close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოა

რატომ ჭაღარავდება ადამიანი სტრესის შედეგად და შესაძლებელია თუ არა ამ პროცესის შეჩერება

მეცნიერების მტკიცებით, მათ აღმოაჩინეს, რატომ ჭაღარავდება ადამიანი სტრესის შედეგად.

თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ღეროვანი უჯრედები – მელანოციტები, რომლებიც კანისა და თმის ფერს აკონტროლებს, ინტენსიური სტრესის დროს ზიანდება.

სან- პაულოსა და ჰარვარდის უნივესრიტეტების მეცნიერების მიერ განხორციელებული ექსპერიმენტების დროს,  შავ-ბეწვიანი თაგვები რამდენიმე კვირაში მთლიანად გათეთრდნენ.

ქალები 30 წლის ასაკიდან ნელ-ნელა ჭაღარავდებიან. გაჭაღარავების ასაკსა და ინტენსივობაზე გენეტიკა დიდ ზეგავლენას ახდენს, თუმცა ამ პროცესში სტრესიც დიდ როლს თამაშობს.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ტკივილმა თაგვებში ადრენალისა და კორტიზოლის გამოყოფა განაპირობა, რის გამოც მათ გულისცემა აუჩქარდათ და სისხლის წნევა მოემატათ, რამაც მათ ნერვულ სისტემაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა და მწვავე სტრესის გამოწვევის მიზეზი გახდა.

ამ პროცესმა იმ ღეროვანი ყუჯრედების გამოფიტვა გამოიწვია, რომელიც თმის ფოლიკულებში მელანინს წარმოქმნის.

„ვიცოდით, რომ სტრესი სხეულისთვის ცუდი იყო, მაგრამ სტრესის იმ ზეგავლენამ, რაც ცდების დროს აღმოვაჩინეთ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რამდენიმე დღეში პიგმენტის აღდგენის უნარის მქონე ყველა ღეროვანი უჯრედი დაიკარგა, ამის შემდეგ კი პიგმენტების აღდგენა შეუძლებელი ხდება – დაზიანება სამუდამოა,“ – აცხადებენ კვლევის ავტორები.

კიდევ ერთი ექსპერიმენტის დროს, რომელიც მეცნიერებმა აღნიშნული კვლევის ფარგლებში ჩაატარეს, აღმოჩნდა, რომ ცვლილებების დაბლოკვა თაგვების მიერ ანტი- ჰიპერტონიკის მიღებით გახდა შესაძლებელი.

გარდა ამისა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღეროვანი უჯრედების დაზიანების პროცესში პროტეინია ჩართული. როდესაც მათ ეს პროტეინი – ციკლინზე დამოკიდებული კინაზა (cyclin-dependent kinase (CDK)) ჩაახშვეს, მკურნალობის შედეგად ბეწვის ფერის შეცვლის აღკვეთა შესაძლებელი გახდა.

ეს კი, მეცნიერების განმარტებით, იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, მომავალში, გაჭაღარავების შეჩერება CDK-ის მედიკამენტის საშუალებით ჩახშობის გზით გახდეს შესაძლებელი.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

კაცმა ცოლის მკვლელობა აღიარა, თუმცა ნაპოვნი ცხედარი 1600 წლის აღმოჩნდა

მხატვარი და მოგზაურობის მოყვარული მალიკა დე ფერნადესი 1959 წელს შეხვდა კაცს, რომელმაც მოგვიანებით მოკლა. შეხვედრიდან ზუსტად ორ საათში, ავიახაზების თანამშრომელმა პიტერ რეინ-ბარდტმა ფერნადესს ხელი სთხოვა – ის დათანხმდა. ოთხ დღეში მათ იქორწინეს.

რამდენიმე თვეში, ახლადდაქორწინებული წყვილი დაშორდა და ფერნანდესმა ისევ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა დაიწყო, ოღონდ ახლა თავისი ყოფილი ქმრის ავიახაზების ფასდაკლების ბარათს იყენებდა. რეინ ბარდტი ჩეშირში (ინგლისი), თავის კოტეჯში დარჩა.

ორი წლის შემდეგ, ფერნანდესი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. რა თქმა უნდა, პირველი და უმთავრესი ეჭვმიტანილი რეინ-ბარდტი გახდა. პოლიციამ მისი სახლ-კარი მთლიანად გაჩხრიკა, მისი ბაღი გადათხარა გვამის აღმოჩენის მოტივით, თუმცა, მალიკას შესახებ ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიპოვეს, უკან კი ხელცარიელები გაბრუნდნენ. საქმე ორი ათწლეულის განმავლობაში გამოუძიებელი იყო, როდესაც მოვლენები რადიკალურად შეიცვალა: რეინ-ბარდტის კოტეჯთან ახლოს, ტორფის ჭაობში მკვდარი სხეულის ნაწილი აღმოაჩინეს.

მაგრამ რეინ-ბარდტს ტორფის ჭაობების შესახებ ცოტა მეტი ცოდნა რომ ჰქონოდა, მას ცოლის მკვლელობისთვის ციხეში ვერ ჩასვამდნენ.

აი, რატომ:

ტორფი ორგანული ნივთიერებების, ძირითადად მცენარეებისა და ხავსის დაშლის შედეგად წარმოიქმნება. უფრო კონკრეტულად კი, ტორფის ხავსი ნესტიან ადგილებში აკუმულირდება და წარმოქმნის ჭაობს. ტორფის ფენები წარმოქმნის ისეთ მჟავებს, რომლებსაც საუკეთესოდ შეუძლია მკვდარი სხეულის გაუხრწნელად შენახვა.

ჭაობში აღმოჩენილი „ტოლუნდის კაცის“ თავი (დანია). მიუხედავად იმისა, რომ გვამი კარგად შენახულია, ის 375-210 წლებში დაიღუპა.

რეინ-ბარდტს ეს რომ სცოდნოდა, შესაძლოა, თავისი ცოლის მკვლელობა ასე სწრაფად არ ეღიარებინა.

ლინდოუ მოსის ჭაობში ნაპოვნი უცნობი ქალის თავის პოვნის შემდეგ, ექსპერტები ვარაუდობნენ, რომ ის 30-50 წლის უნდა ყოფილიყო. ეს მტკიცებულება რეინ-ბარდტს წარუდგინეს.

„იმდენად დიდი დრო გავიდა, ვფიქრობდი, რომ ვერასოდეს აღმოაჩენდნენ ჩემს დანაშაულს.“ – აღიარა მან დაკითხვისას.

მან განაცხადა, რომ 60-იანების დასაწყისში ფერნანდესი მის კოტეჯში პერიოდულად ბრუნდებოდა და ფულს თუ არ მისცემდა, ჰომოსექსუალობის გამოაშკარავებით ემუქრებოდა. ჰომოსექსუალობა მაშინდელ ინგლისში ჯერ კიდევ დანაშაული იყო. მან უარი თქვა ფულის მიცემაზე და ყოფილმა ცოლ-ქმარმა იჩხუბა. სასამართლოზე მან თქვა, რომ მასში „რაღაც ადუღდა“, მოკიდა ხელი, აჯანჯღარებდა და სანამ არ გაჩერდა, მანამდე ვერ შეამჩნია, რომ შემოაკვდა.

მისივე თქმით, ძალიან შეშინებული იყო და რაციონალურად ფიქრი არ შეეძლო. ერთადერთი, რაც თავში მოუვიდა, გვამის გადამალვა იყო.

რეინ-ბარდტმა თქვა, რომ მისი სხეული ნაჯახით დაანაწევრა, სანამ მის დაწვას სცდიდა. თუმცა, ამან არ იმუშავა და მკვლელმა მსხვერპლი უახლოეს ჭაობთან მიიყვანა და მასში ჩააგდო.

20 წლის განმავლობაში გამოუძიებელი საქმე ერთი შეხედვით გაიხსნა და დახურვის პირას იყო. მაგრამ მთავარი გამომძიებელი ჯორჯ აბოტი ერთი ფაქტით მაინც შეწუხებული ჩანდა: თუ ეს ფერნანდესის თავი იყო, სად არის დანარჩენი მისი სხეული? გამომძიებელმა დამატებითი ანალიზისთვის თავი ოქსფორდის უნივერსიტეტში გააგზავნა, სადაც ნახშირბადული დათარიღებით დადგინდა, რომ თავის ქალა რომის იმპერიის დროინდელია.

