close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოა

ორთითა ადამიანები – ვადომას ტომი

აფრიკაში, ზიმბაბვესა და ბოტსვანას ტერიტორიაზე ცხოვრობს ტომი, სახელად ვადომა, რომელიც დღემდე შემგროვებლობითა და ნადირობით ირჩენს თავს. დღეს ტომი ცნობილია განსაკუთრებული და იშვიათი გენეტიკით. ტომის წარმომადგენელთა ნაწილს ფეხის ტერფზე აქვს ორი თითი.

1971 წელს მეცნიერებმა შეძლეს სამეცნიერო ექსპედიცია მოეწყოთ ამ ტერიტორიაზე. გამოკვლევების თანახმად, უჩვეულო ფეხის ფორმის წარმოქმნას ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ერთ-ერთი მიზეზი ახლონათესაური კავშირი იყო, ან უცნობი ვირუსი, რომელმაც ანომალია გამოწივია. მუტაციის განმაპირობებელი გენი, როგორც აღმოჩნდა, დომინანტურია და ყოველ მეოთხე ბავშვში გამოვლინდება.

ტომის კანონების მიხედვით, ტომის წევრებს უფლება არ აქვთ დაქორწინდნენ ადამიანზე, რომელიც მათი ტომის წევრი არ არის, სწორედ ამიტომ, ფეხის ტერფის ეს მდგომარეობა შენარჩუნებულია მხოლოდ ვადომას ტომში.

ვადომას ტომის წევრები ფეხის ტერფზე ორი თითის დახმარებით სწრაფად დარბიან, ხეებზე ასვლაც უმარტივდებათ და ხიდან ხეზე გადაადგილებაც არ უჭირთ.

ვადომას ტომის წარმომადგენლები შესანიშნავად ფლობენ მედიცინას, ველური მცენარეების დახმარებით მათ შეუძლიათ სხვადასხვა სნეულების განკურნება.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

საკუთარ თავზე ზრუნვა აუცილებელია

ყველამ კარგად იცის, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა წარმატების აუცილებელი ნაწილია,
რადგან სტრესს ამცირებს და ავადმყოფობისგანაც გიცავთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
როგორ შეძლებთ თქვენს ბიზნესზე ყურადღების გამახვილებას თუ გამუდმებით
სტრესის ქვეშ ხართ და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას ცდილობთ?
მაგრამ, როგორც მწერალი ჯასტინ მასკი, ილონ მასკის ყოფილი მეუღლე განმარტავს,
საკუთარ თავზე მთელი რიგი სხვა მიზეზების გამოც უნდა იზრუნოთ.
„საკუთარ თავზე ზრუნვა ზეადამიანურ ენერგიას მოგცემთ და ამტანს გაგხდით. თუ
წინაპრებმა განსაკუთრებული გენეტიკა არ გადმოგცეს მემკვიდრეობით, მიზნად
დაისახეთ და თქვენი პოტენციალი ბოლომდე გამოიყენეთ. გზად მრავალი პრობლემა
შეგხვდებათ – დაღლილობა ხშირი ფრენების გამო, უმადობა,თავის ტკივილი; გონების
გადაღლა, განუწყვეტელი წვეულებები, მარტოობა, უაზრო შეხვედრები,
წარუმატებლობები, ოჯახური დრამა; პრობლემები მნიშვნელოვან ადამიანთან,
რომელსაც იშვიათად ხედავთ; ბნელი ღამეები, სულს რომ გიფორიაქებთ; ადამიანები,
რომლებიც გღლიან და გაღიზიანებენ, აუცილებელზე გაცილებით ნაკლები ძილი და ა.შ.
ჯანმრთელობაზე ზრუნვა ფუჭად არ ჩაივლის, აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ და
გონებაც გამჭრიახი გექნებათ“.

