close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშე

ამერიკელი ქალის მიერ ნაშვილები ბავშვები და-ძმა აღმოჩდნენ

ამერიკელმა კეტი პეიჯმა აღმოაჩინა, რომ გოგო, რომელზეც ზრუნავდა, მის მიერ ნაშვილები ბიჭის და იყო და მაშინვე გოგოც იშვილა. ამის შესახებ პორტალი KXXV წერს.

პეიჯი რამდენიმე წლის წინ ქმარს გაშორდა და ძალიან ნერვიულობდა იმასთან დაკავშირებით, რომ შვილები არ ჰყავდა. 30 წლის პეიჯი 2016 წელს 4 ობოლი ბავშვის მეურვე გახდა და მალევე მიხვდა, რომ მზადაა მათი დედაც იყოს.

2016 წლის ზაფხულში მას სამშობიარო სახლიდან დაურეკეს და ახალშობილი ბიჭის, გრეისონის შესახებ შეატყობინეს, რომელიც დედამ მიატოვა. პეიჯი საავადმყოფოში წავიდა და როგორც თვითონ ჰყვება „ბავშვი დანახვისთანავე შეუყვარდა“. გრესონი ქალმა ოფიციალურად 2017 წელს იშვილა.

ერთი თვის შემდეგ, მას იმავე სამშობიარო სახლიდან დაურეკეს და ამჯერად გოგოს, ჰანას დაბადების შესახებ აცნობეს. პეიჯმა გადაწყვიტა, რომ ამ ბავშვისთვისაც გამხარიყო მეურვე. როდესაც გოგო სახლში მიიყვანა, დააკვირდა ხელსაბამს, რომელზეც ეწერა გოგოს ბიოლოგიური დედის სახელი. ის გრეისონის დედის სახელს ემთხვეოდა.

რამდენიმე თვის შემდეგ, პეიჯმა აღმოაჩინა, რომ ეს ბავშვები ერთი და იმავე ქალისაა, თუმცა პირველ მშობიარობაზე ბიოლოგიურ დედას გვარი ჰქონდა შეცვლილი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

BBC: არქტიკა არა მხოლოდ დნება, არამედ ცეცხლშია

არქტიკა არა მხოლოდ დნება, არამედ ცეცხლშია და ეს გლობალური დათბობის მასშტაბებს ზრდის, – ამის შესახებ სტატიას BBC ავრცელებს

მასალის მიხედვით, მყინვარები დნება, ტყეები მცირდება და ჩრდილოეთისკენ ინაცვლებს, პოლარული დათვები ბუნებრივ ადგილსამყოფელზე საკვების დეფიციტის გამო უკვე ქალაქებში დაეხეტებიან და მთლიანად, რეგიონში ტემპერატურა ისე სწრაფად იწევს მაღლა, რომ მკაფიო გავლენას ახდენს ყინულსა და თოვლზე, შესაბამისად – ოკეანეზე. 

„არქტიკა ახლა უკვე მხოლოდ ყინულს კი არ კარგავს, პირდაპირ იწვება“, – ნათქვამია სტატიაში და მაგალითად ციმბირის, ალასკას და გრენლანდიის ტყის ხანძრებიამოყვანილი. 

ხანძრები ეკოსისტემაში ბუნებრივი მოვლენაა და უფრო მეტიც, ხანდახან საჭიროც კი, რადგან ბიომრავალფეროვნების განვითარების ციკლს უწყობენ ხელს. მაგრამ არა არქტიკაში და არა – ამ მასშტაბით. 

„ნახშიროჟანგის მომატების წინაშე ვდგავართ“, – აცხადებენ სპეციალისტები და აღნიშნავენ, რომ არქტიკის დნობა გლობალური დათბობის შეჩერების აუცილებლობას კიდევ უფრო აშკარას ხდის.

