close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოამედიცინა

იმნაძე: 3 ქალაქში გვაქვს – 80º-იანი მაცივრები, დღესვე შეგვიძლია 200 000 დოზა ფაიზერის მიღება

ქალბატონმა თამარმა უკვე თქვა, ჩვენ მზად ვართ ყველა ტიპის ვაქცინის მისაღებად, ამაზე რომ მოიხსნას ყოველგვარი კითხვები.

ჩვენ გვაქვს მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები თბილისში, ქუთაისში და ბათუმში, ამის პრობლემა საერთოდ არ არსებობს, დღესვე მივიღებთ 200 000 დოზას…

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

პოპულარული ფოკუსების მარტივი ახსნა ფოტოსურათებით

დანების სროლა მიზანში ალბათ, ყველაზე პოპულარული ფოკუსია. სინამდვილეში დანებს არავინ არ ისვრის, ყველაფერი შემსრულებლის ოსტატობაზეა დამოკიდებული, ის დანას სპეციალური მექანიზმის საშუალებით სწრაფად მალავს სახელურში, გვერდიდან კი ჩანს, რომ დანას ისვრის. დანებს მიზანში კი მის უკან ამოფარებული დამხმარე ათავსებს.

 

ბევრჯერ ნახავდით, თუ როგორ სვამს შემსრულებელი მტრედებს ყუთში, რამდენიმე წამში კი ცარიელ ყუთს აბრუნებს. საქმე იმაშია, რომ ოსტატი ფრინველებს ყუთის სარჩულში მალავს, რომელიც იმდენადაა ფართო, რომ მტრედები თავისუფლად ეტევიან.

 

ნემსის შეჭობისას იმაგრებენ ხელზე სპეციალურ თიხას, რომელსაც იგივე კანის ფერი აქვს, ნემსი რა თქმა უნდა მასში გადის.

არარეალური ჩანს არა? ასეცაა, როგორი ელასტიურიც არ უნდა იყოს შემსრულებელი, არსებობს ილეთები, რომლებსაც უბრალოდ ვერ გააკეთებს. ამისთვის არსებობენ დამხმარეებიც.

წყლის ყინულად გადაქცევა შესაძლებელია? ყოველგვარი ქიმიის გარეშე? დიახ. ჭიქაში თავიდანვე დევს ყინული, მის ქვეშ კი ღრუბელი, რომელიც წყალს იწოვს. მთავარია ჭიქა არ იყოს გამჭვირვალე.

წყარო : intermedia.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ნოვოსიბირსკის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან დადებული კონტრაქტი, დასის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით, შეაჩერა

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის საბალეტო დასის ხელმძღვანელად მიიწვიეს.

ანანიაშვილი ელოდა, რომ საზოგადოების მხრიდან კრიტიკა იქნებოდა, თუმცა თავად პრიმა-ბალერინა ნოვოსიბირსკის თეატრთან დადებულ კონტრაქტს პოლიტიკურ ჩარჩოში არ აქცევს. ანანიაშვილი გადაწყვეტილებას პანდემიის გამო შექმნილი ფინანსური მდგომარეობით ხსნის, რადგან ბალეტის მსახიობები იძულებულები გახდნენ ყველა დადგმა მომავალი წლისთვის გადაედოთ და ყველა გასტროლი გაეუქმებინათ. რადგანაც დაზუსტებით არავინ იცის 2021 წელს როგორ შეიცვლება პანდემიის გამო ვითარება, ეს გადაწყვეტილება მიიღო და აპირებს ქართულთან ერთად რუსულ დასს უხელმძღვანელოს.

მიუხედავად ამისა, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებენ. გადაწყვეტილების მიზეზი, კონტრაქტის შეჩერებასთან დაკავშირებით, დასის ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება გახდა ოფიციალურ წარდგენამდე, რაც დასის უპატივცემულობის უკიდურეს გამოვლინებად მიიჩნიეს.

ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც იანვრის შუა რიცხვებში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვლადიმერ კეხმანისა და ნინო ანანიაშვილის შეხვედრას გამართავენ.

 

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ლოხ-ნესის ტბის საიდუმლოებანი

ყველას გვახსოვს რამდენიმე წლის წინ ლოხ-ნესის ტბასთან დაკავშირებით გავრცელებული ისტორიები. ლოხ-ნესი არცთუ დიდი, მაგრამ საკმაოდ ღრმა და მტკნარწყლიანი ტბაა გაერთიანებულ სამეფოში, კერძოდ შოტლანდიაში, რომლის საიდუმლოებები დღესაც ამოუხსნელია.