წყარო : Inc.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

ედი ზილენის მოკლე ისტორია

როდესაც ედი ზილანმა დაიწყო ვაჭრობა კრიპტო ვალუტის მეშვეობით იგი 15 წლის იყო,
ბიზნეს ინსაიდერის ცნობით სამი წლის წინ ახალგაზრდა ბიჭს თავისი პროფილის
შექმნაც კი არ შეეძლო, რადგან მას ასაკი ხელს არ უწყობდა, მაგრამ მან მოახერხა და
ადრეული ასაკიდან ისეთი რამ გააკეთა, რამაც მას დიდი წარმატება მოუტანა.
ბიზნეს ინსაიდერმა ჩაწერა ინტერვიუ ახალგაზრდა მილიონერთან, სადაც მან განაცხადა,
რომ როდესაც მან თავისი ფულის დაბანდება დაიწყო, არავინ არსებობდა, ვისგანაც მას
რაიმეს სწავლა შეეძლო, არ ჰქონდა რესურსი, რომ მიეღო რაიმე რჩევა, თუ როგორ
დაეწყო კრიპტოსამყაროში მოღვაწეობა.
მან განაცხადა, რომ როდესაც პირველი 100$ ჩადო საქმეში, რამდენიმე საათის შემდეგ
აღმოაჩინა, რომ ის უკვე 10$–ით გაზრდილიყო, მისთვის საკმაოდ დიდი ბიძგი აღმოჩნდა,
„ეს სიგიჟე იყო“ – განაცხადა მან.

წყარო : Businessinsider.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოა

ვენერაზე მოულოდნელი პლანეტარული მახასიათებელი აღმოაჩინეს

ვენერა შესაძლოა ნამდვილად ტოქსიკური პლანეტა იყოს, მაგრამ ახალი მტკიცებულებების თანახმად, მას შესაძლოა უფრო მეტი საერთო ჰქონდეს დედამიწასთან, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა.

მეცნიერებმა სულ ცოტა ხნის წინ დაადგინეს, რომ ვენერას ქერქს შეიძლება ჰქონდეს ერთმანეთზე მოხახუნე ტექტონიკური ფილები. ეს არ ჰგავს დედამიწის ფირფიტების ტექტონიკას, მაგრამ აღმოჩენის თანახმად, პლანეტის ქერქი არ არის უწყვეტი ლითოსფერო და მის ქვეშ მიმდინარეობს კონვექციური მოძრაობები.

დედამიწა ბევრი მიზეზის გამო არის უნიკალური, ერთ-ერთი არის ფილების ტექტონიკა. მსგავსი ტიპის ქმედებები არ აღინიშნება მარსზე, მერკურზე და მთვარეზე და არც ვენერაზე. დედამიწამ და ვენერამ მსგავსი ევოლუციური გზა გაიარა, თუმცა, მათი მსგავსება ჯერ მაინც გაურკვეველი რჩევა. ამის გაგების შემდეგ კი გვეცოდინება, თუ რატომ იქცა დედამიწა სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პლანეტად და ვენერა არა.

აღმოჩენა მაშინ გაკეთდა, როდესაც მეცნიერები ვენერას ზედაპირის რუკას ადგენდნენ და ნასას მაგელანის ზონდის 1990-იანი წლების რადარის სურათებს იყენებდნენ. მტკიცებულებები მიანიშნებს, რომ ვენერა შეიძლება ვულკანურად აქტიური იყოს. ეს კი შეიძლება დაგვეხმაროს დედამიწის ადრეული ტექტონიკის თავისებურებების დადგენაში. დედამიწის სიღრმიდან მომდინარე სიცხის ნაკადი ამჟამინდელზე სამჯერ დიდი უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, მისი ლითოსფერო შეიძლება ისეთივე იყო, როგორიც დღეს ვენერაზეა.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

სამხრეთ აფრიკაში მრავალქმრიანობა შესაძლოა დასაშვები გახდეს

სამხრეთ აფრიკის მთავრობის მერ წაყენებულ ინიციატივას მრავალქმრიანობასთან(პოლიანდრია) დაკავშირებით, როდესაც ქალს შეუძლია ერთზე მეტი ქმარი ჰყავდეს, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური კონსტიტუცია აქვს, რადგან იქ უკვე კანონიერია როგორც მრავალცოლიანობა, ასევე ერთი და იგივე სქესის ადამიანების ქორწინება.

ბიზნესმენი მუსა მსელეკუ ეწინააღმდეგება მრავალქმრიანობას და ამბობს, რომ ეს ყველაფერი აფრიკულ კულტურას გაანადგურებს. ამავე დროს მუსა მსელეკუმ 4 ცოლი ჰყავს.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ აფრიკაში მრავალცოლიანობა კანონიერად არის დაშვებული, მრავალქმრიანობის ინიციატივას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.

ინიციატივის ერთ-ერთი მიზეზი უშვილობა იყო, ზოგიერთი მამაკაცი თანახმა იყო მეუღლეს სხვა ქმარიც ჰყოლოდა ამის გამო. გენდერული უფლებების დამცველებმა სთხოვეს მთავრობას მრავალქმრიანობა თანსწორობის მიზნით, რადგან კანონით მამაკაცებს აქვთ ერთზე მეტი ცოლის ყოლის უფლება.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

აშშ-ის დაზვერვამ 17 წელიწადში 144 ამოუცნობი მფრინავი ობიექტი აღმოაჩინა

აშშ-ის დაზვერვის ანგარიშის თანახმად, მათ 17 წლის განმავლობაში 144 ამოუცნობი მფრინავი ობიექტი აღმოაჩინეს.

