close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოა

რატომ გვაქვს განსხვავებული სისხლის ჯგუფები

ადამიანები სისხლის ჯგუფით განსხვავდებიან. შეიძლება განსხვავებული სისხლის ჯგუფი გქონდეთ, ვიდრე ეს თქვენს ნაცნობს, მეგობარს და ოჯახის წევრს აქვს. თქვენი სისხლის ჯგუფის ცოდნა მნიშვნელოვანია სისხლის გადასხმისთვის და სხვა სამედიცინო საჭიროებებისთვის, რაც აჩენს კითხვას: რატომ აქვთ ადამიანებს სხვადასხვა სისხლის ჯგუფი? ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

არსებობს ოთხი ძირითადი სისხლის ჯგუფი: A, B, AB და O. თითოეული განისაზღვრება, იმით თუ რომლი ანტიგენია სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე. A ტიპის სისხლს აქვს A ანტიგენი სისხლის წითელ უჯრედებზე, B-ს აქვს B ანტიგენი, AB აქვს ორივე და O-ს არც ერთი.

“მონაცემები მტკიცედ მეტყველებს იმაზე, რომ მთელი მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სისხლის ჯგუფი, არის მალარია. თუ გადახედავთ რუკას იმის მიხედვით თუ სად ვხვდებით მალარიის პარაზიტსა და O ჯგუფის სისხლს ყველაზე მეტად, საოცარ კავშირს ნახავთ”, – თქვა დოქტორმა კლაუდია კონმა, მინესოტას უნივერსიტეტის სისხლის ბანკის სამედიცინო დირექტორმა.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, მალარიას აქვს სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, რომელმაც 2020 წელს მსოფლიოში 627 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მალარიის გამომწვევი პარაზიტის მატარებელ ადამიანებში, ინფიცირებული სისხლის წითელი უჯრედები გროვდება წვრილ სისხლძარღვებში, ბლოკავს სისხლს და ჟანგბადს, რომელიც ტვინში გადადის. მაგრამ O ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს მნიშვნელოვანი დაცვა აქვთ მალარიისგან. მაგალითად, 2007 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences, აჩვენა, რომ O ტიპის სისხლის მქონე ადამიანებს 66%-ით ნაკლები შანსი აქვთ მალარიის მძიმე ფორმის განვითარების, ვიდრე ეს სხვა სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანებშია.

ეს ნაწილობრივ მაინც იმიტომ ხდება, რომ მალარიის პარაზიტი აიძულებს ინფიცირებულ სისხლის წითელ უჯრედებს გამოყონ ცილა მათ ზედაპირზე, სახელად RIFIN, რომელიც მოქმედებს როგორც წებო. ის აქცევს არაინფიცირებულ სისხლის წითელ უჯრედებს ინფიცირებული სისხლის წითელი უჯრედის გარშემო, ნათქვამია 2015 წლის კვლევის მიხედვით ჟურნალ Nature Reviews Microbiology-ში. თუმცა, მაშინ, როცა RIFIN ძლიერად უკავშირდება A ტიპის სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირს, ის სუსტად “მაგრდება” O სისხლის წითელ უჯრედებზე.

მიუხედავად ამისა, სისხლის ჯგუფი არ არის ადამიანის სისხლის ერთადერთი ასპექტი, რომელიც გავლენას ახდენს მალარიის რისკზე. სისხლის ოთხი ძირითადი ჯგუფის ფაქტორების გარდა, არსებობს 15 სხვა ტიპის ანტიგენი, რომლებიც შეიძლება იყოს სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე, განუცხადა კონმა Live Science-ს. ერთ-ერთ მათგანს “დაფის ჯგუფი” ჰქვია. ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ეს ანტიგენი, შედარებით გამძლე არიან მალარიის ორი ძირითადი პარაზიტის მიმართ. “დაფის მიმართ” უარყოფითობა გავრცელებულია მთელს სუბსაჰარის აფრიკაში, სადაც მალარია ყველაზე გამორჩეულია, მაგრამ ის იშვიათად გვხვდება სხვაგან.

