close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოა

ენტონი ფაუჩი: შეიძლება, კორონავირუსმა სეზონური ხასიათი შეიძინოს

ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსმა, შეიძლება, სეზონური ხასიათი შეიძინოს. როგორც აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ამბობს, თუკი მსოფლიო შეძლებს, პანდემია გააკონტროლოს, „ძალიან კარგი შანსი არსებობს, რომ ვირუსმა მომავალ სეზონამდე ძალა დაკარგოს“.

ეს განცხადება იმასაც ნიშნავს, რომ covid-19-ის ბოლომდე დამარცხება შეუძლებელია, თუმცა ვირუსის სეზონური ბუნება, თუ ის გამოვლინდა, მსოფლიოს სერიოზულ დროს მოაგებინებს.

“ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რადგან ვირუსს ამ პლანეტას ბოლომდე ვერ მოვაშორებთ, ახალ სეზონზე ვირუსის მოქმედება შეიძლება განახლდეს”, – აღნიშნა ფაუჩიმ.

მისი თქმით, ამერიკის ფედერალური მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ვაქცინის შექმნა დაჩქარდეს.

“იმედი გვაქვს, რომ თუ ვირუსის მოქმედება მართლაც განახლდება, ჩვენ მას გაცილებით მზად დავხვდებით – მკურნალობის ისეთი მეთოდებით და საშუალებებით, რაც აქამდე არ გვქონდა”, – აცხადებს ფაუჩი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, მუშაობა 40-ზე მეტ ვაქცინაზე მიმდინარეობს. მათ ნაწილს უკვე ადამიანებზე ცდიან. ფაუჩის შეფასებით, აშშ-ს ვაქცინის შესაქმნელად 12-18 თვე დასჭირდება.

ყველა შეფასებით, ეს ძალიან ოპტიმისტური პროგნოზია, თუმცა, ბიზნესი, როგორც ჩანს, ფაუჩის პროგნოზს ენდობა, რადგან მაგალითად, ბილ გეითსმა, უკვე დაიწყო ადრეული ექსპერიმენტების ფინანსური მხარდაჭერა.

წყარო : bm.ge 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიო

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულების სიკვდილიანობა რეკორდულად დაეცა

იტალიაში ბოლო 14 დღის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID 19-ს 525 ადამიანი ემსხვერპლა, რაც 19 მარტიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ასევე შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ჰოსპიტლებში იმყოფება ან ვისაც ინტენსიური მკურნალობა ესაჭიროება.

იტალიაში ინფიცირების 124 632 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 15 362 პაციენტი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაეს საინტერესოა

ჩერნობილში რადიოაქტიური ტყე იწვის

ხანძარი გაჩნდა უკრაინის აკრძალულ ზონაში. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ 20 ჰექტარზე რადიოაქტიური ტყე იწვის.

უკრაინის ხელისუფლებამ ადგილზე 90-მდე მეხანძრე-მაშველი გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის სამოქალაქო დაცვის სააგენტო ავრცელებს.

ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციაში ვერტმფრენი და ორი წყლისშემაგროვებელია ჩართული..

ჩერნობილში ატომური ელექტროსადგურის ავარია 1986 წლის აპრილში მოხდა. მას შემდეგ, მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ოდენობით რადიოაქტიური ნივთიერებები მიმოიფანტა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

”იტალიაში სიცოცხლე ბრუნდება” – 21 ათასი ადამიანი ვირუსისგან სრულიად გამოჯანმრთელდა

იტალიაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უკვე 21 000-ს ადამიანზე მეტია. თუ გამოჯანმრთელებულთა ზრდა ასე გაგრძელდება, ექსპერტი პროგნოზირებენ რომ ვირუსი იტალიაში უკვე მალე დასრულდება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაეს საინტერესოაკვლევები

Diamond Princess-ზე კორონავირუსის რნმ-ი მგზავრებისგან დაცლის დღიდან 17 შემდეგ აღმოაჩინეს

საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, მგზავრებისგან დაცლის დღიდან 17 დღის გასვლის შემდეგ ექსპერტებმა კორონავირუსის რიბონუკლეინის მჟავა (რნმ) აღმოაჩინეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ზედაპირზე იმაზე ხანგრძლივად რჩება, ვიდრე აქამდე მიიჩნევდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
მკვლევარები აცხადებენ, რომ რიბონუკლეინის მჟავა, იმ ვირუსის გენეტიკური მასალა, რომელიც COVID-19-ს იწვევს, დეზინფექციის ჩატარებამდე გემის იმ კაბინების ზედაპირებზე აღმოაჩინეს, რომლებშიც სიმპტომატური ინფიცირებული მგზავრები იმყოფებოდნენ ასევე იმათშიც, რომლებშიც ასიმპტომატური ინფიცირებული მგზავრები იყვნენ განთავსებული.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა პრევენციის ცენტრის განმარტებით, მეცნიერებს უჭირთ იმის განსაზღვრა, გავრცელდა თუ არა კორონავირუსი ლაინერზე დაბინძურებული ზედაპირის გზით.
„კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებით შეუძლებელია იმის განსაზღვრა, მოხდა თუ არა გადაცემა დაბინძურებული ზედაპირის საშუალებით, თუმცა კვლევის შედეგები გვკარნახობს, რომ აუცილებელია შემდგომი კვლევის ჩატარება იმის დასადგენად, ვრცელდება თუ არა საკრუიზო გემებზე კორონავირუსი ფომიტებიდან (დაბინძურებული საგნებიდან),“- ნათქვამია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა პრევენციის ცენტრის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ 17 მარტის მონაცემებით, კრონავირუსი 25 საკრუიზო გემზე აღმოაჩინეს.
რაც შეეხება Diamond Princess-ს, შეგახსენებთ, რომ საკრუიზო ლაინერი იაპონიის ქალაქ იოკოჰამას პორტში 4 თებერვალს დააკავეს და მასზე ორკვირიანი კარანტინი გამოაცხადეს, ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ერთ-ერთ მგზავრს, რომელმაც აღნიშნული გემით მანამდე იმგზავრა, კორონავირუსი აღმოაჩნდა. გემზე, რომლის ბორტზე 3 700 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ, COVID-19-ი 700-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.