„თავის ქალა ტორფის ჭაობში 16 საუკუნეზე მეტხანს ინახებოდა და მალიკა ფერნანდესთან არანაირი კავშირი არ აქვს. მაგრამ ყველაზე დიდი ირონია ის არის, რომ მისმა აღმოჩენამ პირდაპირ მკვლელის აღმოჩენამდე და მის აღიარებით ჩვენებადე მიგვიყვანა“ – უთხრა პროკურორმა მარტინ თომასმა სასამართლოს.

როდესაც რეინ-ბარდტმა ამის შესახებ შეიტყო, თავისი აღიარებითი ჩვენების შეცვლა სცადა, თუმცა, სრულიად უშედეგოდ. სასამართლოს სულ რაღაც სამი საათი დასჭირდა მისი ბრალეულობის გამოსაცხადებლად.

ფერნანდესის გვამი დღემდე ვერ აღმოაჩინეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიოფიზიკა

წამის მემილიონედით კვანტურმა კომპიუტერმა დრო უკან დააბრუნა

სკოტ ფიცჯერალდის მოთხრობა, ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია, და იმავე სახელწოდების ფილმი ბრეტ პიტის მონაწილეობით, მოგვითხრობს კაცზე, რომელიც უკუღმა ბერდება: ის მოხუცად იბადება, წლების სვლასთან ახალგაზრდავდება და ბოლოს ჩვილადქცეული კვდება.

ასეთი რამ ჩვეულებრივ ცხოვრებაში, შეამჩნევდით რომ, არასოდეს ხდება. ისმის შეკითხვა: რატომ?

ტექნოლოგიური მიღწევის შედეგად მეცნიერებმა ბენჯამინ ბატონის ისტორია ვირტუალურ სამყაროში გაიმეორეს. კვანტური ფიზიკოსების გუნდმა ამ წლის დასაწყისში შექმნეს კომპიუტერული ალგორითმი, რომელიც ახალგაზრდობის შადრევნის მსგავსად მოქმედებს.

IBM კვანტური კომპიუტერის გამოყენებით მათ ერთი ცალი სიმულირებული ელემენტარული ნაწილაკის მემილიონედი წამით გაახალგაზრდავება შეძლეს. მაგრამ ეს მათ ისეთ ძალისხმევად დაუჯდათ, რომ მიღწეული ფიზიკის კანონებზე გამარჯვებად რთულად თუ ჩაითვლება: შედეგის მისაღებად მეცნიერებმა იმგვარი რთული მანიპულაციები ჩაატარეს, როგორების ბუნებაში გამეორებაც ფაქტობრივად შეუძლებელია; ეს კი მხოლოდ გვიმყარებს იმის რწმენას, რომ დროის დინებაში უიმედოდ ვართ გამომწყვდეულები.

ადამიანებმა მეცნიერული ახსნის გარეშეც ვიცით, რომ ათქვეფილ კვერცხს ნაჭუჭში პირვანდელი სახით ვერ დავაბრუნებთ. ახლა კი ისიც აშკარავდება, რომ, სავარაუდოდ, თუნდაც ერთი ნაწილაკიც კი ვერასდროს დაბრუნდება დროში, თუ მას ზედმიწევნით შემუშავებულ, საგანგებო პირობებს არ შევუქმნით.

ფოტო თუ კინოფირის მეშვეობით გატეხილი კვერცხი შეგვიძლია, საწყის, მრთელ მდგომარეობაში დავაბრუნოთ. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში კვანტური მექანიკა ერთ ნაწილაკსაც კი არ აძლევს დროში უკან წასვლის საშუალებას.ფოტო: Getty

“ჩვენ ვაჩვენეთ, რომ თუნდაც ერთადერთი კვანტური ნაწილაკის დროში უკუსვლა იმდენად რთული ამოცანაა, რომ ბუნება, მხოლოდ საკუთარი ძალების ამარა, ამას ვერ შეძლებს”, – ამბობს ვალერი ვინოკური, არგონის ეროვნული ლაბორატორიის თანამშრომელი. ის ერთ-ერთია დროის მბრძანებლად ქცევის მოსურნე 5 მეცნიერიდან, რომელთაც გორდი ლესოვიკი ხელმძღვანელობთ, – “ორი ნაწილაკისგან შემდგარი სისტემა კიდევ უფრო შეუქცევადია დროში, რომ აღარაფერი ვთქვათ ომლეტისთვის ათქვეფილ კვერცხზე, რომელიც მილიარდობით ნაწილაკისგან შედგება”.

კვანტური ბილიარდის თამაში

თეორიაში, ფიზიკის ფუნდამენტური კანონები შექცევადია; არ აქვს მნიშვნელობა, დრო წინ მიდის თუ უკან, მათემატიკურად ყველაფერი კარგად მუშაობს. მაგრამ თუ დრო სივრცე-დროის ერთ-ერთი განზომილებაა, როგორც ამას აინშტაინი ამბობდა, ის ერთობ უცნაური, ერთი მიმართულებით მოქმედი განზომილება გამოდის. რეალურ ცხოვრებაში ჩვენ შეგვიძლია, მეტროს სადგურიდან ამოვიდეთ და ან მარჯვნივ გავუხვიოთ, ან მარცხნივ, მაგრამ იმის არჩევანი კი არ გვაქვს, დროში წინ წავიდეთ თუ უკან. ჩვენი გეზი ყოველვის მომავლისკენაა მიმართული.

ჩვენ, ფაქტობრივად, თერმოდინამიკის მეორე კანონის ტყვეობაში ვიმყოფებით, რომელიც ამბობს, რომ ჩვენი სამყაროს მსგავს ჩაკეტილ სისტემაში უწესრიგობა და კომპლექსურობა მხოლოდ იზრდება. შესაბამისად, ათქვეფილი კვერცხი ვერასდროს აღიდგენს პირვანდელ სახეს, ვინაიდან მისი უფრო გულმოდგინედ ათქვეფის გზები უსასრულოდ მეტია, ვიდრე -თავდაპირველი მდგომარეობის წარმატებით აღდგენისა.

მარცხნივ ხედავთ IBM’s Q-ს გამზავებელ მაცივარს, რომელშიც კვანტური კომპიუტერია მოთავსებული. მარჯვნივ კი მეცნიერები, ჰენჰი პაიკი და სარა შელდონი, იორკთაუნ ჰეითსის IBM-ის ტომას უოტსონის კვლევით ცენტრში განთავსებული გამზავებელი მაცივრის შიგთავსს ამოწმებენ.ფოტო: Graham Carlow / Connie Zhou / IBM Research

მაგრამ დროის წინსვლა ნაწილაკების მხოლოდ დიდ რაოდენობაზე არაა დამოკიდებული. კვანტური თეორიის პარადოქსული კანონები, რომლებიც სუბატომურ სამყაროს მართავენ, ერთადერთი ნაწილაკის დროითი მიმართულების ცვლილებასაც კი ურთულეს ამოცანად აქცევენ.
განუზღვრელობის პრინციპი, კვანტური მექანიკის ეს ქვაკუთხედი, გვამცნობს, რომ დროის ნებისმიერ მომენტში სუბატომური ნაწილაკის მხოლოდ ადგილმდებარეობა ან მხოლოდ სიჩქარე შეიძლება იყოს ცნობილი, მაგრამ ორივე ერთად – არასოდეს. შედეგად, ისეთი ნაწილაკი, როგორიც ელექტრონია, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მათემატიკური მოდელით, სახელად ტალღური ფუნქცია, რომლის სიდიდეც ნაწილაკის ამა თუ იმ ადგილას ყოფნის ალბათობაზე მიუთითებს.

ტალღური ფუნქცია ვრცელდება მთლიან დროსა და სივრცეში. მისი ევოლუციის აღმწერი კანონი – შრედინგერის განტოლება – რომელიც ავსტრიელი ფიზიკოსის სახელს ატარებს, დროის წინსვლისა თუ უკუსვლის შემთხვევაში თანაბრად მუშაობს. მაგრამ ტალღური ფუნქციის დროითი უკუსვლა ურთულესი განსახორციელებელია.