არსებობს საკმაოდ ბევრი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რატომ არის მალარიისადმი მიდრეკილ ადგილებში O ჯგუფის სისხლი ყველაზე ხშირად, მაგრამ ნაკლებად ნათელია, რატომ შეიძლება იყოს A, B და AB ტიპის სისხლი სხვაგან შედარებით მაღალი პროპორციებით. ზოგიერთი მეცნიერი დაავადების გავრცელების მიზეზს სისხლის სხვადასხვა ჯგუფებს შორის კავშირში ეძებს. მაგალითად, 2021 წელს ჟურნალ BioMed Research International-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სისხლის O ჯგუფის მქონე ადამიანებს უფრო მეტად აქვთ ქოლერა, ტუბერკულოზი და ყბაყურა. სხვა სისხლის ჯგუფების მქონე ადამიანებს უფრო მეტად აქვთ სხვა დაავადებები; მაგალითად, AB ტიპის სისხლის შემთხვევაში უფრო ხშირად ვხვდებით ჩუტყვავილას.

კონი არ თვლის ამ კავშირებს ბოლომდე დამაჯერებლად, თუმცა, ისინი ნამდვილად საინტერესოა. კონის თქმით, ეს კვლევები სრულად არ ადასტურებს მიზეზობრივ კავშირს სისხლის ჯგუფებსა და ამ დაავადებების გავრცელებას შორის. ეს კავშირები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა ფაქტორებით. თუმცა მალარიის შემთხვევა განსხვავებულია.

“მალარია ერთადერთია, სადაც ეს ფაქტორი მართლაც თავს იჩენს”, – ამბობს კონი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

დღეში 20 წუთი ძილი ახანგრძლივებს სიცოცხლეს: 5 მოულოდნელი ფაქტი დღის ძილის შესახებ

მაშინაც კი, თუ მშვენივრად გეძინათ, შეგიძლიათ დღის განმავლობაში 20-25 წუთი გამოყოთ ძილისათვის – ამ გზით თქვენარა მხოლოდ მოიხსნით დაღლილობას, არამედ შეინარჩუნებთ ჯანმრთელობას და ცოტათი გახანგრძლივებთ სიცოცხლესაც კი. გთავაზობთ 5 ფაქტს დღის ძილის შესახებ:

აუმჯობესებს მეხსიერებას და სწავლის უნარს

ყველას, ვისაც კი ოდესმე ლექციაზე ეძინა, ახსოვს ეს საოცარი მოვლენა. მონაცემები დასტურდება კვლევით: დღის ძილით ხანმოკლე შესვენება, პირველ რიგში, ინფორმაციის აღქმაზე პასუხისმგებელი ნეირონების გააქტიურების საშუალებას იძლევა და მეორეც, ადრე მიღებული ინფორმაციის სტრუქტურირებას უწყობს ხელს.

უფრო ჭკვიანს გვხდის

ამას ადასტურებენ NASA-ს მეცნიერები: მათი მონაცემებით, დღის განმავლობაში მხოლოდ 30 წუთიანი დასვენება საკმარისია კოგნიტური შესაძლებლობების 40%-ით გაზრდისთვის. მაგრამ არ დაიძინოთ ძალიან ბევრი: მნიშვნელოვანია, რომ ტვინს არ ჰქონდეს დრო ღრმა ძილის ფაზაში ჩაძირვის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, როცა გაიღვიძებთ, თავს ზედმეტად დაღლილად იგრძნობთ.

