close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოა

ხიდი მდინარის გარეშე

რის გამო არის უცნაური ჩოლუტეკას ხიდი, რომელიც ჰონდურასში მდებარეობს?

ხიდის სიგრძე, რომელიც მდინარე ჩოლუტეკაზე ააშენეს, 484 მეტრია, ის ცენტრალურ ამერიკაში მდებარეობს, რეგიონში, სადაც ხშირი და ძლიერი ქალიშხლებია. შესაბამისად, ხიდის კონსტრუქცია შეიქმნა იმისთვის, რომ ძლიერ ქარს გაუძლოს.

ხიდის მშენებლობა 1998 წელს დასრულდა და იმავე წელს, როდესაც ექსპლუატაციაში შევიდა, ცენტრალურ ამერიკას თავს დაატყდა ძლიერი ქარიშხალი და შემდეგ წყალდიდობა, რამაც ინფრასტრუქტურა დააზიანა, დაახლოებით 150 ხიდი და ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაგრამ ჩოლუტეკას ხიდი გადარჩა თითქმის იდეალურ მდგომარეობაში.

საინტერესო სწორედ ის არის, რომ ხიდის ორივე მხარეს გზა უბრალოდ გაქრა და კიდევ უფრო შთამბეჭდავი კი ის არის, რომ მდინარე ჩოლუტეკამ ქარიშხლით გამოწვეული მასიური წყალდიდობის დროს კალაპოტი შეიცვალა და მდინარე ახლა აღარ გაედინება ხიდის ქვეშ, რის გამოც ხიდმა მალევე გაითქვა სახელი.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიაკულტურა

ადამიანები, რომლებიც პაპირუსის ქაღალდს ისევ ამზადებენ

ვინ არიან ადამიანები, რომლებიც უძველეს ქაღალდს, რომელთან ეგვიპტელი ფარაონები იყენებდნენ, დღესაც ამზადებენ? ეგვიპტის ერთ სოფელში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ისევ ამზადებენ უძველეს პაპირუსის ქაღალდს ძველი ეგვიპტიდან.

5 000 წლის წინ ფარაონებმა არ იცოდნენ თანამედროვე ფურცლის დამზადების ტექნოლოგია, მათ კი სჭირდებოდათ რაღაც, რაზე დაწერასაც შეძლებდნენ, ამიტომ მათ დაიწყეს პაპირუსის მცენარის გამოყენება.

როგორც კი იაფი თანამედროვე ფურცლის გამოყენება დავიწყეთ, პაპირუსი უსარგებლო გახდა, მაგრამ ეგვიპტის ამ პატარა სოფელში ტრადიცია გრძელდება. ხოლო რაც შეეხება პაპირუსის ქაღალდის დამზადების ტექნიკას, პირველ რიგში იჭრება პაპირუსი თანაბარ ზომებად, რასაც შემდეგ ასველებენ რამდენიმე დღის განმავლობაში, შემდეგ თითოეულ ზოლს ხელით ალაგებენ ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად, წურავენ და აშრობენ დღეების განმავლობაში იმისათვის, რომ პაპირუსის ქაღალდი მიიღონ.

სოფელში ამბობენ, რომ სიტყვა ,,paper” მომდინარეობს სიტყვა ,,papyrus”-დან. თანამედროვე ფუცლები კი დღეს გაცილებით იაფია და ადამიანები, რომლებიც პაპირუსის ქაღალდს ყიდულობენ არტისტები ან ტურისტები არიან, რომლებიც ეგვიპტეს სტუმრობენ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოა

რატომ დაფარეს შვეიცარიაში მყინვარი გიგანტური საბნით?

