close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოა

მატარებელი G Train – “სასახლე ლიანდაგზე”

ფრანგმა დიზაინერმა, ტიერი გოგენმა ფეშენებელური მატარებლის კონცეფცია წარადგინა, სახელად G Train. დიზაინერის მიზანია სარკინიგზო მგზავრობა უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს. იგი თავის ნამუშევარს აღწერს, როგორც “სასახლე ლიანდაგზე”, რომელიც გადაჭიმულია 400 მეტრის სიგრძეზე და შედგება 14 ვაგონისგან.

როგორც თავად დიზაინერი აცხადებს, მატარებელი არ იქნება ფართო საზოგადოებისთვის განკუთვნილი და კონკრეტული მფლობელისთვის შეიქმნა. ტრანსპორტი 1 საათში 160 კილომეტრს დაფარავს, თუმცა, როგორც დიზაინერი განმარტავს, აქ სიჩქარე მეორეხარისხოვანია, აქ მთავარი ყურადღება ეთმობა დროის გატარებას, რადგან დრო ერთადერთი საგანძურია, რაც ჩვენ გვაქვს.

მატარებელი გარედან მინითაა დაფარული და შესაძლებელია ღილაკზე ერთი თითის დაჭერით იგი დაიბუროს, ასევე შესაძლებელია პანორამულ ფანჯრებზე სასურველი გამოსახულების მიღება. აღსანიშნავია, რომ მატარებელი გათვლილია 18 ვიზიტორზე, მათ შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა განყოფილებაში მოხვდნენ, სასადილოში თუ წვეულებებისთვის განკუთვნილ ოთახში. მატარებელს ასევე აქვს ორად გაყოფის ფუნქცია.

პროექტის განხორციელებას ორწელიწად-ნახევარი დასჭირდება და დაახლოებით, 350 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება. დიზაინერი იმედოვნებს, რომ დამკვეთი მალევე გამოჩნდება.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

ჰავანას სინდრომის მსგავსი იდუმალი დაავადებით ვენაში ამერიკელი დიპლომატები დაავადდნენ

BBC-ს ინფორმაციით, აშშ-ს მთავრობა უკვე იძიებს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ამერიკელი დიპლომატებისა და  საელჩოს ადმინისტრაციის თანამშრომლების უცნობი სინდრომით დაავადებას.

20-ზე მეტ ოფიციალურ პირს აღენიშნება ჰავანას სინდრომის მსგავსი სიმპტომები. ის ამოუხნელია, მაგრამ ამერიკელი მეცნიერები ამბობენ, რომ ეს, სავარაუდოდ, გამოწვეულია მიკროტალღური გამოსხივებით.

სინდრომი პირველად 2016-2017 წლებში დაფიქსირდა კუბაში. ჰავანაში ამერიკელი და კანადელი დიპლომატები უჩიოდნენ თავბრუსხვევას, წონასწორობის დაკარგვას, სმენის დაქვეითებას და შფოთვას. ამერიკამ კუბა დაადანაშაულა თავდასხმაში, ხოლო კუბა კატეგორიულად უარყოფდა ბრალდებას. 2019 წელს კი დაადგინეს, რომ ჰავანაში დიპლომატებს, რომლებიც დაავადდნენ, აღენიშნებოდათ ტვინის ანომალიები.

აღნიშნული პირველად ჟურნალ “New Yorker”- ში დაიწერა, რაც შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა.

ვენა დიდ ხანია წარმოადგენს დიპლომატიური საქმიანობის ცენტრს და სახელმწიფოებს და რა თქმა უნდა, აშშ-საც ფართო დიპლომატიური კორპუსი ჰყავს იქ. ამჟამად ვენა მასპინძლობდა არაპირდაპირ მოლაპარაკებებს ირანსა და აშშ-ს შორის,  2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენის მცდელობებზე.

წყარო: bbc.com

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

Laguna Garzon Bridge – რა იყო მიზეზი ხიდის ფორმის შეცვლის და ზედმეტი ფულის დახარჯვის?