ლოხ-ნესი ზედაპირის ფართობის მიხედვით მეორე ადგილს იკავებს შოტლანდიაში, მაგრამ სიღრმით მისი პირველობა სადაო საკითხია დიდ ბრიტანეთში. ტბის სიღრმე 230 მეტრი, რაც ჩამორჩება ლოხ მორარის მონაცემებს. 2016 წელს კი აღმოაჩინეს ტბაში ნაპრალი, რომლის სიღრმე 271 მეტრია, თუმცა ეს აღმოჩენა ანომალიას მიაწერეს.

მსოფლიომ ლოხ-ნესის  ტბა არა მისი სიღრმის, ანდა სარკის ფართობის გამო იცის, არამედ ლოხ-ნესის ურჩხულის ლეგენდის წყალობით. ურჩხულის შესახებ უძველესი ჩანაწერები გვხვდება წმინდა კოლუმბის ცხოვრებაში და  თარიღდება 565 წლით. წმინდანის აღსასრულის თხრობისას ავტორი აღწერს ლოხ-ნესის ტბაში მდებარე არსებას. სკეპტიკოსები კი ამ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნავენ, რომ მწერლები ხშირად აღწერდნენ ისტორიებს მხეცების შესახებ და ლოხ-ნესის ურჩხულიც უბრალოდ ზღაპრის ნაწილია.

2012 წელს გავრცელდა ფოტო, სადაც ლოხ-ნესის ტბის ზედაპირზე უცნაური ობიექტი დაცურავს, მაგრამ მკვლევარებმა ისევ ეჭვქვეშ დააყენეს ფოტოს სინამდვილე და ტბის ტალღებს ან ფოტოს დეფექტს დააბრალეს. მეცნიერებმა ტბის სხვადასხვა უბნიდან დნმ-ის ნიმუშები აიღეს და ყველა ის თევზი აღმოაჩინეს, რომლებიც ტბაში ცხოვრობენ. ნილ გემელმა, წამყვანმა მკვლევარმა კი გამოთქვა ჰიპოთეზა, რომ ურჩხული შესაძლოა უზარმაზარი გველთევზა იყოს. მიუხედავად ამისა, ლოხ-ნესის ურჩხულის არსებობა არც დამტკიცდა და არც უარყოფილ იქნა.

 

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ბუკინგემის სასახლის ქურდი მედლებისა და ფოტოების მოპარვის გამო დააპატიმრეს

ბუკინგემის სასახლეში, დედოფალ ელიზაბედ II-ის რეზიდენციიდან მოპარული მედლებისა და ფოტოების ქურდი უკვე დააკავეს.

ქურდი 37 წლის ასისტენტი, ადამო კანტოა(Adamo Canto). მოპარულ ნივთებს შორის კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ხელმოწერილი ფოტოებიც არის და ასევე ფოტოალბომი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრიტანეთში ვიზიტს მიეძღვნა.

ადამო კანტომ ზოგიერთი ნივთი, რომელთა ღირებულება მერყეობს 10 000-დან 100 000 ფუნტამდე, გასაყიდად განათავსა eBay– ზე. დაკავებამდე მოახერხა 37 ნივთის შეთავაზება სპეციალურ ფასად, საიდანაც გამოიმუშავა 7 741 ფუნტი სტერლინგი. მათ შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფოტოალბომი, რომლის ღირებულებაც 1 500 ფუნტ სტერლინგს შეადგენდა.

ადამო კანტომ 77 ნივთის წაღება შეძლო ბუკინგემის სასახლის მაღაზიიდან, დანარჩენი ნივთები კი იქ მომუშავე პერსონალის კარადებიდან, იორკის ჰერცოგის სათავსოდან და დედოფლის გალერიიდან. კანტომ აღიარა მედლის მოპარვა, რომელიც ინტერნეტით გაიყიდა 350 ფუნტად, მან ასევე მოიპარა სამეფო ვიქტორიანული მედალი, ბრიტანეთის არმიის ყოფილი ოფიცრის კარადიდან.

 

წყარო: BBC NEWS

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

მეცნიერებმა ამ დრომდე უცნობი მინერალი აღმოაჩინეს

დიდ ბრიტანეთში, ბუნების ისტორიის მუზეუმის მეცნიერებმა, რომლებიც კორნუოლში ნაპოვნ ბუნებრივ წარმონაქმნებს იკვლევდნენ, ამ დრომდე უცნობი მინერალი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ BBC წერს.