მეცნიერების თქმით, კლიმიტის ცვლილებასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება ახალი ტყეების გაშენებაა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

რა რისკის ქვეშ მოექცევა 800 მილიონამდე ადამიანი მყინვარების დნობის გამო

მეცნიერები აცხადებენ, რომ კლიმატის ცვლილებების გამო აზიის უზარმაზარ მყინვარებს შემცირება,  ასობით მილიონი ადამიანს კი უწყლოდ დარჩენა ემუქრებათ.

როდესაც წვიმა არ მოდის, ჰიმალაის გარშემო მაღალმთიან რეგიონებში მდებარე მყინვარები მაშველის როლს ასრულებენ. ისინი ყოველ ზაფხულს 36 კუბურ კილომეტრ წყალს წარმოქმნიან.

ყინულის დანაკარგი ბოლო ათწლეულების განმავლობაში სულ უფრო და უფრო მატულობს. განსაკუთრებით თვალსაჩინო კი 2000-2016 წლებში გახდა, ამ პერიოდში მყინვარი 1.6-ჯერ  სწრაფად შემცირდა, ვიდრე 1951 წლიდან 2007 წლამდე.

ბრიტანეთის ანტარქტიდული კვლევის მეცნიერი დოქტორ ჰამიშ პრიჩარდი აცხადებს, რომ დნობის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება, რაც მოსავლისა და შინაური ცხოველის შემცირებას გამოიწვევს.  „ ეს ბუნებრივია, ხალხთა შორის კონფლიქტსაც გამოიწვევს. მოსალოდნელია მიგრაციები, ხოლო ვინც ამას ვერ მოახერხებს, მათ შესაძლოა საკუთარ მეზობლებთან საკვების გამო დაპირისპირება მოუწიოთ.“  

განსაკუთრებით დაზარალდება ინდის ველი, რომელიც ადამიანური ცივილიზაციებით ათასობით წლებია დასახლებულია და დღეს 237 მილიონი ადამიანის საკვებ წყაროს წარმოადგენს.

 ყინულის დნობის ტემპის დაჩქარება წყლის რესურსების შემცირებასაც გამოიწვევს, რომელზეც ჰიდრო ეკონომიკებია დაფუძნებული.

მაღალმთიანი აზიის რეგიონის მოსახლეობა წყლის რესურსების ნაკლებობის მიმართ განსაკუთრებით დაუცველია. აღსანიშნავია, რომ გასულ საუკუნეში გვალვამ  6 მილიონი სიცოცხლე შეიწირა.

დოქტორ პრიჩარდი აცხადებს, რომ ყინულის დნობამ რეგიონში შესაძლოა დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და 800 ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენოს.

აზიის მაღალმთიანი რეგიონი, რომელიც ცნობილია, როგორც მესამე პოლუსი, მოიცავს ჰიმალაის, კარაკორამს, პამირს, ჰინდუ კუშს, ტიანშანს, კუნლუნს და ალაის მთებს.

ტერიტორიაზე 95,000 მყინვარი მდებარეობს და პაკისტანის, ავღანეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის ყოველწლიური მუნიციპალური და ინდუსტრიული საჭიროებების უმეტესობას აკმაყოფილებს.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაფოტო

როგორ აღიქვამენ ახლომხედველები სამყაროს?

ოდესმე თუ წარმოგიდგენიათ, როგორ აღიქვამენ სამყაროს ის ადამიანები, ვისაც მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ? ხელოვანმა ფილიპ ბარნოუმახლომხედველობასთან დაკავშირებული თავისი წარმოდგენები ორიგინალური პროექტის სახით წარმოადგინა. ერთი შეხედვით ფილიპის ნამუშევრები ჩვეულებრივ უფოკუსოფოტოებს ჰგავს, თუმცა, რეალურად, ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატებია.