ფოტოზე გამოსახული ხიდი, სახელად “Laguna Garzon Bridge” 2015 წელს გაიხსნა. იგი ურუგვაიში მდებარეობს და ორ დეპარტამენტს ერთმანეთთან აკავშირებს. ხიდების უმრავლესობას ჩვეულებრივი, სწორი ფორმა აქვს, მაგრამ ამ ხიდის წრიული ფორმის უკან არქიტექტორის გათვლა იმალება, რის გამოც დაახლოებით ორჯერ მეტის გადახდა მოუწიათ. 5 მილიონად შეფასებული ხიდი, საერთო ჯამში, 11 მილიონი დაჯდა.
ხიდის წრიულ დიზაინზე არქიტექტორმა რაფაელ ვინიოლიმ იმუშავა, რომელმაც იგი შემდეგნაირად ახსნა, რომ ხიდის სწორი დიზაინის შემთხვევაში მძღოლები სწრაფად გადაივლიდნენ მას, ხოლო წრიული ხიდი მძღოლებს აიძულებს შეანელონ სიჩქარე და ულამაზესი პანორამული ხედით დატკბნენ.
ხიდის ორივე მხარეს მდებარეობს ასევე საცალფეხო ბილიკი, რის გამოც შესაძლებელია ტურისტებმა ხიდი რეკრეაციული მიზნებისთვისაც გამოიყენონ.
ხიდის აგებამდე ერთადერთი გზა, რისი საშუალებითაც ხალხს შეეძლო გადაადგილება ერთი ქალაქიდან მეორეში, იყო მხოლოდ ბორანი და მანქანების სათითაოდ გადაადგილება, რაც მოძრაობას ართულებდა. ახალ, წრიულ ხიდზე კი დღეში დაახლოებით 1000-მდე მანქანა გადაადგილდება. კონსტრუქციის რადიუსი კი 61,5 მეტრს შეადგენს.

მასალა მოზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

უკრაინაში ფერადი ყვავილოვანი კომბოსტოს მოშენება დაიწყეს

უკრაინის ბაზარზე უჩვეულო ფერის ყვავილოვანი კომბოსტო გამოჩნდა.

ლვოვის რეგიონის ფერმერებმა ფერადი ყვავილოვანი კომბოსტოს მოშენება დაიწყეს.

პირველმა მოსავალმა სუპერმარკეტებსა და რესტორნებში უკვე ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია.

ამის შესახებ ლვოვის რეგიონში ყვავილოვანი კომბოსტოს თესლის ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანიის “Magnat Agro Image Lviv” -ის თანამფლობელმა, იური კვინტიუკმა, AgroPortal.ua-სთან განაცხადა.

იური კვინტიუკი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც კულტურის ეს ჰიბრიდი უკრაინაში დარეგისტრირდა, კომპანიამ საკუთარ მუდმივ მომხმარებელს შესთავაზა, თავად ეცადათ მისი გაშენება. წინადადებას ლვოვის რეგიონის ათამდე ინდივიდუალური და კერძო მეურნეობა გამოეხმაურა.

“იმის გამო, რომ ეს ჰიბრიდი უკრაინის ბაზარზე სიახლეა, ფერმერებმა დიდი ფართები არ გამოყვეს. მათ უბრალოდ გამოსცადეს, თუ როგორ მოსავალს მიიღებდნენ და ასევე როგორი წარმატება ექნებოდა მას ქვეყნის ბაზარზე. საზოგადოება შეჩვეულია, რომ ყვავილოვანი კომბოსტო უნდა იყოს თეთრი, ამიტომ ზოგიერთი მყიდველისთვის ეს ნამდვილი ცნობისმოყვარეობაა. ამით ნამდვილად არიან დაინტერესებულები ის ადამიანები, რომლებიც ევროპაში იმყოფებოდნენ და ფერადი ყვავილოვანი კომბოსტო უკვე აქვთ ნანახი, რადგან ის ევროპაში ძალიან პოპულარულია. მან ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია სასურსათო ქსელებსა და სარესტორნო ბიზნესში.” – ამბობს იური კვინტიუკი.