აუმჯობესებს კრეატიულობას

20 წუთი “გადატვირთვაც” საკმარისია ახლის შექმნისას საჭირო ასოციაციური აზროვნებისა და წარმოსახვის გასაუმჯობესებლად. ასე რომ, თუ რაიმე მნიშვნელოვან პრობლემას ვერ გადაჭრით, წადი დაიძინე 20-25 წუთი. წყარო

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევები

მკვლევრების თქმით, ლუციდური სიზმრის მომენტში ორი ადამიანი ერთმანეთთან დააკავშირეს

კალიფორნიაში დაფუძნებული სტარტაპი (REMspace) ირწმუნება, რომ მიაგნო მეთოდს, თუ როგორ დააკავშიროს ორი ადამიანი ლუციდური სიზმრების დროს.

REMspace-ის დამფუძნებელმა, მაიკლ რადუგამ განაცხადა, რომ კვლევის საბოლოო შეჯამებას 6-იდან 12 თვემდე დასჭირდება. ის იმედოვნებს, რომ ნაშრომს მომავალ წელს ფართო საზოგადოებასაც წარუდგენს.

ის რაც ამ ეტაპზე ვიცით ეყრდნობა პრესრელიზს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ლუციდური სიზმრების დროს ორი ადამიანი ერთმანეთს დაუკავშირდა.

რადუგას თქმით, ეს კომუნიკაცია ორჯერ მოხდა და მიუხედავად იმისა, რომ ის მარტივი ფორმისა იყო, ამ ყველაფერს ბევრად დიდი პოტენციალი აქვს.

ფართო გაგებით ლუციდური სიზმარია სიზმარი, რა დროსაც იცი რომ გძინავს. კვლევებმა აჩვენა, რომ მსგავსი სიზმრები აძლიერებს აქტივობას ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც ჩვეულებრივ მშვიდია ძილის დროს.

ეს არის ტვინის მდგომარეობა REM ძილსა და სიფხიზლეს შორის. მეცნიერებმა ზუსტად არ იციან რატომ და როგორ ჩნდება მსგავსი სიზმრები, მაგრამ კვლევები უთითებს, რომ ტვინის პრეფრონტალური და პარიეტალური რეგიონები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასეთ დროს.

ლუციდური სიზმრების “სპეციალისტებს” ნაწილობრივ თავისი სიზმრების კონტროლი შეუძლიათ, რა დროსაც ისინი სიზმრის სცენარს მართავენ. ასეთი სიზმრები რაღაცით ვირტუალურ რეალობასა და ჰიპერრეალისტურ ვიდეო თამაშებს ჰგავს, სადაც შემოქმედი თავად მოქმედი პერსონაჟი შეიძლება იყოს. თეორიულად, მსგავსი სიზმრების მართვა უდიდესი პოტენციალის მქონეა და მისი გამოყენება ყველაფრისთვის შეიძლება.

REMspace-ს რამდენიმე რეცენზირებული სამეცნიერო ნაშრომი აქვს, რომლებიც აღწერს თუ როგორ აკონტროლებდა ადამიანი ფიქრებს ლუციდური სიზმრისას.

რაც შეეხება ახალ პრესრელიზს, იქ აღნიშნულია, რომ მკვლევრები ორი ადამიანის ტვინის აქტივობას ლუციდური სიზმრისას აკვირდებოდნენ. როდესაც პირველი მონაწილე ლუციდურ სიზმარში შევიდა, მას ყურსასმენით სიტყვა გადასცეს.

მონაწილეები ერთმანეთთან სპეციალური მოწყობილობებით იყვნენ დაკავშირებული და სიზმრის დასრულების შემდეგ მეორე მონაწილემ აღნიშნა, რომ სიტყვა მანაც გაიგონა.

“სიზმრებში კომუნიკაცია სამეცნიერო ფანტასტიკა იყო, მაგრამ სულ მალე ეს ასე აღარ იქნება”, — აღნიშნა რადუგამ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ცეცხლი ყინულის წინააღმდეგ — ნახეთ, როგორ ფარავს ლავა ისლანდიის თოვლიან ლანდშაფტს

2024 წლის თებერვალში ისლანდიაში მდებარე ვულკანი სუნდნუქსგიგარი ამოიფრქვა. იქიდან გამოთავისუფლებულმა ლავამ გარშემო არსებულ თოვლიან ზედაპირზე დაიწყო დინება, რამაც გასაოცარი სანახაობა შექმნა. ამ კადრების გადაღება ჯერონ ვან ნიუვენჰუვმა შეძლო.