დოქტორმა ვინოკურმა ეს პროცესი მიამსგავსა ბილიარდის გაგორებული ბურთის იმ წერტილში დაბრუნებას, საიდანაც მან მოძრაობა დაიწყო. თითქოს, ამაში რთული არაფერია: უბრალოდ, მიარტყით ბურთს ბილიარდის ჯოხი და ეგაა. მაგრამ თუ ის კვანტური ბურთია, საქმეში განუზღვრელობის პრინციპი ერთვება: თქვენ შეიძლება იცოდეთ, რა სიძლიერით უნდა დაარტყათ ბურთს, ან რომელი მიმართულებით უნდა გასტყორცნოთ ის, მაგრამ ორივე ერთად ვერასოდეს გეცოდინებათ. 

“განუზღვრელობის პრინციპის გამო კვანტური ბურთი არასოდეს დაბრუნდება იმ წერტილში, სადაც თავდაპირველად იმყოფებოდა”, – ამბობს დოქტორი ვინოკური.

მეტიც, კვანტურ მექანიკაში ბურთი ტალღად უნდა წარმოვიდგინოთ: მისი ადგილმდებარეობის განსაზღვრის მერე ის სივრცეში ისე ვრცელდება და ვითარდება, როგორც ტბაში ჩაგდებული ქვის გარშემო წარმოქმნილი წრიული ტალღები. შესაბამისად, მისი უკან დაბრუნება უფრო მეტ სირთულესთანაა დაკავშირებული, ვიდრე ბურთზე ჯოხის მირტყმა და სწორ ზედაპირზე უკან გამოსრიალებაა. ტალღის უკან დასაბრუნებლად საჭიროა, უკუსვლით ზუსტად განმეორდეს ტალღების მიერ გავლილი ფაზები, ამპლიტუდათა ცვლა და ასე შემდეგ, რაც იმდენად კომპლექსური პროვესია, რომ ბუნება დამოუკიდებლად ამას ვერ შეძლებს.

კი, არა და შესაძლოა

აქ კი საქმეში კვანტური კომპიუტერი ერთვება.

ჩვეულებრივი კომპიუტერისგან განსხვავებით, რომელიც ნულებისა და ერთიანების სერიებს ანუ ბიტებს გადაამუშავებს, კვანტური კომპიუტერი ე.წ. კუბიტებისგანაა შექმნილი, რომლებთაგანაც თითოეული ერთდროულად შეიძლება იყოს როგორც ნული, ისე – ერთი. კვანტურ კომპიუტერს ათასობით ან მილიონობით გამოთვლის ჩატარება თანადროულად შეუძლია.

ბევრი დიდი ტექნოლოგიური კომპანია, გუგლის, მაიკროსოფთის და IBM-ის ჩათვლით, ერთმანეთს მსგავს მოწყობილობათა შექმნაში ეჯირება. ასეთ ტექნოლოგიას იმ პრობლემების გადაწყვეტის პოტენციალი აქვს, რომლებსაც ჩვეულებრივი კომპიუტერები ვერ უმკალვდებიან; მაგალითად, კვანტურ კომპიუტერს დღეისათვის გაუტეხელი კრიპტოგრაფიული კოდების გატეხვა შეეძლება. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ბუნება თავად არის კვანტური კომპიუტერი და რომ მსგავსი მოწყობილობების გამოყენების საუკეთესო გზა კვანტურ უცნაურობათა პარადოქსების სიმულირება და გამოკვლევა იქნება.

დოქტორი ლესოვიკისა და მისი კოლეგების მიზანიც სწორედ ეს იყო. მათ სურდათ, ტალღური ფუნქციის დროში უკუსვლას IBM კვანტური კომპიუტერის დახმარებით მიეღწიათ.

IBM კვანტური კომპიუტერის ოთხ-კუბიტიანი სუპერგამტარი კვადრატული წრედი.ფოტო: IBM Research

“ჯერ კიდევ გასარკვევია”, – წერს ფიზიკოსთა გუნდი თავის ნაშრომში, რომელიც ინტერნეტით ხელმისაწვდომი თებერვალში გახდა, – “დროის შეუქცევადობა ბუნების ფუნდამენტური კანონია თუ, პირიქით, მისი გადალახვა შესაძლებელია”.

IBM კომპიუტერი, რომელიც ამ მეცნიერებმა გამოიყენეს, პატარა ნაბიჯია იმ მიმართულებით, რასაც თეორეტიკოსები კვანტური უპირატესობის სახელით მოიხსენიებენ. მათ მიერ ექსპერიმეტისთვის გამოყენებული კომპიუტერი მხოლოდ ხუთ კუბიტიანი იყო (არსებობს კომპიუტერთა 16 და 20 კუბიტიანი ვერსიებიც), მაშინ, როცა გუგლის კვანტური კომპიუტერი 72 კუბიტიანია და ჯერჯერობით ამ ტექნოლოგიის ყველაზე სრულყოფილ მოდელს წარმოადგენს. მეტიც, მეცნიერებმა მხოლოდ ორი – და ზოგჯერ სამი – კუბიტი გამოიყენეს. 

დროის შექცევადობის ექსპერიმენტი ოთხ-საფეხურიანი პროცესი იყო. ჯერ კუბიტები მოათავსეს მარტივ, საწყის მდგომარეობაში, რომელიც ხელოვნური ატომის იმიტაციას ქმნიდა. მათ კუბიტები იმ გზით გადაჯაჭვეს, რომელსაც აინშტაინმა მოჩვენებითი დისტანციური ქმედება უწოდა; ეს იმ მდგომარეობას აღიშნავს, როცა ის, რაც ერთ კუბიტს შეემთხვევა გავლენას ახდენდა მეორის – და სამი კუბიტის გამოყენების შემთხვევსაში, მესამის – მდგომარეობაზეც.

შემდეგ გუნდმა მიკროტალღური რადიო პულსებით ზემოქმედება მოახდინეს კუბიტებზე, რამაც ისინი მარტივი მდგომარეობიდან მეტად კომპლექსურ მდგომარეობაში გადაიყვანა. წამის მემილიონედის მერე მეცნიერებმა ეს ფაზა – პროგრამის ევოლუცია – შეაჩერეს და კუბიტებზე კიდევ ერთი მიკროტალღური პულსით მოახდინეს მანიპულაცია, რათა იგივე ფაზები ამჯერად უკუღმა გაევლოთ და თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნებულიყვნენ.

“კვლავ ვიზუალური ანალოგია რომ დავიხმაროთ, ჩვენ ტბის ზედაპირზე წრიულად გავრცელებული ტალღები მივიყვანეთ იმ მდგომარეობაში, საიდანაც უკან, თავიანთ საწყის წერტილში დასაბრუნებლად იყვნენ მზად”, – გვიხსნის დოქტორი ვინოკური. ამას კიდევ ერთი წამის მემილიონედი დასჭირდა.

საბოლოოდ, გუნდმა ევოლუციის პროგრამა უკან გადაახვია და კუბიტები საწყის მდგომარეობაში, თავიანთ წარსულში დაბრუნდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ისინი წამის მემილიონედით გაახალგაზრდავდნენ.

ამ ალგორითმა თითქმის ყოველ ჯერზე იმუშავა. ორი კუბიტი ახალგაზრდულ მდგომარეობას 85% შემთხვევაში უბრუნდებოდა, ხოლო როდესაც ექსპერიმენტში სამი მათგანი იყო გამოყენებული, წარმატების კოეფიციენტი განახევრდა. კვლევის ავტორები ალგორითმის წარმატების მაჩვენებლის შემცირებას კვანტური კომპიუტერის დაუხვეწაობით და კუბიტებისთვის დამახასიათებელი იმ თვისებით ხსნიან, რომლის მიხედვითაც, მათი რაოდენობის ზრდა სინქრონულობის შემცირებას იწვევს.

კვანტური მათემატიკოსების ამბიციების სრულად განსახორციელებლად ასობით კუბიტის შემცველი მოწყობილობებია საჭირო. და როცა მსგავსი კომპიუტერები ხელმისაწვდომი გახდება, გუნდის მიერ შემუშავებული დროის სვლის შემქცევადი ალგორითმი მათი გამართული მუშაობის შესამოწმებლად შეიძლება გამოიყენონ.