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოასაქართველო

აზოტის დიოქსიდი, მყარი ნაწილაკები და მტვერი – თბილისში ჰაერის ხარისხი გაუარესდა

2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ჰაერის დამაბინძურებელ ნაწილაკთა რაოდენობა თბილისში გაიზარდა.
როგორც „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა ჰაერის ხარისხის კვლევის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, კვლევა ეფუძნება წერეთლის გამზირზე დაფიქსირებული ისეთი წამყვანი დამაბინძურებლების მონაცემების ანალიზს როგორიცაა აზოტის დიოქსიდი – NO2, მიკრონაწილაკები PM2.5 და PM10.
“2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებმა ჰაერის ხარისხთან მიმართებით დაგვანახა, რომ გაზრდილია იმ წამყვან დამაბინძურებელთა ოდენობა, რომლებიც ჯანმრთელობისთვის მეტად საშიშია. ამას წარმოადგენს განსაკუთრებით აზოტის დიოქსიდი, არის შეწონილი მყარი ნაწილაკები და მტვერი. წერეთლის გამზირი აღებულია ერთ-ერთ მაგალითად. ბუნებრივია, ამის განზოგადება შეიძლება მთელ ქალაქზე ვერ მოხდეს, მაგრამ ძალიან დიდი ეჭვის საფუძველი არსებობს, რომ სხვა დატვირთულ ქუჩებზეც იყოს იგივე ან უარესი ვითარებაა”, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ ტრანსპორტის ნაკადის იზრდება, იზრდება აზოტის დიოქსიდის ოდენობაც.
“კვლევამ გვიჩვენა, რომ ავტომობილების რაოდენობის ზრდა პირდაპირ კავშირშია აზოტის დიოქსიდის ზრდასთან. როდესაც 8 საათიდან იწყება ტრანსპორტის ნაკადის ზრდა, ამის პარალელურად იწყება აზოტის დიოქსიდის მატებაც“- აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა.
ამასთან, ეკა ლალიაშვილმა ისაუბრა დიზელის ძრავზე მომუშავე ტრანსპორტზეც და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეს ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.
“დღეს განსაკუთრებული გამოწვევაა დიზელის ტრანსპორტი. ევრო 4-ის სტანდარტია ქვეყანაში, თუმცა ასევე არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლებელია და ხელმისაწვდომია უფრო იაფიანი და უხარისხო საწვავი, თუმცა ამაზე კონკრეტულად კვლევა არ ჩაგვიტარებია.
ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა მოძველებული ავტოპარკი, რომელის წილიც  90%-ს აღწევს. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დაიწყოს ისეთი სტრატეგიის ამოქმედება, რომელიც ავტოპარკის განახლებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშეფიზიკაქიმია

თურქეთში $72 მილიონის ღირებულების რადიოაქტიური ნივთიერება ამოიღეს

თურქეთში, ბოლუს პროვინციაში პოლიციამ ავტომობილის ჩხრეკისას რადიოაქტიური ნივთიერება კალიფორნიუმი ამოიღო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

კონტრაბანდასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა საეჭვო ავტომობილი გააჩერეს და ჩხრეკის შედეგად 18,01 გრამი კალიფორნიუმი ამოიღეს.

ნივთიერება თურქეთის ატომური ენერგიის სააგენტოში ექსპერტიზაზე გააგზავნეს. მედიის ინფორმაციით, ამოღებული ნივთიერების ღირებულება 72 მილიონ დოლარს აღწევს. პოლიციამ საქმეზე დაწყებულა გამოძიების ფარგლებში ხუთი ადამიანი დააკავა.

კალიფორნიუმი ბირთვული იარაღის საბრძოლო ნაწილის დასამზადებლად და ატომური ელექტროსადგურების მუშაობაში გამოიყენება.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიაკვლევებიმედიცინამსოფლიო

პირველად ისტორიაში: მეცნიერებმა აივ-ინფიცირებული თაგვის სრულად განკურნება შეძლეს

ანტი-აივ პრეპარატები საოცრად დიდ საქმეს აკეთებენ და ვირუსს კონტროლის ქვეშ აქცევენ- ამაზე კამათიც კი არ ღირს. მკურნალობის სწორი კურსის ფონზე ანტი-რეტროვირუსული პრეპარატები ახერხებენ სისხლში აივ ინფექციის რაოდენობრივი მაჩვენებლების იმდენად შემცირებას, რომ იგი თითქმის შეუმჩნეველი ხდება ტესტებისთვის. ასეთ დროს მისი გადაცემის ალბათობა თუნდაც დაუცველი სექსისა ან სისხლის ტრანსფუზიით მინიმუმამდე მცირდება. თუმცა უნდა ითქვას: ესაა ის მაქსიმუმი, რისი შემოთავაზებაც ამ პრეპარატებს შეუძლიათ.