ვულკანის ეს აქტიურობა 2023-24 წლებში დაფიქსირებულ უფრო მასშტაბურ ამოფრქვევებს უკავშირდება, რამაც ქალაქ გრინდავიკში შენობების ნგრევაც კი გამოიწვია. რაც შეეხება უკანასკნელ მოვლენას, მისმა ამსახველმა ვიდეომ დიდი ყურადღება დაიმსახურა. კადრები იმდენად შთამბეჭდავია, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლებში გაჩნდა იმის ეჭვიც, რომ ისინი ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული. რა თქმა უნდა, ეს ასე არაა, რასაც ვიდეოს ავტორი ადასტურებს.

“ეს არაჩვეულებრივია, რადგან მშვენივრად გვიჩვენებს, რომ ბუნებას ჯერ კიდევ შეუძლია, თავისი უნიკალურობით გაგვაოცოს. ცხადყოფს იმასაც, რომ კონკრეტულ მოვლენებს ყალბად აღვიქვამთ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ვერ ვხსნით. საინტერესოა, არა?!”, — ამბობს ფოტოგრაფი.

ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ეს ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ეგონათ, ის იყო, რომ ლავასთან შეხებისას თოვლი ორთქლს არ წარმოქმნიდა. ამით თავად ფოტოგრაფიც დაინტერესდა და გაარკვია, რომ შესაძლებელია, ეს ლეიდენფროსტის ეფექტს უკავშირდებოდეს.

ამ დროს სითხე, რომელიც მისი დუღილის ნიშნულზე ბევრად ცხელ მატერიასთან ურთიერთქმედებს, ორთქლის იზოლირებულ შრეს წარმოქმნის, რაც სწრაფ დუღილს უშლის ხელს. ეს ნიშნავს, რომ ლავასთან შეხებისას ფორმირებულმა აირმა ცხელი ზედაპირის ზემოთ, სავარაუდოდ, თხევადი წვეთების შენარჩუნება განაპირობა, ამიტომ ორთქლის მაღლა ამავალი ნაკადი არ დაფიქსირებულა.

მეორე მიზეზად ნიუვენჰუვი ასახელებს, რომ კინოს სპეციალურმა ეფექტებმა საზოგადოებას ლავის მახასიათებლებზე არასწორი წარმოდგენა შეუქმნა. შესაბამისად, რეალური ლავის მოძრაობისა თუ გარემოსთან ურთიერთქმედების თავისებურებები ბევრი ადამიანისთვის უჩვეულოა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

გადაშენებული ბიბლიური მცენარე, 1000 წლის წინანდელი თესლიდან აღადგინეს – რა სამკურნალო თვისებები აქვს უძველეს ტექსტებში მოხსენიებულ ხეს

ბო­ტა­ნი­კო­სებ­მა 1980-იან წლებ­ში, იუ­დე­ის უდაბ­ნოს გა­მოქ­ვა­ბულ­ში ნა­პოვ­ნი 1000 წლის წი­ნან­დე­ლი თეს­ლი­დან გა­და­შე­ნე­ბუ­ლი ხის სა­ხე­ო­ბის აღ­დგე­ნა და გაზ­რდა შეძ­ლეს.

პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი მკვლევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მცე­ნა­რის სა­ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც დღეს გა­და­შე­ნე­ბუ­ლია, შე­იძ­ლე­ბა სწო­რედ ის “სას­წა­ულ­მოქ­მე­დი“ ხეა, რო­მე­ლიც ბიბ­ლი­ა­ში და სხვა ძველ ტექ­სტებ­შია ნახ­სე­ნე­ბი, რო­გორც “სამ­კურ­ნა­ლო ბალ­ზა­მის წყა­რო“.

