close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოა

დიეგო მარადონას კრემაცია აიკრძალა

არგენტინის სასამართლომ დიეგო მარადონას კრემაცია აკრძალა, რადგან ჯერ არ დასრულდება სადავო საქმე მარადონას მამობასთან დაკავშირებით, რაზეც სარჩელი 25 წლის გოგომ შეიტანა სასამართლოში და დნმ არის საჭირო  ტესტირებისთვის.

ლეგენდარული დიეგო მარადონა გასულ თვეს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა და დაკრძალეს ბუენოს-აირესის გარეუბანში მდებარე სასაფლაოზე. მას დარჩა 5 კანონიერი შვილი, გარდა ამისა, მედიის რწმუნებით მას  ქორწინების გარეშე სხვა 6 შვილი ჰყავს. ექვსი შვილიდან ერთ-ერთი არის 25 წლის მაგალი გილი(Magalí Gil), რომელიც დაზუსტებით ამბობს, რომ დიეგო მარადონა მისი ბიოლოგიური მამა იყო და ამის შესახებ ორი წლის წინ შეიტყო.

ქალბატონი გილი ითხოვს, რომ ჩატარდეს ტესტი მამობასთან დაკავშირებით და პროკურატურამ დნმ-ის ნიმუში წარმოადგინოს. მიუხედავად იმისა, რომ მარადონას ადვოკატმა Reuters-ს განუცხადა, რომ დიეგო მარადონას სხეულიდან დნმ-ის ნიმუში უკვე აღებულია, კრემაციის პროცესი დროებით მაინც აიკრძალება, სანამ სასამართლო არ დაადასტურებს შესაძლო შვილის არსებობას.

დიეგო მარადონას ქონება 37 მილიონ ფუნტად არის შეფასებული, მის ქონებაში ასევე შედის ძვირფასი ნივთები, მიწა, რამდენიმე ბინა და ინვესტიციები იტალიასა და კუბაში.

 

წყარო: REUTERS

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

Sanofi/GSK-ის კორონავირუსის ვაქცინის გამოშვება 2021 წლის ბოლომდე გადაიდო

ფრანგულმა კომპანია „სანოფმა“ და ბრიტანულმა „გლაქსოსმიზკლაინმა“ერთობლივად შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მიმდინარე კლინიკური ცდები შეწყვიტეს, რისი მიზეზიც, კომპანიების განმარტებით, ხანდაზმულ პაციენტებში გამოვლენილი არასაკმარისი იმუნური რეაქცია გახდა.

„კლინიკური ცდის შედეგებმა 18-დან 49 წლამდე ასაკის ადამიანებში კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების მსგავსი იმუნური რეაქცია აჩვენა, თუმცა უფრო ასაკოვან ადამიანებში იმუნური რეაქცია დაბალი იყო და ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ანტიგენის არასაკმარისი კონცენტრაციაა,“- აცხადებენ კომპანიებში.

პოტენციური ვაქცინაზე დაგეგმილი III ფაზის კვლევები, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დაწყებულიყო, გადაიდო. კომპანიების ინფორმაციით, ახალი, ფაზა 2ბ კვლევა  მომავალ წელს დაიწყება და ეფექტური ვაქცინის შექმნა,სავარაუდოდ, 2021 წლის ბოლოსთვის გახდება შესაძლებელი.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

შექსპირმა მიიღო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა

დიდმა ბრიტანეთმა უკვე დაიწყო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. 90 წლის მარგარეტ ქენანმა ისტორია დაწერა და მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც უკვე მიიღო Pfizer-ის ვაქცინა, ის შემდეგ კვირაში 91 წლის ხდება.

უილიამ შექსპირი, მაგრამ არა პოეტი, მწერალი და დრამატურგი, არამედ 81 წლის ადამიანი, რომელიც მის სახელს ატარებს, გახდა მსოფლიოში მეორე ადამიანი, რომელმაც უკვე გაიკეთა Pfizer-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა. შექსპირი, რა თქმა უნდა, კმაყოფილია, რადგან უკვე შეძლო ვაქცინის მიღება და იმედს გამოთქვამს, რომ შემდეგ წელს ნორმალური ცხოვრების რიტმს დაუბრუნდება.

საერთიანებულ სამეფოში  სამშაბათიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო ამერიკული და გერმანული კომპანიების, Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ წარმოებული ვაქცინით. ვაქცინა უნდა გაკეთდეს ორი ინექციით და ერთნაირი დოზით, 21-დღიანი შუალედით, პირველი ვაქცინა იმუნიტეტის გამომუშავებას იწყებს ვირუსის წინააღმდეგ, ხოლო მეორე დოზა გამაძლიერებელია და სრული შედეგი მეორე დოზის მიღებიდან 7 დღის შემდეგ მიიღება.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება საკმაოდ დიდი ხნით და მნიშვნელოვანია ისევ აქტიურად დავიცვათ წესები და შეზღუდვები.