ანტი-რეტროვირუსული წამლები განსაკუთრებით კარგად მუშაობენ იმ ვირუსებზე, რომლებიც აქტიურად მრავლდებიან და ჯანსაღ უჯრედებს აინფიცირებენ. აივ ინფექცია ამგვარად ევოლუციონირდა: ვირუსმა საკუთარი თავის კოპირების მექანიზმი იმდენად კარგად “შეისწავლა”, რომ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდგომ შეუძლია იმგვარად მუტაცია, რომ მკურნალობის მიმართ გამძლე ანუ რეზისტენტული გახდეს და კვლავ გამრავლდეს ორგანიზმში.

აივ ვირუსმა ასევე ისწავლა ორგანიზმში დამალვა რთულად მისაგნებ ადგილებში, კერძოდ ლიმფასა და სხეულის სხვადასხვა ქსოვილში. როდესაც იმუნური სისტემა ყველაზე მეტად დასუსტდება, სწორედ მაშინ იწყებს ვირუსი ხელახლა გამრავლებას. ამგვარად დაავადებული ადამიანის სხეულში აივ ვირუსი შეგვიძლია დამალულ ნაღმს შევადაროთ, რომელიც წლები და ზოგჯერ ათწლეულებიც კი შესაძლოა უმოქმედოდ იყოს, მაგრამ საკმარისია იმუნურ სისტემაზე გავლენა მოიპოვოს, რომ იგი მაშინვე “აფეთქდება” და მილიონობით თავისი თავის ანალოგ ვირუსს გაავრცელებს ორგანიზმში.

რა თქმა უნდა, აივ ინფექციასთან საბრძოლოდ გაცილებით ეფექტური იქნებოდა ისეთი საშუალების გამოყენება, რომელიც მთელი ორგანიზმიდან სრულად გააქრობდა გამომწვევ ვირუსს. თუმცა მკვლევარები აქამდე მსგავსი ტიპის ვაქცინის შექმნას ვერ ახერხებდნენ.

2 ივლისს ჟურნალში Nature Communications გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღწერილი იყო ცხოველური ექსპერიმენტის დონეზე პირველად ისტორიაში მასპინძელი გენომიდან აივ ინფექციის სრული გამოდევნა. უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ: მეცნიერებმა აივ დაინფიცირებული თაგვის სრულად განკურნება შეძლეს. კვლევა 29 თაგვზე ტარდებოდა. მათ ნაწილს აძლევდნენ ანტი-რეტროვირუსულ პრეპარატებს, რათა აივ ვირუსის ოდენობა მინიმალურ დონეზე ყოფილიყო ორგანიზმში და ამის პარალელურად იყენებდნენ გენური რედაქტირების ტექნიკას, რათა ეფექტურად მოეცილებინათ აივ-ის გენები დაინფიცირებული უჯრედებიდან. სხვადასხვა ტესტის შედეგების მიხედვით მსგავსი კომბინირებული მკურნალობის შედეგად თაგვების 30%-ში ვირუსის კვალი საერთოდ ვერ იქნა ნანახი. დაფიქსირდა სრული განკურნება.

“ეს დაკვირვებები პირველი ნაბიჯია, რათა ვთქვათ: აივ- ინფექცია განკურნებადი დაავადებაა” — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა წამყვანმა ავტორმა, კამელ ხალილიმ. იგი Lewis Katz School of Medicine at Temple University-ში ნეირო-ვირუსოლოგიისა და კომპლექსური ნეირო-შიდს ცენტრების ხელმძღვანელია.