იე­რუ­სა­ლი­მის ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე ვადი ელ-მა­კუ­კის რე­გი­ონ­ში არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბის დროს აღ­მო­ჩე­ნი­ლი უძ­ვე­ლე­სი თეს­ლი ხე­ლუხ­ლე­ბელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. თუმ­ცა თავ­და­პირ­ვე­ლად ად­გილ­ზე მყო­ფებ­მა მხო­ლოდ თეს­ლი­დან ვერ შეძ­ლეს ხის ტი­პის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა.

თეს­ლი ათზე მეტი წლის წინ ჰა­და­სას უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში დარ­გეს. პრო­ცესს დოქ­ტო­რი სარა სა­ლო­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მან იე­რუ­სა­ლიმ­ში ლუი ლ. ბო­რი­კის ბუ­ნებ­რი­ვი მე­დი­ცი­ნის კვლე­ვის ცენ­ტრი და­ა­არ­სა. სა­ლონ­მა თქვა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ხე შე­იძ­ლე­ბა იყოს ბიბ­ლი­უ­რი მცე­ნა­რე – “ცორი“, რო­მე­ლიც სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და.

  • რო­გორ აღად­გი­ნეს გა­და­შე­ნე­ბუ­ლი მცე­ნა­რე

თეს­ლი ჰორ­მო­ნე­ბი­თა და სა­სუ­ქით შე­რე­ულ წყა­ლით გაჟღინ­თეს, შემ­დეგ სტე­რი­ლურ ნი­ა­დაგ­ში გა­დარ­გეს და მცე­ნა­რემ ნელ-ნელა ზარ­და და­ი­წყო.

“და­ახ­ლო­ე­ბით ხუთ­ნა­ხე­ვა­რი კვი­რის შემ­დეგ, კვირ­ტი გა­მოჩ­ნდა“, – თქვა სა­ლონ­მა.

ჯგუფ­მა მცე­ნა­რის ასა­კის შე­სა­ფა­სებ­ლად რა­დი­ო­კარ­ბო­ნუ­ლი და­თა­რი­ღე­ბის ხერ­ხი გა­მო­ი­ყე­ნა და და­ას­კვნეს, რომ ის 993 – დან 1202 წლამ­დე თა­რიღ­დე­ბა.

ჯგუ­ფი ვა­რა­უ­დობს, რომ მცე­ნა­რე მი­ე­კუთ­ვნე­ბა Commiphora-ს ოჯახს. ამ ჯგუფ­ში შე­დის და­ახ­ლო­ე­ბით 200 სა­ხე­ო­ბის ხე, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად აფ­რი­კა­ში, მა­და­გას­კარ­სა და არა­ბე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე გვხვდე­ბა.

შეს­წავ­ლის შე­დე­გად, მეც­ნი­ერ­თა ჯგუფ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა რომ ხე შე­ი­ცავს ნივ­თი­ე­რე­ბებს, რო­მე­ლიც სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბის შექ­მნი­სას გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მათ შო­რის “გუგ­გულ­ტე­რო­ლებს“, რო­მე­ლიც კი­ბოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ტენ­ცი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბად მი­იჩ­ნე­ვა.

”ამ ყვე­ლა­ფერ­ზე დაყ­რდნო­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს არ არის “იუ­დე­უ­რი ბალ­ზა­მი“, ეს არის მისი ახლო ბი­ძაშ­ვი­ლი და ერთ-ერთი არა არო­მა­ტუ­ლი ხე-მცე­ნა­რე რო­მე­ლიც სამ­კურ­ნა­ლო ნა­ერ­თე­ბის სა­გან­ძუ­რია”, – თქვა ჯგუ­ფის ლი­დერ­მა..