მანამდე კი ყველას, ვისაც კვანტური კომპიუტერი აქვს, მეცნიერთა ალგორითმის გამოყენებით ბენჯამინ ბატონის ეფექტის მიღწევა შეუძლია. “ახლა ყველას შეუძლია კუბიტების გაახალგაზრდავება”, – ამბობს დოქტორი ვინოკური.

თუმცა ეს მხოლოდ კიბერსივრცის უთვალავ სამყაროებზე ვრცელდება. რაც შეეხება რეალურ ცხოვრებას, ერთი ნაწილაკის გაახალგაზრდავებაც კი ბუნებისთვის ზედმეტად რთული ამოცანაა. ამდენად, სიბერე გარდაუვალია და ჩვენც დროის მდინარებას კვლავაც ვერსად გავექცევით.

წყარო : on.ge

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევები

რატომ ასდის ურანს მყრალი სუნი?

ასტრონომებმა საბოლოოდ დაადგინეს, თუ რისგან შედგება ურანის ღრუბლები – როგორც ირკვევა, მათ საშინელი სუნი ასდითისინი შეიცავენ გოგირდწყალბადს, გაზს, რომელსაც დამპალი კვერცხის სუნი აქვს.  

მიუხედავად ათწლეულობით დაკვირვებისა, ურანის ღრუბლების შემადგენლობის დადგენა საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

ჩვენ ვიცით, რომ ურანის ატმოსფეროში არის მეთანი, სწორედ ის აძლევს პლანეტას ასეთ ლამაზ ლურჯ შეფერილობას (მეთანი უსუნოა).

Voyager 2-ის საშუალებით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პლანეტის ატმოსფერო შეიცავს წყალბადსა და ჰელიუმს.

მაგრამ სხვა ნაერთების კონცენტრაცია, როგორიცაა – წყალი, ამიაკი და გოგირდწყალბადი, ცოტა უფრო რთული დასადგენი აღმოჩნდა, ვინაიდან პლანეტა ძალიან შორს მდებარეობს და ტელესკოპებში ცუდად ჩანს.

თუმცა, მოგეხენებათ, რომ ტექნოლოგიები დღითი დღე ვითარდება – ასტრონომების საერთაშორისო გუნდმა Gemini-ის ტელესკოპის საშუალებით ურანთან დაკავშირება მოახერხა.

გუნდმა, რომელსაც ოქსფორდის უნივერსიტეტის ფიზიკოსი პატრიკ ირვინი ხელმძღვანელობდა, ურანის ღრუბლის საფარის სპექტროსკოპიული ანალიზის მისაღებად 8-მეტრიანი ტელესკოპის ახლო ინფრაწითელი ინტეგრალური სფეროს სპექტრომეტრი გამოიყენეს და დაადგინეს, რომ ის გოგირდწყალბადს შეიცავდა.

ეს ურანს განასხვავებს  ჩვენს მზის სისტემაში არსებული გაზის ისეთი პლანეტებისგან, როგორიცაა  – იუპიტერი და სატურნი, რომელთა ატმოსფერო დიდი რაოდენობით ამიაკს შეიცავს, თუმცა არა გოგირდწყალბადს.

რა მოხდება, თუკი ადამიანი ოდესღაც ურანზე გაემგზავრება? რა თქმა უნდა, რთულია იმის განსაზღვრა, როდის მოვახერხებთ ურანზე ფეხის დადგმას, რომელიც დედამიწიდან მარსზე 5-ჯერ უფრო შორს მდებარეობს. მაშინ კი, როცა ადამიანი ამას მიაღწევს, ცუდი სუნი იქნება ის, რაც მას ალბათ ყველაზე ნაკლებად შეაწუხებს.

ურანი — მზიდან მეშვიდე პლანეტაა დაშორების მიხედვით. ის რადიუსით მესამე, ხოლო მასით მეოთხეა მზის სისტემაში. ურანის შედგენილობა ნეპტუნისას ჰგავს, ხოლო ეს ორი პლანეტა გაზური გიგანტებისგან, იუპიტერისა და სატურნისგან განსხვავებულია, ამიტომაც ასტრონომები ურანსა და ნეპტუნს განცალკევებულ კატეგორიაში — „ყინულის გიგანტებში“ მოიხსენიებენ.

 

წყარო: https://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიაკატეგორიის გარეშეკულტურამსოფლიორელიგია და მეცნიერება

მუსლიმი ქალი ჩადრით – სურვილი თუ რელიგიური ვალდებულება?!

ისლამის ფუნდამენტალური მკვლევარები, რომლებიც სწავლობდნენ ისლამის ისტორიას და მუსულმანურ ცივილიზაციას ამტკიცებენ, რომ ქალი თანაბარია მამაკაცთან, რომ ისინი ერთ მთლიანობას ქმნიან და მათი ცალ-ცალკე ყოფნა წარმოუდგენელია. ,,ქალი თუ კაცი ყველა ადამიანი ღმერთის წინაშე სავარცხლისკბილებივით თანაბარნი არიანო’’, ამბობს მუჰამმედ შუამავალი.

წმინდა ყურანში ,,ქალები’’– სახელის სურაც კია მოცემულიასევე ერთერთი სურაც წმინდა მარიამისსახელს ატარებს. აქედან  ჩანს რომ ყურანი ქალს ანიჭებს უდიდეს ღირსებას. ზოგიერთი მცდარი შეხედულება იმისა, რომ სამოთხეში თითქოსდა წმინდა ევამ მიაწოდა წმინდა ადამს აკრძალული ხის ნაყოფი და ამის გამო ქალი არის წყეული, ყურანი ამ აზრს არ ეთანხმება.

ისლამი ავალდებულებს ქალს მიიღოს განათლება, აქვთ უფლება  ჰქონდეთ საკუთარი ქონება, ეწეოდენ კომერციულ საქმიანობას, საკუთარი ნება სურვილით აირჩიონ  მეუღლე და მშობელს არა აქვს უფლება მათი  ძალისმიერი მეთოდის გამოყენებით გათხოვება–დაქორწინებისა. ისლამმა მისცა ქალს ნება იმისა, რომ თავისი სურვილით განქორწინდეს. ქალი თანასწორუფლებიანია მამაკაცისა ღვთისმსახურებაშიც. ევალება ლოცვა, მარხვა, ზექათის გადახდა და პილიგრიმობა ქააბაში.

მუსლიმი ქალის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ნიშანი ალაჰისადმი მისი ღრმა ერთგულება და გულახდილი რწმენაა. ყოველდღიური ხუთი ლოცვიდან, მუსლიმი ქალი, თითოეულს მისთვის განკუთვნილ დროს აღავლენს და ამაში სხვა მოვალეობები ხელს არ უშლის.

მუსლიმი ქალი ჩაცმის სტილითაც გამოირჩევა. სწორედ ამ საკითხზე მინდა შევაჩერო ტქვენი ყურადღება, რადგან დღემდე კამათი არ წყდება მუსლიმი ქალების იმ ტანსაცმლის ნაწილობრივი აკრძალვის გამო, რომელიც სახეს ფარავს. მწერალი, აღმოსავლეთმცოდნე, ყურანის ქართულად მთარგმნელი, პროფესორი გიორგი ლობჟანიძე, „რადიო თავისუფლებასთან“  საუბრისას ამბობს, რომ  „ირანში არსებობს ერთი ლოზუნგი, რომელიც ხშირად წამიკითხავს: ჰიჯაბი არის ჩემი ციხესიმაგრე და არა ციხეამბობს ქალი.“

ჰიჯაბი ჩაცმულობას ჰქვია და რამდენიმე სახისა, თუ ფორმისაა,  ისლამის სხვადასხვა განშტოების მიხედვით ვარირებს. განსხვებული სტილის მიუხედავად, შემოსვის უმთავრესი პრინციპი, ზოგადად, მოკრძალებულობასა და ზომიერებას ეფუძვნება, რაც ყოველმა მუსლიმმა უნდა გაითვალისწინოს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ მუსლიმთა სამოსი ისლამური კულტურის განუყოფელი ნაწილიცაა.