თავდაპირველად, მკვლევარებმა სისხლის მიმოქცევაში ვირუსის აქტიური გამრავლება შეამცირეს მოდიფიცირებული ანტი-რეტროვირუსული პრეპარატების საშუალებით. მოდიფიკაციის პროცესს LASER ART ეწოდება. მეთოდი ექიმმა ჰოვარდ გენდელმანმა შეიმუშავა. იგი ამ კვლევის ერთ-ერთი წამყვანი ავტორი და University of Nebraska Medical Center-ის ფარმაკოლოგიისა და ექსპერიმენტული ნეირომეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

LASER ART-ის საშუალებით ანტი-აივ მედიკამენტი იმგვარად გადაეწყობა, რომ იგი კრისტალურ სტრუქტურას იძენს, რის შემდგომაც ჩაერთვება ცხიმში ხსნად ნაწილაკებში. ეს მას საშუალებას აძლევს გაძვრეს იმ უჯრედის მემბრენაში, სადაც აივ ვირუსს ახასიათებს დამალვა: მაგ. ღვიძლში, ლიმფურ ქსოვილში და ელენთაში. უჯრედის შიგნით მოხვედრის შემდგომ, ფერმენტები იწყებენ წამლის გამოთავისუფლებას. კრისტალური სტრუქტურა წამალს შედარებით უფრო ნელა გამოყოფს, რაც მას საშუალებას აძლევს დომინანტი ვირუსების დახოცვა განაგრძოს მას შემდეგ, რაც ისინი გამრავლებას დაიწყებენ თვეების დაგვიანებით, ნაცვლად დღეებისა, როგორც ეს ჩვეულებრივი ანტი-რეტროვირუსული პრეპარატების გამოყენებისას ხდებოდა.

მკურნალობის მეორე ნაბიჯი უკვე გენური რედაქტირებაა CRISPR-cas9მეთოდიკით. ეს აუცილებელია ორგანიზმში მოცირკულირე დაინფიცირებული იმ უჯრედებიდან აივ ვირუსის გენების ამოსაკვეთად, რომელთაც ანტი-აივ პრეპარატებმა ვერაფერი დააკლო.

კამელ ხალილი აივ გენების ამოსაკვეთად CRISPR მეთოდიკას ადრეც იყენებდა. მაშინ იგი ადამიანის უჯრედებზე და ლაბორატორიულ ცხოველებზე ატარებდა ექსპერიმენტებს. თუმცა, მხოლოდ გენური რედაქტირება საკმარისი არ აღმოჩნდა. აივ ვირუსი საკუთარ თავს ისეთი მაღალი სიხშირით ამრავლებს, რომ გენური ინჟინერიის საშუალებით ყველა უჯრედის გენომის დარედაქტირება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ კვლევაშიც თაგვების ნაწილს მხოლოდ CRISPR მეთოდიკით და ნაწილს მხოლოდ LASER ARTმეთოდიკით მკურნალობდნენ. ორივე შემთხვევაში კვლევის მეხუთედან მერვე კვირამდე აივ ინფექცია კვლავ თავს იჩენდა. თაგვების აივ-ინფექციისგან სრული განკურნება მხოლოდ ორივე მეთოდიკის კომბინაციით მოხერხდა

“წლების განმავლობაში ჩვენ აივ-ს როგორც ინფექციურ დაავადებას ისე განვიხილავდით. როგორც კი ვირუსი უჯრედში ხვდება, აივ-ი მაშინვე გენეტიკურ დაავადებად გადაიქცევა, რადგანაც ვირუსული გენომი მასპინძლის გენომში ერთვება. იმისათვის, რომ განვკურნოთ დაავადება, ჩვენ გვესაჭიროება გენეტიკური სტრატეგია. გენური რედაქტირება საშუალებას გვაძლევს ვირუსული დნმ მასპინძლის ქრომოსომებს გენომის დაზიანების გარეშე მოვაცილოთ” — აღნიშნავს ექიმი კამელ ხალილი.

