close

ეს საინტერესოა

გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამედიცინა

მეცნიერებმა ბიონიკური თვალი შექმნეს, რომელსაც ტვინის იმპლანტის გამოყენებით მხედველობის აღდგენა შეუძლია

მკვლევარებმა ბიონიკური თვალი შექმნეს, რომელსაც მათი თქმით, ტვინის იმპლანტის საშუალებით მხედველობის აღდგენა შეუძლია.

„მას შეუძლია მომხმარებელს დამატებითი შესაძლებლობები მისცეს შიდა და გარე გარემოში ორიენტაციაში უფრო მარტივად გარკვევისთვის, აგრეთვე მიაწოდოს ინფორმაცია ადამიანებისა და საგნების ადგილმდებარეობის შესახებ,“ – აცხადებენ ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მეცნიერები.

სიბრმავეს უმეტეს შემთხვევაში მხედველობის ნერვების დაზიანება იწვევს, რომლებიც ბადურას ტვინთან აკავშირებს.

ხედვის ეს ახალი სისტემა, რომელსაც Gennaris უწოდებენ, გვერდს უვლის ასეთ დაზიანებას და, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს უსინათლო ადამიანების მკურნალობის საშუალებას იძლევა.

Gennaris სისტემა შედგება თავზე დასამაგრებელი მოწყობილობისგან, რომელიც მოიცავს კამერას, უკაბელო გადამცემს და ხედვის დამამუშავებელ დანადგარს – აგრეთვე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც კომპონენტებს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალებას აძლევს.

ამასთანავე საჭიროა ცხრა მილიმეტრიანი კვადრატული ფორმის ფილები, რომელთა ტვინში ჩასმა შესაძლებელია.

ვიდეო კამერა ათვალიერებს შინაარსს, რომელიც დასამუშავებლად  ხედვის პროცესორს ეგზავნება.

ამის შემდეგ მონაცემები უსადენოდ გადაეცემა თითოეულ ფილას, რომელიც მონაცემებს ელექტრულ იმპულსებად გარდაქმნის და ამ გზით მიკროელექტროდების საშუალებით ტვინს ასტიმულირებს.

სისტემა თავდაპირველად ცხვრებზე დატესტეს, კვლევის შედეგები კი ჟურნალ Journal of Neural Engineering-ში გამოქვეყნდა.

წყარო : independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევები

იწვევს თუ არა ყველი დამოკიდებულებას

მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერები დაინტერესდნენ, რა იწვევს იმას, რომ ზოგიერთ საკვებზე დამოკიდებული ვხდებით.

კვლევის ფარგლებში მათ რამდენიმე ასეული ადამიანი გამოკითხეს და დაადგინეს, რომ დამოკიდებულებას ყველზე მეტად ყველის შემცველი საკვები პროდუქტები იწვევენ.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ყველი შეიცავს ქიმიკატ კაზეინს რომელიც ნარკოტიკებში გვხვდება. დამუშავების შემდეგ, ის გარდაიქმნება კაზომორფინად. კაზომორფინს კი ოპიუმის ეფექტი აქვს.

ამ ნივთიერებას, რომელიც რძის ყველა  პროდუქტშია, ტვინში ოპიოიდური რეცეპტორების გამოწვევა შეუძლია, რომლებიც დაკავშირებულია დამოკიდებულებასთან.

კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Public Library of Science One-ში გამოქვეყნდა.

Independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოამედიცინა

მეცნიერების რჩევები – რა რაოდენობის წყალია საჭირო ჩვენი ორგანიზმისთვის?

წყალი არის წყალბადის და ჟანგბადის ნაერთი, რომელიც მარტივი ფორულით გამოისახება – H2O. წყალი ადამიანის ორგანიზმის მასის 70% შეადგენს.

წლის ცხელ დროს გაცილებით მეტ სითხეს ვკარგავთ და, შესაბამისად, წყლის რაოდენობაც უნდა გაიზარდოს.