ქალის სამოსის სახეები:

ჰიჯაბი – რაც არაბულად “დამალვას” ნიშნავს. ასე უწოდებენ სამოსს, რომელიც მუსლიმან ქალს თავიდან ფეხებამდე ფარავს. თუმც “ჰიჯაბს” უფრო ვიწრო მნიშვნელობითაც ხმარობენ და ამ სახელით მუსლიმი ქალის თავსაბურავს მოიხსენიებენ, რომელიც მთლიანად ფარავს თმას, ყურებს , ყელს და უმეტეს შემთხვევაში მხრების ნაწილსაც. სახე არ იფარება.

ამირას იჯაბი – ეს თავსაბურავი ორი ნაწილისგან შედგება. ერთი თავზე მჭიდროდაა შემოხვეული ქუდის მსგავსად, მეორე შარფია, რომელსაც ხშირად სახელოების ფორმა აქვს და ზემოდან იცმევა ისე, რომ მხრებს ფარავს. სიტყვა “ამირა” არაბულად “პრინცესას” ნიშნავს.

ნიაბი – შავი ფერის თავსაბურავი, მთლიანად ფარავს სახეს, თმას და მხოლოდ თვალებისთვის აქვს ჭრილი. ნიქაბს მუსლიმური ტანსაცმლის სხვა სახეობებთან ერთადაც ატარებენ. მაგალითად აბაისთან-გრძელ კაბასთან ქამრის გარეშე. ყველაზე ხშირად ნიქაბს სპარსეთის ყურის ქვეყნებში ხმარობენ, იემენში და პაკისტანში.

ჩადრი – სამოსი, რომელიც ფარავს მთლიანად სხეულს თმის ღერიდან ფეხის ტერფის ჩათვლით, თუმცა სახე არ არის დაფარული. მას ხშირად ნიქაბთან ერთად ატარებენ. გავრცელებულია ირანში.

ფარანჯა – ხალათის მსგავსი უხელო სამოსი, რომელიც მთლიანაც ფარავს სხეულს და ასევე სახეს. თვალების ჭრილი დაფარულია მჭიდრო ბადით-ჩაჩვანით. ტანსაცმლის ეს სახეობა შუა აზიაში და ავღანეთშია გავრცელებული.ამ სამოსის ტიპს მიეკუთვნება ბურკაც – ის სრულიად ფარავს ქალის სხეულის ზედა ნაწილს.

ხიმარი – ეს არის მოსაცმელი, რომელსაც სახის გამოსაყოფი აქვს. ფარავს თმას, ყურებს, მხრებს და წელამდე ჩამოდის. გავრცელებულია ახლო აღმოსავლეთსა და თურქეთში.

როგორ ვხედავთ მუსლიმანი ქალის სამოსის ინდივიდუალურობას განსაზღვრავს იმ კუთხისკულტურა, სადაც ის ცხოვრობს და რაღა თქმა უნდა რწმენა.

თვლიან, რომ ისლამი უკრძალავს ქალს მსგავსი სამოსის გარეშე საზოგადოებაში გამოჩენას, რომ თითქოს ყურანი ითხოვდეს თავსაბურავისა თუ ჩადრის ტარებას. ზოგიერთი კი ამ მოსაზრებას უარყოფს და  ამბობენ, რომ ყურანში არაფერი წერია ქალის ჩაცმულობასთან დაკავშირებით. ფაქტია, დღეს საზოგადოებაში იქმნება ერთგვარი განცდა მუსლიმი ქალების ჩაგვრისა ისლამის წესებით,  თუმცა აქაც აზრი ორად შეიძლება გაიყოს,  ის რაც ერთვისთვის  რელიგიური იდნეტურობის გამომხატველია,  მეორესთვის – ქალის უფლებების შეურაცხყოფად გაიონიხილება.

ჩაცმულობის მთავარი პრინციპი ისლამში არის უბრალოება. ვიცით, რომ ყურანსა და ჰადისებში განსაზღვრულია მოთხოვნები ქალის სამოსთან დაკავშირებით: აუცილებელია, რომ სხეულის ყველა ნაწილი, აგრეთვე თმა, სახის და ხელის მტევნების გარდა, დაფარული იყოს; ტანსაცმელი უნდა იყოს გაუმჭვირვალე; სამოსი უნდა იყოს ქალის ტანსაცმლის, და არა მამაკაცის კატეგორიიდან; ტანისამოსს არ უნდა ჰქონდეს სუნამოს ან რაიმე მძაფრი არომატი. ქალის მიერ თმის დაფარვა ქუჩაში, და საერთოდ, უცხო ადამიანების თანდასწრებით, რაც შეეხება კონკრეტულად ქალებს, ერთ-ერთ სურაში მათგან მოთხოვნილია, თვალი არ გაუსწორონ თანამოსაუბრეს, საქვეყნოდ არ გამოაჩინონ თავიანთი გარეგნული მშვენიერება გარდა იმისა, რაც ჩვეულებრივ, ბუნებრივად ჩანს. ქუჩაში და უცხო ადამიანების თანდასწრებით თმა დაფარული უნდა ჰქონდეთ, მკერდი მოსასხამით დამალონ. ქალის სამოსი სქელი ქსოვილისაგან უნდა იყოს დამზადებული და ტან-ფეხის მოყვანილობას მალავდეს… ეს წესები თუ მოთხოვნები იმის მიხვედვით შეიძლება იცვლებოდეს თუ რა კონიუნქტურაა, როგორი კულტურული თავისებურებები, ტრადიციები, პოლიტიკური რეჟიმია  ქყვეყანაში, რომლეშიც მუსლიმანს უწევს ცხოვრება.

ასე მაგალითად,  1996 წლის სექტემბერშიროცა ქაბულში თალიბანის მმართველობა დამყარდარადიოშარიათმა ყველა ავღანელისათვის სავალდებულო თექვსმეტი მითითება გამოაცხადა. ერთ-ერთის მიხედვით ქალებს ეკრძალებათ შილიფად ჩაცმა.
მძღოლებს არ აქვთ უფლება, თავდაუბურავ ან გამომწვევად შემოსილ ქალებს, რომლებიც თანმხლებინათესავი მამაკაცის გარეშე არიან, ტრანსპორტში ასვლის ნებართვა მისცენ. ყველას ვინც ასე მოიქცევა, დააპატიმრებენ. ქუჩაში შემჩნეული თავისუფლად ჩაცმული ქალის ქმარი დაისჯება და მათი სახლი გაიჩხრიკება.  ქალებს დამატებით სპეციალურად მოდური ტანისამოსით, მაკიაჟით, ჩადრის გარეშე სიარული სასტიკად ეკრძალებათ. მათ არ უნდა მიიქციონ სხვა ადამიანების ყურადღება. ურჩ ქალებს შარიათის კანონების მიხედვით დასჯიან და შეაჩვენებენ. მათთვის ყველა გზა ზეციური სასუფევლისკენ მოჭრილი იქნება!
კანონის დამრღვეევების საქმიანობას რელიგიური პოლიცია გამოიკვლევს, რომელთაც აღნიშნულის აღმოსაფხვრელად ყველანაირი ზომის გამოყენების უფლება აქვთ მინიჭებული.

არიან ქვეყნები სადაც მუსლიმი ქალი თავად წყვეტს, იაროს ჩადრით თუ ჩადრის გარეშე, მაგრამ მაგ. საუდის არაბეთში ქალს მსგავსი არჩევანის თავისუფლება არ აქვს. სხვადსახვა მიზეზით, რიგმა ქვეყნებმა მკაცრად  აუკრძალეს მუსლიმ ქალებს თავსაბურავის ტარება, კონსტიტუციურად დაამტკიცეს  და გარკვეული ჯარიმებიც კი დააწესეს.

საფრანგეთი პირველი ევროპული ქვეყანაა, სადაც 2010 წელს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აიკრძალა ჩადრის ტარება.  საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი აღნიშნავდა, რომ ფარანჯის ტარება, არ შეესაბამება არც ქვეყნის ინტეგრაციის იდეას და არც საფრანგეთის თანამედროვე და მოდურ სტილს. ქალები, რომლებიც  საჯარო ადგილებში, სახეს მთლიანად ჩადრით  დაიფარავენ, 150 ევროთი დაჯარიმდებიან. მათ ვინც ქალებს აიძულებს სახე დაფაროს,  ჯარიმასთან ერთად, 1 წელი თავისუფლების აღკვეთაც შეეფარდებათ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საფრანგეთის აკრძალვას მხარი დაუჭირა და უარყო არგუმენტები, თითქოს, პირბადეების ტარების აკრძალვა რელიგიურ თავისუფლებას ზღუდავდა.

საფრანგეთის გადაწყვეტილებას ბელგიაც შეუერთდამათ აკრძალეს ისეთი სამოსისა თუ ნივთებისტარებარომელიც საზოგადოებრივ ადგილებში პიროვნების იდენტიფიცირებას ხელს უშლის.

ჰოლანდიაში აკრძალულია ჩადრის ტარება  სკოლებშისატრანსპორტო საშუალებებსა და  უნივერსიტეტებში.

ჩადრის ტარება აკრძალეს აფრიკულ ქვეყანაში – ჩადში, გაბონსა და კონგოში (ბრაზავილი). კამერუნმა სამოსის ტარება ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში აკრძალა. სენეგალის ხელისუფლებამაც გადაწყვიტაშემოიღოს კანონირომლის მიხედვითაც ქალებს ფარანჯის ტარება აეკრძალებათმიზეზი კირის გამოცაკრძალვა დაწესდება შემდეგიაამგვარ სამოსშიდაფარული სახითბოროტმოქმედებს ადვილადშეუძლიათ თავდასხმების განხორციელება. მათი აზრით მსგავსი სამოსი დარტყმის ქვეშ აყენებს ეროვნულ უსაფრთხოებას.

ჩადში აკრძალვა მას შემდეგ ამოქმედდა, რაც თვითმკვლელმა, რომელსაც ჩადრი ეცვა, ივნისში თავი აიფეთქა და დედაქალაქ ნჯამენში 33 ადამიანი იმსხვერპლა. კამერუნში ორმა ჩადრში გამოწყობილმა ქალმა აიფეთქა თავი საჯარო ადგილას, რასაც 13 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.

ბულგარეთში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქალები, რომლებიც საჯარო ადგილებში ბურკასა და ნიქაბს ატარებენ, 770 ევროთი დაჯარიმდებიან.

ჰოლანდიაში 2007 წელს სრულად აკრძალეს სკოლებში ჩადრის ტარება, მოგვიანებით კი ყველა საჯარო თავშეყრის ადგილზეც. ჰოლანდიელმა კანონმდებლებმა საჯარო ადგილებში, ისლამური პირბადეების ნაწილობრივ აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. შეზღუდვა ეხება სკოლებს, საავადმყოფოებს, სამთავრობო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

ამჟამად დასავლეთ ევროპის მხოლოდ სამ ქვეყანაშია აკრძალული ჩადრის ტარება, დანარჩენებში რეგიონალური შეზღუდვები მოქმედებს. ბარსელონაში აკრძალულია სახის დაფარვა საჯარო შენობებსა და ბაზარში. დანიაში იგივე აკრძალვა მოქმედებს სასამართლოებში. ჩადრი აკრძალულია გერმანულ ქალაქ გესენში და იტალიის ზოგიერთ ქალაქებში.

ეს ფაქტებია,  ვიღაც მუსლიმი ქალის სამოს ძალადობის სახელს უკავშირებს, ქართულენოვან საიტზე islam.ge აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით, „ხიჯაბი (ქალთა მუსლიმური სამოსი) ძალადობის წინააღმდეგ“, სადც ვკითხულობთ ხიჯაბში შემოსილი ქალიისლამის სიმბოლოაიმისი მაჩვენებელირომ მასზე  ძალაუფლება მხოლოდ უზენაეს ალლაჰს ეკუთვნისიმის დასტურირომ ის არ არის სუსტიდა ადვილად დასაჩაგრავი არსებაარამედ პიროვნებარომელსაც  თავისუფლებისდაცულობისა დადაფასების არანაკლები უფლება აქვს ვიდრე ნებისმიერ მამაკაცს.

ქვემოთ კი, ჭეშმარიტადხიჯაბს შეზღუდვა არ აქვსვინაიდან ის საჭიროარადგანაც დაწესებულია.ხიჯაბი – არ არის მარტო ცხოვრების წესიის იცავს თავის მეპატრონეს მრავალი ცხოვრებისეულიპრობლემისა და შემთხვევისაგანმათ შორის ძალადობისგან.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ქალი მეცნიერები, რომლებიც არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩნის ავტორები არიან

მსოფლიო მასშტაბით არაერთმა ქალმა შეიტანა უმნიშვნელოვანესი წვლილი მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების განვითარებაში. გთავაზობთ 7 მეცნიერ ქალს, რომლებიც ფიზიკის, ქიმიისა თუ სხვა მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩნის ავტორები არიან.

ჯოსელინ ბელ ბერნელი

ჯოსელინ ბელ ბერნელი ასტროფიზიკოსია, რომელმაც ჯერ კიდევ სტუდენტობისას პულსარიები აღმოაჩინა. პულსარი მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავია, რომელიც ელექტრომაგნიტურ რადიაციას ასხივებს. ბერნელის აღმოჩენას 21-ე საუკუნის უდიდეს ასტრონომიულ აღმოჩენას უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბერნელი ვარსკვლავს თავად აკვირდებოდა ნობელის პრემია ამ აღმოჩენისთვის ბერნელის ხელმძღვანელმა, ანტონი ჰიუიშმა მიიღო.

გრეის ჰოპერი

გრეის ჰოპერის ხელმძღვანელობით მათემატიკოსების ჯგუფმა ელექტრონული კომპიუტერის ადრეული პროტოტიპი შექმნა. ჰოპერმა შექმნა პროგრამირების ენის პირველი კომპილატორი, რომლის მეშვეობითაც სიტყვიერი ინსტრუქციების ციფრულ კოდად გარდაქმნა გახდა შესაძლებელი და კომპიუტერული მოწყობილობების ფუნდამენტურ პრინციპებს დაუდო საფუძველი.

ლიზა მაიტნერი

ლიზა მაიტნერი ოტო ჰანთან ერთად ხელმძღვანელობდა მეცნიერების მცირე ჯგუფს, რომელმაც პირველად აღმოაჩინა ურანის ბირთვული დაშლის პროცესი. მაიტნერმა და ჰანმა აღმოაჩინეს, რომ ურანის ატომბირთვის ორ მცირე ბირთვად გაყოფისას დიდი რაოდენობით ენერგია გამოიყოფა. აღნიშნული საფუძვლად დაედო ბირთვულ რეაქტორებში სითბოს და შემდგომ, ელექტროენერგიის გამომუშავებას, ისევე როგორც ბირთვული იარაღის შექმნას.

სიცოცხლის განმავლობაში მაიტნერმა არაერთი ჯილდო და წოდება მოიპოვა, თუმცა, 1944 წელს ნობელის პრემია ქიმიაში, ბირთვული დაშლის აღმოჩენისთვის მხოლოდ მის კოლეგას, ოტო ჰანს მიენიჭა.


ჰეიდი ლამარი

ჰეიდი ლამარი წარმოშობით ავსტრიელი, ამერიკელი მსახიობი და გამომგონებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ლამარმა კარიერის დიდი ნაწილი კონომსახიობობას მიუძღვნა, მას არაერთი გამოგონება ეკუთვნის. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი იმ ტექნოლოგიის შექმნაა, რომელსაც დღესაც იყენებენ უსადენო ინტერნეტის, ბლუთუზისა და ჯიპიეს სისტემებში.

მარი სკლოდოვსკა-კიური

მარი სკლოდოვსკა-კიური ნობელის პრემიის პირველი ქალი ლაურეატია. კიური იყო პირველი მეცნიერი და არის ერთადერთი ქალი, რომელმაც ნობელის პრემია მეცნიერების ორ სხვადასხვა დარგში, ქიმიასა და ფიზიკაში აიღო. მის მიღწევებს შორისაა რადიოაქტიურობის თეორიის შექმნა და ორი ქიმიური ელემენტის, პოლონიუმისა და რადიუმის აღმოჩენა. მარი კიურიმ გამოიგონა რენტგენის პორტატული აპარატი.