წყარო: BBC NEWS

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკომუნიკაცია

Facebook Messenger-ის მუშაობაში გლობალური შეფერხება დაფიქსირდა

Facebook Messenger-ის მუშაობაში გლობალური შეფერხება დაფიქსირდა. სერვისთან წვდომისას პრობლემები ძირითადად ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ მომხმარებლებს შეექმნათ.

ვებ-გვერდ Downdetector-ის ინფორმაციით, მომხმარებელთა უმეტესობა (53%) შეტყობინებებს ვერ იღებს, სერვერთან წვდომა უჭირს მომხმარებელთა 31%-ს, 15%-კი აპლიკაციაში ავტორიზაციას ვერ ახერხებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

თურქეთიდან ჩინეთისკენ პირველი საექსპორტო მატარებელი დაიძრა, რომელიც საქართველოსაც გაივლის

პირველი სატვირთო საექსპორტო მატარებელი, რომელიც თურქეთიდან საქართველოს გავლით ჩინეთში უნდა ჩავიდეს, უკვე დაიძრა. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

მატარებელმა სტამბოლის ევროპული ნაწილიდან აიღო გეზი, ის მარმარაის გვირაბის შემდეგ ქოჯაელის პროვინციას, დედაქალაქ ანკარას, აღმოსავლეთ ყარსის პროვინციას გაივლის და საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, ახალქალაქის სადგურზე გაჩერდება. შემდეგ კი აზერბაიჯანისკენ გაემართება და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის და ყაზახეთის გავლით ჩინეთის სიანის პროვინციაში ჩავა.

ის ჯამში 8 693 კილომეტრს დაფარავს, და გადაკვეთს ორ კონტინენტს, ორ ზღვას და ხუთ ქვეყანას, რათა ტვირთი ჩინეთში ჩაიტანოს. რეისს 12 დღე დასჭირდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ქართველი დიდოსტატის სახელი NETFRIX-ის ახალ სერიალში გაჟღერდა

სავარაუდოდ თქვენ უკვე გსმენიათ NETFLIX-ის ახალი და ძალიან საინტერესო სერიალის ,,ლაზიერის გამბიტის” შესახებ, რომელიც ამერიკელი მოჭადრაკის ისტორიას მოგვითხრობს. სერიალის მთავარი გმირი ბეტ ჰარმონი ერთ-ერთ სერიაში, როდესაც იგი საბჭოთა კავშირში იმყოფება ჩემპიონატზე, ახსენებს ქართველ დიდოსტატს, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს,  ნონა გაფრინდაშვილს.

მართალია ბეტ ჰარმონის პერსონაჟი რეალური არ არის, მაგრამ ნონა გაფრინდაშვილი ნამდვილად იყო XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი. მისი პირველი ტიტულის მოპოვებიდან 50 წელზე მეტი გავიდა, ნონა კი ისევ აქტიურად განაგრძობს ასპარეზობას ტურნირებში. მისი აქტიურობა მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა შეაფერხა, მაგრამ  პანდემიის შემდეგ ისევ აპირებს ტურნირებში მონაწილეობას 79 წლის ასაკში.

სერიალში ,,ლაზიერის გამბიტი” ნონა გაფრინდაშვილზე ამბობენ, რომ არსებობს ქალი მსოფლიო ჩემპიონი, ნონა გაფრინდაშვილის სახით, რომელსაც კაც მოჭადრაკეებთან არასდროს უთამაშია. ეს კი ქართველი დიდოსტატისთვის მეტად გასაკვირი ინფორმაცია აღმოჩნდა, რადგან იმ პერიოდში, რომელსაც სერიალი აღწერს, ნონას უკვე ჰქონდა მოგებული ერთ-ერთი მთავარი ჩემპიონატი, რომელშიც მამაკაცები იღებდნენ მონაწილეობას. დიდოსტატის ამ კომენტარს შემდეგში NETFLIX გამოეხმაურა.

მიუხედავად ზემოთ ხსენებული უზუსტობისა, გაფრინდაშვილი იმედოვნებს, რომ ისეთი სერიალების გადაღება, როგორიცაა ,,ლაზიერის გამბიტი” მომავალშიც გაგრძელდება, რაც გავლენას მოახდენს ჭადრაკის დონის ამაღლებაზე და მეტ ყურადღებასა და ინტერესს გამოიწვევს ჭადრაკის მიმართ.