ანგარიში 2004-დან 2021 წლამდე პერიოდს მოიცავს, სადაც ნათქვამია, რომ 80 ამოუცნობი მფრინავი ობიექტის შესახებ ინფორმაცია დანადგარების საშუალებით მიიღეს.

ამასთან არ არსებობს მტკიცებულებები ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მიწიერი წარმოშობის შესახებ. ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ამოუცნობი ობიექტი შესაძლოა ყოფილიყო ატმოსფერული მოვლენა, ფრინველი, მეტეოზონდი, საჰაერო ბურთი ან სამოყვარულო დრონი.

აშშ-ის დაზვერვის ანგარიშში ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ერთგვაროვანი შეფასება არ არის, თუმცა დოკუმენტში წერია, რომ ასეთი ობიექტები ავიამიმოსვლას ხელს უშლიან და საჰაერო სივრცეში ხარვეზებს იწვევენ.

2020 წელს პენტაგონმა სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადა , რომელიც ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს გამოიკვლევდა. მანამდე, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ ამოუცნობი ობიექტების ჩანაწერი გაასაჯაროვა. თუმცა ამ ჩანაწერების წარმოშობის წყარო ამ დრომდე უცნობია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

10 ტყუპის დაბადების ისტორია ნამდვილი არ აღმოჩნდა

ივნისის თვის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 37 წლის ქალმა, გოსიამე სიტოლემ 10 ტყუპი გააჩინა, 7 ბიჭი და 3 გოგო, რაც სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო ახალი მსოფლიო რეკორდი. მალევე გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ აღნიშნული საქმის გამოძიება დაიწყო.
რამდენიმე დღის წინ ოფიციალური გამოძიების შედეგები გამოქვეყნდა და უცნაურ ისტორიას სკანდალური გაგრძელებაც მოჰყვა. დადგინდა, რომ სამხრეთ აფრიკელმა ქალმა მსოფლიო მოატყუა, რადგან არცერთ საავადმყოფოში ბავშვების დაბადება არ დაფიქსირებულა. ასევე სიღრმისეულმა კვლევამ აჩვენა, რომ გოსიამე სიტოლე ორსულადაც კი არ ყოფილა ახლო წარსულში.
ამ დროისათვის ცნობილია, რომ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მის ანგარიშზე შემოწირულობების სახით დაახლოებით 70 000 დოლარი შეგროვდა. ტყუპების სავარაუდო დაბადებიდან 10 დღის შემდეგ კი ეჭვი გაჩნდა, რადგან Pretoria News– მა ვერ დაასახელა სამედიცინო დაწესებულება, სადაც ტყუპები დაიბადნენ.
ქალის მეუღლე კი ამტკიცებდა, რომ გოსიამე სიტოლე გაუჩინარდა და ხალხს სთხოვა შემოწირულობები შეეჩერებინა. ხოლო ქალბატონი სიტოლე მას ადანაშაულებს ჩვილებისგან ფინანსური სარგებლის მიღებაში. ამჟამად გოსიამე სიტოლე ფსიქიატრების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიარელიგია და მეცნიერება

ლომისობა და მასთან დაკავშირებული ლეგენდა

ლომისობა მოძრავი დღესასწაულია და აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან. ტრადიციის თანახმად, ,,დეკანოზები” (იგივე ხევისბერები) გამოასვენებდნენ დროშას და ,,ფერხისას” სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა შესაწირავით.

ლომისობას რამდენიმე ლეგენდა უკავშირდება, ერთ-ერთის თანახმად, მისი აღნიშვნა მე-13 საუკუნეში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ჯალალ-ედ-დინმა ქვეყანა გაანადგურა და მთიულეთის მთავარი სიწმინდე – გზოვანის წმინდა გიორგის ხატი თან წაუღიათ მის მიერ ტყვედ აყვანილ ქართველებს.  გადმოცემით, ამ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე „შეუკრავს”: დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა…

სულთანს თავზარი დასცემია და მისნები მოუხმია. მიზეზად გურჯისტანიდან წამოღებული ხატი დასახელდა. სულთანმა მისი დაწვა ბრძანა, საკირეშიც ჩააგდეს, მაგრამ, როგორც ლეგენდა იუწყება, იგი ამოფრენილა საკირედან და იქვე მოვლენილ თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. მაინც დაკლებიათ ერთი კოჭლი დედაკაცი, რომელიც ვიღაც ხორასნელს მოახლედ წაუყვანია. ის ქალიც სასწრაფოდ მოუძებნიათ და ხატიანი ხარიც 7000 ქართველის თანხლებით სამშობლოსკენ დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია. ხატი ბოლოს მლეთის მთაზე დამკვიდრებულა, სადაც ახლა სალოცავია. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს და ა.შ.