ადა ლავლეისი

ადა ლავლეისი ისტორიაში პირველ პროგრამისტად მიიჩნევა. მას ეკუთვნის ნაშრომი, რომელიც პირველი კალკულატორის შექმნას დაედო საფუძვლად. ის იყო პირველი მათემატიკოსი, რომელმაც მოწყობილობის პოტენციალი შეაფასა და იწინასწარმეტყველა, რომ მას მათემატიკურ გამოთვლებზე დიდი პოტენციალი ჰქონდა. მას მიაწერენ პირველი კომპიუტერული ალგორითმის დაწერასაც.

ჩიენ ში ვუ

ჩიენ ში ვუ, რომელსაც “ფიზიკის პირველ ლედის უწოდებენ”, წარმოშობით ჩინელი, ამერიკელი ექსპერიმენტალური რადიო-ფიზიკოსი იყო, რომელმაც ბირთვულ ფიზიკაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ის მუშაობდა “მანჰეტენის პროექტზე”, რომლის დროსაც ურანის ბირთვული სინთეზის შედეგად მიიღეს ამავე ნივთიერების იზოტოპები ურანი 235 და ურანი 238. ეს იზოტოპები გამოიყენება როგორც ბირთვული იარაღის, ასევე რეაქტორების ასამუშავებლად.

წყარო : netgazeti.ge

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

მშობიარობისთვის საუკეთესო ასაკი

ყველა ქალი შვილის გაჩენისთვის ოპტიმალურ ასაკს თავად არჩევს. ბევრი თანამედროვე ქალბატონი, რომლებიც თავდაპირველად ჯერ კარიერის გაკეთებას არჩევენ და მხოლოდ, ამის შემდეგ, ფიქრს შვილის გაჩენაზე იწყებენ, საზოგადოების მხრიდან ხშირად კრიტიკის ობიექტი ხდებიან. მოდით, ვაღიაროთ ძველი თაობა დღემდე დარწმუნებულია, რომ ქალი შვილს რაც უფრო ადრეულ ასაკში გააჩენს, მისი ორგანიზისთვის ეს უფრო უკეთესია, და ბავშვის გაჩენის საუკეთესო ასაკად 20 დან 27 წელს ასახელებენ. თუმცა, მეცნიერების ბოლო აღმოჩენები ძველ სტერეოტიპებს მთლიანდ ანგრევს. ექიმი ჯონ მიროვსკი, ტეხასის უნივერსიტეტიდან, ამტკიცებს რომ მშობიარობისთვის საუკეთესო ასაკი, არც მეტი, არც ნაკლები – 34 წელია. ექიმი თავის მოსაზრებას იმით ხსნის, რომ ქალის ორგანიზმი სწორედ ამ ასაკში სრულიად მზად არის როგორც ნაყოფის ტარებისთვის, ასევე მშობიარობისთვის. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ თეორიას მხარი ასევე, ფსქიოლოგებმაც დაუჭირეს. მათი აზრით, ყველაზე უკეთ ქალს სწორედ ამ ასაკში შეუძლია ბავშვის აღზრდა, ვინაიდან გააჩნია მეტი გამოცდილება, სტაბილურობის განცდა და საკუთარი არჩევანის მიმართ სერიოზული დამოკიდებულებით გამოირჩევა. თუმცა, რა ასაკშიც არ უნდა გადაწყვიტოთ შვილის გაჩენა, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ – ეს, სერიოზული ნაბიჯია, რომელიც მთელ თქვენს დროსა და ენერგიას მოითხოვს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ბეჭდები ყველასთვის Time-ში – განურჩევლად სქესის, სტილისა და გემოვნებისა

ბეჭდები ყველა ქალის საყვარელი სამკაულია, გამომდინარე იქიდან, რომ ის ერთდროულად უწყინარი და მსუბუქი ფორმით, ან თვალისმომჭრელი და განსაკუთრებული ვიზუალით შეიძლება გამოიყენოთ.

ბეჭდები მუდამ იმ სამკაულების რიცხვშია, რომელიც თვალს არასდროს გამოეპარება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სადაა ის. არჩევანის გაკეთებისას, თავად გადაწყვიტეთ, გსურთ გამოიყურებოდეთ ყოველდღიურ, კლასიკურ, განსაკუთრებულ თუ სპორტულ სტილზე. გაითვალისწინეთ, რომ ბეჭდები აუცილებლად უნდა მოარგოთ სტილს.

საუკეთესო ფასისა და მრავალფეროვნების სინთეზი Time-ის სამკაულების მაღაზიათა ქსელშია. Time-ში შეგიძლიათ ოქროსფერი, ვერცხლისფერი ბეჭდები შეარჩიოთ. გარდა სადა მოდელებისა კი, რასაკვირველია გაქვთ შესაძლებლობა სვაროვსკის ქვებით, ასევე ფერად-ფერადი ქვებით, მინანქრითა და ორნამენტებით გალამაზებული ბეჭდები შეარჩიოთ.

თუ თქვენ პასტელური ფერები მოგწონთ, ვერცხლისა და ოქროს ბეჭდები ასეთ დროს საუკეთესოა.  კლასიკური სტილის მოყვარულთათვის საუკეთესო არჩევანი სვაროვსკის თვლებიანი ბეჭდებია, რომლებსაც სტილისა და გარემოების გაგვალისწინებით, ზომისა და თვლების რაოდენობის მიხედვით შეარჩევთ. ხოლო, თუ თქვენ ის ადამიანი ხართ, ვისაც ექსტრავაგანტულობა, ფერები და განსხვავებული კომბინაციები უყვარს, თქვენთვის ზედგამოჭრილი, სხვადასხვა სამკაულებთან და ტანისამოსთან შეხამებული ფერად ქვებიანი და მინანქრიანი ბეჭდები არის.

Ania Haie, Pandora, Ti sento, L’atelier Précieux, Chronos, Maison De La Bijouterie, Oliver Weber და სხვები, – ეს ის ბრენდებია, რომლებიც Time-ის მაღაზიათა ქსელში ბეჭდებს წამოგიდგენთ. უახლესი კოლექციით, მრავაფეროვანი არჩევანით და საუკეთესო ფასით, Time უპირობოდ ის ადგილია, სადაც თქვენთვის სასურველ სამკაულს აუცილებლად შეიძენთ.

გარდა იმისა, რომ Time-ში მუდამ განახლებადი კოლექციის ფართო არჩევანია, მაგალითად, ბეჭდები Time.ge-ზე, Time-ის ინტერნეტ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ, სადაც სპეციალური Online Exclusive-ის ფასები მოქმედებს და სამკაულების შეძენა 50%-მდე ფასდაკლებებითაა ხელმისაწვდომი.

Time-ში ბეჭდები 60 ლარიდან 1,225 ლარამდე ღირს. ყველაზე ძვირიანი მოდელი მაგალითად ბრიტანული ბრენდის, Ania Haie-ს 14 K ოქროს ბრილიანტის თვლიანი ბეჭედია, რომელიც თავისი ნაზი ვიზუალის გათვალისწინებით, როგორც საქორწინო, ისე ნიშნობის ბეჭდადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიეს საინტერესოაკულტურასაქართველო

ცისფერი სახლი-უნიკალური ნაგებობა კულ­ტუ­რულ ძეგ­ლ­თა ნუს­ხა­შია შე­სუ­ლი

სახ­ლი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ამ სტა­ტი­ა­ში უნ­და გი­ამ­ბოთ, ბევრ თბი­ლი­სელს ნა­ნა­ხიც არ აქვს… ის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ეზოს სიღ­რ­მე­ში დგას და კულ­ტუ­რულ ძეგ­ლ­თა ნუს­ხა­შია შე­სუ­ლი. თბი­ლი­სის ერთ-ერ­თი სა­გან­ძუ­რი, უნი­კა­ლუ­რი ცის­ფერ­მაქ­მა­ნე­ბი­ა­ნი სახ­ლი, ერთ დროს გე­ნე­რალ ვა­სილ გა­ბაშ­ვილს ეკუთ­ვ­ნო­და.

სახ­ლი 1897 წელს, ცნო­ბი­ლი რუ­სი არ­ქი­ტექ­ტო­რის, კორ­ნე­ლი ტა­ტიშ­ჩე­ვის პრო­ექ­ტით აშენ­და (რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე მოღ­ვა­წე­ობ­და. ალექ­სან­დ­რე შიმ­კე­ვიჩ­თან ერ­თად მას ეკუთ­ვ­ნის თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შე­ნო­ბა, მათ შო­რის რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის ფა­სა­დი).