საუკუნეების განმავლობაში, მინერალოგებს სჯეროდათ, რომ ეს მწვანე კრისტალები სხვა მინერალის, ლიროკონიტის ვარიაცია იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას სრულიად განსხვავებული ქიმიური შემადგენლობა აქვს.

ახლადაღმოჩენილ მინერალს კერნოვიტი დაარქვეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასაქართველო

კორონავირუსს ცნობილი მეცნიერი ტარიელ ფუტკარაძე ემსხვერპლა

კორონავირუსს ცნობილი მეცნიერი ტარიელ ფუტკარაძე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში სერგო ვარდოსანიძე ავრცელებს.

„საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი მწუხარებით აუწყებს სრულიად საქართველოს მარცხით დასრულდა ერთვიანი ულმობელი ბრძოლა, კოვიდინფექციამ 60 წლის ასაკში იმსხვერპლა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი უზენაესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ცნობილი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე. პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე“ – წერს ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

“ხელოვნური მზის” ახალი რეკორდი – 100 000 000°C-ის შენარჩუნება 20 წამის განმავლობაში გახდა შესაძლებელი

“ხელოვნური მზე” ჩინელების მიერ შემუშავებული პროექტია, რომელზე მუშაობაც 2006 წელს დაიწყეს. ეს არის ბირთვული სინთეზის რეაქტორი, რაც დიდ მიღწევასა და წინსვლას წარმოადგენს ქვეყნის ბირთვული ენერგიის შესაძლებლობებში, რადგან მეცნიერთა განცხადების თანახმად, შესაძლო სუფთა ენერგიის წყარო გახდეს. „ბირთვული სინთეზის ენერგიის განვითარება წარმოადგენს არა მხოლოდ ჩინეთის ენერგიის საჭიროების გადაჭრის გზას, არამედ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის ენერგიისა და ეროვნული ეკონომიკის სამომავლო მდგრადი განვითარებისთვისაც“ – იწერებიან ადგილობრივ გაზეთში.

ახლახან კი “ხელოვნურმა მზემ” (რეაქტორი HL-2M ტოკამაკი) ახალი რეკორდი დაამყარა, რაც გულისხმობს 100 000 000°C-ის 20 წამის განმავლობაში შენარჩუნებას. 2019 წელს მისი ხანგრძლივობა მხოლოდ 8 წამი იყო.

რეაქტორი, ცხელი პლაზმის სინთეზისთვის მძლავრ მაგნიტურ ველს იყენებს, რის შედეგადაც შეუძლია, 100 მილიონ გრადუს ცელსიუსს მიაღწიოს. ასეთი წყარო, შესაძლოა, მდგრადი ალტერნატიული ენერგიის წყარო იყოს, რაც, სავარაუდოდ, შეამცირებს წიაღისეული საწვავისადმი მოთხოვნილებას. დიდი ოდენობით ენერგიის მისაღებად, რეაქტორში ატომის ბირთვები ერთმანეთს ერწყმის.

როგორც მეცნიერები ამბობენ, ბირთვული ენერგიის შერწყმა ტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მართალია, სინთეზის მიღწევა ძალიან რთულია და დიდ თანხებთანაც არის დაკავშირებული, მაგრამ მისი გამოყენება ნაკლებ რისკებს ფლობს, ვიდრე ატომური მასალები. თანაც სინთეზი არ გამოყოფს სათბურის აირებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევები

კორონავირუსის ვაქცინამ შეშუპება და ანთება გამოიწვია მათში, ვისაც ფილერი აქვს

Moderna-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ იმ პაციენტების შეშუპება გამოიწვია, რომლებსაც გაკეთებული აქვთ კოსმეტიკური ფილერი ანუ ბუნებრივი შემავსებლები – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

FDA-ს საკონსულტაციო კომიტეტმა აღნიშნა სპეციფიკური გვერდითი მოვლენა Moderna COVID-19 ვაქცინაში, რომელშიც მონაწილეობდნენ ისინი, ვისაც აქვთ სახის კოსმეტიკური შემავსებლები გამოყენებული.