ერთ-ერთი მოხალისე კი, ვინც ფერადი ყვავილოვანი კომბოსტო მოიყვანა, ოვოშჩევოდსტვოს მეურნეობის დამფუძნებელი მარია მორიკინია.

მისი მეურნეობა ლვოვის ოლქის ერთ-ერთ რაიონში 20 ჰექტარ მიწას ამუშავებს და ყაბაყის, კომბოსტოს ადრეული და გვიანი ჯიშების, ასევე ნიახურისა და სალათის გაშენებით შემოიფარგლება. საერთო ფართობი კი რომელზეც წელს ამ მეურნეობამ ფერადი ყვავილოვანი კომბოსტო გააშენა, დაახლოებით, 30 ჰექტარია, თუმცა შემოდგომაზე მოცულობის გაზრდას გეგმავს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

დანიაში მსოფლიოს უმაღლესი ქვიშის სასახლე ააშენეს

დანიის უკიდურეს ჩრდილო – დასავლეთ ნაწილში 30-მა მოქანდაკემ მსოფლიოს უმაღლესი ქვიშის სასახლე ააშენა. სასახლის სიმაღლე 21.16 მეტრია და დაახლოებით 3.5 მეტრით მაღალია, ვიდრე წინა რეკორდი, რომლის სიმაღლე 17.66 მეტრი იყო და გერმანიაში აშენდა 2019 წელს.
საერთო ჯამში, ამ სტრუქტურის შესაქმნელად გამოიყენეს 4 860 ტონა ქვიშა. სასახლეს პირამიდის ფორმა აქვს, რათა სტრუქტურა მარტივად არ ჩამოიშალოს. ასევე მოქანდაკეებმა გამოიყენეს 10% თიხა და შემდეგ წებო იმისათვის, რომ შემოდგომისა და ზამთრის ცივ და ქარიან ამინდებს გაუძლოს.
არქიტექტორების განცხადებით, ქვიშის სასახლის კონსტრუქციაზე კორონა ვირუსის ფიგურაა გამოსახული და მათი პროექტი, რომელიც ჰოლანდიელმა მოქანდაკემ და სხვა 30-მა მსოფლიოს საუკეთესო ქვიშის მოქანდაკემ შექმნა, ინსპირირებული იყო კოვიდპანდემიიდან. ვირუსი სასახლის თავზეა მოთავსებული იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ მართავს ვირუსი ჩვენს სამყაროს და არ გვაძლევს იმის გაკეთების საშუალებას, რაც გვინდა.
ახალმა ქვიშის სასახლემ გინესის რეკორდი მოხსნა და გინესის რეკორდების წიგნშიც შევა სულ მალე, კონსტრუქციის სიმაღლისა და მასშტაბურობის გამო.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

კორეული ტუალეტი ექსკრემენტების სანაცვლოდ სტუდენტებს ფულს უხდის

რას იტყოდით თუკი ტუალეტის გამოყენებით შეძლებდით გადაგეხადათ ყავის ან ბანანის საფასური? სწორედ ეს ხდება სამხრეთ კორეის უნივერსიტეტში, სადაც ადამიანის ნარჩენებს იყენებენ შენობისთვის საჭირო ენერგიის მისაღებად.
ტუალეტი BeeVi იყენებს ვაკუუმის ტუმბოს იმისათვის, რომ ნარჩენები მიწისქვეშა ბიორეაქტორში გადავიდეს ნაკლები წყლის დახმარებით. ბიორეაქტორში არსებული მიკროორგანიზმებით კი ნარჩენები მეთანად იქცევა, რომელიც ხდება ენერგიის წყარო შენობისთვის და ამუშავებს გაზქურას და ა.შ.
გამოგონების ავტორი არის Uslan-ის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ურბანული და გარემოსდაცვითი ინჟინერიის პროფესორი ჩო ჯაე-ვეონი, რომელმაც ასევე მოიფიქრა ვირტუალური ვალუტა, სახელად Ggool. ეკოლოგიური ტუალეტით მოსარგებლე თითოეული ადამიანი დღეში 10 Ggool-ს გამოიმუშავებს, რისი საშუალებითაც სტუდენტებს შეუძლიათ ვალუტის გამოყენება ყავის, ხილის, წიგნების და სხვა სასურველი პროდუქციის შესაძენად.
გამოგონების ავტორის განცხადებით, ადამიანი საშუალოდ 500 გრამამდე ფეკალიების დეფეკაციას ახდენს, რაც შესაძლოა გარდაიქმნას 50 ლიტრ მეთანის გაზად, ეს კი 0,5 კვტ/სთ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის საკმარისია, ან მანქანის მართვისთვის დაახლოებით 1,2 კმ-ის მანძილზე.