CRISPR-cas9 ტექნოლოგია საოცრად ფაქიზი გამოდგა ცხოველურ ექსპერიმენტებში. იგი აივ გენებს მასპინძლის დნმ-ს ამ უკანასკნელის დაუზიანებლად აცილებდა. მკვლევარებმა იგივე მეთოდოლოგიით იმუშავეს იმუნურ უჯრედებზე, რომელთაც აივ ვირუსი ყველაზე ხშირად ირჩევს მასპინძელ უჯრედებად. მათი LASER ART და CRISPR ტექნოლოგიით დამუშავების შემდგომ, ეს იმუნური უჯრედები გადანერგეს ჯანმრთელი თაგვების ორგანიზმში, რათა ენახათ, განვითარდებოდა თუ არა აივ- ინფექცია. დაინფიცირების ერთი შემთხვევაც კი არ დაფიქსირდა.

“ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ მიღებული შედეგით. მეტად სასიამოვნოს იმის ხილვა, რომ ჩვენმა შემუშავებულმა ტექნოლოგიამ ცხოველებში შეძლო, როგორც ამას ჩვენ ვუწოდებთ, სტერილიზაციური განკურნება და ვირუსის ელიმინაცია” — აღნიშნა ექიმმა ხალილიმ.

მკვლევართა ჯგუფი აღნიშნულ თერაპიას უკვე ტესტავს პრიმატებზე, კონკრეტულად მაკაკებზე. მათ იმედი აქვთ, რომ ამ შემთხვევაშიც მსგავს შედეგს მიიღებენ. ასეთ შემთხვევაში, მეცნიერებს კვლევის ადამიანებზე გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ.

წყარო: TIME

წყარო : on.ge

სრულად ნახვა
განათლებაეს საინტერესოაისტორიაკულტურასაქართველო

ფრანკფურტის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა

გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ინსტიტუტში 2002 წლიდან ფუნქციონირებს კავკასიოლოგიის კათედრა, რომელსაც ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა აქვს.

ფრანკფურტის უნივერსიტეტში რუსთაველის კაბინეტი გახსნეს უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა როლფ ფან დიკმა, საქართველოს გენერალურიმა კონსულმა ფრანკფურტში ლევან დიასამიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზვიად გაბისონიამ, პროფესორმა იოსტ გიპერტმა და პროფესორმა მანანა თანდაშვილმა.

კავკასიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელის, მანანა თანდაშვილის ინიციატივით ორი წლის წინ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნისუცხოენოვანი თარგმანების შეგროვება დაიწყო. დღეისათვის ბიბლიოთეკაში პოემის 50-მდე თარგმანია. სამინისტროს თქმით, ამჟამად კათედრაზე ვეფხისტყაოსნის თარგმანების პარალელური კორპუსის იქმნება

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასაქართველო

გოტიე ჰენი: სამი სახის დამწერლობა — და ეს მაშინ, როცა ზოგ ენას ერთიც არ გაჩნია

გოტიე ჰენი საფრანგეთის ქალაქ მეცის მკვიდრია. ექვს ენას ფლობს: ფრანგულს, ინგლისურს, ესპანურს, გერმანულს, რუსულსა და ქართულს.

მსოფლიოს უდიდესი ენების ფონზე ჩვენი ენით დაინტერესება თითქოს უცნაურად გამოიყურება, მაგრამ თავად გოტიეს ამას ძალიან საფუძვლიანად ხსნის.

იდუმალი ხვეულები

უცხო ქვეყანაში გადასახლება ადამიანს მხოლოდ ძლიერმა სტიმულმა შეიძლება აიძულოს. და ის ხშირად განსხვავებულია ერთმანეთისგან ჩემ შემთხვევაში ეს სტიმული იყო ენა — ქართული ენა და ანბანი, რომელიც ერთხელ შემთხვევით ვნახე და ვეღარ ამოვიგდე თავიდან.