წყარო : cnbc.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევები

არიან თუ არა ღამურები COVID-19-ის გავრცელებაში დამნაშავეები

მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი კორონავირუსის წყარო ღამურები არიან, ნაწილი კი ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ დაავადების გავრცელებაში, რომელმაც რამდენიმე თვეა მსოფლიო წესრიგი და თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სტილი შეცვალა, ღამურები დამნაშავეები არ არიან.
აღსანიშნავია, რომ ვირუსები, რომელიც ძალიან ჰგვანან COVID-19-ის გამომწვევ ვირუსს, ჩინეთში გავრცელებულ ღამურის სახეობაში მართლაც აღმოაჩინეს, რამაც გააჩინა კითხვა, როგორ გადავიდა დაავადება ღამურადან ადამიანზე და მთელს დედამიწაზე გავრცელდა.
ღამურები ერთადერთი ძუძუმოწვრები არიან, რომლებსაც ფრენა შეუძლიათ, რაც მათ დიდ ტერიტორიაზე გავრცელების საშუალებას აძლევს. ეს ნიშნავს, რომ ღამურის ორგანიზმში ბევრი პათოგენის და დაავადების თავმოყრაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ფრენა დიდ აქტიურობას მოითხოვს, რამაც ღამურების იმუნური სისტემის სპეციფიკურობა გამოიწვია.
ლონდონის ზოოლოგიურ საზოგადოების ველური ბუნების ეპიდემიოლოგიის პროფესორის, ენდრიუ კანინგემის განმარტებით, ფრენის დროს ღამურების სხეულის ტემპერტურა იზრდება, რამაც განაპირობა ის, რომ ღამურებში განვითარებული პათოგენები სხეულის გაზრდილ ტემპერატურას უძლებენ.
პროფესორი კანინგემი აცხადებს, რომ ეს ფაქტი პრობლემას ქმნის მაშინ, როდესაც ეს დაავადებები სხვა სახობებში ჩნდებიან. მაგალითად, ადამიანებში ტემპერატურის ზრდა სხეულის დამცავი მექანიზმია, რომლის მიზანი ვირუსის განადგურებაა. თუმცა ვირუსი, რომელიც ღამურაში განვითარდა, მაღალი ტემპერატურის მიმართ მდგრადია.
როგორ მოხდა დაავადების ადამიანიდან ღამურაზე გადასვლა? კანინგემი განმარტავს, რომ დაავადების ღამურადან ან ნებისმიერი სახეობიდან ადამიანზე გადაცემა ყოველთვის ადამიანის ქცევითაა განპირობებული. „ამას ადამიანის ქმედებები იწვევს,“- აღნიშნავს პროფესორი.
მეცნიერები განმარტავენ, რომ როდესაც ღამურებზე ნადირობენ, ან ტყეების ჭრის შედეგად მათ საცხოვრებელს ანადგურებენ, ამ ქმედებებისგან გამოწვეული სტრესი ღამურების იმუნურ სისტემას ასუსტებს და სხეულს პათოგენებთან გამკლავება უჭირს. მეცნიერების შეფასებით, მომატებული სტრესის დროს ვირუსი ღამურას ორგანიზმიდან ისე გამოიყოფა, როგორც, მაგალითად, ჰერპერს ვირუსი ადამიანის ორგანიზმიდან.
ექსპერტების აზრით, ჩინეთის ქალაქ უხანში მდებარე ცხოველების ბაზრობაზე, რომელსაც COVID-19-ის გავრცელების წყაროდ მიიჩნევენ და სადაც გარეული ცხოველები დატყვებეული ჰყავთ და ჰყიდიან, ცხოველები განსაკუთრებული სტრესის ქვეშ არიან და იქ სხვადასხვა სახეობიდან გამოყოფილი ვირუსის არევის დიდი შანსია.
„კაცობრიობა იზრდება და ადამიანებს ერთმანეთთან უფრო ფართო და მჭიდრო კონტაქტები აქვთ და ვირუსი ადამიანებს შორის ადვილად ვრცელდება. ერთი ინფიცირებული ადამიანი ბევრ ინფიცირებულს ნიშნავს,“- აცხადებს კანინგემი.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ადამიანებმა ორი რამ უნდა დაიმახსოვრონ : ღამურები დამნაშავეები არ არიან ვირუსის გავრცელებაში და მეორე : იმის გამო, რომ ადამიანები ისეთ ადგილებშიც დადიან და მკვიდრდებიან, სადაც მანამდე არაფერი ესაქმებოდათ, ვირუსი, შესაძლოა, დედამიწაზე დარჩეს.

წყარო : CNN

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევები

დაინფიცირებულთან ერთ სივრცეში ყოფნისას, შესაძლოა კორონავირუსი არ გადაგედოთ

თუ ჩვენ იმ რეკომენდაციებს დავიცავთ, როგორიც არის დისტანცირება, ჰიგიენური ნორმების დაცვა. თუნდაც ერთ სივრცეში ყოფნის შემთხვევაშიც, შეიძლება ინფიცირებული ადამიანისგან ჩვენ დაავადება არ გადაგვედოს – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ტვ პირველის” ეთერში.