სუ­რო­თი და­ფა­რულ ეზო­ში, მრგვა­ლი შად­რე­ვა­ნი და ალა­ყა­ფის ჭიშ­კა­რი დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნი­ლა, რაც იმ პე­რი­ო­დის თბი­ლი­სუ­რი სახ­ლე­ბის ერთ-ერ­თი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნი­შა­ნი იყო. სახ­ლი, პირ­ველ რიგ­ში მნახ­ვე­ლის ყუ­რადღე­ბას ბა­რო­კო­სა და რო­კო­კოს სტილ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი გა­რე ფა­სა­დი­თა და ულა­მა­ზე­სი ხის ჭვი­რუ­ლი აივ­ნით იპყ­რობს, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად დახ­ვე­წი­ლი და ფა­ქი­ზი ნა­მუ­შე­ვა­რია, რომ მაქ­მანს მოგ­ვა­გო­ნებს. მას სწო­რედ ასე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ – “სახ­ლი-მაქ­მა­ნი”.

ამ ულა­მა­ზეს შე­ნო­ბას ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია. საკ­მა­რი­სია, სა­დარ­ბა­ზოს კა­რი შე­ა­ღოთ, რომ მა­შინ­ვე შე­იგ­რ­ძ­ნობთ ძვე­ლი თბი­ლი­სის ატ­მოს­ფე­როს. იმ ატ­მოს­ფე­როს, რო­მე­ლიც მხო­ლოდ წიგ­ნე­ბის ფურ­ც­ლებ­ზე და ქა­ლაქ­ში, ალაგ-ალაგ გაბ­ნე­ულ დე­ტა­ლებ­ში თუ შე­მორ­ჩა. დე­ტა­ლებ­ში, რომ­ლებ­საც წე­სით სან­თ­ლით უნ­და ვე­ძებ­დეთ და ვუფ­რ­თხილ­დე­ბო­დეთ…

სა­დარ­ბა­ზო მო­ხა­ტუ­ლია. კედ­ლე­ბი და ჭე­რი უხ­ვა­დაა შემ­კუ­ლი დახ­ვე­წი­ლი ჩუ­ქურ­თ­მე­ბით. იატა­კის მო­ზა­ი­კუ­რი ფი­ლე­ბის ორ­ნა­მენ­ტე­ბი რამ­დე­ნი­მე ფერ­შია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

სახ­ლ­ში, რო­მე­ლიც კო­მუ­ნის­ტურ წლებ­ში, ბოლ­შე­ვი­კე­ბის და­უნ­დო­ბელ ხელს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა და ძვე­ლი გან­წყო­ბა შე­მო­ი­ნა­ხა, ამ­ჟა­მად, გა­ბაშ­ვი­ლი­სა და ყიფ­ში­ძის შთა­მო­მავ­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ.

ამ­ჟა­მად იქ ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძის ერთ-ერ­თი ვა­ჟის, ნო­და­რის შთა­მო­მავ­ლე­ბი (ქა­ლიშ­ვი­ლი ნი­ნო, მი­სი მე­უღ­ლე, მხატ­ვა­რი და­ვით სუ­ლა­კა­უ­რი და მა­თი შვი­ლე­ბი: ელი­სო და და­რო) ცხოვ­რო­ბენ. მაქ­მა­ნი­ა­ნი სახ­ლი ახ­ლა მთლი­ა­ნად მათ სა­კუთ­რე­ბა­შია, რად­გან ცხრა წლის მან­ძილ­ზე, სა­თი­თა­ოდ მო­უ­წი­ათ იქ მცხოვ­რე­ბი ოჯა­ხე­ბის­გან ფარ­თის გა­მოს­ყიდ­ვა. რეს­ტავ­რა­ცი­აც სა­კუ­თა­რი სახ­ს­რე­ბით შეძ­ლეს.

თუ ერ­თხელ მა­ინც გა­ი­სე­ირ­ნებთ რუს­თა­ვე­ლის 54-ში და თვალს შე­ავ­ლებთ ამ ცის­ფერ მშვე­ნი­ე­რე­ბას, ის პირ­ვე­ლი­ვე ნახ­ვით და­იპყ­რობს თქვენს გულს და სა­მუ­და­მოდ დაგ­რ­ჩე­ბათ მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. ცის­ფერ­მაქ­მა­ნი­ა­ნი სახ­ლი ერთ-ერ­თი ფას­და­უ­დე­ბე­ლი მარ­გა­ლი­ტია, რო­მელ­მაც სა­უ­კუ­ნე­ებს გა­უძ­ლო და დღემ­დე შე­მო­ი­ნა­ხა ძვე­ლი ტფი­ლი­სის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ავ­თენ­ტუ­რო­ბა.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიაკატეგორიის გარეშეკულტურარელიგია და მეცნიერებასაქართველო

დაღესტანში აღმოჩენილი უძველესი ქართული ოთხთავის თავგადასავლი

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის დაღესტნის სამეცნიერო ცენტრის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის განყოფილებაში, წლებია, სხვა ათასობით ხელნაწერს შორის ინახება, სავარაუდოდ, XV საუკუნის არაბული ხელნაწერი ტექნიკური ნომრით N1012, რომლის გაციფრების პროცესმა დაღესტნელი მეცნიერები მნიშვნელოვანი აღმოჩენის წინაშე დააყენა: არაბულის ქვეშ იკითხება ქართული ასომთავრულით შესრულებული უძველესი ტექსტი.

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერების დახმარებით გაირკვა, რომ საქმე გვაქვს VI-VII საუკუნის ხანმეტ ოთხთავთან.

დაღესტანში აღმოჩენილი წერილობითი ძეგლი პალიმფსესტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექსტი დატანილია ეტრატზე, რომლის ძველი ფენა (ამ შემთხვევაში ქართული ტექსტი) გადაფხეკილია, მაგრამ მისი წაკითხვა შესაძლებელია.

ქართველმა ენათმეცნიერებმა ამ მნიშვნელოვანი პალიმფსესტის არსებობის შესახებ პირველად ხუთი წლის წინ შეიტყვეს. 2014 წელს თბილისში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე შამილ შიჰალიევმა – დაღესტნის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა – წარმოადგინა პალიმფსესტის გადარეცხილი ფენის ერთი გვერდის ფოტოასლი, რომლის გაშიფრვას ვერ ახერხებდნენ დაღესტნელი მეცნიერები. ხელნაწერი წაიკითხა პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ, რომლის ვარაუდით, საქმე გვქონდა ხანმეტი ენის ძეგლთან – ლუკას სახარებასთან.

2018 წლის შემოდგომაზე დაღესტანში ორი კვირით იმყოფებოდა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელი დალი ჩიტუნაშვილი, რომელმაც ადგილზე შეისწავლა ხელნაწერი და თბილისში მისი სრული ციფრული ვერსია ჩამოიტანა.

ქართული ხელნაწერის შინაარსი და მოცულობა

„ხელნაწერი შეიცავს ოთხთავის ფრაგმენტებს“, – ამბობს დალი ჩიტუნაშვილი, – „გვაქვს ოთხივე მახარებელი, ანუ ფრაგმენტები როგორც მათეს სახარებიდან, ასევე მარკოზიდან, იოანედან და ლუკადან, ანუ ოთხივე მახარებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ოთხთავის ძველი თარგმანების კვლევისათვის, არამედ თავად ოთხთავის ტექსტის კვლევისთვისაც“.

მთლიანად ხელნაწერი შედგება არაბული ტექსტის 84 და ქართული ტექსტის 42 ფურცლისგან. დალი ჩიტუნაშვილის განმარტებით, ქართული ხელნაწერის ერთი ფურცელი ორად არის გაყოფილი, გაკეცილი და ისეა გამოყენებული არაბულისთვის.

„42 ფურცელი ძალიან ბევრია ხანმეტი ტექსტისათვის“, – ამბობს ქართველი ენათმეცნიერი.

წყარო: .radiotavisupleba.ge

სრულად ნახვა
1 19 20 21 22 23 98
Page 21 of 98