როგორ იქცევა ადამიანი, როცა ამა თუ იმ ენის შესწავლას იწყებს? როგორ და უპირველესად ანბანს ეცნობა. ჰოდა, მეც, რაღა თქმა უნდა, ასე მოვიქეცი.

სწავლა ჩემით დავიწყე, დამოუკიდებლად, ინტერნეტში განთავსებული ვიდეოების დახმარებით. ვსწავლობდი ასოებს, ბგერების გამოთქმას, ელემენტარულ სიტყვებს. 
მერე ბიბლიოთეკაში შევუდექი ქართული წიგნების, თვითმასწავლებლების, ლექსიკონების ძებნას. მაგრამ საფრანგეთში ქართულ ენასთან დაკავშირებული მასალების მოძიება იოლი არ გამოდგა. ამიტომ ჩემი ქართულში განსწავლის პროცესი ძალიან მუხრუჭდებოდა, ნელა მიიწევდა წინ.

რაღაც მომენტში მივხვდი, რომ საქართველოში ჩამოსვლა მჭირდებოდა, თორემ ისე არაფერი გამომივიდოდა. ჰოდა, წამოვედი კიდეც.

რატომ მაინცდამაინც ქართული? ეს კითხვა შინაც ხშირად მესმოდა და აქაც მესმის. ვფიქრობ იმიტომ, რომ თვითმყოფად ქართულ დამწერლობას რაღაცნაირი ანდამატური მიზიდულობა აქვს.

იცით, რას ვამსგავსებ მათ? თმის გრძელ კულულებს, ოღონდ მჟღერ კულულებს, რომელთა ხმოვანება ზოგჯერ საერთოდ არ ჰგავს ევროპული ენებისას.

გენაცვალე

თბილისში ჩამოსულმა გავაცნობიერე, რომ წიგნებიდან ენის სწავლა დიდად განსხვავდება ამ ენაზე მოსაუბრესთან ურთიერთობით სწავლისგან. ქართული ენა თითქოს რაღაც მარყუჟებად იხვეოდა და ხელიდან მისხლტებოდა, არ მანებებდა ბგერების დაუფლებას. მაგრამ მეგობრების წყალობით, რომლებიც პირდაპირ შეიპყრო ჩემთვის ქართულის სწავლების იდეამ, არ დავნებდი. და არც დავნებდები!

არაფრით არ შემიძლია სიტყვა არ ვთქვა თბილისელებზე. ჩემი აქ ყოფნის მოკლე პერიოდში რამდენიმე კარგი მეგობარი შევიძინე. ხალხი აქ ძალიან გულგახსნილი და თბილია.

ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო ქართველების სტუმართმოყვარეობაზე, გულკეთილობასა და თანადგომაზე. ხშირად მეპატიჟებიან სხვადასხვა ოჯახებში, მიმასპინძლდებიან, მასაჩუქრებენ… ეს ქართული კულტურის, ყოფის ნაწილია, რაც ენაშიც კი აისახება.

აი, მაგალითად, სიტყვა „გენაცვალე“. როგორ გინდა, რომ გადათარგმნო? ის ხომ ათას გრძნობასა და სხვა ათას სიტყვას იტევს, საოცარ სითბოს გამოსცემს.

თბილისური ჩასხდომა

თბილისის ქუჩაბანდებში სეირნობისას სიამოვნებით ვუგდებ ყურს ქართულ მეტყველებას. რაღაცნაირად მეჩვენება, რომ საქართველოს სული „იტალიურ ეზოებში“ სახლობს, რომელზეც ამდენს წერენ და ლაპარაკობენ.

არქიტექტურა ძალიან მრავალფეროვანია. თბილისი საოცრად დახვეწილად, გაწაფულად უხამებს ერთმანეთს გერმანულ სიმკაცრეს, მავრიტანულ ფერადოვნებას, მართლმადიდებლურ ჯვრებსა და მუსლიმურ თაღებს, საუკუნოვან შენობებსა და უცნაური ფორმის თანამედროვე ნაგებობებს. სწორედ ამიტომაც მიყვარს ასე ძალიან ამ ქალაქში სეირნობა.