წყარო: Thomson Reuters Foundation

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

იუტის უდაბნოში აღმოჩენილი იდუმალი ობელისკი გაუჩინარდა

ლითონი იდუმალი ობელისკი, რომელიც აშშ-ში, იუტას შტატის უდაბნოში რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს, გაუჩინარდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ობიექტის გაუჩინარებას შტატის მიწების მმართველობის ბიუროში ადასტურებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ობელისკის დემონტაჟი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ განუხორციელებიათ. „ობიექტი უცნობმა მხარემ აიღო“, – აცხადებენ უწყებაში.

ობელისკი 18 ნოემბერს, ვერტმფრენიდან შენიშნეს. მას შემდეგ ინტერნეტ-მომხმარებლებმა ფოტოების მიხედვით მისი ადგილმდებარეობა დაადგინეს და ობიექტის სანახავად მიდიოდნენ. რამდენიმე დღის წინ კი ობიექტი გაუჩინარდა, თუმცა არა უკვალოდ – მიწაში ქანდაკების სამკუთხედი საძირკველი დარჩა.

ქანდაკების ინსტალაციაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასაქართველოტურიზმი

აფხაზეთის უნიკალური არქიტექტურა და ფრანგი ფოტოგრაფის სურეალისტური პეიზაჟები (ფოტოგალერეა)

2016 წელს ცნობილმა ფრანგმა ფოტოგრაფმა – აურელიენ ვილეტმა, აფხაზეთში იმოგზაურა და დააფიქსირა ის თვითმყოფადი და, ამავე დროს, განადგურების პირას მყოფი პეიზაჟები, რომელიც ურყევი დაპირისპირებით გამოწვეულმა მოვლენებმა წარმოშვა. ვილეტმა რეგიონში სურათების ორ სერია გადაიღო, თუმცა აქამდე ისინი არასდროს გამოქვეყნებულა, ამჟამად კი, ფოტოგრაფმა მათი ისტორია Lensculture.com-ზე გაუზიარა მკითხველს.

ფოტოსურათების პირველი სერია – ,,ტოპოფილია-აფხაზეთი”, გვიჩვენებს რეგიონის, მისი ნაგებობებისსა და ულამაზესი ორნამენტების, ფაქტობრივად, სურეალისტურ ხასიათს, რომელზეც დროთა დინება თავისებური კვალი დატოვა. სერია ძირითადად 1955 წლამდე აშენებულ ნაგებობებს აერთიანებს, მიტოვებული და დაშლის პირას მყოფი მონუმენტური აქტიტექტურა თითქმის წარმოუდგენელი და არარეალურია, რასაც განცალკევებული მდებარეობა კიდევ უფრო ამძაფრებს და შეიძლება ითქვას, რომ სურათებზე ასახული სივრცეები სადღაც სიზმარსა და რეალობას შორის არსებობს. მეორე სერიის – „ექსენტრიული მოგზაურობა აფხაზეთში“, შესაქმნელლად   ფოტოგრაფმა გამოიყენა ისეთი სტრუქტურები, რომლებსაც, როგორც წესი, არანაირი განსაკუთრებული მნიშნელობა არ გააჩნია, სერიის მიზანი იყო ჰეტეროგენული ატმოსფეროს – ქაოსის შექმნა, სხვადასხვა მონათხრობითა და ისტორიით.

,,ეს უჩვეულო სურათები, რომლებზეც ადამიანების ნიშანწყალიც არ ჩანს, მიუხედავად ამისა, თამამად ყვებიან უნიკალური ადგილისა და ადგილობრივი მოსახლეობის ისტორიას, რომელთა იდენტობამაც მე-20 საუკუნიდან მოყოლებული რადიკალური ცვლილებები განიცადა. აფხაზეთი ახლა სავსეა წარსულის, აწმყოსა და მომავლის დაძაბულობის მატარებელი ადგილებით” – ნათქვამია გამოცემაში.

 

წყარო: Lensculture.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

როდის არ არის გადამდები კოვიდინფიცირებული პირი: მარინა ენდელაძე

მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსისგან გამოწვეული შედეგები, საზოგადოების ნაწილმა თითქოს, ვერ გაიაზრა. ვრცელდება ინფორმაციები, რომ დაინფიცირებული პაციენტები, ქუჩაში თავისუფლად მოძრაობენ. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღავნელის, მარინა ენდელაძის განმარტებით, ადამიანების მაღალი პროცენტი ამ დაავადებას გადაიტანს. ზოგი უსიმპტომოდ, ზოგი საშუალოდ და მძიმედ. ამის შესახებ მან, საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, გადაცემაში „პირადი ექიმი”.

“თუ უსიმპტომოა პაციენტი, მაგრამ მას დაუდასტურდ კოვიდინფექცია, დადასტურებიდან 10 დღის შემდეგ, ის გადამდები აღარ არის. მას ტესტირება არ სჭირდება და შეუძლია გავიდეს საზოგადოებაში. რაც შეეხება სიმპტომიან პაციენტებს, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სიმპტომებით, 10 დღე და ამას დამატებული 3 უსიმპტომო დღე. ჯამში 13 დღის შემდეგ, უკვე გადამდები აღარ არიან.