წყა­რო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

კლონირებულმა დედოფალამ ისტორიაში პირველად ჯანსაღი შთამომავლობა გააჩინა

კლონირებულ დედოფალა ანტონიას, რომელიც ცხოველთა ამ სახეობის აღდგენის პროექტში მონაწილეობს, ორი ჯანმრთელი შთამომავალი გაუჩნდა.

გამოცემა Interesting Engineering-ის ინფორმაციით, ანტონია პირველი კლონირებული დედოფალაა, რომელიც დედა გახდა.

ანტონია დედოფალა ვილას კლონია, რომლის დნმ ჯერ კიდევ 1988 წელს იყო შეგროვებული და გაყინულ მდგომარეობაში სან-დიეგოს ზოოპარკში ინახებოდა. ვილა მნიშვნელოვანი გენეტიკური მრავალფეროვნების მატარებელი იყო, შესაბამისად, ანტონიას შთამომავლები პოპულაციის გენეტიკური მდგრადობის ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვნები არიან. სპეციალისტების თქმით, ამ ცხოველებისგან მიღებული გენეტიკური ხაზები დედოფალების მთელი სახეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შეუწყობენ ხლებს.

შავფეხა დედოფალების კლონირების პროექტი 2020 წელს დაიწყო. ამ სახეობის პოპულაციის მნიშვნელოვანი კლება მე-20 საუკუნეში, ბინადრობის არეალის დაკარგვისა და ეპიდემიების გამო დაიწყო. 1980-იან წლებში ისინი გადაშენებულებად ითვლებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ვაიომინგში რამდენიმე ცხოველი აღმოაჩინეს, რამაც გამრავლებისა და კლონირების პროგრამას მისცა სტარტი. დღეს თითქმის ყველა შავფეხა დედოფალა, კლონების გამონაკლისით, ველურ ბუნებაში აღმოჩენილი 7 ცხოველის შთამომავალია.

დედოფალა, სინდიოფალა (Mustela nivalis) არის ძუძუმწოვარი ცხოველი კვერნისებრთა ოჯახიდან. ის ერთ-ერთი ყველაზე პატარა მტაცებელია. მისი სხეულის სიგრძეა 13-26 სმ, კუდისა – 1,4-9 სმ, წონა – 30-250 გ-მდე. აქვს ხშირი, მოკლე ბეწვით დაფარული მეტად მოქნილი სხეული.

გავრცელებულია ევროპაში, აზიაში (გარდა სამხრეთისა), ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოშიც ბევრგან გვხვდება. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ორი: დიდი კავკასიური დედოფალა (M. n. dinniki), ბინადრობს უფრო მთიან ადგილებსა და ტყეებში, და მცირე კავკასიური დედოფალა (M. n. caucasica), ბინადრობს მეტწილად ღია ადგილებში. ხშირად ორივე ქვესახეობა ერთსა და იმავე ადგილზე გვხვდება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ჩინეთში აშენებულმა ახალმა გზამ 10 მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ჩინეთში სატრანსპორტო დერეფანი შენჩჟენი-ჩჟუნსანი გაიხსნა. ის ორი ხიდის, ორი ხელოვნური კუნძულისა და წყალქვეშა გვირაბისგან შედგება.

სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობა 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისმა გახსნამ კი გუანდუნის პროვინციის ორ ქალაქს შორის მოგზაურობის დრო 2 საათიდან 30 წუთამდე შეამცირა.

მედიის ინფორმაციით, ახალმა არქიტექტურულმა პროექტმა 10 ტექნიკური მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

აშშ-ში ფრინველის გრიპით ღორის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ორეგონის შტატში, ფერმაში ღორს ფრინველის გრიპი (H5N1) დაუდგინდა. აშშ-ში ეს პირველი ასეთი შემთხვევაა.

“ეს ფერმა არაკომერციულია და იქ წარმოებული ხორცი ბაზარზე არ იყიდებოდა. შესაბამისად, ამ ეტაპზე ბაზარზე არსებულ ღორის ხორცში საფრთხე არ არის”, — აღნიშნულიააშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის განცხადებაში.