„ამ შემთხვევებში პაციენტებს ჰქონდათ შეშუპება და ანთება იმ უბანში, სადაც ჰქონდათ შემავსებელი შეყვანილი. რამდენიმე პაციენტს ვაქცინაციამდე ექვსი თვით ადრე, ლოყის შემავსებელი ჰქონდს და ერთ პაციენტს ვაქცინაციიდან ორი დღის შემდეგ გაუკეთეს ტუჩის შემავსებელი. ყველა მკურნალობდა სტეროიდებით და ანტი-ჰისტამინური საშუალბებით და ყველა მათი რეაქცია ჩაწყნარდა”, – განაცხადდა მედიკოსმა.

ექიმი ჩი ამბობს, რომ ამ რეაქციების გამოწვევა იმუნოლოგიას უკავშირდება.

FDA–ს ინფორმაციით ეს არ შეუშლის ხელს კოსმეტიკური ფილერების მქონე ადამიანებს ვაქცინა მიიღონ, და ყველა რეაქცია დერმის შემავსებლებზე სამდიცინო პერსონალის მიერ ადვილად აღმოიფხვრება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

თუ კოვიდინფიცირებულთან ურთიერთობა გიწევთ, მაგრამ ვირუსი არ გეკარებათ

იმ ფონზე, როდესაც საქართველოში კოროანვირუსის ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად ათასობით ვლინდება, საზოგადოებაში არსებობს კითხვები, რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანს არ დაემართოს კოვიდი.

ექიმი გიორგი ღოღობერიძე ლოგიკური მსჯელობის მაგალითზე ხსნის, რატომ არ ემართება ყველას კორონავირუსი.

ლოგიკური მსჯელობით, არგუმენტები ასეთია: 

  • ჩვენ რომ დაგვემართოს კოვიდი, აუცილებელია, რომ ინფიცირებულთან კონტაქტი გვქონდეს 15 წუთზე მეტხანს.
  • დისტანცია 2 მეტრზე ნაკლები უნდა იყოს.

ვირუსის რაოდენობა 

  • შეიძლება ადამიანი ინფიცირებულთან 15 წუთზე მეტხანს იყოს, 2 მეტრზე ნაკლები დისტანციითაც იდგეს, თუმცა ჩასუნთქვისას ვირუსი მცირე რაოდენობით მოხვდეს მის ორგანიზმში. თუ ეს რაოდენობა მცირეა, იმუნური სისტემა ვირუსს მაშინვე გაანადგურებს.

თანდაყოლილი იმუნიტეტი

  • ჩვენ გვაქვს ორი სახის იმუნიტეტი – თანდაყოლილი და ადაპტაციური (ანტისხეულები). თუ თანდაყოლილი იმუნიტეტი ძლიერია, სხეულში მოხვედრისთანავე ვირუსი ნადგურდება
  • სწრაფი რეგენერაცია (აღდგენა): მაგალითად ბავშვების შემთხვევაში მსუბუქად სწორედ იმიტომ მიმდინარეობს დაავადება, რომ დაზიანებულ უჯრედებს აღდგენის სწრაფი უნარი აქვთ. შესაძლოა სხეულში ვირუსი იყოს, თუმცა დაავადება არ განვითარდეს.
  • რეცეპტორების უჩვეულო ტიპი: იმისთვის, რომ ვირუსი სხეულში შემოიჭრას, მას რეცეპტორების სჭირდება. თუ ადამიანს ძლიერი რეცეპტორები აქვს, ვირუსით ვერ დაინფიცირდება და იგი უბრალოდ სხეულში ვერ შეაღწევს.
  • ადრე მოხდილი კოროანვირუსული დაავადება: კოვიდის გარდა კიდევ ბევრი მსგავსი დაავადება არსებობს. თუ თქვენ ადრე გქონდათ მსგავსი ინფექცია გაციების სახით, შეიძლება იმდროინდელი ანტისხეულები ჯერ კიდევ გიცავდნენ, ამიტომ ადამიანში დაავადება არ ვითარდება;
  • დამუხრუჭების სწრაფი უნარი: თუ ადამიანის ორგანიზმში D ვიტამინის საკმარისი რაოდენობაა, სპეციალური რეგულატორები ძალიან კარგად ამუხრუჭებენ ზედმეტ იმუნურ პასუხს.
  • ფიზიკურად აქტიურ ადამიანს ნაკლებად ემართება კოვიდი სიმპტომური სახით, რადგან ქსოვილები აქტიურ მდგომარეობაშია და მალე აღდგება.

ამის გამო შესაძლოა ბევრ ადამიანთან გქონდეს კონტაქტი, თუმცა დაავადება არ დაგემართოს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 32 33 34 35 36 98
Page 34 of 98