ღამღამობით ხან რომელ ბარს ვსტუმრობ და ხანაც — რომელს. ქალაქის ცენტრში უამრავი კაფე და კლუბია, მაგრამ მე ყველაზე მეტად ის ბარები მომწონს, რომლებიც თავისუფლების მოედნის მიმდებარედაა განლაგებული. დავსხდებით ხოლმე მე და ჩემი მეგობრები, ლუდს ნება-ნება ვწრუპავთ და თან ქართულად ვმუსაიფობთ. ამ „ჩასხდომების“ დამსახურებაა, რომ ქართულში უკვე კარგად გავიწაფე.

საოცნებო ქართული

მაქვს მიზანი და ნელ-ნელა ვუახლოვდები მას. ვოცნებობ, რომ ქართულად თავისუფლად ავმეტყველდე. ლაპარაკს უკვე ვახერხებ და წერა-კითხვაც ვიცი.ძალიან რთული ენა გაქვთ შესასწავლად. მთავარი დაბრკოლება — ეს ენის ფონეტიკა. სპეციფიური ბგერები გაქვთ, ევროპულისგან განსხვავებული. ამ განსხვავებული ბგერებიდან ერთი ძალიან ჰგავს ფრანგულს: „ღ“.

იცით, რამ გამაოგნა? რომ ისტორიის მანძილზე დამწერლობის სამი სხვადასხვა სახეობა გქონიათ: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. არადა, მსოფლიოში ბევრი ისეთი ენაა, რომლებსაც ერთი დამწერლობაც კი არ აქვთ, ერთი ანბანიც კი!

ენათა ჯგუფიც უნიკალურია — ქართველური ენები მსოფლიოს არცერთ სხვა ენას არ ჰგავს.

გასტრონომიული ნეტარება

ფრანგული სამზარეულო მთელ მსოფლიოშია განთქმული. ის ძალიან გემრიელია და მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ ერთი პრობლემა მაქვს: ვეგეტერიანელი ვარ, ფრანგული კერძები კი ძირითადად ხორცისგან მზადდება.

ამმხრივ ქართული სამზარეულო ბევრად მრავალფეროვანი გამოდგა. ქვეყნის უხორცო და ბოსტნეულის კერძები გაქვთ: აჯაფსანდალი თუ ფხალი, ლობიო თუ ხაჭაპური… ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ხილი და ბოსტნეული კი ისეთი გემრიელი გაქვთ, რომ… ასე მგონია, ზაფხულში კიდევ მეტად გაგემრიელდება ყველაფერი.

საფრანგეთი ღვინითაც ცნობილია, მაგრამ საქართველოში ძალიან საინტერესო გემოს ღვინოები დავაჭაშნიკე. ყველაზე მეტად მომწონს საფერავი, ქინძმარაული, „ალაზნის ველი“.

უკვე ოთხი თვეა, თბილისში ვცხოვრობ. მჯერა, რომ ძალიან მალე თავისუფლად ავლაპარაკდები ამ უმშვენიერეს ენაზე, რომელსაც ესოდენ ლამაზი და იდუმალი ანბანი აქვს და რომელიც ცხოვრების უდიდეს თავგადასავლად მექცა.

წყარო : sputnik-georgia.com

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშე

6 წლის დავით თათვიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა

6 წლის დავით თათვიძე ჭადრაკში 7 წლამდე მოსწავლეთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. ინფორმაცია ჭადრაკის ფედერაციამ გაავრცელა.

“დავით თათვიძემ მერვე პარტიაშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა და ერთი ტურით ადრე მოიპოვა 7 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული”, — წერს ფედერაცია ფეისბუქის გვერდზე.

სრულად ნახვა
1 45 46 47 48 49 98
Page 47 of 98