვაციურ დამატენიანებელ პროდუქტებს გვთავაზობენ, თუმცა ასობით დოლარს გადაიხდით, სცადეთ დამატენიანებელი აეროზოლი, მასში შეგიძლიათ შეურიოთ უკვდავა, ლავანდა. ლემონგრასი (lemongrass)და საკმეველი.

მეტი ძილი ბოტოქსის ნაცვლად

თუ გაწუხებთ კანის შეშუპება, ჭკნობა, ნაოჭები, ან თქვენი კანი ასაკთან შედარებით დაბერებულია, მიზეზი, შესაძლოა. ძალიან მარტივი იყოს : არასაკმარისი ძილი. ასე რომ, ვიდრე რამეს მოიმოქმედებთ, ეცადეთ, გაიხანგრძლივოთ ძილის დრო. არასაკმარისი ძილი მოწევას, ნაკლებ ფიზიკურ ვარჯიშსა და მზის სხივების მავნე ზეგავლენასთან ერთად კანის დაბერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
ასე რომ, ვიდრე დერმატოლოგს მიმართავთ, ეცადეთ, საკუთარ კანს თავადვე უმკურნალოთ.
დაისვენეთ მეტი, გათავისუფლდით სტრესისგან, იკვებეთ ჯანსაღად. გადადეთ გვერდზე კოსმეტიკის ჩანთა და ხშირად იარეთ უმაკიაჟოდ, განსაკუთრებით სპორტულ დარბაზებში. ეს ის საშუალებებია, რომლებიც გაცილებით ნაკლები დანახარჯით დიდ ბედნიერებას მოგანიჭებთ!

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

სიკეთე ინტელექტის ერთ-ერთი ნიშანია

თუ გგონიათ, რომ „კეთილი“ ავტომატურად ნიშნავს „გულუბრყვილოს“, ცდებით. სიკეთე ინტელექტის ერთ-ერთი ნიშანია, კეთილი ადამიანები კი ყველაზე ჭკვიანებს შორის არიან.

ნეიორბიოლოგი რიჩარდ დევისონი ამბობს, რომ „სიკეთე ჯანსაღი ტვინის საფუძველია“. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კეთილი ადამიანები ფიქრობენ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვებზეც. საბოლოო ჯამში, ინტელექტი ხომ ახალი ცოდნის და უნარების მიღების შესაძლებლობაა.

იყო ჭკვიანი – ეს არ ნიშნავს ბევრი ფაქტი იცოდე. ეს ნიშნავს ყოველდღიურ ცხოვრებაში შეგეძლოს იმის გამოყენება, რაც იცი.

ეგოიზმს, ბოღმის და ზიზღის გამოხატვას გარშემომყოფთა მიმართ, სულაც არ სჭირდება განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობები. ძალიან იოლია ყოველთვის ისე მიქცე, როგორც გინდა ისე, რომ არ იფიქრო შედეგებზე, განსაკუთრებით იმაზე, სხვებისთვის რა შედეგი შეიძლება მოიტანოს შენმა ქმედებამ.

კეთილი ადამიანები ძალიან ხშირად იმისათვის, რათა სწორად მოიქცნენ, პირად მსხვერპლს იღებენ. ისინი ხარჯავენ საკუთარ დროს, ფულს და რესურსებს იმისათვის, რომ სხვებს დაეხმარონ. მათ შეუძლიათ ფიქრი და იმის გაცნობიერება, რომ კეთილი საქმეები მთელ სამყაროს უკეთესს ხდის.

დევიდსონი ერთადერთი მეცნიერი არ არის, რომელიც ამაზე საუბრობს. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კეთილი ადამიანები ეგოისტ, ბუზღუნა და ბოროტ ადამიანებზე ჭკვიანები არიან.

მაგალითად კანადაში ჩატარებულმა კვლევამ, რომლის თავდაპირველი მიზანიც იყო დადგინა, თუ როგორ უყალიბდებათ ადამიანებს პოლიტიკური შეხედულებები უჩვენა, რომ რასისტ ადამიანებს, რომლებსაც ცრურწმენების სჯეროდათ, გაცილებით დაბალი IQ აქვთ, ვიდრე დანარჩენებს, რომლებიც არ არიან რასისტები და ცვლილებებისთვისაც მუდამ მზად არიან.

სტივენ ჰოკინგს მიეწერება ცნობილი გამოთქმა „ინტელექტი, ეს არის ცვლილებებთან ადაპტირების უნარი“ – და მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოთქმა ჯერ კიდევ 1905 წლიდან არის ცნობილი, განსხვავებით მისი ნამდვილი ავტორისაგან, ის მაინც სრული სიმართლეა.

შიში იმის წინაშე, რაც უცნობია, ადამიანისათვის ძალიან ბუნებრივია. თუმცა მზაობა ცვლილბებისათვის და იმის გაცნობიერება, რომ სიახლეები სასიკეთოდ ცვლის სამყაროს, მხოლოდ ჭკვიან ადამიანებს ახასიათებთ. ისინი ყოველთვის ახერხებენ ახალ გარემოსთან ადაპტირებას.