ანალიზის შემდეგ ფერმაში მყოფი ღორების ევთანაზია მოხდა.

ვირუსის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად ფერმა კარანტინში მოაქციეს და მეთვალყურეობის ქვეშ არიან ფერმაში მყოფი სხვა ცხოველებიც.

ჯანდაცვის ექსპერტებმა გამოთქვეს შეშფოთება ფრინველის გრიპით ინფიცირებული ძუძუმწოვრების მზარდი რაოდენობის გამო. გაზრდილმა ცირკულაციამ შეიძლება გააჩინოს სახიფათო მუტაციები, რომლებიც საბოლოოდ ადამიანებზეც გადავა.

თუმცა, უშუალოდ ღორში არსებულ ვირუსში რაიმე სახიფათო მუტაცია ჯერ არ აღმოუჩენიათ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწაეს საინტერესოარელიგია და მეცნიერება

მეცნიერებმა 1000-წლოვანი თესლიდან ბიბლიაში ნახსენები გადაშენებული ხე გაზარდეს🌱

ბოტანიკოსებმა ათასწლოვანი თესლიდან ბიბლიაში ნახსენები გადაშენებული ხე გაზარდეს.

CNN-ის ინფორმაციით, თესლი 1980-იან წლებში, იუდეის უდაბნოში, ერთ-ერთ გამოქვაბულში იპოვეს. რადიონახშირბადულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ის 993-1202 წლებში გაჩნდა. მის გახარებაზე კი მუშაობდნენ მეცნიერები ისრაელიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან და შვედეთიდან.

ახლა ხის სიმაღლე 3 მეტრს აღწევს. მის გაზრდაზე მეცნიერებმა 14 წელი დახარჯეს, თუმცა მას ნაყოფი ჯერ არ გამოუტანია, ამიტომ სპეციალისტები ვერ ადასტურებენ, რა სახეობას მიეკუთვნება მცენარე.

თუმცა, მათი ვარაუდით, ის შეიძლება „იუდეის ბალზამთან“ იყოს დაკავშირებული, რომელიც არაერთხელ იყო ნახსენები ბიბლიაში. ბიბლიურ ტექსტებში ამ ბალზამს „ცორის“ უწოდებენ და იმ ხის ფისისგან აწარმოებდნენ, რომელიც იმ დროს საკმაოდ ძვირადღირებული იყო, მისი ექსპორტი კი რომის იმპერიის მთელს ტერიტორიაზე ხორციელდებოდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ილონ მასკი აცხადებს, რომ Neuralink-ის ახალი იმპლანტი უსინათლო ადამიანებს მხედველობას დაუბრუნებს

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ მისი კომპანია Neuralink-ის ახალი იმპლანტი Blindsight უსინათლო ადამიანებს მხედველობას დაუბრუნებს.

„ეს მოწყობილობა მხედველობის უნარს დაუბრუნებს მათაც კი, ვინც ორივე თვალი და მხედველობის ნერვებიც დაკარგა. იმ შემთხვევაში თუ მხედველობის ქერქი არ არის დაზიანებული, მოწყობილობა მხედველობის უნარს უსინათლოდ დაბადებულებსაც შესძენს“, – აცხადებს მასკი.

ბიზნესმენის თქმით, თავიდან Blindsight-ი გამოსახულებას დაბალი რეზოლუციით გადასცემს, მაგრამ საბოლოო ჯამში შეიძლება ბუნებრივ მხედველობასაც აჯობოს და მისი მომხმარებელი სამყაროს ინფრაწითელ და ულტრაიისფერ სპექტრშიც დაინახავენ.

Blindsight-მა უკვე მიიღო „გამრღვევი მოწყობილობის“ სტატუსი აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების მარეგულირებელი სააგენტოსგან (FDA), რაც მისი გამოყენების დაწყებას დააჩქარებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 6 98
Page 4 of 98