აშვეიცარიის ალპებში იყენებენ გიგანტურ საბნებს იმისათვის, რომ დაიცვან მყინვარი ზაფხულის მზისგან. მართალია, ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ შეიძლება ითქვას, გიგანტური საბანი ასრულებს დამცავი ფარის ფუნქციას. დნობის შენელებისა და არსებული თოვლის შენარჩუნების მიზნით, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მყინვარის 100 ათასი კვადრატული მეტრი უზარმაზარი მატყლის საბნით დაეფარათ. ამ გზით ყინული და თოვლის საფარი იზოლირდება, რადგან თეთრი მასალის გამოყენებით მზის ენერგიის დიდი ნაწილი აირეკლება ატმოსფეროში.
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში შვეიცარიის გიგანტური მყინვარი ტიტლის მთაზე რადიკალურად დაპატარავდა. მოსალოდნელია მყინვარის დიდი ნაწილის გაქრობა მომდევნო 50 წლის განმავლობაში. აცხადებენ, რომ მთა ტიტლის დარჩენილი 1500 მყინვარიდან 90 პროცენტი 2100 წლისთვის უკვე გაქრება, რაც დაკავშირებულია გლობალურ დათბობასთან. დარეგულირების გზა კი მხოლოდ სათბურის აირების დარეგულირებაა.
მყინვარს 5-6 კვირის განმავლობაში ფარავდნენ პოლიესტერის დამცავი ფენით, რათა მყინვარის დნობა შეაჩერონ.

წყარო:ecowatch.com
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

სოფელი ჩინეთში, სადაც ქალები თმას მხოლოდ ერთხელ იჭრიან

იდუმალი სოფელი ჩინეთში, ბეიჯინგიდან 1 000 მილის მოშორებით, სადაც ქალებს აქვთ ყველაზე გრძელი და ყველაზე მძიმე თმა. სოფელში მაცხოვრებელ ქალების თმის სიგრძე შესაძლოა 1.5 მეტრი ან მეტი იყოს, ხოლო წონა 1 კილოგრამზე მეტი. ამის მიზეზი არის ის, რომ ქალები თმას მხოლოდ ერთხელ იჭრიან, 17 წლის ასაკში, როცა ზრდასრულები ხდებიან, ხოლო 18 წლის შემდეგ კი აღარ.
რა თქმა უნდა, ასეთი სიგრძის თმას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ისინი იყენებენ სპეციალურ, მათ მიერ დამზადებულ შამპუნს, რომელიც შეიცავს ხილს, ჩაის და სამკურნალო მცენარეებს. შამპუნს ამზადებენ საიდუმლო ფორმულით, რომლის საშუალებითაც 80 წლის ასაკშიც კი მათი თმა არ თეთრდება.
ამ ქალებისთვის თმა არ არის მხოლოდ თმა, ეს ტრადიცია უკავშირდება წინაპრებს, რომლებიც ამაყობდნენ გრძელი თმით და იზრდიდნენ როგორც შესაძლებელი იყო. თმის სიგრძის გამო გინესის მსოფლიო რეკორდშიც მოხვდნენ და მას შემდეგ, ათასობით ტურისტი სტუმრობს პატარა სოფელს მათი საიდუმლოს გაგების მიზნით.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

იაპონიის ქალაქ ნარაში ირმების შეკრების ფენომენი

რატომ იკრიბება ასობით ირემი პარკის ტერიტორიაზე ზაფხულის საღამოს საათებში?
იაპონიის ქალაქი ნარა ცნობილია ირმების სიმრავლით, აქ ადამიანები და ირმები გვერდიგვერდ ცხოვრობენ, თუმცა ზაფხულობით საინტერესო რამ ხდება.
განსაკუთრებული ფენომენი, რომელსაც “Shikadamari”-ს უწოდებენ და ნიშნავს ირმების თავშეყრის ადგილს, ხდება ყოველ ზაფხულს და ირმები პარკის ერთ კონკრეტულ ნაწილში გროვდებიან, სადაც დაახლოებით ერთ საათს დაჰყოფენ ხოლმე, 6:30-დან 7:30-მდე და შემდეგ ისევ მიდიან.
გასაოცარი ის არის, რომ ირმები ერთად იკრიბებიან ერთსა და იმავე ადგილას და ერთსა და იმავე დროს. ფენომენი მეცნიერების ყურადღების ცენტრში მოექცა და ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი ახსნა შემდეგში მდგომარეობს, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში, იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე ხდება ჰაერის ცირკულაცია და ირმები გაგრილებას ცდილობენ. თუმცა, რა საკვირველია, ეს ვერსიაც აჩენს კითხვებს და აღნიშნული ფენომენი მაინც საიდუმლოებად რჩება.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

რეკორდული მანძილის დაფარვის შემდეგ, ბრიტანეთიდან რუსეთში ჩაფრენილი ღამურა კატამ მოკლა 🦇🐱

ღამურა, რომელმაც ლონდონის ზოოპარკს დააღწია თავი, 2 018 კილომეტრი იფრინა და რუსეთში, ფსკოვის ოლქში აღმოჩნდა, კატამ იმსხვერპლა, – ამის შესახებ BBC წერს.