მასალა მოამზადა : ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოა

უდიდესი გადაშენებული ზვიგენის, მეგალოდონის კბილი იპოვეს ტროპიკული შტორმის შემდეგ

უკანასკნელი ტროპიკული შტორმის, ელზას წყალობით იპოვეს ორი მეგალოდონის კბილი სამი კვირის ინტერვალით. აღმოჩენის ავტორი 6 წლის ბავშვია.

მეგალოდონი არის უზარმაზარი გადაშენებული ზვიგენის სახეობა, რომელიც უდიდეს თევზად არის აღიარებული მსოფლიოს ისტორიაში. სიტყვა “მეგალოდონის” ეტიმოლოგია ბერძნული ენიდან იღებს სათავეს და “გიგანტურ კბილს” ნიშნავს. ზვიგენის არსებობას მსოფლიო ოკეანეებში 3.6 მილიონიდან 20 მილიონი წლის წინ მოიაზრებენ. მისი ზომები იმდენად მასშტაბური იყო, რომ თეთრ ზვიგენს სამჯერ აღემატებოდა, ზურგის ფარფლი დაახლოებით ზრდასრული ადამიანის სიმაღლის იყო, თვითონ სიგრძეში რამდენიმე ათეული მეტრს აღწევდა და კბილების რამდენიმე მწკრივი ჰქონდა.

მეგალოდონის კბილი მეტად ფასდაუდებელი მონაპოვარია კოლექციონერებისთვის, მაგრამ მის მიმართ სამეცნიერო ინტერესი, შეიძლება ითქვას, რომ დიდი არ არის, რადგან ტროპიკულ და ზომიერ ზღვებში, ანტარქტიდის სანაპიროს გარდა, ყველა კონტინენტის სანაპირო ზოლთან არის ნაპოვნი მისი ნაშთები. მეგალოდონის გადაშენებას რამდენიმე მიზეზით ხსნიან, ერთ-ერთი ოკეანის წყლის ტემპერატურის შემცირებაა, ხოლო მეორე ვეშაპების რაოდენობის შემცირება, რითიც ისინი იკვებებოდნენ.

ელზას მსგავსი ქარიშხლის დროს, ოკეანის დიდ ტალღებს სანაპიროზე ამოაქვს ზღვის ფსკერზე არსებულ ნაშთები, რომლებიც მილიონობით წლის ისტორიას ინახავენ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

სატანური სიმბოლო – რას ნიშნავს წრეში ჩასმული პენტაგრამა, რომელიც ყაზახეთში კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოებზე ჩანს

ყაზახეთში, მდინარე ტობოლთან მდებარე წყალსაცავთან გიგანტური პენტაგრამაა დახაზული, რომელიც წრეშია ჩასმული. პენტაგრამა მკაფიოდ ჩანს აპლიკაცია Google Earth-ის საშუალებითაც.

ნახაზთან ახლოს არანაირი დასახლება არ არის, უახლოეს ქალაქი – ლისაკოვსკი ადგილიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი არქეოლოგიური ნანგრევებია, ბრინჯაოს ხანის დასახლებები, სასაფლაოები, რომელთა უმეტესობა ჯერ შესწავლილი არ არის.