„ინფექციის გადადება მეექვსე, მეშვიდე დღიდან უკვე ნაკლებია. შეიძლება, „პისიარ“ ტესტი იყოს დადებითი, თუმცა გადამდებლობა უკვე  5, 6, 7 დღის შემდეგ ნაკლებია. თუ 13 დღეა გასული, ის კატეგორიულად არ არის გადამდები, შეიძლება, ტესტი იყო დადებითი, მით უმეტეს „პისიარი“ არის ძალიან მგრძობიარე მეთოდი და შეიძლება, ვირუსის მკვდარი ნაწილაკებიც აღიქვას“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე თქმით, თუკი პაციენტს გამოუვლინდება ცხელება, რესპირატორული სიმპტომატიკა, ადინამია, თავის ტკივილი, ხველა, ყელის ზომიერი ტკივილი, ამ შემთხვევაში ტესტირება პირველივე დღიდან უნდა ჩაიტარონ.

“პისიარი არის ძალიან მგრძობიარე მეთოდი და შეიძლება, ვირუსის მკვდარი ნაწილაკებიც აღიქვას“.

შესაბამისად, მისი უტყუარობა დადასტურებულია. წესის მიხედვით, ყველა ოდნავი სიმპტომიანი ადამიანი ადამიანი სასურველია იყოს თვითიზოლაციაში 12 დღე. ეს მეტად დააზღვევს გარშემომყოფებს და შეამცირებს გავრცელებას”.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ინფიცირებული წაულებიდან კორონავირუსი ადამიანებში მუტირებული ფორმით გადავიდა, შეუშლის თუ არა ეს ხელს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას?

დანიის მთავრობამ რამდენიმე დღის წინ სენსაციური განცხადება გააკეთა – ქვეყანა 17 მილიონი წაულას დახოცვას აპირებს. ამის მიზეზი დანიაში წაულების ფერმებში ცხოველიდან ადამიანზე კორონავირუსის გადაცემის ფაქტების დაფიქსირებაა. სამეცნიერო წრეებში შეშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვი, რომ წაულებიდან ადამიანებზე კორონავირუსი მუტირებული ფორმით გადავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ გზით 200-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, წაულები კი მანამდე ფერმების დაინფიცირებული თანამშრომლებისგან დაავადდნენ.

კოპენჰაგენის Statens Serum Institute- ის მეცნიერები პირველები იყვნენ, რომლებმაც წაულების კორონავირუსის შტამში მუტაციის აღმოჩენის გამო განგაში ატეხეს.

”მუტაცია მუდმივად ხდება, მაგრამ ზოგჯერ ეს მუტაციები ხდება სპაიკ- ცილაში, კორონავირუსის სპაიკ- ცილა კორონავირუსის პოტენციური ვაქცინების სამიზნეა, რომლებზეც ჯერ კიდევ მუშაობენ, ასე რომ, ავღელდით მას შემდეგ, რაც დავინახეთ მუტაციები, რომლებიც ცვლის ამინომჟავებს და ამ ცილის ფორმას”, – განაცხადა Statens Serum Institute- ის პროფესორმა, ვირუსის კვლევის განყოფილების ხელმძღვანელმა ანდერს ფომსგარდიმ.

მეცნიერები შიშობენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულმა ამ ცხოველმა შესაძლოა კორონავირუსის ვაქცინის შექმნას შეუშალოს ხელი.

აღსანიშნავია, რომ წაულებში კორონავირუსის მუტაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო დიდმა ბრიტანეთმა მისი მოქალაქეობის არმქონე პირებს დანიიდან ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

დანია, რომელიც წაულის ბეწვის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, ერთადერთი ქვეყანა არაა, სადაც წაულების ფერმაში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა. ინფიცირების ფაქტები დადასტურდა ესპანეთში, შვედეთში, იტალიასა და აშშ-ში.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის სექტორის ოფიციალური წარმომადგენლების ინფორმაციით, ქვეყანაში აგვისტოს შემდეგ კორონავირუსისგან 15 000-ზე მეტი წაულა დაიხოცა.

აშშ-ის იმ შტატებში, სადაც წაულების კოვიდ 19-ით დაინფიცირების ფაქტები გამოვლინდა, აცხადებენ, რომ ისინი ცხოველების დახოცვას არ აპირებენ, ამ ეტაპზე მხოლოდ წაულების ფერმებში კარანტინის გამოცხადებით შემოიფარგლებიან და დანიაში არსებულ სიტუაციას აკვირდებიან.

წყარო : bbc.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 34 35 36 37 38 98
Page 36 of 98