„მოიმატა დაინფიცირებული ასაკოვანი ადამიანების რიცხვმა, რამაც დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე გამოიწვია. ჩვენ ახლა გაცილებით რთული პაციენტები გვყავს, ვიდრე ინფექციის დაწყებისას გვყავდა. ამ ეტაპზე ის პაციენტები რომელთა მდგომარეობაც შეფასებულია მძიმედ, რჩებიან სტაბილურად. ყველა მათგანს აქვთ ქრონიკული დაავადებები და არიან ხანდაზმულები. ეს ორი ფაქტორი განაპირობებს დაავადების სიმძიმეს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდებშიც მძიმედ მიმდინარეობს პროცესი, მაგრამ ეს უფრო მცირე რაოდენობას ეხება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მათი მდგომარეობა არ გაუარესებულა. კორონავირუსი არის გადამდები, მაგრამ არა 100%-ით, არ გადადის ისე, როგორც წითელა ან სხვა ჰაერწვეთოვანი დაავადებები. თუ ჩვენ იმ რეკომენდაციებს დავიცავთ, როგორიც არის დისტანცირება, ჰიგიენური ნორმების დაცვა. თუნდაც ერთ სივრცეში ყოფნის შემთხვევაშიც, შეიძლება ინფიცირებული ადამიანისგან ჩვენ დაავადება არ გადაგვედოს”, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ექიმი, რომელიც პაციენტებს აფთიაქში უფასო რეცეპტით გზავნიდა

თეატრის კრიტიკოსი და ტელეწამყვანი, ნიკოლოზ წულიკიძე „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული ვიდეოს მეშვეობით საზოგადოებას პოზიტიური განწყობისკენ მოუწოდებს, ექიმებს კი დიდ მადლობას უხდის იმ ღვაწლისთვის, რაც მათ ამ დაძაბულ ვითარებაში აქვთ. ეს ადამიანები საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ზრუნავენ სხვების ჯანმრთელობაზეო, ამბობს ნიკა და ყვება მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბათუმელი ექიმის საინტერესო იტორიას.

ნიკოლოზ წულუკიძე: – ბათუმში ცხოვრობდა ექიმი პლატონ გიგინეიშვილი, რომელიც პაციენტს ორი ფერის ფურცელზე უწერდა რეცეპტს – თეთრსა და მწვანეზე. მწვანე ფურცელზე ექიმი იმ ოჯახის წევრებს უწერდა რეცეპტს, ვისი ოჯახის მარჩენალიც მეორე სამამულო ომში იყო საომრად წასული. ბათუმის ყველა აფთიაქში იცოდნენ, რომ პაციენტები მწვანე ფურცელზე დაწერული რეცეპტით თუ მივიდოდნენ, უფასოდ უნდა მიეცათ წამლები. ბატონი პლატონი თვის ბოლოს დაივლიდა აფთიაქებს და თავისი ჯიბიდან ანაზღაურებდა წამლების ფულს. როდესაც ძალიან ცუდად იყო და მისთვის ხმაურში ყოფნა არ შეიძლებოდა, მადლიერ პაციენტებს ზემო აჭარიდან 12 ურემი თივა ჩამოუტანიათ და მის სახლთან დაუყრიათ, რომ ყველასათვის პატივსაცემი ავადმყოფი ექიმი ეტლების თქარა-თქურს არ შეეუწუხებინა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

85 წლის ექიმი-ანესთეზიოლოგი მოხალისედ უბრუნდება კლინიკას

ჯამპიერო 2010 წელს გავიდა პენსიაში, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, პირველივე ზარის შემდეგ, მზად იყო თუ არა დახმარებოდა თავის ქვეყანას, დაუფიქრებლად დათანხმდა.

ცნობისთვის, 1985 წელს, როცა იტალიაში პირველად ჩატარდა გულის გადანერგვის ოპერაცია, სწორედ ის იყო ანესთეზიოლოგი.

წყარო: tvიმედი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ჩინეთი ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება – 8 აპრილს ქალაქ უხანში კარანტინი გაუქმდება

ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში აცხადებენ, რომ ქალაქ უხანზე მკაცრი კარანტინი 8 აპრილიდან მოიხსნება. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

კარანტინის მოხსნა ასევე გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებას. ასევე ცნობილი ხდება, რომ მოსახლეობის ნაწილი სამსახურებს ეტაპობრივად დაუბრუნდება.

ასევე, ნელ – ნელა ტურისტული ობიექტების გახსნაც დაიწყება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ტურისტებისათვის ნაწილობრივ გაიხსნა „ჩინეთის დიდი კედელი“ და მუშაობა განაახლა ქალაქის ზოოპარკმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 41 42 43 44 45 98
Page 43 of 98