საიდან გაჩნდა 366 მეტრი რადიუსის პენტაგრამა სანაპიროზე? – ინტერნეტმომხმარებლების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს სატანისტების ლოცვის ადგილია. თუმცა, როგორც Live Science წერს, პენტაგრამა უძველესი სიმბოლოა, რომელსაც უამრავი კულტურა თუ რელიგიური დაჯგუფება იყენებდა –  მესოპოტამიელები, ქრისტიანები, თავისუფალი მასონები შავი მაგიის მიმდევრები…

თუმცა, როგორც ირკვევა, ყაზახურ პენტაგრამას არფერი აქვს საერთო რელიგიასთან – არქეოლოგი, ემა უსმანოვა ამბობს, რომ ყველაფერი საბჭოთა ხელისუფლების მიერ ვარსკვლავის ფორმის სიყვარულს უკავშირდება :

“ეს არის პარკი, რომელიც ვარსკვლავის ფორმისაა. ვარსკვლავი საბჭოთა ეპოქაში პოპულარული სიმბოლო იყო, ხშირად გამოიყენებდნენ შენობების ფასადებზე, დროშებსა და მონუმენტებზე,” – განმარტავს არქეოლოგი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ნორვეგიაში, სოციალურ ქსელებში ფილტრით დამუშავებული ფოტოების გამოქვეყნება კანონით აიკრძალა

კა­ნო­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ყვე­ლა პლატ­ფორ­მა­ზე ვრცელ­დება. ახალი რეგულაცია ეხება, როგორც ინფლუენსერებს ასევე მომხმარებლებს.

იმ შემთხვევაში, თუ ინფლუენსერები ფილტრს გამოიყენებენ, კანონი მათ ავალდებულებს, მიუთითონ რომ ფოტო დამუშავებულია და ასევე დააკონკრეტონ, თუ რომელი ფილტრი გამოიყენეს.

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება 👇

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოა

ბერმუდის სამკუთხედზე გადაფრენისას 5 000 მტრედი გაუჩინარდა

გასულ თვეში, 250 000-მდე ფრინველი გაათავისუფლეს, თუმცა, მათგან მხოლოდ 10%-მა მოახერხა დაბრუნება მოსალოდნელ დროში, მათი ნაწილი კი გაუჩინარდა.

ფრინველების მოყვარულები ვერ ხსნიან მოვლენას, თუ როგორ გაუჩინარდა 5 000 მტრედი ბერმუდის სამკუთხედში. ფრინველებმა ფრენა დაიწყეს პეტერბურგიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით. ფრინველების ჯგუფი ფრენის დაწყებიდან  9 000-ს შეადგენდა, თუმცა დანიშნულების ადგილს მხოლოდ 4 000-მა მიაღწია.

ფრინველების გაუჩინარება შესაძლოა უბრალოდ კლიმატის ცვლილებას და ატმოსფერულ ფაქტორს დავუკავშიროთ, მათ შორის, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ ფრინველები შტორმში მოჰყვნენ.

თუმცა, სპეციალურ ჯგუფს დაევალა ამინდის მდგომარეობის შემოწმება, ადგილისა და დროის შერჩევა და მათივე თქმით, რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი არ ყოფილა და მოღრუბლული დილის მიუხედავად, იმ დროისათვის ხილვადობა კარგი იყო. რეალურად, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ თუ რა მოხდა, აცხადებს რიჩარდ სეიერი. მაგრამ ამ მოვლენას მისტიკურს ის ხდის, რომ მტრედების დიდი ნაწილი სწორედ ბერმუდის სამკუთხედის გადაფრენისას გაუჩინარდა და მიიჩნევენ, რომ ადამიანის თვალისთვის უხილავმა ძალამ გამოიწვია მტრედების კურსის შეცვლა.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 25 26 27 28 29 98
Page 27 of 98