ვერ ერთი ცოცხალი ორგანიზმი ვერ იცოცხლებს წყლის გარეშე. ადამიანისთვის წყალი გაცილებით მნიშვნელოვანი ბუნებრივი სიმდიდრეა, ვიდრე ნავთობი, რკინა თუ ძვირფასი ქვები – იმიტომ, რომ მას ვერაფრით შევცვლით.

წყალი ყველა ადამიანმა სხვადასხვა რაოდენობით უნდა მიიღოს,  წონისა და ფიზიკური აქტივობის გათვალისწინებით – მინიმუმ, 1.55–დან მაქსიმუმ 3.90 ლიტრამდე.

 

 

წყარო:  Sciencealert.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოა

მას შემდეგ, რაც ვენერაზე სიცოცხლის შესაძლო კვალს მიაგნეს, რუსეთში ამბობენ, რომ ეს პლანეტა “რუსულია”

მას შემდეგ, რაც ვენერაზე სიცოცხლის შესაძლო კვალს მიაგნეს, რუსეთში ფიქრობენ, რომ ის არც მეტი, არც ნაკლები რუსული პლანეტაა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ როსკოსმოსის ხელმძღვანელმა, დმიტრი როგოზინმა განაცხადა.

როგოზინის მტკიცებით, რუსები იყვნენ პირველები, ვინც ამ პლანეტის შესწავლა დაიწყეს და “მართალია ვენერაზე ჯოჯოხეთია”, “მაგრამ მაინც მათია”. ამავდროულად, როგოზინი ეჭვის ქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რომ ასტრონომებმა ვენერაზე სიცოცხლის შესაძლო კვალს მიაგნეს.

როგოზინმა აღნიშნა, რომ ვენერას შესასწავლი ექსპედიცია, Venera-D, აშშ-სთან ერთად 2027-2029 წლებში ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ ახლა ფიქრობენ, დამოუკიდებელი რუსული ექსპედიცია უფრო ადრე, 2021-2030 წლებში გაუშვან, იმ არგუმენტით, რომ ვენერა “მაინც რუსული პლანეტაა”.

მეცნიერთა გუნდის თქმით, მათ ვენერას მჟავურ ღრუბლებში აღმოაჩინეს აირი, სახელად ფოსფინი, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენს მეზობელ პლანეტაზე მიკრობები შეიძლება არსებობდნენ.

მკვლევრებს თავად სიცოცხლის ფორმებისთვის არ მიუგნიათ, თუმცა საქმე ისაა, რომ ფოსფინი დედამიწაზე იმ ბაქტერიისგან წარმოიქმნება, რომელიც უჟანგბადო გარემოში არსებობს. ასტრონომთა საერთაშორისო გუნდმა ეს ნაერთი პირველად ჰავაიში მდებარე ჯეიმს კლერკ მაქსველის ტელესკოპით შენიშნა, შემდეგ კი აღმოჩენა ჩილეში მდებარე ატაკამას რადიო ტელესკოპით გადაამოწმა.

ფოსფინი — ფოსფორის ატომი, რომელზეც წყალბადის სამი ატომია მიერთებული — ადამიანებისთვის ძალიან მომწამვლელია.

მკვლევართა თქმით, მათ ვენერას ღრუბლებში ფოსფინის კონცენტრაციის არსებობის ამხსნელი არაბიოლოგიური წყაროები — ვულკანური მოვლენა, მეტეორიტები, ელვა და სხვადასხვა ქიმიური რეაქცია — გააანალიზეს, მაგრამ არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა დამაჯერებელი.

კვლევა ახლაც მიმდინარეობს, რათა მეცნიერებმა ან სიცოცხლის არსებობის დადასტურება შეძლონ, ან ალტერნატიულ ახსნამდე მივიდნენ.