ადამიანის თითისხელა ღამურას ფრთაზე სპეციალური ნიშანი – London Zoo (ლონდონის ზოოპარკი) აღმოაჩნდა. ის ფსკოვის ოლქის ერთ-ერთ სოფელში, ადგილობრივმა, სვეტლანა ლაპინამ იპოვა და მის შესახებ დიდი ბრიტანეთის ღამურების კონსერვაციის ცენტრს აცნობა.

ირკვევა, რომ ღამურა „რეკორდსმენიცაა“ – ბრიტანეთიდან, ევროპის გავლით, ეს ყველაზე გრძელი მოგზაურობაა, რომელიც ოფიციალურად აღუწერიათ.

ღამურა (სახეობა – Nathusius’ pipistrelle) სულ რაღაც 8 გრამს იწონიდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

რა უნდა ვიცოდეთ ოლიმპიური თამაშების შესახებ?

ახლა ტოკიოს ზაფხულის 2020 წლის ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს და ვფიქრობ, საინტერესო იქნება ოლიმპიური თამაშების ისტორიას თვალი გადავავლოთ.

პირველი ოლიმპიური თამაშები ჩატარდა ძველი წელთაღრიცხვით 776 წელს ქალაქ ოლიმპიაში, ძველ საბერძნეთში. თამაშებს შორის ინტერვალი კი შეადგენდა 1417 დღეს.

1894 წელს საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს და დაამტკიცეს ოლიმპიური თამაშების ძირითადი წესები და დებულებები, რასაც ეწოდა ოლიმპიური ქარტია. ასევე შეიქმნა  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (სოკ). თანამედროვე ოლიმპიური თამაშები კი ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. ყველა კონტინენტის სპორტსმენი თამაშებში პირველად მონაწილეობას იღებდა 1908 წელს. ოლიმპიური თამაშების პირველი სატელევიზიო ტრანსლაცია კი 1936 წელს გერმანიაში განხორციელდა.

საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ოლიმპიურ თამაშებში 1996 წლიდან იღებს მონაწილეობას.

ოლიმპიურ ალამზე გამოსახულია ერთმანეთზე გადაჯაჭვული 5 ფერადი რგოლი, რომელიც გამოხატავს 5 კონტინენტს და მათ ერთიანობას. როგორც დროშის შემქმნელი ამბობს, ამ ფერთაგან ერთ-ერთი მაინც ფიგურირებს მსოფლიოს ყველა ქვეყნის დროშაზე.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ჩრდილოეთ ამერიკისთვის ყველაზე თბილი ივნისი – რას ამბობენ ექსპერტები ივნისის თვეზე?

ევროკავშირის სადამკვირვებლო პროგრამის თანახმად, შეიძლება ითქვას, რომ ჩრდილოეთ ამერიკას ყველაზე თბილი ივნისი ჰქონდა. ამასვე ადასტურებს უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში, სადაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა სიცხეს, რადგან ადამიანები მოუმზადებლები აღმოჩნდნენ.

გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ შესაძლოა ეს იყოს ევროპისთვის ყველაზე თბილი მეორე ივნისის თვე და მსოფლიოში ყველაზე თბილი მეოთხე ივნისი.