არავინ იცის, სად არის ამჟამად ლომისის სასწაულთმოქმედი ხატი. აქაურთა თქმით, შიშიანობის დროს დეკანოზებს იგი გადაუმალავთ და სანაცვლოდ მისი მსგავსი ვერცხლის ხატი მოუჭედინებიათ. გადამალული ხატი ვეღარ უპოვიათ. ასლი ახლა მლეთის ეკლესიაშია დაბრძანებული.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ენერგეტიკაეს საინტერესოა

მეცნიერებმა თერმულად ყველაზე მდგრადი მასალა აღმოაჩინეს

ავსტრალიელმა მკვლევრებმა შექმნეს ის, რაც, შესაძლოა, თერმულად ყველაზე სტაბილური მასალა აღმოჩნდეს. ეს ახალი ნულოვანი თერმული გაფართოების (ZTE) მასალაა, რომელიც სკანდიუმის, ალუმინის, ვოლფრამისა და ჟანგბადისგან არის დამზადებული. საგულისხმოა, რომ -269-დან 1126°C-მდე ტემპერატურის ცვლილებებისას, იგი სტანდარტულ მოცულობას ინარჩუნებდა და არ განიცდიდა მატებას თუ კლებას.

როგორც ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის (UNSW) მეცნიერები აცხადებენ, ახლად შემუშავებული მასალა მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ინჟინერიის სფეროში – ყველას სჭირდება ისეთი “ინსტრუმენტი”, რომელიც მრავალფეროვან თერმულ გარემოში შეძლებს მდგრადობის შენარჩუნებას.

საგულისხმოა, რომ ამგვარი მასალის არსებობა კოსმოსურ ინჟინერიის თვალსაზრისით სასარგებლო იქნება. კოსმოსური ხომალდის შემადგენელი ნაწილები ძალიან დაბალ ტემპერატურას აწყდებიან ღია სივრცეში, გაშვებისას კი უკიდურესად მაღალს. ამის პარალელურად, ახალი მასალა ზუსტად იგივე მოცულობას ინარჩუნებს აბსოლუტურ ნულზეც და სითბოზეც.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ოქროს მედლით დაჯილდოვებული ნაღმების აღმომჩენი ვირთხა

მაგავა – გმირი ვირთხა, რომელმაც ოქროს მედალი დაიმსახურა იმ გმირობისთვის, რომელიც მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად გაწია.

მაგავა უდაოდ წარმატებულ 5 წლიან კარიერას ასრულებს. იგი ნაღმებისა და აფეთქებული ნივთების აღმოჩენით იყო დაკავებული. ხუთწლიანი კარიერის განმავლობაში მღრღნელებმა კამბოჯაში 71 ნაღმი და კიდევ ათობით აფეთქებული ნივთი იპოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ მაგავა ბევრ სხვა ვირთხების სახეობას ზომით აღემატება, ის მაინც საკმაოდ მცირე ზომის და მსუბუქია, რომ ნაღმებზე გადავლისას არ გამოიწვიოს მათი აფეთქება.

ვირთხები გაწვრთნილები არიან სპეციალურად, რათა ასაფეთქებელი ნივთიერების ამოცნობა მარტივად შეძლონ, რაც ნიშნავს, რომ ისინი ყურადღებას არ მიაქცევენ სხვა ნივთებს. გაწვრთნილ ვირთხებს უფრო სწრაფად შეუძლაით ნაღმის ამოცნობა. მას შემდეგ, რაც აღმოაჩენენ ასაფეთქებელ ნივთიერებას, ისინი იწყებენ დაკაწვრას კონკრეტული ადგილის, რომ მიანიშნონ სხვებს ნაღმის ადგილმდებარეობა.

მაგავას შეუძლია ჩოგბურთის კორტის ზომის მოედანზე რაიმეს მოძებნა მხოლოდ 20 წუთში, როდესაც ლითონის დეტექტორით იგივე სამუშაოს შეიძლება ერთიდან ოთხ დღემდე დასჭირდეს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

სრულად ნახვა
1 26 27 28 29 30 98
Page 28 of 98