წყარო : on.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

მალაიზიელმა კაცმა მობილურში მაიმუნის „სელფები“ აღმოაჩინა

მალაიზიაში კაცმა მობილურ ტელეფონში მაიმუნის „სელფები“ აღმოაჩინა, – ამის შესახებ BBC წერს.

ირკვევა, რომ კაცმა მობილური რამდენიმე დღის წინ დაკარგა და ის მოგვიანებით, საკუთარი სახლის მიმდებარედ არსებულ ტყეში იპოვა.

ფოტოებთან ერთად, ტელეფონში ვიდეოც დახვდა. ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოავიდეო

ისრაელში დაობლებული ორბის ბარტყი სამხედრო დრონით გამოკვებეს / ვიდეო /

ივნისში ისრაელში, უდაბნო ნეგევში მაცხოვრებელ ორბის ბარტყს დედა მოუკვდა. იქიდან გამომდინარე, რომ პატარა ორბს მხოლოდ მამა დარჩა, ადგილობრივმა ბუნების დამცველებმა ჩათვალეს, რომ მამა ორბი მარტო ვერ გაუმკლავდებოდა ბარტყის გაზრდას და მისი დახმარება გადაწყვიტეს.

ცხოველთა დამცველებს შეეძლოთ, ალპინისტების დახმარებით, ორბის ბარტყი ბუდიდან წამოეყვანათ, გამოეკვებათ, გაეზარდათ და შემდეგ დაებრუნებინათ ბუნებრივ გარემოში. თუმცა მათ გადაწყვიტეს სხვა ხერხისთვის მიემართათ და სამხედრო დრონი გამოეყენებინათ.

უპილოტო საფრენმა აპარატმა ბარტყის დედა ჩაანაცვლა. ორ-სამ დღეში ერთხელ დრონს ბუდესთან ცილოვანი საკვები მიჰქონდა და ბარტყს უგდებდა. მამა ორბი მალევე მიეჩვია “დედა დრონს” – ასე შეარქვეს დრონს ორგანიზაცია Israel Raptor Nestcam-ის წევრმა ბუნების დამცველებმა.

თითქმის ერთი თვის შემდეგ, 26 ივლისს 136 დღის ახალგაზრდა ორბი პირველად გაფრინდა.

ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ, როგორ მიაქვს დრონს საკვები ბარტყთან და მისი პირველი გაფრენა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

როგორ ავამუშავოთ ხელოვნური ინტელექტი ჩვენი კომპანიის სასარგებლოდ?

ხელოვნური ინტელექტი უკვე იმდენად აქტუალური თემა გახდა, რომ რთულია ყველა ადამიანს არ შეემჩნია მისი მნიშვნელობა დღევანდელობაში. მსოფლიო იმდენად სწრაფად ვითარდება და იცვლება, რომ ადამიანების უმრავლესობას უჭირს აყოლა, ელონ მასკმა და სტეფან ჰოუკინგმა განაცხადეს, რომ კომპანებისთვის ძალიან დიდი წინსვლა იქნება, თუ ხელოვნური ინტელექტი გახდება მათი დამხმარე და შეასრულებს იმავე სამუშაოს, რასაც  აქამდე ადამიანები ასრულებდნენ. შეცდომები, რომლებსაც ადამიანები უშვებნდენ შემცირდება, რადგან ხელოვნური იტელექტი დაპროგრამებული იქნება ერთ კონკრეტულ დავალებაზე, რაც აღმოფხვრავს შეცდომების დაშვებას, აგრეთვე დაიზოგება ენერგია, რომელსაც ადამიანები ხარჯავდნენ წლების მანძილზე.

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიტექნოლოგიები

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვიდეოთამაშები ტვინისთვის სასარგებლოა

ვიდეოთამაშები არ აჩლუნგებს თქვენს ტვინებს და არ არის ეშმაკისეული, როგორც ძირითადად მშობლები ამბობენ ხოლმე. არა მხოლოდ გართობის მიზანი აქვს ვიდეოთამაშებს, არამედ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტვინისთვის სარგებელიც კი მოაქვს.