ევროკავშირის სადამკვირვებლო პროგრამის კომპიუტერული ანალიზით, სატელიტებისა და ამინდის სადგურების მიერ შეჯერებული მონაცემების მიხედვით, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შედეგები შოკისმომგვრელია, კანადისა და აშშ-ს რამდენიმე ქალაქში 5 გრადუსით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, ვიდრე წინა მონაცემების მიხედვით.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა განაცხადა, რომ ყოველ ათწლეულში იზრდება სათბური გაზების მაჩვენებელი, რაც ზრდის დათბობის სიჩქარეს. ეს კი შემდგომ ახალ რეკორდებსაც გამოიწვევს. მაშინაც კი, თუ ჩვენ შევძლებთ სათბურის გაზების ემისიის შემცირებას, ჯერ ისევ  გაგრძელდება ტემპერატურის ინტენსიური მომატება. გამოდის, რომ ჩვენ ინვესტიციები პარალელურად უნდა ჩავდოთ ადაპტაციასა და შეგუებაზე უფრო მაღალი ტემპერატურის მიმართ, რასაც მომავალში ელოდებიან.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაპოლიტიკა

ჩრდილოეთ კორეის ახალი აკრძალვები

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი მიიჩნევს, რომ კომუნისტური რეჟიმისათვის უცხოური გავლენა საფრთხეს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო მედიამ ახალგაზრდებს მოუწოდა ისაუბრონ მხოლოდ ჩრდილოეთკორეულ ენაზე.
ასევე სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფმა გაზეთმა გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ არ გადმოიღონ სამხრეთკორეული მოდა, ვარცხნილობა ან მუსიკა. ეს ყველაფერი კი ახალი კანონპროექტის ნაწილია, რაც მიზნად ისახავს უცხოური გავლენის მაქსიმალურად შემცირებას. კანონის დამრღვევ პირებს თავისუფლების აღკვეთა ან სიკვდილით დასჯა დაემუქრება.
ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნულია, რომ იდეოლოგიური და კულტურული შემოჭრა გაცილებით უფრო სახიფათოა, ვიდრე მტერი, რომელიც პირდაპირ შეიარაღებული მოდის. კანონის მიღებამდე კიმ ჩენ ინმა მუსიკალურ ჟანრ K-pop-ს(კორეული პოპი) კიბო უწოდა, რომელიც ახალგაზრდების მოწამვლას ისახავს მიზნად.
ყველას, ვინც სამხრეთკორეული, ამერიკული ან იაპონური მედიის ჭარბად მოხმარებისთვის დაიჭირეს, ახლა სიკვდილით დასჯა ელოდება. ხოლო ვინც უცხოური მედიის ყურებისათვის დააკავეს, საპატიმროში 15 წელს გაატარებენ.

წყარო:bbc.com
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ჩინეთმა მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მატარებელი წარადგინა

ჩინეთმა მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მატარებლის მინუში 2019 წელს წარადგინა, რომელსაც 600 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია და მატარებლის ექსპლუატაციაში გაშვება სწორედ 2021 წელს იგეგმებოდა. მატარებლის დებიუტი ქალაქ ცინდაოში შედგა.
ჩქაროსნული მატარებელი მაგნიტურ ბალიშზე გადაადგილდება და რელსების ზედაპირს არ ეხება, მას ელექტრომაგნიტური ველის ძალის მეშვეობით მართავენ. ამ ტექნოლოგიას ჩინეთი საკმაოდ დიდი ხანია იყენებს, თუმცა, საქალაქთაშორისო ხაზები ჯერჯერობით არ ფუნქციონირებს. გარდა იმისა, რომ მატარებელი ყველაზე სწრაფია, მაქსიმალურად შემცირებულია ხმაური, რომელიც შეიძლება მოიწვიოს მისმა მოძრაობამ.
ე.წ. Maglev ტიპის მატარებლის რელსების მშენებლობა ჩინეთის მასშტაბით ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა და ამ მიზეზით ის სრულად ვერ ამუშავდება. ამჟამად Maglev-ის ერთ ხაზია მხოლოდ მზად იმისათვის, რომ მგზავრებს მოემსახუროს, ხაზი აკავშირებს ერთამენთთან შანხაის პუდონგის აეროპორტს ქალაქის ერთ-ერთ სადგურთან, მანძილი კი სულ 30 კილომეტრია.

წყარო: https://edition.cnn.com/travel/news
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 24 25 26 27 28 98
Page 26 of 98