სამართლიანობა მოითხოვს ისიც აღინიშნოს, რომ  კვლევაში მონაწილე ზოგიერთ ადამიანს, რომელიც მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა დადებითი პიროვნული თვისებებით, საშუალოზე მაღალი IQ ჰქონდა და პირიქით, ძალიან კეთილმა და მეგობრულმა ადამიანებმა საშუალო IQ დააფიქსირეს.

თუმცა მეცნიერები უკვე დიდი ხანია თანხმდებიან იმაზე, რომ IQ ჭეშმარიტი ინტელექტის ერთადერთი ნამდვილი საზომი არ არის. მათი აზრით, არსებობს ინტელექტის სამი ტიპი, მათ შორისაა სოციალური და ემოციური ინტელექტი.

ემპათია – სხვა ადამიანების გრძნობების გაგება და თანაგრძნობა ემოციური ინტელექტის მნიშვნელოვანი ნაწილია. სიკეთე, სხვა ადამიანების გრძნობების პატივისცემა და ცვლილებებთან ადაპტირება მაშინაც კი, როდესაც ისინი გვაშინებენ, ინტელექტის ნამდვილი მაჩვენებლებია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

მედიკოსებმა აღმოაჩინეს ადამიანი, რომლის შარდის ბუშტში ალკოჰოლი წარმოიქმნება

აშშ-ში, პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში „შარდის ბუშტის ფერმენტაციის სინდრომის“ პირველი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, ეს არის მდგომარეობა, როდესაც საფუარის ფერმენტაციის შედეგად, ადამიანის შარდის ბუშტში ალკოჰოლი იხარშება.
ექიმემბა შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ 61 წლის პაციენტი ქალის შარდის ბუშტში ალკოჰოლი ბუნებრივად წარმოიქმნებოდა.
ქალბატონმა პიტსბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოს ღვიძლის პრობლემის გამო მიმართა. თავდაპირველად ექიმები ფიქრობდნენ, რომ მისი პრობლემა ალკოჰოლის მოხმარებასთან იყო დაკავშირებული, ვინაიდან ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც პაციენტს შარდის ანალიზს უტარებდნენ, ის ალკოჰოლზე დადებით პასუხს აჩვენებდა.
“თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ ის ალკოჰოლის მოხმარების ფაქტს მალავდა, თუმცა, მოგვიანებით აღმოვაჩინეთ, რომ პლაზმის ტესტმა ეთანოლზე და შარდის ტესტმა ეთილის გლიკორონიდსა და ეთილის სულფატზე, რომლებიც ეთილის მეტაბოლიზმის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებებია — უარყოფითი პასუხები აჩვენა. ამავე დროს, დადებითი იყო შარდის ტესტის შედეგები ეთანოლზე“, – აცხადებენ ექიმები.
კიდევ ერთი საიდუმლო იყო დიდი ოდენობით გლუკოზა პაციენტის შარდში, მდგომარეობა, რომელსაც ჰიპერგლიკოზურიას უწოდებენ.
„ამ აღმოჩენამ გვიბიძგა, შეგვემოწმებინა, მოახდენდა თუ არა შაქრის ფერმენტაციას და შესაბამისად, ეთანოლის წარმოქმნას შარდის ბუშტში მოხვედრილი საფუარი“, -აცხადებენ მკვლევრები.
პაციენტის შარდზე ჩატარებული ტესტებით მკვლევართა ჯგუფმა დაადასტურა ეთანოლის წარმოქმნის თვალშისაცემად მაღალი დონე, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ასეთი უცნაური შედეგების მიზეზი ის იყო, რომ მის შარდის ბუშტში საფუარი ახდენდა შაქრის ფერმენტაციას.
კონკრეტული საფუარი Candida glabrata აღმოჩნდა, ორგანიზმში არსებული ბუნებრივი საფუარი, რომელიც ლუდის ხარშვის საფუარის მსგავსია, მაგრამ ნორმალურ მდგომარეობაში ორგანიზმში ასეთი მაღალი მაჩვენებლით არ გვხვდება.
სამწუხაროდ, აღნიშნული საფუარის გასანადგურებლად წარუმატებელი აღმოჩნდა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, რისი მიზეზიც პაციენტის რთულად კონტროლირებადი დიაბეტი იყო. ქალის მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმებმა მისთვის ღვიძლის გადანერგვა გადაიფიქრეს.
მკვლევარები აცხადებენ, რომ არ არის გამორიცხული, ეს უიშვიათესი სამედიცინო მდგომარეობა სხვა ადამიანებსაც ჰქონდეთ, მაგრამ ვერ ხვდებოდნენ, რადგან ამ პათოლოგიის ბუნება ჯერჯერობით დიდწილად გაურკვეველია.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 18 19 20 21 22 98
Page 20 of 98