3Dთამაშები ზრდის მახსოვრობის დონეს, ადამიანი უკეთ აღიქვამს ვირტუალურ სამყაროს და თითქოს რეალობაში ხედავს ყველაფერს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უმრავლესობა ადამიანებისა, რომლებიც 3Dთამაშს თამაშობს, ვერ ხვდება რეალურად ხედავს ყველაფერს, თუ ვირტუალურად, შესაბამისია მათი მოქმედებები და რეაქციებიც.

ზოგი გამოკვლევა ამტკიცებს, რომ ვიდეოთამაშები ადამიანს უფრო სხარტსა და ჭკვიანს ხდის. კვლევა ჩაატარეს იმ ადამიანებზე, რომლებსაც არასდროს უთამაშიათ მსგავსი თამაშები, რამდენიმე კვირის განმავლობაში ისინი დღეში 1 საათი უთმობდნენ ვიდეოთამაშებს, რამაც შედეგი გამოიღო რამდენიმე კვირის შემდეგ მათი მოქმედებები უფრო სხარტი იყო, მეტად უფიქრდებოდნენ წვრილმანებსაც კი.

 

წყარო:  Sciencealert.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

BBC: როდის იქნება მზად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად 200-მდე ჯგუფი მუშაობს. BBC-ი აქვეყნებს სტატიას, რომელშიც სვამს კითხვას – როდის იქნება მზად პრეპარატი, რომლის გამოყენებასაც შევძლებთ.

გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ადამიანებზე ტესტირების ფაზაზე უკვე 18 პრეპარატია. ჯერჯერობით არავინ იცის როდის დაიწყება ვაქცინის მასობრივი გამოყენება, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პირველი პრეპარატის მოხმარება 2021 წლის შუა პერიოდში დაიწყება. ამასთან, არ არსებობს იმის გარანტია, რომ პრეპარატი ეფექტიანი იქნება.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვირუსის სწრაფი გავრცელებისთვის მისდამი იმუნიტეტი მოსახლეობის 60-70%-ს უნდა ჰქონდეს (კოლექტიური იმუნიტეტი).

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

შავი ჭირი, რომლის პრევენციის მიზნით ჩინეთის ხელისუფლებამ საფრთხის მესამე დონე გამოაცხადა

ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რეგიონში მდებარე ქალაქ ბაიანნურში ბუბონური შავი ჭირის პრევენციის მიზნით საფრთხის მე-3 დონე გამოაცხადა.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი რეგიონში ბუბონური შავი ჭირის ერთი დადასტურებული და ერთი საეჭვო შემთხვევა გახდა.

ბუბონური შავი ჭირი ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული დაავადებაა, რომელიც „შავი სიკვდილის“ სახელითაცაა ცნობილი.

დაავდეებას მე-14 საუკუნეში 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლ შეეწირა აფრიკაში, აზიასა და ევროპაში. 1965 წელს დიდი ჭირიანობის დროს ლონდონის მოსახლეობის მეხუთედი დაღუპა, მე-19 საუკუნეში, ჩინეთსა და ინდოეთში გავრცელებული შავი ჭირის ეპიდემიის გამო კი 12 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

თუმცა დღეს აღნიშნული დაავადების მკურნალობა ანტიბიოტიკებით შეიძლება. მკურნალობის გარეშე დაავადების ფატალობის მაჩვენებელი 30-60%-ია.

დაავადება ადამიანებზე ცხოველებიდან რწყილების საშუალებით გადადის. მისი სიმპტომებია : მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, გულისრევა, სისუსტე და ლიმფური კვანძების გადიდება კისრის არეში, იღლიასა და საზარდულში.

წყარო : bbc.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 38 39 40 41 42 98
Page 40 of 98