ამერიკული კომპანია Eachnight, რომელიც სწორი ძილის შესახებ რჩევებს აქვეყნებს, მოხალისეებს ეძებს. ამის შესახებ CNN-იიტყობინება.
ტელეარხის ცნობით, კომპანია ექსპერიმენტში მონაწილეებს 30 დღის განმავლობაში დღისით დაძინებისთვის 1 500 დოლარს გადაუხდის. ექსპერიმენტის მიზანია „რამდენიმე თეორიის შემოწმება დღისით ძილის სარგებლის შესახებ“.
„30 დღის განმავლობაში ჩვენი მოხალისეები სხვადასხვა თეორიის ტესტირებაში მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის დაადგენ რამდენსაათიანი ძილია საჭირო დასვენებისთვის, რა გავლენა აქვს დღისით ძილს მეხსიერებაზე, მოტივაციასა და პროდუქტიულობაზე“, – აცხადებენ კომპანიაში.
ექსპერიმენტში მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ. თუმცა, მათ კარგად უნდა იცოდნენ ინგლისური, რათა კომპანიას თავისი ძილის შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ.
ექსპერიმენტში მონაწილეობის მსურველებმა განცხადება კომპანიის ვებგვერდზე უნდა შეავსონ. აპლიკანტების ასაკი 18 წელს უნდა აღემატებოდეს. განცხადებების მიღება 31 მაისს დასრულდება.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა